2010-2019
მონანიება: მხიარული არჩევანი
2016 წ. ოქტომბერი


მონანიება: მხიარული არჩევანი

მონანიება არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ სასიხარულოცაა მხსნელის გამო.

ძვირფასო დებო და ძმებო, როცა 12 წლის ვიყავი, ჩემი ოჯახი შვედეთის სამხრეთ სანაპიროზე განაგებულ ქალაქში, გიოტებურგში, ცხოვრობდა. ცნობისთვის გეტყვით, რომ ეს ჩვენი ძვირფასი კოლეგის, უხუცესი პერ ჯ. მალმის,1 რომელიც ამ ზაფხულს გარდაიცვალა, მშობლიური ქალაქია. ჩვენ იგი გვენატრება. მადლიერნი ვართ მისი სულგრძელობისთვის და კეთილშობილი მსახურებისთვის, ასევე მისი საყვარელი ოჯახისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვლოცულობთ, რომ ღმერთმა საუკეთსო დალოცვებით დალოცოს.

ორმოცდაათი წლის წინ ჩვენ დავდიოდით ეკლესიაში დიდ, გადაკეთებულ შენობაში. ერთხელ კვირას ჩემი მეგობარი, სტეფანი, 2 ჩვენს მრევლში ორიდან ერთ-ერთი დიაკვანი, ეკლესიაში აღელვებული დამხვდა. ჩვენ წავედით სამლოცველოს მოსაზღვრე ტერიტორიაზე და მან ჯიბიდან დიდი შუშხუნა და ასანთი ამოიღო. ახალგაზრდობისთვის დამახასიათებელი ყოყოჩობით მე შუშხუნა ავიღე და გრძელ ნაცრისფერ ზონარს ცეცხლი წაუკიდე. მე ვაპირებდი აფეთქებამდე ზონარის ჩაქრობას, მაგრამ თითები დამეწვა და შუშხუნა ხელიდან გამივარდა. სტეფანი და მე თავზარდაცემულნი ვუყურებდით, როგორ იწვოდა ზონარი.

შუშხუნა აფეთქდა. სამლოცველო და მასთან მოსაზღვრე ტერიტორია კვამლით ივსებოდა. ჩვენ სწრაფად ავკრიფეთ შუშხუნის ნარჩენები და ფანჯრები გავაღეთ, რათა სუნი გასულიყო, გულუბრყვილოდ გვჯეროდა რა, რომ ვერავინ ვერაფერს შეამჩნევდა. საბედნიეროდ, არავინ არ დაშავებულა და არაფერი არ დაზიანებულა.

როცა წევრები შეკრებაზე მოვიდნენ, მათ საშინელი სუნი ეცათ. განა სხვანაირად შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო? სუნის გამო შეკრების წმინდა დანიშნულება აზრს იცვლიდა. რადგან სულ რამდენიმი აარონის მღვდლობის მატარებელი პირი გვყავდა, მე ზიარების ჩამოტარებას ვერ გავექცეოდი, თუმცა თავს უღირსად ვგრძნობდი და ვცდილობდი, მომხდარის გამო ფიქრებისგან რამენაირად თავი დამეღწია. როცა ზიარების სინი გამიწოდეს, მე არც წყალი და არც პური არ ამიღია. საშინლად ვგრძნობდი თავს. მრცხვენოდა და ვიცოდი, რომ ჩადენილი საქციელის გამო ღმერთი ჩემით არ იყო კმაყოფილი.

ეკლესიის შემდეგ მრევლის პრეზიდენტმა, ფრენკ ლინდბერგმა, ჭაღარათმიანმა სახელგანთქმულმა ასაკოვანმა მამაკაცმა, თავის კაბინეტში მომიწვია. როცა დავჯექი, მან კეთილი მზერით შემომხედა და მითხრა, რომ შენიშნა, რომ მე ზიარება არ მიმიღია. მან მიზეზი მკითხა. მე ეჭვი მქონდა, რომ მან იცოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველამ იცოდა, რაც ჩავიდინე. მას შემდეგ, რაც მოვუყევი, მან მკითხა, როგორ ვგრძნობდი თავს. აცრემლებულმა, ძლივს ვუთხარი, რომ ვწუხდი მომხდარის გამო და ვიცოდი, რომ ღმერთს ვაწყეინე.

პრეზიდენტმა ლინდბერგმა გაცრეცილი მოძღვრება და აღთქმები გადაშალა და რამდენიმე მონიშნული მუხლი ხმამაღლა წამაკითხა. აი რა ეწერა:

„აჰა, ვინც მოინანია ცოდვები - მიეტევება და მე, უფალი, აღარ გავიხსენებ მათ.

„მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ თუ ადამიანმა მოინანია ცოდვები, აჰა, მან უნდა აღიაროს ისინი და აღარ ჩაიდინოს.“3

არასდროს არ დამავიწყდება პრეზიდენტ ლინდბერგის შემბრალებელი ღიმილი, როცა კითხვის შემდეგ თავი ავწიე და შევხედე მას. საკმაოდ ემოციურად მან მითხრა, რომ თვლიდა, კვლავ შემეძლო ზიარების მიღება. როცა მისი კაბინეტიდან გამოვდიოდი, აღუწერელ სიხარულს ვგრძნობდი.

ასეთი სიხარული მონანიების ერთ-ერთი ჩვეული შედეგია. სიტყვა მონანიება ნიშნავს „შემდგომში გააზრებას“ და გულისხმობს „ცვლილებას“.4 შვედურად ეს სიტყვა ჟღერს როგორც „ომვანდ“ და უბრალოდ ნიშნავს „შემობრუნებას“5. ქრისტიანმა მწერალმა, სი. ეს. ლუისმა, ასე დაწერა ცვლილების საჭიროებისა და მეთოდის შესახებ. მან თქვა, რომ მონანიების ნაწილია „უკან სწორ გზაზე დაბრუნება. არითმეტიკული შეცდომის გამოსწორება შეიძლება სწორი დაჯამებით, მაგრამ ეს პროცესი მოითხოვს უკან დაბრუნებას, სანამ არ იპოვი შეცდომას და არ დაიწყებ გასწორებას ზუსტად იმ ადგილიდან და არა უბრალოდ თავიდან დაწყებას“6. ჩვენი საქციელის შეცვლა და „სწორ გზაზე დაბრუნება“ მონანიების ნაწილია, მაგრამ მხოლოდ ნაწილი. მანდვილი მონანიება ასევე მოიცავს ჩვენი გულისა და ნების ღმერთისკენ მობრუნებას და ცოდვაზე უარის თქმას. 7 როგორც ეზეკიელშია ახსნილი, მონანიერბა ნიშნავს „მოიქცევა...ცოდვისგან, ...იქმს სამართალს და სიმართლეს...[და] სიცოცხლის წესესებით ივლის, უსამართლობას აღარ ჩაიდენს.“ 8

თუმცა ეს არ არის სრული განმარტება. იგი შესაფერისად არ განმარტავს იმ ძალას, რომლის მეშვეობითაც მონანიება შესაძლებელი ხდება და ეს ძალა ჩვენი მხსნელის გამომსყიდველი მსხვერპლია. ჭეშმარიტი მონანიება მოითხოვს რწმენას უფალ იესო ქრისტეში, რწმენას იმისა, რომ მას შეუძლია ჩვენი შეცვლა, იმის რწმენასაც, რომ მას შეუძლია ჩვენი პატიება და რწმენას, რომ იგი დაგვეხმარება ავარიდოთ თავი შეცდომებს. ასეთი სახის რწმენა უფლის გამოსყიდვას ხდის ეფექტურს ჩვენს ცხოვრებებში. უფლის დახმარებით „შემდგომ გააზრებისა და „შემობრუნების“ შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ მისი დაპირების იმედი და მიტევების სიხარული. გამომსყიდველის გარეშე მონანიებისთვის ჩვეული იმედი და სიხარული ქრება, მონანიება კი წარმოადგენს საქციელის რაღაც საცოდავ ნაირსახეობას. თუმცა უფალში რწმენის გამოვლენით ჩვენ უფრო და უფრო მოვექცევით მის მიერ ცოდვების მიტევების შესაძლებლობასა და სურვილზე.

პრეზიდენტმა ბოიდ კ. პეკარმა 2015 წ. აპრილს, მისთვის ბოლო გენერალურ კონფერენციაზე, დაამტკიცა მონანიების იმედიანი დაპირება. იგი აღწერს მხსნელის გამოსყიდვის ძალას განკურნებისთვის წინადადებით, რომელიც მიმაჩნია მოციქულთა ნახევარსაუკუნუვონი მსახურების შემაჯამებელ სიბრძნედ. პრეზიდენტმა პეკარმა თქვა: ,,გამოსყიდვა არ ტოვებს კვალს ან ანაბეჭდს. რაც გამოსწორდა - გამოსწორდა. ... იგი უბრალოდ კურნავს და ის, რასაც კურნავს -განკურნებული რჩება“. 9

იგი აგრძელებს:

„გამოსყიდვა, რომელსაც ყოველი ჩვენგანის გამოსწორება შეუძლია, არ ტოვებს იარებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რა ჩავიდინეთ, სად ვიყავით ან როგორ მოხდა ეს, თუ ჩვენ ჭეშმარიტად მოვინანიებთ [მხსნელი] შეგვპირდა, რომ გამოისყიდიდა ჩვენს ცოდვებს; და როცა მან გამოისყიდა ჩვენი ცოდვები, ცოდვების მიტევება ჩვენთვის შესაძლებელი გახდა. ...

„გამოსყიდვას ... შეუძლია ჩამოგვრეცხოს ნებისმიერი ლაქა, მიუხედავად იმისა, რამდენი ხნის განმავლობაში ვატარებდით მას ან რამდენჯერ გავისვარეთ“. 10

მხსნელის გამოსყიდვას არ აქვს საზღვრები, იგი არ შემოიფარგლება სიღრმით ან სიგანით და ეს ასეა ჩემთვისაც და თქვენთვისაც. მაგრამ ამას ძალით თავზე არასდროს არ მოგვახვევენ. როგორც წინასწარმეტყველმა ლეხიმ ახსნა, მას შემდეგ, რაც „საკმაოდ განვისწავლებით“, რათა განვასხვავოთ „კეთილი ბოროტისგან“, 11 ჩვენ „შეგვეძლება, ადამიანთა დიადი შუამავლის მეშვეობით, ავირჩიოთ თავისუფლება და მარადიული სიცოცხლე ან მონობა და სიკვდილი“. 12 სხვაგვარად რომ ვთქვათ, მონანიება არის არჩევანი.

ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა არჩევანის გაკეთება და ზოგჯერ ასეც ვიქცევით. ასეთი არჩევანი შეიძლება არ გვეჩვენებოდეს მცდარი, მაგრამ იგი ხელს გვიშლის სინანულის გრძნობაში და მაშასადამე გვაკავებს ჭეშმარიტი მონანიების მიღებისგან. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ სხვების დადანაშაულება. ისე, როგორც მე 12 წლის ასაკში გიოტებორგში, შემეძლო დამედანაშაულებინა სტეფანი. ეს ხომ მან მოიტანა დიდი შუშხუნა და ასანთი ეკლესიაში, მაგრამ სხვების დადანაშაულებით, გინდაც მართალნი ვიყოთ, ჩვენ ვამართლებთ ჩვენს საქციელს. ამით ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა ჩადენილის გამო სხვებზე გადაგვაქვს. როცა პასუხისმგებლობა გადავიტანეთ, ჩვენ ვამცირებთ ჩვენი მოქმედების შესაძლებლობასაც და საჭიროებასაც. ამით ვხდებით არა საკუთარი ქმედებებისთვის პასუხისმგებელი პირნი, არამედ საცოდავი მსხვერპლი. 13

კიდევ ერთი არჩევანი, რომელიც გვაკავებს მონანიებისგან, არის ჩვენი შეცდომების გამართლება. გიოტებორგში შუშხუნის გამო არავინ დაშავებულა, არაფერი არ დაზიანებულა და შეხვედრაც ჩატარდა. ადვილი იქნებოდა გვეთქვა, რომ მონანიებისთვის არ იყო მიზეზი. მაგრამ შეცდომების გამართლებით, გინდაც იმ მომენტისთვის არანაირი უარყოფითი შედეგი არ ყოფილა, ჩვენ ვკარგავთ მოტივაციას, შევიცვალოთ. ასეთი აზროვნების გამო ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რომ ჩვენს შეცდომებსა და ცოდვებს მარადიული შედეგები აქვს.

მაცდუნებელია იფიქრო, რომ ჩვენს ცოდვებს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ღმერთს ვუყვარვართ მიუხედავად იმისა, რას ვაკეთებთ. სახარბიელოა დაიჯერო ის, რაც მატყუარა ნეჰორმა ასწავლა ზარაჰემლას ხალხს: „მთელი კაცობრიობა უნდა გადარჩეს უკანასკნელ დღეს და მათ არ უნდა ეშინოდეთ და არ უნდა კანკალებდნენ ... და ბოლოს, ყველას ექნება მარადიული ცხოვრება“. 14 მაგრამ ეს მაცდური იდეა მცდარია. ღმერთს ჩვენ ვუყვარვართ, მაგრამ მისთვის სულ ერთი არ არის, რას ვაკეთებთ, არც ჩვენთვისაა სულ ერთი. მან მოგვცა ნათელი მითითებები ჩვენი საქციელის მიმართ და ჩვენ ამას მცნებებს ვუწოდებთ. მისი მოწონება და ჩვენი მარადიული ცხოვრება დამოკიდებულია ჩვენს საქციელზე, იმის ჩათვლით, გვაქვს თუ არა სურვილი მორჩილად ვეძიოთ ჭეშმარიტი მონანიება.15

გარდა ამისა, ჩვენ ვერ ვაღწევთ ჭეშმარიტ მონანიებას, როცა ვირჩევთ ღმერთისა და მისი მცნებების განცალკევებას. საბოლოო ჯამში, ზიარება რომ არ ყოფილიყო წმინდა, არ ექნებოდა მნიშვნელობა იმას, რომ შუშხუნის სუნი გიოტებორგის ზიარების შეკრებისთვის შემაწუხებელი იქნებოდა. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ჩვენი ცოდვილი საქციელით არ დავაკნინოთ და არ დავუკარგოთ ღმერთს მისი მცნებების ავტორობა. ჭეშმარიტი მონანიება მოითხოვს მხსნელის ღვთიურობის აღიარებას და მისი უკანასკნელი დღეების სამუშაოს ჭეშმარიტების აღიარებას.

თავის გამართლების ნაცვლად, მოდით მოვინანიოთ. მონანიების მეშვეობით ჩვენ საკუთარ თავს ვიპოვით, როგორც იგავიდან უძღებმა შვილმა16 და ჩვენი მოქმედებების მარადიულ მნიშვნელობას დავინახავთ. როცა ჩვენ გვესმის, როგორ გავლენას ახდენს ჩვენი ცოდვები მარადიულ ბედნიერებაზე, ჩვენ ვგრძნობთ არა მხოლოდ სინანულს, არამედ ვცდილობთ, უკეთესნი გავხდეთ. როცა ცდუნებების წინაშე აღმოვჩნდებით, ჩვენ უილიამ შექსპირის სიტყვებით უნდა მივმართოთ საკუთარ თავს:

რას მოვიგებ თუ მივიღებ იმას, რასაც ვეძებ?

სიზმარს, ჩასუნთქვას, წამიერ სიხარულს:

ვინ გაცვლის წამიერი სიხარულის წუთს ერთი კვირის ტანჯვაში?

ან ვინ გაყიდის მარადისობას სათამაშოს მისაღებად? 17

თუ ჩვენ სათამაშოს გამო მარადისობა ამოგვივარდა მხედველობიდან, შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი და მოვინანიოთ. იესო ქრისტეს გამოსყიდვის გამო ჩვენ კიდევ ერთი შანსი გვაქვს. მეტაფორა რომ გამოვიყენოთ, ჩვენ შეგვიძლია გავცვალოთ სათამაშო, რომელიც თავიდან შევიძინეთ ასეთი ავი რჩევით მარადისობის იმედის მიღებაში. როგორც მან აგვიხსნა: „აჰა, უფალმა, თქვენმა მხსნელმა, განიცადა ხორციელი სიკვდილი; ისე რომ მან მთელი კაცობრიობის ტკივილი გადაიტანა, რათა ყოველ ადამიანს შეძლებოდა მოენანიებინა და მოსულიყო მასთან“. 18

იესო ქრისტეს შეუძლია მოგვიტევოს, რადგან მან ჩვენი ცოდვების საფასური გადაიხადა. 19

ჩვენი მხსნელი ირჩევს მიტევებას, თავისი შეუდარებელი სიყვარულის, თანაგრძნობისა და შებრალების გამო.

ჩვენს მაცხოვარს სურს მიტევება, რადგან ეს არის მისი ერთ-ერთი ღვთიური თვისება.

და როგორც მწყემსი კეთილი, იგი ხარობს, როცა ვირჩევთ მონანიებას. 20

როცა თავს დამნაშავედ ვგრძნობთ ჩადენილის გამო, 21 როცა ვინანიებთ, ჩვენ უმალვე ვიწვევთ ჩვენს ცხოვრებაში სულიწმინდას. როგორც წინასწარმეტყველი ამულეკი გვასწავლიდა: „გამოდით და აღარ გაიქვავოთ გული; აჰა, დადგა თქვენი ხსნის დრო და დღე; ასე რომ, თუ მოინანიებთ და არ გაიქვავებთ გულს, უმალვე მოგევლინებათ ხსნის დიადი გეგმა“. 22 ჩვენ შეგვიძლია მწარედ ვნანობდეთ ჩადენილს და მაინც იმავდროულად გვიხაროდეს, რომ გვაქვს მხსნელის დახმარება.

ის ფაქტი, რომ შეგვიძლია მოვინანიოთ, სახარების კარგი ამბავია! 23 შეგვიძლია მოვიცილოთ დანაშაული. 24 შეგვიძლია ავივსოთ სიხარულით, მივიღოთ ცოდვების მიტევება და დავიმშვიდოთ სინდისი. 25 შეგვიძლია მოვიცილოთ განწირულობის გრძნობა და ცოდვის მონობა. შეგვიძლია აღვივსოთ ღმერთის საოცარი სინათლით და „აღარ ვიგრძნოთ ტკივილი“. 26 მონანიება არა მარტო შესაძლებელია არამედ სასიხარულოა მხსნელის გამო. მე ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობები, რომლებიც მრევლის პრეზიდენტის კაბინეტში დამეუფლა შუშხუნასთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო. მე ვიცი, რომ მომიტევეს. ჩემი დანაშაულის გრძნობა გაქრა, ცუდი ხასიათი გამოსწორდა და გულიც დამიმსუბუქდა.

დებო და ძმებო, ამ კონფერენციის დასასრულს მე გიწვევთ, მეტი სიხარული იგრძნოთ ცხოვრებაში: სიხარული იმის გამო, რომ იესო ქრისტეს გამოსყიდვა რეალურია; სიხარული იმისა, რომ მხსნელს ძალუძს, მზადაა და სურვილი აქვს ჩვენი მიტევებისა და სიხარული მონანიების არჩევის გამო. მოდით, მივყვეთ რჩევას „სიხარულით ... ამოვიღოთ წყალი ხსნის ჭიდან“. 27 დაე, გავაკეთოთ არჩევანი მოვინანიოთ, უარი ვთქვათ ცოდვებზე და მოვაბრუნოთ გული და ნება მხსნელისკენ, რათა მივყვეთ მას. მე ვმოწმობ მის რეალობაზე. მე ვარ მისი განუზომელი შებრალების, წყალობისა და სიყვარულის მოწმე და მიმღები. მე ვლოცულობ იმაზედ, რომ მისი გამოსყიდვის დალოცვები გახდეს თქვენი აწ და მარადის თქვენს ცხოვრებაში 28, როგორც ისინი არის ჩემს ცხოვრებაში. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. უხუცესი პერ გოესტა მალმი (1948–2016) მსახურობდა ეკელსიის ერთ-ერთ მთავარ ხელმძღვანელად სამოცდაათიანელთა ქვორუმში 2010 წ. გარდაცვალებამდე. იგი დაიბადა შვედეთში, ჯონკოპინგში, მაგრამ მეუღლესთან, აგნეტასთან, ერთად ცხოვრობდა გიოთებურგში. 2010 წ. გენერალურ კონფერენციაზე, თავის შესანიშნავ გამოსვლაში, უხუცესი მალმი ასევე იხსენებდა გიოთებურგს (იხ. “Rest unto Your Souls,” Liahona, Nov. 2010, 101–2).

  2. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მეგობარს სტეფანი არ ჰქვია, მე ეს ამბავი მისი ნებართვით მოვყევი.

  3. მოძღვრება და აღთქმები 58:42–43.

  4. The Greek word metanoeo literally means “‘to perceive afterwards’ (meta, ‘after,’ implying ‘change,’ noeo, ‘to perceive’; nous, ‘the mind, the seat of moral reflection’)” (see James Strong, The New Strong’s Expanded Exhaustive Concordance of the Bible [2010], Greek dictionary section, 162).

  5. My translation of omvänd. Om can be translated as “around.” Vänd can be translated as “to turn.”

  6. C. S. Lewis. The Great Divorce: (1946), 6. In the preface to the book, Lewis wrote that some try to “unify” heaven and hell instead of choosing one or the other. He says that some of us think that “development or adjustment or refinement will somehow turn evil into good. … This belief I take to be a disastrous error. … We are not living in a world where all roads are radii of a circle and where all, if followed long enough, will therefore draw gradually nearer and finally meet at the centre. …

    I do not think that all who choose wrong roads perish; but their rescue consists in being put back on the right road. … Evil can be undone, but it cannot ‘develop’ into good. Time does not heal it. The spell must be unwound, bit by bit … or else not.” (5–6).

  7. See Bible Dictionary, “Repentance.”

  8. Ezekiel 33:14–15.

  9. President Boyd K. Packer’s testimony in the leadership meeting associated with April 2015 general conference is not published in full. These remarks are from my private notes, taken at the time.

  10. Boyd K. Packer, “The Plan of Happiness,” Liahona, May 2015, 28.

  11. 2  ნეფი 2:5.

  12. 2 Nephi 2:27.

  13. See 2 Nephi 2:26.

  14. Alma 1:4. Nehor and his followers did not believe in repentance (see Alma 15:15).

  15. See Russell M. Nelson, “Divine Love,” Liahona, Feb. 2003, 12–17.

  16. See Luke 15:17; see also verses 11–24.

  17. William Shakespeare, The Rape of Lucrece, lines 211–14.

  18. Doctrine and Covenants 18:11.

  19. See Isaiah 53:5.

  20. See Luke 15:4–7; Doctrine and Covenants 18:10–13.

  21. True repentance includes “godly sorrow” (2 Corinthians 7:10). Elder M. Russell Ballard has taught: “For those who have strayed, the Savior has provided a way back. But it is not without pain. Repentance is not easy; it takes time—painful time!” (“Keeping Covenants,” Ensign, May 1993, 7). Elder Richard G. Scott also taught, “Sometimes the steps of repentance are initially difficult and painful” (“Finding Forgiveness,” Ensign, May 1995, 77). While godly sorrow and pain are involved in the process of repentance, the eventual outcome is joyful when forgiveness of sin is felt.

  22. Alma 34:31; emphasis added.

  23. See Bible Dictionary, “Gospels.”

  24. Enos 1:6.

  25. Mosiah 4:3.

  26. Mosiah 27:29.

  27. Isaiah 12:3.

  28. See Mosiah 26:29–30. While God promises to freely forgive, willfully sinning and counting on the Savior’s mercy to allow easy repentance is abhorrent to God (see Hebrews 6:4–6; 10:26–27). Elder Richard G. Scott said: “The joyful news for anyone who desires to be rid of the consequences of past poor choices is that the Lord sees weaknesses differently than He does rebellion. Whereas the Lord warns that unrepented rebellion will bring punishment, when the Lord speaks of weaknesses, it is always with mercy” (“Personal Strength through the Atonement of Jesus Christ,” Liahona, Nov. 2013, 83).