ღვთის სინათლის იმედი

პრეზიდენტ დიტერ ფ. უშდდორფის მიერ

პირველ პრეზიდენტთა მეორე მრჩეველი


დიტერ ფ. უხთდორფი
როდესაც ვცდილობთ გავაღრმავოთ ღვთისადმი ჩვენი სიყვარული და შევიყვაროთ მოყვასი, სახარების სინათლე გვეფინება და გვამაღლებს

სინათლეში შესასვლელი

ჩემს ოფისში კიდია სათუთად მოვლილი ნახატი რომელსაც ეწოდება სინათლეში შესასვლელი. ის დახატა ჩემმა მეგობარმა, დანიელმა მხატვარმა იოჰან ბენთინმა, რომელიც იყო კოპენჰაგენის პალოს პირველი პრეზიდენტი.

ნახატზე გამოხატულია ბნელი ოთახი, გაღებული კარებით, საიდანაც სინათლე ანათებს. საინტერესოა რომ კარიდან შემოსული შუქი არ ანათებს მთელ ოთახს, მხოლოდ კარების წინ პირდაპირ სივრცის ნაწილს.

ჩემთვის სინათლე და სიბნელე, ამ ნახატში წარმოადგენს სიცოცხლის მეტაფორას. ეს ჩვენი მდგომარეობის ნაწილია, რომ ხანდახან, სიბნელით ვიქნებით გარშემორტყმული. ჩვენ შეიძლება დავკარგეთ შეყვარებული, შეიძლება ბავშვი დაიკარგა, შეიძლება შემაშფოთებელი სამედიცინო დიაგნოზი დაგვისვეს, შეიძლება სამსახურთან დაკავშირებით გამოწვევებითა და შიშებმა დაგვამძიმა, ან შეიძლება ვგრძნობთ მარტო ან გარიყული.

მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ შეიძლება ვიგრძნოთ თავი მიმდინარე გარემოებებში დაგარგულად, ღმერთი გვპირდება მისი სინათლის იმედს, ის გვპირდება რომ წინ გზას გაგვინათებს და გვაჩვენებს გზას სიბნელიდან გამოსასვლელად.

ბნელით აღსავსე ოთახი

მე მინდა გითხრათ ქალზე რომელიც გაიზარდა სიბნელით აღსავსე ოთახში, მე მას ვუწოდებ ჯეინს

იმ დორიდან როდესაც ის სამი წლის წლოვანებიდან, მას გამუდმებით სცემდნენ, ამცირებდნენ და ჩაგრავდნენ, აშინებდნენ და დასცინოდნენ. ყოველ დილით გაღვიძებისას, არ იყო დარწმუნებული რომ ხვალამდე გადარჩებოდა, ადამიანები რომლებსაც იის უნდა დაეცვათ, იყვნენ რომლებიც მას აწამებდნენ ან ნებას რთავდნენ რომ დამცირება გაგრძელებულიყო.

თავისი თავის დასაცავად, ჯეინმა ისწავლა გრძნობების შეჩერება. მას არ ჰქონდა შველის იმედი, ასე რომ მანსაკუთარი თავი გული გაიქვავა რათა რეალობის საშინელებას გამკლავებოდა. არ იყო მის სამყაროში სინათლე, ასე რომ მან სიბნელე მიიღო. უგრძნობელობა რომელიც მოდის ბოროტებასთან გამუდმებით და უმოწყალო კონტაქტით, მან მიიღო ის რომ ნებისმიერი წამი მისთვის შესაძლებელია ბოლო ყოფილიყო.

როდესაც გახდა 18 წლის ჯეინმა აღმოაჩინა, უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია. სიხარულმა იმედმა და აღდგენილმა სახარებამ განგმირა მისი გული და მან მიიღო ნათლობის შეთავაზება. პირველად მის ცხოვრებაში სინათლე შევიდა მის ცხოვრებაში და მან ნათეელი ბილიკი მის წინ, მან მიატოვა თავისი სამყაროს ბნელეთი და გადაწყვიტა დასწრებოდა სკოლის გაკვეთილებს, მისი მჩაგვრელებიდან ძალზედ დიდი მანძილზე დაშორებით. როგორც იქნა მან იგრძნო თავი განთავისუფლებულად, ბნელეთისა და ბოროტების გარემოცვიდან. თავისუფლად რომ დამტკბარიყო მხსნელის ტკბილი და სასწაულებრივი მკურნალობით.

მიუხედავად ამისა, წლების შემდეგ მისი მჩაგვრელი მოკვდა, ჯეინი კვლავ განსაცდელში ჩავარდა მისი ახალგაზრდობის საშინელი მოვლენის გამო. იგი მიხვდა რომ თუ ნებას დართავდა, რომ დაეწვა სიბნელეს, მისი მტანჯველი საბოლოოდ გაიმარჯვებდა.

ის ეძებდა რჩევასა და სამედიცინო დახმარებას და გაგება დაიწყო, რომ განკურვნებისათვის საუკეთესო ბილიკია იმის მიღება, რომ სიბნელე არსებობს, მაგრამ არ უნდა იცხოვროს იქ. რადგან, იცის რა, რომ სინათლეც არსებობს და ეს არის ის ადგილი სადაც მან ირჩია ცხოვრება.

მისი ბნელი წარსულის გამო, ჯეინს შეეძლო ადვილად გამხდარიყო შურისმგებელი, გესლიანი და მოძალადეც კი. მაგრამ მან ეს არ გააკეთა, იგი შეეწინააღმდეგა ცდუნებას რომ გამოეშვა სიბნელე და ნება მიეცა სიბრაზისათვის, ტკივილისათვის ან ცინიზმისათვის. პირიქით, ჯეინმა ყურადღება გაამახვილა იმედზე, რომ ღმერთის დახმარებით ის განიკურნებოდა. მან არჩია გამოესხივა სინათლე და მიეძღვნა საკუთარი ცხოვრება სხვათა დასახმარებლად. ამ გადაწყვეტილებამ მას მისცა საშუალება რომ უკან დაეტოვებინა წარსული და შეებიჯებინა ბრწყინვალე მომავალში.

ის გახდა სკოლის მასწავლებელი და ახლა ათეული წლების შემდეგ, მისმა სიყვარულმა გავლენა იქონია ასობით ბავშვებზე, ეხმარებოდა რა, რომ მათ სცოდნოდათ რისი ღირსები იყვნენ, რომ იყვნენ მნიშვნელოვანნი. ჯეინი გახდა უმწეოთა, ჩაგრულთა და უიმედოთა დაუღალავი დამცველი და შთააგონებს ყველას მის გარშემო.

ჯეინმა ისწავლა, რომ განკურვნა მოდის მაშინ როდესაც ჩვენ ვშორდებით სიბნელეს და მივაბიჯებთ იმედის სინათლისკენ. ეს იყო პრაქტიკული გამოყენება რწმენის, იმედისა და მოწყალების, რითაც მან არა მარტო საკუთარი ცხოვრება შეცვალა,მან ასევე აკურთხა მრავალი, მრავალი სხვათა ცხოვრება.

სინათლისადმი ერთგულება

თქვენს შორის შეიძლება იყოს ვინმე, რომელიც გრძნობთ რომ ბნელეთი მოგეფინათ, შეიძლება სადარდებლით ხართ დამძიმებული, შიშით ან ეჭვით. თქვენ და ყოველი ჩვენგანისათვის, მე ვიმეორებ საოცარ და ზუსტ ჭეშმარიტებას: ღვთის შუქი ჭეშმარიტია, ის არის ყველასთვის! ის იძლევა ცხოვრებაში ყველაფერს.1 მას აქვს ძალა, რომ შეარბილოს ყველაზე ღრმა ჭრილობის ტკივილი. შეუძლია იყოს მალამო ჩვენი სულების მარტოობისა და ავადმყოფობის. უმძიმეს სასოწარკვეთილებაში შეუზლია დათესოს ნათელი იმედის თესლი. შეუძლია გაანათოს მწუხარების ყველაზე ღრმა ველი. შეუძლია გაგვინათოს წინ ბილიკი და უბნელესი ღამის ჟამს მიგვიყვანოს ახალი განთიადამდე.

ეს არის „იესო ქრისტეს სული“ რომელიც იძლევა „სინათლეს ყოველი ადამიანისათვის რომელიც მოდის ამ ქვეყანაზე.“2

მიუხედავად ამისა, სულიერი სინათლე იშვიათად მოდის მათთან რომლებიც სხედან სიბნელეში და ელიან ვინმეს, რომელიც შუქს ჩაურთავს. ამისათვის საჭიროა რწმენის გამოვლენა, რომ თავალები გავახილოთ, იესო ქრისტეს სინათლისათვის სულიერი სინათლის დანახვა შეუძლებელია ხორციელი თვალებით. იესო ქრისტე თავად ასწავლიდა, „მე ვარ სინათლე რომელიც ბნელეთში ანათებს და ბნელეთი მას ვერ ჩასწვდება,“3 რადგან ხორციელი კაცი არ მიიღებს ღვთის სულისას, რადგან მისთვის ის არის უგუნურობა, არც სცნობს მათ რადგან არის სულიერად ბეცი.“4

როგორ უნდა გავახილოთ თვალები ღვთის სინათლის შუქისათვის?

პირველი დაიწყეთ იქ სადაც ხართ.

ნუთუ არ არის შესანიშნავი იმის ცოდნა, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ სრულყოფილები რათა მივიღოთ ჩვენი მამაზეციერისაგან კურთხევები და ძღვენები? ჩვენ არ უნდა ველოდოთ ფინიშის ხაზის გადაკვეთას იმისათვის რომ მივიღოთ ღვთისგან კურთხევები. პირიქით, ზეცა იხსნება და კურთხევები მოდის ჩვენსზედ პირველივე ნაბიჯებიდან როდესაც ჩვენ მივდივართ სინათლისაკენ.

სუკეთესო ადგილი დასაწყისისათვის არის იქ სადაც უკვე ხართ. არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორი შეუსაბამოდ სთვლით საკუთარ თავს ან თქვენი ფიქრით სხვებს როგორ ჩამორჩებით. იმ წამიდან როდესაც იწყებთ მამაზეციერის ძებნას, იმავე წამს, მისი იმედის შუქი გაიღვიძებს გამოცოცხლდება და გააკეთილშობილებს თქვენს სულს.5 ბნელეთი შეიძლება არ გაქრეს ერთბაშად, მაგრამ, როგორც ღამე უთმობს განთიადს, ისე მოვა ნათელიც.

მეორე მიუბრუნდით უფალს გულით.

ლოცვით აიმაღლეთ სული და აუხსენით თქვენს მამაზეციერს თუ რას გრძნობთ. შეიცანით თქვენი ნაკლოვანებები. გადაუშალეთ გული და გამოხატეთ მადლიერება. აცნობინეთ მას იმ გაჭირვებაზე რომელსაც თქვენ განიცდით, სთხოვეთ ქრისტეს სახელით, ძალისა და მხარდაჭერისათვის. სთხოვეთ რომ სმენა გაგეხსნათ, რათა შესძლოთ მისი ხმის გაგება. სთხოვეთ რომ თვალები გაგეხსნათ, რათა შესძლოთ მისი სინათლის დანახვა.

მესამე, იარეთ სინათლეში..

თქვენმა მამაზეციერმა იცის, რომ თქვენ შეცდომებს ჩაიდენთ. მან იცის რომ ალბათ ბევრჯერ წაბორძიკდებით. ეს მას ამწუხებს, მაგრამ მას უყვარხართ. არ სურს რომ სული გაგიტეხოთ. პირიქით, მას სურს, რომ გაიზარდოთ და გახდეთ ისეთი პიროვნება, რომელიც იყო ჩაფიქრებული.

და ბოლოს, მან მოავლინა მისი ძე, რათა გაანათოს გზა და დაგვანახოს, თუ როგორ უნდა გადავლახოთ ჩვენს ბილიკზე მყოფი დაბრკოლებების ლოდები. მან მოგვცა სახარება, რომელიც გვასწავლის მოწაფის გზას, ის გვასწავლის იმას რაც უნდა ვიცოდეთ, ვაკეთოთ და ვიყოთ, რათა ვიაროთ მის სინათლეში, მისი საყვარელი ძის ფეხის ნაკვალევის მიყოლით.

სინათლე სძლევს სიბნელეს

დიახ, ჩვენ ჩავიდენთ შეცდომებს.

დიახ, ჩვენ წავბორძიკდებით.

მაგრამ როგორც ჩვენ ვცდილობთ გავაღრმავოთ ჩვენი სიყვარული ღმერთისადმი და ვცდილობთ შევიყვაროთ მოყვასი, შესაბამისად შემოგვევლება სახარების სინათლე და აგვამაღლებს. სიბნელე ნამდვილად გაქრება, რადგან არ შეუძლია ნათელთან ერთად ყოფნა. როგორც ვუახლოვდებით ღმერთს, ის ასევე მოგვიახლოვდება.6 და დღითიდღე, ჩვენში გაიზრდება ღვთის სინათლის იმედი, „უფრო კაშკაშად და მკაფიოდ, სანამ არ დადგება სრულყოფილი დღე“.7

ყველას, ვინც გრძნობს რომ დადის სიბნელეში, მე გეპატიჟებით რომ ენდოთ ამ უეჭველ დაპირებას, რომელიც სთქვა კაცობრიობის მხსნელმა: „მე ვარ ნათელი სოფლისა. ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.”8

სინათლე აფრიკაში

რამოდენიმე წლის წინ ჩემმა მეუღლემ ჰარიეტმა და მე მოწმენი ვიყავით დაუვიწყარი შემთხვევის, ვიხილეთ რა, დაპირების აღსრულება. ჩვენ ვიყავით დასავლეთ აფრიკაში, მსოფლიოს მშვენიერ ნაწილში სადაც ეკლესია იზრდება და უკანასკნელი დღეების წმინდანები არიან მომხიბვლელნი. ამისდა მიუხედავად, დასავლეთ აფრიკას აქვს მრავალი სირთულე კერძოდ, მე დამაღონა იმ სიღარიბემ რომელიც ვიხილე. ქალაქებში მაღალია უმუშევრობა და ოჯახები ხშირად უწევთ ბრძოლა, რათა უზრუნველყონ ყოველდღიური საჭიროებები და უსაფრთხოება. გული დამწყდა იმის ცოდნით, რომ ეკლესიის ამდენი ძვირფასი წევრები ცხოვრობენ ასეთ სიღატაკეში. მაგრამ მე ასევე ვიხილე, რომ ეს შესანიშნავი წევრები ეხმარებიან ერთმანეთს, რომ არავინ არ იშიმშილოს.

საბოლოო ჯამში, მივედით შეკრების ადგილზე, დიდი ქალაქის მახლობლად. ჩვენ ვიხილეთ, არა დამძიმებულნი და ჩაძირულნი სიბნელეში ხალხი, არამედ რომელებიც იყვნენ სიხარულით აღსავსე და ასხივებდნენ სინათლეს! სიხარულს რომელსაც ისინი გრძნობდნენ სახარებისათვის გადმოგვედო და აგვიმაღლა სულები. სიყვარულმა რომელიც მათ ჩვენს მიმართ გამოხატეს თავი დაგვამდაბლა. მათი ღიმილი იყო ალალი და გადამდები.

მახსოვს თუ როგორ ვფიქრობდი, ნუთუ შესაძლებელი იყო ამათზე უფრო ბედნიერი ადამიანების ყოფნა დედამიწის პირზე. მიუხედავად იმისა რომ ეს ძვირფასი წმინდანები გარშემორტყმულნი იყვნენ სირთულეებითა და წინააღმდეგობებით, ისინი სავსენი იყვნენ სინათლით!

შეკრება დაიწყო, და მე დავიწყე გამოსვლა სიტყვით. მაგრამ მალე შუქი ჩაქრა შენობაში და ჩვენ სრულ სიბნელეში აღმოვჩნდით.

ცოტა ხნით, შეკრებილებიდან, თითქმის ვერავის ვხედავდი, მაგრამ ვხედავდი და ვგრძნობდი ჩვენი წმინდანების ბრწყინვალე ღიმილებს. როგორ მიყვარდა ამ შესანიშნავი ადამიანებთან ყოფნა!

შუქი სამლოცველოში არ მოდიოდა და მე ვიჯექი ჩემი მეუღლის გვერდზე და ველოდებოდი ელექტროობის აღდგენას. ამ ლოდინის დროს, რაღაც განსაკუთრებული მოხდა.

რამოდენიმე ხმამ დაიწყო აღდგენის ჰიმნის სიმღერა და შემდეგ სხვებიც შეუერთდნენ, მერე უფრო მეტნი, მალე ტკბილმა და ყოვლისმომცველმა გუნდის ხმამ შეავსო სამლოცველო.

ეკლესიის ამ წევრებს არ სჭირდებოდათ საგალობლების წიგნები, მათ იცოდნენ ყველა ჰიმნის ყველა სიტყვები, რომლებსაც მღეროდნენ. და ისინი მღეროდნენ ერთ ჰიმნს და მეორეს მიყოლებით, ენერგიითა და სულით, რომელმაც სული ამიჩუყა.

საბოლოო ჯამში შუქი მოვიდა და ოთახი შეავსო სინათლით. ჰარიეტმა და მე ერთმანეთს გადავხედეთ და ჩვენს ლოყებზე ცრემლები მოგვდიოდა.

დიდი სიბნელის შუაგულში, ეს მშვენიერი შესანიშნავი წმინდანებმა შეავსეს ეკლესიის შენობა და ჩვენი გულები სინათლით.

ჩვენთვის ეს იყო ღრმად ამაღელვებელი მომენტი, რომელიც ჰარიეტს და მე არასდროს დაგვავიწყდება.

მოდით სინათლისაკენ

დიახ, ხნადახან ჩვენი ცხოვრებას თითქოს ეხება ან შემოეხვევა ბნელეთი, ხანდახან ღამე რომელიც ჩვენს გარსშემორტყმულია, გვეჩვენება მძიმე, დამადარდიანებელი და საშინელი.

ჩემი გული წუხს იმ მრავალი დარდის გამო რომლებსაც ზოგიერთი თქვენგანი განიცდის, ტკივილით აღსავსე მარტოობის და დამქანცავი შიშების გამო რომლებსაც განიცდით.

მიუხედავად ამისა, მე გიზიარებთ დამოწმებას, ჩვენი ცოცხალი იმედია იესო ქრისტე! ის არის ჭეშმარიტი, წმინდა და ძლიერი შესასვლელი ღვთაებრივი განათლებისაკენ.

მე ვამოწმებ ქრისტეთი, ბნელეთი ვერ იქონიებს წარმატებას. ბნელეთი, ქრისტეს სინათლეზე, ვერ გაიმარჯვებს.

მე გიზიარებთ დამოწმებას, რომ ბნელეთი ვერ დადგება ცოცხალი ღმერთის ძის ბრწყინვალე სინათლის წინაშე!

მე ვეპატიჟები ყოველ თქვენგანს, რომ მას გაუხსნათ გულები, ეძიეთ იგი სწავლითა და ლოცვით. მოდით მის ეკლესიაში, ისწავლეთ მისგან და მისი სახარებისაგან, მონაწილეობა მიიღეთ აქტიურად, დაეხმარეთ ერთმანეთს, და სიხარულით ემსახურეთ ჩვენს ღმერთს.

ძმებო და დებო, ყველაზე ბნელი ღამის შემდეგაც კი, მსოფლიოს მხსნელი გაგიძღვებათ, ნელნელა ტკბილი და ნათელი განთიადისაკენ, რომელიც უეჭველად ამოვა თქვენში.

როდესაც ივლით ღმერთის სინათლის იმედისაკენ, თქვენ აღმოაჩენთ მოსიყვარულე მამაზეციერის თანაგრძნობას, სიყვარულს და სიკეთეს, რომელშიც „არავითარი სიბნელე არ არის“9 ამას მე ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.