2010-2019
რწმენის საძირკველი
აპრილი 2017 წ.


რწმენის საძირკველი

ჩემი ვედრებაა, გავიღოთ მსხვერპლი და ვიქონიოთ უფალი იესო ქრისტეს რწმენის საძირკვლის გასაძლიერებელი აუცილებელი მორჩილება.

ეს საოცარი გენერალური კონფერენცია იყო. ჩვენ ჭეშმარიტად განვისწავლეთ. გენერალური კონფერენციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ალბათ ის არის, რომ გავზარდოთ რწმენა მამაღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს მიმართ.

ჩემი სიტყვები რწმენის საძირკველს ეხება.

პირადი საძირკველი, ისევე, როგორც სხვა ღირებული საქმე, როგორც წესი კეთდება ნელ-ნელა, ფენა-ფენა: თითო გამოცდილებით, თითო გამოწვევით, თითო ვარდნით და თითო წარმატებით. ყველაზე საყვარელი ფიზიკური გამოცდილება ბავშვის პირველი ნაბიჯებია. ამის ყურება საოცრებაა. სახეზე საყვარელი მზერა - გაბედულობის, სიხარულის, გაკვირვებისა და მიღწევის კომბინაცია. ეს ჭეშმარიტად ფასდაუდებელი მოვლენაა.

ჩვენც გვაქვს ოჯახში მსგავსი ხასიათის მოვლენა. როცა ჩვენი უმცროსი ვაჟი დაახლოებით ოთხი წლის იყო, იგი მოვიდა სახლში და სიხარულით, ამაყად გამოუცხადა ოჯახს: „ახლა ყველაფრის კეთება შემიძლია. შემიძლია გაბანტვა, ტარება და შეკვრა. ჩვენ მივხვდით, რომ იგი გულისხმობდა ზონარებს, სამთვლიან ველოსიპედს და „ელვას“ თავის ქურთუკზე. ჩვენ ყველას გაგვეცინა, თუმცა მივხვდით, რომ მისთვის ყოველივე ეს უზარმაზარი მიღწევა იყო. იგი ფიქრობდა, რომ გაიზარდა და სრულად ჩამოყალიბდა.

ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას მრავალი რამ აქვს საერთო. ფიზიკური განვითარება დასანახად საკმაოდ ადვილია. ჩვენ ვიწყებთ პირველი ნაბიჯებით და ყოველდღე, ყოველწლიურად ვახდენთ პროგრესს, ვიზრდებით, ვვითარდებით, რათა მივაღწიოთ ჩვენს საბოლოო ფიზიკურ მდგომარეობას. ყოველი ადამიანისთვის ეს პროცესი განსხვავებულია.

როცა ვუყურებთ ცნობილ სპორტსმენს ან ვუსმენთ მუსიკალურ ნაწარმოებს, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ეს ადამიანი ძალიან ნიჭიერია, რაც მეტ წილად მართალია. მაგრამ იმის უკან, რასაც ვხედავთ, იმალება მომზადებისა და ვარჯიშის წლები. ერთმა საკმაოდ ცნობილმა მწერალმა, მალკოლმ გლადველმა, დაარქვა ამას ათი ათასი საათის წესი. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სპორტში, მუსიკაში, აკადემიურ ცოდნაში, სპეციალურ უნარ-ჩვევებში, სამედიცინო ან საკანონმდებლო ექსპერტიზაში და ა.შ. წარმატების მისაღწევად აუცილებელია ამდენი საათის განმავლობაში ვარჯიში. ამ კვლევების ერთ-ერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ „10 000 საათიანი ვარჯიში აუცილებელია იმისთვის, რომ ნებისმიერ დარგში მიაღწიო მსოფლიო კლასის ექსპერტის დონეს. 1

ადამიანთა უმეტესობა აღიარებს, რომ მსგავსი მომზადება და ვარჯიში აუცილებელია იმისთვის, რომ იყო ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობის პიკზე.

სამწუხაროდ, ჩვენი ცხოვრება უფრო და უფრო საერო ხდება, უფრო და უფრო ნაკლები ყურადღება ეთმობა სულიერ ზრდას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ დავემსგავსოთ ქრისტეს და ჩავყაროთ ჩვენი ბოლომდე გაძლების რწმენის საძირკველი. ჩვენ გვახასიათებს განდიდებული სულიერი წვდომის მომენტებზე ხაზის გასმა. ეს არის ის ძვირფასი შემთხვევები, როცა ჩვენ ვიცით, რომ სულიწმინდამ გულში და გონებაში დაგვიმოწმა განსაკუთრებული სულიერი შთაგონებები. ჩვენ ვხარობთ მსგავსი მოვლენებით; ისინი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავაკნინოთ, მაგრამ იმისთვის, რომ ვიქონიოთ ბოლომდე გაძლების რწმენა და სულიწმინდის მუდმივი თანხლება, რელიგიურ დარგში ვერ ვიპოვით ვერაფერს, რაც შეგვიცვლის იმას, რასაც ფიზიკური და გონებრივი განვითარება ვერ შეედრება. ჩვენ უნდა ვაშენოთ იმ მოვლებეზე, რაც ზოგჯერ ბავშვის პირველ ნაბიჯებს შეედრება. ჩვენ ამას ვახდენთ საკუთარ თავზე წმინდა ვალდებულების აღებით, როგორიცაა ზიარების შეკრება, წმინდა წერილის შესწავლა, ლოცვა და მოწოდებებში მსახურება. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერთ გამოსამშვიდობებელ მოხსენებაში, რომელიც ეძღვენობდა 13 შვილის მამას, ნათქვამი იყო, რომ იგი „ყოველდღიურად თავდადებულად ლოცულობდა და კითხულობდა წმინდა წერილს, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის შვილებზე, ჩაყარა რა მათში ურყევი საძირკველი უფალ იესო ქრისტეს რწმენისა“. 2

15 წლის ასაკში მქონდა შემთხვევა, რომელიც ძირითადი გახდა ჩემთვის. ჩემი ერთგული დედა მამაცურად ცდილობდა, დამხმარებოდა ცხოვრებაში რწმენის საფუძვლების შექმნაში. ვესწრებოდი ზიარების შეკრებებს, დაწყებით საზოგადოებას, შემდეგ ახალგაზრდა კაცების გაკვეთილებს და სემიმარიას. წავიკითხე მორმონის წიგნი, ყოველთვის ვლოცულობდი. იმ დროს ჩვენს ოჯახში მოხდა დრამატული რამ. ჩემი უფროსი ძმა სავარაუდოდ მისიაში უნდა წასულიყო. მამაჩემს კი, შესანიშნავ ადამიანს, ნაკლებად აქტიურ წევრს, სურდა, რომ შვილს სწავლა გაეგრძელებინა ნაცვლად მისიაში მსახურებისა. ეს მოვლენა დიდი კამათის საგანი გახდა.

იმ ჩინებული საუბრიდან ძმასთან, რომელიც ხუთი წლით ჩემზე უფროსი იყო, ჩვენ დავადგინეთ, რომ მისი გადაწყვეტილება მისიაში მსახურების თაობაზე დამოკიდებული იყო სამ საკითხზე: (1) არის იესო ქრისტე ღვთიური ბუნებისა? (2) არის მორმონის წიგნი ჭეშმარიტი? (3) არის ჯოზეფ სმითი აღდგენის წინასწარმეტყველი?

როცა იმ ღამით გულწრფელად ვლოცულობდი, სულიწმინდამ დამიდასტურა ჭეშმარიტება სამივე საკითხის შესახებ. მე ასევე მივხვდი, რომ თითქმის ყოველი გადაწყვეტილება, რომელიც ცხოვრების ბოლომდე უნდა მიმეღო, დაფუძნებული იქნებოდა ამ სამი კითხვის პასუხზე. მე განსაკუთრებით მივხვდი, რომ უფალი იესო ქრისტეს რწმენა აუცილებელი იყო. ახლა, როცა უკან ვიხედები, ვხვდები, რომ ძირითადად დედამ ჩაუყარა ჩემში ყოველივე იმას საფუძველი, რაზედაც დაყრდნობით მე იმ ღამეს დასტური მივიღე. ჩემმა ძმამ, რომელსაც უკვე ჰქონდა მოწმობა, მიიღო გადაწყვეტილება, ემსახურა მისიაში და საბოლოოდ მამისგანაც მიიღო მხარდაჭერა.

სულიერი მითითებანი მიიღება საჭიროებისამებრ, უფლის დროისა და ნების შესაბამისად. 3 მორმონის წიგნი: კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ, არის ამის შესანიშნავი მაგალითი. მე ახლახან გადავავლე თვალი მორმონის წიგნის პირველ გამოცემას. ჯოზეფ სმითმა დაასრულა თარგმანი, როცა 23 წლის იყო. ჩვენ ვიცით, რა იარაღები გამოიყენა მან თარგმნისას და ზოგიერთი რამ, რაც ამ პროცესს ეხებოდა. იმ პირველ 1830 წ. გამოცემაში, ჯოზეფმა ჩართო მოკლე წინასიტყვაობა და უბრალოდ და მარტივად განაცხადა, რომ ეს იყო ნათარგმნი „ღმერთის ძღვენითა და ძალით“. 4 და დამხმარე საშუალებები, ურიმი და თუმიმი, წინასწარმეტყველთა ქვები? აუცილებელი იყო ისინი თუ უბრალოდ სამ ბორბლიან ველოსიპედზე თავის დასაზღვევი ბორბლებივით მიეცა ჯოზეფს, სანამ იგი საკმარის რწმენას გამოამჟღავნებდა და პირდაპირ გამოცხადებას მიიღებდა? 5

გამოსახულება
1830 წ. მორმონის წიგნის ყდა
გამოსახულება
1830 წ. მორმონის წიგნის გამოცემის წინასიტყვაობა

ზუსტად ისე, როგორც ვარჯიში და უწყვეტი მცდელობებია საჭირო ფიზიკური ან გონებრივი უნარების მისაღწევად, იგივე სულიერ საკითხებზეც ითქმის. გახსოვდეთ, რომ წინასწარმეტყველ ჯოზეფს იგივე პიროვნება, მორონი, 4 ჯერ გამოეცხადა, იგივე გზავნილით, რათა ჯოზეფი ფირფიტების მისაღებად მოემზადებინა. მე მწამს, რომ ყოველკვირეულ მონაწილეობას ზიარების შეკრებებში მოაქვს სულიერი შედეგი, რომელსაც ვერ ვხედავთ. წმინდა წერილის რეგულარული და არა შემთხვევითი წაკითხვა შეცვლის ზერელე გაგებას ამაღლებული, ჩვენი ცხოვრების შემცვლელი, რწმენით.

რწმენა არის ძალის პრინციპი. ნება მიბოძეთ, მოგიყვანოთ მაგალითი: როცა ახალგაზრდა მისიონერი ვიყავი, ჩინებულმა მისიის პრეზიდენტმა6 ძალიან ღრმად წარმომიდგინა ამონარიდი წმინდა წერილიდან, ლუკას სახარებიდან, სადაც ქალი 12 წლის განმავლობაში იტანჯებოდა დენისგან და ყველაფერი დაახარჯა ექიმებს, რომლებიც ვერ კურნავდნენ მას. ეს დღემდე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ამონარიდია.

გეხსომებათ, რომ მას სწამდა, თუკი შეეხებოდა მხსნელის სამოსის კიდეს - გამოჯანმრთელდებოდა. და იგი შეხებისთანავე განიკურნა. მხსნელმა, რომელიც მოწაფეებთან ერთად მიდიოდა, იკითხა: „ვინ შემეხო“?

პეტრემ უპასუხა, რომ ისინი ყველანი ერთად მიდიოდნენ და მას ეხებოდნენ.

„ხოლო იესომ თქვა: ვიღაც შემეხო მე, რადგან ვგრძნობ , რომ ძალა გავიდა ჩემგან ....

სიტყვასათნოების არსი შეიძლება ადვილად აღიქვას, როგორც „ძალა“. ესპანურში და პორტუგალიურში ეს ითარგმნება როგორც „ძალა“. მხსნელს ის ქალი არ უნახავს; მან არ იცოდა მისი გასაჭირი, მაგრამ ქალს სწამდა, რომ მხსნელის სამოსს უნდა შეხებოდა და ამან ღვთის ძის განკურნების ძალა გადმოავლინა მასზედ.

როგორც მხსნელმა უთხრა: „ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. წადი მშვიდობით .7

მე მთელი ცხოვრება ვფიქრობდი ამ ამონარიდის შესახებ. მე გავიაზრე, რომ ჩვენი პირადი ლოცვები და ვედრებანი იესო წრისტეს სახელით საყვარელი მამაზეციერისადმი მოგვიტანს ისეთ დალოცვებს, რომლებსაც ვერ ჩავწვდებით. ის რწმენის საფუძველი, რომელიც ამ ქალმა გამოამჟღავნა, ჩვენი გულის უდიდესი სურვილი უნდა იყოს.

თუმცა, რწმენის საწყისი საფუძველი, სულიერი დასტურიც კი, არ ნიშნავს იმას, რომ არ წავაწყდებით სირთულეებს. სახარებაში მოქცევა არ ნიშნავს, რომ ყველა ჩვენი პრობლემა გადაწყდება.

ეკლესიის ადრეული ისტორიაში და მოძღვრება და აღთქმებში ჩაწერილი გამოცხადებები მოიცავს რწმენის საფუძვლის შექმნის, ასევე ცვალებადობასთან და გამოწვევებთნ გამკლავების შესანიშნავ მაგალითებს, რომლების წინაშეც ყოველი ჩვენგანი აღმოჩნდება.

კირტლანდის ტაძრის დასრულება მთელი ეკლესიისთვის საფუძვლიანი მოვლენა იყო. იგი დასრულდა სულიერი გრძნობების გამომჟღავნებით, დოქტრინალური გამოცხადებებით და ეკლესიის შემდგომი დაფუძნებისთვის აუცილებელი გასაღებების აღდგენით. ისე, როგორც ძველად, მოციქულებს ორმოცდამეათე დღეს, მრავალ წევრს ჰქონდა მსგავსი გამოცდილება კირტლანდის ტაძრის მიძღვნისას. 8 მაგრამ, ზუსტად როგორც ცხოვრებაში, ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ ექნებოდათ სირთულეები ან გამოწვევები, რომლებიც უნდა გადაელახათ. ესლესიის ამ ადრეულმა წევრებმა სულაც არ იცოდნენ, რომ შეერთებული შტატების ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდებოდნენ. 1837 წ. შექმნილი პანიკა მათი სულებისთვის გამოცდა იყო. 9

ამ ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებული ერთ-ერთი სირთულე გამოსცადა აღდგენის ერთ-ერთმა უდიდესმა ხელმძღვანელმა, უხუცესმა პარლი პ. პრატმა. იგი თორმეტ მოციქულთა ქვორუმის თავდაპირველი წევრი იყო. 1837 წ. დასაწყისში პირველი შვილის გაჩენისას გარდაიცვალა მისი ძვირფასი მეუღლე, სენქფული. პარლი და სენკფული დაახლოებით 10 წელი იყვნენ ერთად და მისმა გარდაცვალებამ გაანადგურა იგი.

რამდენიმე თვის შემდეგ უხუცესი პრატი აღმოჩნდა ეკლესიისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მდგომარეობაში. ეროვნული კრიზისის შუაგულში დაიწყო ადგილობრივი ეკონომიკური საკითხები - მიწის სპეკულაციისა და ჯოზეფ სმითისა და ეკლესიის წევრთა მიერ დაფუძნებული ფინანსური დაწესებულებების სირთულეები, რაც კირტლანდში ქმნიდა უთანხმოებას და დაპირისპირებას. ეკლესიის ხელმძღვანელები საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებითაც კი ყოველთვის ვერ იღებდნენ ბრძნულ გადაწყვეტილებას. პარლიმ განიცადა დიდი ფინანსური დანაკარგი და დროებით გამოიწვია წინასწარმეტყელ ჯოზეფის უკმაყოფილება. 10 მან ჯოზეფი მწარედ გააკრიტიკა და ტრიბუნიდან მის საწინააღმდეგოდაც ილაპარაკა. იმავე დროს პარლიმ განაცხადა, რომ ისევ სწამდა მორმონის წიგნი და მოძღვრება და აღთქმები. 11

უხუცესმა პრატმა დაკარგა მეუღლე, მიწა და სახლი. იგი, ჯოზეფის უჩუმრად გაემგზავრა მისურიში. გზად მას მოულოდნელად შეხვდნენ მოციქულები თომას ბ. მარში და დევიდ პატენი, რომლებიც კირტლანდში ბრუნდებოდნენ. ისინი გრძნობდნენ ქვორუმში ჰარმონიის აღდგენის დიდ საჭიროებას და დაარწმუნეს პარლი, რომ იგი მათთან ერთად დაბრუნებულიყო. იგი მიხვდა, რომ ჯოზეფ სმითზე და მის ოჯახზე მეტი, არავის არ დაუკარგია.

პარლიმ მოინახულა წინასწარმეტყველი, იტირა და გამოტყდა, რომ არასწორედ მოიქცა. თავისი მეუღლის, სენკფულის, გარდაცვალების შემდეგ, იგი „შავმა ღრუბელმა მოიცვა“ და იგი შიშისა და გულგატეხილობისგან იტანჯებოდა. 12 ჯოზეფმა, იცოდა რა როგორი იყო დაპირისპირებისა და ცდუნების გაძლება, „გულახდილად აპატია“ პარლის, ილოცა მისთვის და დალოცა იგი. 13 პარლიმ და სხვებმა, რომლებიც ერთგულნი დარჩნენ, კარგი გამოცდილება მიიღეს კირტლანდის სირთულეებზე. მათ სიბრძნე შეემატათ და გახდნენ უფრო კეთილშობილნი და უბიწონი. ეს გამოცდილება გახდა მათი რწმენის საფუძვლის ნაწილი.

სირთულე არ უნდა განიხილებოდეს, როგორც უფლის წყრომა ან მისი დალოცვებისგან მოკვეთა. ყველაფერში საპირისპირო არის განმწმენდი ცეცხლის ნაწილი, რომელიც გვამზადებს მარადიული დანიშნულების ადგილისთვის ცელესტიალურ სამყაროში. 14 როცა წინასწარმეტყველი ჯოზეფი ლიბერთის ციხეში იმყოფებოდა, უფლის მიერ მისთვის ნათქვამი სიტყვები აღწერს ყოველგვარ სირთულეებს, რაც მას დაატყდა თავს - მწუხარებებისა და ცრუ ბრალდებულებების ჩათვლით. და ბოლოს ნათქვამი იყო:

„ჯოჯოხეთის კარმაც რომ ფართოდ დააღოს პირი და ეცადოს შენი შტანთქმა, იცოდე, შვილო ჩემო, რომ ყოველივე ეს მოგცემს გამოცდილებას და შენს სასარგებლოდ იქნება.

„ძე კაცთა მათზე დაბლა ჩამოვიდა. განა შენ მასზე მეტი ხარ“? 15

უფალმა, თავის დამოძღვრაში, ნათლად უთხრა ჯოზეფ სმითს, რომ მისი დღეები ცნობილია და არც ერთი არ მოაკლდება. დასასრულს უფალმა თქვა: „ნუ გეშინია იმისა, რასაც ადამიანი გაგიკეთებს, რადგან ღმერთი შენთან მარადის იქნება“. 16

მაშინ რა არის რწმენის კურთხევა? რა შედეგი მოქვს რწმენას? სია თითქმის უსასრულოა:

ჩვენი ქრისტეში რწმენის გამო ცოდვები მოგვეტევება. 17

ვისაც რწემენა ექნება, შეძლებს სულიწმინდასთან საუბარს 18

ხსნა მოდის ქრისეს სახელში რწმენით.19

ჩვენ ვიღებთ ძალას ქრისტეში რწმენის შესაბამისად. 20

არც ერთი არ შევა უფლის სავანეში გარდა მათი, ვინც გარეცხავს სამოსს ქრისტეს სისხლში თავისი რწმენის შესაბამისად. 21

რწმენის შესაბამისად მიიღება ლოცვებზე პასუხი.22

ადამიანთა შორის რწმენის გარეშე, ღმერთი ვერ შეძლებს მათ შორის სასწაულების მოხდენას. 23

და ბოლოს, ჩვენი რწმენა იესო ქრისტეს მიმართ არის აუცილებელი საძირკველი მარადიული ხსნისა და ამაღლებისთვის. როგორც ჰელამანი ასწავლიდა თავის შვილებს: „გახსოვდეთ, რომ ჩვენი გამომსყიდველის კლდეზე, რომელიც არის ქრისტე, ძე ღვთისა, უნდა ააგოთ თქვენი საძირკველი ... რომელიც ჭეშმარიტი საძირკველია, ისეთი საძირკველი, რომელზეც თუ ადამიანებმა ააშენეს, ვერ დაინგრევა“ 24

მე მადლიერი ვარ რწმენის საფუძვლების გამყარებისთვის, რაც ამ კონფერენციისას მოხდა. ჩემი ვედრებაა, გავიღოთ მსხვერპლი და ვიქონიოთ უფალი იესო ქრისტეს რწმენის საძირკვლის გასაძლიერებელი აუცილებელი მორჩილება. მე ვმოწმობ მასზედ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხ. Malcolm Gladwell, Outliers: The Story of Success (2008), 40. He is quoting neurologist Daniel Levitin.

  2. Obituary of Bryant Hinckley Wadsworth, Deseret News, Jan. 15, 2017, legacy.com/obituaries/deseretnews.

  3. იხ. 2 ნეფი 28:30. ჩვენ არ ვიღებთ სრულ ცოდნას კონკრეტული საკითხის ან მასთან დაკავშირებული პრინციპების შესახებ. ეს მოდის საჭიროებისამებრ: ხაზი ხაზზე, მცნება მცნებაზე.

  4. 1830 წ. დაბეჭდილ მორმონის წიგნის პირველ გამოცემაში, წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი წერდა: „მინდა გაცნობოთ, რომ ვთარგმნე ღმერთის ძალისა და ძღვენის დახმარებით. (იხ. 1830 წ. მორმონის წიგნის წინასიტყვაობა). მორმონის წიგნის შემდგომი გამოცემები მოიცავენ მსგავს მტკიცებულებას: „ფირფიტები გადაეცა ჯოზეფ სმითს, რომელმახ თარგმნა ისინი ღმერთის ძალითა და ძღვენით“ (იხ. მორმონის წიგნის შესავალი [2013 წ]).

  5. ორსონ პრატი იხსენებს, რომ იყო მოწმე მრავალი შემთხვევისა, როცა ჯოზეფ სმითი თარგმნიდა ახალ აღთქმას და შეამჩნია, რომ იგი არ იყენებდა ამ პროცესში იარაღებს. უხუცესი პრატი აცხადებს: “ჯოზეფმა თითქოს ჩემი აზრები ამოიკითხა, ამომხედა და ახსნა, რომ უფალმა მისცა მას ურიმი და თუმიმი, როცა მას შთაგონების სულის მიღების ნაკლები გამოცდილება ჰქონდა. ახლა იგი იმდენად გამოცდილი იყო, რომ ესმოდა სულიწმინდის მოქმედება და აღარ საჭიროებდა იმ იარაღების გამოყენებას“. (“Two Days’ Meeting at Brigham City, June 27 and 28, 1874,” Millennial Star, Aug. 11, 1874, 499; see also Richard E. Turley Jr., Robin S. Jensen, and Mark Ashurst-McGee, “Joseph the Seer,” Liahona, Oct. 2015, 10–17).

  6. იმ დროს მისიის პრეზიდენტი უხუცესი მარიონ დ. ჰენკსი იყო, რომელიც ასევე ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი გახლდათ.

  7. ლუკა 8:43–48.

  8. საქმენი 2.

  9. იხ. მოსია 2:36–37; იხ. ასევე Henry B. Eyring, “Spiritual Preparedness: Start Early and Be Steady,” Liahona, Nov. 2005, 38: “ცხოვრების ყველაზე დიდი გამოცდაა დავემორჩილებით და დავუგდებთ ყურს ღმერთის მცნებებს ცხოვრებისეულ ქარიშხალში თუ არა. ის კი არა, რომ უბრალოდ გადავიტანოთ ქარიშხალი, არამედ ქარიშხლის ბობოქრობის დროს გავაკეთო სწორი არჩევანი. ცხოვრების ტრაგედია ზუსტად იმაში მდებარეობს, რომ ვერ ჩააბარო ეს გამოცდა და ამის გამო ვერ გახდე ღირსი ზეციურ სახლში დაბრუნებისა.”

  10. See Terryl L. Givens and Matthew J. Grow, Parley P. Pratt: The Apostle Paul of Mormonism (2011), 91–98; volume introduction and introduction to part 5, The Joseph Smith Papers, Documents, Volume 5: October 1835–January 1838, ed. Brent M. Rogers and others (2017), xxviii–xxxi, 285–93.

  11. See “Letter from Parley P. Pratt, 23 May 1837,” in The Joseph Smith Papers, Documents, Volume 5: October 1835–January 1838, 386–91.

  12. See “History of John Taylor by Himself,” 15, in Histories of the Twelve, 1856–1858, 1861, Church History Library; Givens and Grow, Parley P. Pratt, 101–2.

  13. See The Autobiography of Parley P. Pratt, ed. Parley P. Pratt Jr. (1874), 183–84.

  14. 2 ნეფი 2:11.

  15. მოძღვრება და აღთქმები 122:7–8.

  16. მოძღვრება და აღთქმები 122:9.

  17. ენოსი 1:5–8.

  18. იარომი 1:4.

  19. მორონი 7:26, 38.

  20. ალმა 14:26.

  21. 3 ნეფი 27:19.

  22. მორონი 7:26.

  23. ეფერი 12:12.

  24. ჰელამანი 5:12.