2010-2019
იმსახურეთ
2016 წ. ოქტომბერი


იმსახურეთ

ყოველი წევრი საჭიროა და ყოველ წევრს ესაჭიროება მსახურება

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ბიძია ლიმანისა და დეიდა დოროტის ფერმაში მუშაობა. ბიძა ლიმანი, როგორც წესი, ჩვენს საქმიანობას ხელმძღვანელობდა, დეიდა დოროტი კი ხშირად ეხმარებოდა მას და ძველ დოჯის მანქანას ატარებდა. მე მახსოვს, როგორ მიწევდა ადრენალინი, როცა ტალახში ვიწედებოდით ან ციცაბო ბორცვზე ვცდილობდით ასვლას: ბიძია ლიმანი ამ შემთხვევაში ყვიროდა ხოლმე: „დოროტი, ნეიტრალურში გადაიყვანე“! აი როდის ვიწყებდი ლოცვას! რაღაცნაირად, უფლის დახმარებით და სიჩქარეების ცვლით, დეიდა დოროტიმ მოძებნა ნეიტრალური პოზიცია. ოთხივე ამუშავებული ბორბლით, მანქანამ ბიძგით წინ წაიწია და ჩვენი სამუშაო გაგრძელდა.

„ნეიტრალურ პოზიციაში გადაყვანა“ ნიშნავს გადაცემათა კოლოფში რამდენიმე სიჩქარის ერთდროულად ამუშავებას მგრეხი ძალვის შესაქმნელად. 1 ნეიტრალური პოზიცია ორ ხიდიან მანქანაში გაძლევს სიჩქარის შემცირებას, ძალვის მომატებისა და შესაბამისად, მოძრაობის გაგრძელების საშუალებას.

გამოსახულება
ნეიტრალური პოზიცია

მე მინდა ვიფიქრო თითოეულ ჩვენგანზე, როგორც ნეიტრალურ პოზიციაზე, როცა ჩვენ ერთად ვმსახურობთ ეკლესიაში - მრევლებსა და მეურვეობებში, ქვორუმებში და დამხმარე ორგანიზაციებში. ზუსტად ისე, როგორც სხვადასხვა სიჩქარე ერთობლივად მუშაობს უფრო მეტი სიმძლვრის გამომუშავებაზე, ჩვენც, როდესაც ერთად ვართ, უფრო დიდ ძალას წარმოვადგენთ. როცა ვერთიანდებით ერთმანეთის მსახურებაში, ჩვენ უფრო მეტს ვაღწევთ, ვიდრე დამოუკიდებლად. ამაღელვებელია ერთ გუნდად, შეკრულად მსახურება და უფლის საქმეში დახმარება.

მსახურება დალოცვაა

მსახურების საშუალება ეკლესიის წევრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დალოცვაა. 2 უფალმა თქვა: „თუ გიყვარვართ, მემსახურეთ“3 და ჩვენც ვემსახურებით მას სხვების მსახურებით. 4

მსახურებისას ჩვენ ვუახლოვდებით ღმერთს. 5 ჩვენ შევიცნობთ მას ისე, როგორც სხვაგვარად ვერ შევიცნობდით. ჩვენი რწმენა მის მიმართ იზრდება. ჩვენი პრობლემებზე ხედვა იცვლება. ცხოვრება უფრო დამაკმაყოფილებელი ხდება. ჩვენი სიყვარული სხვების მიმართ იზრდება, ისევე როგორც ჩვენი მსახურების სურვილი. ამ დალოცვილი პროცესის მეშვეობით ჩვენ უფრო ვემსგავსებით ღმერთს და უკეთ ვხდებით მომზადებულნი მასთან დაბრუნებისთვის. 6

როგორც პრეზიდენტი მარიონ ჯ. რომნი გვასწავლიდა: „მსახურება არ არის რაღაც, რასაც ბოლომდე ვუდზლებთ დედამიწაზე, რათა მოვიპოვოთ ცელესტიალურ სამეფოში ცხოვების უფლება.„მსახურება არის არსი იმისი, რისგანაც შედგება ცხოვრება ცელესტიალურ სამეფოში“. 7

მსახურება შეიძლება გამოწვევა იყოს

ეკლესიაში მსახურება შეიძლება გამოწვევა იყოს, თუ გვთხოვენ გავაკეთოთ ის, რაც გვაშინებს ან თუ უკვე დავიღალეთ მსახურებისგან ან თუ მოგვიხმეს გავაკეთოთ ის, რაც დიდად არ მოგვწონს.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ მე მივიღე ახალი დავალება. მე აფრიკის აღმოსავლეთსამხრეთში ვმსახურობდი. ძალიან ამაღელვებელი იყო მსახურობა იქ, სადაც ეკლესია შედარებით ახალია და ჩამოყალიბების პროცესშია და ჩვენ ძალიან გვიყვარდა წმინდანები. შემდეგ მე უკან, ეკლესიის მთავარ ოფისში მომიხმეს და სიმართლე რომ გითხრათ, ამას დიდი ენთუზიაზმით არ შევხვდი. შეცვლილ დავალებას თან ახლდა იდუმალება.

ერთხელ ღამით, როცა მომავალ ცვლილებაზე ვფიქრობდი, მე დიდი პაპის დიდი პაპა, ჯოზეფ სქინი, დამესიზმრა. ჩემთვის ცნობილი იყო მისი დღიურიდან, რომ როცა იგი თავის მეუღლესთან,მარიასთან ერთად, ნავუში გადავიდა საცხოვრებლად, მას სურდა მსახურება, ასე რომ იგი წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს შეხვდა და ჰკითხა მას, როგორ დახმარებოდა სხვებს. წინასწარმეტყველმა იგი პრერიაში სამუშაოდ გააგზავნა და სთხოვა ძალ-ღონე არ დაეშურა. იგი ასეც მოიქცა - სმითის ფერმაში მუშაობდა. 8

მე ვფიქრობდი იმ უპირატესობაზე, რომელიც გაუჩნდა ჯოზეფ სქინს ამ დავალების მიღებით. უეცრად გავიაზრე, რომ მეც იგივე უპირატესობა მაქვს, ჩვენ ყველას გვაქვს იგივე უპირატესობა. ეკლესიის ყოველი მოწოდება მოდის ღმერთისგან მის მიერ დანიშნული მსახურების მეშვეობით. 9

მე ვიგრძენი მკაფიო სულიერი დამტკიცება იმისა, რომ ჩემი ახალი დავალება შთაგონებით მოვიდა. აუცილებელია ამ კავშირის დანახვა, რომ ჩვენი მოწოდებები სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით მოდის ღმერთისგან ჩვენი სამღვდელოების ხელმძღვანელების მეშვეობით. ამის შემდეგ ჩემი განწყობა შეიცვალა და მე მსახურების ღრმა სურვილით აღვივსე. მადლიერი ვარ მონანიების დალოცვისა და შეცვლილი გულისთვის. მე მიყვარს ჩემი ახალი დავალება.

მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოწოდება ეკლესიაში უბრალოდ სამღვდელოების ხელმძღვანელის იდეა იყო ან რომ სხვა არავინ არ მიიღებდა მას, მსახურებისას ჩვენ მაინც დალოცვას მივიღებთ. მაგრამ თუ ღმერთის ხელს ამოვიცნობთ ჩვენს მოწოდებაში და მთლი გულით ვიმსახურებთ, ჩვენს მსახურებას დამატებითი ძალა შეემატება და ჩვენ იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მსახურები გავხდებით.

მსახურება მოითხოვს რწმენას

მოწოდებაში მსახურება მოითხოვს რწმენას. ცოტა ხნის შემდეგ, რაც ჯოზეფი და მარია ჩამოვიდნენ ფერმაში, ისინი ძალაინ ავად გახდნენ. მათ ფული არ ჰქონდათ და ირგვლივ არავის არ იცნობდნენ. ეს მათთვის რთული დრო იყო. თავის დღიურში ჯოხეფი წერს: „ჩვენ ვაგრძელებდით მუშაობას და ვებღაუჭებოდით ეკლესიას იმ მცირე რწმენით, რომელიც გვქონდა, თუმცა ეშმაკი ცდილობდა ჩვენ განადგურებასა და უკუგდებას“. 10

მე, ასობით სხვა შთამომავლებთან ერთად, მარად მადლიერი ვიქნები ჯოზეფისა და მარიასი, რომ მათ უკან არ დაიხიეს. დალოცვები მოდის, როცა შეუპოვრად ვუდგებით ჩვენს მოწოდებებსა და ვალდებულებებს და რწმენით ვუძლებთ.

მე ვიცი შესანიშნავი სახარების მასწავლებელი, რომელიც სწავლის პროცესში მოსწავლეებს რთავს და შთაგონებულ დისკუსიებს ატარებს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. მას შემდეგ, რაც იგი ეკლესიის წევრი გახდა, მან მიიღო მოწოდება დაწყებით საზოგადოებაში. იგი ფიქრობდა, რომ მას არ ჰქონდა მასწავლებლის უნარ-ჩვევები, მაგრამ რადგან მისთვის მსახურების მნიშვნელობა ცნობილი იყო, მან მიიღო ეს მოწოდება. იგი მალე შიშმა შეიპყრო და აღარ მოდიოდა ეკლესიაში, რადგან ამით სწავლებას აარიდებდა თავს. საბედნიეროდ მისმა შინა მასწავლებელმა შენიშნა ეს გაცდენები, ეწვია მას და უკან მოიპატიჟა. ეპისკოპოსი და მეურვეობის წევრები ეხმარებოდნენ მას. საბოლოო ჯამში, გაზრდილი რწმენით, მან დაიწყო ბავშვების სწავლება. როცა იგი იყენებდა „ასწავლე მხსნელის გზით“ სახელმძღვანელოს პრინციპებს ცხოვრებაში, უფალმა დალოცა მისი მცდელობები და იგი ნიჭიერ მასწავლებლად გადაიქცა. 11

ბუნებრივი ქალი ან მამაკაცი, რომელიც ყოველ ჩვენგანშია, ცდილობს მსახურებაზე უარის თქმაზე გაიმართლოს თავი ისეთი მიზეზებით, როგორიცაა: „მე არ ვარ მზად მსახურებისთვის; მეტი უნდა ვისწავლო“, „მე დავიღალე და შესვენება მჭირდება“, „მე ამისთვის დავბერდი, ახლა სხვების ჯერია“ ან „უბრალოდ ძალიან დაკავებული ვარ“.

დებო და ძმებო, მოწოდების მიღება და მასში მსახურება რწმენის აქტია. ჩვენ შეგვიძლია დავუჯეროთ იმას, რასაც გვიმეორებს ჩვენი წინასწარმეტყველი, პრეზიდენტი თომას ს. მონსონი: „ვისაც უფალი მოუხმობს, უფალივე კომპეტენტურად თვლის მას“ და „როცა ჩვენ უფლის დავალებას ვასრულებთ, ჩვენ მისგან დახმარება გვაქვს“. 12 ვართ ჩვენ გადატვირთულნი თუ პირიქით, უინტერესო, შიშისგან ვკვდებით თუ ყელში გვაქვს რაიმე ამოსული, უფალს სურს, რომ შევანელოთ სიჩქარე, მოვუმატოთ სიმძლავრეს და ვიმსახუროთ.

მე ვერ ვხედავ მსუბუქ ნიშანსაც კი იმისა, რომ პრეზიდენტი მონსონი ან მისი თანაშემწენი პირველი პრეზიდენტობიდან და თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან მეტისმეტად დაკავებულნი ან გადაღლილნი არიან. ისინი წარმოადგენენ შთამაგონებელ მაგალითს იმ ძალისა, რომელიც მოდის ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც ვამჟღავნებთ რწმენას, ვიღებთ დავალებებს და თავდადებითა და პასუხისმგებლობით ვასრულებთ მათ. მათ მრავალი წლის წინ იტვირთეს ეს უღელი13 და ძალისხმევით აგრძელებენ წინსვლას.

დიახ, ისინი მსახურობენ მნიშვნელოვან მოწოდებებზე, მაგრამ ყოველი მოწოდება ან დავალება მნიშვნელოვანია. პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ, ეკლესიის ერთ-ერთმა წინასწარმეტყველმა და პრეზიდენტმა, თქვა: „ჩვენ ყველანი ამ დიდ ძალისხმევაში ვართ ჩართულნი. ... თქვენი ვალდებულება მნიშვნელოვანია თქვენი პასუხისმგებლობის სფეროში ისევე, როგორც ჩემია მნიშვნელოვანი ჩემში. არ არსებობს ამ ეკლესიაში მოწოდება, რომელსაც მოჰყვება მცირე ან უმნიშვნელო შედეგი. 14 ყოველი მოწოდება მნიშვნელოვანია. 15

მოდით, ვიმსახუროთ

მოდით, ავმაღლდეთ რწმენაში, ვიტვირთოთ ეს უღელი და წინ წავწიოთ ეს ღირსეული საქმე. 16 მოდით, დეიდა დოროტისთან და სხვა ჩვენს ძმებთან და დებთან ერთად, გადავერთოთ ნეიტრალურ პოზიციაზე“და ვიმსახუროთ.

თუ გინდათ გული გაუხაროთ თქვენს ეპისკოპოსს ან მრევლის პრეზიდენტს, ჰკითხეთ მას: „რითი დაგეხმაროთ?“ სად სურს უფალს, რომ ვიმსახურო?“ როცა იგი ილოცებს და მიიღებს მხედველობაში თქვენს პიროვნებას, ოჯახს და სამსახურის ვალდებულებებს, იგი მიიღებს შთაგონებას თქვენთვის შესაბამისი მოწოდებისთვის. კურთხევისას, თქვენ მიიღებთ სამღვდელოების დალოცვას, რომელიც წინსვლაში დაგეხმარებათ. თქვენ დალოცვას მიიღებთ! ყოველი წევრი საჭიროა და ყოველ წევრს სჭირდება მსახურების შესაძლებლობა. 17

იექო ქრისტე ჩვენი მაგალითია

იესო ქრისტემ, ჩვენმა დიდმა მაგალითმა, სიცოცხლე შეწირა მამაზეციერის საქმისთვის. ამ სამყაროს შექმნამდე, დიდ საბჭოზე, იესო, დასაბამიდანვე რჩეული და ცხებული, კეთილი ნებით გამოდის და ამბობს: „აქ ვარ. მე გამიშვი“. 18 ამით იგი გადაუჭარბებლად ყოველი ჩვენგანის მსახური გახდა. იესო ქრისტეს მეშვეობითა და მისი გამოსყიდვის გამო მიღებული ძალით ჩვენ ასევე შეგვიძლია მსახურება. იგი დაგვეხმარება ჩვენ. 19

მე გულიდან ვუგზავნი სიყვარულს მათ, ვინც ამჟამად ვერ მსახურობენ ეკლესიაში ტრადიციული გაგებით პირადი მიზეზების გამო, თუმცა ცხოვრობს მსახურების სულისკვეთებით. მე ვლოცულობ, რომ თქვენ დალოცვილნი იყოთ თქვენს მცდელობებში. მე ასევე მადლობას ვუხდი მათ, ვინც კვირიდან კვირამდე განადიდებს თავის მოწოდებებს, ასევე მათ, ვინც მალე მიიღებს მოწოდებას მსახურებისთვის. ყოველი წვლილი და მსხვერპლო დაფასებულია, განსაკუთრებით მის მიერ, ვისაც ვემსახურებით. ყველანი, ვინც მსახურობენ, მიიღებენ ღვთის მადლს. 20

რა ასაკშიც არ უნდა ვიყოთ და როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ვითარება, მოდით, გადავაქციოთ მსახურება ჩვენი ცხოვრების წესად. 21 იმსახურეთ მოწოდებაში. იმსახურეთ მისიაში. ემსახურეთ დედას, ემსახურეთ უცნობს. ემსახურეთ მოყვასს. უბრალოდ იმსახურეთ.

დაე, უფალმა დალოცოს ყოველი ჩვენგანი ჩვენს მცდელობაში ვიმსახუროთ და გავხდეთ იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები. 22 მე ვმოწმობ, რომ იგი ცოცხალია და მართავს ამ საქმეს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. See “Compound Gears,” technologystudent.com/gears1/gears3.htm; “Compound Gear Reduction,” curriculum.vexrobotics.com

  2. იხ. იქადაგე ჩემი სახარება: მისიონერთა სამსახურის სახელმძღვანელო (2004), 87.

  3. მოძღვრება და აღთქმები 42:29; იხ. ასევე 59:5.

  4. იხ. მათე 25:40; მოსია 2:17.

  5. იხ. იოანე 12:26.

  6. იხ. მოძღვრება და აღთქმები 81:4–6.

  7. Marion G. Romney, “The Celestial Nature of Self-Reliance,” Ensign, Nov. 1982, 93.

  8. See Joseph Skeen, reminiscences and diary, 7, Church History Library, Salt Lake City; see also Journal and History of Joseph Skeen, ed. Greg S. Montgomery and Mark R. Montgomery (1996), 23.

  9. იხ. მოძღვრება და აღთქმები 1:38; რწმენის სიმბოლოები 1:5.

  10. Skeen, reminiscences and diary, [page 8], spelling and punctuation standardized; Journal and History of Joseph Skeen, 23; იხ. ასევე ლუკა 22:31; 2 ნეფი 28:19–24; ალმა 30:60; მოძღვრება და აღთქმები 10:22–27.

  11. See Teaching in the Savior’s Way (2016), 37–38; Handbook 2: Administering the Church (2010), 5.3, 5.5.4.

  12. თომას  ს. მონსონი, “Duty Calls,” Ensign, მაისი 1996, 44.

  13. “Put Your Shoulder to the Wheel,” Hymns, no. 252.

  14. გორდონ  ბ. ჰინკლი, “This Is the Work of the Master,” Ensign, May 1995, 71.

    პრეზიდენტმა ჰინკლიმ ასევე თქვა: “თქვენ გეძლევათ იგივე საშუალება, დაკმაყოფილდეთ თქვენი მსახურებით, როგორიც მეძლევა მე. ამ საქმის წინსვლა განისაზღვრება ჩვენი ერთობლივი ძლისხმევებით. რა მოწოდებაშიც არ უნდა მსახურობდეთ, მასში იმდნივე საშუალებებია, რამდენიც ჩემს მოწოდებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ეს ჩვენი მოძღვრის საქმეა. ჩვენ კი გვევალება მის მსგავსად სიკეთე ვაკეთოთ“ (“This Is the Work of the Master, ” 71).

    პრეზიდენტმა მონსონმა თქვა: როგორ განვადიდოთ ჩვენი მოწოდება? უბრალოდ, მასთან დაკავშირებული მსახურების შესრულებით. (“Duty Calls,” 43).

  15. ალმა 37:6.

  16. “Put Your Shoulder to the Wheel,” Hymns, no. 252.

  17. იხ. Handbook 2, 3.3.1, 3.3.3, 19.1.1, 19.4. “Through the service of men and women and boys and girls, God’s work is done” (Gospel Principles [2009], 163).

  18. აბრაამი 3:27.

  19. იხ, მოძღვრება და აღთქმები 76:5.

  20. იხ. მოსია 18:26.

  21. “They, the Builders of the Nation,” Hymns, no. 36.

  22. იხ. მორონი 7:48.