2010-2019
გულით შეცნობა
ოქტომბერი 2012


გულით შეცნობა

ქრისტესთან მოსვლის ერთ-ერთი გზა არის არსებითი ჭეშმარიტების გულით ძებნა.

„მოდით ჩემთან, რათა შეიგრძნოთ და დაინახოთ“. 1 ეს მცნება დაუტოვა ქრისტემ ამერიკის ძველ მცხოვრებლებს. მათ დაინახეს და საკუთარი ხელებით იგრძნეს, რომ იესო იყო ქრისტე. მცნება, რომელიც მათ მიიღეს, დღეს ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის იყო მაშინ, მათთვის. როდესაც ჩვენ ქრისტესთან მოვდივართ, შეგვიძლია ვიგრძნოთ და „დავრწმუნდეთ“2 - არა ხელებითა და თვალებით, მაგრამ გულით და გონებით, რომ იესო არის ქრისტე.

ქრისტესთან მოსვლის ერთ-ერთი გზა არის არსებითი ჭეშმარიტების გულით ძებნა. ამ დროს ღვთისგან მოსული გრძნობები მოგვცემენ იმ ცოდნას, რომლის პოვნაც სხვა საშუალებებით შეუძლებელია. მოციქულმა პეტრემ იცოდა, რომ იესო იყო ქრისტე, ცოცხალი ღვთის ძე. მაცხოვარმა აგვიხსნა, რომ პეტრეს ცოდნის წყარო იყო „არა ხორცი და სისხლი... არამედ ზეციური მამა“. 3

წინასწარმეტყველმა აბინადაიმ აგვიხსნა იმ გრძნობების მნიშვნელობა, რომლებსაც ღმერთისგან გულში ვიღებთ. ის გვასწავლიდა, რომ ჩვენ ვერ გავიგებთ წმინდა წერილს, თუკი ამ საქმეს გულს არ დაუდებთ.4

ეს ჭეშმარიტება კარგად არის ჩამოყალიბებული ანტუან დე სენტ ეკზიუპერის ცნობილ საბავშვო წიგნში „პატარა უფლისწული“. იქ პატარა უფლისწული უმეგობრდება მელიას. დამშვიდობებისას მელიამ პატარა უფლისწულს საიდუმლო გაანდო. მან თქვა: „აი ჩემი საიდუმლო:  … : მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი”.5.

ოთხმოცდა რვა წლის თომას კოელიო არის კარგი მაგალითი იმისა, ვინც გულით დაინახა არსებითი რამ. იგი იყო ურუგვაიში პეისანდუს უმაღლესი საბჭოს ერთგული წევრი. სანამ ის ეკლესიის წევრი გახდებოდა, მას ავარია მოუხდა მოტოციკლეტით. როდესაც ის მიწაზე იწვა და ვერ დგებოდა, ორმა მისიონერმა ის ფეხზე წამოაყენეს და სახლამდე მისვლაში დაეხმარნენ. ძმა კოელიომ თქვა, რომ მან რაღაც განსაკუთრებული იგრძნო, როცა მისიონერები მის დასახმარებლად მოვიდნენ. მოგვიანებით მან კვლავ ძლიერი გრძნობა განიცადა, როდესაც მას მისიონერები გაკვეთილებს უტარებდნენ. ამ გრძნობების შედეგი კი ეს იყო: მან სულ რამოდენიმე დღეში თავიდან ბოლომდე წაიკითხა მორმონის წიგნი. იგი მოინათლა და იმ დღიდან დაუღალავად მსახურობდა. მე მახსოვს, როგორ დადიოდა ის მოტოციკლეტით აღმა და დაღმა ჩვენი ქალაქის ქუჩებში, ცივ და წვიმიან ზამთრის დღეებშიც კი. მას სურდა სხვებსაც, მის მსგავსად, ეგრძნოთ, ენახათ და დანამდვილებით ცოდნოდათ ის, რაც მან იცოდა და მოსულიყვნენ ეკლესიაში.

დღეს ჩვენს ირგვლივ იმდენი ინფორმაციაა, რომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მილიონობით ვებ-გვერდების გახსნით მივიღებთ ყველაფერს, რისი ცოდნაც კი საჭიროა. ჩვენ ვებ-გვერდზე შეგვიძლია როგორც კარგი, ასევე ცუდი ინფორმაციის პოვნა, მაგრამ თვითონ ინფორმაცია როდია საკმარისი? ღმერთმა მოგვცა ცოდნის უფრო დიდი წყარო,6 წყარო, რომელიც უშუალოდ ზეციდან მოდის. მამაზეციერს შეუძლია მოგვცეს ასეთი ცოდნა მაშინ, როცა ჩვენ საკუთარი გულისა და გონების ცელესტიალურ ვებ-გვერდებს ვხსნით. წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა თქვა, რომ მას „გულში ჰქონდა უძველესი წიგნი, თვით სულიწმინდის ძღვენი“. 7

ჩვენ ამ ცელესტიალურ წყაროზე ხელი მიგვიწყვდება მაშინ, როცა წმინდა წერილებს ვკითხულობთ, ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვას ყურს ვუგდებთ და ვლოცულობთ. მნიშვნელოვანია გაჩერდე8, იგრძნო და მიჰყვე ცელესტიალურ კარნახს. როცა ასე ვიქცევით, ჩვენ „ვიგრძნობთ და დავინახავთ“ იმას, რისი სწავლაც შეუძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ერთხელ თუ მივიღებთ ცელესტიალურ ვებ-გვერდზე ძებნის გამოცდილებას, ჩვენ ამოვიცნობთ ჭეშმარიტებას მაშინაც, კი, როცა ვკითხულობთ საერო ისტორიას ან სხვა რაიმე მასალებს. ჭეშმარიტების პატიოსანი მაძიებლები შეიცნობენ ჭეშმარიტებას ყოველივეზე სული წმინდის ძალით.9

ახლა კი მინდა გაგაფრთხილოთ: ამ ცელესტიალურ ვებ-გვერდზე შესვლა რთულდება ბოროტებისა და უფლის დავიწყების გამო. ნეფიმ უთხრა თავის ძმებს, რომ ისინი „ვერ გრძნობდნენ უფლის სიტყვებს“, რადგან ისინი იყვნენ „მკვირცხლნი ურჯულოების ჩადენაში, მაგრამ ზანტნი უფლის გახსენებაში“10. ურჯულოება ხელს გვიშლის იმაში, რომ ვიხილოთ, ვიგრძნოთ და სხვები შევიყვაროთ. იყო მკვირცხლი უფლის ხსენებაში „მთელი გულით“11 ლოცვით და ჩვენი სულიერი გამოცდილების გახსენებით, ხელს გვიწყობს იმაში, რომ დავინახოთ და ვიგრძნოთ ის, რაც ქრისტესგან არის. ახლა გეკითხებით:

  • გახსოვთ სიმშვიდე, რომელიც იგრძენით, როცა დიდი უბედურების შემდეგ, თქვენ ძლიერი ლოცვით შეჰღაღადეთ მამაზეციერს?

  • გახსოვთ თქვენი დღის განრიგის შეცვლა გულიდან მიღებული კარნახის გამო?

უდიდესი ადამიანები მორმონის წიგნიდან ახერხებდნენ ცოდნის გაღრმავებას იმით, რომ ახსენებდნენ საკუთარ თავს საუკეთესო სულიერ გამოცდილებებს. ალმა აძლიერებდა შვილებს იმით, რომ ახსენებდა მათ თავის რწმენაში მოქცევის გამოცდილებას. 12ჰელამანი ასწავლიდა ნეფის და ლეხის, ახსოვდეთ, რომ მათ საძირკველი უნდა ააშენონ ქრისტეს კლდეზე იმისთვის, რომ ეშმაკს არ ჰქონოდა მათზე ძალა. 13 ფიქრი ღმერთზე გვეხმარება ცხოვრებაში და შეგრძნებებში. ეს უფრო ღრმა მნიშვნელობას აძლევს მეფე ბენიამენის სიტყვებს, რომელმაც თქვა: „გახსოვდეს, ადამიანო, და არ დაიღუპო თავი“. 14

ერთ-ერთი ყველაზე წმინდა მოგონება, რომელსაც სათუთად ვეპყრობი, არის გრძნობა, როდესაც გავიგე, რომ მორმონის წიგნი იყო ღვთის სიტყვა. მე გავიგე, რომ შეგვიძლია განვიცადოთ სიტყვებით აუღწერელი სიხარული. იმ დღეს, მუხლმოდრეკილმა ვიგრძენი და დანამდვილებით ვიცოდი ის, რასაც სხვა გზით ვერ ვისწავლიდი. ასეთი მოგონება არის ამ ცხოვრებაში ჩემი მარადიული მადლიერების მიზეზი და ის, რაც მაძლიერებს მაშინ, როცა სირთულეების წინაშე ვდგავარ.

მათ, ვინც იღებენ ცოდნას - არა სისხლისგან და ხორცისგან, მაგრამ ზეციერი მამისგან, დანამდვილებით ეცოდინებათ, რომ იესო არის ქრისტე და ეს მისი ეკლესიაა. ამ ცოდნას მოაქვს ძალა იმ ცვლილებების მოსახდენად, რომლებიც ქრისტესთან მიგვიყვანენ. ამ მიზნით ჩვენ ვიწვევთ ყოველ სულს მოინათლოს, მოინანიოს და უფლისკენ შემობრუნდეს.15

ქრისტესთან მისვლით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დანამდვილებით დაინახოს, იგრძნოს და დარწმუნდეს იმაში, რომ ქრისტე დაიტანჯა და გამოისყიდა ჩვენი ცოდვები, რათა მარადიული ცხოვრების ღირსნი გავხდეთ. თუ მოვინანიებთ, უაზროდ არ დავიტანჯებით. .16 მისი წყალობით ტანჯული სული და მოდრეკილი გული განიკურნება. არ არის ტვირთი, რომლის შემსუბუქება ან მოცილება მას არ შეეძლოს. მან იცის ჩვენი სისუსტეები და ავადმყოფობა. მე გპირდებით და ვმოწმობ, რომ როდესაც გეჩვენებათ, რომ ყველა კარი დაიკეტა, რომ ყველაფერი ჩაიშალა, ის თქვენ არ მიგატოვებთ. ქრისტე დაგეხმარებათ და იგი არის ხსნის გზა, იქნება ეს ცუდი ჩვევა, დეპრესია ან რაიმე სხვა გასაჭირი. მან იცის, როგორ დაეხმაროს „თავის ხალხს“. 17 მეუღლეები ან ოჯახები, რომლებიც რაიმე მიზეზის გამო რთულ პერიოდს გადიან -არის ეს ეკონომიური, ოჯახური პირობები ან მასმედიის გავლენა, ზეციდან იგრძნობენ დამაწყნარებელ ძალას. დამამშვიდებელია „იგრძნო და დაინახო“ ის, რომ იგი მკვდრეთით აღსდგა „მის ფრთებში არსებული განკურნების ძალით“18 და რომ მის გამო ჩვენ შევძლებთ კვლავ შევხვდეთ და გულში ჩავიკრათ ისინი, ვინც იმ ქვეყნად არიან. ჭეშმარიტად, ჩვენი მისკენ მოქცევა დაჯილდოვებულია ჩვენი განკურნებით.19

მე დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა. ამ მიზნის გამო მე ვუერთდები ამერიკის ძირძველ მცხოვრებთა შეძახილს „ოსანა! ნეტარ იყოს მაღალი ღმერთის სახელი“! 20 მას მოაქვს ჩვენთვის ხსნა. მე ვმოწმობ, რომ იესო არის ქრისტე, წმინდა მესია. ის არის მეფე ცაბაოთი, ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.