2010-2019
მხარდაჭერა წინასწარმეტყველთათვის
ოქტომბერი 2014


მხარდაჭერა წინასწარმეტყველთათვის

ჩვენს მიერ წინასწარმეტყველის მხარდაჭერა არის პირადი ვალდებულება იმაზედ, რომ საუკეთსოდ დავუჭერთ მხარს მათ წინასწარმეტყველურ პრიორიტეტებს.

პრეზიდენტო აირინგ, მადლობას გიხდით თქვენი დამრიგებელი და შთამაგონებელი გზავნილისთვის. ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მადლობას გიხდით რწმენისთვის და ერთგულებისთვის. გუშინ ჩვენ ყველანი მოგვიწვიეს, რათა მხარი დაგვეჭირა თომას ს. მონსონისთვის, როგორც უფლის წინასწამეტყველისთვისა და უფლის ეკლესიის პრეზიდენტისთვის. ჩვენ ხშირად ვმღერივართ ჰიმნს „ მადლობას გიძღვნით, ღმერთო, წინასწარმეტყველისთვის“.1 გვესმის განა ამ სიტყვების მნიშვნელობა? წარმოიდგინეთ პრივილეგია, რომელიც უფალმო გვიბოძა წინასწარმეტყველის მხარდასაჭერად, რომლის რჩევა იქნება წმინდა, უბღალავი, ყოველგვარი პირადი მოტივების გარეშე და უკიდურესად ჭეშმარიტი!

რეალობაში, როგორ ვუჭერთ წინასწარმეტყველს მხარს? დიდი ხნის წინ, სანამ იგი ეკლესიის პრეზიდენტი გახდებოდა, პრეზიდენტმა ჯოზეფ ფ. სმითმა აგვიხსნა: „წმინდანებს, რომლებიც ... მხარს უჭერენ ეკლესიის უფლებამოსილ პირებს, ეკისრებათ მნიშვნელოვანი ვალდებულება – არა უბრალოდ ფორმალურად, ხელის აწევით დაუჭირონ მას მხარი, არამედ საქმით“.2

მე მახსოვს ჩემი ყველაზე მნიშვენლოვანი „საქმე“ წინასწარმეტყველის მხარდაჭერასთან მიმართებაში. როგორც ექიმი და კარდიო ქირურგი, 1972 წ. პასუხისმგებელი ვიყავი, გემეკეთებინა პრეზიდენტი სპენსერ ვ. კიმბალისთვის, რომელიც იმ დროს თორმეტ მოციქულთა ქვორუმის მოქმედი პრეზიდენტი იყო, ოპერაცია ღია გულზე. მას ძალიან რთული ოპერაცია ესაჭიროებოდა. საქმე იმაში იყო, რომ მე არ მქონდა მსგავსი ოპერაციის ჩატარების გამოცდილება 77 წლის გულით დაავადებულ პაციენტზე. მე არ ვურჩიე ოპერაცია და შევატყობინე ეს როგორც პრეზიდენტ კიმბალს, ისევე პირველ პრეზიდენტობას. მაგრამ რწმენით, პრეზიდენტმა კიმბალმა არჩია ოპერაცია, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეს პირველმა პრეზიდენტობამ ურჩია. ეს გვიჩვენებს იმას, თუ როგორ უჭერდა იგი მხარს ხელმძღვანელებს! მე კი ამ გადაწყვეტილების გამო შიშისგან ავკანკალდი!

მადლობა უფალს, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. როცა პრეზიდენტი კიმბალის გულისცემა განახლდა, გული ისეთი ძალით ძგერდა! იმ მომნტში მე მქონდა სულიწმინდისგან აშკარა დასრური იმისა, რომ ეს ადამიანი როდისმე ეკლესიის პრეზიდენტი გახდებოდა!3

თქვენ იცით შედეგი: მხოლოდ 20 თვის შემდეგ პრეზიდენტი კიმბალი ეკლესიის პრეზიდენტი გახდა და იგი მრავალი წლის განმავლობაში გაბედულად და მამაცურად ხელმძღვანელობდა.

მას შემდეგ ჩვენ მხარი დავუჭირეთ პრეზიდენტ ეზრა ტაფტ ბენსონს, ჰოვარდ ვ. ჰუნტერს, გორდონ ბ. ჰინკლის და ამჟამად თომას ს. მონსონს, როგორც ეკლესიის პრეზიდენტს. ისინი წინასწარმეტყველები არიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, თუ აღდგენას რაიმე გაუკეთებია, ეს არის ის, რომ მან დაანგრია ის ძველი მითი, რომ ღმერთი აღარ ესაუბრება თავის შვილებს. არაფერი არ არის სიმართლისგან ისე დაშორებული, როგორც ეს ნათქვამი. წინასწარმეტყველები ყოველ წყობაში ღვთის ეკლესიის სათავეში იდგნენ. ასე იყო ადამის დროს და ასე არის ახლაც.4 წინასწარმეტყველები მოწმობენ იესო ქრისტეს შესახებ —მის ღვთიურობასა და ამქვეყნიურ მისიაზე.5 ჩვენ პატივს ვცემთ ჯოზეფ სმითს, როგორც ამ ბოლო წყობის წინასწარმეტყველს. ჩვენ ასევე პიტივს ვცემთ ყოველ ადამიანს, რომელსაც მის შემდეგ ეკლესიის პრეზიდენტად უმსახურია.

როცა მხარს ვუჭერთ წინასწარმეტყველებსა და სხვა ხელმძღვანელებს,6 ჩვენ ვიყენებთ საერთო თანხმობის კანონს, რადგან უფალმა თქვა, რომ არავის არ ებოძება მისი სახარების ქადაგება ან მისი ეკლესიის აშენება თუ ის არ იქნება ხელდასხმული უფლებამოსილებული პირისგან, რომელსაც ეკლესია სცნობს და რომელიც იყო ხელდასხმული ეკლესიის თავკაცების მიერ.7

ეს გვაძლევს ჩვენ, როგორც უფლის ეკლესიის წევრებს, თავდაჯერებულობასა და რწმენას, როცა მივესწრაფით იმისკენ, რომ დავიცვათ სულიერი ბრძანება – ყური დავუგდოთ უფლის ხმას,8 როცა ის მოდის მისი მსახურების, წინასწარმეტყველების, ხმის მეშვეობით.9 ეკლესიის ყოველი ხელმძღვანელი არჩეულია შესაბამისი უფლებამოსილებით. არც ერთ წინასწარმეტყველს ან ეკლესიის რომელიმე სხვა ხელმძღვანელს არ აურჩევია საკუთარი თავი. არც ერთი წინასწარმეტყველი არ აურჩევიათ კენჭისყრის შედეგად. უფალმა ნათლად აგვიხსნა, როცა თქვა: „თქვენ მე არ აგირჩევივართ, მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ“. 10 არც თქვენ და არც მე არ ვუყრით კენჭს ეკლესიის ზელმძღვანელებს არც ერთ შემთხვევაში. თუმცა ჩვენ გვაქვს პრივილეგია, მხარი დავუჭიროთ მათ.

უფლის გზა განსხვავდება კაცთა გზებისგან. გზანი კაცისაა – დაითხოვო ვინმე ოფისიდან ან ბიზნესიდან სიბერისა ან უუნარობის გამო. მაგრამ გზანი კაცისა არ არის და არც არსოდეს იქნება უფლის გზა. ჩვენს მიერ წინასწარმეტყველის მხარდაჭერა არის პირადი ვალდებულება იმაზედ, რომ საუკეთსოდ დავუჭერთ მხარს მათ წინასწარმეტყველურ პრიორიტეტებს. ჩვენი მხარდაჭერა ფიცის დადებას ჰგავს, რომ ჩვენ ვცნობთ მათ მოწოდებას წინსაწარმეტყველის როლში როგორც კანონიერსა და ვალდებულების დამკისრებელს.

უხუცესმა ჯორჯ ალბერტ სმითმა, თავის პრეზიდენტობამდე ოცდა ექვსი წლით ადრე, თქვა: „ვალდებულება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ თავზე ხელის აწევისას .. ყველაზე წმინდაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩუმად გავუდგებით გზას და მზად ვიქნებით, რომ უფლის წინასწარმეტყველი გაუძღვება მის სამუშაოს, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ... ჩვენ მის უკან ვიდგებით; ჩვენ ვილოცებთ მისთვის; ჩვენ დავიცავთ მის კეთილ სახელს და ვეცდებიღ ისე შევასრულოთ მისი რჩევები, როგორც უფალი გვირჩევდა ამას“.11

ცოცხალი უფალი ხელმძღვანელობს თავის ცოცხალ ეკლესიას!12 უფალი უცხადებს თავის ნებას ეკლესიის მიმართ თავისავე წინასწარმეტყველებს. გუშინ, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოგვიწვიეს, მხარი დაგვეჭირა თომას ს. მონსონისთვის, როგორც ეკლესიის პრეზიდენტისთვის, ჩვენ ასევე გვქონდა პრივილეგია მხარი დაგვეჭრა მისთვის, პირველი პრეზიდენტობის მრჩეველებისთვისა და თორმეტ მოციულთა ქვორუმის წევრებისთვის, როგორც წინასწარმეტყველების, წინასწარმჭვრეტელებისა და განმცხადებლებისთვის. იფიქრეთ ამაზე! ჩვენ 15 ადამიანს ვუჭერთ მხარს, როგორც ღვთის წინასწარმეტყველებს! ისინი ფლობენ სამღვდელოების ყველა გასაღებს, რაც როდისმე ყოფილა ბოძებული ადამიანისთვის ამ წყობაში.

ჩვენთვვის, როგორ ეკლესიის წევრებისთვის, 15 ადამიანის არჩევა მოციქულების როლში დიდ უსაფრთხოებას გვანიჭებს. რატომ? იმიტომ, რომ ამ ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ერთსულოვანი უნდა იყოს.13 წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა მოქმედებდეს სულიწმინდა იმისთვის, რომ 15 ადამიანმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღოს? ამ 15 მამაკაცს სხვადასხვა განათლება და განსხვავებული პროფესიული გამოცდილება აქვთ მიღებული ცხოპვრებაში, მათ სხვადასხვა აზრი გააჩნიათ ბევრ რამეზე. დამიჯერეთ! ამ 15 ადამიანმა – წინასწარმეტყველმა, წინასწარმჭვრეტელმა და განმცხადებელმა იცის, რა არის უფლის ნება, როცა ისინი ერთსულოვნებას აღწევენ! მათ ვალდებულება აქვთ აღებული იმაზედ, რომ უფლის ნება შესრულდეს. უფლის ლოცვა არის მაგალითი იმისა, თუ რას აღწევს ეს 15 ადამინი ლოცვისას: „იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“.14

მოციქულთა შორის თავმჯდომარეობს ის მოციქული, რომელსაც ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვს ყველაზე მაღალ წოდებაში მსახურებისა.15 ამ უფროს-უმცროსობის სიტემის გამო ეკლესიის პრეზიდენტი, როგორც წესი, ხდება ყველაზე უფროსი მამაკაცი.16 იგი უზრუნველყოფს უწყვეტობას, ასაკობრივ სიმწიფეს, გამოცდილებასა და ფართო მზადებას, როგორც ეს უფლისგან არის მითითებული.

ეკლესია დღეს დაწესებულია თვით უფლის მიერ. მან დააარსა შესანიშნავი მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სიჭარბესა, დაზღვეულობას. ეს სისტემა უზრუნველყოფს წინასწარმეტყველურ ხელმძღვანელობას მაშინაც კი, როცა ასაკთან დაკავშირებული გარდაუვალი ავადმყოფობა იჩენს თავს.17 ეს უხვი ბალანსი და დაცულობა არასდროს არ დაუშვებს იმას, რომ ადამიანმა არასწორი გზით წაიყვანოს ეკლესია. უფროსი ხელმძღვანელები გამუდმებით განისწავლებიან იმისთვის, რომ თუ დადგება საამისო დრო, მზად იყვნენ დაიკავონ ადგილი უმაღლეს საბჭოებში. ისინი სწავლობენ, როგორ გაიგონ უფლის ხმა სულიწმინდის ჩურჩლში.

პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ, პრეზიდენტი ეზრა ტაფტ ბენსონის პირველი მრჩევლის ყოფნისას, როცა იგი მიწიერი ცხოვრების ბოლოს მიუახლოვდა, აგვიხსნა:

„ის პრინციპები და პროცედურები, რომლებიც უფალმა თავისი ეკლესიის მართველობაში ჩადო, ერგება ნებისმიერ ... ვითარებას. მნიშვნელოვანია ... რომ არ იყოს არანაირი ეჭვი ან მერყეობა ეკლესიის მმართველობისა და წინასწარმეტყველური ნიჭის გამოყენების შესახებ, მათ შორის ეკლესიის საქმეებისა და პროგრამების განხორციელებაში შთაგონებისა და გამოცხადების მიღების უფლებისა მაშინ, როცა პრეზიდენტი ავადაა ან სრული დატვირთვით ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს.

„პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმი, რომელნიც არჩეულნი და ხელდასხმულნი არიან, ატარონ სამღვდელოების გასაღებები, უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან მართონ ეკლესია, შეასრულონ მისი წეს-ჩვეულებანი, განმარტონ მისი დოქტრინა და დააწესონ და შეინარჩუნონ მისი საქმიანობა“.

პრეზიდენტი ჰინკლი აგრძელებს:

„როცა პრეზიდენტი ავადაა ან ვერ ასრულებს თავისი მოვალეობების ყველა ფუნქციას, მისი ორი მრჩეველი ერთად წარმოადგენს პირველ პრეზიდენტობის ქვორუმს. ისინი ასრულებენ პრეზიდენტობის ყოველდღიურ სამუშაოს. ...

„ხოლო ნებისმიერი მთავარი საკითხები, პროცედურები, პროგრამები ან დოქტრინა ყურადებითა და ლოცვით განიხილება პირველ პრეზიდენტობასა და თორმეტ მოციქულთან ერთად“.18

გასულ წელს, როცა პრეზიდენტ მონსონს შეუსრულდა ეკლესიის პრეზიდანტად მსახურების 5 წელი, მან გადახედა 50 წლიან მოციქულობის მსახურების გამოცდილებას და განაცხადა: „საბოლოო ჯამში ასაკი ყველას ერევა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვუერთდებით მეფე ბენჯამინს, რომელმაც თქვა, ... რომ არის ისეთივე, როგორც ისინი, სხეულისა და გონების სისუსტეებით, თუმცა თვითონ იყო მამის მიერ არჩეული ... და მირონცხებული, ... და მისი უბადლო ძალით დაცული და შენახული, რათა ემსახურა მათთვის მთელი ძალით, გონებითა და ღონით, რომელიც მას უფალმა უბოძა (მოსია 2:11)“.

პრეზიდენტი მონსონი აგრძელებს: „მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, რომლებიც შესაძლოა შეგვემთხვას,მიუხედავად სხეულის და გონების სისუსტეებისა, ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმზე ვმსახურობთ. მე გარწმუნებთ, რომ ეკლესია კარგ ხელშია. სისტემა, რომელიც ჩამოყალიბებულია პირველი პრეზიდენტობის საბჭოსა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმისთვის, გვარწმუნებს, რომ იგი ყოველთვის საიმედო ხელში იქნება და რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა გვეშინოდეს და არ უნდა ვწუხდეთ. ჩვენი მხსნელი, იესო ქრისტე, რომელსაც მივყვებით, რომელსაც თაყვანს ვცემთ და რომელსაც ვემსახურებით, მუდამ საჭესთან არის“.19

პრეზიდენტო მონსონ, მადლობას გიხდით ამ ჭეშმარიტებისთვის! მადლობას გიხდით სამაგალითო და თავდადებული მსახურებისთვის. ნება მიბოძეთ, მთელს მყოფლიოში მყოფ ეკლესიი წევრთა სახით მოგმართოთ ერთსულოვანი გულწრფელი მადლიერებით. ჩვენ პატივს გცემთ! ჩვენ გვიყვარხართ! ჩვენ მხარს გიჭერთ, არა მხოლოდ აწეული ხელით, არამედ მთელი გულითა და თავდადებული მცდელობებით. მორჩლად და მხურვალედ, „სულ ვლოცულობთ თქვენზე, ჩვენო ძვირფასო წინასწარმეტყველო“!20 იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. „მადლობას გიძღვნით, ო, ღმერთო“ ჰიმნები, გვ. 19.

  2. Teachings of Presidents of the Church: Joseph F. Smith(1998), 211; emphasis added. This statement was made in 1898 when President Smith was Second Counselor in the First Presidency.

  3. For further details, see Spencer J. Condie, Russell M. Nelson: Father—Surgeon—Apostle (2003), 153–56.

  4. See Bible Dictionary, “Dispensations.”

  5. წინასწარმეტყველების მთელი რიგი წინასწარმეტყველებდა უფლის მოსვლის შესახებ, ლეხის ჩათვლით (იხ. 1 ნეფი 1:19), ნეფი (see 1 ნეფი 11:31–33; 19:7–8), იაკობი (იხ. იაკობი 4:4–6), ბენიამინი (იხ. მოსია 3:5–11, 15), აბინადაი (see მოსია 15:1–9), ალმა (see ალმა 40:2), და ლამანიელი სამუელი (იხ. ჰელამანი 14:12). მხსნელის დაბადებამდე იერუსალიმში მათ იწინასწარმეტყველეს მისი გამომსყიდველი მსხვერპლი და შემდგომ აღდგომა.

  6. ხელმძღვანელის მხარდაჭერის პრინციპი უფლის ეკლესიაში ფუნდამენტალურია. ხელთდასხმამადე პიროვნებას მხარს უჭერენ გარკვეულ მოწოდებაზე სამღვდელოებაში.

  7. მოძღვრება და აღთქმები 42:11. ჩვენი ხელმძღვანელების მხარდაჭერის პრაქტიკა განხორციელდა 1836 წ. 6 აპრილს, ეკლესიის დაარსების დღეს და 1836 წ. მარტში, როცა პირველ პრეზიდენტობასა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმს დაუჭირეს მხარი როგორც წინასწარმეტყველებს, წინასწარმჭვრეტელთ და განმცხადებლებს (იხ.History of the Church, 1:74–77; 2:417).

  8. მორმონის წიგნი გვაფრთხილებს იმ ხიფატების შესახებ, რომლებიც გველის, თუ უნებელვყოფთ წინასწარმეტყველის სწავლებებს. იქიდან ვიცით, რომ დიდი და ლამაზი შენობა სამყაროს ამპარტავნობას წარმოადგენდა; და იგი დაეცა და დიდი იყო მისი დაცემა. და უფლის ანგელოზი ლაპარაკობდა და ... ამბობდა: ასეთი იქნება ყველა ერის, ტომის, ენისა და ხალხის დაცემა, ვინც შეებრძოლება უფლის კრავის თორმეტ მოციქულს (1 ნეფი 11:36).

  9. იხ. დანიელი 9:10; ამოსი 3:7; მოძღვრება და აღთქმები 21:1, 4–5; 124:45–46.

  10. იოანე 15:16. რწმენის მეხუთე სიმბოლო განმარტავს: „ჩვენ გვწამს, რომ ადამიანი მოწოდებული უნდა იყოს ღმერთისთვის ხელდადებული წინასწარმეტყველისა და პიროვნებათა მიერ, რომელთაც ხელეწიფებათ სახარების ქადაგება დდა მისი წესების შესრულება“.

  11. Teachings of Presidents of the Church: George Albert Smith (2011), 64; emphasis added. This quotation came from a conference address by Elder George Albert Smith in 1919. He became President of the Church in 1945.

  12. იხ. მოძღვრება და აღთქმები 1:30, 38.

  13. იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:27.

  14. 3 ნეფი 13:10; იხ. ასევე მათე 6:10; ლუკა 11:2.

  15. ეკლესიის პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ, პირველ პრეზიდენტობას დაითხოვენ, თორმეტ მოციქულთა ქვორუმში მათ ადგილს დაიკავებენ მრჩევლები. შემდეგ თორმეტ მოციქულთა ქვორუმი თავმჯდომარეობს ეკლესიაში, სანამ პირველ პრეზიდენტობაში გადაადგილება მოხდება. ამ დროის მონაკვეთს უწოდებენ შუალედს. ისტორიულად, ეს პერიოდი გრძელდებოდა ოთხი დღიდან სამწელხევრამდე.

  16. რა თქმა უნდა, მემკვიდრეობის ასეთი ნიმუში არ ეხება ჯოზეფ სმითის წოდებას, რომელიც იყო წინასწარ დასახული აღდგენისა და ეკლესიის პირველი პრეზიდენტის როლში (იხ. 2 ნეფი 3:6–22; იხ. ასევე აბრამი 3:22–23).

  17. ჩვენ ვიცით, რომ უფალს თავად შეუძლია მოგვიხმოს შინ მის მიერ არჩეულ დროს.

  18. Gordon B. Hinckley, “He Slumbers Not, nor Sleeps,” Ensign, May 1994, 54; see also Gordon B. Hinckley, “He Slumbers Not, nor Sleeps,” Ensign, May 1983, 6.

  19. “Message from President Thomas S. Monson,” Church News, Feb. 3, 2013, 9.

  20. “We Ever Pray for Thee,” Hymns, no. 23.