2010-2019
უფლის ძიებაში
აპრილი 2015


უფლის ძიებაში

მხსნელის წვდომის გაღრმავების პროცესში ჩვენ უფრო და უფრო გაგვეზრდება სურვილი ვიცხოვროთ სიხარულით და იმის რწმენა, რომ სიხარული შესაძლებელია.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მე დიდი სიხარულით ვდგავარ თქვენს წინაშე ამ გენერალური კონფერენციის მსვლელობის დროს. კონფერენციის დროს სიბრძნის, დარიგებისა და გაფრთხილების სიტყვების მოსმენა ჩემთვის, და ტეიშერასთვის და ჩემი ოჯახისთვის მრავალი წლის განმავლობაში განუზომელი დალოცვა იყო.

წელიწადის ამ განსაკუთრებულ დროს, განსაკუთრებით აღდგომის კვირას, არ შემიძლია არ გავაკეთო აქცენტი მხსნელის სწავლებაზე და მისი სიკეთისა და სიყვარულის მაგალითზე ჩემს ცხოვებაში.

იესო ქრისტეს გაღრმავებული წვდომა მოგვცემს უფრო დიდ იმედს მომავალში და ჩვენი არასრულყოფილების მიუხედავად, მეტ თავდაჯერებულობას ჩვენი მართალი მიზნების მიღწევაში. ეს ასევე მოგვანიჭებს უფრო დიდ სურვილს ვემსახუროთ ჩვენს მოყვასს.

უფალმა გვითხრა, რომ უნდა ვეძიოთ იგი ყოველ აზრში, ეჭვისა და შიშის გარეშე. 1 უფლის ძიება და მისი არსებობის შეგრძნება არის ყოველდღიური ცხოვრების ღირებული მცდელობა.

დებო და ძმებო, დღეს იმაზე მეტად, ვიდრე სხვა დროს, ჩვენ გვეძლევა ხელთ იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის წვდომის გაღრმავების განსაკუთრებული შესაძლებლობები და წყაროები. ამ წყაროების სათანადო გამოყენება დაგვეხმარება იმაში, რომ ვიცხოვროთ ნაყოფიერი, სიხარულით სავსე ცხოვრებით.

მხსნელის მეტაფორაში ვაზისა და ლერწის შესახებ მან თქვა: „თქვენ ჩემში დარჩით, მე კი – თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით“.2

რაც უფრო კარგად გვესმის ქრისტეს განსაკუთრებული როლი ჩვენს ცხოვრებაში, მით უფრო შეგნებულნი ვხდებით ჩვენს მიზანთან მიმართებაში აქ, მიწიერ ცხოვებაში, რაც გულისხმობს სიხარულს. თუმცა, ეს სიხარული არ გვარიდებს სიძნელეებსა და გამოცდებს, ზოგჯერ იმდენად დიდსა და გართულებულს, რომ შეიძლება დავიწყოთ ფიქრი, რომ ბედნიერება ამ პირობებში შეუძლებელია.

მე პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ მართალი ცხოვრებისა და ქრისტეში ყოფნის სიხარული შეიძლება გაგრძელდეს, მიუხედავად მიწიერებისთვის დამახასიათებელი უბედურებისა. საბოლოოდ, ეს უბედურებანი ხშირად გვამდიდრებს, გვწმენდს და მივყავართ ჩვენი დედამიწაზე არსებობისა და იესო ქრისტეს გამოსყიდვის უფრო ღრმა წვდომისკენ. ჭეშმარიტად, სიხარულის სისრულის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით.3

უფალმა თქვა: „მე ვაზი ვარ, თქვენ კი – ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ“. 4

მე მწამს, რომ მხსნელის წვდომის გაღრმავებისას ჩვენ გვექნება უფრო და უფრო დიდი სურვილი მხიარულად ცხოვრებისა და იმის დარწმუნება, რომ ის სიხარული შესაძლებელია. აქედან გამომდინარე, გვექნება უფრო მეტი უნარი ყოველდღიურად ვიცხოვროთ მეტი ენთუზიაზმით და დავიცვათ ღვთის მცნებები, რთულ ვითარებაშიც კი.

მოდით არ გადავდოთ ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგვიძლია. ჩვენ ახლა უნდა მივიდეთ ქრისტესთან, რადგან თუ ჩვენ გვწამს იგი, გასაკეთებელს ხვალისთვის არ გადავდებთ.5

ყოველ დღე ჩვენ უნდა ვეცადოთ, გამოვიყენოთ ქრისტეს სწავლება. პატარა, უბრალო, ყოველდღიური ქმედებებისა და ჟესტების შედეგად ჩვენ:

  1. გაგვიღრმავდება ცხოვრებაში უფლის მნიშვნელობის წვდომა და

  2. დაგვეხმარეთ ამ წვდომის გაზიარებაში მომავალ თაობასთან, რომელიც აუცილებლად იგრძნობს მამაზეციერისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, სიყვარულს, როცა ისინი იხილავენ სახარების მიხედვით ცხოვრების ჩვენს გულწრფელ მაგალითს.

რა არის ის უბრალო ქმედება ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში, რომელიც იესო ქრისტეს და მისი მოწმობის განმკიცებაში იქცევა ჩვენი სულისთვის მალამოდ?

2014 წ. National Geographic (ნეშენალ ჯიოგრეფიკის) ფოტო კონკურსში 9 200-ზე მეტ პროფესიონალმა ფოტოგრაფმა და ენთუზიასტმა მიიღო მონაწილეობა. სურათები გამოიგზავნა 150 ქვეყანაზე მეტი ადგილიდან. გაიმარჯვა ფოტომ, რომელზეც მგზავრებით სავსე მატარებელში შუაში დგას ქალი. მისი მობილური ტელეფონის შუქი ანათებს მის სახეს. ამით იგი სხვა მგზავრებს უჩვენებს, რომ მხოლოდ ფიზიკურად იმყოფება იქ, გონებით კი სხვაგან არის.6

მობილურმა ტელეფონებმა, სმარტფონებმა და სოციალურმა ქსელებმა ძალზედ შეცვალეს ჩვენი სამყაროში ყოფნისა და სხვებთან კომუნიკაციის ფორმა.

ამ ციფრულ ხანაში ისე სწრაფად შეგვიძლია გადავინაცვლოთ სხვადასხვა ადგილებში და ღონისძიებებზე, რომ უცებ შეგვიძლია მოვწყდეთ იმას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხანგრძლივი სიხარულით სავსე ცხოვრებისთვის.

ამ ქსელურ ცხოვრებას შეუძლია (თუკი არ გავაკონტროლებთ მას) მიანიჭოს უპირატესობა ურთიერთობას იმ ადამიანებთან, რომლებსაც ჩვენ არ ვიცნობთ ან არასოდეს არ შევხვედრილვართ მათთან შედარებით, ვისთანაც ერთად ვცხოვრობთ ანუ ოჯახთან!

მეორე მხრივ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დალოცვილნი ვართ ინტერნეტის საინფორმაციო წყაროებით, მათ შორის საეკლესიო წყაროებითაც კი, როგორიცაა წმინდა წერილების აუდიო და ტექსტური ვერსია ან გენერალური კონფერენციის მასალები, ვიდეო მასალები იესო ქრისტეს ცხოვრებიდან და სწავლებიდან, ოჯახური ისტორიის ჩანაწერების გასაკეთებელი მასალები და შთამაგონებელი მუსიკის მოსასმენი საშუალებები.

ის არჩევანი და პრიორიტეტები, რომლებსაც ჩვენ ვაყენებთ ინტერნეტში დახარჯულ დროსთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი განაპირობებენ ჩვენს სულიერ წინსვლას და სახარებაში სიმწიფეს, ასევე ჩვენს სურვილს – შევიტანოთ წვლილი უკეთესი სამყაროს შექმნაში და ვიცხოვროთ უფრო ნაყოფიერი ცხოვრებით.

ამ მიზნების გამო, მინდა დღეს ვახსენო სამი უბრალო ჩვევა, რაც დაამყარებს ჯანსაღ ინტერნეტ ღონისძიებებს. ეს ღონისძიებები გამოგვიმუშავებს ყოველდღიურ პირად შეფასებას, რაც აუცილებელია მამაზეციერისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, სწავლებებთან დაახლოვებისთვის.

ჩვევა ნომერი 1: ეწვიეთ ეკლესიის ოფიციალურ ვებ-გვერდს რესურსების მოსაძიებლად

კვირის განმავლობაში ამ რესურსების ხშირად ნახვა დაგვეხმარება ყოველთვის ვიყოთ მგრძნობიარენი სახარების სწავლების მიმართ და მეგობრებისა და ოჯახის წევრების წახალისებაში – დაფიქრდენ იმაზე, რასაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვევა ნომერი 2: დარეგისტრირდით ეკლესიის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში

ეს არჩევანი გამოიტანს ეკრანზე მასალას, რომელიც აუცილებელია თქვენი ძიებისა და უფლის და მისი სწავლებების გაღრმავებისთვის და განამტკიცებს თქვენს სურვილს ჩასწვდეთ სახარებას.

ზუსტად ისე, როგორც კარგი გლეხის გარეშე კარგი მიწა არ იქნება, 7 ისე კარგი ინტერნეტ წყაროს ნაყოფიც, თუკი თავიდანვე არ დავსვამთ პრიორიტეტებს იმაში, რაზედაც თითები და გონება მიგვიწვდება.

ჩვევა ნომერი 3: მოძებნეთ დრო იმისთვის, რომ გვერდზე გადადოთ თქვენი მობილური მოწყობილობები

კარგია ელექტრონული მოწყობილობების გვერდზე გადადება და მათ ნაცვლად წმინდა წერილის გადაშლა ან ოჯახთან და მეგობრებთან საუბარი. განსაკუთრებით უფლის დღეს, ზიარების შეკრებაში მონაწილეობისგან სიმშვიდის მიღება წამდაუწუმ ახალი მესიჯებისა და პოსტების პოსტების შემოწმების გარეშე.

დროებით მობილური მოწყობილობების გადადება გაამდიდრებს და გააფართოვებს ჩვენი ცხოვრების ხედვას, რადგან ცხოვრება არ არის შემოფარგლული 10 სმ-იანი ეკრანით.

უფალმა იესო ქრისტემ თქვა: როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში“. 8 ღმერთს სურს, რომ ვიქონიოთ სიხარული და ვიგრძნოთ მისი სიყვარული. ქრისტე ასეთი სიხარულის საშუალებას აძლევს ყოველ ჩვენგანს. ჩვენ გვაქვს იმის საშუალებანი, რომ უკეთ შევიცნოთ იგი და ვიცხოვროთ მისი სახარების მიხედვით.

მე ვმოწმობ იმ სიხარულის შესახებ, რომელიც სუფევს მაშინ, როცა ვიცავთ მცნებებს და იმ სიმშვიდის და უსაფრთხოების შესახებ, რასაც ვგრძნობთ, როცა მამაზეციერისა და მისი ძის, ჩვენი მხსნელის, სიყვარულში ვიმყოფებით. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.