2010-2019
რათა ჩვენი სინათლე იყოს ერებისთვის დროშა
აპრილი 2017 წ.


რათა ჩვენი სინათლე იყოს ერებისთვის დროშა

მხსნელის სახარება და მისი აღდგენილი ეკლესია გვაძლევს უამრავ საშუალებას იმისთვის, რომ ჩვენი სინათლე იყოს ერების დიადი დროშის ნაწილი.

წლების წინ, როცა სემინარიის მასწავლებლად ვმსახურობდი, გავიგონე, რომ ჩემმა კოლეგამ სთხოვა თავის სტუდენტებს, დაფიქრდენ შემდეგ კითხვაზე: მხსნელის დროს რომ გეცხოვრათ, რატომ ფიქრობთ, რომ გაჰყვებოდით მას ერთ-ერთი მოწაფის სახით? ისინი იმ დასკვნამდე მიციდენენ, რომ ადაიანები, რომლებიც ამჟამად მცსნელის კვალზე დადიან და ცდილობენ, იყონ მისი მოწაფენი ალბათ იმ დროსაც ასევე მოიქცეოდნენ.

მას შემდეგ სულ ვფიქრობდი იმ კითხვაზე და შესაბამის დასვნაზე. ხშირად ვფიქრობ, რა გრძნობები დამეუფლებოდა, თავად მხსნელის სიტყვები რომ გამეგო, როცა მან შემდეგი თქვა მთაზე ქადაგებისას:

„თქვენ სოფლის ნათელი ხართ. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.

„სინათლეს რომ აანთებენ ჭურჭლის ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, რადგან ყველას გაუნათოს სახლში.

„ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამინათა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და დაიდებდნე თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“.(მათე 5:14–16).

წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდით, მხსნელის ხმა რომ გაგეგოთ? ფაქტიურად, ჩვენ არ გვჭირდება წარმოდგენა. ჩვენთვის ეს გახდა მუდმივი გამოცდილება, ვუსმინოთ უფლის ხმას, რადგან როცა მისი მსახურების ხმა გვესმის, ეს იგივეა, რაც უფალი გვლეაპარაკება.

1838 წ. უფალმა, წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით, განაცხადა მთაზე ქადაგების მსგავსი გზავნილი:

„ასე რომ უკანასკნელ დღეებში ასე უწოდებენ ჩემს ეკლესიას, დიახ, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია.

„ჭეშმარიტად, გეუბნებით: ადექით და ანათეთ, რათა თქვენი სინათლე იყოს დროშა ერებისთვის“ (მოძღვრება და აღთქმები 115:4–5).

ჩვენი დღეები იმდენად განსაკუთრებულია, რომ ისინი წინასწარმეტყველ ესაიასაც კი აჩვენეს ხილვაში; მან ასევე იხილა და იწინასწარმეტყველა იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესიისა და მისი დანიშნულების შესახებ. მან თქვა: „და დროშას აღუმართავს ერებს და შეკრებს გაძევებულთ ისრაელიდან და გაფანტულთ - იუდადან, შეაგროვებს ქვეყნის ოთხივე კიდიდან“ (ესაია 11:12).

წმინდა წერილის კონტექსტში ალამი ანუ დროშა, არის ის, რის ირგვლივაც იკრიბებიან ადამიანები ერთი მიზნის გამო. ძველ დროში დროშა მეომრებისთვის წარმოადგენდა ერთობის წერტილს. სიმბოლურად რომ ვთქვათ, მორმონის წიგნი და იესო ქრისტეს ააღდგენილი სახარება ყველა ერისთვის დროშას წარმოადგენს. (იხ. Guide to the Scriptures, “Ensign,” scriptures.lds.org.)

ეჭვის გარეშე, ამ უკანასკნელი დღების ერთ-ერთი დიადი დროშა არის ეს დიდებული გენერალური კონფერენცია, სადაც უწყვეტად ცხადდება მამაზეციერის დიადი საქმე და გეგმა - „განხორციელდეს უკვდავება და ადამიანთა მარადიული ცხოვრება“ (Moses 1:39).

გენერალური კონფერენციის უწყვეტი ჩატარება არის ერთ-ერთი უდიდესი მოწმობა იმ ფაქტისა, რომ ჩვენ, როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანებს, „გვწამს ყოველივე, რაც ღმერთმა გამოაცხადა, რაც არ გამოუცხადებია და გვწამს, რომ იგი კიდევ გამოგვიცხადებს მრავალ დიად და მნიშვნელოვანს, რაც ეხება ღვთის სასუფეველს“ (რწმენის სიმბოლოები 1:9).

მაშინ რა გამოაცხადა უფალმა პრეზიდენტ თომას ს. მონსონის მეშვეობით, რისი კეთებაც უნდა გავაგრძელოთ, რათა ჩვენი სინათლე იყოს დროშა ერებისთვის? რა არის ის მნიშვნელოვანი, რაც უნდა გაკეთდეს სიონის შენებისა და ისრაელის შეკრების ამ შესანიშნავ მომენტში?

უფალი ყოველთვის გვიცხადებდა თავის ნებას „ხაზი ხაზზე, მცნება მცნებაზე, ცოტა აქ და ცოტა იქ“ (2 ნეფი 28:30). ასე რომ, არ უნდა გაგვიკვირდეს იმის გამო, რაც თითქოს ერთი შეხედვით პატარა და უმნიშვნელო რამაა, რადგან უფალმა უკვე მოგვცა რჩევა, გვითხრა რა „დალოცვილნი არიან ისინი, ვინც უსმენს ჩემს მცნებებს და ყურს უგდებს ჩემს რჩევას, რათა ისინი სიბრძნეს შეიძენენ; რამეთუ მას, ვინც გაიღებს, უფრო მეტს მივცემ“.(2 Nephi 28:30).

მე ვმოწმობ, რომ „ხაზი ხაზზე, მცნება მცნებაზე, ცოტა აქ და ცოტა იქ“ სწავლით და ჩვენი ხელმძღვანელების რჩევის მოსმენით, ჩვენ გვექნება ზეთი ლამფებისთვის, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სხვებისთვის ვიყოთ ნათელი, როგორც ეს უფალმა გვიბრძანა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რათა ვიყოთ სხვებისთვის ნათელი და დროშა, მაინც არის სამი რამ, რაზედაც მინდა გავამახვილო ყურადღბა: შაბათის წმინდად დაცვა; ხსნის საქმის დაჩქარება ფარდის ორივე მხარეს და მხსნელის მსგავსად სწავლება.

სინათლე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მოდის ერთგული დაპირებიდან - შევინახოთ შაბათი წმინდად როგორც ეკლესიაში, ისე სახლში; ეს არის სინათლე, რომელიც იზრდება, თუკი ჩვენ არ გავისვრებით ამა ქვეყნიურით; ეს არის სინათლე, რომელიც მოდის მის წმინდა დღეს ზიარების შემოთავაზებით და უზენაესის მიმართ ლოცვების აღვლენით და ყოველივე ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მისი სული მარად იყოს ჩვენთან. ეს არის ის სინათლე, რომელიც იზრდება და ხდება შესამჩნევი, როცა ვბრუნდებით სახლში მიტევების გრძნობით, რომელზედაც პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი საუბრობდა ოქტობრის ბოლო გენერალურ კონფერენციაზე, როცა თქვა: “ყველა დალოცვიდან, რომლის დათვლაც შეგვიძლია, ყველაზე დიდი არის მიტევების შეგრძნება, რომელიც მოდის ზიარების მიღებისას. ჩვენ ვიგრნობთ უფრო დიდ სიყვარულს და მადლიერებას მხსნელის მიმართ, რომლის უზომო მსხვერპლმა შესაძლებელი გახადა, გავწმენდილიყვაით ცოდვისგან“. (“Gratitude on the Sabbath Day, Liahona, Nov. 2016, 100).

როცა შაბათის დღეს წმინდად ვიცავთ და ზიარებას ვიღებთ, ჩვენ არა მხოლოდ ვიწმინდებით, არამედ ჩვენი სინათლე უფრო კაშკაშა ხდება.

ჩვენი სინათლე ასევე იზრდება, როცა ვუძღვნით და ვწირავთ დროს იმისთვის, რომ წინაპრები მოვიძიოთ, მათი სახელები ტაძარს წარვუდგინოთ და იგივე ვასწავლოთ ოჯახს და სხვებს.

ეს წმინდა ტაძრის და ოჯახური ისტორიის სამუშაო, რომელსაც ვუზიარებთ წმინდანებს ფარდის ორივე მხარეს ისე როგორც არასდროს, წინ მიიწევს უფლის ტაძრების მშენებლობასთან ერთად. ახლა, როცა ტაძრებში არსებობს სპეციალური გრაფიკები ოჯახებისთვის, რომლებიც მოდიან საკუთარი ოჯახის ბარათებით, მე და ჩემს მეუღლეს ტაძარში მსახურებისას შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად გვეძლევა სასიამოვნო გამოცდილება.

როცა ვპოულობთ სახელებს და წარუდგენთ მათ ტაძარს და ვასწავლით სხვას ამის კეთებას, ჩვენ ერთად დროშის მსგავსად ვანათებთ ერებისთვის.

მხსნელის მსგავსად სწავლება არის კიდევ ერთი ხერხი, რომლითაც შეგვიძლია ავდგეთ და ვანათოთ. მე ვხარობ ყოველ ადამიანთან ერთად, რომელიც სწავლობს, მხსნელის მსგავსად სწავლებას. ნება დამრთეთ, წაგიკითხოთ წარწერა ახალი სახელმძღვანელოს ყდაზე: „სახარების ყოველი მასწავლებლის, მშობლის, ყოფილი ხელმძღვანელის, შინა და სტუმრად მოსული მასწავლებლის და ქრისტეს ყოველი მიმდევრის მიზანია, ასწავლოს სახარების წმინდა დოქტრინა სულიწმინდით, ...რათა დაეხმარონ ღვთის შვილებს, გაზარდონ რწმენა მხსნელის მიმართ და დაემსგავსონ მას“(Teaching in the Savior’s Way [2016]).

ახლა, ათასობით ჩვენს ხელმძღვანელს უჭირავს სინათლე, როცა ისინი სწავლობენ ქრისტეს მსგავსად სწავლებას. ამ კონტექსტში, ახალი მასწავლებლების საბჭოს შეკრება არის იმის საშუალება, რომ ადგე და ანათო, როცა სტუდენტები იკრიბებიან ქრისტეს დოქტრინის ირგვლივ, რადგან „მხსნელის მსგავსად სწავლების საკვანძო მომენტია იცხოვრო მხსნელის მსგავსად“ (Teaching in the Savior’s Way, 4).

როცა ყველანი ვასწავლით და ვსწავლობთ მხსნელის მსგავსად და უფრო ვემსგავსებით მას, ჩვენი პირადი სინათლე უფრო მკვეთრად ანათებს და ვერ დაიმალება. იგი ხდება დროშა მათთვის, ვინც ეძიებს უფლის ნათელს.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ არ უნდა დავმალოთ ჩვენი სინათლე. მხსნელმა გვიბრძანა, ვანათბდეთ მთის წვერზე მდებარე ქალაქივით ან სანთლივით სასანთლეზე. და ასეთი ქცევით ჩვენ ვადიდებთ მამაზეციერს. მხსნელის სახერება და მისი აღდგენილი ეკლესია გვაძლევს მრავალ საშუალებას იმისთვის, რომ ჩვენი სინათლე გახდეს ერების დიადი დროშის ნაწილი.

მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის სინათლე, რომელიც უნდა ავირეკლოთ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.