2010-2019
მამა და ძე
აპრილი 2013


მამა და ძე

იესო ქრისტეს სახარებისა და გადარჩენის ძალის მთავარი იდეაა, მამისა და ძის სწორი გაგება.

ჩემო დებო და ძმებო, მადლობელი ვარ იმისთვის, რომ შემიძლია მოგმართოთ ამ საღამოს შთამაგონებელ გენერალურ კონფერენციაზე!

სანამ გადავიდოდი იმ თემის განხილვაზე, რომელიც ჩემთვის ყველაზე წმინდაა, უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლიერებით მოვიხსენიო საუკუნეების მანძილზე მრავალი ქრისტიანის ერთგულება, ჩემი წინაპრების – ფრანგი პროტესტანტებისა და ირლანდიელი კათოლიკების ჩათვლით. მათი რწმენისა და ღვთის თაყვანისცემის გამო, მრავალმა მათგანმა შეწირა თანამდებობა, საკუთრება, სიცოცხლეც კი, როცა იცავდნენ თავიანთ ღმერთსა და რწმენას..1

ჩვენ, როგორც უკანასკნელი დღეების წმინდანებსა და ქრისტიანებს, გვაქვს ძლიერი და ღრმა რწმენა მარადიული მამა ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს მიმართ. ღვთისადმი ერთგულება მარად წარმოადგენს წმინდა და პირად ურთიერთობას ჩვენსა და ჩვენი შემქმნელის შორის.

ჩვენი მარადიული ცხოვრების ძიება სხვა არაფერია, თუ არა იმის ძიება, რა არის ღმერთი და როგორ დავბრუნდეთ მასთან საცხოვრებლად. მხსნელი ლოცულობდა მამისადმი: „ესაა საუკუნო სიცოცხლლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე – იესო ქრისტეს.“2

თვითონ მხსნელის განცხადების გაგების მიუხედავად, მრავალი საუკუნის მანძილზე და უამრავი ადამიანის გონებაში ჩამოყალიბებული წარმოდგენა მამასა და ძეზე, წმინდა წერილების სწავლებასთან შეუსაბამობაში იმყოფება.

ჩვენ პატივისცემით ვაცხადებთ იმას, რომ იესო ქრისტეს სახარებისა და გადარჩენის ძალის, მთავარი იდეაა მამისა და ძის სწორი გაგება.3

იესო ქრისტეს სახარების ამ ყველაზე ძირითადი პრინციპის მნიშვნელობა დადასტურდა 1820 წ. წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითის პირველი ხილვის საშუალებით. წინასწარმეტყველმა დაწერა: „მე ვიხილე ორი პიროვნება, ვისი ბრწყინვალება და სიდიადე აღემატება ყოველგვარ აღწერილობას; ისინი ჩემს თავზედ ჰაერში იდგნენ. ერთმა მათგანმა სახელით მომმართა და მეორეზე ხელის გაშვერით თქვა: ეს არის ჩემი საყვარელი ძე. უსმინე მას!4

ახალგაზრდა ბიჭის, ჯოზეფის, ეს გამოცდილება, რომელსაც მრავალი სხვა ხილვა და გამოცხადება მოჰყვა, გვიცხადებს, რომ ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს; მამა და მისი ძე, იესო ქრისტე, არიან ორი განსხვავებული და სხვადასხვა არსება; ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად; ჩვენი ზეციური მამა სიტყვასიტყვით არის იესო ქრისტეს მამა; ღმერთი კვლავაც ეცხადება ადამიანებს; ღმერთი ყოველთვის ახლოს არის და ის ჩვენზე ზრუნავს; იგი პასუხობს ჩვენს ლოცვებს.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მამისა და ძის გამოჩენა წმინდა წერილებში იშვიათი მოვლენაა, პირველ ხილვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ იგი ესოდენ კარგად ეთანხმება წმინდა წერილების სხვა ჩანაწერებს.

ახალ აღთქმაში, მაგალითად, ჩვენ ვკითხულობთ სტეფანეს ბოლო მოწმობას, რომელიც უკავშირდება მის მკვლელობას: „აჰა, მე ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგარს.“5

პათმოსის კუნძულზე თავის ძლიერ ხილვაში, მოციქული იოანე ხედავს „ყოვლისშემძლე უფალ ღმერთს“6 ისევე, როგორც ღვთის კრავს, რომელმაც „გამოგვისყიდა თავისი სისხლით.“7

მორმონის წიგნში, მამისა და ძის სწავლება ბიბლიასთან ერთად დგას, როგორც დიდებული მოწმობა. მორმონის წიგნში ჩაწერილია მხსნელის გამოცხადება ნეფიელებთან, როცა მამის ხმა 2 500 ნეფიელის თანდასწრებით, წარუდგენს მათ აღმდგარ ქრისტეს. მამამ უთხრა მათ, რომ ეს იყო მისი საყვარელი ძე, რომელიც მან მოიწონა და რომელშიც განადიდა საკუთარი სახელი.8

სახარების ოთხ წიგნში ქრისტე 160 ჯერ მოიხსენიებს მამაზეციერს, მორმონის წიგნში აღწერილი ნეფიელებისადმი სამ დღიანი მოკლე მსახურებისას კი 122 ჯერ.

მაგალითად, მათეს სახარებაში იესო ამბობს: „ყველა, ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.“9

იოანეს სახარებაში იგი ამბობს: „ძე თვითონ ვერაფერს გააკეთებს, რომ არ ეხილოს, რასაც მამა აკეთებს.“10

ლუკას სახარებაში კი ვკითხულობთ: „მამაო, შენს ხელთ გაბარებ ჩემს სულს.“11

ყოველთვის, როცა ჩვენი უფალი მოიხსენიებს თავის ზეციურ მამას, იგი აკეთებს ამას უაღრესი პატივისცემითა და მორჩილებით. იმედია, ყველა სწორად გაიგებს ამას. იესო ქრისტე არის დიდი იეღოვა, ისრაელის ღმერთი, დაპირებული მესია და მისი უსაზღვრო გამოსყიდვის გამო, იგი არის ჩვენი მხსნელი და სამყაროს გამომსყიდველი. მოციქული პავლე ასე ამბობს მასზე:

იმედია, ყველა სწორად გაიგებს ამას. იესო ქრისტე არის დიდი იეღოვა, ისრაელის ღმერთი, დაპირებული მესია და მისი უსაზღვრო გამოსყიდვის გამო, იგი არის ჩვენი მხსნელი და სამყაროს გამომსყიდველი. მოციქული პავლე ასე ამბობს მასზე: “მერე კი დასასრული, როცა [ქრისტე] მეფობას გადასცემს უფალსა და მამას, მას შემდეგ, რაც [ქრისტე] გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას.“12

მსხნელმა, გამოსყიდვის წინა ღამეს, მამას დიდებული საშუამავლო ლოცვა აღუვლინა. მან ასე ილოცა:

„მე მხოლოდ ამათზე არ გთხოვ, [იგულისხმება მოციქულები] არამედ იმათზეც, ვინც ჩემი მორწმუნენი იქნებიან თავიანთი სიტყვით;

„რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი – შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში: რათა ირწმუნოს სოფელმა, რომ შენ მომავლინე.

„და დიდება, რომელიც შენ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი.“13

მამა და ძე არიან აშკარად სხვადასხვა პიროვნებები, მაგრამ ისინი ძალისა და მიზნის სრულყოფილ ერთობაში იმყოფებიან. მათი ერთობა მხოლოდ მათთვის არ არის განკუთვნილი; პირიქით, მათ იგივე ერთობა სურთ ყველასთვის, ვინც თავდადებულად მიჰყვება და ემორჩილება მათ მცნებებს.

როგორ შეუძლია ღვთის წრფელ მაძიებელს შეიცნოს მამა და ძე? ჩვენი მხსნელი დაგვპირდა: „ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმინდა, ... ყველაფერს გასწავლით.“14

მორმონის წიგნში ნეფი, როცა საუბრობს ქრისტეს მოძღვრებაზე, აცხადებს, რომ სულიწმინდა მოწმობს მამისა და ძის შესახებ.15

მართალია ის, რომ სულიწმინდის ძალა ან გავლენა, უფლის ნების მადლით, შეიძლება დროდადრო იგრძნოს ნებისმიერმა ადამიანმა, თავისი რელიგიური მრწამსის მიუხედავად. მაგრამ სრულად, სულიწმინდის ძღვენის სახით, იგი გამოვლინდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანმა მოდრეკილი გულითა და მომნანიებელი სულით16 მიიღო ნათლობა და ხელდასხმით სულიწმინდის ძღვენი17. ეს და სხვა წმინდა წეს-ჩვეულებანი უნდა სრულდებოდეს მხოლოდ ღმერთის წმინდა მღვდლობის ძალითა და ხელმძღვანელობით.

ჩვენ ვისწალვეთ, რომ ეს უფრო მაღალი რანგის მღვდლობა ემსახურება სახარებას და სასუფევლის გასაღებების მფლობელია, თვით ღვთის ცოდნის გასაღებისაც კი.

ამიტომ, ამ წეს-ჩვეულებებში მჟღავნდება ღვთაების ძალა.18

დანახული მის ჭეშმარიტ სინათლეში, მამისა და ძის მოძღვრება, არის მარადიული ოჯახის მოძღვრება. ყოველი ადამიანი დაბადებამდე არსებობდა, როგორც ზეციური მშობლების სულიერი შვილი,19 სადაც ქრისტე – ამ ზეციური ოჯახის მამის პირმშოა.20

ეს ყოველ ჩვენთაგანზე ითქმის. ჩვენ ზეციური მამის შვილები ვართ.

პრეზიდენტმა ეზრა ტაფტ ბენსონმა წინასწარმეტყველის გამჭრიახობით თქვა: „როცა ჩვენ ფარდის მიღმა აღმოვჩნდებით, არაფერი არ გაგვაკვირვებს ისე, როგორც იმის გააზრება, თუ რაოდენ კარგად ვიცნობთ ჩვენ მამაზეციერს და რაოდენ კარგად არის ჩვენთვის ცნობილი მისი სახე.“21

მე ვისწავლე, რომ შეუძლებელია ადამიანური ენით აღწერო ის, რაც ცნობილია ჩვენთვის სული წმინდისა და ღვთის ძალის მეშვეობით. და ამ სულის თანხლებით მე ვმოწმობ ჩვენი მარადიული და მამა ზეციერისა და მისი წმინდა ძის, იესო ქრისტეს რეალობის, სიახლოვისა და სიკეთის შესახებ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.