2010-2019
“ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ“
აპრილი 2014


“ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ“

მაშინ, როცა ჩვენ ვანვითარებთ უფლის უფრო ძლიერ რწმენასა და ნდობას, ჩვენ შეგვიძლია მივწვდეთ მის ძალას, რომელიც დაგვლოცავს და გვიხსნის.

არსებობს სულ რამოდენიმე გრძნობა, რომელიც შეიძლება შევადაროთ იმ ემოციას, როცა მშობელი ხდები. არ არის იმაზე ტკბილი შეგრძნება, ვიდრე მიიღო ძვირფასი ბავშვი, პირდაპირ ზეციდან. ჩემმა ერთ-ერთმა ძმამ ეს გრძნობა განსაკუთრებით მწარე გზით გამოსცადა. მისი პირველი ვაჟი დღენაკლული დაიბადა და მხოლოდ 1.3 კგ იწონიდა. ჰანტერმა თავისი ცხოვრების პირველი ორი თვე ბავშვთა რეანიმაციაში გაატარა. ეს თვეები მთელი ოჯახისათვის ემოციურად ძალიან დატვირთული იყო, რადგან ჩვენ უფლის იმედზე ვიყავით და ვევედრებოდით მას დახმარებას.

პატარა ჰანტერი ისეთი უსუსური იყო. იგი იბრძოდა სიცოცხლისთვის აუცილებელი ძალის მოსაკრებად. მამამისი ხშირად იწვდიდა თავის ძლიერ ხელს, რათა შვილის პაწაწინა ხელს შეხებოდა, სუსტი ბავშვის გასამხნევად.

ასე არის მამაზეციერის ყველა შვილი. ჩვენი ზეციერი მამა ყველას თავისი უსაზღვრო სიყვარულით გვწვდება. იგი ყველაფერს განაგებს და სურს დაგვეხმაროს სწავლაში, ზრდაში და მასთან დაბრუნებაში. ამით იხსნება ჩვენი ზეციური მამის მიზანი – მოუვლინოს, ადამიანებს უკვდავება და მარადიული ცხოვრება.1

მაშინ, როცა ჩვენ ვანვითარებთ უფლის უფრო ძლიერ რწმენასა და ნდობას, ჩვენ შეგვიძლია მივწვდეთ მის ძალას, რომელიც დაგვლოცავს და გვიხსნის.

მორმონის წიგნის ფურცლებში ჩაქსოვილია უფლის ხსნის ძალის ეს მშვენიერი აზრი. ნეფიმ წიგნის პირველივე თავშე წარმოგვიდგინა იგი. მე20 მუხლში ნეფი გვეუბნება, რომ უფლის წყალობა მათზეა, ვინც მან აირჩია მათივე რწმენის გამო, რათა გახადოს ისინი იმდენად ძლიერები, რომ ხსნის ძალაც კი მიიღონ.2

მრავალი წლის წინ მე უფრო ნათლად დავინახე ამ მუხლში გამოხატული ჭეშმარიტება. მე გავიგე, თუ რაოდენ ახლოს არის ჩვენი მამაზეციერი და როგორ სურს, მას ჩვენი დახმარება.

ერთხელ საღამოს შვილებთან ერთად მანქანით მივდიოდი,როცა გზაზე მომავალი ბიჭუნა შევნიშნე. მას შემდეგ, რაც მას მანქანით ჩავუარე, დამებადა გარკვეული გრძნობა, რომ უნდა დავბრუნებულიყავი და დავხმარებოდი მას, მაგრამ ვიფიქრე, რომ ღამე იყო და ბავშვს შეეშინდებოდა, უცხო მანქანას, რომ გაეჩერებინა მისთვის, ასე რომ გზა განვაგრძე. მე კვლავ დამეუფლა უფრო ძლიერი შეგრძნება და გონებამ მითხრა: „წადი დაეხმარე იმ ბიჭს“!

მე უკან დავბრუნდი და ვკითხე მას: „დაგეხმარო? ისეთი გრძნობა მქონდა, რომ უნდა დაგხმარებოდი“.

იგი ჩვენსკენ მობრუნდა. მას ღაპაღუპით ცრემლები ჩამოსდიოდა. მან თქვა :“დიახ, თუ შეიძლება. მე ვლოცულობდი იმისთვის, რომ ვინმე დამხმარებოდა“.

მისმა ლოცვამ პასუხი მიიღო, რომელიც მე შთაგონების სახით მივიღე. სულიწმინდისგან ასეთი აშკარა მითითების მიღებამ დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა ჩემს გულზე.

ახლა, 25 წლის შემდეგ, უფლის გულმოწყალებით, მე რამოდენიმე თვის წინ იმ ბიჭს დავუკავშირდი. აღმოჩნდა, რომ ის გამოცდილება არა მხოლოდ ჩემი ისტორიაა, არამედ მისიც. დერეკ ნენსი ახლა საკუთარი ოჯახის პატრონია. მასაც ყოველთვის ახსოვდა ეს გამოცდილება. ამით ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ იმის რწმენას, რომ ღმერთს ესმის ჩვენი ლოცვები და პასუხობს მათ. ჩვენ ორივემ გამოვიყენეთ იგი ჩვენი შვილების სასწავლებლად, რათა დაენახათ, რომ ღმერთი გვპატრონობს. ჩვენ მარტონი არ ვართ.

იმ საღამოს, დერეკი სკოლის შემდეგ ღონისძიებაზე დარჩა და ბოლო ავტობუსზე დაიგვიანა. ვინაიდან იგი მოზარდი იყო, თავდაჯერებულად იფიქრა, რომ სახლში ფეხითაც მივიდოდა, ასე რომ იგი გზას გაუდგა.

საათ ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც იგი მარტო მიაბიჯებდა გზაზე. სახლამდე ჯერ რამოდენიმე კილომეტრი იყო და, სხვა სახლები კი ჯერ არსად არ ჩანდა. მას შეეშინდა. სასოწარკვეთილმა, მან ხრეშის გროვის უკან დაიჩოქა და მამაზეციერს დახმარება სთხოვა. სულ რამოდენიმე წუთის შემდეგ, როცა იგი გზაზე დაბრუნდა, მე გავუჩერე მას მანქანა და დახმარება გავუწიე, რომლისთვისაც იგი ლოცულობდა.

ახლა, ამდენი წლის შემდეგ, დერეკი იხსენებს: „უფალმა იცოდა ჩემს შესახებ, გამხდარ, წინ დაუხედავ ბიჭზე. და მიუხედავად ყველაფრისა, რაც ხდება სამყაროში, მან იცოდა ჩემი მდგომარეობის შესახებ და ისე ვუყვარდი მას, რომ დახმრება გამომიგზავნა. იმ გზაზე შემთხვევის შემდეგ უფალმა მრავალჯერ უპასუხა ჩემს ლოცვებს. მისი პასუხები ყოველთვის არ მოდის მყისიერად და გარკვევით, მაგრამ ის, რომ მან იცის ჩემს შესახებ დღესაც ისეთივე ნათელია, როგორც ეს იყო იმ მარტოსულ ღამეს. როცა ჩემს ცხოვრებას ჩრდილები დაფარავს მე ვიცი, რომ ღმერთს ყოველთვის აქვს ჩემთვის სახლში დასაბრუნებელი უსაფრთხო გეგმა.

როგორც დერეკმა თქვა, ყოველ ლოცვაზე პასუხი არ მოდის ასე მყისიერად. მაგრამ ჭეშმარიტად, ჩვენი ზეციერი მამა გვიცნობს ჩვენ და მას ესმის ჩვენი გულების ვედრება. იგი თითო ლოცვაზე რიგრიგობით ახდენს სასწაულებს.

ჩვენ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ იგი დაგვეხმარება, არ არის აუცილებელი ისე, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ისე, როგორც ჩვენი ზრდისთვის იქნება უკეთესი. . მისი ნების მიღება შესაძლოა იყოს რთული, მაგრამ ეს აუცილებელი იმისათვის, რომ გავხდეთ მისი მსგავსნი და ვიპოვოთ სიმშვიდე, რომელსაც იგი გვთავაზობს.

ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ ის, რაც სი ეს ლუისმა ახსნა: „მე ვლოცულობ, რადგან ვერ ვეხმარები საკუთარ თავს. ... მე ვლოცულობ, რადგან სულ ამის აუცილებლობას ვგრძნობ, ვჭამ თუ მძინავს. … ამით ღმერთი არ იცვლება. მე კი ვიცვლები“.3

წმინდა წერილში აღწერილია უამრავი შემთხვევა, სადაც ისინი, ვინც უფალს მიენდნენ, მათ მისი დახმარება და ხსნა მიიღეს. გაიხსენეთ ახალგაზრდა დავითი, რომელიც გაექცა სიკვდილს გოლიათის ხელიდან, რადგან უფალს მიენდო. იფიქრეთ ნეფიზე, რომლის ღმერთთან ვედრებამ გამოიხსნა იგი საკუთარი ძმების ხელებიდან. გაიხსენეთ ახალგაზრდა ჯოზეფ სმითი, რომელიც ლოცვით ეძიებდა უფლის დახმარებას. იგი გამოხსნილ იქნა სიბნელის ძალისგან და საოცარი პასუხი მიიღო. ყოველ მათგანს რეალური და რთული გამოცდები ჰქონდათ. ყოველი მათგანი რწმენით მოქმედებდა და უფალს მიენდო. მათ ყველამ ღვთის დახმარება მიიღეს და ჩვენს დროშიც, ღმერთის ძალა და სიყვარული ვლინდება მისი შვილების ცხოვრებაში.

მე ამას ბოლო ხანებში ვხედავდი რწმენით აღვსილ წმინდანების ცხოვრებაში ზიმბაბვესა და ბოტსვანაში. მარხვისა და დამოწმების კვირას მცირე მრევლში, ბავშვების, ახალგაზრდებისა და ზრდასრული ადამიანების მოწმობებმა შთამაგონეს და თავი დამამდაბლებინეს. ყოველივე მათგანმა ძლიერად გამოხატა, უფალი იესო ქრისტეს რწმენა. რთული ვითარების გამო, ისინი ყოველ დღე ცხოვრობენ ღვთის ნდობით. ისინი ხშირად ამბობდნენ ფრაზას: „მე იმდენად მადლიერი ვარ ღმერთის“, რითიც აღიარებდნენ იმას, რომ თავიანთ ცხოვრებაში ღვთის ხელს ხედავდნენ.

რამოდენიმე წლის წინ ერთმა ერთგულმა ოჯახმა ჩვენი მეურვეობის წევრებს ისეთივე უფლის ნდობის მაგალითი მისცა. არნი და ვენიტა გატრელი ბედნიერად ცხოვრობდნენ, როცა არნის სწრაფად პროგესირებადი სიმსივნე აღმოაჩნდა. პროგნოზი შაშინელი იყო. მას მხოლოდ რამოდენიმე კვირის სიცოცხლე დარჩენოდა. ოჯახს სურდა, კიდევ ერთხელ შეკრებილიყო ერთად. ასე რომ, ყველა შვილი მოვიდა,ზოგიერთი შორიდანაც კი ჩამოვიდა. მათ ერთად ყოფნის სულ 48 ძვირფასი საათი ჰქონდათ. გატრელების ოჯახმა ფრთხილად შეარჩია ის, რაც ყველაზე დიდ მნიშვნელობას წარმოადგენდა მათთვის – საოჯახო სურათი, საოჯახო სადილი და სესია სოლთ ლეიქის ტაძარში. ვენიტამ თქვა: „როცა ჩვენ ტაძრის კარიდან გამოვედით, ეს იყო ამ ცხოვრებაში ჩვენი ერთად ყოფნის ბოლო ჯერი“.

მაგრამ ისინი წავიდნენ დარწმუნებულნი იმაში, რომ მათთვის ამ ცხოვრების გარდა კიდევ იმდენი რამ არსებობდა. ტაძარში შესრულებული წმინდა წეს-ჩვეულებების გამო, მათ ღვთის დაპირებების სჯერათ. მათ შეუძლიათ მარად ერთად იყვნენ.

შემდეგ ორ თვეში იმდენი კურთხევა მიიღეს, რომ ვერც კი ითვლიდნენ მათ. არნისა და ვენიტას რწმენა და უფლის ნდობა იზრდებოდა, როგორც ეს ჩანს ვენიტას სიტყვებიდან: „თითქოს ხელით მატარებდნენ. მე გავიგე, რომ აურზაურშიც კი შეგიძლია იგრძნო სიმშვიდე. მე ვიცოდი, რომ უფალი გვპატრონობდა. თუ უფალს ენდობი – ჭეშმარიტად, ცხოვრებაში ნებისმიერ სირთულეს გადალახავ“.

მათმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა დაამატა: „ჩვენ მშობლებს ვუყურებდით და მათგან ვიღებდით მაგალითს. ჩვენ მათ რწმენას ვხედავდით და იმას, თუ როგორ უმკლავდებოდნენ ისინი სირთულეს. მე ასეთ გამოცდას არ ვითხოვდი, მაგრამ არც უარს ვიტყოდი მასზე. ჩვენ ღვთის სიყვარულით ვიყავით გარშემორტყმულნი.

რა თქმა უნდა, არნის გარდაცვალება არ იყო ის შედეგი, რისი იმედიც ჰქონდა გატრელების ოჯახს, მაგრამ მათი კრიზისი რწმენის კრიზისი არ იყო. იესო ქრისტეს სახარება არ არის საქმეების სია, რომლებიც უნდა შევასრულოთ; იგი ჩვენს გულებში ცხოვრობს. სახარება „არ არის ტვირთი, იგი ფრთებს წარმოადგენს“. 4 იგი ხელით გვატარებს. იგი გატრელებს ატარებდა ხელით. ისინი ქარიშხალშიც კი სიმშვიდეს გრძნობდნენ და მტკიცედ ჩაჭიდებულნი იყვნენ ერთმანეთზე და სატაძრო აღთქმებზე, რომლებიც მათ დადეს და იცავდნენ. ისინი გაიზარდნენ უფლის ნდობაში და განმტკიცდნენ იესო ქრისტეს რწმენით და მისი გამოსყიდვის ძალით.

როცა არ უნდა ვიპოვოთ საკუთარი თავი მოწაფეობის გზაზე, რა სირთულეები და წუხილიც არ უნდა გვაწუხებდეს, ჩვენ მარტონი არ ვართთ. ჩვენ არ ვართ მივიწყებულნი. ისე, როგორც დერეკს, აფრიკის წმინდანებს და გატრელების ოჯახ, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი – გასაჭირში მივწვდეთ ღვთის ხელს. ჩვენ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ სირთულეებს უფლის რწმენითა და ნდობით და ამ პროცესში ჩვენ მას დავემსგავსებით.

უფალი, როდესაც ყოველ ჩვენგანს მოგვმართავს, ამბობს: „ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ: ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით“..”.”5

მე მორჩილად, მაგრამ დარწმუნებით ვმოწმობ, რომ ღმერთი, ჩვენი მამა, პირადად გვიცნობს და სურს, ყველას დაგვეხმაროს. თავისი საყვარელი ძის,იესო ქრისტეს მეშვეობით მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია ვძლიოთ მიწიერ სირთულეებს და უსაფრთხოდ სახლში დავბრუნდეთ. დაე ვიქონიოთ რწმენა, რათა მივენდოთ მას. მე ამაზედ ვლოცულობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. მოსე 1:39.

  2. 1 ნეფი 1:20.

  3. Spoken by the character of C. S. Lewis as portrayed in William Nicholson, Shadowlands (1989), 103.William Nicholson, Shadowlands (1989),103.

  4. Harry Emerson Fosdick, Twelve Tests of Character (1923), 88.

  5. ესაია 41:10