ღმერთი იყოს თქვენთან, სანამ კვლავ შევხვდებით

პრეზიდენტ თომას ს. მონსონის მიერ


თომას ს. მონსონი
ამ ორი დღის გზანვილების გულში და ცხოვრებაში მიღებით ჩვენ დალოცვილნი ვიქნებით.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ მივუახლოვდით კიდევ ერთ სულის ასამაღლებელ გენერალური კონფერენციის დასასრულს. პირადად მე სულიერი საკვები მივიღე და სულიერად ავმაღლდი და მე ვიცი, რომ თქვენც იგრძენით ამ კონფერენციის განსაკუთრებული სული.

ჩვენ გულითად მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ კონფერენციაში. ჩვენ გავიმეორეთ სახარების ჭეშმარიტება და განვამტკიცეთ მისი ცოდნა. ამ ორი დღის გზანვილების გულში და ცხოვრებაში მიღებით ჩვენ დალოცვილნი ვიქნებით.

როგორც ყოველთვის, ამ კონფერენციის მასალები ხელმისაწვდომი იქნება Ensign და ლიახონა ჟურნალებში. მე მინდა შეგაგულიანოთ გადაიკითხოთ ეს გამოსვლები და ჩაუფიქრდეთ იქ მოცემულ გზავნილებს. მე საკუთარი ცხოვრებიდან ვიცი, რომ როცა ღრმად შევისწავლი ამ შთაგონებით მომზადებულ ქადაგებებს, კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოვიპოვებ.

ჩვენ კონფერენციის გაშუქების უპრეცენდენტო შედეგს მივაღწიეთ - მივწვდით ხალხს კონტინენტებსა და ოკეანეებს გაღმა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი თქვენთაგანისგან შორს ვიმყოფებით, ჩვენ ვგრძნობთ თქვენს სულს და გიგზავნით ჩვენს სიყვარულსა და მადლიერებას.

მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო იმ ძმებს, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგული მსახურები იყვნენ და დღევანდელ კონფერენციაზე წოდებებში მსახურებიდან განთავისუფლებულნი იქნენ. თქვენი უფლის სამუშაოში წვლილის შეტანით მრავალი ადამიანი დაილოცა.

დებო და ძმებო, მე ახლახანს აღვნიშნე 85 წლის იუბილე და მადლობელი ვარ სიცოცხლის ყოველი წლისთვის, რომელიც უფალმა მიბოძა. როცა ჩემი ცხოვრების გამოცდილებებს ვიხსენებ, მადლიერებას გამოვხატავ მისი ჩემდამი მრავალი დალოცვისთვის. როგორც ამ დილით აღვნიშნე ჩემს გამოსვლაში, მე ვგრძნობდი უფლის ხელს მაშინ, როცა გულდასმით ვცდილობდი მემსახურა მისთვის და ყოველი თქვენთაგანისთვის.

ეკლესიის პრეზიდენტის წოდება ძალიან ბევრს მოითხოვს. რაოდენ მადლიერი ვარ მე ჩემი ორი ერთგული მრჩევლისთვის, რომლებიც გვერდში მიდგანან და ყოველთვის მზად არიან დამეხმარონ პირველი პრეზიდენტობის სამსახურში. მე ასევე გამოვხატავ მადლიერებას იმ კეთილშობილი ადამიანების მიმართ, რომლებიც ტორმეტ მოციქულთა ქვორუმს შეადგენენ. ისინი, სამოცდაათიანელთა ქვორუმის წევრებთან ერთად, დაუღალავად ასრულებენ მოძღვრის საქმეს.

მე ასევე მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩემო დებო და ძმებო, სადაც კი არ უნდა იყოთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ თქვენს მრევლში, მეურვეობაში, პალოსა თუ ოლქში. როცა თქვენ საკუთარი სურვილისამებრ მსახურობთ თქვენს მოწოდებებში, თქვენ ამით ღვთის სასუფევლის შენების საქმეს ეხმარებით.

დაე ყოველთვის ვზრუნავდეთ და ვეხმარებოდეთ ერთმანეთს გაჭირვების ჟამს. მოდით ნუ ვიქნებით კრიტიკულად განწყობილნი, არ განვიკითხოთ, ვიყოთ მიმტევებელნი და მუდამ ვცდილობდეთ გავიმეოროთ მაცხოვრის სიყვარულის მაგალითი. მოდით მზადყოფნით ვემსახუროთ ერთმანეთს. დაე ვილოცოთ შთაგონებისთვის, რათა შევიტყოთ ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების გასაჭირი და დავეხმაროთ მათ.

მოდით კარგი განწყობით ვიცხოვროთ. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულად სახიფათო დროში ვცხოვრობთ, უფალს ვუყვარვართ და იგი ზრუნავს ჩვენზე. იგი ყოველთვის მხარში გვიდგას, თუკი სწორად ვიქცევით. იგი გაჭირვების ჟამს დაგვეხმარება. ჩვენს ცხოვრებში შემოდის სირთულეები, მოულოდნელი პრობლემები, რომლბსაც არ ავირჩევდით საკუთარი ნებით. არავინ არ არის ამისგან დაცული. მიწიერი ცხოვრების მიზანია სწავლა და სულიერი ზრდა, რათა დავემსგავსოთ მამაზეციერს და ხშირად ზუსტად სირთულეების დროს ჩვენ ყველაზე კარგად ვსწავლობთ გაკვეთილს, თუმცა ზოგჯერ ის ძალიან მტკივნეულია. თუკი იესო ქრისტეს სახარების სწავლებას მივყვებით, ჩვენი ცხოვრება შეიძლება სიხარულით აღივსოს.

უფალმა დაგვმოძღვრა: „გამაგრდით; მე ვძლიე სოფელს“. 1 რა დიდი სიხარულის მომტანი უნდა გახდეს ჩვენთვის ეს ცოდნა! ის ჩვენთვის ცხოვრობდა და ჩვენთვის მოკვდა. მან ჩვენი ცოდვების საფასური გადაიხადა. დაე მივბაძოთ მაცხოვრის მაგალითს. მოდით გამოვხატოთ ჩვენი დიდი მადლიერება მისი მსხვერპლის გაღების მიღებით და ვიცხოვროთ ისე, რომ გავხდეთ ღირსნი მასთან დაბრუნებისა და ცხოვრებისა.

როგორც წინა კონფერენციებზე აღვნიშნე, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ლოცულობთ ჩემთვის. მე მჭირდება თქვენი ლოცვები; მე მათ ვგრძნობ. ჩვენ, როგორც მთავარ მმართველებს, თქვენ ყველანი გვახსოვხართ და ვლოცულობთ იმაზედ, რომ მიიღოთ მამაზეციერის საუკეთესო დალოცვები.

ახლა, ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, ჩვენ ვაცხადებთ ექვსთვიან შესვენებას. ღმერთი იყოს თქვენთან, სანამ კვლავ შევხვდებით. ჩვენი მხსნელისა და გამომსყიდველის, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.