2010-2019
ეკლესიის მეგობრებსა და დაინტერესებულ პირებს
აპრილი 2017 წ.


ეკლესიის მეგობრებსა და დაინტერესებულ პირებს

მე ვმოწმობ, რომ თუ გამოცხადების საფასურს გადაიხდით, თავს დაიმდბლებთ, წაიკითხავთ, ილოცბთ და მოინანიებთ, ზეცა გაიხსნება და გეცოდინებათ ისე, როგორც ეს ვიცი მე, რომ იგი ჩემი და თქვენი მხსნელია.

1988 წ.16 სექტემბერს, პარასკევის საღამოს, ვინსენტე ლოპეზ ვორდის სამლოცველოში, ბუენოს აირესში, არგენტინაში, მე მოვინათლე უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრად. იმ დღეს ჩემმა კარგმა მეგობარმა, ალინ სპანაუსმა, მომნათლა. მე ბედნიერი ვიყავი, სიმსუბუქეს ვგრძნობდი და მოუთმენლად ველოდებოდი, მეტი მესწავლა.

გამოსახულება
უხუცეს კოსტას ნათლობა

დღეს მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე გაკვეთილი, რომელიც ნათლობისკენ მიმავალ გზაზე გავიარე. ეს არის გაკვეთილები, რომლებიც, იმედია, დაეხმარება მათ, ვინც ახლა გვისმენს და ჯერ არ არის ეკლესიის წევრი. მე ვლოცულობ იმაზედ, რომ სული წმინდა ისე შეეხოს თქვენს გულებს, როგორც იგი ჩემსას შეეხო.

პირველი: მისიონერებთან შეხვედრა

რატომ მოინდომებს ადამიანი, რომელსაც არ აქვს გამოწვევები, საჭიროებები ან შეკითხვები, მისიონერებთან შეხვედრას და მათი გაკვეთილების მოსმენას? ჩემს შემთხვევაში ეს სიყვარული იყო - გოგონა სახელად რენე. მე იგი შემიყვარდა და მისი ცოლობა მსურდა. იგი სხვებისგან განსხვავდებოდა; მისი სტანდარტები განსხვავდებოდა იმ გოგონების სტანდარტებისგან, რომლებსაც ვიცნობდი. მე იგი შემიყვარდა და ცოლობა ვთხოვე, მან კი უარი მითხრა!

გამოსახულება
უხუცესი და და კოსტა

მე დაბნეული ვიყავი. ვფიქრობდი, რომ სანატრელი ბიჭი ვიყავი - ლამაზი, 24 წლის, უმაღლესი განათლებითა და კარგი სამსახურით. მან თავისი მიზნები გამიზიარა - შეუღლდეს იმასთან, ვინც ტაძარში შეიყვანდა და მარადიულ ოჯახს შექმნიდა მასთან, ამიტომაც ჩემზე უარი თქვა. მე ურთიერთობის გაგრძელება მსურდა, ასე რომ დავთანხმდი მისიონერებთან შეხვედრაზე. ეს მისიონერებთან შესახვედრად კარგი მიზეზი იყო? ჩემთვის, კი!

როცა პირველად შევხვდი მისიონერებს, ბევრი რამ ვერ გავიგე და სიმართლე რომ გითხრათ, დიდი ყურადღებითაც არ ვუსმენდი მათ. ჩემი გული ახალი რელიგიისთვის ჩაკეტილი იყო. მინდოდა, დამერწმუნებინა ისინი, რომ ცდებოდნენ და მომეგო დრო, რომ დამერწმუნებინა რენე, ცოლად გამომყოლოდა.

დღეს ჩემი შვილები მისიებში მსახურობენ, ზოგი უკვე დაბრუნდა, და მე მესმის ის მსხვერპლი, რომელსაც იღებენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იესო ქრისტეს სახარების გასაზიარებლად. ახლა ვნანობ, რომ მაშინ დიდად არ ვუგდებდი ყურს იმ ახალაგაზრდა მისიონერებს - უხუცესებს ღიჩარდსონს, არელსა და ილანდს, რომლებიც მასწავლიდენენ.

ასე, ჩემი პირველი გაკვეთილიდან გამომდინარე, მოგმართავთ თქვენ, ეკლესიის მეგობრებო და დაინტერესებულო პირებო: როცა შეხვდებით მისიონერებს, გთხოვთ, სერიოზულად აღიქვით ისინი; ისინი ხომ თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან წლებს ხარჯავენ თქვენზე.

მეორე: ეკლესიაში სიარული

პირველად, როცა ეკლესიაში მოვედი, მრავალი სიტყვა გავიგონე, რომლის მნიშვნელობაც არ მესმოდა. ვინ იყვნენ ბიჰაივები? რა იყო აარონის მღვდლობა? მოწყალების საზოგადოება?

თუ პირველად მოხვედით საეკლესიო შეკრებაზე და დაიბენით, რადგან რაღაც არ გესმით - არ იდარდოთ! მეც ასე ვიყავი. მაგრამ მაინც მახსოვს შთაბეჭდილებები, სიხარულისა და სიმშვიდის ახალი შეგრძნებები. მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს სული წმინდა ჩამჩურჩლებდა ყურებში: „ეს შეჭმარიტებაა“!

ნება მიბოძეთ, ეს გაკვეთილი ერთ წინადადებაში ჩავტიო: თუ დაბნეული ხართ - არ იდარდოთ! დაიმახსოვრეთ შეგრძნებები, რომლებიც გებადებათ; ისინი ღმერთისგან მოდის.

მესამე; მორმონის წიგნის წაკითხვა

რამდენჯერმე შევხვდი მისიონერებს, მაგრამ დიდი წინსვლა არ მქონია. ვფიქრობდი, რომ არ მივიღე დასტური სახარების ჭეშმარიტების შესახებ.

ერთხელ რენემ მკითხა: „მორმონის წიგნს კითხულობ“?

მე ვუპასუხე: „არა“. მე მისიონერებს ვუსმენდი, განა ეს საკმარისი არ იყო?

თვალში ცრემლმორეულმა, რენემ დამარწმუნა, რომ მან იცოდა: მორმონის წიგნი ჭეშმარიტია და ამიხსნა: მის ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად არსებოდბა ერთადერთი გზა - წამეკითხა იგი, და მერე მეკითხა.

წაიკითხეთ, გულში გაიაზრეთ და „შემდეგ ჰკითხეთ ღმერთს, მარადიულ მამას, ქრისტეს სახელით, .. წრფელი გულით, ჭეშმარიტი ზრახვით, ქრისტეში რწმენით, (მორონი 10:4) არის თუ არა მორმონის წიგნის ჭეშმარიტი, არის თუ არა ეს ეკლესია ჭეშმარიტი.

ასე რომ, ერთი წინადადებით გამოხატული მესამე გაკვეთილი: როცა მიიღებთ მორმონის წიგნს და გირჩევენ, წაიკითხოთ იგი და ჰკითხოთ ღმერთს, ჭეშმარიტია ის თუ არა, გთხოვთ, ასეც მოიქეცით!

და ბოლო: მონანიება

ბოლო გამოცდილება, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, მონანიებას ეხება. მას შემდეგ, რაც გავიარე ყველა გაკვეთილი მისიონერებთან, ჯერ კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მჭირდებოდა რაიმეს შეცვლა ცხოვრებაში. ერთხელ, უხუცესმა ქათლერმა, ახალგაზრდა, თავდაჯერებულმა მისიონერმა, რომელმაც ცოტა იცოდა ეპანური, მითხრა: „ოაკინ, მოდი, ერთად წავიკითხოთ ალმა 42 და ჩვენ კითხვისას შენს სახელს ჩავამატებთ“.

მე ვფიქრობდი, რომ ეს სისულელე იყო, მაგრამ მოვიქეცი ისე, როგორც უხუცესმა ქათლერმა მთხოვა და წავიკითხე მუხლი 1: „ახლა, შვილო ჩემო [უაკინ], ვხედავ, რომ არის რაღაც, რაც გონებით არ გესმის“. ოჰ, ეს წიგნი მესაუბრებოდა!

მერე წავიკითხეთ მუხლი 2: „ახლა, აჰა, შვილო ჩემო, [ოაკინ], აგიხსნი ამას“: და შემდეგ ახსნილი იყო შექმნა და ადამის დაცემა.

და მერე მუხლი 4: „და ასე ვხედავთ, რომ [ოაკინს] მიეცა მონანიების დრო“.

ჩვენ გავაგრძელეთ კითხა. ვკითხულობდით ნელ-ნელა, თითო მუხლს, სანამ არ ჩავედით ბოლო სამ მუხლამდე, შემდეგ ძლიერი ხმა ჩამესმა. წიგნი პირდაპირ მე მესაუბრებოდა და კითხვისას ტირილი მომერია: „და ახლა [ოაკინ] შვილო ჩემო, მე მსურს, რომ ყოველივე ეს აღარ გაღონებდეს და გაღონებდეს მხოლოდ შენი ცოდვები და ეს დაღონება მიგიყვანს ... მონანიებამდე“ (მუხლი 29 ).

მე ახლა ვხვდები, რომ მინდოდა გამოცხადების მიღება ისე, რომ ამის საფასური არ გადამეხადა. იქამდე მე არასდროს არ მისაუბრია ღმერთთან და ის იდეა, რომ ვიღაცას უნდა ესაუბრო, ვინც შენთან არ იმყოფება, სისულელედ მიმაჩნდა. უნდა თავი დამემდაბლებინა და გამეკეთებინა ის, რის გაკეთებასაც მთხოვდნენ, მაშინაც კი, როცა ჩემი მიწიერი გონებით ეს სისულელეთ მიმაჩნდა.

იმ დღეს მე სულიწმინდას გული გადავუშალე, მოვისურვე რა მონანიება და მოვინდომე მონათვლა! იმ წუთამდე მონანიება რაღაც უარყოფითი მეგონა, რაც ცოდვასთან და ცუდ საქციელთან იყო დაკავშირებული, მაგრამ უცებ ეს სხვა კუთხით დავინახე, თითქოს რაღაც პოზიტიური, რამაც გამიწმინდა გზა ზრდისკენ და ბედნიერებისკენ.

უხუცესი ქათლერი ახლა აქ იმყოფება და მინდა მადლობა გადავუხადო მას თვალის ახელვისთვის. მას შემდეგ ყოველ გადაწყვეტილებას, რომელიც ცხოვრებაში მივიღე, იმ მომენტის გავლენა ჰქონდა, როცა თავი დავიმდაბლე, ვილოცე ცოდვების მისატევებლად და როცა ქრისტეს გამოსყიდვა ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა.

ასე რომ, ეს ბოლო გაკვეთილი ერთი წინადადებით ასე ითქმის: გამოსცადეთ მონანიება; არაფერს არ მიჰყავხართ უფალ იესო ქრისტემდე იმაზე ახლოს, ვიდრე შეცვლის სურვილს.

ძვირფასო დაინტერესებულო ადამიანო, ეკლესიის მეგობარო, თუ დღეს მისმენ, შენ ძალიან ახლოს ხარ უდიდესი სიხარულის მიღწევასთან. ახლოს ხარ!

ნება მიბოძეთ, მთელი გულით და სულით, მოგიწვიოთ ნათლობისკენ! ეს საუკეთესო რამაა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. ეს არა მხოლოდ თქვენს, არამედ თქვენი შვილებისა და შვილიშვილების ცხოვრებას შეცვლის.

გამოსახულება
უხუცეს და და კოსტას ქორწილი

მე უფალმა ოჯახით დამლოცა, რენე შევირთე ცოლად და ოთხი მშვენიერი შვილი გვყავს. და რადგან მოვინათლე, შემიძლია, წინასწარმეტყველ ლეჰის მსგავსად, მოვიწვიო ისინი სიცოცხლის ხის ნაყოფის დასაგემოვნებლად, რაც არის ღვთის სიყვარული(იხ.1 ნეფი8:15; 11:25). მე შემიძლია დავეხმარო მათ, მოვიდნენ ეკლესიაში.

ასე რომ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი გამოცდილება და სერიოზულად აღიქვათ მისიონერები. მიდით ეკლესიაში და დაიმახსოვრეთ სულიერი შეგრძნებები, იკითხეთ მორმონის წიგნი და ჰკითხეთ უფალს, არის თუ არა იგი ჭეშმარიტი. მოინანიეთ და მოინათლეთ.

მე ვმოწმობ, რომ თუ გამოცხადების საფასურს გადაიხდით, თავს დაიმდბლებთ, წაიკითხავთ, ილოცბთ და მოინანიებთ, ზეცა გაიხსნება და გეცოდინებათ ისე, როგორც ეს ვიცი მე, რომ იგი ჩემი და თქვენი მხსნელია. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.