2010-2019
ზიარება და გამოსყიდვა
ოქტომბერი 2014


ზიარება და გამოსყიდვა

ზიარების წესჩვვეულებები ჩენთვის უნდა გახდეს უფრო წმინდა და სამღვთო.

გეთსიმანიისა და გოლგოთის წინა საღამოს, იესომ უკანასკნელად შეკრიბა თავისი მოციქულები თაყვანისსაცემად. შეკრების ადგილი იყო ერთერთი მოწაფის სახლის ზედა ოთახი იერუსალიმში და პასექის დრო იყო.1.

მათ წინ სუფრაზე იყო ტრადიციული პასექის კერძები რომელიც შედგებოდა კრავის ხორცით ღვინითა და უმარილო პურით, რომელიც აღნიშნავდა ისრაელის გამოხსნას მონობასა და სიკვდილიდან2 და მომავალ გამოსყიდვას რომელიც ჯერ არ იყო გაცნობიერებული.3 ნადიმის დასასრულისკენ იესომ აიღო პური, აკურთხა ის და გატეხა;4 და მისცა თავის მოციქულებს სიტყვებით „აიღეთ, ჭამეთ“5 „ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გაკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“6 იმავენაირად მან აიღო თასი ღვინით, ტრადიციისამებრ წყალში გაზავებული დალოცა და გადასცა გარშემომყოფთ სიტყვებით: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში,“7 „დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.“8 „ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად.“9

ამ უბრალო და ბრძნული წესით იესომ ჩამოაყალიბა საღვთო ახალი წესჩვეულება ღმერთის აღთქმული ხალხისთვის. მეტი აღარ დაიღვრება ცხოველის სისხლი ან შეიჭმება ცხოველის ხორცი, ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლშეწირვის მოლოდინში, რომელიც უნდა მოსულიყო.10 არამედ გამოხატავს, ქრისტეს შეწირულ ხორცსა და დაღვრილ სისხლს, რომელიც მოვიდა და მიღებული იქნება და შეიჭმება მისი გამომხსნელი მსხვერპლშეწირვის მოსაგონებლად.11 ამ ახალ წესჩვეულებაში მონაწილეობა, ყველასთვის აღნიშნავს იესოს საზეიმოდ ცნობას როგორც აღთქმულ ქრისტეს, ასევე გულწრფელი მზადყოფნას რომ მას გაჰყვეს და დაიცვას მისი მცნებები. ისინი რომლებიც ასე იზავენ და შეუსაბამებენ საკუთარ ცხოვრებას, მათ ასცდებათ სულიერი სიკვდილი და მარადიული სიცოცხლე ექნებათ უზრუნველყოფილი.

შემდგომ საათებსა და დღეებში, იესო შევიდა გეთსიმანიაში, წაყვანილ იქნა გოლგოთაზე და ტრიუმფალურად გამოვიდა არიმათიელის აკლდამიდან. მათგან მისი წასვლის შემდეგ, იესოს ერთგული მოწაფეები იერუსალიმთან ახლოს შეიკრიბნენ კვირის პირველ დღეს, რათა „გაეტეხათ პური“12 და ასე გააკეთეს, „ურყევად“.13 ჭეშმარიტად, მათ ეს გააკეთეს არა მარტო თავიანთი წასული უფლის მოსაგონებლად, მაგრამ ასევე მადლიერების გამოსახატად რწმენისთვის და მის მიერ, მათი სასწაულებრივი გამოსყიდვისთვის.

აღსანიშნავია, რომ როდესაც იესო ეწვია თავის მოციქულებს ამერიკის კონტინენტზე, და თავის მოწაფეებში დააარსა ზიარების წესჩვეულება.14 თქვა: „ეს ყოველთვის უნდა გააკეთოთ.“15 „და ეს იქნება მოწმობა მამისადმი, რომ ყოველთვის გახსოვართ.“16 კვლავ აღდგენის დასაწყისში უფალი აწესებს ზიარების წესჩვეულებებს, გვაძლევს მსგავს მითითებებს, რომლებიც მან მისცა თავის ადრინდელ მოწაფეებს.17

ზიარების წესჩვეულებას უწოდებენ „ეკლესიაში ერთერთ ყველაზე წმინდა და საღმრთო წესჩვეულებად.“18 საჭიროა რომ ყოველი ჩვენგანისთვის ეს გახდეს უფრო წმინდა და საღმრთო. იესო ქრისტემ თავად დააწესა ეს წესჩვეულება რათა შეგვახსენოს თუ რა გააკეთა ჩვენს გამოსასყიდად და რათა გვასწავლოს თუ როგორ შეგვიძლია ვისარგებლოთ მისი გამოსყიდვით და ამით კვალვ შევძლოთ ღმერთთან ცხოვრება.

პურის გატეხვით ჩვენ ავღნიშნავთ, რომ გვახსოვს ქრისტეს სხეული, – სხეული რომელიც დაიტანჯა ყველანაირი ტკივილებით გაჭირვებითა და ცდუნებებით,19 სხეული რომელმაც გადაიტანა გამოუთქმელი ტანჯვა საკმარისი რომ სისხლი წამოსულიყო ყოველი ფორიდან,20 სხეული რომლის ხორცს გლეჯდნენ და გული რომელიც ჯვარცმისას დასწყდა.21 გვწამს, რომ როდესაც იგივე სხეული იქნა მოკლული, იგი საფლავიდან აღსდგა, რათა აღარ იწვინოს ავადმყოფობა დაკნინება ან სიკვდილი.22 და პურის აღებით ჩვენ ვცნობთ მას როგორც ქრისტეს მოკვდავ სხეულს, ჩვენი სხეულები გამოხსნილ იქნებიან სიკვდილის ბორკილებიდან, ტრიუმფალურად აღდგებიან საფლავიდან, ჩვენს მარადიულ სულებთან აღდგომით.23

წყლის პატარა ჭიქით, ავღნიშნავთ, რომ გვახსოვს იესოს დაღვრილი სისხლი და სულიერი ტანჯვები რომლებიც მან გადაიტანა კაცობრიობისთვის. გვახსოვს აგონია რომელმაც გამოიწვია გეთსიმანიაში 24 სისხლის დიადი წვეთების დაცემა. გვახსოვს მათრახებით ცემა რომელიც გადაიტანა თავისი დამტყვევებელთა ხელით.25 გვახსოვს გოლგოთაზე მისი ხელებიდან დაღვრილი სისხლი, ხელებიდან და გვერდიდან.26 და გვახსოვს მისი პირადი სიტყვები საკუთარი ტანჯვაზე: „არ იცით, როგორი მწარე იყო, არი იცით, როგორი მწვავე იყო, დიახ, არ იცით რა მძიმე ასატანი იყო.“27 ჩვენს მიერ წყლის აღებისას, ჩვენ ვაღიარებთ, რომ მისის სისხლი და ტანჯვამ გამოისყიდა ჩვვენი ცოდვები და იგი შეგვინდობს ჩვენ ცოდვებს როდესაც გავითავისებთ და მივიღებთ მისი სახარების სწავლებებსა და წესჩვეულებებს.

ამგვარად, პურითა და წყლით, ვიხსენებთ ქრისტეს მიერ ჩვენ გამოსყიდვას, ცოდვისაგან და სიკდილისგან, თანმიმდევრობა ჯერ პურისა და შემდეგ წყლის არის მნიშვნელოვანი. პურის მიღება გვახსენებს ჩვენ პირად გარდუვალ აღდგომას, რომელიც ნიშნავს უფრო მეტს და არა მხოლოდ სულისა და სხეულის აღდგომას. ყოველი ჩვენგანი აღდგება ღმერთის წინაშე.28 ეს სინამდვილეში წარმოაჩენს ჩვენი სიცოცხლის ფუნდამენტალურ საკითხს. ყოველი ჩვენგანს მოგველის ფუნდამენტალური საკითხი რომელიც არ არის ვიცოცხლებთ თუ არა, არამედ სიკვდილის შემდეგ ვისთან ვიცოცხლებთ. იმავე დროს როდესაც ყოველი ჩვენგანი დაბრუნდება ღმერთის გარემოცვაში, ყველა არ დარჩება მასთან.

მოკვდავებაში ყოველი ჩვენგანი ისვრება ცოდვითა და დანაშაულით.29 გვექნება მძიმე ფიქრები, სიტყვები და საქმენი, რომლებიც არ იყვნენ უმწიკვლონი.30 მოკლედ, ვიქნებით უწმინდურნი; და უწმინდურთა შესახებ ღმერთის წინაშე იესომ ნათლად თქვა, არაფერი უწმინდური არ იქნება მის გარემოცვაში“31 ეს რეალობა სახლში მოიტანა ახალგაზრდა ალმამ, რომელიც წმინდა ანგელოზთან დაპირისპირებით იმდენად იტანჯა შეიძრა სულით და გაწამდა საკუთარი უწმინდურობისგან, რომ მოისურვა გადაშენებულიყო სულითა და სხეულით, რომ აღარ ყოფილიყო წარსდგენილი ღმერთის წინაშე.“32

ზიარების წყლის მიღებით ვსწავლობთ თუ როგორ განვიწმინდებით ცოდვისგან და დანაშაულისგან და ამგვარად ღმერთთან დარჩებიან. თავისი უმანკო სისხლის დაღვრით, ქრისტემ დააკმაყოფილა სამართლის მოთხოვნილება ყოველი ცოდვისა და დანაშაულისთვის. იგი შემდგომ მოგვიხმობს რომ განვიწმინდოთ თუ გვექნება მასში საკმარისი რწმენა, რათა მოვინანიოთ, მივიღოთ ხსნის ყველა წესჩვეულებანი და აღთქმები, დაწყებული ნათლობითა და სულიწმინდის მიღებით. სულიწმინდის მიღებით ვიწმინდებით და ვსუფთავდებით. იესომ ეს მოძღვრება ნათლად განმარტა.

„ვერცერთი უწმინდური ვერ შევა ღმერთის სასუფეველში…არაფერი შედის მის სავანეში, მათ გარდა, რომლებმაც ჩემი სისხლით გარეცხეს თავიანთი სამოსელი. ...

ახლა, ეს არის მცნება: მოინანიეთ, თქვენ, დედამიწის ყველა კიდენო, მოდით და ჩემი სახელით მოინათლეთ, რათა სულიწმინდის მიღებით განიწმინდოთ, რომ უკანასკნელ დღეს, ჩემს წინაშე უმწიკვლოდ წარსდგეთ.“33

ეს არის ქრისტეს მოძღვრება.34 როდესაც ვიღებთ ამ მოძღვრებას და მას ვუსადაგებთ ჩვენ ცხოვრებას, ნამდვილად ვიწმინდებით ქრისტეს სისხლით და ვსუფთავდებით.35

ზიარების ლოცვებისას, ვადასტურებთ ქრისტეს მოძღვრების მიღებას და ჩვენ ვალდებულებას რომ ვიცხოვრებთ მის შესაბამისად. ღმერთისადმი თხოვნით, ჩვენი მარადიული მამისადმი, ვაცხადებთ რომ „ყოველთვის გვეხსომება“ მისი ძვირფასი ძე. უპერველეს ყოვლისა ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას რომ გვეხსომება, შემდეგ ვადასტურებთ, რომ გვახსოვს;ეს არის მნიშვნელოვანი აღთქმა, რომ გავაღრმავებთ რწმენას იესო ქრისტეში და მის მიერ ჩვენს გამოსყიდვაში სიკვდილიდან და ცოდვიდან.

შემდგომ ვაცხადებთ, რომ „დავიცავთ მის მცნებებს“ ეს არის მნიშვნელოვანი აღთქმა რომ მოვინანიოთ, თუ ფიქრები სიტყვები ან ქმედებები იყვნენ ისეთი როგორიც არ უნდა ყოფილიყვნენ, ჩვენ ვურჩევთ საკუთარ თავს რომ მომავალში უფრო დავუახლოვებთ მას ჩვენ ცხოვრებას.

შემდეგ ვაცხადებთ რომ „გვსურს ჩვენზე ავიავიღოთ ძის სახელი.“36 ეს არის მნიშვნელოვანი აღთქმა, რომ ვემორჩილებით მის ძალაუფლებას და რომ გავაკეთებთ მის საქმეს, რომელიც მოიცავს ჩვენს მიერ ხსნის ყოველი წესჩვეულების მიღებას.37

როდესაც ვუძღვნით საკუთარ თავს ამ პირნციპებს, ვიღებთ დაპირებას ზიარების ლოცვებში, „რომ იქნება მისი სული ჩვენთან.“38 სულის ახლიდან მიღება, უდიდესი კურთხევა, ვინაიდან სული არის რაც ჩვენ გვწმინდავს და გვასუფთავებს ცოდვისა და დანაშაულისგან.39

ძმებო და დებო, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა დროსა და მარადიულობაში არის იესო ქრისტეს გამოსყიდვა. მან რომელმაც აღასრულა გამოსყიდვა ზიარების წესჩვეულება რათა არა მარტო რომ გვახსოვდეს არამედ მოვითხოვოთ მისი უზენაესი შეწყალებისყოველი კურთხევა. რეგულარული და გულწრფელი თანამონაწილეობა ამ წმინდა წესჩვეულებებში, გვეხმარება ქრისტეს მოძღვრების მიღებასა და ცხოვრებაში ნათლობის შემდეგ და მისი მეშვეობით განწმენდის პროცესის ბოლომდე მიყვანაში. ნამდვილად, ზიარების წესჩვეულება გვეხმარება ერულად ბოლომდე გაძლებაში და სრული სისავსით მამის მიღებაში, ისე როგორც იესომ გააკეთა, მადლი მადლისა წილ.40

მე ვმოწმობ იესო ქრისტეს ძალაზე, რათა გამოგვისყიდოს სიკვდილსა და ცოდვიდან და მისი სამღვდელოების ძალაზე, ზიარების ჩათვლით, რათაა მოგვამზადოს მამა ღმერთის სახის ხილვისთვის და ცოცხლად გადავრჩეთ.41 მოდით მივიღოთ ზიარება შემდეგ კვირას და ყოველა მომდევნო კვირას, უფრო ღრმა სურვილით და უფრო გულრწფელი მიზნით, ვლოცულობ უფალი იესო ქრისტეს სახელით, ამინ.