2010-2019
პირველი დიდი მცნება
ოქტომბერი 2012


პირველი დიდი მცნება

ჩვენ ერთგულ მოწაფედ უნდა ვიცხოვროთ, რათა ვაჩვენოთ ჩვენი სიყვარული უფალს.

არ არსებობს ისტორიაში ისეთი ჯგუფი რომლის მიმართაც მქონდეს ასეთ სიმპათია როგორც მაქვს დარჩენილ თერთმეტი მოციქულის მიმართ, იმას შემდეგ რაც იხილეს მსოფლიოს მხსნელის სიკვდილი, აღდგომა და ამაღლება. ვფიქრობ ხანდახან გვავიწყდება თუ როგორი გამოუცდელები იყვნენ და რამდენად დიდად დამოკიდებულები იყვნენ იესოზე. მათ გამო მას ხშირად უთქვია: „რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ… ?”1

მაგრამ რათქმაუნდა მათთვის არ იმყოფებოდა მათთან საკმარისად დიდი ხანი. ტრადიციით ჩვენ ვარაუდობთ, რომ იესოს ამქვეყნიური მსახურობა გრძელდებოდა სამი წლის განმავლობაში. ეს არ იყო საკმარისი დრო, რომ ახლადმოქცეულების პატარა ჯგუფიდან მოეწოდებინა მთელი თორმეტი მოციქულის ქვორუმი, განეწმინდა მათში ძველი სწავლებების შეცდომები, ესწავლებინა იესო ქრისტეს სახარების საოცრებები და დაეტოვებინა, რათა გაეგრძელებინათ სამუშაო იქამდე, სანამ მათაც მოკლავდნენ. საკმაოდ რთული და არამყარი პერსპექტივა ახლად დანიშნული უხუცესებისათვის.

განსაკუთრებით რომ მარტო უნდა დარჩენილიყვნენ. იესო კვლავდაკვლავ უმეორებდა მათ, რომ ის მათთან არ იქნეოდა ფიზიკურად, მაგრამ მათ ან არ ესმოდათ ან არ უნდოდათ ასეთი სევდიანი აზრის გაგება. მარკოზი წერს:

„ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა: კაცის ძე გადაცემულ იქნება კაცთა ხელში, მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება.

„მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები და ეშინოდათ, რომ შეკითხოდნენ მას.”2

სასწავლებლად და მოსამზადებლად ასეთი მოკლე ხანის შემდეგ, მოხდა წარმოუდგენელი, ახდა დაუჯერებელი, მათი უფალი და მოძღვარი, მრჩეველი და მეფე ჯვარს აცვეს. მისი ამქვეყნიური სამსახური დასრულდა. ისინი იყვნენ მისი აღდგომის მოწმენი, მაგრამ მათთვის ეს იყო, რაღაც გაუაზრებელი. რათქმაუნდა არცერთ ჩვენგანს შეუძლია გაიგოს მათი პირადი გრძნობები, ერთობლივი შეცბუნება, რომელიც ამ ადამიანებმა განიცადეს, როდესაც ფიქრობდნენ: „ახლა რა უნდა ვქნათ?“ პასუხისთვის მათ მიმართეს მთავარ მოციქულს პეტრეს.

აქ მინდა შემინდოთ, რადგან ვაპირებ ჩემებურად და არა წმინდა წერილით გამოვხატო ეს საუბარი. პეტრემ თავის ამხანაგებს უპასუხა: „ძმებო, ეს იყო ბრწყინვალე სამი წელი, ვერცერთი ჩვენთაგანი, რამოდენიმე თვის წინ ვერ წარმოიდგენდა, იმ საოცრებებს, რაც ჩვენ ვიხილეთ და ღვთაებას, რითაც დავტკბით. ჩვენ ვლაპარაკობდით, ვლოცულობდით და ვშრომობდით, თვით ღმერთის ძესთან, მასთან ერთად დავდიოდით და ვქვითინებდით, და იმ საშინელი დასასრულის ღამე, არავინ ტიროდა ჩემზე მეტად. მაგრამ ეს დასრულდა, მან დაასრულა თავისი სამუშაო და აღსდგა საფლავიდან, მან გამოიხსნა თავისი თავი და ჩვენ. თქვენ მეკითხებით, „ახლა რა ვქნათ?“ მე არ ვიცი გარდა იმისა, რომ გითხრათ დაუბრუნდით თქვენ წარსულ ცხოვრებას და გაიხარეთ. მე კი ვაპირებ ვაკეთო ის, რაც ვიცი ყველაზე კარგად, მე ‘სათევზაოდ მივდივარ’“. და არანაკლებ ექვსი დარჩენილი მოციქული დაეთანხმა და სთქვეს, „ჩვენც წამოგყვებით“. იოანე, რომელიც იყო მათთან წერს, „გავიდნენ და ჩასხდნენ ნავში.”3

მაგრამ თევზაობა ვერ გამოდიოდა. ტბაზე, რომ პირველად დაბრუნდნენ, იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს, არც ერთი თევზი. გარიჟრაჟის შუქზე ისინი დაღონებულნი მობრუნდნენ ნაპირისაკენ, სადაც მათ შორიდან დაინახეს ვიღაც რომელმაც მათ დაუძახა „შვილებო, რამე თუ დაიჭირეთ?“ დაღონებულმა მოციქულებმა, რომლებიც კვლავ მეთევზეები გახდნენ გასცეს პასუხი, რომელიც არცერთ მეთევზეს არ სურს, რომ სთქვას, „ვერაფერი ვერ დავიჭირეთ,“ და ნაიარებზე მარილივით მოესმათ „შვილებო.”4

უცნობმა უთხრა „ისროლე ბადე ნავის მარჯვენა მხარეს და იპოვით,”5 და ამ უბრალო სიტყვებით მათ იცნეს ის. სამი წლის წინ ზუსტად ეს ადამიანები ამავე ტბაში იჭერდნენ თევზს. იმ დღესაც ისინი „მთელი ღამე შრომობდნენ და ვერაფერი დაიჭირეს,”6 წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ვინმე თანაგალილეელმა ნაპირიდან დაუძახა, რომ ესროლათ ბადე და მათ დაიჭირეს „დიდი რაოდენობით თევზი,”7 ისე, რომ ბადე ეხეოდათ, მეორე ნავშიც გაავსეს იმდენად, რომ კინაღამ ჩაიძირნენ.

ახლა კვლავ იგივე მეორდებოდა. ამ „შვილებმა,“ როგორც მან სწორად უწოდა, ისროლეს ბადე „და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო.”8 იოანემ სთქვა, რაც აშკარა იყო „ეს უფალია.”9 და ნავის კიდეზე შედგა დაუოკებელი პეტრე.

აღმსდგარ იესოსთან სიხარულით აღსავსე შეხვედრის შემდეგ, პეტრეს მხსნელთან საუბარმა სამუდამოდ შეცვალა იგი და მთელი მსოფლიო. მე ვთვლი, რომ ეს იყო გადამწყვეტი შემობრუნების წერტილი მოციქულთა მსახურობისათვის და აუცილებლად თვითონ პეტრესთვის პირადად, რომელმაც ამ დიდ კლდესავით ადამიანს უბიძგა დიადი მსახურობისაკენ და მოციქულთა წინამძღვარობისკენ. შეხედა რა მათ ძველ ნავებს, მათ გაცვეთილ ბადეს და 153 თევზის გროვას, იესომ მიმართა მთავარ მოციქულს: „პეტრე, ამ ყველაფერზე მეტად გიყვარვარ?“ უთხრა მას პეტრემ „დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ.”10

მხსნელი მის მოწაფეს უყურებდა თვალებში და კვლავ უთხრა: „პეტრე თუ გიყვარვარ?“ რათქმაუნდა, შეკითხვის განმეორებით ცოტათი დაბნეულმა დიდმა მეთევზემ მეორედ უპასუხა „დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ.”11

მხსნელმა კვლავ მოკლედ მიმართა და გამომცდელი მზერით მესამეჯერ ჰკითხა, „პეტრე თუ გიყვარვარ?“ უეჭველად პეტრე უკვე უხერხულობა იგრძნო. შეიძლება მის გულში მხოლოდ ფიქრობს იმ მოგონებაზე, როდესაც რამოდენიმე დღის წინ სხვა შეკითხვაზე მან სამჯერ დამაჯერებით უპასუხა, მაგრამ მისი პასუხი იყო უარყოფითი, ან შეიძლება იფიქრა, რომ არასწორად გაიგო მთავარ მასწავლებელის შეკითხვა, ან შეიძლება ის ცდილობდა გულში ჩაძიებას, რათა მიეღო გულწრფელი პასუხი შეკითხვაზე, რომელზეც მან ასე მზადყოფნით დაუყოვნებლივ უპასუხა. რასაც არ გრძნობდა, პეტრემ მესამეჯერ უპასუხა „უფალო… შენ იცი, რომ მიყვარხარ.”12

რომელზეც ქრისტემ უპასუხა, (აქ კვლავ აღვწერ ჩემებურად წმინდა წერილს) ალბათ ამბობდა დაახლოებით ასე, „პეტრე მაშინ აქ რატომ ხარ? რატომ დაუბრუნდი იგივე ნაპირს, იგივე ბადეს და ვლაპარაკობთ იგივეს? ნუთუ არ იყო ნათელი და არ არის ნათელი, რომ თუ მე მინდა თევზი, მე შემიძლია მივიღო თევზი? მე რაც მჭირდება ეს არის მოწაფეები და ისინი მჭირდება სამუდამოდ. მე მჭირდება ვინმე, ვინც აძოვებს ჩემს ცხვრებს და გადაარჩენს ჩემს კრავებს, მე მჭირდება, ვინც იქადაგებს ჩემს სახარებას და დაიცავს ჩემს რწმენას, მე მჭირდება ის, ვისაც ვუყვარვარ, ვისაც ჭეშმარიტად ვუყვარვარ, და უყვარს ის რის გასაკეთებლად მოგვიწოდა ჩვენმა მამაზეციერმა. ასე, რომ პეტრე, მეორეჯერ და სავარაუდოდ უკანასკნელად მე გთხოვ მიატოვო ეს ყველაფერი, რომ ასწავლო და დაამოწმო, ემსახურო და შესწირო, შეიყვარო და ერთგულად იშრომო იმ დღემდე, სანამ არ ისინი არ მოგექცევიან ისევე, როგორც მე მომექცნენ.“

შემდეგ მოუბრუნდა მოციქულებს, მან შეიძლება ასეც უთხრა, „ნუთუ იყავით ისეთივე განუსჯელნი, როგორც მწიგნობარნი და ფარისევლები, როგორც ჰეროდი და პილატი იყვნენ? ნუთუ მათსავით ფიქრობდით, რომ ამ სამუშაოს მოკლავდნენ უბრალოდ ჩემი მოკვლით? ნუთუ თქვენც მათსავით ფიქრობდით, რომ ჯვარი, ლურსმნები და საფლავი იყო ყველაფრის დასასრული და ყველას შეუძლია ბედნიერად დაუბრუნდეს იმას, რაც იყავით მანამდე? შვილებო, ნუთუ ჩემმა ცხოვრებამ და ჩემმა სიყვარულმა არ ჩაგწვდათ გულებში ამაზე უფრო ღრმად?“

დებო და ძმებო, მე ნამდვილად არ ვიცი რა გველისგანკითხვის დღეს, მაგრამ ძალზედ გაოცებული ვიქნები, თუ იმ დღეს რატომღაც ღმერთი არ შეგვეკითხება იმას, რაც ქრისტე შეეკითხა პეტრეს „თუ გიყვარვარ?“ მე ვფიქრობ ის მოისურვებს იმის გაგებას, რომ ჩვენი მოკვდავი, არა ადეკვატური და ხანდახან ბავშურად ჩაჭიდებულ პრიორიტეტებში, თუ მაინც გვესმოდა ერთი პირველი და დიდი მცნება—„შეიყვარე უფალი, ღმერთი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით..”13 და თუ ასე გვწამს, შევსძლებთ ენის ბორძიკით სთქმას, „დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ.” მაშინ შეიძლება შეგვახსენოს, რომ დამაგვირგვინებელი თვისება სიყვარულისა არის ერთგულება.

„თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით,”14 სთქვა იესომ. ასე, რომ ჩვენ გვყავს მეზობლები, რომლებიც უნდა დავლოცოთ, ბავშვები, რომლებიც უნდა დავიცვათ, ღარიბნი, რომლებიც უნდა ფეხზე დავაყენოთ და სიმართლე, რომელიც უნდა დავიცვათ. გვაქვს არასწორი, რაც უნდა გამოვასწოროთ, სიმართლე, რომელიც უნდა გავუზიაროთ, და სიკეთე, რომელიც უნდა ვაკეთოთ. მოკლედ, ჩვენ ერთგულ მოწაფედ უნდა ვიცხოვროთ, რათა ვაჩვენოთ ჩვენი სიყვარული უფალს. ჩვენ არ შეგვიძლია მივატოვოთ და უკან დავბრუნდეთ. ცოცხალი ღვთის ცოცხალი ძესთან შეხვედრის შემდეგ, არაფერი კვლავ არ იქნება ისეთი, როგორიც იყო მანამდე. ჯვარცმა, გამოსყიდვამ და იესოს აღდგომამ აღნიშნა ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისი, არა დასასრული. ეს იყო ჭეშმარიტება რამაც საშუალება მისცა მეთევზეების პატარა ჯგუფს გალილეადან რომლებმაც „სინაგოგისა და ხმლის გარეშე”15 მიატოვეს თავიანთი ბადეები და ჩამოაყალიბეს მსოფლიო რომელიც ეხლა ჩვენ ვცხოვრობთ.

ის, ვინც ჯერ არ შემოგვიერთდა ქრისტეს ამ დიდ საქმეში, ჩვენ ვეუბნებით „გთხოვთ, შემოგვიერთდით.“ ისინი, ვინც ოდესღაც ჩვენთან იყავით და ჩამოგვცილდით, იმის გამო, რომ გირჩევნიათ ამოარჩიოთ სახარების აღდგენიდან მარტო ის, რაც თქვენ გსურთ, მე გეუბნებით: „თქვენ გელით ბევრი გრძელი ღამეები და ცარიელი ბადეები.“ მოწოდება არის ერთგულობისა, რომ გიყვარდეთ ღმერთი და ერთგულად გაუწოდეთ დახმარების ხელი. ამ მოწოდებაში შედის ყოველ დაბრუნებულ მისიონერს, რომელიც ოდესღაც ნათლობის წყალში მდგომი ხელაღმართული უთქვია სიტყვები „აღჭურვილი ვარ იესო ქრისტეს რწმუნებით.”16 უფლებამოსილების ეს აღჭურვა უნდა სამუდამოდ შეეცვალა ახლადმოქცეულისთვის ცხოვრება და შესაბამისად შეეცვალა ასევე თქვენთვისაც. ეკლესიის ახალგაზრდებო, რომლებიც ემზადებით მისიისთვის, ტაძრისთვის და ქორწინებისთვის, ჩვენ გეუბნებით „გიყვარდეთ ღმერთი და იყავით მორწმუნე. იყავით წმინდები ამ თაობის სისხლისგან და ცოდვებისგან. თქვენ გელით მონუმენტალური სამუშაო გასაკეთებელი, რასაც გუშინ ხაზი გაუსვა ჩინებული გამოსვლით პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა. თქვენი მამაზეციერი მოელის თქვენგან ერთგულებასა და სიყვარულს, თქვენი ცხოვრების ყოველ ეტაპზე.“

ყველას, ვისაც ესმის ჩემი სიტყვები, დროთა გადაღმა ქრისტეს შეკითხვა ზარივით მოესმის ყოველ ჩვენგანს „თუ გიყვარვარ?“ ყოველი ჩვენგანის მაგივრად მე ვპასუხობ სამუდამოდ, ჩემი მთელი სულით, „დიახ, უფალო, ჩვენ გვიყვარხარ.“ და მოვკიდეთ რა ხელს გუთანს,”17 აღარ მოვიხედებით უკან, სანამ არ დამთავრდება სამუშაო, და უფალის და მოყვასის სიყვარული არ იმეფებს მსოფლიოში. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.