ეს სასწაულია

უხუცესი ნილ ლ. ანდერსენის მიერ

თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან


ნეილ ლ. ანდერსენი
ჩვენ ვართ უფლის სასწაულის მოწმენი, როდესაც მთელს მსოფლიოში ვრცელდება მისი სახარება.

იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრება აღსავსე იყო სასწაულებით. ქალწული დედა, ახალი ვარსკვლავი, მწყემსებისთვის ანგელოზების გამოცხადება, უსინათლო ხედავს, ხეიბარი ფეხს იდავს, ანგელოზები გეცემანიაში და საფლავთან, და ყველაზე დიდი სასწაული მისი დიდებული აღდგომა.

წარმოიდგინეთ თერთმეტი მოციქული, გალილეასთან მთაზე, როდესაც მათ აღმსდგარმა უფალმა დაავალა: „ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმინდის სახელით.“?1 „მოედეთ მთელს სოფელს და უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას.”2

ყველა ხალხს? მთელს სოფელს? ყოველ ქმნილებას? ნუთუ ეს შესაძლებელია? თუმცა იესომ მათ დაარწმუნა, ისინი ალბათ ფიქრობდნენ, რომ სახარების გავრცელებისას ნუთუ სასწაულები მათთანაც მოხდებოდა.3

მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, პეტრე აღივსო რწმენით, ხმა აიმაღლა და უთხრა:

„იერუსალიმის ყველა მკვიდრნო, ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვებს: …

… იესო ნაზარეველი, … რომელიც თქვენ შეიპყარით, ურჯულოთა ხელით მიალურსმნეთ და მოკალით:

ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ჩვენ ყველანი ვართ.”4

იმ დღეს უდაოდ იყო სულიერების გამომჟღავნების დღე და 3000 სული მოინათლა. როგორც იესო დაჰპირდა, ნიშნები და სასწაულები თან სდევდათ მორწმუნეების რწმენას.

როდესაც იესო ქრისტეს ეკლესია აღდგენილ იქნა დედამიწაზე 183 წლის წინ, უფალმა მისი მცირე ჯგუფისათვის გაიმეორა ბრძანება რაც საუკუნების წინ ნათქვამი ჰქონდა, „გამაფრთხილებელი ხმა მივა ყველა ხალხებამდე“5. „რადგან ჭეშმარიტად, სახარების ხმა უნდა გავრცელდეს მთელს მსოფლიოში და დედამიწის შორეულ კუთხეებში.“6

„ყველა ხალხებამდე“? „მთელს მსოფლიოში“? „დედამიწის შორეულ კუთხეებში“? იყო ეს შესაძლებელი?

მხსნელმა დაარწმუნა თავისი უკანასკნელი დღეების წმინდანები,7 მაგრამ შეეძლოთ კი მათ განეჭვრიტათ ამ საოცარი საქმის მიზანი და დანიშნულება? ისინი ალბათ გაოცებული ფიქრობდნენ, ნუთუ სასწაულები მართლა მოხდებოდა მათთან სახარების გავრცელებისას.

კვლავ, ისე როგორც ძველად, ზეციური დახმარება მათთან იყო და ათასობით მოინათლნენ. უხუცესი ვილფორდ ვუდროფი, ქადაგებდა სახარებას ინგლისში, სადაც აღმოაჩინა მთელი საზოგადოება, რომელიც ელოდებოდა მის მოსვლას. უფლის სული მოეფინა მათზედ და პირველ თვეს მან მონათლა 45 მქადაგებელი და რამოდენიმე ასეული წევრი, ბენბოუს ფერმაზე.8

დღევანდელი დღეც არ განსხვავდება. როდესაც უხუცესი დევიდ ა. ბედნარი და მე ვიყავით მისიონერები, დაახლოებით 40 წლის წინ და მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ არ ვართ წითელ სავარძლებში მჯდომი ყველაზე მოხუცი დაბრუნებული მისიონერები, მაშინ იყვნენ 16 000 მისიონერები. დღეს ახლა გვყავს 65 000, უფრო მეტი ვიდრე ოდესმე, მაშინ იყო 562 პალო. დღეს არის 3 000-ზე მეტი. მაშინ ჩვენი სამეურვეოები და სამრევლოები იყო 59 ქვეყანაში, დღეს ჩვენ შეკრებების ორგანიზება მოვახდინეთ 224 დან 189 ქვეყნებში და ტერიტორიებზე. ჩვენ ცოტანი ვართ რიცხობრივად, ისე როგორც ნეფიმ იწინასწარმეტყველა.9 მაგრამ ამავე დროს, ჩვენ რეალობად ვაქცევთ დანიელის წინასწარმეტყველებას, „ხელისუკვრელი ლოდი ავსებს მთელ დედამიწას“.10

დღევანდელი დღეები არის განსაკუთრებული დრო სასწაულებისათვის. ექვსი თვის წინ პრეზიდენტმა მონსონმა გამოაცხადა მისიაში გაწვევის წლოვანებაში ცვლა, იმ ახალგაზრდა ქალებისათვის და კაცებისთვის რომელთაც სურთ მისიაში სამსახური. ეს იყო უდაო სულიერების გამომჟღავნება. ახალგაზრდა ქალები და კაცები წავიდნენ რწმენით. კონფერენციის შემდგომ ხუთშაბათს მე დამავალეს რომ მისიონერთა მოწოდებებისათვის რეკომენდაცია გამეწია პირველი პრეზიდენტობის წინ, მე გაოცებული ვიყავი, როდესაც ვიხილე 18 წლის კაცების და 19 წლის ქალების განცხადებებით, რომლებმაც მოასწრეს თავიანთი გეგმების შეცვლა და გაიარეს შემოწმება ექიმებთან, გასაუბრებები ეპისკოპოსებთან და პალოს პრეზიდენტებთან და გააგზავნეს თავიანთი მისიის განცხადებები, ყველაფერი მხოლოდ ხუთ დღეში. როდესაც ვუყურებდი ამ ღირსეულ ახალგაზრდა ქალების და მამაკაცების ფოტოსურათებს, მე ვგრძნობდი მათ სამართლიანობას და რწმენას. დღეს, ათასობით შეუერთდნენ მათ. ეს სასწაულია.

ჩვენ მადლიერები ვართ, ჩვენი დების გამამხნევებელი რწმენით, სულ უფრო მეტი რაოდენობის მისიონერებისა მთელი მსოფლიოდან და სულ უფრო მეტი წყვილები მზად არიან მისიონერული სამსახურისთვის. ორმოცდა თვრამეტი ახალი მისია გამოცხადდა და ჩვენ გადავსებულ მისიონერთა მოსამზადებელ ცენტრს დაემატა მეორე მექსიკო სიტში.

პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა სთქვა „ჩვენ ძალზედ სერიოზულად ვუდგებით მხსნელის მანდატს, წადით, და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით.“11 „ეს საქმე წინ სვლას გააგრძელებს, შეცვლის და აკურთხბს სიცოცხლეებს, მთელ მსოფლიოში არ არის ძალა რომელიც შეაჩერებს ღმერთის სამუშაოს.”12

ჩვენ ვართ უფლის სასწაულების მოწმენი, იმ დროს როდესაც მისი სახარება ვრცელდება მთელს მსოფლიოში.

ძმებო და დებო, ისე როგორც უფალმა ჭეშმარიტად შთააგონა რომ უფრო მეტ მისიონერებს ემსახურათ, აღვიძებს გონებებს და უხსნის გულებს უფრო მეტ კარგ ადამიანებს, რომ მიიღოს მისი მისიონერები. ზოგიერთ ამ კარგ ქალბატონებს და მამაკაცებს თქვენ იცნობთ ან გაიცნობთ. ისინი ცხოვრობენ თქვენს მეზობლად, დადიან თქვენს გვერდზე ქუჩაში, სხედან თქვენს გვერდზე სკოლაში და გიკავშირდებიან ქსელში. თქვენც ხართ მნიშვნელოვანი ნაწილი ამ სასწაულისა რომელიც ხდება.

თუ თქვენ არ ხართ სრული განაკვეთის მისიონერი, მისიონერის სამკერდე ნიშნით ქურთუკზე, ახლა არის დრო, როდესაც უნდა ის დაიხატოთ გულზე, როგორც პავლემ სთქვა, „არა მელნით, არამედ ცოცხალი ღვთის სულით.“13 და დაბრუნებულო მისიონერებო, მოძებნეთ თქვენი მისიონერის ნიშანი, ნუ გაიკეთებთ მაგრამ დადეთ თვალსაჩინო ადგილზე. უფალს თქვენ სჭირდებით ახლა, ისე როგორც არასდროს, რომ იყოთ ინსტრუმენტი მის ხელში. თქვენც გაქვთ ამ სასწაულში წვლილი შესატანი.

ეკლესიის ყოველი მართალ წევრს უფიქრია თუ როგორ გაუზიაროს სახარება. ზოგი სახარებას უზიარებს ბუნებრივად და ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მათგან.14 ზოგ ჩვენგანი იბრძვის და ფიქრობს თუ როგორ გააკეთოს ეს უკეთესად, სურვილით რომ ის დანაშაულის გრძნობა რომელიც ჩვენ ხანდახან გვაქვს მოგვცილდეს.

ჩვენი სურვილი რომ გავუზიაროთ სახარება, მუხლებზე გვაჩოქებს და ასეც უნდა იყოს, რადგან ჩვენ გვჭირდება უფლის დახმარება.

პრეზიდენტმა მონსონმა გვთხოვა რომ გველოცა, „იმ გარემოებებისთვის სადაც ჩვვენი გავლენა შეზღუდულია და სადაც არ გვაქვს თავისუფლად სახარების გაზიარების უფლება“15 როდესაც ჩვენ გულწრფელად და ერთობლივად მივმართავთ ჩვენს მამაზეციერს, უფალი გააგრძელებს მნიშვნელოვანი კარებების ჩვენს წინ გახსნას.

ჩვენ ასევე ვლოცულობთ, სახარების გაზიარების შესაძლებლობებისთვის. მოციქული პეტრე ამბობდა, „მუდამ მზად იყავით, რომ უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ.“16

ჩვენს არეულობასა17 და მშფოთვარე18 დროს, სულ უფრო ნაკლები ხალხი დადის ეკლესიაში. იმ დროს როდესაც სურთ ღმერთთან უფრო ახლოს ყოფნა, რომ მაღალი მიზნები ჰქონდეთ თავიანთ ცხოვრებაში, მათ აქვთ უპასუხო შეკითხვები. ისინი აკვირდებიან დიდი ხნის ჭეშმარიტებებს რომლებიც ხელახლა განისაზღვრება ან არის უგულვებელყოფილი. მრავალს აქვს გული რომელიც ეძებს ჭეშმარიტებას, მაგრამ როგორც წინასწარმეტყველმა ამოსმა განმარტა, „მი-და-მოდიან უფლის სიტყვის საძებნელად, მაგრამ ვერ ჰპოვებენ.“19 თქვენ შეგიძლიათ პასუხი გასცეთ მათ შეკითხვებს. თქვენ ყოველდღიურ საუბრებში თქვენ შეგიძლიათ, „მიამატეთ“ მათ რწმენას ქრისტეში.20

მხსნელმა სთქვა:“მაღლა გეჭიროთ თქვენი სინათლე, რათა მან გაუნათოს მსოფლიოს. აჰა მე ვარ სინათლე, რომელიც უნდა მაღლად გეჭიროთ.”21

მე გპირდებით, როდესაც ილოცებთ თუ ვის დაელაპარაკოთ, სახელები და სახეები გამოჩნდება თქვენს გონაბაში, იმ დროს როდესაც დაგჭირდებათ..22 შესაძლებლობები მოგეცემათ. რწმენითა და გულწრფელი ძალისხმევით, უფალი გაკურთხებთ თქვენი საკუთარი სასწაულებით.

მხსნელმა გვასწავლა თუ როგორ უნდა გავუზიაროთ სახარება ყოველ ადამიანს პირადად, როგორც ანდრიას ამბავი რომელმაც ჰკითხა: „მოძღვარო, სად დგახარ?“23 იესოს შეეძლო ეპასუხა ადგილმდებარეობა სადაც ცხოვრობდა მაგრამ მან უთხრა ანდრიას „წამოდით და ნახავთ.“24 მე მსურს, ვიფიქრო, რომ მხსნელი ამბობდა „მოდით და ნახეთ, არა მარტო სად ვცხოვრობ, ასევე როგორ ვცხოვრობ. მოდით და ნახეთ ვინ ვარ, მოდით იგრძენით სული.“ ჩვენ არ ვიცით ყველაფერი იმ დღეზე, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ, როდესაც ანდრიამ იპოვა მისი ძმა სიმონი, მან სთქვა, „ჩვენ ვიპოვეთ … ქრისტე.”25

ისინი ვინც დაინტერესდებიან ჩვენთან საუბრით, ჩვენ შეგვიძლია მივყვეთ მხსნელის მაგალითს, მათი მოპატიჟებით „მოდით და ნახეთ“. ზოგი მიიღებს ჩვენ მოპატიჟებას და ზოგი კი არა. ჩვენ ყველა ვიცნობთ ვინმეს რომელმაც რამოდენიმეჯერ დაპატიჟეს სანამ მიიღებდა მოწვევას „მოდით და ნახეთ“. მოდით მათზეც ვიფიქროთ რომლებიც ერთ დროს ჩვენთან იყვნენ მაგრამ ახლა იშვიათად ვხედავთ, მოვიპატიჟოთ, რომ დაბრუნდნენ და კიდევ ერთხელ ნახონ.

ჩვენ პატივს ვცემთ ყოველი პიროვნების არჩევანსა და დროს. უფალმა სთქვა „დაე ყოველმა ადამიანმა თვითონ გააკეთოს არჩევანი.“26 ადამიანთან რომელსაც ნაკლები ინტერესი აქვს არ უნდა გავწყვიტოთ მეგობრობა და სიყვარული. მიიღებენ თუ არა თქვენს მოპატიჟებას „მოდით და ნახეთ“ თქვენ იგრძნობთ უფლისაგან თანადგომას და რწმენით გამტკიცებული კიდევ ერთხელ გაუზიარეთ თქვენი რწმენა.

მათ ვინც იყენებს ინტერნეტს და მობილურ ტელეფონებს, ეს არის ახალი გზები, რათა მოვიპატიჟოთ სხვები „მოვიდნენ და ნახონ“. მოდით ჩვენი რწმენის გაზიარება ვაქციოთ ყოველიურად ჩვენი ცხოვრების ნაწილად, LDS.org, Mormon.org, ფეისბუკი და ტვიტერი იძლევიან ამის საშუალებას

სახარების გასაზიარებლად, ახალგაზრდების ჯგუფმა ბოსტონიდან გახსნეს ბლოგები 27 რომელმაც ორი ახალი მეგობარი მოიყვანა სახარებაში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. ერთმა ახალგაზრდამ სთქვა, „ეს არ არის მისიონერული სამუშაო, ეს არის მისიონერული გართობა.“28

ჩვენ ამაში ყველანი ერთად ვართ. რამოდენიმე მრევლის წევრითა და მისიონერებით, ჩვენ ვგეგმავთ, ვლოცულობთ და ერთმანეთს ვეხმარებით. იქონიეთ სრული განაკვეთის მისიონერები თქვენს ფიქრებში და ლოცვებში. ენდეთ მათ თქვენი ოჯახითა და მეგობრებით. უფალი მათ ენდობა, და მოუწოდა მათ, რომ ასწავლონ და აკურთხონ ისინი ვინც მას ეძებს.

მოზამბიკის მაპუტოს მისიის პრეზიდენტმა პაოლო კრეტლიმ, გაგვიზიარა ასეთი გამოცდილება: „მოზამბიკში ფართედ მიღებულია, წყვილებისთვის ერთად ცხოვრება ქორწინების გარეშე, რადგან აფრიკული ტრადიცია მოითხოვს ძვირად ღირებულ მზითევს ქორწინებისათვის, მზითევი რისი სახსრებიც წყვილთა უმრავლესობას არ აქვს.”29

წევრებმა და მისიონერებმა იმსჯელეს და ილოცეს თუ როგორ დახმარებოდნენ.

მათ ლოცვებზე პასუხი იყო, რომ მათ უნდა ყურადღება გაამახვილეთ უბიწოების კანონზე და ქორწინებისა და მარადიული ოჯახების მნიშვნელობაზე. იმავე დროს როდესაც ასწავლიდნენ წყვილებს რომ მოენანიათ და ლეგალურად დაქორწინებულიყვნენ, ისინი ასწავლიდნენ ბედნიერების შესახებ რომელიც მოდის იესო ქრისტეს მიმდევრობით.

ეს არის წყვილების სურათი, მოზამბიკის ორი სხვადასხვა ქალაქებიდან, რომლებიც პარასკევს დაქორწილდნენ. ისინი შაბათს .30მოინათლნენ მათი უფროს შვილებთან ერთად. მეგობრები და ოჯახი მოპატიჟებულნი იყვნენ „მოდით და ნახეთ“ და ასობით ადამიანებმა მოვიდნენ და ნახეს.

ნათლობის შემდეგ ერთმა დამ სთქვა, „ჩვენ უნდა აგვერჩია, მივყოლოდით მამების ტრადიციას ან მივყოლოდით იესო ქრისტეს. ჩვენ ვარჩიეთ ქრისტესადმი მიყოლა.”31

თქვენ შეიძლება არ ცხოვრობთ მოზამბიკში, მაგრამ თქვენი გზით, თქვენი კულტურით, თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება.

ილოცეთ თქვენი მამაზეციერისადმი, ეს არის მისი წმინდა საქმე. მზარდი რწმენით თქვენ ის გაგიძღვებათ იმაში რასაც გააკეთებთ. ის გაგიხსნით კარებს, მოგაცილებთ დაბრკოლებებს და დაგეხმარებათ წინაღობების გადალახვაში. უფალმა გამოაცხადა, „გამაფრთხილებელი ხმა მიაღწევს ყველა ხალხებამდე, ჩემი მოციქულების პირით, … და არავინ არ შეეწინააღმდეგება მათ.”32

მე ვმოწმობ, რომ„უფლის ხმა დედამიწის კიდეებამდე არის, რომ ყველას ვისაც სურს მოსმენა, მოისმენს.”.”33 ეს არის სასწაული, ეს არის სასწაული. იესო ქრისტეს სახელით ამინ.

Mostrar referencias

  1.  

    1. მათე 28:19.

  2.  

    2. მარკოზი 16:15.

  3.  

    3. იხილეთ მათე 28:20Mark 16:17–18.

  4.  

    4. ქმედებანი 2:14, 22–23, 32.

  5.  

    5. მოძღვრება და აღთქმები 1:4.

  6.  

    6. მოძღვრება და აღთქმები 58:64.

  7.  

    7. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 1:5.

  8.  

    8. იხილეთTeachings of Presidents of the Church: Wilford Woodruff (2004), 89–92.

  9.  

    9. იხილეთ 1 ნეფი 14:12.

  10.  

    10. დანიელი 2:34–35.

  11.  

    11. თომას ს. მონსონი, “Welcome to Conference,” Ensign or Liahona, მაისი 2009, 5.

  12.  

    12. თომას ს. მონსონი,, “As We Gather Once Again,” Ensign or Liahona, მაისი 2012, 4.

  13.  

    13. 2 კორინთიელთა 3:3.

  14.  

    14. იხილეთ Clayton M. Christensen, The Power of Everyday Missionaries: The What and How of Sharing the Gospel (2013).

  15.  

    15. თომას ს. მონსონი, “Welcome to Conference,” Ensign or Liahona, ნოემბერი. 2009, 6.

  16.  

    16. 1 პეტრე 3:15.

  17.  

    17. მათ განიხილეს ძირძველი ჭეშმარიტებები რომლებიც შეცვლილი იყო ან უგულვებელყოფილი; იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 1:16; იხილეთ ასევე მოძღვრება და აღთქმები 132:8.

  18.  

    18. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 45:26; 88:91.

  19.  

    19. ამოსი 8:12.

  20.  

    20. წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითმა თქვა: „ფრესბიტერიელებს თუ აქვთ რამე ჭეშმარიტება? დიახ. ბაპტისტებს, მეტოდისტებს, და ასე შემდეგ თუ აქვთ რამე ჭეშმარიტება? დიახ... ჩვენ უნდა შევგროვოთ ყველა კარგი და ჭეშმარიტი სწავლება მსოფლიოში საუნჯივით.“ (History of the Church, 5:517) „ჩვენ არავის ვთხოვთ გვერდზე გააგდონ რამე კარგი რაც აქვთ; არამედ, ვთხოვთ მათ მოვიდნენ და მეტი მიიღონ. რა იქნება რომ მთულმა მსოფლიომ მიიღოს სახარება? ისინი თვალ–თვალით ნახავდნენ, და ღმერთის კურთხევანი გაეფენოდა ხალხზე, რაც მთული ჩემი სულის სურვილია“ (Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith [2007], 155). პრეზიდენტმა გორდონ ბ ჰინქლიმ თქვე: „ვთქვა რომ ჩვენ ვაფასებთ ყველანაირ ჭეშმარიტებას ყოველ სარწმუნოებაში და იმ სიკეთეს რაც აკეთებენ. ჩვენ ხალხს ვეუბნებით, მოიტანეთ ის სიკეთე რაც გაქვთ, და ვნახოთ, მივამატებთ თუ არა. ეს არის ამ საქმის სული. ეს არის ჩვენი მისიონერების მსახურის არსი. ” (“Excerpts from Recent Addresses of President Gordon B. Hinckley,” Ensign, Aug. 1998, 72; “Words of the Living Prophet,” Liahona, Apr. 1999, 19). „ჩვენ უნდა ვიყოთ მეგობრული ხალხი. უნდა ვაღიაროთ ის რაც კეთილია ყველა ხალხში. ჩვენ არ ვამცირებთ სხვა სარწმუნოებებს. ჩვენ ვქადაგებთ და ვასწავლით პოზიტიურად. ჩვენ ვუებნებით სხვა სარწმუნოებების მიმდევრებს: თან მოიტანეთ ყველაფერი კარგი რაც გაქვთ, და ვნახოთ, მივამატებთ თუ არა. ეს არის ჩვენი დიადი მისიონერული პროგრამის არსი, და ნაყოფს იმკის“ Church News, Nov. 7, 1998, 2; იხილეთ ldschurchnews.com).

  21.  

    21. 3 ნეფი 18:24.

  22.  

    22. See მოძღვრება და აღთქმები 84:85; 100:6.

  23.  

    23. იოანე 1:38.

  24.  

    24. იოანე 1:39.

  25.  

    25. იოანე 1:41.

  26.  

    26. მოძღვრება და აღთქმები 37:4.

  27.  

    27. იხილეთ მაგალითად, youngandmormon.com.

  28.  

    28. სატელეფონო საუბარი ჯექსონ ჰაიგოტთან მარტი 22, 2013.

  29.  

    29. პირადი იმეილი პრეზიდენტ პაოლო ვ. კრეტლისგან, მარტი 6, 2013.

  30.  

    30. ფოტოები წარმოდგენილია პრეზიდენტი პაულო ვ კრეტლი. პირველი ჯგუფი იყო, მაპუტოდან, ისინი დაქორწილდა ნოემბერში 30, 2012 და მოინათლნენ დეკემბერში 1, 2012. მეორე ჯგუფი ბეირადან, ისინი დაქორწილდნენ მარტში 1, 2013, და მოინათლნენ მარტში 2,2013.

  31.  

    31. პირადი იმეილი პრეზიდენტი პაულო ვ კრეტლისგან, მარტი 6, 2013.

  32.  

    32. მოძღვრება და აღთქმები 1:4–5.

  33.  

    33. მოძღვრება და აღთქმები 1:11.