ბიბლიოთეკა
გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მას ვუყვარდით


გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მას ვუყვარდით

როცა სხვებს ვემსახურებით და მივუტევებთ ჭეშმარიტი სიყვარულით, შეგვიძლია განვიკურნოთ და მივიღოთ ძალა სირთულეების გადასალახად.

ბოლო სერობისას მხსნელმა თავის მოწაფეებს მისცა ახალი მცნება, უთხრა რა:

„ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.

„ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.“1

მხსნელის მოწაფეებს მიეცა ახალი მცნება, გაეკეთებინათ უფრო მეტი, უფრო დიადი და ღვთიური რამ. ეს ახალი მცნება და მოწვევა მოკლედ შეჯამებულია ძირითად ფრაზაში „როგორც მე შეგიყვარეთ“.

სიყვარული მოქმედებაა; სიყვარული მსახურებაა

სიყვარული ღრმა თავდადებისა და ზრუნვის გრძნობაა“. ღმერთის უდიდესი სიყვარულის მაგალითი თავისი შვილების მიმართ მოიპოვება იესო ქრისტეს უსაზღვრო გამოსყიდვაში“.2 „რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი“ , - წერს იოანე მოციქული, „რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.“ 3„სიყვარული ღმერთისა და მოყვასის მიმართ არის იესო ქრისტეს მოწაფის თვისება’. 4

რამდენიმე წლის წინ, როცა ჩვენი უფროსი შვილიშვილი, ხოსე, ოთხი წლის იყო, იგი ჩემს მეუღლეს ეთამაშებოდა. სიცილისა და კარგი დროს ტარებისას ჩვენმა შვილიშვილმა ჰკითხა: „ბებია, გიყვარვარ“?

მან უპასუხა: „დიახ, ხოსე, მიყვარხარ“.

შემდეგ მან მეორე კითხვა დასვა: „საიდან იცი, რომ გიყვარვარ“?

მან აუხსნა მას თავისი შეგრძნებები და ასევე უთხრა, რა გააკეთა და რას გააკეთბდა მისთვის.

მოგვიანებით ჩემმა მეუღლემ დაუსვა ხოსეს იგივე შეკითხვა, ამ გამჭრიახი შეკითხვის ჩათვლით: „საიდან იცი, რომ გიყვარვარ“?

მან გულწრფელი, თუმცა გულუბყვრილი პასუხი გასცა: „მიყვარხარ, რადგან გულში ვგრძნობ ამას“. ხოსეს მოსიყვარულე საქციელმა ბებიის მიმართ იმ დღეს და ყოველთვის გვიჩვენებს, რომ სიყვარული არის ქმედებებისა და ღრმა გრძნობების კომბინაცია.

მეფე ბენჯამინი გვასწავლიდა: „აჰა, გეუბენბით ამას, რათა ისწავლოთ სიბრძნე; რათა იცოდეთ, რომ როცა ემსახურებით მოყვასს, თქვენ ამით თქვენს ღმერთს ემსახურებით“.5

დღეს სამყაროში იმდენი ტანჯვაა სხვადასხვა ვითარებების გამო, რომ მესიჯის გაგზავნა სმაილით ან ლამაზი სურათის დადება სიტყვებით „მიყვარხარ“ კარგი და ფასეულია, მაგრამ მრავალ ჩვენგანს ესაჭიროება მობილურების გვერდზე გადადება და საკუთარი ხელებითა და ფეხებით დახმარების გაწევა გასაჭირში მყოფთათვის. სიყვარული მსახურების გარეშე ჰგავს უმოქმედო რწმენას; იგი მართლაც მკვდარია.

სიყვარული მიტევებაა

ქრისტეს წმინდა სიყვარული ანუ მოწყალება, 6არა მხოლოდ შთაგვაგონებს იმაზე, რომ ვიმოქმედოთ და ვემსახუროთ, არამედ რომ სიტუაციის მიუხედავად ვიქონიოთ მიტევების ძალა. მინდა გაგიზიაროთ შემთხვევა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და შეცვალა ჩემი ცხოვრება. ტედიმ და შერონმა, კუპერის მშობლებმა, რომლებიც აქ იმყოფებიან დღს, ნება დამრთეს, გაგიზიაროთ, რა მოხდა მათ ოჯახში ცხრა წელიწადზე მეტი ხნის წინ. მე ტედის, კუპერის მამის პოზიციიდან მოგიყვებით ამ ამბავს:

2008 წ. 21 აგვისტო სკოლის პირველი დღე იყო და კუპერის სამი უფროსი ძმა, ივანი, გარეტი და ლოგანი, ავტობუსის გაჩერებაზე იდგნენ და ელოდებოდნენ ჩასხდომას. ოთხი წლის კუპერი ველოსიპედით იყო; ჩემი მეუღლე, შერონი, ფეხით მოსეირნობდა.

ჩემი მეუღლე ქუჩის მეორე მხარეს იყო და კუპერსაც აქეზებდა, გადაეკვეთა გზა. იმავე დროს ძალიან ნელა მანქანამ შემოუხვია მარცხნიდან და გადაუარა კუპერს.

მე მეზობელმა დამირეკა და შემატყობინა, რომ კუპერი მანქანამ გაიტანა. ჩქარა გავეშურე ავტობუსის გაჩერებისკენ მის სანახავად. კუპერი ბალახზე იწვა, უჭირდა სუნთქვა, მაგრამ თვალით დაზიანებები არ უჩანდა.

მე დავიჩოქე კუპერის წინაშე და ვთქვი რაღაც დამაიმედებელი: „არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნება, გაუძელი“. იმ მომენტში ჩემი მღვდელმთავართა გჯუფის ხელმძღვანელი, ნატანი, გამოჩნდა მეუღლესთან ერთად. მან გვითხრა, კუპერისთვის კურთხევა მიგვეცა. ჩვენ კუპერს თავზე ხელები დავასხით. მე არ მახსოვს, რა ვუთხარი კურთხევისას, მაგრამ კარგად მახსოვს სხვები რომ იდგნენ ჩვენს ირგვლივ და იმ მომენტში ვიცოდი, რომ კუპერი გარდაიცვლებოდა.

კუპერი ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც იგი მან სული დალია. მე ვიგრძენი, მამაზეციერი მეუბნებოდა, რომ ჩემი მიწიერი პასუხისმგებლობა კუპერზე დამთავრდა და მას ახლა მამაზეციერი პატრონობდა.

ჩვენ მოგვეცა საშუალება, რაც დრო კუპერთან ერთად საავადმყოფოში გაგვეტარებინა. თანამშრომლებმა მოამზადეს იგი, ასე რომ ჩვენ შევძელით მასთად გამომშვიდობება და არავინ არ გვზღუდავდა დროში.

სახლში რომ ვბრუნდებოდით, ჩემი მგლოვიარე მეუღლე და მე გადავხედეთ ერთმანებთს და დავიწყეთ საუბარი იმ ბიჭის შესახებ, რომელიც მანქანას ატარებდა. ჩვენ მას არ ვიცნობდით, მიუხედავადიმისა, რომ იგი ერთი ქუჩის იქით ცხოვრობდა და ჩვენი მეურვეობის ფარგლებში იმყოფებოდა.

მეორე დღე ძალიან რთული იყო ჩვენთვის, რათა ყველანი გლოვით დათრგუნულნივიყავით. მე მუხლებზე დავემხე და ისე გულწრფელად ვილოცე, როგორც არასდროს. ვთხოვე მამაზეციერს, მხსნელის სახელით, წაეღო ჩემგან ეს მძიმე გლოვა. მან შემისრულა თხოვნა.

იმ დღეს ერთ-ერთმა პალოს პრეზიდენტობის მრჩეველმა მოგვიწყო შეხვედრა იმ ახალგაზრდა მამაკაცთან - მანქანის მძღოლთან და მის მშობლებთან მრჩევლის სახლში. შერონი და მე ველოდებოდით იმ ბიჭს და მის მშობლებს. როცა კარი გაიღო, ჩვენ ისინი პირველად დავინახეთ. ეპისკოპოსმა ჩაგვჩურჩულა: „მიდით მასთან“. შერონი და მე ერთად ჩავეხუტეთ მას. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ერთად ვტიროდით. ჩენ ვუთხარით, რომ ვიცოდით, ის უბედური შემთხვევა იყო.

შერონისა და ჩემთვის რაც ვიგრძენით და რასაც ჯერ კიდევ ვგრძნობთ - საოცრება იყო. ღმერთის მადლით, ჩვენ შევძელით მაღალი გზის არჩევა, აშკარად იმ გზისა, ერთადერთი გზის და შევიყვარეთ ეს ახალგაზრდა.

დებო და ძმებო, ჩვენ მას და მის ოჯახს ძალიან დავუახლოვდით წლების განმავლობაში. მან გაგვიზიარა თავისი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი მომენტები. ჩვენ მასთან ერთად ტაძარშიც კი წავედით, როცა იგი მისიაში წასასვლელად ემზადებოდა.7

ტედმა იცის ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რომ მამაზეციერს ვუყვრვართ. მან იცის, რომ მიტევების შეძლება და ამით ტვირთის მოცილება ისეთივე ტკბილია, როგორც მიტევება. ეს სიტკბო მოდის ჩვენი დიადი მაგალითის მიყოლით. მორმონის წიგნში ალმამ განუცხადა მხსნელს: „და იგი ივლის, აიტანს ყოველი სახის ტკივილს, ტანჯვასა და ცდუნებას; და ეს იმისთვის, რომ ახდეს სიტყვა, რომელიც ამბობს, რომ იგი აიღებს თავის თავზე ადამიანების ტკივილსა და ავადმყოფობას.“8

დებო და ძმებო, სიყვარულისა და მიტევების რა საოცარი ამბავია. ჩვენც, მსგავსად, შეგვიძლია ვიქონიოთ სიხარული და ბედნიერება სხვების მსახურებისა და მიტევების დროს. გიორგი, ჩვენი კიდევ ერთერთი შვილიშვილი, ხშირად ამბობს: „როგორი ოჯახი ვართ“? და პასუხობს: „ჩვენ ბედნიერი ოჯახი ვართ“!

პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა დაგვმოძღვრა, გვითხრა რა: „დაე, გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას და გადავწყვიტოთ, მივყვეთ მხსნელის მაგალითს სიკეთით, სიყვარულით და მოწყალებით“.9

მე ვიცი, რომ მამაზეციერს და მის ძეს, იესო ქრისტეს, ვუყვარვართ და ისინი მზად არიან დაგვეხმარონ, გვიყვარდეს ერთმანეთი ისე, როგორც მათ ვუყვარდით. და მე ვიცი, რომ ჭეშმარიტი სიყვარულით სხვების მსახურებითა და მიტევებით ჩვენ შეგვიძლია განვიკურნოთ და მივიღოთ ძალა ჩვენი სირთულეების გადასალახად. და მე ამას ვაცხადებ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.