2010-2019
შაბათი შვებაა
აპრილი 2015


შაბათი შვებაა

როგორ შეგიძლიათ დარწმუნდეთ იმაში, რომ თქვენი ქცევა კვირას წაგიყვანთ სიხარულისა და ბედნიერებისკენ?

ძვირფასო დებო და ძმებო, კონფერენციის ეს ორი დღე დიდებული იყო. ჩვენ ავმაღლდით შთამაგონებელი მუსიკითა და მჭერმეტყველი ლოცვებით. ჩვენი სულები განისწავლა სინათლისა და ჭეშმარიტების გზავნილებით. ამ აღდგომის კვირას, ჩვენ კვლავ ერთობლივად და გულწრფელად მადლობას ვუხდით უფალს წინასწარმეტყველისთვის!

შეკითხვა თითოეულ ჩვენგანს: როგორ შევიცვლები იმის შემდეგ, რაც მოვისმინე და ვიგრძენი ამ კონფერენციის დროს? როგორი პასუხიც არ უნდა გქონდეთ, ნება მიბოძეთ, მოგიწვიოთ, გადაამოწმოთ თქვენი გრძნობები და თქვენი ქცევა კვირა დღეს.

მე მოხიბლული ვარ ესაიას სიტყვებით, რომელმაც კვირა დღეს დაარქვა „შვება“.1 და მაინც ვფიქრობ, არის სინამდვილეში კვირა შვება ჩემთვის და თქვენთვის?

მე პირველად ვიპოვე შვება შაბათს მრავალი წლის წინ, როცა ძალიან დაკავებული ქირურგი ვიყავი და ვიცოდი, რომ კვირა ჩემთვის პირადი განკურნების დღედ იქცა. ყოველი კვირის ბოლოს ხელები მტკიოდა იმის გამო, რომ მრავალჯერ მიწევდა საპნითა და უხეში ჯაგრისით მათი დაბანა და გახეხვა. მეც მჭირდებოდა ამ ბევრის მომთხოვნი პროფესიისგან ამოსუნთქვა. კვირას ასე საჭირო დასვენებას ვღებულობდი.

რას გულისხმობდა მხსნელი, როცა თქვა, რომ „შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის“? 2 მე მჯერა, რომ მას სურდა გაგვეგო, რომ კვირა არის ძღვენი, რომელიც ჩვენ გვიბოძეს, რაც გვაძლევს ნამდვილ განტვირთვას ცხოვრების ყოველდღიური ციებ-ცხელებისგან და სულიერი და ფიზიკური განახლების საშუალებას. ღმერთმა გვიბოძა ეს განსაკუთრებული დღე არა გასართობად ან ყოველდღიური შრომისთვის, არამედ ვალდებულებისგან დასვენების მიზნით, ფიზიკური და სულიერი განტვირთვისთვის.

ებრაულად სიტყვა შაბათი ნიშნავს „დასვენებას“. კვირის დანიშნულება მოდის სამყაროს შექმნიდან, როცა ექვსი დღის სამუშაოს შემდეგ უფალმა დაისვენა შექმნისგან. 3 როცა მან მოგვიანებით მოსეს ათი მცნება გაუმხილა, ღმერთმა გვიბრძანა: „დაიცავი შაბათი დღე, რათა წმინდაჰყო იგი“. 4 მოგვიანებით, შაბათს იცავდნენ იმის მოსაგონებლად, რომ ისრაელმა ეგვიპტეს მონობას დააღწია თავი. .5 ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ შაბათი მოგვეცა როგორც მარადიული აღთქმა, მუდმივი შეხსენება იმისა, რომ უფალს შეუძლია თავისი ხალხის განწმენდა.6

ამის გარდა, ახლა ჩვენ ზიარებას ვიღებთ კვირას იესო ქრისტეს გამოსყიდვის მოსაგონებლად. 7 და კვლავ, ჩვენ აღთქმას ვდებთ, რომ მზად ვართ ავიღოთ საკუთარ თავზე მისი სახელი.8

უფალმა უწოდა საკუთარ თავს შაბათის უფალი. 9 ეს მისი დღეა! იგი გვიმეორებს და გვთხოვს, დავიცვათ შაბათი10 ანუ ვადიდოთ შაბათი. 11 ჩვენ ამის აღთქმა გვაქვს დადებული.

როგორ ვადიდებთ შაბათს? როცა ბევრად ახალგახრდა ვიყავი, მე სხვების ნამუშევარს ვსწავლობდი იმის თაობაზე, რისი კეთება შეიძლებოდა და რისი კეთება არ შეიძლებოდა კვირას. მოგვიანებით შევიტყვე წმინდა აწერილიდან, რომ ჩემი ქცევა და დამოკიდებულება შაბათის მიმართ იყო მხოლოდ ჩემსა და ღმერთს შორის მოსაგვარებელი საქმე. 12 ამის შემდეგ მე აღარ მჭირდებოდა შაბათთან დაკავშირებული „შეიძლება“ და „არ შეიძლებას“ გრძელი სია. როცა მიწევდა გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, იყო თუ არა ესა თუ ის ღონისძიება კვირისთვის შესაფერისი, მე უბრალოდ ვეკითხებოდი ჩემს თავს: „რა მინდა მივუძღვნა უფალს?“ ეს შეკითხვა ჩემს გადაწყვეტილებებს შაბათის შესახებ დღესავით ნათელს ხდიდა.

მიუხედავად იმისა, რომ შაბათთან დაკავშირებული დოქტრინა არის უძველესი, იგი ამ უკანასკნელ დღეებში განახლდა, როგორც ახალი აღთქმის ნაწილი თავისი დაპირებით. მოისმინეთ ამ ღვთური ძალის დადგენილება:

იმისთვის, რომ უფრო სრულად დაიცვათ თავი და ლაქა არ მოგეცხოთ ამაქვეყნიდან, წადით ლოცვის სახლში და ჩემს წმინდა დღეს ჩაატარეთ ზიარება;

რადგან ეს დღე დანიშნულია იმისთვის, რომ დაისვენოთ საქმისგან და უზენაესს მიაგოთ პატივი;

და ამ დღეს მოამზადეთ საჭმელი ერთგულად, რათა თქვენი მარხვა იყოს სრულყოფილი, რომ სიხარული თქვენი იყოს სრული.

და როცა ამას ყველაფერს მადლიერებით იზამთ, გულში და სახეზეც სიხარულით,მიიღებთ მიწიერ სისრულეს13

წარმოიდგინეთ ამ გაცხადების მასშტაბი! დედამიწის სისრულე დაპირებულია მათთვის, ვინც წმინდად იცავს შაბათს. 14 არაა გასაკვირი, რომ ესაია შაბათს უწოდებს „შვებას“.

როგორ შეგიძლიათ დარწმუნდეთ იმაში, რომ თქვენი ქცევა კვირას წაგიყვანთ სიხარულისა და ბედნიერებისკენ? გარდა იმისა, რომ მიდიხართ ეკლესიაში, იღებთ ზიარებას, ბეჯითად მსახურობთ თქვენს გარკვეულ მოწოდებაში, კიდევ რა სახის ღონისძიებები დაგეხმარებათ იმაში, რომ შაბათი გახდეს თქვენთვის შვება?

შაბათი გაძლევთ შენასნიშნავ საშუალებას, განამტკიცოთ ოჯახური კავშირები. ბოლოს და ბოლოს, ღმერთს სურს, რომ ყოველი ჩვენგანი, ყოველი მისი შვილი, დაბრუნდეს მასთან როგორც შემოსილი წმინდანი, ჩაბეჭდილი ტაძარში, როგორც ოჯახი, თავიანთ წინაპრებთან და შთამომავლებთან ერთად.15

ჩვენ შაბათს შვებად ვაქცევთ, როცა შვილებს სახარებას ვასწავლით. ჩვენი, როგორც მშობლების, მოვალეობა ცხადია. უფალმა თქვა, რომ თუ მშობლები, რომლებსაც სიონში ჰყავთ შვილები, არ ასწავლიან მათ რვა წლის ასაკში მონანიების დოქტრინის წვდომას, ცოცხალი ღმერთის ძის, იესო ქრისტეს რწმენას, ნათლობასა და სულიწმინდის ძღვენის შესახებ, მაშინ ეს ცოდვა მათ მშობლების თავზე იქნება. 16

წლების წინ პირველმა პრეზიდენტობამ ხაზი გაუსვა ოჯახთან გატარებული დროის ხარისხის მნიშვნელობას. მათ დაწერეს:

ჩვენ მოვუხმობთ მშობლებს, საუკეთესოდ ეცადონ მათი შვილების განსწავლას და აღზრდას სახარების პრინციპებში, რაც მათ ეკლესიასთან სიახლოვეში ამყოფებს. სახლი არის მართალი ცხოვრების საფუძველი და სხვა ვერაფერი ვერ შეცვლის მას და ვერ შეასრულებს მის აუცილებელ ფუნქციას ამ ღვთის მიერ მოცემული მოვალეობის შესრულებაში.

„ჩვენ ვურჩევთ მშობლებსა და შვილებს, უდიდესი პრიორიტეტი მიანიჭონ ოჯახურ ლოცვას, ოჯახურ საღამოს, სახარების სწავლას, მითითებებს და ჯანსაღ ოჯახურ ღონისძიებებს. არ აქვს მნიშვნელოა იმას, რამდენად ღირსეული და შესაფერისი შეიძლება იყოს სხვა ღონისძიებები, მათ არ უნდა დართონ ნება, გადაფარონ ეს ღვთის მიერ მინიჭებული ვალდებულებანი, რომლების შესაფერისი შესრულებაც მხოლოდ ოჯახსა და მშობლებს შეუძლიათ“.17

როცა ამ რჩევას ვუფიქრდები, ცოტა არ იყოს, მიჩნდება სურვილი, კვლავ ვიყო ახალგაზრდა მამა. ახლა მშობლებს აქვთ ისეთი შესანიშნავი წყაროები იმისთვის, რომ ოჯახთან გატარებული დრო უფრო მნიშვნელოვანი გახდეს როგორც კვირას, ასევე სხვა დღეებშიც. მათ აქვთ LDS.org, Mormon.org, the Bible videos, the Mormon Channel, the Media Library, the Friend, the New Era, the Ensign, the Liahona და მრავალი სხვა. ეს წყაროები ძალიან ეხმარება მშობლებს მათ წმინდა მოვალეობის – შვილების განსწავლის საქმეში. არც ერთი სხვა სამუშაო არ აღემატება მართალ, განზრახულ მშობლის მოვალეობას!

სახარების სწავლებისას თქვენ უფრო მეტს ისწავლით. ეს არის უფლის გზა, რომლითაც იგი სახარების წვდომაში გეხმარებათ. მან თქვა:

გაძლევთ მცნებას, ასწავლოთ ერთმანეთს სასუფევლის დოქტრინა.

ასწავლეთ ბეჯითად, რომ უფრო სრულყოფილად მიიღოთ ხელმძღვანელობა დოქტრინაში, სახარების კანონში და ყველფერში, რაც ღვთის სასუფეველს ეხება.18

სახარების მსგავსი სწავლება აქცევს კვირას შვებად. ეს დაპირება ეკუთვნის ყველას, მიუხედავად ოჯახის სიდიდის, შემადგენლობის თუ მდებარეობისა.

ოჯახთან გატარებულ დროსთან ერთად, შეგიძლიათ ნამდვილი შვება განიცადოთ კვირას, თუ ოჯახური ისტორიის სამუშაოს ჩაატარებთ. წინაპრების ძებნა და პოვნა, რომლებიც თქვენზე ადრე ცხოვრობდნენ დედამიწაზე და სიცოცხლეში არ ჰქონდათ სახარების მიღების საშუალება, მოგიტანთ განუსაზღვრელ სიხარულს.

მე ეს თავად მინახავს. რამდენიმე წლის წინ, ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ, ვენდიმ, გადაწყვიტა, ესწავლა საოჯახო ისტორიის კვლევა. თავიდან ნელი წინსვლა ჰქონდა, მაგრამ თანნდათან ისწავლა, რა ადვილია ამ წმინდა სამუშაოს ჩატარება, და მე იგი ასეთი ბედნიერი არ მინახავს. თქვენც არ გჭირდებათ სხვა ქვეყნებში წასვლა, არც საოჯახო ისტორიის ცენტრში. სახლში, კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ სულები, რომლებიც მოუთმენლად ელიან წეს-ჩვეულებების ჩატარებას. აქციეთ კვირა შვებად იმით, რომ იპოვოთ წინაპრები და გაანთავისუფლოთ ისინი სულიერი საპყრობილიდან!19

აქციეთ კვირა შვებად იმით, რომ სხვებს მოემსახუროთ, განსაკუთრებით მათ, ვინც კარგად არ გრძნობს თავს ან ვინც ეულია ან გაჭირვებაში იმყოფება. 20 მათი სულების ამაღლებით თქვენი სულიც ამაღლდება.

როცა ესაიამ აღწერა კვირა როგორც „შვება“, მან ასევე გვასწავლა როგორ განვახორციელოთ ეს. მან თქვა:

„თუ დააკავებ ... შენს ფეხს შენი სურვილის შესრულებისაგან, ჩემს წმინდა დღეს, და უწოდებ შაბათს „შვებას“, „უფლის წმინდა დღეს, ... და განადიდებ [უფალს] არ გააკეთებ შენს საკუთარ საქმეს, არ ეძიებ საწადელს და ფუჭად არ ილაპარაკებ,

„მაშინ გაიხარებ შენ უფალში.21

იმისთცის, რომ არ ეძიო შაბათს საწადელს,საჭიროა თვითდისციპლინა. შეიძლება მოგიწიოთ უარის თქმა რამეზე, რაც მოგწონთ. თუ ირჩევთ გაიხაროთ უფალში, არ უნდა მისცეთ საკუთარ თავს ნება მოიქცეთ ისე, როგორც სხვა დღეს. რუტინული და გასართობი ღონისძიებები სხვა დღესაც შეგიძლიათ ჩაატაროთ.

იფიქრეთ ამაზე: მეათედის გადახდისას ჩვენ შემოსავლის ერთ მეათედს უფალს ვუბრუნებთ, შაბათის წმინდად შენახვით ჩვენ კვირიდან ერთ დღეს მას ვუთმობთ, ასე რომ ეს არის ჩვენი პრივილეგია – შევწიროთ დრო და ფული მას, ვინც ყოველ დღეს გვჩუქნის.22

ღმერთის რწმენას მოაქვს შაბათის სიყვარული; შაბათის რწმენას მოაქვს ღვთის სიყვარული. წმინდა შაბათი ჭეშმარიტად შვებაა.

ახლა, ამ კონფერენციის დასასრულს, ჩვენ ვიცით, რომ სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ მორწმუნეთა მაგალითი ოჯახის წევრებისთვის, მეზობლებისთვის და მეგობრებისთვის. 23 ჭეშმარიტი მორწმუნეები წმინდად ინახავენ შაბათს.

მე დავასრულებ მორონის ბოლო თხოვნით, რომელიც მორმონის წიგნის ბოლოშია. მან დაწერა, რომ უნდა მოვიდეთ ქრისტესთან და გავხდეთ მასში სრულყოფილნი და უარი ვთქვათ ყველაფერზე, რაც კი არ არის ჩვენში ღვთიური; და თუ არაღვთიურზე ვიტყვით უარს და მთელი ძალით, გონებით და სიძლიერით შევიყვარებთ ღმერთს, მაშინ განვიწმინდებით ქრისტეში.24

სიყვარულით გულში გიტოვებთ ამას ლოცვასთან, მოწმობასთან და დალოცვასთან ერთად, იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.