ბიბლიოთეკა
ეძიეთ საუკეთესო წიგნებიდან


ეძიეთ საუკეთესო წიგნებიდან

ჩვენი სულიერი ფესვები უფრო ღრმავდება, როცა გულწრფელი პირადი და ოჯახური ლოცვა ხდება ჩვენი რწმენის ბასტიონი, რამეთუ ჩვენ ყოველდღირად ვინანიებთ ცოდვებს, ვეძიებთ სულიწმინდის თანხლებას და ვსწავლობთ მხსნელისა და მისი თვისებების შესახებ, ასევე ვცდილობთ, დავემსგავსოთ მას.

ერთხელ დილით ვარდის ულამაზეს ბუჩქზე დავინახე მშიერი, კარგად შენიღბული მუხლუხი. ვარდის გაშიშვლებული ღეროების დანახვით ჩვეულებრივი დამკვირვებელიც კი მიხვდებოდა, რომ მუხლუხი საშიში ყბებით გზად ყველა ნორჩ ფოთოლს ანადგურებდა. ალეგორიულად რომ ვთქვათ, უცებ წარმოვიდგინე, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ მუხლუხს გვანან; ისინი მთელს მსოფლიოში არსებობენ და ზოგნი ისე ოსტატურად ინიღბებიან, რომ ზოგჯერ ჩვენ საკუთარ ცხოვრებაში ვუშვებთ მათ და სანამ გონზე მოვალთ, ისინი უკვე ჩვენს სულიერ ფესვებს და ჩვენი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ხრავენ.

ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, როცაჭარბობს ცრუინფორმაცია ჩვენი მრწამსის შესახებ. ასეთ დროს, თუ არ დავიცავთ და არ გავიღრმავებთ სულიერ ფესვებს, მაშინ მოვიპატიჟებთ მათ, ვინც ეძიებს ქრისტეში და მის აღდგენილ ეკლესიაში ჩვენი რწმენის განადგურებას. მორმონის წიგნის დროს ზიზრომი ცდილობდა, მორწმუნეთა რწმენის აღმოფხვრას.

მისი სიტყვები და ქმედებები მახესავით იყო დაგებული ადამიანების დასაჭერად, რათა მის დაქვემდებარებაში მოქცეულიყვნენ და შემოერტყა მათ ირგვლივ თავისი ჯაჭვები“(ალმა 12:6). იგივე ხაფანგები დღესაც არსებობს და თუ სულიერად არ ვიქნებით ფხიზელნი და არ დავაფუძნებთ საძირკველს მხსნელზე(იხ.ჰელამანი 5:12), სატანა ჯაჭვით შეგვბოჭავს და ნელ-ნელა ჩაგვიყვანს აკრძალულ ბილიკებზე, რომლებზეც მორმონის წიგნი მოგვითხრობს.

პავლე მოციქული თავის დღეებში გვაფრთხილებდა და ეს დღემდეც აქტუალური რჩება: „ვინაიდან მე ვიცი...თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები გადაიბირონ“ (საქმეები 20:29–30).

მისი, ასევე ჩვენი წინასწარმეტყველებისა და მოციქულების გაფრთხილება გვახსენებს, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სულიერად გავძლიერდეთ და აღვუდგეთ წინ ტყუილსა და დაპირისპირებას. როცა ეკლესიის პალოებსა და მეურვეობებს მოვინახულებ, სულიერად ვმაღლდები იმის გამო, რასაც ვხედავ, მესმის და ვგრძნობ, რომ წმინდაბები პოზიტიურად და ერთგულად პასუხობენ მხსნელისა და მისი მსახურების სიტყვებს.

შაბათის დღის უფრო წმინდად დაცვა არის მხოლოდ ერთი მაგალითი იმისა, როგორ აძლიერებენ სულიერად წევრები ერთმანეთს, რადგან ყურს უგდებენ წინასწარმეტყველის მოწვევას. ამაზე მეტად გაძლიერება ცხადი ხდება სატაძრო და ოჯახური ისტორიის სამუშაოში უფრო აქტიურად ჩართვა ოჯახის წევრებისა, როცა ისინი სატაძრო წეს-ჩვეულებების მეშვეობით ერთად კრიბავენ წინაპრებს. ჩვენი სულიერი ფესვები უფრო ღრმავდება, როცა გულწრფელი პირადი და ოჯახური ლოცვა ხდება ჩვენი რწმენის ბასტიონი, რამეთუ ჩვენ ყოველდღირად ვინანიებთ ცოდვებს, ვეძიებთ სულიწმინდის თანხლებას და ვსწავლობთ მხსნელისა და მისი თვისებების შესახებ, ასევე ვცდილობთ, დავემსგავსოთ მას (იხ. 3 ნეფი 27:27).

ჩვენი მხსნელი, იესო ქრისტე, არის ამა სოფლის ნათელი და იგი თავის დაკვრით გვეპატიჟება, მივყვეთ მას. ჩვენ სულ მასზე უნდა ვახდენდეთ სწორებას, განსაკუთრებით ბნელ, ქარბუქიან ღამეს, როცა ეჭვისა და ყოყმანის გრიგალი ნისლი ვით გვეპარება. და თუ მდინარის მეორე მხრიდან, დიდი და ფართო შენობიდან (1 ნეფი 8:26)თქვენკენ თითს იშვერენ და დაგცინიან, გამცირებენ და თავის დაკვრით გეპატიჟებიან, მე გთხოვთ, უმალვე გაბრუნდით, რათა ცბიერი, ცთომილი ხერხით არ დაგარწმუნონ და არ ჩამოგაშორონ ჭეშმარიტებასა და მის კურთხევებს.

დღეს, როცა დამახინჯებულ ინფორმაციას ამბობენ, წერენ და აღწერენ, სწრაფად გაბრუნდე არ იქნება საკმარისი. უხუცესი რობერტ დ. ჰეილსი გვასწავლიდა, რომ „თუ სრულად არ ჩავებმებით ცოცხალ სახარებაში ანუ თუ არ ვიცხოვრებთ მის მიხედვით მთელი ჩვენი „გულით, ძალით, გონებითა და ღონით, ჩვენ ვერ გამოვიმუშავებთ საკმარის სულიერ სინათლეს სიბნელის დასაძლევად“ (“Out of Darkness into His Marvelous Light,” Liahona, July 2002, 78). რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი - მივყვეთ ქრისტეს, რომელიც არის ნათელი ამა სოფლისა (იხ. იოანე 8:12, ნიშნავს იმას, რომ უნდა ვიმოქმედოთ მისი სწავლებების მიხედვით. ჩვენ სულიერად ვძლიერდებით და დაცულნი ვხდებით, როცა ღვთის სიტყვის მიხედვით ვმოქმედებთ.

რაც უფრო დიდია სინათლე ჩვენს ცხოვრებაში, მით უფრო ნაკლებია ჩრდილები. თუმცა, სინათლის სიჭარბეშიც კი ჩვენ ვიმყოფებით ადამიანებს შორის და გვესმის კომენტარები, რომლებიც ამახინჯებენ ჩვენს მრწამსს და ცდიან ჩვენს რწენას. მოციქულმა იაკობმა დაწერა,“[ჩვენი] რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს„ (იაკობი1:3). ამ გამჭრიახობით უხუცესი ნილ ა. მაქსველი გვასწავლიდა, რომ „მომთმენ მოწაფეს არ გაუკვირდება და არ დაიკარგება, როცა ეკლესიაზე დამახინჯებულ სიტყვას მოისმენს“.(“Patience” [Brigham Young University devotional, Nov. 27, 1979], speeches.byu.edu).

კითხვები ეკლესიის ისტორიისა და მრწამსის შესახებ ჩნდება. სწორი პასუხების მოსაძებნად სანდო წყაროს უნდა მივმართოთ. ნაკლებად ინფორმირებული და უინტერესო ადამიანების აზრის მოსმენა არაფერს არ შეგვმატებთ. იაკობ მოციქულმა მოგვცა საუკეთესო რჩევა: „თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს“ (იაკობი 1:5).

სანამ ღმერთს ვთხოვდეთ, უნდა ყურადღებით შევისწავლოთ საქმე, რადგან ჩვენ წმინდა წერილიდან სულიერი განაწესი გვაქვს, „ვეძიოთ ბრძნული სიტყვა საუკეთესო წიგნებში; ... ვესწრაფოთ სწავლას მეცადინეობით, აგრეთვე რწმენით“. (მოძღვრება და აღთქმები 88:118).ასეთი ეკლესიის ხელმძღვანელთა მიერ ზეშთაგონებით დაწერილი წიგნები დიდი რაოდენობით გვაქვს. ისინი აღიარებული, უსაფრთხო,ეკლესიის ისტორიისა და დოქტრინის მცოდნეთა მიერ არის დაწერილი. ამის გარდა, არც ერთი არ აღემატება კანონიზირებულ წმინდა წერილში მოცემულ ღვთის მიერ განცხადებულ სიტყვის დიდებას. ამ თხელი, მაგრამ სულიერი გამჭრიახობით სავსე ფურცლებიდან ჩვენ, სულიწმინდის მეშვეობით, ვსწავლობთ ჭეშმარიტებას და ამით ვზრდით ნათელს.

პრეზიდენტი თომას ს. მონსონი გვემუდარება, „ყოველდრიურად ლოცვითა და დაფიქრებულად ვიკითხოთ მორმონის წიგნი“. (“The Power of the Book of Mormon,” Liahona, May 2017, 87).

რამდენიმე წლის წინ, როცა ფიჯის სუვა მისიის პრეზიდენტად ვმსახურობდი, რამდენიმე მისიონერს ჰქონდა შემთხვევა, რომელმაც განამტკიცა მათში მორმონის წიგნის მოქცევის ძალა. ერთ ცხელ ჩახუთულ დღეს, ორმა უხუცესმა ლაბასას პატარა დასახლებას მიაგნო.

კარზე დააკაკუნეს. მათ მამაკაცმა გაუღო. ამ კაცს სახეზე მძიმე ცხოვრების კვალი აჩნდა. მან მოუსმინა მისიონერებს, რომლებიც მოწმობდნენ მორმონის წიგნის ჭეშმარიტების შესახებ. მათ ამ კაცს წიგნი დაუტოვეს და სთხოვეს, წაეკითხა იგი და ელოცა, როგორც მათ ილოცეს, რათა გაეგო, რომ ეს იყო ღვთის სიტყვა. მისი პასუხი მოკლე იყო: „ხვალ სათევზაოდ ვბრუნდები. წიგნს ზღვაში წავიკითხავ და რომ დავბრუნდები, შეგიძლიათ კვლავ მეწვიოთ“.

სანამ იგი ზღვაში იყო, ის მისიონერები სხვაგან გადაიყვანეს და რამდენიმე კვირის შემდეგ მეთევზესთან სხვა მისიონერები მივიდნენ. იმ დროისთვის მამაკაცს მთლიანი მორმონის წიგნი ჰქონდა წაკითხული. მან მისი ჭეშმარიტების დასტურიც კი მიიღო და მეტის გაგება სურდა.

ეს ადამიანი სულიწმინდამ მოაქცია, რომელმაც დაუმოწმა ყოველ გვერდზე აღწერილი დიდი ხნის წინ მომხდარი მოვლენებისა და დოქტრინის ძვირფასი სიტყვების ჭეშმარიტება, რომელიც დღემდე შემოინახა ჩვენთვის მორმონის წიგნის სახით. იგივე კურთხევა ყოველი ჩვენგანისთვისაა ხელმისაწვდომი.

სახლი იდეალური ადგილია ოჯახებისთვის, რომ შეისწავლონ და გაიზიარონ წმინდა წერილში მოცემული ძვირფასი შთაგონებანი, წინასწარმეტყველების სიტყვები და LDS.org-ზე ხელმისაწვდომი მასალები. იქ თქვენ იპოვით უამრავ ინფორმაციას სახარებიდან, როგორიცაა პირველი ხილვა . როცა ჩვენ საუკეთესო წიგნებიდან ვსწავლობთ, ჩვენ თავს ვიცავთ იმ საშიში ყბებისგან, რომლებიც ცდილობს, ამოხრას ჩვენი სულიერი ფესვები.

ყველა ჩვენს ლოცვასთან, სწავლასთან და დაფიქრებასთან ერთად, შეიძლება მაინც გვქონდეს რამდენიმე შეკითხვა,რომელზეც პასუხი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ არ უნდა ჩავაქრობინოთ ამას რწმენის ცეცხლი, რომელიც ბჟუტავს ჩვენში. მსგავსი შეკითხვები გვიწვევს, გავაძლიეროთ ჩვენი რწმენა და არა ვკვებოთ მაცდური ეჭვის წარმავალი მომენტი. რელიგიის არსია ის, რომ ყოველ კითხვაზე არ არის ზუსტი პასუხი, რადგან ეს რწმენის ერთ-ერთი მიზანია. ამის შესახებ უხუცესი ჯეფრირ. ჰოლანდი გვასწავლიდა: „როცა მსგავსი მომენტები ამოტივტივდება და იმ წუთას პასუხს ვერ ვპოულობთ, ჩაეჭიდეთ იმას, რაც უკვე იცით და მყარად იდექით, სანამ დამატებითი ცოდნა არ მოვა თქვენთან“(“Lord, I Believe,” Liahona, May 2013, 94).

ჩვენს ირგვლივ ვხედავთ იმდენი ადამიანის სიხარულს, რომლებიც მტკიცედ დგანან, რადგან მუდმივად კვებავენ სულიერ ფესვებს. მათი რწმენა და მორჩილება საკმარისია იმისთვის, რომ მისცეთ მათ მხსნელის დიდი იმედი და უკვე იქიდენ ამოღერდება დიდი ბედნიერება. ისინი არ ამბობენ, რომ ყველფერი იციან, მაგრამ მათ ძვირად დაუჯდათ, საკმარისი ცოდნა შეეძინათ იმისთვის, რომ სიმშვიდე ჰქონოდათ და ცდილობენ, მეტი შეიტყონ. ხაზი ხაზზე, მათი რწმენა მყარდება ქრისტეში და ისინი მტკიცედ დგანან წმინდანებთან ერთად.

დაე, ყოველი ჩვენგანი ისე ცხოვრობდეს, რომ შენიღბულმა მუხლუხის საშიშმა ყბებმა ვერ იპოვონ ადგილი ჩვენს ცხოვრებაში, რათა ბოლომდე დავრჩეთ ქრისტეს რწმენაში ძლიერნი(ალმა 27:27). იესო ქრისტეს სახელით, ამინ.