სიტყვები, რომლებსაც წარმოვთქვამთ

როზმარი მ. ვიქსომის მიერ

დაწყებითი საზოგადოების გენერალური პრეზიდენტი


როზმარი მ. ვიქსომი
ჩვენი ბავშვებთან საუბრის მანერას და მათთვის ნათქვამ სიტყვებს შეუძლიათ აამაღლონ ისინი და განამტკიცონ მათი რწმენა.

ახალგაზრდა მამამ ახლახანს შეიტყო იმ არაჩვეულებრივი მასწავლებლის გარდაცვალების ამბავი, რომელიც მას მეორე კლასში ასწავლიდა. მან მის ხსოვნას ასეთი სიტყვები მიუძღვნა: ჩემში ყველა გამოცდილებას და გრძნობებს შორის ამ ქალბატონის მიმართ, ყველაზე დიდი ადგილი უკავია სიმშვიდის გრძნობას. მან მასწავლა წერა-კითხვა, მათემატიკა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მასწავლა, იყო ბავშვობის სიყვარული. მის საკლასო ოთახში შეგეძლო შეცდომით დაგეწერა ესა თუ ის სიტყვა; „ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე“ ასე იტყოდა იგი. მასთან შეგეძლო რაიმე დაგეღვარა ან დაგეხია ან დაგესვარა; „გამოვასწორებთ, გავასუფთავებთ“ იყო მისი პასუხი. მასთან შეგეძლო რაღაც გეცადა, წაგევარჯიშა, გეოცნება და დამტკბარიყავი ამ პატარა სიამოვნებებით, რომლებიც ჩვენთვის უმნიშვნელო, მაგრამ ბავშვებისთვის ესოდენ საინტერესო იყო.”

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გავლენა, რაც ადამიანს შეუძლია ამ ქვეყნად, არის გავლენის მოხდენა ბავშვზე. ბავშვების მრწამსი და თვითღირებულების შეგრძნება ადრეულ ასაკში ყალიბდება. ყველას, ვისაც ახლა გესმით ჩემი ხმა, გაგაჩნიათ ძალა გაზარდოთ ბავშვის თვითდაჯერებულობა ან მისი მამაზეციერის ან იესო ქრისტესადმი რწმენა იმ სიტყვების მეშვეობით, რომლებსაც ისინი ამბობენ.

ჰელამანის მე-5 თავში ჩვენ ვკითხულობთ, რომ წინასწარმეტყველი ჰელამანი ეუბნებოდა თავის შვილებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო აეშენებინათ მათ საძირკველი ჩვენი გამომსყიდველის, ღვთის ძის, ქრისტეს კლდეზე..”1

ეს იყო სიტყვები, რომლებიც ჰელამანმა ასწავლა თავის შვილებს. მათ დაიმახსოვრეს ეს სიტყვები; და დადიოდნენ და ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას ხალხში.”2

მიუხედავად იმისა, რომ ჰელამანის შვილებს დევნიდნენ და საპყრობილეში სვამდნენ, ადრე მოსმენილ სიტყვებს მათთვის არასდროს არ უმტყუნიათ. მათ ცეცხლის სვეტი გარსშემოერტყათ, რომელიც იცავდა მათ. შემდეგ მათ მცველებს ხმა მოესმათ

რომელიც მონანიებისკენ მოუწოდებდა მათ. ...

... ეს არ იყო არც ქუხილის ხმა და არც სხვა ხმაური, მაგრამ იყო სრულიად სინაზით აღსავსე ხმა, რომელიც სულში სწვდებოდა.3

ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ზეციდან მომავალი ხმისგან. იგი არ იყო ხმამაღალი, დამტუქსავი ან დამამცირებელი; ეს იყო ჩუმი, სრულიად სინაზით აღსავსე ხმა, მტკიცე მიმართულებისა და ამავდროულად იმედის მომცემი.

ჩვენი ბავშვებთან საუბრის მანერას და მათთვის ნათქვამ სიტყვებს შეუძლიათ აამაღლონ ისინი და განამტკიცონ მათი რწმენა – დარჩნენ იმ გზაზე, რომლითაც მამაზეციერთან დაბრუნდებიან. ისინი მოვიდნენ ამქვეყნად მომზადებულნი მოსასმენად.

მოსასმენად მომზადებული ბავშვის მაგალითი ქსოვილების მაღაზიაში მოხდა. მაღაზიაში უამრავი ხალხი იყო მაშინ, როცა გახდა ცნობილი, რომ ერთ-ერთი დედა პანიკაში ჩავარდა შვილის დაკარგვის გამო. თავიდან იგი სახელით ეძახოდა მას. „კონორ!“-გაიძახოდა იგი და თან სწრაფად დადიოდა მაღაზიაში აქეთ-იქით. დროთა განმავლობაში მან ხმას აუწია და უფრო შეშფოთებულად იძახოდა. მალე დაცვის თანამშრომლებიც კი ჩააყენეს საქმის კურსში და მალე ყოველი ადამიანი მაღაზიაში ჩაერთო ძებნაში. გავიდა რამოდენიმე უშედეგო ძებნის წუთი. კონორის დედა უფრო და უფრო შეშფოთბული იყო. იგი კვლავ და კვლავ ხმამაღლა გაიძახოდა შვილის სახელს.

ერთ-ერთმა ადამიანმა, ჩუმი ლოცვის შემდეგ, გაიფიქრა, რომ კონორი ალბათ მაღაზიაში იყო და უბრალოდ იმის შეეშინდა, რომ დედა მის სახელს ასე ხმამაღლა გაიძახოდა. მან ეს აზრი სხვა ქალბატონს გაუზიარა და მათ უცებ ასეთი გეგმა მოიფიქრეს– ისინი ქსოვილების მაგიდებს შორის დადიოდნენ და ჩუმად ამბობდნენ: „კონორ, თუ გესმის ჩემი ხმა, თქვი: ‘აქ ვარ!’“ როცა ისინი ამ ფრაზის გამეორებით ნელ-ნელა მაღაზიის ბოლოში გავიდნენ, მათ გაუბედავი ჩუმი ხმა გაიგეს: „აქ ვარ!“. კონორი მაგიდის ქვეშ, ქსოვილების თოფებს შორის იმალებოდა. ეს იყო სრულიად სინაზით აღსავსე ხმა, რომელმაც კონორი პასუხის გაცემაზე შეაგულიანა.

ილოცეთ, რათა იცოდეთ ბავშვის საჭიროებანი

იმისთვის, რომ ბავშვის გულს ველაპარაკოთ, ჩვენ მისი საჭიროებანი უნდა ვიცოდეთ. თუ ჩვენ ვილოცებთ იმისთვის, რომ გავიგოთ ისინი, სიტყვებს, რომლებითაც ჩვენ მათ მივმართავთ, ექნებათ ბავშვების გულებში ჩაწვდომის ძალა. ჩვენი მცდელობები განდიდდებიან მაშინ, როცა ჩვენ სულიწმინდის მითითებებს ვეძებთ. უფალმა გვითხრა, რომ

ჩვენ უნდა გავაჟღეროთ აზრები, რომლებსაც იგი გულებში ჩაგვიდებს ...

და ის, რაც სათქმელია, მოგვეცემა ზუსტად საჭიროების ჟამს.4

გამოეთიშეთ და უსმინეთ სიყვარულით

სამწუხაროდ, ამ ქვეყნად არსებობს ბევრი რამ, რაც ბავშვს ყურადღებას უფანტავს და ხელს უშლის იმაში, რომ მოისმინოს შემაგულიანებელი სიტყვები, რომლებსაც შეუძლიათ ჩამოაყალიბონ მათი წარმოდგენა საკუთარ თავზე.

ექიმი ნილ ჰალფონი, კალიფორნიაში ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის ბავშვების, ოჯახებისა და საზოგადოების ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი, მიგვითითებს „მშობლის მიერ ბავშვის მსუბუქ იგნორირებაზე“. ერთ-ერთ გამოკვლევაში განხილულია 18 თვის ბავშვი და მისი მშობლები.

„მათი ვაჟი ძალიან კარგ ხასიათზე იყო, სიამოვნებით მიირთმევდა მშობლებთან ერთად პიცას, აქტიურობდა, ყველაფერში იღებდა მონაწილეობას და იყო ბედნიერი. ... სადილის ბოლოს დედა საქმეზე გავიდა და შვილი მამას გადააბარა.’

„მამამ ... დაიწყო მესიჯების კითხვა, ბავშვი კი ცდილობდა მისი ყურადღების მოპყრობას იმით, რომ პიცის ნატეხებს ისროდა. შემდეგ მამა ისევ ჩაერთო შვილთან თამაშის პროცესში. დედის დაბრუნებამდე მან ტელეფონზე ვიდეოს ყურება დაიწყო პატარასთან თამაშის ნაცვლად.

„ორივე შემთხვევაში ექიმმა ჰალფონმა შენიშნა ბავშვის შინაგანი სინათლის კლება, ბავშვსა და მშობელს შორის კავშირის შემცირება.“5

ჩვენს ლოცვაზე პასუხი იმის თაობაზე, თუ როგორ ვუპასუხოთ ბავშვების საჭიროებებს, ალბათ იქნება შემდეგი: უფრო ხშირად გამოეთიშეთ ტექნიკურ საშუალებებს. ჩვენს შვილებთან ურთიერთობისა და საუბრის ძვირფასი მომენტები ქრება მაშინ, როცა ჩვენს ყურადღებას სხვა რამე იპყრობს. მოდით ყოველ დღე ავირჩიოთ დრო, როცა ტექნოლოგიებს გამოვეთიშებით და ერთმანეთს დავუკავშირდებით. უბრალოდ გათიშეთ ყველაფერი. როცა ასე მოიქცევით, სახლი თავიდან ძალიან ჩუმი მოგეჩვენებათ; შეიძლება დაბნეულობაც კი იგრძნოთ და არ იცოდეთ, რა თქვათ ან რა გააკეთოთ. შემდეგ, როცა შვილებს სრულ ყურადღებას დაუთმობთ, დაიწყება საუბარი და თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ისიამოვნოთ ერთმანეთის მოსმენით.

მიწერეთ თქვენს შვილებს, რათა დაარწმუნოთ ისინი

ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია ჩვენს შვილებზე ზეგავლენის მოხდენა წერილობითი ფორმით. ნეფი წერს, რომ ისინი ბეჯითად შრომობენ, წერენ, რათა დაარწმუნონ თავიანთი შვილები, იწამონ ქრისტე და შეურიგდნენ ღმერთს.“6

პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა მოგვითხრო ამბავი ჯეი ჰესის შესახებ, რომლის თვითმფრინავიც ჩამოაგდეს 60-იან წლებში ჩრდილო ვიეტნამის ომის დროს. „ორი წლის განმავლობაში მის ოჯახმა არ იცოდა, ცოცხალი იყო იგი თუ მკვდარი. მისმა მცველებმა ჰანოიში საბოლოოდ დართეს მას ნება თავისი ოჯახისთვის მოკლე წერილი დაეწერა. სიტყვების რაოდენობა არა უმეტეს 25-ის უნდა ყოფილიყო“. პრეზიდენტი მონსონი გვეკითხება: „რას ვეტყოდით ჩვენს ოჯახებს მე ან თქვენ, მსგავს სიტუაციაში რომ აღმოვჩენილიყავით? ორი წლის უნახავ ოჯახის წევრებს, რომლებსაც არ ვიცოდით, კვლავ ვნახავდით თუ არა. ძმა ჰესმა გადაწყვიტა დაეწერა ისეთი რამ, რაც ეჭვს არ შეიტანდა იმაში, რომ წერილი მისი დაწერილია და თანაც კარგი რჩევა იქნებოდა მათთვის. ამიტომ მან დაწერა ასეთი სიტყვები: ‘აი რა არის მნიშვნელოვანი: ტაძარში ქორწინება, მისია, კოლეჯი. არ გაჩერდეთ, დაისახეთ მიზნები, წერეთ ისტორია, წელიწადში ორჯერ გადაიღეთ სურათები.’“ 7

თქვენ რას დაუწერდით შვილებს, 25 ან უფრო ნაკლები სიტყვის დაწერის უფლება რომ გქონოდათ?

ახალგაზრდა მამა, რომელზედაც დასაწყისში ვისაუბრე, ვინც მეორე კლასელების მასწავლებელზე თავისი მოგონებები დაგვიწერა, ახლა ლამაზ პატარა ქალიშვილს ზრდის. იგი ღვთისგან ბოძებულ ნდობას გრძნობს საკუთარ თავში. როცა გაიზრდება, როგორი მომავალი ელის? რას ეტყვის ქალიშვილს ისეთს, რომ გულში ჩაწვდეს? რომელი სიტყვები შეაგულიანებს მას, აამაღლებს, დაეხმარება დარჩეს სწორ გზაზე? შეიცვლება რაიმე იმით, რომ მან ჩასჩურჩულოს ყურში: „შენ ღვთის შვილი ხარ“? როდესმე გაახსენდება, რომ მამა ხშირად ეუბნებოდა სიტყვებს: „მე შენში ყველაფერი მომწონს“?

განა ამას არ ეუბნებოდა მამაზეციერი თავის შვილს და ყოველ ჩვენგანს, როცა თქვა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე“, და შემდეგ დაამატა: „რომელიც მოვიწონე მე“?8

დაე ჩვენს მიერ ნათქვამი ან დაწერილი სიტყვები გამოხატავდნენ სიყვარულს, რომელიც მამაზეციერს გააჩნია თავისი ძის, იესო ქრისტესა და ჩვენს მიმართ. და შემდეგ გავჩერდეთ და მოვისმინოთ, რადგან ბავშვს გააჩნია უნარი პასუხად მოგვაგოს დიდებული, საოცარი რამ. მე ამას ვამბობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

Mostrar referencias

  1.  

    1. იხ. ჰელამანი 5:12.

  2.  

    2. იხ. ჰელამანი 5:14.

  3.  

    3. იხ. ჰელამანი 5:29–30.

  4.  

    4. იხ. მოძღვრება და აღთქმები 100:5–6.

  5.  

    5. ლოის მ. ქოლინსი, “Baby’s Development Potentially Harmed by Parents Texting,” Deseret News, ივნისი 4, 2012. http://www.deseretnews.com/article/865556895/Babys-development-potentially-harmed-by-parents-texting.html.

  6.  

    6. იხ. 2 ნეფი 25:23.

  7.  

    7. თომას ს. მონსონი, “Finding Joy in the Journey,” Ensign ან Liahona, ნოემბერი 2008, 86.

  8.  

    8. მათე 3:17.