2010-2019
თუ იქნებით პასუხისმგებელნი
აპრილი 2015


თუ იქნებით პასუხისმგებელნი

მოდით, ჩვენი ვალდებულებების შეცნობით და მამაზეციერის ნების მიღებით, ვიაროთ წინ, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და ვიმოქმედოთ მათ საფუძველზე.

მე მხოლოდ 12 წლის ვიყავი, როცა მისიონერები პირველად ჩამოვიდნენ საქადაგებლად იმ ქალაქში, სადაც დავიბადე – ჩრდილოეთ ჩილეში. ერთხელ კვირას, მას შემდეგ, რაც ექვსი თვის განმავლობაში დავდიოდი პატარა მრევლში, მისიონერმა, ზიარების ჩამოტარებისას, პური შემომთავაზა. მე შევხედე მას და რბილად ვუთხარი: „არ შემიძლია“.

„რატომ“? მკითხა მან.

მე ვუპასუხე: „იმიტომ, რომ მე ეკლესიის წევრი არ ვარ“.1

მისიონერი ამას ვერ იჯერებდა. მას თვალები გაუფართოვდა. ალბათ ფიქრობდა: „ეს ახალგაზრდა ყოველ შეკრებას ესწრება! როგორ შეიძლება, რომ იგი ეკლესიის წევრი არ იყოს“?

მეორე დღეს მისიონერები ჩემთან სახლში აღმოჩნდნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ განესწავლათ მთელი ჩემი ოჯახი. მაგრამ რადგან ჩემი ოჯახი არ იყო დაინტერესებული, მხოლოდ ჩემმა ყოველკვირეულმა ეკლესიის დასწრებამ განაპირობა ის, რომ მისიონერები თავდაჯერებულად აგრძელებდნენ სწავლებას. საბოლოოდ, დადგა მომენტი, რომელსაც ასე ველოდი – მათ მომიწვიეს, გავმხდარიყავი იესო ქროსტეს ეკლესიის წევრი. მისიონერებმა ამიხსნეს, რომ რადგან მცირეწლოვანი ვიყავი, მჭირდებოდა მშობლების ნებართვა. მე მისიონერებთან ერთად მამაჩემთან წავედი და მეგონა, რომ მისი მოსიყვარულე პასუხი იქნებოდა: „შვილო, როცა სრულწლოვანი გახდები, შეგეძლება საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება“.

როცა მისიონერები მას ესაუბრებოდნენ, მე მხურვალედ ვლოცულობდი იმაზე, რომ გული დარბილებოდა და მოეცა ჩემთვის სასურველი ნებართვა. მისი პასუხი მისიონერებისთვის შემდეგი იყო: „უხუცესებო, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩემი შვილი, ხორხე, ყოველ კვირას ადრე დგება, საუკეთესო ტანსაცმელს იცვამს და ეკლესიაში მიდის. მე ეკლესიისგან მხოლოდ კარგ გავლენას ვხედავ მის ცხოვრებაზე“. შემდეგ, მან მე მომმართა და გამაკვირვა, როცა თქვა: „შვილო, თუ პასუხისმგებელი იქნები ამ გადაწყვეტილებაზე, მაშინ მიიღებ ჩემგან ნათლობის ნებართვას“. მე მამას ჩავეხუტე, ვაკოცე და მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის, რასაც იგი აკეთებდა. მეორე დღეს მე მოვინათლე. გასულ კვირას ჩემი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი მომენტიდან 47-ე წლისთავი ავღნიშნეთ.

რა ვალდებულება გვაკისრია ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებს? პრეზიდენტმა ჯოზეფ ფილდინგ სმითმა ასე ახსნა ეს: „ჩვენ გვაქვს ეს ორი დიდი ვალდებულება. ... პირველი – ვეძიოთ საკუთარი ხსნა და მეორე – ვალდებულება ჩვენი მოყვასის წინაშე“.2

მაშასადამე, ეს არის მამაზაციერის მიერ ჩვენთვის ბოძებული მთავარი ვალდებულებები: ვეძიოთ საკუთარი და სხვების ხსნა გადარჩენა იმის შეგნებით, რომ ამ წინადადებაში ხსნა ნიშნავს დიდების ყველაზე მაღალი ხარისხის მიღებას, რომელიც მამაზეციერმა უზრუნველყო თავისი მორჩილი შვილებისთვის. 3 ამ ვალდებულებებმა, რომლებიც ჩვენ მოგვანდეს და რომლებიც ნებაყოფლობით მივიღეთ, უნდა განაპირობონ ჩვენი პრიორიტეტები, სურვილები, გადაწყვეტილებები და ყოველდღიური ქცევა.

მათთვის, ვინც ეს გაიგო, იესო ქრისტეს გამოსყიდვის წყალობით, ამაღლება ჭეშმარიტად ხელმისაწვდომია, მისი არმიღება უტოლდება დაგმობას. ასე რომ, ხსნის საპირისპირო – დაგმობაა, ზუსტად ისე, როგორც წარმატების საპირისპირო არის მარცხი. პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა გვასწავლა, რომ „ადამიანები ვერ იქნებიან კმაყოფილნი საშუალო შედეგებით, როცა დაინახავენ, რომ შესანიშნავის მიღწევაა შესაძლებელი“. 4 მაშინ როგორ უნდა ვიყოთ კმაყოფილნი იმით, რაც ამაღლებას ვერ შეედრება, თუკი ვიცით, რომ ამაღლება შესაძლებელია?

ნება მიბოძეთ, გაგიზიაროთ ოთხი ძირითადი პრინციპი, რაც დაგვეხმარება შევასრულოთ ჩვენი სურვილი – ვიყოთ მამაზეციერის წინაშე ვალდებულნი და იმავდროულად ვუპასუხოთ მის მოლოდინს – გავხდეთ მისი მსგავსნი.

1. ჩვენი ვალდებულების შეცნობა

თუ ჩვენ გვსურს, შევასრულოთ ღვთის ნება, თუ გვინდა ვიყოთ ვალდებულნი მის წინაშე, უნდა დავიწყოთ შეცნობით, წვდომით, მიღებით და ცხოვრებით მისი ნების შესაბამისად. უფალმა თქვა, რომ ყოველმა ადამიანმა მთელი სიბეჯითით უნდა გაიგოს თავისი მოვალეობა და იმოქმედოს იმ წოდებაში, რაც მას ებოძა. 5 მხოლოდ სწორად მოქმედების სურვილი არ არის საკმარისი, თუკი ჩვენ დანამდვილებით არ გვეცოდინება, რას ელოდება ჩვენგან მამაზეციერი და რა სურს, რომ მოვიმოქმედოთ.

მოთხრობაში „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ ალისამ არ იცის, საით წავიდეს, ასე რომ ეკითხება ჩეშირის კატას: „გეთაყვა, იქნებ მითხრათ, საითკენ წავიდე“?

კატა პასუხობს: „ეს დიდად დამოკიდებულია იმაზე, სად გინდათ, რომ მოხვდეთ“.

ალისა ამბობს: „მე დიდად არ მაღელვებს, სად მოვხვდები“.

„მაშინ მნიშვნელობა არ აქვს იმას, საით წახვალთ“, – ამბობს კატა. 6

თუმცა ჩვენ ვიცით, რომ გზა, რომელსაც მივყავართ იმ ხესთან, რომლის ნაყოფიც შექმნილია იმისთვის, რომ ბედნიერები გაგვხადოს; 7გზა, რომელსაც მარადისობისკენ მივყავართ, არის ვიწრო, მასზე სასიარულოდ ძალისხმევაა საჭირო და ცოტანი იპოვიან მას. 8

ნეფი გვასწავლის, რომ ქრისტეს სიტყვა გეტყვით ყველაფერს, რაც უნდა გააკეთოთ. 9 შემდეგ იგი ამატებს, რომ სულიწმინდა ... გვიჩვენებს ყველაფერს, რაც უნდა გავაკეთოთ. 10 ასე რომ, წყარო, რომლიდანაც ვსწავლობთ საკუთარ მოვალეობას - ქრისტეს სიტყვაა, რომელსაც ვიღებთ ძველი დროისა და თანამედროვე წინასწარმეტყველთაგან და პირადი გამოცხადებიდან, რომელიც მოდის სულიწმინდის მეშვეობით.

2. გადაწყვეტილებების მიღება

ვისწავლეთ რა სახარების აღდგენის შესახებ, გარკვეული მცნება, მოწოდებასთან დაკავშირებული ვალდებულებანი თუ ტაძარში დადებული აღთქმა – ჩვენზეა დამოკიდებული იმის არჩევანი, ვიმოქმედებთ ამ ცოდნის შესაბამისად თუ არა. ყოველი ადამიანი თავისუფალია საკუთარ არჩევანში – დადოს თუ არა წმინდა აღთქმა, როგორიცაა ნათლობა ან სატაძრო წეს-ჩვეულებანი. რადგან ფიცის დადება უძველესი დროიდან იყო ადამიანების რელიგიური ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი, ძველი კანონი მოითხოვს: „არ დაიფიცოთ ჩემი სახელი ტყუილზე“. 11 თუმცა დროის მერიდიანში, მხსნელმა გვასწავლა ვალდებულებების შესრულების უფრო მაღალი კანონი, როცა თქვა, რომ კი ნიშნავს კი-ს და არა– არას. 12 ადამიანის სიტყვა უნდა იყოს საკმარისი, როცა იგი სხვას რაიმეს პირდება, მითუმეტეს, თუ ეს „სხვა“ არის მამაზეციერი. ვალდებულების შესრულება ხდება ჩვენი სიტყვის ჭეშმარიტებისა და პატიოსნების გამომჟღავნება.

3. შესაბამისი მოქმედება

ჩვენი ვალდებულებების შესწავლის და გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, რაც დაკავშირებულია სწავლასა და წვდომასთან, ჩვენ შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ.

მძლავრ მაგალითს მტკიცე გადაწყვეტილების შესახებ–ვუპასუხოთ უფლის დაპირებას მამისადმი, ვპოულობთ მხსნელის გამოცდილებიდან, როცა მას მოუყვანეს დავრდომილის განსაკურნებლად. „იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები“. 13 ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტეს გამოსყიდვა აუცილებელია ცოდვების მისატევებლად, მაგრამ დავრდომილის განკურნების ეპიზოდში ამ დიად მოვლენას ჯერ არ ჰქონია ადგილი; მხსნელის გეთსიმანიის ბაღში და ჯვარზე ტანჯვა ჯერ წინ იყო. მიუხედავად ამისა, იესომ არა მხოლოდ დალოცა დავრდომილი ადგომისა და სიარულის საშუალებით, არამედ უბოძა მას ცოდვების მიტევება, რითიც მოგვცა უტყუარი ნიშანი, რომ არ განიცდიდა მარცხს და აღასრულებდა დაპირებას, რომელიც დადო თავის მამასთან, რომ შეასრულებდა დაპირებულს გეთსიმანიის ბაღში და ჯვარზე.

გზა, რომელზეც ჩვენ ავირჩიეთ სიარული, ვიწროა. ამ გზას ახლავს სირთულეები, რომლებიც მოითხოვს ჩვენს რწმენას იესო ქრისტეში და ძალისხმევას – დავრჩეთ ამ გზაზე და წინ ვიაროთ. ჩვენ უნდა მოვინანიოთ და ვიყოთ მორჩილნი და მომთმენნი, მაშინაც კი, თუ არ გვესმის ის ვითარება, რაც ჩვენს ირგვლივ შეიქმნა. ჩვენ უნდა მიუტევოთ სხვებს და ვიცხოვროთ იმის თანახმად, რაც ვისწავლეთ და რა არჩევანიც გავაკეთეთ.

4. ზეციური მამის ნების ნებაყოფლობით მიღება

მოწაფეობა ითხოვს არა მხოლოდ ჩვენი მოვალეობის შეცნობას, სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და მათ საფუძველზე მოქმედებას; ჩვენი განვითარებისთვის ასევე აუცილებელია განვავითაროთ მზადება და უნარი ღვთის ნების მიღებისა, მაშინაც კი, თუ ეს უთანხმოებაში მოდის ჩვენს მართალ სურვილებთან და უპირატესობასთან.

მე აღტაცებული და მოხიბლული ვარ კეთროვნის დამოკიდებულებით, რომელიც მოვიდა უფალთან, „მუხლი მოიყარა, შეევედრა და უთხრა: თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“. 14 კეთროვანი არაფერს არ ითხოვდა, თუმცა მისი სურვილი ალბათ მართალი იყო; იგი უბრალოდ მზად იყო მიეღო უფლის ნება.

რამდენიმე წლის წინ ჩემი მეგობრები – ძვირფასი, ერთგული შეუღლებული წყვილი, დალოცვილნი იყვნენ ნანატრი ვაჟით, რომლისთვისაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში ლოცულობდნენ. მათი სახლი სიხარულით აივსო, როცა ჩვენი მეგობრები და მათი ქალიშვილი, იმ დროს მათი ერთადერთი შვილი, ახალშობილი ბიჭის მობრძანებით ტკბებოდნენ. თუმცა ერთ დღეს რაღაც მოულოდნელი მოხდა: პატარა ბიჭი, რომელიც მაშინ სამი წლის იყო, უცებ კომაში ჩავარდა. როგორც კი ამის შესახებ შევიტყვე, ჩემს მეგობარს დავურეკე, რათა ამ მძიმე დროს მხარდაჭერა გამომეხატა. მისი პასუხი ჩემთვის გაკვეთილი გახდა, მან თქვა: „მისი წაყვანა მამაზეციერის ნებაა, ჩვენ ეს გვესმის“. ჩემი მეგობრის სიტყვებში ჩივილის ნატამალიც კი არ იყო, არც ჯანყი, არც უკმაყოფილება. პირიქით, მე მის სიტყვებში ვგრძნობდი ღმერთის მიმართ მადლიერებას იმისთვის, რომ ამ მოკლე ხნით ღმერთმა მისცა მათ საშუალება დამტკბარიყვნენ პატარა ბიჭით, და ამასთამ ერთად ის, რომ ისინი სრულად მზად იყვენენ მამაზეციერის ნების მისაღებად. რამდენიმე დღის შემდეგ ეს პატარა უკან ცელესტიალურ სასუფეველში წაიყვანეს.

მოდით, ჩვენი ვალდებულებების შეცნობით და მამაზეციერის ნების მიღებით, ვიაროთ წინ, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და ვიმოქმედოთ მათ საფუძველზე.

რაოდენ მადლიერი და ბედნიერი ვარ იმ გადაწყვეტილების გამო, რომლის მიღების ნება დამრთო მამამ 47 წლის წინ. დროთა განმავლობაში მე მივედი იმის წვდომამდე, რომ ვითარება, რომელიც მან მარგუნა – ვიყო პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებისთვის, ნიშნავდა მამაზეციერის წინაშე ვალდებულებას, ასევე ჩემი და ჩემი მოყვასის ხსნას და ამით გავმხდარიყავი უფრო და უფრო ისეთი, როგორიც მამაზეციერს სურს, რომ ვიყო. ამ განსაკუთრებულ დღს, მე ვმოწმობ, რომ ღმერთი, ჩვენი მამა, და მისი საყვარელი ძე, ცოცხალია. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.