გარდაცვლილთა გამოსყიდვის სიხარული

უხუცესი რიჩარდ ჯ. სკოტი

თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან


რიჩარდ ჯ. სკოტი
ის შვილების გულებში დანერგავს მამებისთვის მიცემულ დაპირებას და შვილების გულები, მათი მამების გულებისკენ მობრუნდებიან.

უფალმა გაუმხილა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს დიადი სწავლება ნათლობის წმინდა წეს-ჩვეულების შესახებ. ეს ნათელი შემოვიდა იმ დროს, როცა სხვა ქრისტიანული ეკლესიები ასწავლიდნენ, რომ სიკვდილი სულის მარადიული დანიშნულებაა. ისინი ასწავლიდნენ, რომ მონათლულები ჯილდოდ უსაზღვრო სიხარულს მიიღებდნენ იმ დროს, როცა სხვები მარადიულ ტანჯვას განიცდიდნენ და გამოსყიდვის იმედიც არ ექნებოდათ.

უფლის გამოცხადებით, მღვდლობის შესაბამისი უფლებამოსილებით, შეიძლება ჩაატარო ნათლობა გარდაცვლილთათვის, რაც უფლის მტკიცებულების სამართლიანობას ინარჩუნებს: „ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში“.1 სხვის მაგივრად ნათლობა აძლევს საშუალებას ყოველ ღირსეულ ადამიანის სულს, რომელიც მიწიერ ცხოვრებაში არ მოინათლა, მიიღოს ეს აუცილებელი წეს-ჩვეულება.

ეს დიდებული სწავლება არის კიდევ ერთი მოწმობა იმაზედ, რომ იესო ქრისტეს გამოსყიდვა ყოვლის მომცვლელ ხასიათს ატარებს. მან ყოველი მომნანიებელი სულისთვის შესაძლებელი გახადა ხსნა. მისმა გამოსყიდვამ დაამარცხა სიკვდილი და მისი წყალობით ღირსეული გარდაცვლილი სულები, შემცვლელის მეშვეობით, შეძლებენ მიიღონ ყოველი ხსნის წეს-ჩვეულება.

150 წელზე მეტი ხნის წინ დაწერილ გზავნილში ჯოზეფ სმითი წერს: „წმინდანებს აქვთ პრივილეგია მოინათლონ ... მათი გარდაცვლილი ნათესავებისთვის ... მათთვის, ვინც სულში მიიღეს სახარება მათ ... მეშვეობით, რომელთაც დაევალათ მათი სწავლება”. 2 შემდეგ მან დაამატა: ის წმინდანები, რომლებიც უგულებელჰყოფენ ამას თავიანთი გარდაცვლილი ნათესავებისთვის, საშიშროების ქვეშ აყენებენ საკუთარ ხსნას“.3

წინასწარმეტყველმა ილიამ კირტლანდის ტაძარში4 გადასცა ამ შემცვლელი სამუშაოს შესრულების გასაღები ჯოზეფ სმითს, რათა აღსრულდეს უფლის დაპირება, რომ ის შვილების გულებში დანერგავს მამებისთვის მიცემულ დაპირებას და შვილების გულები, მათი მამების გულებისკენ მობრუნდებიან.5

ჯოზეფ სმითისა და მის მომდევნო წინასწარმეტყველებისათვის მიცემულ გამოცხადებებიდან ჩვენ გავიგეთ სატაძრო სამუშაოს არსი, ოჯახური ისტორია კი ეხმარება ამ საქმეს. ჯოზეფ სმითიდან დაწყებული, ყოველი წინასწარმეტყველი ჩვენთვის და გარდაცვლილი ნათესავებისთვის ყოველი წესჩვეულების აუცილებლობას უსვამდა ხაზს.

სატაძრო და ოჯახური ისტორიის სამუშაო არის ორ ნაწილად გაყოფილი ერთი სამუშაო. ისინი ისევე უკავშირდებიან ერთმანეთს, როგორც ნათლობის წეს-ჩვეულება და სული წმინდის ძღვენი. ზოგიერთი წევრი ვერ ჩაატარებს ორივე სამუშაოს ჯანმრთელობის პირობების ან ტაძრის სიშორის გამო.

პრეზიდენტი ჰოვარდ ვ. ჰანტერი გვასწავლიდა:

„ჩვენ უნდა შევასრულოთ საკუთარი ამაღლებისთვის საჭირო სამღვდელოების სატაძრო წეს-ჩვეულებები; შემდეგ უნდა შევასრულოთ სამუშაო მათთვის, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების დროს არ ჰქონდათ საშუალება მიეღოთ სახარება. სხვებისთვის სამუშაოს შესრულება მოიცავს ორ ნაწილს: პირველი: ოჯახური ისტორიის კვლევა ჩვენი წინაპრების დასადგენად; მეორე: სატაძრო წეს-ჩვეულებების ჩატარება იმისთვის, რომ მივცეთ მათ იგივე საშუალებები, რაც ცოცხლებს გააჩნიათ.

„მაინც არსებობს მრავალი ეკლესიის წევრი, რომლებსაც ტაძარზე არ მიუწვდებათ ხელი. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც მათ შეუძლიათ. ისინი არ წყვეტენ ოჯახურ ისტორიის კვლევას და სხვებს ატარებინებენ შემცვლელ წეს-ჩვეულებებს. ამის საპირისპიროდ, არსებობენ წევრები, რომლებიც დიდი ძალისხმევით მუშაობენ ტაძრებში, მაგრამ საკუთარ ოჯახურ ისტორიულ კვლევას არ უთმობენ დროს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვების დასახმარებლად ღვთიურ საქმეში იღებენ მონაწილეობას, ისინი კარგავენ საკუთარი გარდაცვლილი ნათესავების კვლევის საქმეში მონაწილეობის დალოცვას, რადგან ეს დავალება ჩვენ მივიღეთ უკანასკნელი დღეების წინასწარმეტყველებისგან. ...

„მე შევნიშნე, რომ ისინი, ვინც ჩართულნი არიან ოჯახური ისტორიის კვლევაში და შემდეგ მონაწილეობენ სატაძრო წეს-ჩვეულებებში მათთვის, ვისი სახელებიც მათ მოიძიეს, კურთხევის ორივე ნახევრის მიღებით იპოვიან დამატებით სიხარულს“.6

მამაზეციერს სურს, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ამ საჭირო შემცვლელი სამუშაოს კურთხევის ორივე ნაწილი მიიღოს. მან სხვებს უჩვენა, როგორ გავხდეთ ამის ღირსნი. ახლა ჩემზე და თქვენზეა დამოკიდებული ამ კურთხევების მიღება.

ტაძარში ჩატარებული ნებისმიერი სამუშაო ღირსეულად გატარებული დროა, მაგრამ თქვენი გარდაცვლილი წინაპრებისთვის შემცვლელ წეს-ჩვეულებებზე ტაძარში დახარჯული დრო უფრო წმინდად განიხილება და უფრო დიდ კურთხევებს მოგიტანთ. პირველმა პრეზიდენტობამ განაცხადა: „ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა, ჩვენი საკუთარი წინაპრების მოძებნა და მათი იდენტიფიკაცია“.7

თქვენ, ახალგაზრდებო, გინდათ შეამციროთ მტრის გავლენა თქვენს ცხოვრებაზე? ჩაიძირეთ თქვენი წინაპრების ძიების საქმეში, მოამზადეთ მათი სახელები ტაძარში წმინდა შემცვლელი წეს-ჩვეულებების შესასრულებლად და შემდეგ წადით ტაძარში, რათა დადგეთ მათ ნაცვლად ნათლობისა და სული წმინდის ძღვენის წეს-ჩვეულებების მისაღებად. და როცა გაიზრდებით, თქვენ შეძლებთ სხვა წეს-ჩვეულებებშიც მიიღოთ მონაწილეობა. მე არ შემიძლია მოვიფიქრო უფრო დიდი დაცვა მტრისგან ამ ცხოვრებაში.

რუსეთის, როსტოვის მისიაში ახალგაზრდობამ მიიღო მოსაწვევები გადმოიწერონ 2 000 სახელი, შემდეგ თავიანთი ოჯახიდან სატაძრო წეს-ჩვეულებების გასავლელად დაასახელონ მინიმუმ ერთი სახელი. ისინი, ვინც შეასრულეს ეს დავალება, მოიწვიეს ავტობუსით წასულიყვნენ უკრაინაში, კიევის ახალ ტაძარში. ერთმა ახალგაზრდამ გაგვიზიარა თავისი გამოცდილება: „ მე უამრავ დროს ვუთმობდი კომპიუტერულ თამაშებს. როდესაც დავიწყე სახელების გადაწერა, თამაშებისთვის დრო აღარ მრჩებოდა. თავიდან ვიფიქრე: „როგორ შეიძლება ეს“? როცა ეს პროექტი დამთავრდა, მე თამაშები აღარ მაინტერესებდა. ... გენეალოგიური სამუშაო არის ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია აქ, დედამიწაზე, მაგრამ ის ზეცაში შეინახება“.

მრავალმა ერთგულმა წმინდანმა შეასრულა თავისი ნათესაური კავშირების ძიება და იყენებს საოჯახო ძიების რეზერვულ წყაროს, რათა საკუთარი ოჯახის წევრებისთვის ჩაატაროს შემცვლელი წეს-ჩვეულებანი. სახელების რეზერვული წყაროს შექმნის დანიშნულებაა მისცეს ცალკეულ პირებს საკმარისი დრო და იმის საშუალება, რომ ჩაატარონ წეს-ჩვეულებები პირდაპირი და ირიბი ნათესაური ხაზის წინაპრებისათვის. ამჟამად წეს-ჩვეულებების ჩატარებას 12 მილიონი სახელი ელის და მილიონობით წეს-ჩვეულება კიდევ ჩასატარებია. მრავალი სახელი წლების განმავლობაში რეზერვშია. წინაპრები მოუთმენლად ელიან იმ წუთს, როდესაც მათი სახელები წარდგენილი იქნება წეს-ჩვეულებების შესასრულებლად. მაგრამ, მათ სულაც არ გაუხარდებათ კვლავ ლოდინი.

ჩვენ გვინდა წავახალისოთ ისინი, ვისაც რეზერვის დიდი წყარო აქვთ, სთხოვონ ნათესავებს, პალოსა ან მეურვეობის წევრებს დახმარება ამ სამუშაოს შესასრულებლად. ამისათვის თქვენ შეგიძლიათ ბარათებზე დაბეჭდილი სახელები გადასცეთ პალოსა ან მეურვეობის წევრებს ან პირდაპირ გამოიყენოთ ოჯახური ძებნის სისტემა და კომპიუტერის საშუალებით წარუდგინეთ სახელები პირდაპირ ტაძარს. ამ ხერხს წლების განმავლობაში მიმართავს სინდი ბლევინსი კასპერიდან, ვაიომინგის შტატი.

და ბლევინსი მოინათლა, როცა ის მოზარდი იყო და თავის ოჯახში მხოლოდ ის იყო მონათლული. მან უზარმაზარი გენეალოგიური სამუშაო ჩაატარა. მაგრამ ჯერ კიდევ უამრავი სახელია, რომელთა დამუშავებას ვერც ის და ვერც მისი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ. მაშასადამე, და ბლევინსმა სახელები ტაძარში წარადგინა. მისი თქმით, მათ დამუშავებას რამოდენიმე კვირა ესაჭიროება და სამუშაოს ატარებენ ორიდან ერთი ტაძარი, რომელიც უფრო ახლოსაა სახლთან. ის ამბობს, რომ მოსწონს ფიქრი იმაზე, რომ მისი პალოსა თუ მეურვეობის მეგობრები ან მეზობლები არიან მათ შორის, ვინც მისი წინაპრებისთვის სამუშაოს ასრულებენ. ის ამისთვის მათი მადლობელია.

ჩემი საყვარელი მეუღლე, ჟანინი, სიყვარულით ასრულებს საოჯახო ისტორიულ კვლევას. როცა შვილები პატარები გვყავდნენ, ის რიგრიგობით მეგობრებს უთანხმებდა დროს, რათა შვილები დაეტოვებინა მათთან და ყოველ კვირას რამოდენიმე საათი დაეთმო ჩვენი საოჯახო ხაზის ძიებისთვის. მას შემდეგ, რაც ჩვენმა უმცროსმა შვილმა სახლი დატოვა, მეუღლემ დღიურში ჩაწერა: “მე ამ წუთას მივიღე გადაწყვეტილება და მინდა ხმამაღლა გამოვაცხადო: მაიკის საწოლი ოთახი ახლა ჩემი გენეალოგიის კაბინეტია. იგი კარგად არის აღჭურვილი სამუშაოსა და ჩანაწერების მომზადებისთვის. ახლა ჩემი ცხოვრების ძირითადი მიზანი იქნება ესოდენ მნიშვნელოვანი ოჯახური ძიებისა და ტაძრისთვის სახელების წარდგენის სამუშაო. მე მოუთმენლად ველი ამ საქმის დაწყებას“.8

აი კიდევ ერთი ამონარიდი დღიურიდან: „ჩემთვის ... სასწაული მოხდა მელ ოლსენის ოჯახური ისტორიის ძიების კაბინეტში. მან წარმომიდგინა მთელი ჩემთვის ცნობილი საგვარტომეულოს ამობეჭდილი ჩანაწერები, რომლებიც მან ამოიღო გენეალოგიის საზოგადოებაში არსებული წინაპართა ფაილის განახლებული კომპიუტერიზირებული ჩანაწერებიდან. ისინი ძირითადად ამოიკრიბა ოთხი თაობის ჩანაწერების პროგრამიდან, რომლის შექმნაც ეკლესიამ მრავალი წლის წინ მოითხოვა. მე მიჭირდა იმის წარმოდგენა, თუ რაოდენ დიდი სამუშაო მელოდა წინ, ოჯახური ორგანიზაციებიდან ყველა ჩემი წინაპრების შესახებ ჩანაწერების მოსაგროვებლად და კომპიუტერში პირველი წინაპართა ფაილის შესაქმნელად, ამ ინფორმაციის დასამუშავებლად. აი ახლა მშვენიერი, დალაგებული, ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდილი მასალები მაგიდაზე მეწყო. მე ისე ავღელდი, რომ ჯერ უბრალოდ გაკვირვებული ვიჯექი და მერე სიხარულისგან ავტირდი. … იმისთვის, ვინც ოცდაათი წლის განმავლობაში ასე დაჟინებით, გულმოდგინედ ატარებდა ძიებას, ამ ინფორმაციის კომპიუტერულად დამუშავება ნამდვილად ამაღელვებელი იყო. და როდესაც მე ვფიქრობ ასობით ათას ადამიანებზე, რომლებიც ახლა ან სულ მალე დაიწყებენ აღწერის მონაცემების უდიდესი ბლოკებისა და პირადი ძიების დისკების კომპიუტერულად დამუშავებას. ... ისე ძალიან ვღელავ ამაზე. ეს ჭეშმარიტად უფლის სამუშაოა და იგი ხელმძღვანელობს მას.9

მე საკმარისად ვიგემე ამ დიადი სამუშაოს ნაყოფი საიმისოდ, რომ ვთქვა: მე ვიცი, რომ ის გასაღებები, რომლებიც ილიამ აღადგინა და გადასცა ჯოზეფ სმითს, გვაძლევს საშუალებას შევაერთოთ გულები, რის შემდეგაც თითეული ჩვენთაგანი დაუკავშირდება იმ წინაპრებს, რომლებიც ჩვენგან დახმარებას ელიან. აქ, დედამიწაზე, წმინდა ტაძრებში მხსნელის მიერ გადმოცემული უფლებამოსილების გამოყენებით, ჩვენი მცდელობების შედეგად ჩვენი წინაპრები იღებენ ხსნის წეს-ჩვეულებებს, რომლებიც მათ მარადიული ბედნიერების სიხარულს მიანიჭებენ.

წარსულში, შეგულიანებულნი სამუშაოს სიწმინდით, ადამიანები მამაცურად დგებოდნენ ისეთი სირთულის წინაშე, როგორიც იყო ნებრასკას შტატში ხელით ხორბლის მოსავლის აღება. ახლა სამუშაოს უამრავი ძლიერი კომბაინი ასრულებს. ერთად ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ საჭირო სამუშაო და შევასრულებთ კიდევაც მას!

მე ვმოწმობ, რომ დედამიწის ზურგზე ილიას სული მამაზაციერის მრავალი შვილის გულს ეხება და წარმოუდგენლად აჩქარებს სამუშაოს გარდაცვალებულთათვის.

თქვენ? ილოცეთ თქვენი წინაპრებისთვის შესასრულებელი სამუშაოსთვის? გადადეთ გვერდზე ის, რაც თქვენს ცხოვრებაში არც თუ ისე მნიშვნელოვანია. მიიღეთ გადაწყვეტილება გააკეთოთ ის, რასაც მარადიული შედეგი ექნება. შეიძლება თქვენ მიიღეთ სულის კარნახი, მოიძიოთ თქვენი წინაპრები, მაგრამ ფიქრობთ, რომ არ ხართ გენეალოგიის სპეციალისტი. დარწმუნდით, რომ ამის აუცილებლობა აღარ არსებობს? ყველაფერი იწყება სიყვარულით და გულწრფელი სურვილით დაეხმაროთ მათ, ვინც იმ ქვეყნად არიან და საკუთარ თავს ვერ ეხმარებიან. მიიხედ-მოიხედეთ. ვინმე იქნება თქვენს რაიონში, ვინც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

ეს სულიერი სამუშაოა, ურთიერთ თანამშრომლობის გრანდიოზული მცდელობა ფარდის ორივე მხრიდან, სადაც დახმარება ორივე მიმართულებით ეძლავათ. სადაც კი არ უნდა იყოთ ამ ყვეყნად, თქვენ შეგიძლიათ ლოცვის, რწმენის, სიმტკიცის, სიბეჯითის და მსხვერპლის გაღების გაერთიანებული დიდი ღვაწლი შემოიტანოთ ცხოვრებაში. დაიწყეთ ამის კეთება ახლავე. მე გპირდებით, რომ უფალი დაგეხმარებათ გზის პოვნაში და თქვენ არაჩვეულებრივი გრძნობა დაგეუფლებათ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

Show References

  1.  

    1.  იოანე 3:5.

  2.  

    2.  History of the Church , 4:231.

  3.  

    3.  Teachings of Presidents of the Church; Joseph Smith (2007), 471–72.

  4.  

    4. იხ. მოძღვრება და აღთქმები 110:13 -16 .

  5.  

    5.  მოძღვრება და აღთქმები 2:2.

  6.  

    6. ჰოვარდ ჰანტერი, “A Temple-Motivated People,” Liahona, მაისი 1995, 5–6; ; Ensign,, თებერვალი 1995,4–5.

  7.  

    7. პირველი პრეზიდენტობის წერილი, 29 თებერვალი, 2012.

  8.  

    8. ჯანეტ უოტკინს სკოტის პირადი დღიური, აპრილი 1988 წ.

  9.  

    9. ჯენინ უოტკინსის პირადი დღიური, აპრილი, 1988წ.