2010-2019
წიგნი
ოქტომბერი 2014


წიგნი

ოჯახური ისტორია და სატაძრო სამუშაო უნდა იყოს ღვთისთაყვანისცემის ჩვენი პირადი ჩვეულებრივი ნაწილი.

თორმეტი წლის ასაკში მე, როგორც სკაუტმა, მივიღე ბოისკაუტთა აღჭურვილობის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ნივთი. ეს იყო სქელ ტყავის ბუდეში ჩადებული ნაჯახი. ჩვენი შემდეგი ღამისთევით გასვლაისას, ბანაკში დაბნელებისას მივედით; გზად დიდ თოვლში მოგვიწია სიარული და ამიტომ ადგილზე შემცივნულნი და დასველებულნი მივედით. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა - დიდი მოგიზგიზე კოცონი დამენთო. დაუყოვნებლივ მივედი წაქცეულ ხესთან და ახალი ნაჯახით მისი დამუშავება დავიწყე. ჩამოჭრის დროს ხასიეთი წამიხდა, რადგან ნაჯახი არც თუ ისე კარგად ჭრიდა. იმედგაცრუებული, კიდევ უფრო დიდი მონდომებით ვმუშაობდი. გულგატეხილი დავბრუნდი ბანაკში მცირედი შეშით. სხვა ადამიანების მიერ დანთებული ცეცხლის შუქზე დავინახე, რაში იყო პრობლემა: ნაჯახი ბუდიდან არ ამომიღია. თუმცა მოგახსენებთ, რომ ტყავის ბუდე დანაკუწუბული იყო. გაკვეთილი: მე ყურადღება სხვა რამეზე მქონდა გადატანილი.

ამაღლებაზე მუშაობის პროცესში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა მოთხოვნილება და არ უნდა გაფანტოს ჩვენი ყურადღება ერთმა ან ორმა მოთხოვნილებამ ან სხვა რაიმემ, რაც არ არის ამასთან კავშირში. ღვთის სასუფევლის ძიებას ჩვენ სიხარულისკენ და ბედნიერებისკენ მივყავართ. 1 თუ საჭიროება მოითხოვს, უნდა მზად ვიყოთ, შევიცვალოთ. ხშირად პატარა ცვლილებები დიდ სასიცოცხლო მნიშვნელოვან ცვლილებებზე ნაკლებად მტკივნეული და დამანგრეველია.

არც ისე დიდი ხნის წინ მე და და პაკერმა რამდენიმე უცხო ქვეყანაში ვიმოგზაურეთ. ჩვენ პასპორტები და სხცა საბუთები მოვამზადეთ. გავიკეთეთ ყველა აცრა, გავიარეთ სამედიცინო შემოწმება, მივიღეთ ვიზები და შტამპები. ჩამოსვლისას საბუთები შეგვიმოწმეს და როცა ყველა მოთხოვნილება დავაკმაყოფილეთ, ჩვენ ქვეყანაში შესვლის ნება დაგვრთეს.

ამაღლებისთვის საჭირო მოთხოვნილებები სხვა ქვეყანაში ჩასვლას ჰგავს. ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ საკუთარი სულიერი პასპორტი. ჩვენ არ ვადგენთ მოთხოვნებს, მაგრამ პიროვნულად ყველანი უნდა ვაკმაყოფილებდეთ მათ. ხსნის გეგმა მოიცავს მთელ დოქტრინას, კანონებს, მცნებებსა და ამაღლებისთვის საჭირო ყველაწეს-ჩვეულებას. 2 “იესო ქრისტეს გამოსყიდვის შედეგად კი მთელი კაცობრიობა გადარჩება“. 3 ეკლესია გვეხმარება, მაგრამ ჩვენს მაგივრად ვერ გააკეთებს ამას. ამაღლებისთვის საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა გახდეს ცხოვრების მისწრაფება.

ქრისტემ დააარსა თავისი ეკლესია ჩვენს დასახმარებლად. მან აირჩია 15 კაცი, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, როგორც წინასწარმეტყველებს, წინასწარმჭვრეტებს და განმცხადებლებს ეკლესიის გასაძღოლად და ხალხის განსასწავლებლად. პირველ პრეზიდენტობასა4 და თორმეტ მოციქულთა ქვორუმს5 თანაბარი ძალა და უფლებამოსილება გააჩნიათ,6 რანგით უფროსი მოციქული კი ეკლესიის პრეზიდენტია. მათ დასახმარებლად არჩეულია სამოცდაათიანელთა ქვორუმი. 7ამაღლებისთვის საჭირო მოთხოვნები ხელმძღვანელებს არ დაუწესებიათ. ისინი დააწესა ღმერთმა! ეს ხელმძღვანელები არჩეულნი არიან გვასწავლონ, დაგვარიგონ და გაგვაფრთხილონ კიდევაც, რათა ჩვენ გზიდან არ გადავუხვიოთ. 8

როგორც ინსტრუქციათა სახელმძღვანელოშია ახსნილი: „ცალკე პირებისა და ოჯახების ამაღლების დახმარების მიზნით, ეკლესიას მთელი ყურადღება გადატანილი აქვს ღვთიურ ვალდებულებებზე. ეს მოიცავს წევრების დახმარებას იცხოვრონ იესო ქრისტეს სახარების მიხედვით, მისიონერული სამსახურის მეშვეობით ისრაელის შეკრებას, ღარიბებზე და ღატაკებზე ზრუნვას და გარდაცვლილთა ხსნაზე ზრუნვას ტაძრების აშენებითა და სხვის საკეთლდღეოდ წეს-ჩვეულებების ჩატარებას.9 ეს ოთხი ძირითადი იდეა და სხვა კანონები, მცნებები და წეს-ჩვეულებანი, არის სავალდებულო და არა არჩევითი. იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით და ყოველივე ამის შესრულებით, ჩვენ ვიმატებთ საჭირო შტამმებს ჩვენს სულიერ პასპორტებში.

ამ კონფერენციის დროს ჩვენ გვმოძღვრავენ იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც დაგვეხმარება ყველას, უკეთ მოვემზადოდ.

ოჯახი არის ხსნის გეგმის ცენტრალური ნაწილი და ალბათ ამიტომაც მას ასევე უწოდებენ „ბედნიერების დიდ გეგმას“.10 პრეზიდენტმა ბოიდ კ.პაკერმა თქვა: „საეკლესიო ღონისძიებების საბოლოო ჯამი არის ის, რომ მამაკაცს, მის მეულესა და შვილებს შეუძლიათ იყვნენ ბედნიერნი ოჯახში“. 11

პრეზიდენტმა კიმბალმა თქვა: „ ჩვენი წარმატება, პირადი თუ ეკლესიური, დიდად განისაზღვრება იმით, თუ რაოდენ ერთგულად გადავიტანთ მთელ ყურადღებას ოჯახში სახარებით ცხოვრების წესზე. 12 ტაძარი და ოჯახური ისტორიის სამუშაო სახლში სახარებით ცხოვრების ნაწილია. ეს უნდა იყოს უფრო ოჯახური ღონისძიება, ვიდრე საეკლესიო.

ოჯახურ ისტორიაზე და სატაძრო სამუშაოზე კვლავ გაკეთდა აქცენტი პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმის მიერ. 13 თქვენი პასუხი ამაზე, გაზრდის თქვენს პირად და ოჯახურ სიხარულსა და ბედნიერებას.

მოძღვრება და აღთქმებში ვკითხულობთ, რომ ახლოვდება უფლის დიდი დღე. ... ამიტომ მოდით, როგორც ეკლესიამ, როგორც ადამიანებმა და უკანასკნელ დღეთა წმინდანებმა, შევთავაზოთ უფალს პატიოსნების შესაწირს; მოდით, წარვადგინოთ მის წმინდა ტაძარში ... წიგნი, რომელიც მოიცავს გარდაცვლილთა სახელებს, რომელიც იქნება მიღების ღირსი.14

ეს წიგნი მომზადებული იქნება ეკლესიის გვარტომობის ხის საინფორმაციო ბაზის მონაცემებზე.

მე ვამოწმებ ამ მონაცემებს და ვამატებ მათ ბაზაში, რადგან მსურს, რომ ჩემი ყოველი საყვარელი ადამიანის სახელი იყოს ამ წიგნში. განა თქვენც ეს არ გსურთ?

მოძღვრება და აღთქმების 128 თავში წერია, რომ წინაპრების გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით სრულყოფილნი; ვერც ისინი ვერ იქნებიან ჩვენს გარეშე სრულყოფილნი“.15

ოჯახური ისტორია გენეალოგიაზე, წესებზე, სახელებზე, თარიღებზე და ადგილებზე მეტია. ეს არის უფრო მეტი, ვიდრე წარსულზე მთელი ყურადების გადანა. ოჯახური ისტორია ასევე მოიცავს აწმყოს, რადგან ჩვენ თვითონ ვქმნით საკუთარ ისტორიას. იგი მოიცავს მომავალს, ვიანიდან ჩვენ ვქმნით მომავლის ისტორიას ჩვენი შთამომავლების მეშვეობით. მაგალითად, ახალგაზრდა დედა, რომელიც შვილებს ოჯახურ ამბებსა და სურათებს უზიარებს, ასრულებს საოჯახო-ისტორიულ სამუშაოს.

როგორც ზიარების მიღება, ისევე შეკრებებზე დასწრება, წმინდა წერილის კითხვა და პირადი ლოცვები, ოჯახური ისტორია და სატაძრო სამუშაო უნდა გახდეს ჩვენი პირადი ღვთისთაყვანისცემის ნაწილი. ჩვენი ახალგაზრდებისა და სხვების პასუხი წინასწარმეტყველის მოწვევაზე შთაგვაგონებს და ამტკიცებს, რომ ეს სამუშაო ნებისმიერ ასაკში შეიძლება და უნდა შესრულდეს ყოველი წევრის მიერ ნებისმიერ ასაკში .

როგორც უხუცესმა ქუენტინ ლ. კუკმა ახსნა: „ჩვენ გვაქვს დოქტრინა, ტაძრები და ტექნოლოგია“.16 ახლა სამუშაოს შესრულება უფრო ადვილია და შეზღუდულია მხოლოდ იმ წევრთა რაოდენობით, ვინც ეს თავისთვის პრიორიტეტად გახადა. ამ სამუშაოს მიაქვს დრო და იგი მოითხოვს მსხვერპლს, მაგრამ ყველას შეუძლია მისი შესრულება და გასულ წლებთან შედარებით უფრო ადვილიც არის მისი ჩატარება.

წევრების დასახმარებლად ეკლესიამ შეაგროვა და ხელმისაწვდომი გახადა ის იარაღბი, რომელთა დახმარებითაც სამუშაოს დიდი ნაწილის შესრულება სახლში ან სამლოცველოებში ან ტაძრებშ იქნება შესაძლებელი. უმეტესი დაბრკოლება მოცილებულია. როგორი წარმოდგენაც არ უნდა გქონოდათ წარსულში ამ სამუშაოს შესახებ, ახლა იგი სხვაა!

თუმცა არსებობს დაბრკოლება, რომლის მოცილება ეკლესიას არ შეუძლია. ეს არის პირადი ეჭვი ამ სამუშაოს შესრულების მიმართ. გადაწყვეტილების მიღება და მცირე ძალისხმევა - სულ ესაა საჭირო ამისთვის. ეს სამუშაო არ მოითხოვს დიდ დროს. სისტემატურად გამონახეთ მცირე დრო და თქვენ ამ სამუშაოს სიხარულს მოიმკით. მიიღეთ გადაწყვეტილება გადადგათ ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ ისწავლოთ და სხვებს სთხოვოთ დახმარება. ისინი დაგეხმარებიან! სახელები, რომლებსაც თქვენ იპოვით და ტაძარში წარადგენთ, იქნება ჩანაწერები იმ „წიგნისთვის“.17

მიუხედავად იმისა, რომ მონაწილე წევრთა რაოდენობა დიდად მოიმატა, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ შედარებით მცირე მცირე ნაწილი ეკლესიის წევრებისა რეგულარულად ატარებს სატაძრო წეს-ჩვეულებებს საკუთარი ოჯახის წევრებისთვის.18 ეს მოითხოვს პრიორიტეტების შეცვლას. ნუ ებრძვით ცვლილებებს, მიიღეთ ისინი! ცვლილებები ბედნიერების გეგმის დიდი ნაწილია.

ეს სამუშაო უნდა შესრულდეს ეკლესიის საკეთილდღეოდ, თუმცა ჩვენი გარდაცვლილებისთვის და პირადად ჩვენთვისაც. ჩვენ და ჩვენს გარდაცვლილ წინაპრებსაგ გვესაჭიროება შტამპები სულიერ პასპორტებში.

ჩვენი ოჯახების თაობების „შედუღება“19 შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ ტაძარში ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულებების მეშვეობით. ნაბიჯები მარტივია: იპოვეთ წინაპრის სახელი და წარადგინეთ იგი ტაძარში. დროთა განმავლობაში თქვენ შეძლებთ, სხვებსაც დაეხმაროთ ამაში.

თითქმის ყველას შეუძლია ამის გაკეთება, მცირე გამონაკლისის გარდა!

ამ სამუშაოს მოჰყვება რეალური კურთხევები. მრავალი მშობელი და ხელმღვანელი შეწუხებულია სამყაროს ამჟამინდელი ვითარებით და იმ გავლენით, რომელსაც იგი ახდენს ოჯახებზე და ახალგაზრდებზე.

უხუცესი დევიდ ა. ბედნარი შეგვპირდა: „მე ვიწვევ ეკლესიის ახალგაზრდებს, შეისწავლონ და გამოსცადონ ილიას სული. ... გპირდებით, რომ თქვენ დაცულნი იქნებით მეტოქის ძლიერი გავლენისგან. ამ წმინდა სამუშაოში მონაწილეობისას და მისი სიყვარულით შესრულებისას თქვენ დაცულნი იქნებით ახალგაზრდობის წლებშიც და ცხოვრების მანძილზეც“.20

დებო და ძმებო, დროა ამოვიღოთ ნაჯახი ბუდიდან და სამუშაოს შევუდგეთ. ჩვენ არ უნდა შევწიროთ ჩვენი ან ჩვენი ოჯახების ამაღლება ნაკლებად მნიშვნელოვან ინტერესებს.

ეს არის ღვთის საქმე, რომელიც თანაბრად უნდა შესრულდეს წევრებისა და არა წევრების მიერ, ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების, ქალებისა და მამაკაცების მიერ.

დასასრულს, მოვახდენ 324-ე ჰიმნის პირველი კუპლეტის ციტირებას, ერთი სიტყვის შეცვლით:

“ადექით, ღვის [წმინდანებო]!

უფრო ნაკლები სახსრებით გიმოქმედიათ.

გულით, სულით, გონებით და ძლიერად

ემსახურეთ მეფეთა მეფეს.”21

იესო ქრისტე არის მეფე! მე ვმოწმობ მასზე იესო ქრისტეს სახელით, ამინ.