წეს-ჩვეულებები და გზავნილები
რწმენის სიმბოლოები


უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის
რწმენის სიმბოლოები

1 ჩვენ გვწამს მარადიული მამაღმერთის, და მისი ძის, იესო ქრისტესი, და სული წმინდის.

2 ჩვენ გვწამს, რომ ადამიანი დაისჯება თავისი ცოდვების გამო, და არა ადამის შეცოდებისათვის.

3 ჩვენ გვწამს ქრისტეს მიერ კაცთა ცოდვების გამოსყიდვისა, და გვჯერა სახარების წესებისა და კანონების დაცვით მსოფლიოს გადარჩენისა.

4 ჩვენ გვწამს, რომ სახარების უპირველესი პრინციპები და კანონებია: პირველი - რწმენა უფალ იესო ქრისტეში; მეორე - მონანიება; მესამე - წყალში ნათვლა ცოდვების მოსანანიებლად; მეოთხე - ხელდადება სული წმინდის მისაღებად.

5 ჩვენ გვწამს, რომ ადამიანი მოწოდებული უნდა იყოს ღმერთისთვის ხელდადებული წინასწარმეტყველისა და პიროვნებათა მიერ, რომელთაც ხელეწიფებათ სახარების ქადაგება და მისი წესების შესრულება.

6 ჩვენ გვწამს იგივე წყობა, რაც არსებობდა პირველდაწყებით ეკლესიაში, სახელდობრ: მოციქულები, წინასწარმეტყველები, პასტორები, მასწავლებლები, ევანგელისტები და ა.შ.

7 ჩვენ გვწამს ენებზე ლაპარაკის, წინასწარმეტყველების, გამოცხადების, ჩვენების, განკურნების, ენების თარგმანის ნიჭისა და ა.შ.

8 ჩვენ გვწამს, რომ ბიბლია არის ღმერთის სიტყვა, რამდენადაც იგი სწორად არის თარგმნილი; ჩვენ გვწამს, რომ მორმონის წიგნი ღმერთის სიტყვაა.

9 ჩვენ გვწამს ყოველივე, რაც ღმერთმა გამოგვიცხადა, ყოველივე, რასაც ის ახლა გვიცხადებს და ჩვენ გვწამს, რომ ის კიდევ გამოგვიცხადებს ბევრ დიად და მნიშვნელოვანს, რაც ღვთის სასუფეველს ეხება.

10 ჩვენ გვწამს ისრაელის ნამდვილი გაერთიანებისა და ათი ტომის აღდგენისა; რომ სიონი (ახალი იერუსალიმი) დაფუძნდება ამერიკის კონტინენტზე; რომ ქრისტე თვით იმეფებს დედამიწაზე; და რომ დედამიწა განახლდება და მიიღებს სამოთხისებურ დიდებას.

11 ჩვენი სინდისის თანახმად ვაცხადებთ, თაყვანი ვცეთ ყოვლისშემძლე ღმერთს, და ყველას ნებას ვრთავთ ჰქონდეთ იგივე უფლება, თაყვანი სცენ მას როგორც ან სადაც სურთ.

12 ჩვენ გვწამს მორჩილება მეფეთა, პრეზიდენტებისა, სახელმწიფო მმართველებისა, მოსამართლეთა, კანონების დაცვის პატივისცემით და მხარდაჭერით.

13 ჩვენ გვწამს, რომ უნდა ვიყოთ პატიოსანი, მართალნი, უბიწონი, კეთილმოსურნენი, მაღალზნეობრივნი, და ვქნათ კარგი ყველას მიმართ; ჭეშმარიტად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მივდევთ პავლე მოციქულის შეგონებას, ჩვენ გვწამს ყველაფერი, ყველაფრის იმედი გვაქვს, ჩვენ ბევრი გადავიტანეთ და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერს გადავიტანთ. თუ არსებობს რაიმე კეთილი, მშვენიერი, და ღირსეული, ჩვენ ვესწრაფვით ყველაფერს ამას.

იოსებ სმითი