2010-2019
ცოდვასთან ბრძოლისუნარიანი თაობა
აპრილი 2017 წ.


ცოდვასთან ბრძოლისუნარიანი თაობა

როცა თქვენ ასწავლით, ხელმძღვანელობთ და გიყვართ შვილები ისე, როგორც უფალს, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ პირადი გამოცხადება, რომელიც დაგეხმარებათ მხნე, ცოდვასთან ბრძოლისუნარიანი ბავშვების აღზრდაში

წელიწადნახევრის წინ პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი საუბრობდა საჭიროებაზე, „ვასწავლოთ და აღვზარდოთ ცოდვასთან ბრძოლისუნარიანი თაობა“. 1 ფრაზამ „ცოდვასთან ბრძოლისუნარიანი თაობა“ ჩემში ძლიერი სულიერი გრძნობები აღძრა.

ჩვენ პატივს მივაგებთ ბავშვებს, რომლებიც ცდილობენ, იცხოვრონ სუფთა, მორჩილი ცხოვრებით. მინახავს უამრავი მაგალითი ბავშვების სიძლიერისა მთელს მსოფლიოში. ისინი, სხვადასხვა სირთულეებში და ვითარებებში რჩებიან მოქნილნი, „მტკიცნე და ურყევნი“. 2 ამ ბავშვებს ესმით მათი ღვთიური ბუნება, ისინი გრძნობენ მამაზეციერის სიყვარულს და ეძიებენ მისი ნების მორჩილებას.

თუმცა, არიან ბავშვები, რომლებსაც უჭირთ „მტკიცედ და ურყევად“ დგომა და რომელთა ფაქიზი გონება დაზიანებულია. 3 მათ ყოველი მხრიდან უტევს „მოწინააღმდეგის ცეცხლოვანი ისრები“ 4 და ისინი გაძლიერებასა და მხარდაჭერას საჭიროებენ. ისინი ჩვენთვის წარმოადგენენ დიდ ბიძგს იმისთვის, რომ ჩვენს მცდელობებში მივიყვანოთ შვილები ქრისტესთან, გამოვიდეთ წინ და დავიწყოთ ომი ცოდვის წინააღმდეგ.

მოუსმინეთ დაახლოებით 43 წლის წინ უხუცეს ბრუს რ. მაკკონკის მიერ ნათქვამ სიტყვებს:

„ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრები, ჩართულნი ვართ ძლიერ კონფლიქტში. ჩვენ ვომობთ. ჩვენ ვართ მათ რიგებში, ვინც ქრისტეს საქმეს ასრულებს -ებრძვის ლუციფერს. ...

„ორივე მხარეს მიმდინარეობს დიდი ომი და სამწუხაროდ, ორივე მხარე მრავალ დანაკარგს განიცდის, ზოგჯერ საბედისწეროსაც, თუმცა ეს ახალი ამბავი როდია. ...

„ახლა, ამ ომში არც არის და ვერც იქნება ნეიტრალური მხარე“ 5

დღეს ომი გრძელდება უფრო დიდი ინტენსიურობით. ეს ბრძოლა გვეხება ყველას, ჩვენი შვილები კი წინა გეგმილზე დგანან და უპირისპირდებიან ძალებს. ასე რომ, იზრდება საჭიროება, გავაძლიეროთ ჩვენი სულიერი სტრატეგია.

გავაძლიეროთ ბავშვები, რათა გავხადოთ ისინი ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლისუნარიანნი, არის მშობლების, პაპა-ბებიების, ოჯახის წევრების, მასწავლებლებისა და ხელმძვანელების დავალება. ჩვენ ყველას გვაკისრია მათი დახმარების ვალდებულება. თუმცა, უფალმა განსაკუთრებით დამოძღვრა მშობლები, ასწავლონ შვილებს „მონანიების, ცოცხალი ღმერთის ძის, ქრისტეს, რწმენის, ნათლობისა და სულიწმინდის ძღვენის დოქტრინა“, ასევე „ლოცვა და უფლის წინაშე მართლად სიარული“. 6

„შვილების აღზრდა სინათლეში და ჭეშმარიტებაში“ 7 შეიძლება იყოს გამომწვევი საკითხი, რადგან ეს ყოველი ბავშვისთვის და ოჯახისთვის ინდივიდუალურია, მაგრამ მამაზეციერმა მოგვცა საყოველთაო მითითებები, რომლებიც დაგვეხმარება. სულიწმინდა შთაგვაგონებს ყველაზე ეფექტურ საშუალებას, რომლითაც ავცრით შვილებს.

პირველ რიგში, აუცილებელია ამ ვალდებულების მნიშვნელობის ხედვა. სანამ შევძლებთ, დავეხმაროთ შვილებს დაინახონ ვინ არიან ისინი და რატომ არიან აქ, ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენი და მათი ღვთიური ბუნება და დანიშნულება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, ყოველი ეჭვის გარეშე იცოდნენ, რომ ისინი მოსიყვარულე მამაზეცირის შვილები არიან და რომ მას აქვს მათგან ღვთიური მოლოდინი.

მეორე: იმისთვის, რომ გახდე ცოდვასთან ბრძოლისუნარიანი, აუცილებელია გაიაზრო მონანიების დოქტრინა. იყო ცოდვასთან ბრძოლისუნარიანი არ ნიშნავს იყო უცოდველი, მაგრამ გულისხმობს უწყვეტ მონანიებას, სიფხიზლეს და სიმხნევეს. შესაძლოა, ცოდვასთან ბრძოლის უნარიანობა მოდის, როგორც ცოდვისთვის მრავალჯერ წინააღმდეგობის გაწევის დალოცვა. როგორც იაკობმა თქვა: „წინ აუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“. 8

ნორჩი მეომრები „ძალზედ მხნედ იყვნენ ... ; თუმცა, აჰა, ეს არ იყო ყველაფერი - ისინი ... ყველაფერში იყვნენ მართალნი, რასაც უფალი მიანდობდა. დიახ, ... მათ ასწავლეს ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე მართლად სიარული“. 9ეს ახალგაზრდა მამაკაცები წავიდნენ ომში და მოწინააღმდეგის წინაშე იარაღის სახით ქრისტეს კეთილშობილ თვისებებს ატარებდნენ. პრეზიდენტმა მონსონმა შეგვახსენა, რომ „ყოველი ჩვენგანი გამუდმებით იღებს მოწოდებას სიმამაცისკენ. ჩვენ ყოველდღე გვჭირდება სიმამაცე, არა მარტო წამიერ ქმედებებში, არამედ უფრო ხშირად იმ დროს, როცა გვიწევს გადაწყვეტილების მიღება ან ჩვენს ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე რეაგირება“. 10

ჩვენი შვილები აისხამენ სულიერ აბჯარს, როცა დააწესებენ პირადი ყოველდღიური მოწაფეობის მაგალითებს. ალბათ ჩვენ სათანადოდ ვერ ვაფასებთ ბავშვების შესაძლებლობას, ჩაეჭიდონ ყოველდღიური მოწაფეობის კონცეფციას. პრეზიდენტმა ჰენრი ბ. აირინგმა მოგვცა რჩევა, „დავიწყოთ ადრე და ვიდგეთ მყარად“. 11 ასე რომ, მესამე მომენტი, რომელიც დაეხმარება შვილებს, გახდნენ ცოდვასთან ბრძოლისუნარიანი, არის ის, რომ ძალიან ადრეულ ასაკში სიყვარულით გავუკეთოთ სახარების დოქტრინისა და პრინციპების გადასხმა - წმინდა წერილიდან, რწმენის სიმბოლოებიდან, ბუკლეტიდან „ახალგაზრდების გასაძლიერებლად“, დაწყებით საზოგადოების სიმღერებიდან, ჰიმნებიდან და ჩვენი პირადი დამოწმებებიდან, რაც მიიყვანს ბავშვებს მხსნელთან.

ლოცვის თანამიმდევრული ჩვევის, ასევე წმინდა წერილის შესწავლის, ოჯახური საღამოს ჩატარებისა და შაბათის წმინდად დაცვის ჩამოყალიბებას მივყავართ სიწმინდემდე, შინაგანი გამძლეობისკენ და ძლიერი მორალურ ფასეულობებისკენ ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულიერი მთლიანობისკენ. დღეს სამყაროში, სადაც მთლიანობა თითქმის გაქრა, ჩვენი შვილები იმსახურებენ გაიგონ, რა არის ჭეშმარიტი მტლიანობა და რატომ არის იგი ასე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვამზადებთ მათ წმინდა აღთქმის დადებისთვის ნათლობისას და ტაძარში. როგორც გვასწავლის იქადაგე ჩემი სახარება, „მცნებების დაცვა ამზადებს ადამიანებს [ყველაზე ახალგაზრდების ჩათვლით], წმინდა აღთქმების დადებისთვის და დასაცავად“. 12

უხუცესი ჯეფრი რ. ჰოლანდი გვასწავლიდა: „როცა ვსაუბრობთ აღთქმების დაცვის შესახებ, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენ მიწიერ ყოფაში მიზნის გულსა და სულზე“. 13 მამაზეციერთან აღთქმების დადებასა და დაცვაში არაჩვეულებრივი ძალაა. მოწინააღმდეგემ ეს იცის, ასე რომ, მან ბუნდოვანი გახადა აღთქმების დადების კონცეფცია. 14 ცოდვასთან ბრძოლისუნარიანი თაობის შექმნის კიდევ ერთი მომენტია დავეხმაროთ ბავშვებს, წმინდა აღთქმები გაიგონ, დადონ და დაიცვან.

როგორ ვამზადებთ შვილებს, დადონ წმინდა აღთქმები და დაიცვან ისინი მათი აღთქმის გზაზე შესვლისა და წინსვლისას? როცა ვასწავლით შვილებს უბრალო დაპირებების შესრულებას ადრეულ ასაკში, ეს მისცემთ მათ ძალას, მომავალში დაიცვან წმინდა აღთქმები ცხოვრებაში.

მოგიყვანთ უბრალო მაგალითს: ოჯახური საღამოს დროს მამამ ჰკითხა: „როგორ ვეგუებით ოჯახში ერთმანეთს“? ხუთი წლის ლიზიმ დაიწყო წუწუნი იმის თაობაზე, რომ მისი ძმა, კევინი, ხშირად აჯავრებდა და მას ეს სწყინდა. კევინმა უხალისოდ აღიარა, რომ ლიზი მართალი იყო. კევინის დედამ ჰკითხა მას, რისი გაკეთება შეეძლო, რომ უკეთესი ურთიერთობა ჰქონოდა დასთან. კევინი დაფიქრდა და გადაწყვიტა, რომ მთელი დღის განმავლობასი არ გააჯავრებდა ლიზის.

მეორე დღის ბოლოს, როცა ყველა ოჯახური ლოცვისთვის შეიკრიბა, კევინის მამამ ჰკითხა ვაჟს, როგორ მიდიოდა საქმე. კევინმა უპასუხა: „მამა, მე სიტყვა შევასრულე“! ლიზიმაც სიხარულით დაადასტურა. ოჯახმა მიულოცა კევინს.

შემდეგ, კევინის დედამ შემოიტანა წინადადება: თუ მას მთელი დღის განმავლობაში შეეძლო სიტყვის შენახვა, რატომ არ ეცადა ორი დღის განმავლობაში შეენახა სიტყვა? კევინმა შეთანხდა, რომ ეცდებოდა. ორი დღე გავიდა, კევინი წარმატებით ასრულებდა სიტყვას, ლიზი კი ძალიან მადლიერი იყო ამისთვის. როცა მამამ ჰკითხა, რატომ ცდილობდა იგი ასე ბეჯითად სიტყვის შესრულებას, კევინმა უპასუხა: „შევასრულე დაპირება იმიტომ, რომ ასე ვთქვი“.

პატარა დაპირების წარმატებით თანმიმდევრულად შესრულებას მივყავართ მთლიანობისკენ. დაპირებების შესრულების მუდმივი პრაქტიკა სულიერად ამზადებს ბავშვებს, მიიღონ ნათლობისა და სულიწმინდის ძღვენის პირველი აღთქმა, სადაც ისინი დებენ აღთქმას, ემსახურონ ღმერთს და დაიცვან მისი მცნებები. 15 დაპირებები და აღთქმები ერთმანეთისგან განუყოფელია.

დანიელის წიგნში16 ჩვენ ვკითხულობთ შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს შესახებ, რომლებიც უარს ამბობენ, თაყვანი სცენ ნაბუქოდონოსორის კერპს. მეფემ გააფრთხილა ისინი, რომ თუ არ შეასრულებდნენ ამას, იგი მათ ცეცხლში ჩაყრიდა. მათ კი უარი თქვეს და განაცხდეს:

„თუ ასე იქნება, ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით , შესწევს ძალა, რომ ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს ...

„თუ არა და, იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს.“ 17

„თუ არა და“. განიხილეთ ამ სიტყვების მნიშვნელობა. როგორ უკავშირედება ისინი მცნებების დაცვას. ეს სამი ახალგაზრდა მამაკაცი არ უკავშირებდა მორჩილებას საკუთარ გადარჩენას. რომც არ გადარჩენილიყვნენ, ისინი მაინც შეასრულებდნენ უფლის დაპირებას, რადგან სიტყვა მისცეს. აღთქმის დაცვა არასდროს არ უნდა უკავშირედებოდეს სიტუაციას. ეს სამი ახალგაზრდა, როგორც ახალგაზრდა მეომრები, წარმოადგენენ ცოდვასთან ბრძოლისუნარიან შესანიშნავ მაგალითს ჩვენი შვილებისთვის.

როგორ უკავშირდება ეს მაგალითები ჩვენს ოჯახებსა და სახლებს? „ხაზი ხაზზე, მცნება მცნებაზე“, 18 ჩვენ ვეხმარებით შვილებს, ნელ-ნელა დააგემოვნონ წარმატება. როცა ისინი მცნებებს იცავენ, აუცილებლად იგრძნობენ სულიწმინდას თავიანთ ცხოვრებაში. უხუცესი ჯოზეფ ბ. ვერსლინი გვასწავლიდა, რომ „მთლიანობის სრულყოფილი ჯილდო არის სულიწმინდის მუდმივი თანამგზავრობა“. 19 შემდეგ ჩვენი შვილების „დაჯერებულობა უნდა განმტკიცდეს ღმერთის გარემოცვაში“. 20 მთლიანობის ჭიდან ამოხეთქავს ძლიერი, ცოდვასთან ბრძოლისუნარიანი თაობა.

დებო და ძმებო, ახლოს იყოლიეთ თქვენი პატარები, ისე ახლოს, რომ მათ შეეძლოთ თქვენი ყოველდღიური რელიგიური ქცევის ყურება და იმის დანახვა, რომ თქვენ იცავთ დადებულ აღთქმებსა და დაპირებებს. „ბავშვები დიდი იმიტატორები არიან, ასე რომ მიეცით მათ მისაბაძად რაიმე კარგი“. 21 ჩვენ, დაპირება დაპირებაზე, აღთქმა აღთმაზე, ჭეშმარიტად ვეხმარებით უფალს ცოდვასთან ბრძოლისუნარიანი თაობის აღზრდაში.

მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე დგას ამ ეკლესიის სათავეში. როცა თქვენ ასწავლით, ხელმძღვანელობთ და გიყვართ შვილები ისე, როგორც უფალს, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ პირადი გამოცხადება, რომელიც დაგეხმარებათ მხნე, ცოდვასთან ბრძოლისუნარიანი ბავშვების აღზრდაში. მე ვლოცულობ იმაზედ, რომ ჩვენმა შვილებმა იგრძნონ ნეფის სიტყვები: „იზამთ ისე, რომ ვთრთოდე ცოდვის გამოჩენისას“? 22 მე ვმოწმობ, რომ ჩვენმა მხსნელმა გამოისყიდა სამყაროს ცოდვები, რადგან მან თქვა, რომ ამას იზამდა, 23 და ჩვენ მას ვუყვარვართ ისე, როგორც ჩვენ, მოკვდავებს, ვერ წარმოგვიდგენია24, რადგან მან თქვა, რომ ეს ასე იქნება. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.