2010-2019
ძე შეცდომილის მოლოდინში
აპრილი 2015


ძე შეცდომილის მოლოდინში

დაე, მეც და თქვენც მივიღოთ გამოცხადება იმაზე, თუ როგორ მივუახლოვდეთ საუკეთესოდ მათ, ვინც დაკარგულნი არიან.

მხსნელმა თავისი მიწიერი მსახურება გაატარა საკუთარი განკურნებისა და გამოსყიდვის ძალის განსწავლაში. ლუკას სახარებაში 15 ახალი აღთქმის 15-ე თავში, უფალს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ჭამს ცოდვილებთან ერთად და დროს უთმობს მათ იხ. ლუკა 15:2. მხსნელმა გამოიყენა ეს კრიტიკა იმისთვის, რომ გვასწავლოს, როგორ ვუპასუხოთ მათ, ვისაც გზა აებნა.

მან კრიტიკას უპასუხა ორი მნიშვნელოვანი კითხვის დასმით:

„რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებნად, სანამ არ იპოვის“?(ლუკა 15:4).

„ანდა დედაკაცი, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს სანთელს და არ გამოგვის სახლს და გულმოდგინედ არ დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის“?(ლუკა 15:8).

შემდეგ მხსნელი გვასწავლის იგავს შეცდომილი ძის შესახებ. ეს იგავი არ არის 100 ცხვრის ან 10 ვერცხლის შესახებ; იგი ეხება იმ ერთ ძვირფას დაკარგულ ძეს. რას გვასწავლის მხსნელი, ამ იგავის დახმარებით, იმის შესახებ, თუ როგორ მოვიქცეთ, როცა ოჯახის წევრს გზა აებნა?

შეცდომილი ძე აცნობებს მამას, რომ ახლა სურს მემკვიდრეობის მიღება. მას უნდა, ოჯახისა და სახლში უსაფრთხო ცხოვრება მიატოვოს და მიწიერი ეძიოს (იხ.ლუკა 15:12–13). მინდა შენიშნოთ, რომ მხსნელის იგავში მამა სიყვარულით პასუხობს ამას, აძლევს შვილს მემკვიდრეობას. რა თქმა უნდა, მამას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ დაერწმუნებინა შვილი და შინ დაეტოვებინა იგი. თუმცა, როცა ზრდასრული ვაჟი აკეთებს არჩევანს, ბრძენი მამა არ იჭერს მას. ამით მამა ამჟღავნებს გულწრფელ სიყვარულს, აკვირდება და ელოდება მოვლენებს. (იხ. ლუკა 15:20).

ჩემს ოჯახში მსგავსი გამოცდილება იყო. მე, ჩემი ორი ერთგული ძმა და შესანიშვავი და სამაგალითო მშობლებმა გაგვზარდეს. ჩვენ სახლში სახარებას გვასწავლიდნენ, წარმატებულად ზრდასრულობის ასაკს მივაღწიეთ და ოთხივენი ტაძარში მეუღლეებთან ერთად ჩავიბეჭდეთ. მიუხედავად ამისა, 1994 წ. ჩვენი და, სუზენი, ეკლესიაზე და ზოგიერთ მის სწავლებაზე განაწყენდა. მასზე გავლენა მოახდინეს მათ, ვინც დასცინოდა და აკრიტიკებდა ეკლესიის ადრინდელ ხელმძღვანელებს. მან ნება მისცა საკუთარ თავს, დაეკნინებინა რწმენა ცოცხალი წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მიმართ. დროთა განმავლობაში მისმა ეჭვებმა რწმენას გადააჭარბეს და მან არჩია ეკლესიის დატოვება. სუზენმა ნება დამრთო, გამეზიარებინა მისი ამბავი იმ იმედით, რომ იგი სხვებსაც დაეხმარებოდა.

მე, ჩემი ძმები და დაქვრივებული დედა სასოწარკვეთილნი ვიყავით. ვერ წარმოვიდგენდით, რას შეეძლო ემოქმედა ისე, რომ მას რწმენა დაეკარგა. ჩემი დის არჩევანი, როგორც ჩანს, დედაჩემს გულს სტკენდა.

მე და ჩემს ძმებს გვიმსახურია ეპისკოპოსებად და ქვორუმის პრეზიდენტებად, ჩვენ გამოგვიცდია წარმატების სიხარული მეურვეობისა და ქვორუმის წევრებთან ერთად, როცა ოთხმოცდაცხრამეტი მიგვიტოვებია იმ ერთის მოსაძებნად. თუმცა, ჩვენი დაჟინებული მცდელობები – გადავარჩინოთ და და კვლავ მოვიპატიჟოთ იგი, უფრო და უფრო გვაშორებდა მას.

როცა ზეციურ ხელმძღვანელობას ვეძებდით იმისთვის, თუ რა შესაბამისი პასუხი გავცეთ მას, გახდა ცხადი ის, რომ შეცდომილი ძის იგავის მაგალითს უნდა მივყოლოდით. სუზენმა თავისი არჩევანი გააკეთა და ჩვენ უნდა გაგვეშვა იგი, მაგრამ აუცილებლად უნდა გვეცნობებინა მისთვის და გვეგრძნობინებინა ჩვენი გულწრფელი სიყვარული. ასე რომ, განახლებული სიყვარულითა და სიკეთით, ვაკვირდებოდით და ველოდებოდით მოვლენებს.

დედას არასდროს არ შეუწყვეტია სუზენის მიმართ ზრუნვა და სიყვარული. ყოველთვის, როცა დედა ტაძარში მიდიოდა, მას სუზენის სახელი ლოცვის სიაში შეჰქონდა და არასდროს არ დაუკარგავს იმედი. ჩემი უფროსი ძმა და მისი მეუღლე, რომლებიც კალიფორნიაში სუზენთან ახლოს ცხოვრობდენ, ეპატიჟებოდნენ მას ყოველ სანათესაო შეკრებაზე. ისინი სახლში სუზენის დაბადების დღეს ყოველ წელს სუფრას შლიდნენ, მუდამ კონტაქტში იყვნენ მასთან და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მას მათი გულწრფელი სიყვარული ეგრძნო.

ჩემი უმცროსი ძმა და მისი მეუღლე სუზენის შვილებს იუტაში ეხმიანებოდნენ, მათზე ზრუნავდნენ და მათ მიმართ სიყვარულს გამოხატავდნენ. ისინი ბავშვებს ყოველთვის იწვევდნენ ოჯახურ წვეულებებზე და როცა სუზენის შვილიშვილის ნათლობის დღე დადგა, ჩემმა ძმამ ჩაატარა იგი. სუზენს ასევე ჰყავდა მოსიყვარულე შინა მასწავლებლები და სტუმრად მოსული მასწავლებლები, რომლებიც არ ტოვებდნენ იმედს.

როცა ჩვენი შვილები მისიაში მიემგზავრებოდნენ ან ქორწინდებოდნენ, სუზენი ყოველთვის დაპატიჟებული იყო ოჯახურ ზეიმზე. ჩვენ ბეჯითად ვცდილობდით, დაგვეგეგმა ოჯახური შეკრებები, რათა სუზენს და მის შვილებს შეძლებოდათ ჩვენთან ყოფნა და ცოდნოდათ, რომ ჩვენ ისინი გვიყვარდა და რომ ისინი ჩვენი ოჯახის წევრები იყვნენ. როცა სუზენმა კალიფორნიის უნივერსიტეტში ხარისხი მიიღო, ჩვენ ყველანი იქ ვიყავით მის მხარდასაჭერად. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიღებდით მის ყველა არჩევანს, სუზენი ჩვენთვის მისაღები იყო. ჩვენ გვიყვარდა იგი, ვაკვირდებოდით მოვლენებს და ველოდებოდით მათ.

2006 წ, მას შემდეგ, რაც სუზენის ეკლესიიდან წასვლიდან 12 წელი გავიდა, ჩვენი ქალიშვილი, ქეითი, მეუღლესთან ერთად კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად, რათა მეუღლეს იურიდიულ ფაკულტეტზე შეძლებოდა სწავლა. ისინი სუზენის ქალაქში იყვნენ. ამ ახლაგაზრდა წყვილისთვის დეიდა სუზენი დახმარებისა და მხარდაჭერის წყარო იყო, მათ იგი ძალიან უყვარდათ. სუზენი მათ ჩვენი ორი წლის შვილიშვილის, ლუსის, მოვლაში ეხმარებოდა. მოხდა ასე, რომ სუზენი ლუსის ეხმარებოდა ძილის წინ ლოცვებში. ქეითიმ ერთხელ დამირეკა და მკითხა, დაბრუნდებოდა თუ არა სუზენი ეკლესიაში. მე დავარწმუნე იგი, რომ ეს დღე დადგებოდა, თუმცა მოთმინება არ უნდა დაგვეკარგა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენ იგი კვლავ გვიყვარდა, ვაკვირდებოდით მოვლენებს და ველოდებოდით.

ექვსი წლის წინ, კვირას, მე და ჩემი მეუღლე, მარშა, ამ საკონფერენციო დარბაზის წინა რიგში ვისხედით. ჩემთვის იმ დღეს მხარი უნდა დაეჭირათ, როგორც ახალი მთავარი ხელმძღვანელისთვის. მარშამ, რომელიც ყოველთვის სულიწმინდასთან ახლოს არის, დამიწერა ბარათზე: „ვფიქრობ,სუზენის დაბრუნების დრო დადგა“. ჩემმა ქალიშვილმა, ქეითიმ, მომაწოდა აზრი, გავსულიყავი და სუზენისთვის დამერეკა, რომ მას იმ დღეს გენერალური კონფერენციისთვის ეყურებინა.

ამ ორი დიდებული ქალის კარნახით მე ჰოლში გავედი და დას დავურეკე. ავტომოპასუხეზე შეტყობინება დავუტოვე და უბრალოდ მოვიპატიჟე იგი, ეყურებინა გენერალური კონფერენციისათვის. მან შეტყობინება მიიღო. ჩვენს სასიხარულოდ, მან კონფერენციის ყველა სესიას უყურა, მოისმინა იმ წინასწარმეტყველებისა და მოციქულების გამოსვლები, რომლებიც მას ადრე უყვარდა. მან ასევე მისთვის ახალი სახელები გაიგონა, როგორიცაა პრეზიდენტი უხთდორფი და უხუცესი ბედნარი, კუკი, კრისტოფერსონი და ანდერსენი. ამ უნიკალური ზეციური გამოცდილების წყალობით ჩემი და, ისევე, როგორც შეცდომილი ძე, გონს მოეგო. (იხ.ლუკა 15:17). წინასწარმეტყველებისა და მოციქულების სიტყვებმა და ოჯახის წევრების სიყვარულმა იგი შემოაბრუნა და შინ დასაბრუნებელ გზაზე დააყენა. 15 წლის შემდეგ, ჩვენ დაკარული და და შვილი ვიპოვეთ. დაკვირვება და ლოდინი დამთავრდა.

სუზენი აღწერს ამ გამოცდილებას ისე, როგორც ამას ლეხი აკეთებს მორმონის წიგნში. მან მოაჯირს ხელი გაუშვა და სიბნელის წყვდიადში აღმოჩნდა(იხ. 1 Nephi 8:23). მისივე თქმით, მან არ იცოდა, რომ დაიკარგა, სანამ ქრისტეს სინათლემ კვლავ არ გამოაღვიძა იგი, რამაც მკაფიოდ დაანახა აშკარა კონტრასტი მიწიერსა და იმას შორის, რასაც მას უფალი და ოჯახი სთავაზობდნენ.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სასწაული მოხდა. სუზენმა კვლავ მიიღო მოწმობა მორმონის წიგნის შესახებ. მან სატაძრო რეკომენდაცია განაახლა. იგი ტაძარში წეს-ჩვეულებებს ატარებდა და ამჟამად თავის მეურვეობაში ასწავლის სახარების დოქტრინას. ცის საქანელნი გაიხსნა მისი შვილებისა და შვილიშვილებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ რთული შედეგების წინაშე აღმოვჩნდით, მაინც ისეთი გრძნობა გვაქვს, რომ იგი არასდროს არ წასულა.

ზოგიერთ თქვენგანს, როგორც ნილსონებს, ჰყავს ოჯახის წევრები, რომლებსაც დროებით აერიათ გზა. მხსნელის დარიგებაა ყველასთვის, ვისაც ჰყავს 100 ცხვარი – მიატოვეთ ოთხმოცდაცხრამეტი და წადით იმ ერთის გადასარჩენად. მათ, ვისაც 10 ვერცხლი აქვთ და ერთი დაკარგეს – ეძებონ, სანამ არ იპოვიან. როცა დაკარგულია თქვენი ვაჟი ან ქალიშვილი, და ან ძმა – მათ გააკეთეს წასვლის არჩევანი. ჩვენ საკუთარი ოჯახის მაგალითზე ვისწავლეთ, რომ მას შემდეგ, რაც ყველა ღონეს ვიხმართ, ჩვენ გვრჩება ერთი რამ – მთელი გულით გვიყვარდეს ეს პიროვნება, დავაკვირდეთ, ვილოცოთ და ველოდოთ უფლის ხელის ჩარევას.

შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც უფალმა მასწავლა ამ პროცესში, მოხდა ჩვენი ოჯახური წმინდა წერილების შესწავლის საღამოზე, მას შემდეგ, რაც ჩემი და წავიდა ეკლესიიდან. ჩვენი ვაჟი, დევითი, ერთობლივი სწავლების დროს კითხულობდა ლუკა 15. როცა მან წაიკითხა იგავი შეცდომილ ძეზე, მე იგი სულ სხვანაირად გავიგე მაშინ, ისე არა, როგორც ადრე მესმოდა. რატომღაც მე მას ვუკავშირებდი ვაჟს, რომელიც სახლში დარჩა. როცა დევიდი იმ დილით კითხულობდა, მე მივხვდი, რომ შეცდომილი შვილი გარკვეულ წილად მე ვიყავი. ჩვენ მამაზეციერის დიდებას ვერ ვუტოლდებით (იხ. რომაელთა 3:23). ყველას განსაკურნებლად გვჭირდება მხსნელის გამოსყიდვა. ყველანი ვართ დაკარგულნი და ყველანი უნდა გვიპოვონ. იმ დღეს მიღებული გამოცხადება დამეხმარა იმის გააზრებაში, რომ ორივეს – მეც და ჩემს დასაც გვჭირდებოდა მხსნელის სიყვარული და მისი გამოსყიდვა. მე და სუზენი ფაქტიურად სახლში მიმავალ ერთსა და იმავე ბილიკზე აღმოვჩნდით.

მხსნელის სიტყვები იგავში, როცა იგი აღწერს მამის მისალმებას შეცდომილი შვილისადმი, ძლიერია და მე მჯერა, რომ ეს შეიძლება იყოს აღწერა იმისა, თუ როგორ შევხვდებით მამას მე და თქვენ, როცა დავბრუნდებით ზეციურ სახლში. ისინი გვასწავლიან მამის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვუყვარვართ, გველოდება და გვაკვირდება. ეს არის მხსნელის სიტყვები: „როცა ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ დაინახა და შეებრალა. გაიქცა, ყელზე მოეხვია და აკოცა“.(ლუკა 15:20).

დაე, მივიღოთ ისეთი გამოცხადებები, რომ გავიგოთ გზადაკარგულებთან მიახლოვების საუკეთესო ხერხი, სადაც საჭიროა, ვიქონიოთ მოთმინება და მამა ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს სიყვარული, მაშინ, როცა გვიყვარს, ვაკვირდებით და ველოდებით შეცდომილის დაბრუნებას. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.