2010-2019
არ არის იმაზე დიდი სიხარული იცოდე, რომ მათ იციან
2016 წ. ოქტომბერი


არ არის იმაზე დიდი სიხარული იცოდე, რომ მათ იციან

მე არ ვიცი, თუ არსებობს ამ ქვეყნად სხვა რამ, რასაც შეუძლია მოგვიტანოს იმაზე მეტი ბედნიერება და სიხარული, ვიდრე ცოდნა იმისა, რომ ჩვენი შვილები იცნობენ მხსნელს.

დებო და ძმენო, მე ბოლოხანებში ვფიქრობდი საკითხზე: „ყველაფერი, რაც თქვენმა შვილებმა იციან სახარების შესახებ, რომ მოდიოდეს თქვენგან, როგორც მათთვის ერთადერთი წყაროდან, რამდენი ეცოდინებოდათ მათ? ეს საკითხი ეხება ყველას, ვისაც უყვარს, ასწავლის და გავლენას ახდენს თავის შვილებზე.

არის განა იმაზე დიდი ძღვენი, რომელიც შეიძლება ვუბოძოთ შვილებს, ვიდრე ხსოვნა, რომელიც ღრმად ჩაებეჭდებათ გულში, რომ ჩვენ ვიცით: ჩვენი მხსნელი ცოცხალია. იციან მათ, რომ ჩვენ ვიცით? და ამაზე მეტიც, თავად მოვიდნენ იმის ცოდნამდე, რომ იგი ცოცხალია?

ბავშვობაში დედისთვის ყველაზე ძნელად აღსაზრდელი ბავშვი ვიყავი. მე ენერგიის სიჭარბე მქონდა. დედა ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი შიში იყო, რომ ზრდასრულ ასაკს ვერ მივაღწევდი. მეტისმეად აქტიური ბიჭი ვიყავი.

მახსოვს, მოზარდი ვიყავი და ოჯახთან ერთად ზიარების შეკრებაზე ვიჯექი. დედამ ის-ის იყო წმინდა წერილების ახალი კრებული მიიღო. ეს ახალი კრებული შედგებოდა სტანდარტული ნამუშევრებისგან ერთ ყდაში და შუაში ჩაყოლებული იყო ხაზებიანი ქაღალდი შენიშვნებისთვის.

შეკრების დროს მე ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა მისი წმინდა წერილების ხელში აღება. იმ იმედით, რომ უფრო მოწიწებით მოვიქცეოდი, მან ისინი მომაწოდა. როცა წმინდა წერილების გადაფურცვლა დავიწყე, შევნიშნე, რომ მას შენიშვნების სექციაში პირადი მიზანი ჩაუწერია. იმისთვის, რომ მისი მიზანი თქვენთვის გასაგები იყოს, გეტყვით, რომ ექვსი შვილიდან რიგით მეორე ვარ და მქვია ბრეტი. დედამ წითლად ერთადერთი მიზანი ჩაწერა: „მოთმინება ბრეტის მიმართ“!

იმისთვის, რომ დაგეხმაროთ გაიგოთ, რა სირთულის წინაშე იდგნენ ჩემი მშობლები შვილების აღზრდასთან დაკავშირებით, უნდა გითხრათ, როგორ ვსწავლობდით წმინდა წერილს. ყოველ დილით დედა საუზმეზე მორმონის წიგნს გვიკითხავდა. ამ დროს ჩემი უფროსი ძმა დეივი და მე ჩუმადვისხედით, თუმცა არა მოწიწებით. თუ გინდათ სიმართლე, სულაც არ ვუსმენდით. ჩვენ ვკითხულობდით წარწერებს ჩვენი მარცვლეულის ყუთებზე.

ბოლოს და ბოლოს, ერთხელ დილით მე გადავწყვიტე, პირდაპირ მეთქვა დედისთვის და ემოციურად ვკითხე: „დედა, ასე როტომ გვექცევი? რატომ გვიკითხავ მორმონის წიგნს ყოველ დილით“? შემდეგ ისეთი რამ ვთქვი, რომ აღიარებაც კი მრცხვენია. ფაქტიურად, ვერ ვიჯერებ, რომ მართლაც მე ვთქვი. მე მას ვუთხარი: „დედა, არ გისმენ“!

მისმა სიყვარულით სავსე პასუხმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. მან მითხრა: „შვილო, მე ვიყავი შეხვედრაზე, სადაც პრეზიდენტი მარიონ ჯ. რომნი ასწავლიდა წმინდა წერილის წაკითხვის მნიშვნელობას. ამ შეხვედრის დროს მე მივიღე დაპირება, რომ თუ შვილებს ყოველ დღე მორმონის წიგნს წავუკითხავდი, მე მათ არ დავკარგავდი“. შემდეგ მან პირდაპირ თვალებში შემომხედა და აბსოლუტურად დარწმუნებულმა, მითხრა: „და შენც არ დაგკარგავ“!

მისი სიტყვები გულში მომხვდა. მიუხედავად ჩემი ნაკლოვანებებისა მე გადარჩენის ღირსი ვიყავი! მან მასწავლა მარადიული ჭეშმარიტება, რომ მე ვარ მოსიყვარულე მამის შვილი. მე ვისწავლე, რომ მიუხედავად ვითარებებისა, მე ამის ღირსი ვიყავი, ეს არასრულყოფილი პატარა ბიჭისთვის სრულყოფილი მომენტი იყო.

მე მარად მადლიერი ვარ ანგელოზი დედისთვის და ყველა ანგელოზისთვის, რომელსაც შვილები სრულყოფილი სიყვარულით უყვარს, მიუხედავად მათი ნაკლოვანებებისა. მე მტკიცედ მწამს, რომ ყოველი და (მე მათ დავარქმევ „ანგლეოზებს“) სიონში დედაა, განურჩევლად იმისა, არის თუ არა იგი დაქორწინებული და ჰყავთ თუ არა მას შვილები ამ მიწიერ ცხოვრებაში.

წლების წინ პირველმა პრეზიდენტობამ განაცხადა: „დედობა ახლოს დგას ღვთაებრიობასთან. ეს არის ყველაზე მაღალი, წმინდა მსახურება, რომლის გაწევაც შეუძლია კაცობრიობას. იგი აყენებს მას, რომელიც პატივს სცემს თავის წმინდა მოწოდებასა და მსახურებას, ანგელოზების გვერდით“. 1

მადლიერი ვარ ანგელოზებისთვის ეკლესიაში, რომლებიც თამამად და სიყვარულით უცხადებენ მარადიულ ჭეშმარიტებას მამაზეციერის შვილებს.

მე მადლიერი ვარ მორმონის წიგნის ძღვენისთვის. მე ვიცი, რომ იგი ჭეშმარიტია! იგი იესო ქრისტეს სახარების სისრულეს მოიცავს. მე არ ვიცნობ არავის, ვინც ყოველ დღე კითხულობს მორმონის წიგნს სუფთა განზრახვით და ქრისტეში რწმენით, ვინც დაკარგა დამოწმება და გზას ჩამოშორდა. მორონის წინასწარმეტყველურ დაპირებას თან მოსდევს ყოველი ჭეშმარიტების ცოდნის გასაღები, მათ შორის გამოცნობის უნარი და მოწინააღმდეგის ტყუილებისგან თავის არიდება. (იხ.მორონი 10:4–5.)

მე ასევე მადლიერი ვარ მოსიყვარულე მამაზეციერისთვის და მისი ძის, იესო ქრისტესთვის. მხსნელმა უზრუნველყო სრულყოფილი მაგალითი იმისა, როგორ ვიცხოვროთ არასრულყოფილ და უსამართლო სამყაროში. „ჩვენ გვიყვარს იგი, რადგან თავიდან მან შეგვიყვარა“. (1 იოანე 4:19). მისი სიყვარული ჩვენს მიმართ განუზომელია. იგი ჩვენი სანდო მეგობარია. მან, თქვენთვის და ჩემთვის, ოფლი დაღვარა, რომელიც „სისხლის დიდი წვეთებივით იყო“. ( ლუკა22:44). მან მოგვიტევა მიუტევებელი, მას უყვარდა ისინი, ვისი შეყვარებაც შეუძლებელია, მან გააკეთა ის, რაც არც ერთ მოკვდავს არ შეეძლო: უზრუნველყო გამოსყიდვა, რათა დაემარცხებინა მთელი კაცობრიობის შეცოდება, ტკივილი და ავადმყოფობა.

იესო ქრისტეს გამოსყიდვის გამო ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ დაპირებით, რომ მიუხედავად ჩვენი სირთულეებისა, ყოველთვის შეგვიძლია ვიქონიოთ იმედი მისი, „რომელსაც ძალუძს ჩვენი ხსნა“. (2 ნეფი 31:19). მისი გამოსყიდვის გამო ჩვენ შეგვიძლია ვიქონიოთ სიხარული, სიმშვიდე, ბედნიერება და მარადიული სიცოცხლე.

პრეზიდენტმა ბოიდ კ. პაკერმა განაცხადა: „სულ რამოდენიმეს გამონაკლისით, რომლებმაც დაღუპვა არჩიეს, არ არსებობს ჩვევა, მიდრეკილება, ჯანყი, შეცოდება, განდგომა ან დანაშაული, რომელიც თავისუფალია სრული მიტევების დაპირებისგან. ეს არის ქრისტეს გამოსყიდვის დაპირება“. 2

ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში არის მხსნელის მსახურება ამერიკის უძველეს მცხოვრებთათვის. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა იქ ყოფნა. როცა ვუფიქრდები მის მოსიყვარულე, ნაზ ზრუნვას წმინდანთა ჯგუფზე, რომელიც ტაძართან შეიკრიბა, ყურადღება ცალკეულ ბავშვზე გადავიტანე რომლებიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. ვეცადე წარმომედგინა, როგორ მოვიწვევდი ყოველ ბავშვს, მისულიყო მასთან და გამხდარიყო მხსნელის გაშლილი ხელების მოწმე, როგორ ვიდგებოდი ყოველი ბავშვის გვერდით, როცა ისინი თითო-თითო ნაზად შეეხებოდნენ ნაჭდევს მის ხელებსა და ფეხებზე და შემდეგ მენახა, როგორ დაამოწმებდა ყოველი მათგანი, რომ იგი ცოცხალია. (იხ. 3 ნეფი 11:14–17; იხ. ასევე 17:21; 18:25.) რომ ჩვენი შვილები შემობრუნებულიყვნენ და ეთქვათ: “დედა, მამა, ეს იგია!”

გამოსახულება
მხსნელი ბავშვებთან ერთად

მე არ ვიცი, არის რამე ამ ქვეყნად, რასაც შეუძლია მეტი ბედნიერება მოგვგვაროს, ვიდრე სიხარული და ბედნიერება იმისა, რომ ჩვენი შვილები იცნობენ მხსნელს, იციან, „რა წყაროს უნდა მიმართონ ცოდვების მისატევებლად“. აი რატომ, როგორც ამ ეკლესიის წევრები, „ჩვენ ვქადაგებთ ქრისტეზე“ და ვმოწმობთ მასზე. (2 ნეფი 25:26).

  • აი რატომ ვლოცულობთ შვილებთან ყოველდღიურად.

  • აი რატომ ვკითხულობთ მათთან წმინდა წერილებს ყოველ დღე.

  • აი რატომ ვასწავლით მათ, რომ ემსახურონ სხვებს, რათა მოითხოვონ დალოცვები, როცა საკუთარ თავს დაივიწყებენ სხვების მსახურებაში და ამით საკუთარ თავს იპოვიან (იხ.  მარკოზი8:35; მოსია2:17).

როცა ჩვენ თავს ვუძღვნით მოწაფეობის მაგალითებს, ჩვენ მხსნელის სიყვარულით, ღვთიური მიმართულებითა და დაცვით ვაძლიერებთ შვილებს, როცა ისინი მოწინააღმდეგის სასტიკი ქარის წინაშე აღმოჩნდებიან.

სახარება ჭეშმარიტად ერთი თემის საგანია. იგი ერთი დაკარგული ცხვრის შესახებ არიან. (იხ. ლუკა 15:3–7); იგი ერთ სამარიელ ქალბატონზეა; (იხ. იოანე 4:5–30); იგი ერთ უძღებ შვილს ეზღვნება (იხ. ლუკა 15:11–32).

იგი ერთი პატარა ბავშის შესახებაა, რომელიც ამბობდა, რომ არ უსმენდა.

იგი ყოველი ჩვენგანის შესახებაა, ისეთებზე, როგორი არასრულყოფილებიც არ უნდა ვიყოთ, რომლებიც მხსნელთან ერთნი ვხდებით, ისე, როგორც იგი ერთიანია თავის მამასთან (იხ. იოანე17:21).

მე ვმოწმობ, რომ ჩვენ გვყავს მოსიყვარულე მამაზეციერი, რომელიც სახელით გვიცნობს. მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის ცოცხალი ღვთის ძე. იგი ერთადერთი მხოლოდშობილია და ჩვენი შუამავალი მამასთან. მე ვმოწმობ, რომ ხსნა მოდის მისი სახელის მეშვეობით და არ არსებობს სხვა გზა.

მე ვლოცულობ, რომ მივუძღვნათ გული და ხელები იმას, რომ ყოველმა მამაზეციერის შვილმა გაიცნოს იგი და იგრძნოს მისი სიყვარული. და თუ ასე მოხდება, იგი გვპირდება მარადიულ სიხარულსა და ბედნიერებას ამ ქვეყნად და მომავალ ცხოვრებაში. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. “Message of the First Presidency,” in Conference Report, Oct. 1942, 12–13; read by President J. Reuben Clark Jr.

  2.  Boyd K. Packer, “The Brilliant Morning of Forgiveness,” Ensign, Nov. 1995, 20.