2010-2019
ჩემი გული მსჯელობს მათზე მუდმივად
ოქტომბერი 2015


ჩემი გული მსჯელობს მათზე მუდმივად

მე გულწრფელად ვლოცულობ იმაზედ, რომ თქვენ აირჩევთ, უფრო ღრმად და ვრცლად იმსჯეოლოთ ღვთის სიტყვაზე.

პროფესიით ინვესტორი ვარ, რწმენით კი - ღვთის ძის, იერსო ქრისტეს მოწაფე.1 ჩემს საქმიანობაში მე რეალურ ფინანსურ პრინციპებს ვეყრდნობი. რწმენაში ვცდილობ, მივყვე სულიერ პრინციპებს, რომლებიც დამეხმარება იმაში, რომ უფრო მეტად დავემსგავსო მხსნელს.

მოწვევას მოაქვს დალოცვები

მრავალი პირადი ჯილდო პ მივიღე იმის შედეგად, რომ ვიღაცამ მთხოვა რთული დავალება შემესრულებინა. ამ ზრახვით მინდა ყოველ თქვენგანს ორი მოსაწვევი შევთავაზო: პირველი - ფინანსური, მეორე კი - სულიერი. ორივე მოსაწვევი, თუკი მას მიიღებთ, შედეგის მისაღებად მოითხოვს ხანგრძლივი დროის განმავლობაში დისციპლინურ ძალისხმევას.

პირველი მოსაწვევი

პირველი მოსაწვევი ადვილია: მე გიწვევთ, ყოველ კვირას გადადოთ ცოტაოდენი ფული. თანხას დიდად არ აქვს მნიშვნელობა, ეს თქვენზეა დამოკიდებული. როცა გამოიმუშავებთ დაზოგვის ჩვევას, თქვენ აქედან პირად სარგებელს მიიღებთ. ასევე შესაძლოა გაგიჩნდეთ საშუალებები სხვების დასახმარებლად პირადი ეკონომიის ხარჯზე. წარმოიდგინეთ თანხის დაზოგვის ყოველკვირეული პრაქტიკის დადებითი შედეგი ექვსი თვის განმავლობაში, ერთი წლის განმავლობაში, 10 წლის ან მეტის.2

მეორე მოსაწვევი

მეორე მოსაწვევი საკმაოდ განსხვავდება პირველისგან და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მასზე. მე გეპატიჟებით, ყოველ კვირას გაიაზროთ და დაიმახსოვროთ3 ერთი მუხლი წმინდა წერილიდან. სიტყვას გააზრებ-დამახსოვრება ვერ იპოვით ლექსიკონში, მაგრამ მან ჩემს გულში იპოვა ადგილი. აბა, რას ნიშნავს გააზრებ-დამახსოვრება? ჩემი აზრით, ეს არის 80 პროცენტი გააზრებისა და 20 პროცენტი დამახსოვრების კომბინაცია.

აი ორი მარტივი ნაბიჯი:

პირველი: ყოველ კვირას აირჩიეთ მუხლი წმინდა წერილიდან და მოათავსეთ ისეთ ადგილას, რომ ყოველდღიურად შეგეძლოთ მისი ნახვა.

მეორე: ყოველდღე რამდენჯერმე წაიკითხეთ ეს მუხლი ან იფიქრეთ მასზე, იფიქრეთ მასში შემავალი სიტყვების ან ძირითადი ფრაზების მნიშვნელობაზე მთელი კვირის განმავლობაში.

წარმოიდგინეთ ასეთი ჩვევის ასამაღლებელი შედეგი ექვსი თვის, ერთი წლის, 10 წლის პერიოდში ან უფრო მეტ ხანს.

ასეთი ძალისხმევის შედეგად იგრძნობთ მომატებულ სულიერებას. სახარების პრინციპების თქვენი წვდომა უფრო მკაფიო გახდება და თქვენ უფრო მნიშვნელოვნად შეძლებთ ასწავლოთ და აამაღლოთ ისინი, ვინც გიყვართ.

გამოსახულება
წყალქვეშა მილით ცურვა

თუ ყოველკვირეულად დაიწყებთ გააზრებას და დამახსოვრებას, თქვენ ცოტა არ იყოს ისე იგრძნობთ თავს, თითქოს ადრე უბრალოდ წყალქვეშა სასუნთქი მილით ცურავდით და ახლა აკვალანგით დაიწყეთ ყვინთვა. ასეთი გადაწყვეტილება მოგიტანთ სახარების პრინციპების უფრო ღრმა წვდომას და ახალი სულიერი პერსპექტივები დალოცავენ თქვენს ცხოვრებას.

გამოსახულება
აკვალანგით ცურვა

როცა ყოველ კვირას თქვენს მიერ არჩეულ მუხლზე იფიქრებთ, ის სიტყვები და ფრაზები გულზე დაგეწერებათ.4 ასევე ეს სიტყვები და ფრაზები გონებაში ჩაგებეჭდებათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დამახსოვრება უფრო ადვილი და ბუნებრივი გახდება. მაგრამ გააზრებისა და დამახსოვრების პირველი მიზანია - მოუმზადოს აზრებს ასამაღლებელი ადგილი, ისეთი, რომელიც უფლის სულთან ახლოს გამყოფებთ.

მხსნელმა თქვა: „ გამუდმებით დაიუნჯეთ სიცოცხლის სიტყვები“.5 გააზრება და დამახსოვრება საამისოდ ადვილი და ეფექტური ხერხია.

მე მწამს, რომ ნეფი იაზრებდა და იმახსოვრებდა. მან თქვა: „სული ჩემი ხარობს წმინდა წერილებით და გული ჩემი მსჯელობს მათზე და წერს მათ [გამუდმებით], ჩემი შთამომავლობის სასწავლებლად და სასარგებლოდ“.6 იგი შვილებზე ფიქრობდა, როცა იაზრებდა და წერდა წმინდა წერილს. რა სარგებელს მიიღებდა თქვენი ოჯახი, თქვენ რომ გამუდმებით გეცადათ გონების ავსება ღვთის სიტყვით?

ჩემი მუხლი

ბოლოხანებში ვფიქრობდი ალმა 5:16, სადაც წერია: გეუბნებით: შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ გესმით უფლის ხმა, რომელიც გეუბნებათ იმ დღეს: მოდით ჩემთან, დალოცვილნო, რადგან აჰა, თქვენი საქმენი სამართალის საქმენია დედამიწის ზურგზე?“.

აი რა ჩამებეჭდა გონებაში კვირის ბოლოს: წარმოიდგინეთ, რომ გესმით უფლის ხმა, რომელიც გეუბნებათ: „მოდით ჩემთან, დალოცვილნო, რადგან თქვენი საქმენი სამართალის საქმენია“.(Alma 5:16).

როგორც ხედავთ, მე არ დავიმახსოვრე ეს მუხლი სიტყვასიტყვით, თუმცა, ვიაზრებდი ამ მუხლის ძირითად ფრაზებს და იმას, სად ვიპოვო ისინი. მაგრამ ამ პროცესის საუკეთესო ნაწილი იყო ის, რომ ჩემი აზრები უფრო მაღლა მიიწევდა. კვირის განმავლობაში წარმოვიდგენდი უფალს, რომელიც გამამხნევებელ სიტყვებს მეუბნებოდა. ამ წარმოდგენამ გული ამიჩუყა და შთამაგონებდა იმაზედ, რომ „სამართლიანი საქმე მეკეთებინა“. აი რა შეიძლება მოხდეს, როცა „ყოველი აზრი ქრისტეს უკავშირდება“.7

ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ

თქვენ შეიძლება მკითხოთ: „რატომ“? მე გეტყოდით, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როცა სიბოროტე ყველგან აღწევს. ჩვენ არ შეგვიძლია ეს ყველაფერი მივიღოთ, როგორც არსებული მდგომარეობა და ვიკვებოთ არასასიამოვნო სიტყვებით, ცოდვილი გამოსახულებებით ყოველ ნაბიჯზე და საპასუხოდ არაფერი არ მოვიმოქმედოთ. ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ. როცა ჩვენი გონება აღვსილია ასამაღლებელი აზრებითა და გამოსახულბებით, როცა „ყოველთვის გვახსოვს იგი“8, სიბინძურისთვის და ნაგვისთვის ადგილი არ გვრჩება.

მორმონის წიგნში იესო ქრისტე იწვევს ყველას „გაიაზრონ ის, რაც მან თქვა“.9 შეხედეთ გააზრებისა და დამახსოვრების პროცესს, როგორც თქვენი წმინდა წერილის პირად და ოჯახურ შესწავლის დამატებით მოვალეობას, მაგრამ არასდროს არ ჩაანაცვლოთ ამით წმინდა წერილის შესწავლა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გააზრება და დამახსოვრება არის როგორც თქვენს სულიერ დიეტას დამატებული ახალი ვიტამინი.

ეს ძალიან ძნელია

თქვენ შეიძლება თქვათ, რომ გააზრება და დამახსოვრება ძალიან ძნელია თქვენთვის. არ დაიხიოთ უკან. ძნელი შეიძლება იყოს კარგი. ქრისტე გვიწვევს, გავაკეთოთ მრავალი რთული რამ, რადგან მან იცის, რომ ჩვენი მცდელობების გამო დალოცვილნი ვიქნებით.10

გამოსახულება
წმინდა წერილი თუ ელეფონი

ჩვენმა ახალგაზრდა მეზობელმა გააზრებისა და დამახსოვრების ადვილი ხერხი მოძებნა. მას ყოველკვირეული წმინდა წერილიდან დასამახსოვრებელი მუხლი ტელეფონის ეკრანზე გამოაქვს. კიდევ ერთი იდეაა - გაუზიაროთ ეს მუხლი და-ძმას, შვილს ან მეგობარს. ჩემი მეუღლე, ჯული, და მე ვეხმარებით ერთმანეთს. ჩვენ ყოველ კვირას ვირჩევთ გარკვეულ მუხლს. იგი თავისას მაცივარზე ამაგრებს, მე ჩემსას მანქანაში ვდებ. შემდეგ კვირის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ და ასევე მოგვწონს შვილებთან ერთად მსჯელობა ამ მუხლების შესახებ. ამ პროცესში მათთვის უფრო მოხერხებულია ჩვენთვის საკუთარი აზრების გაზიარება ღმერთის სიტყვის შესახებ.

გამოსახულება
და დიურანტი მაცივარზე ამაგრებს წმინდა წერილს
გამოსახულება
ძმა დიურანტი მანქანაში დებს წმინდა წერილს

მე და ჯული ასევე ინტერნეტ ჯგუფის ნაწილი ვართ, სადაც ოჯახის წევრები, მეგობრები და მისიონერები ყოველ კვირას უზიარებენ ერთმანეთს წმინდა წერილს და დროდადრო თან ურთავენ ამასთან დაკავშირებულ აზრს ან მოწმობას. ჩემი უფროსკლასელი ქალიშვილი და მისი ჯგუფის წევრები იყენებენ სოციალურ მედიას და ტელეფონით უგზავნიან ერთმანეთს ნაწყვეტებს წმინდა წერილიდან.

გამოსახულება
ახალგაზრდა ქალები სოციალურ ქსელეში ავრცელებენ წმინდა წერილს

გთხოვთ, ნუ ყოყმანობთ თქვენს ჯგუფში სხვა მრწამსის ხალხის დამატების გამო. ისინიც თქვენსავით ეძებენ აზრების ასამაღლებელ და ღმეღთთან დაახლოვების გზებს.

სარგებელი რაა?

გამოსახულება
და დიურანტი სწავლობს წმინდა წერილს

აბა, სარგებელი რაა? მე და ჯული უკვე სამ წელიწადზე მეტია, რაც „გაიაზრე და დაიმახსოვრე ერთი მუხლი კვირაში“ პროცესით ვართ დაკავებულნი. თავდაპირველად ჩვენ 20 წლიანი მიზანი დავსახეთ. მან ბოლოხანს მითხრა: „როცა პირველად მითხარი ყოველ კვირა გამეაზრებინა და დამემახსოვრებინა მუხლი წმინდა წერილიდან მე ვფიქრობდი, ერთ თვეს გავძლებდი თუ არა. ახლა უკვე არ მაქვს ეჭვი. დაუჯერებელია, რა სასიამოვნოა მაცივარზე წმინდა წერილის ნაწყვეტის დამაგრება და ყოველ დანახვისას მისი გააზრება და დამახსოვრება. ეს სულის ასამაღლებელია“.

„გაიაზრე და დაიმახსოვრე“-ს ექვსი კვირის შემდეგ, ერთმა ტეხასელმა დამ თქვა: „ჩემი მოწმობა განმტკიცდა ... და მე მამაზეციერთან დაახლოვება ვიგრძენი. ... მე მომწონს ის, როგორ მცვლის უკეთესობისკენ ღვთის სიტყვა“.

ერთ-ერთმა მოზარდმა მეგობარმა დაწერა: „მე ძალიან მომეწონა ეს პროცესი, რადგან იგი დამეხმარა მთელი ყურადღება გადამეტანა იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია“.

ერთ-ერთმა ჩვენმა მისიონერმა მოგვიყვა: „მე ყოველ კვირას, 2014 წ. ივნისიდან, ვიაზრებდი და ვიმახსოვრებდი მუხლს წმინდა წერილიდან და ეს ძალზედ მომწონს. ... ეს ნაწყვეტები ჩემი მეგობრებივით არის, რომლებსაც შემიძლია დავეყრდნო გაჭირვების ჟამს“.

ჩემ შემთხვევაში მე უფრო სრულად ვგრძნობ სულიწმინდას, როცა ყოველ კვირას ვიაზრებ და ვიმახსოვრებ წმინდა წერილს. ჩემი სიყვარულმა წმინდა წერილის მიმართ გაიზარდა, რადგან ვცდილობ, „კეთილშობილება მუდამ ამკობდეს [ჩემს] ზრებს“11

განიხილეთ ეს მოწვევა და უზენაესი დალოცვა, რომელიც ნეფიმ გაგვიზიარა: „თუ წინ მიიწევ, ქრისტეს სიტყვით ინადიმებ და ბოლომდე გაძლებ, აჰა, ამბობს მამაზეციერი: მოიპოვებ მარადიულ ცხოვრებას“12. „ქრისტეს სიტყვის ნადიმით“ სულისკვეთებით, გააზრება ემსგავსება გემრიელი ლუკმის მოკბეჩას და ნელ-ნელა მის დაღეჭვას, რათა საუკეთესოდ გაუგოთ გემო.

გამოსახულება
ქალი სალათს კმაზავს

თქვენ რომელი მუხლი აირჩიეთ?

თვის დასასრულამდე გაიაზრებთ და დაიმახსოვრებთ მუხლს წმინდა წერილიდან? წლის ბოლომდე? უფრო დიდი ხნის განმავლობაში? მე და ჯულიმ დავპატიჟეთ ყველა ჩვენი ძვირფასი დალასელი მისიონერი ტეხასიდან, 20 წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად გაიაზრონ და დაიმახსოვრონ წმინდა წერილი. ჩვენ ფინიშამდე 17 მოკლე წელიწადში მივალთ. შემდეგ ახალ მიზანს დავსახავთ, რათა ავიმაღლოთ აზრები და ქრისტეს დავუახლოვდეთ.

თქვენ შეგიძლიათ შეგვამოწმოთ და გვკითხოთ: „ახლა რომელ მუხლს იმახსოვრებთ“? მაგრამ თუ ამას დააპირებთ, მზად იყავით თქვენი ნაწყვეტიც გაგვიზიაროთ წმინდა წერილიდან. ამ გაცვლის შედეგად ყოველი ჩვენგანი სულიერად ამაღლდება.

წარმოგიდგენიათ, როგორ შეიცვლება თქვენი და თქვენი ოჯახის ცხოვრება, თუ ყოველ კვირას რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში წმინდა წერილის ახალ მუხლს ჩაიბეჭდავთ გულში და გონებაში? თუ უფრო დიდი ხნის განმავლობაში იზამთ ამას?

იესო ქრისტე ჩვენი მაგალითია

იესო ქრისტემ ალბათ ადრეულ ასაკში განავითარა სიყვრული წმინდა წერილის მიმართ. იგი ალბათ ბავშვობიდან კითხულობდა წმინდა წერილს, მსჯელობდა მასზე, რათა 12 წლის ასაკში ბრძენ მწიგნობრებთან მნიშვნელოვანი დისკუსიები გაემართა.13 მან დაიწყო მსახურება 30 წლის ასაკში14 და მსახურებისას ხშირად ეყრდნობოდა წმინდა წერილს.15 განა თამამად ვერ ვიტყვით, რომ იესომ მინიმუმ 20 წელი გაატარა წმინდა წერილის სწავლაში და გააზრებაში, როგორც თავისი მისიის მომზადების პროცესის ნაწილი? არის რამე, რასაც დღეს უნდა აკეთებდე იმისთვის, რომ სულიერად მოემზადო მომავალი საშუალებებისთვის, რათა მომავალში მიიღო ოჯახისა და სხვების სწავლებისა და დალოცვის საშუალება?

გამოამჟღავნე რწმენა და იმოქმედე

იმედია, გადაწვიტეთ ყოველ კვირას ცოტაოდენი ფულის გადადება. გამოამჟღავნეთ რწმენა, იმუშავეთ თვითდისციპლინაზე და იმოქმედეთ. მე ასევე გულწრფელად ვლოცულობ იმაზედ, რომ თქვენ აირჩევთ ღვთის სიტყვის გააზრებას და ამას უფრო ღრმად და ვრცლად გააკეთებთ ყოველი კვირის განმავლობაში. გამოამჟღავნეთ რწმენა, დანერგეთ თქვენში დისციპლინა და იმოქმედეთ.

ჩემი პირველი მოწვევისგან განსხვავებით დაზოგოთ ფული, ამ მეორე სულის გადასარჩენი მოსაწვევის სარგებელი თქვენ დაგრჩებათ სამარადისოდ და მას ვერც ჟანგი და ვერც ამასოფლის ჩრჩილი ვერ გაანადგურებს.16

უხუცესი დ. ტოდ კრისტოფერსონი ხშირად გვაძლევდა ასეთ რჩევასა და დაპირებას: „ყურადღებით და გააზრებულად შეისწავლეთ წმინდა წერილი. წმინდა წერილი არის გამოცხადება და იგი დამატებით გამოცხადებას მოგიტანთ“.17

დასასრული

მე გპირდებით, რომ არ ინანებთ, თუკი გულში და გონებაში ჩაიბეჭდავთ მუხლს წმინდა წერილიდან. თქვენ მიიღებთ უწყვეტი სულიერი მიზნის, უსაფრთხოებისა და ძალის გამოცდილებას.

გახსოვდეთ იესო ქრისტეს სიტყვები, როცა მან თქვა: „აკეთეთ ის, რასაც ხედავდით, რომ მე ვაკეთებდი“.18 დაე, სრულად მოვარგოთ მისი სიტყვები ჩვენს ცხოვრებას. მე ამაზე ვლოცულობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.