2010-2019
სრულყოფილი სიყვარული განდევნის შიშს
აპრილი 2017 წ.


სრულყოფილი სიყვარული განდევნის შიშს

მოდით, გვერდზე გავწიოთ შიში და ვიცხოვროთ სიხარულით, მორჩილებით, იმედითა და ნდობით, რომ უფალი ჩვენთანაა.

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, ძვირფასო მეგობრებო. რაოდენ დიდი უპირატესობა და სიხარულია, შევხვდეთ ერთმანეთს, როგორც საერთაშორისო ეკლესიის წევრები, რომლებსაც აერთიანებთ ღმერთის რწემენა და სიყვარული.

მე განსაკუთრებით მადლიერი ვარ ჩვენი საყვარელი წინასწარმეტყველის, თომას ს. მონსონის აქ ყოფნით. პრეზიდენტო, ჩენ ყოველთვის გულთან ახლოს მივიტანთ თქვენს მითითებებს, რჩევასა და სიბრძნეს. გვიყვარხართ, პრეზიდენტო მონსონ,და ყოველთვის ვლოცულობთ თქვენზე.

წლებბის წინ, როცა გერმანიაში, ფრანკფურტში, პალოს პრეზიდენტად ვმსახურობდი, პალოს შეკრების შემდეგ მომიახლოვდა ძვირფასი, თუმცა დარდიანი და.

„საშინელებაა! - თქვა მან. „თქვენი გამოსვლის დროს ოთხ თუ ხუთ ადამიანს ღრმად ეძინა“.

მე ერთი წუთით დავფიქრდი და ვუპასუხე: “საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიაში ძილი ყველაზე ჯანსაღ ძილად ითვლება”.

ჩემმა შესანიშნავმა მეუღლემ, ჰარიეტმა, გაიგო ეს საუბარი და მოგვიანებით აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე კეთილი პასუხი იყო, რომელიც ოდესმე გამიცია.

დიადი გამოღვიძება

რამდენიმე საუკუნის წინ ჩრდილო ამერიკაში არსებობდა მოძრაობა „დიადი გამოღვიძება“, რომელიც მთელ ქვეყანაში გავრცელდა. მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება იმ ადამიანების გამოღვიძება იყო, რომლებსაც სულიერების თვალსაზრისით ეძინათ.

ახალგაზრდა ჯოზეფ სმითზე დიდი გავლენა მოახდინა იმან, რაც მან ამ რელიგიური გამოღვიძების მქადაგებლებებისგან მოისმინა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომ გადაწყვიტა მან, მონდომებით ეძიებინა უფლის სული ლოცვაში.

მათი ქადაგებები ცნობილი იყო იმით, რომ ძლიერი აქცენტი კეთდებოდა ჯოჯოხეთის ცეცხლოვან საშინელებებზე, რომელნიც ცოდვილს ელოდნენ. 1 ეს ქადაგებები არ აძინებდა ხალხს, თუმცა ისინი ღამის კოშმარების მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო. როგორც ჩანს, მათი მიზანი და მიწოდების ფორმა მიმართული იყო ადამიანების დაშინებაზე, რათა ეკლესიაში მისულიყვნენ.

შიში როგორც მანიპულაცია

ისტორიულად, შიში შხირად გამოიყენებოდა ადამიანების ასამოქმედებლად. მას გამოიყენებდნენ მშობლები შვილებთან, დამქირავებლები - პერსონალთან, პოლიტიკოსები კი - ამომრჩეველთან.

მარკეტინგის ექსპერტებს ძალიან კარგად ესმით შიშის ძალა და ისინი ხშირად იყენებენ მას. აი რატომ არის ზოგიერთ რეკლამაში ჩამალული აზრი, რომ თუ არ ვიყიდით მათი ფირმის ფაფას საუზმეზე ან არ შევიძენთ ახალ ვიდეო თამაშს ან მობილურ ტელეფონს, ჩვენ გველის საშინელი ცხოვრება, უბედურება და სიმარტოვეში სიკვდილი.

ჩვენ ამაზე გვეღიმება და ვფიქრობთ, რომ არ წამოვეგებით ამ ანკესზე, მაგრამ ზოგჯერ მაინც ვაკეთებთ ამას. უარესიც - ზოგჯერ ზუსტად იმავე მეთოდებს ვიყენებთ, რათა სხვებს გავაკეთებინოთ ის, რაც გვინდა.

ჩემს დღევანდელ გზავნილს აქვს ორი დანიშნულება: პირველი - შეგაგულიანოთ, რომ განიხილოთ და დაფიქრდეთ, რა დონეზე ვიყენებთ შიშს სხვების მოტივაციის მიზნით, საკუთარი თავის ჩათვლით. მეორე: შევთავაზოთ უკეთესი ხერხი.

შიშთან დაკავშირებული პრობლემა

უპირველეს ყოვლისა, მოდით, შიშთან დაკავშირებულ პრობლემას მივხედოთ. ბოლოს და ბოლოს, რომელი ჩვენგანი არ იკვებება უკეთესად შიშის გამო ან არ იკეთებს ღვედს, თუნდაც მეტს არ ვარჯიშობს ან არ ინახავს ფულს, ან თუნდაც არ ინანიებს ცოდვებს?

მართალია, რომ შიშს აქვს ძლიერი გავლენა ჩვენს საქციელსა და ქმედებებზე. მაგრამ ეს გავლენა, როგორც ჩანს, არის დროული ან ზედაპირული. შიშს იშვიათად აქვს ძალა, შეგვიცვალოს გული და იგი არასდროს არ გვაქცევს იმ ადამიანებად, რომლებსაც უყვართ სამართალი და სურთ მამაზეციერის მორჩილება.

შეშინებულმა ადამიანმა შეიძლება თქვას ან გააკეთოს სწორი რამ, მაგრამ იგი ვერ იგრძნობს სამართლიანობას. ასეთი ადამიანები ხშირად გრძნობენ თავს უსუსურად, ნაწყენებად და გაბრაზებულადაც კი. დროთა განმავლობაში ეს გრძნობები გადადის უნდობლობაში, დაუმორჩილებლობაში და ჯანყშიც კი.

სამწუხაროდ, ასეთი არასწორი მიდგომა ცხოვრებისა და ხელმძღვანელობის მიმართ შეუზღუდავი როდია ამ საერო ცხოვრებაში. ძალიან მამძიმებს, როცა მესმის, რომ ეკლესიის წევრები უსამართლოდ ბატონობენ - სახლში, საეკლესიო მოწოდებებზე, სამსახურში ან ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვების მიმართ.

ხშირად ადამიანები შეიძლება გმობდნენ ძალადობას სხვებში, მაგრამ ვერ ხედავდნენ ამას საკუთარ თავში. ისინი ითხოვენ თავიანთი თვითნებური წესების მორჩილებას. როცა სხვები არ ემორჩილებიან ამ შემთხვევით წესებს, ეს ადამიანები სჯიან ასეთებს სიტყვიერად, ემოციურად და ზოგჯერ ფიზიკურადაც.

უფალმა თქვა: „როცა ... ვახორციელებთ ადამიანთა შვილებზე კონტროლს, ძალადობას ან ზეწოლას, უსამართლობის ნებისმიერ დონემდე, ... ზეცა გვშორდება და უფლის სული წუხს“. 2

შეიძლება იყოს ისეთი მომენტები, როცა ვცდილობთ, გავამართლოთ ჩვენი საქციელი იმით, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ სხვების კონტროლი, მანიპულაცია და უხეშობა სხვებისთვის სასარგებლო იქნება. ასე არ არის, რადგან უფალმა ნათელი გახადა, რომ „სულის ნაყოფი სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე და თავშეკავებულობაა“. 3

უკეთესი ხერხი

რაც უფრო მეტად შევიცნობ მამაზეციერს, მით უფრო მეტად ვხედავ , როგორ შთააგონებს იგი თავის შვილებს და წინ უძღვის მათ. იგი არ არის ბრაზიანი, შურისმგებელი ან დამსჯელი 4 . მისი მიზნის არსი, მისი საქმე და დიდებაა დაგვარიგოს, აგვამაღლოს და მიგვიყვანოს თავის სისრულემდე. 5

ღმერთმა განუმარტა საკუთარი თავი მოსეს, როგორც „მოწყალე და შემბრალე, სულგრძელი, სიკეთითა სა ჭეშმარიტებით სავსე“. 6

ჩვენი მამაზეციერის სიყვარული ჩვენთვის, მისი შვილებისთვის, ძლიერ აღემატება ჩვენი წვდომის შესაძლებლობას. 7

ნიშნავს ეს, რომ ღმერთი პატიობს ან ლმობიერად უყურებს საქციელს, რომელიც ეწინააღმდეგება მის მცნებებს? რა თქმქა უნდა, არა!

მაგრამ მას სურს, რომ ჩვენ საქციელზე მეტი რამ შევცვალოთ. მას სურს ჩვენი ბუნების გამოცვლა. მას ჩვენი გულების შეცვლა სურს.

მას სურს, ჩავეჭიდოთ რკინის მოაჯირს, მოვერიოთ შიშს და მამაცურად გადავდგათ წინ ნაბიჯი, ამ რთულ და ვიწრო ბილიკზე სიარულისას. მას სურს ეს ჩვენთვის, რადგან ვუყვარვართ და რადგან ეს არის ბედნიერების გზა.

როგორ აქეზებს ღმერთი თავის შვილებს, მიჰყვნენ მას ჩვენს დროში?

მან თავისი ძე გამოაგზავნა!

ღმერთმა გამოგვიგზავნა თავისი ერთადერთი ძე, იესო ქრისტე, რათა სწორი გზა ეჩვენებინა ჩვენთვის.

ღმერთი ახდენს ჩვენს მოტივაციას დარწმუნებით, ბოლომდე გაძლებით, თავმდაბლობითა და სიყვარულით 8. ღმერთი ჩვენ მხარესაა. მას ჩვენ ვუყვარვართ და როცა წავბორძიკდებით, მას სურს, ავდგეთ, თავიდან ვცადოთ და გავძლიერდეთ.

იგი ჩვენი დამრიგებელია.

იგი ჩვენი დიადი და სათუთი იმედია.

მას სურს, წაგვახალისოს რწმენით.

იგი გვენდობა, რომ ვისწავლოთ შეცდომებზე და შემდეგ გავაკეთოთ სწორი არჩევანი.

და ეს უკეთესი გზაა!9

მსოფლიოს ბოროტება?

სატანის სხვების მანიპულაციის ერთ-ერთი ხერხი არის ბოროტ ძალაზე მეტისმეტად დიდი ყურადღების მიქცევა და მსოფლიოში მისი როლის განდიდებაც კი.

რა თქმა უნდა, ჩვენი სამყარო ყოველთვის იყო და იქნება არასრულყოფილი. იმდენი უდანაშაულო ადამიანი იტანჯება ბუნებისა და ადამიანის მიერ შექმნილი გარემოს გამო. გამყიდველობა და ბოროტება ჩვენს დროში შეუდარებელი და შემაშფოთებელია.

მიუხედავად ამისა, მე არ გავცვლიდი ამ დროში ცხოვრებას სხვა რომელიმე დროზე მსოფლიო ისტორიაში. ჩვენ უზომოდ დალოცვილნი ვართ, ვიცხოვროთ უპრეცენდენტო სიუხვის, განათლებისა და პრივილეგიის დროში. ყველაზე მეტად დალოცვილნი ვართ, რომ გვაქვს იესო ქრისტეს სახარების სისრულე, რაც გვაძლევს უნიკალურ ხედვას მსოფლიო საშიშროებებზე და გვიჩვენებს, როგორ ავარიდოთ მათ თავი ან როგორ გავუმკლავდეთ მათ.

როცა ვფიქორობ ამ დალოცვებზე, მინდა დავემხო მუხლებზე და ვადიდო მამაზეციერი მისი შვილებისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამო.

მე არ მწამს, რომ ღმერთს სურს, თავისი შვილები იყვნენ შეშინებულები ან ჩამოკიდულნი სამყაროს ბოროტებაზე, „ვინაიდან ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულის და თავშეკავების“.10

მან უამრავი მიზეზი მოგვცა სიხარულისთვის, უბრალოდ უნდა ვიპოვოთ და დავინახოთ ისინი. უფალი ხშირად გვახსენებს: „ნუ შედრკები“ და „გამაგრდით“, 11 „ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ“12

უფალი იბრძვის ჩვენს ბრძოლებში.

დებო და ძმებო, ჩვენ ვართ უფლის პატარა სამწყსო. ჩვენ უკანასკნელი დღეების წმინდანები ვართ. ჩვენს სახელში ნიშანდობლივია ის ვალდებულება-- მოუთმენლად ველოდოთ მხსნელის დაბრუნებას და მოვამზადოთ სამყარო მის მისაღებად. მოდით, ვემსახუროთ ღმერთს და გვიყვარდეს მოყვასი და მოდით, ვაკეთოთ ეს ბუნებრივი დაჯერებულობით, თავმდაბლობით და არასდროს არ ვუყუროთ ზემოდან სხვა რელიგიას ან სხვა მრწამსის ხალხს. დებო და ძმებო, ჩვენ გვევალება ღვთის სიტყვის შეცნობა და ის, რომ დავუგდოთ ყური სულის ხმას, რათა „ვიცოდეთ ჟამთა და კაცთა ძის მოსვლის ნიშნები“. 13

მაშასადამე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სამყაროს გამოწვევებს არ ვაცნობიერებთ ან არ ვიცით ჩვენი დროის სირთულეების შესახებ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუდამ უნდა დავიტვირთოთ შიშით. იმის ნაცვლად, რომ ჩავეფლოთ გამოწვევების მასშტაბებში, განა არ აჯობებს, ყურადღება გადავიტანოთ ჩვენი ღმერთის უსაზღვრო სიდიადეზე, სიკეთესა და ძალაზე, ვენდოთ მას და გახარებული გულით მოვემზადოთ იესო ქრისტეს დაბრუნებისთვის?

ჩვენ, როგორც მისი აღთქმის ხალხი, არ უნდა გავშეშდეთ იმის გამო, რაცშეიძლება მოხდეს. პირიქით, უნდა წინ მივიწევდეთ რწმენით, სიმამაცით, სიმტკიცით და ღმერთში რწმენით, როცა ვუახლოვდებით ჩვენ წინ არსებულ სირთულეებსა და შესაძლებლობებს.14

ჩვენ მოწაფეობის გზაზე მარტონი არ მივაბიჯებთ. „უფალი, შენი ღმერთი .. მოდის შენთან ერთად; ის არ დაგაგდებს და არ არ მიგატოვებს“. 15

უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ კი დადუმდით.16

როცა შიშს თვალებში ჩავხედავთ, მოდით, ვიპოვოთ სიმამაცე, დავხვეწოთ ჩვენი რწმენა და მტკიცედ გვჯეროდეს იმ დაპირების, რომ „ ყოველი იარაღი, დამზადებული შენს წინაღმდეგ, გაცუდდება... ეს არის ხვედრი უფლის მსახურთა“. 17

ვცხოვრობთ ჩვენ ხიფათისა და არეულობის დროში? რა თქმა უნდა.

თავად ღმერთმა თქვა: „ სოფელში გასაჭირი გექნებათ მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს“. 18

შეგვიძლია, გამოვავლინოთ რწმენა იმაში, რომ ვმოქმედებდეთ რწმენის შესაბამისად? შეგვიძლია, დავიცვათ წმინდა აღთქმები და ვალდებულებები? შეგვიძლია დავიცვათ ღმერთის მცნებები რთულ სიტუაციაშიც კი? რა თქმა უნდა!

ჩვენ შეგვიძლია, რადგან ღმერთი დაგვპირდა: „ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ მოხდება, თუ ივლით მართალნი“.19 ასე რომ, მოდით, გვერდზე გავწიოთ შიში და ვიცხოვროთ სიხარულით, მორჩილებით, იმედითა და ნდობით, რომ უფალი ჩვენთანაა.

სრულყოფილი სიყვარული განდევნის შიშს

ჩემო საყვარელო მეგობრებო, ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო ქრისტეში, თუ როდისმე აღმოვაჩენთ, რომ ვცხოვრობთ შიშში ან შფოთვაში ან რომ ჩვენი სიტყვები, განწყობა ან ქმედებები სხვებში იწვევენ შიშს, მთელი სულის ძალით ვლოცულობ იმაზედ, რომ გავთავისუფლდეთ ამ შიშისგან მისი საპირისპირო გრძნობით: ქრისტეს წმინდა სიყვარულით, რადგან „სრულყოფილი სიყვარული განდევნის შიშს“. 20

ქრისტეს სრულყოფილი სიყვარული ანადგურებს ზიანის მიყენების, შეშინების, ძალადობის ან ჩაგვრის ცდუნებას.

ქრისტეს სრულყოფილი სიყვარული გვრთავს ნებას, ვიაროთ თავმდაბლობით, ღირსეულად და მტკიცე დამაჯერებლობით, როგორც ჩვენი საყვარელი მხსნელის მიმდევრებს შეეფერება. ქრისტეს სრულყოფილი სიყვარული გვაძლევს ამ მტკიცე დამაჯერებლობას, გავიაროთ შიში და დავნერგოთ ჩვენი სრული ნდობა ჩვენი მამაზეციერისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, ძალაში და სიკეთეში.

ოჯახში, სამსახურში, საეკლესიო მოწოდებებზე, მოყვასთან ურთიერთობებში და საკუთარ გულში, მოდით, შევცვალოთ შიში ჩვენი საყვარელი ქრისტეს სრულყოფილი სიყვარულით. ქრისტეს სიყვარული შეცვლის შიშს რწმენით.

მისი სიყვარულის მეშვეობით ჩვენ ამოვიცნობთ, ვენდობით და ვიქონიებთ რწმენას მამაზეციერის სიკეთეში, მის ღვთიურ გეგმაში, სახარებაში და მცნებებში.21 ღმერთისა და მოყვასის სიყვარული გადააქცევს ჩვენს მორჩილებას ღმერთის მცნებებისადმი ტვირთის ნაცვლად დალოცვად. ქრისტეს სიყვარული დაგვეხმარება გავხდეთ უფრო კეთილნი, მიმტევებელნი, მზრუნავნი და მისი საქმის მიმართ უფრო თავდადებულნი.

როცა გულს ქრისტეს სიყვარულით ავივსებთ, ჩვენ განახლებული სულიერებით გავიღვიძებთ და ვივლით სიხარულით, დაჯერებით, გაღვიძებულნი და ცოცხლნი ჩვენი საყვარელი მხსნელის, იესო ქრისტეს, სინათლესა და დიდებაში.

მე ვმოწმობ, იოანე მოციქულთან ერთად, „რომ [ქრისტეს] სიყვარულში არ არის შიში“.22 დებო და ძმებო, ძვირფასო მეგობრებო, ღმერთი სრულყოფილად გიცნობთ და მას სრულყოფილად უყვარხართ. მან იცის, რა გელით მომავალში და მასი სურვილია: „ნუ გეშინია, ოღონდ გწამდეს“ 23 და იმყოფებოდე მის სრულყოფილ სიყვარულში“. 24 მე ამაზედ მორჩილად ვლოცულობ და გლოცავთ, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნიბი

  1. ჯორჯ უაიტფილდი და ჯონათან ედვარდსი ამ ტიპის მქადაგებლების ცნობილი მაგალითებია.

  2. მოძღვრება და აღთქმები 121:37.

  3. გალატელთა 5:22–23.

  4. ერთხელ, მხსნელმა მოინდომა სამარიელთა სოფელში შესვლა, მაგრამ იქაურმა ხალხმა უარყო იესო და არ იღებდა მას თავის სოფელში. მისი ორი მოწაფე, იოანე და იაკობი, ღრმად შეურაცხყოფილნი იყვნენ ამით და ჰკითხეს უფალს: „უფალო, გინდა, მოვიწვიოთ ზეციდან ცეცხლი, რომ შთანთქოს ისინი “? (იხ. ლუკა 9:51–56, მეფე ჯეიმსის ახალი ვერსია).

  5. მოსე 1:39; იხ.ასევე ეფესელთა 3:19.

  6. გამოსვლა 34:6.

  7. იხ. ეფესელთა 3:19.

  8. იხ. მოძღვრება და აღთქმები 121:41. რა თქმა უნდა, თუ ღმერთი ელის ჩვენგან, მისი შვილებისგან, ასეთ მოპყრობას ერთმანეთის მიმართ, იგი, სრულყოფილი, ყოველივე კეთილშბილის მქონე, ასეთი საქციელეის მაგალითია.

  9. წინამიწიერი საბჭო ზეცაში შესანიშნავი სასწავლო მაგალითია ღმერთის ბუნების გამოსავლენად. იქ ჩვენმა მამაზეციერმა წარმოადგინა თავისი გეგმა ჩვენი მარადიული წინსვლისთვის. ამ გეგმის ძირითადი ელემენტები თავისუფალი არჩევანი, მორჩილება და იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით ხსნის მიღება. თუმცა ლუციფერი სხვანაირად მიუდგა ამას. იგი გვაძლევდა იმის გარანტიას, რომ ყველანი დაემორჩილებოდნენ და არც ერთი სული არ დაიკარგებოდა. ამის მისაღწევი ერთადერთი გზა ტირანია და ძალადობა იქნებოდა. ჩვენი მოსიყვარულე მამაზეციერი არ მიიღებდა ასეთ გეგმას. იგი აფასებს თავისი შვილების თავისუფალ არჩევანს. მან იცოდა, რომ ჩვენ გზად შეცდომებს დავუშვებდით, რადგან ეს სწავლის აუცილებელი ნაწილია. აი რატომ უზრუნველყო მან მხსნელი, რომლის მარადიული მსხვერპლი გაგვწმენდდა ჩვენ ცოდვისგან და დაგვიშვებდა ღმერთის სასუფეველში დასაბრუნებლად.

    როცა მამაზეციერმა იხილა, რომ მრავალი მისი შვილი ლუციფერმა გადაიბირა, დააძალა მან, მის თავის გეგმას მიჰყოლოდნენ? აშინებდა ან ემუქრებოდა მათ, ვინც ასეთ საშინელ არჩევანს აკეთბდა? არა. ჩვენმა ყოვლის შემძლე ღმერთმა გააჩერა ეს ჯანყი. მას შეეძლო თავისი ნების გატარება ამ განხეთქილების ჩამომგდებლებზე და მათი ძალით დამორჩილება, მაგრამ ამის ნაცვლად, მან ნება დართო თავის შვილებს, გაეკეთბინათ საკუთარი არჩევანი.

  10. 2 ტიმოთე 1:7.

  11. იხ. მაგალითად, იესო ნაველი 1:9; ესაია 41:13; ლუკა 12:32; ოანე 16:33; 1 პეტრე 3:14; მოძღვრება და აღთქმები 6:36; 50:41; 61:36; 78:18.

  12. ლუკა 12:32.

  13. მოძღვრება და აღთქმები 68:11.

  14. მოსეს რჩევა დღესაც აქტუალურია: „ნუ გეშინიათ. ... იხილავთ უფლის ხსნას, რომელსაც ის მოიმოქმედებს დღეს თქვენთვის“ (გამოსვლა 14:13, მეფე ჯეიმსის ახალი ვერსია).

  15. მეორე რჯული 31:6.

  16. გამოსვლა 14:14, მეფე ჯეიმსის ვერსია.

  17. ესაია 54:17.

  18. იოანე 16:33.

  19. მოძღვრება და აღთქმები 90:24; იხ. ასევე 2 კორინელთა 2:14; მოძღვრება და აღთქმები 105:14.

  20. 1 იოანე 4:18.

  21. მოდით, გვახსოვდეს, რომ „მხსნელი იმისთვის კი არ მოევლინა სოფლად, რომ განეკითხა სოფელი, არამედ გადარჩენილიყო სოფერი მის მიერ“ (იოანე 3:17). ფაქტობრივად, „იგი არაფერს არ აკეთბს ისე, რომ სარგებელი არ მოუტანოს სამყაროს; რამეთუ მას უყვარს სამყარო, თანაც ისე, რომ საკუთარი სიცოცხლე დათმო, რათა კაცობრიობა მოეყვანა მასთან“(2 ნეფი 26:24).

  22. 1 იოანე 4:18; იხ. ასევე 1 იოანე 4:16.

  23. მარკოზი 5:36.

  24. John 15:10.