ბიბლიოთეკა
გზა გრძელდება!


გზა გრძელდება!

გზა მამაზეციერთან დასაბრუნებლად ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

ას სამოცდაათი წლის წინ ბრიგამ იანგმა პირველად გადახედა სოლთ ლეიქის ველს და განაცხადა: „ეს ის ადგილია“!1მან ამოიცნო ის ადგილი, რადგამ უფალმა აჩვენა იგი.

1869 წლის მიწურულს 70 000 მეტმა წმინდანმა მსგავსი გზაგამოიარა. მიუხედავად მრავალი ენობრივი, კულტურული და ეროვნული განსხვავებებისა, ისინი იზარებდნენ იმავე დამოწმებას მამის, ძის, სულიწმინდის, იესო ქრისტეს აღდგენილი სახარებისა და სიონის შენების სურვილისა, რომელიც უნდა გამხდარიყო სიმშვიდის, ბედნიერებისა და სილამაზის ადგილი მხსნელის მეორე მოსვლისთვის.

გამოსახულება
ჯეინ მანინგ ჯეიმსი

იმ პირველ წმინდანთა შორის, რომლებიც იუტაში ჩავიდნენ, იყო ჯეინ მანინგ ჯეიმსი, გათავისუფლებული მონის ქალიშვილი, აღდგენილ ეკლესიაში მოქცეული და ყველაზე შესანიშნავი მოწაფე, რომელიც სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. და ჯეიმსი სიკვდილამდე ერთგული უკანასკნელ დღეთა წმინდანი იყო. იგი 1908 წ. გარდაიცვალაი.

იგი წერდა: „მინდა აქვე ვთქვა, რომ ჩემი რწმენა იესო ქრისტეს სახარებაში, როგორც მას ასწავლიან უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში, დღეს ისეთივე ძლიერია, არა, თუ ეს შესაძლებელია, იმაზე კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე ჩემი ნათლობის დღეს. მე ვიხდი მეათედსა და მარხვის შემოწირულობას, ვიცავ სიბრძნის სიტყვას, ადრე ვწვები და ადრე ვდგები და ჩემი სუსტი ხერხით ვცდილობ ყვეალასთვის კარგიმაგალითი ვიყო“.2

და ჯეიმსმა, მსგავსად მრავალი სხვა უკანასკნელ დღეთა წმინდანებისა, არა მხოლოდ ააშენა სიონი სისხლით, ოფლითა და ცრემლებით, არამედ საუკეთსოდ ეძიებდა უფლის დალოცვებს ცოცხალი სახარების პრინციპების მეშვეობით და მყარად იყო ჩაჭიდებული იესო ქრისტეს რწმენაზე, რომელიცაა დიადი განმკურნებელი ყველასთვის, ვინც გულწრფელად ეძიებს მას.

ადრეული წმინდანები არ იყვნენ სრულყოფილნი, მაგრამ მათ ჩაყარეს საძირკველი, რომელზეც დააშენეს ოჯახები და საზოგადოება, რომელსაც უყვარს მცნებები და იცავს მათ, რაც გამოკვეთილია სხვადასხვა ახალ ამბებში მთელს მსოფლიოში, ჩვენი იესო ქრისტესთან ვალდებულების აღებისა და მოხალისური მცდელობებისა დავეხმაროთ ადამიანებს ახლოსაც და შორსაც.3

პრეზიდენტო აირინგ, შეიძლება, თქვენს მადლიერებას ჩემიც დავამატო იმ ათი ათასობით ყვეითელ მაისურებიან ანგელოზების მიმართ, რომლებიც ტეხასში, მექსიკაში და სხვა ადგილებშ მსახურობენ.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ დავკარგავთ კავშირს მათთან, ვინც ჩვენზე წინ გაიარეს ეს გზა, პიონერი წინაპრების ჩათვლით, ჩვენ ასევე დავკარგავთ ძვირფას განძს. მე ვისაუბრე „რწმენა ყოველ ნაბიჯზე“-ს შესახებ წარსულში და მომავალშიც გავაგრძელებ ამას, რადგან ვიცი, რომ მომავალ თაობების უნდა ჰქონდეს ისეთივე რწმენა, როგორიც ადრეულ წმინდანებს ჰქონდათ უფალ იესო ქრისტეში და მის აღდგენილ სახარებაში.4

პირადად ჩემი პიონერი წინაპრები იყვნენ იმ ერთგულ წინაპართა შორის, რომლებიც ხელით ატარებდნენ ურიკებს, მართავდნენ გადახურულ ურმებს და ფეხით მიდიოდნენ იუტაში. მათ, და ჯეინ მანინგ ჯემსის მსგავსად, ჰქონდათ ღრმა რწმენა ყოველ ნაბიჯზე, რომელსაც ისინი დგამდნენ თავიანთ მოგზაურობისას.

მათი დღიურები სავსეა სირთულეების, შიმშილის და ავადმყოფობების აღწერილობით, ასევე მათი რწმენის ღმერთსა და იესო ქრისტეს მიერ აღდგენილ სახარებაზე დამოწმებებით.

მათ მიწიერი სიმდიდრე თითქმის არ ჰქონდათ, მაგრამ უხვად ფლობდნენ დალოცვებს, რომლებიც მიიღეს იესო ქრისტეს ეკლესიის წევრობით. როცა კი შეეძლოთ, ისინი აყენებდნენ წაქცეულთ და ერთმანეთის მსახურებით, ღვთის მღვდლობის მეშვეობით, აკურთხებდნენ ავადმყოფთ.

დები კაშისველში, იუტაში, ემსახურებოდნენ წმინდანებს მოწყალების საზოგადოების სულით - „გასაჭირში მყოფთათვის ერთად შრომა“.5 ჩემი დიდი ბებია, მარგარეტ მაკნილ ბალარდი, თავისი მეუღლის, ჰენრის, გვერდით მსახურობდა, რომელიც 40 წლის მანძილზე ლოგანის მეორე მრევლს თავმჯდომარეობდა. იმ წლებიდან 30 წლის განმავლობაში მარგარეტი მეურვეობის მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტი იყო. მას სახლში მოჰყავდა გაჭირვებულები, ავადმყოფები, დაქვრივებულები და დაობლებულები. იგი გარდაცვლილებსაც კი მოსავდა თეთრ სატაძრო სამოსელში.

მართალია, მართებული და მნიშვნელოვანია გვახსოვდეს მე-19 საუკუნის მორმონი პიონერების გზა, მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ „ცხოვრების გზა გრძელდება“ ყოველი ჩვენგანისთვის, როცა ვამტკიცებთ „ყოველ ნაბიჯზე რწმენას“.

გამოსახულება
წევრები იკრიბებიან ადგილობრივ სამლოცველოებში

ახლადმოქცეულები აღარ იკრიბებიან პიონერთა დასახლებებში შეერთებული შთატების დასავლეთ ნაწილში. ამის ნაცვლად ისინი იკრიბებიან ადგილობრივ მრევლში, სადაც წმინდანები იესო ქრისტეს სახელით თაყვანს სცემენ ღმერთს. მთელს მსოფლიოში 30 000 მეტი მრევლია, ყველანი თავიანთ სიონში იკრიბებიან. როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი: „რამეთუ ეს არის სიონი - ადგილი გულით სუფთათათვის“. 6

როცა სიცოცხლის გზაზე მივაბიჯებთ, ჩვენ გვცდიან, რათა გამოჩნდეს, ვასრულებთ თუ არა „ყოველივეს, რასაც [უფალი] გვიბრძანებს“.7

მრავალი ჩვენგანი აღმოჩენის საოცარ მოგზაურობაშია, რაც მიიყვანს მათ პირად მიღწევამდე და სულიერ გაბრწყინებამდე. ზოგიერთი ჩვენგანი, სამწუხაროდ, ადგას გზას, რომელსაც მწუხარებისკენ, ცოდვისკენ, ტკივილისკენ და სასოწარკვეთილებისკენ მივყავართ.

ამ შემთხვევაში ჰკითხეთ საკუთარ თავს: შენი ბოლო დანიშნულების ადგილი რა არის? სად მიყავხარ ამ ნაბიჯებს? ეს მოგზაურობა მიგიყვანს იმ „კურთხევათა სიმრავლესთან“, რომელსაც მხსნელი დაგვპირდა?8

გზა მამაზეციერთან დასაბრუნებლად თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა გზებს შორის და იგი გრძელდება ყოველ დღე, ყოველ კვირას, ყოველ თვე, ყოველ წელს, როცა ჩვენ ვზრდით რწმენას მასში და მის საყვარელ ძეში, იესო ქრისტეში.

ყურადღბით უნდა ვიყოთ იმის მიმართ, სად მივყავართ ცხოვრების ნაბიჯებს. უნდა ვიყოთ ფხიზლად და ყური დავუგდოთ იესოს რჩევას, რომელიც მან მისცა თავის მოწაფეებს, როცა უპასუხა მათ კითხვაზე: „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი?

„მიუგო იესომ და უთხრა მათ: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.“ 9

დღეს მე გავიმეორებ ეკლესიის ხელმძღვანელთა მიერ ადრე მოცემულ რჩევას.

  • დებო და ძმებო, სუფთად შეინახეთ ეკლესიის დოქტრინა და არასდროს არ მოტყუვდებთ მათ მიერ, ვინც აუკუღმართებს მას. მამისა და ძის სახარება აღდგენილ იქნა ამ ბოლო მოწყობილობის წინასწარმეტყველის, ჯოზეფ სმითის მეშვეობით.

  • ნუ მოუსმენთ მას, ვინც არ არის საეკლესიო მოწოდებისთვის ხელდასხმული და/ან კურთხევა მიცემული და ეკლესიის წევრთა საერთო თანხმობით აღიარებული პირი.10

  • თავი აარიდეთ ორგანიზაციებს, ჯგუფებს თუ ინდივიდუალურ პირებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ იციან საიდუმლო პასუხები დოქტრინალურ შეკითხვებზე, რომლებზეც მათი თქმით, თანამედროვე მოციქულებმა და წინასწარმეტყველებმა არ იციან პასუხი ან არ ესმით.

  • ნუ მოუსმენთ მათ, ვინც გაცდუნებთ ადვილად გამდიდრების სქემებით. ჩვენმა წევრებმა მეტისმეტად დიდი თანხები დაკარგეს, ასე რომ ფრთხილად იყავით.

ზოგ ადგილას მრავალი ჩვენი წევრი, განკურნებისა თუ მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საზღვრებს სცდება და ეძიებს საიდუმლო სწავლებებს დამიმართავს ძვირად ღირებულ და საეჭვო წყაროებს.

ეკლესიის მიერ ერთი წლის წინ ოფიციალურადგაკეთბული განცხადებაში ვკითხულობთ: „ჩვენ გვინდა შევაგულიანოთ ეკლესიის წევრები, ფრთხილად იყვნენ ნებისმიერ ჯგუფებთან, რომლებიც პირდებიან, ფულის ნაცვლად, კურთხეულ სამღვდელოების მატარებელთა გარეშე, სასწაულ განკურნებას ან განსაკუთრებულ მეთოდებს განკურნების ძალის მოსაპოვებლად“. 11

ეკლესიისმითითბებისწიგნიგვმოძღვრავს: „წევრებმა არ უნდა გამოიყენონ სამედიცინო ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც ეთიკურად ან კანონის თვალსაზრისით საეჭვოა. ადგილობრივი ხელმძღვანელები უნდაურჩევდნენ წევრებს ჯანმრთელობის პრობლემებით, მიმართონ კომპეტენტურ სპეციალისტებს, რომლებსაც აქვთ შესაბამის ქვეყანაში მუშაობის ნებართვა“.12

დებო და ძმებო, იყავით გონიერნი და იცოდეთ, რომ მსგავსი ქმედებები შეიძლება იყოს ემოციურად მიმზიდველი, მაგრამ ბოლო ჯამში სულიერად და ფიზიკურად საზიანო.

ჩვენი პიონერებისა და წინაპრებისთვის დამოუკიდებლობა და თვითუზრუნველყოფა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, თუმცა მათი ერთობის გრძნობაც არანაკლებად მნიშვნელოვანი იყო. ისინი ერთად მუშაობდნენ და ეხმარებოდნენ ერთმანეთს ფიზიკურ და ემოციურ სირთულეების გადალახვაში. მამაკაცებისთვის იყო სამღვდელოების ქვორუმი, ქალებისთვის - მოწყალების საზოგადოება. ეს დღესაც არ შეცვლილა.

მოწყალების საზოგადოება და სამღვდელოების ქვორუმები უზრუნველყოფდნენ ოჯახების სულიერ და მიწიერ კარგადყოფნას.

დარჩით სახარების გზაზე, იქონიეთ რწმენა „ყოველი ნაბიჯისა“, რათა უსაფრთხოდ შეძლოთ მამაზეციერისა და უფალ იესო ქრისტეს გარემოცვაში დაბრუნება. უფალი ჩვენი ძვირფასი მხსნელია. იგი არის მხსნელი ამა სოფლისა. ჩვენ უნდა პატივი ვცეთ მის წმინდა სახელს და არ გამოვიყენოთ იგი ამაოდ, ყოველთვის ვეცადოთ, დავიცვათ მისი მცნებები. თუ ასე მოვიქცევით, იგი დაგვლოცავს და უსაფრთხოდ დაგვაბრუნებს შინ.

მე გიწვევთ ყოველ თქვენგანს, ვისაც მიგიწვდებათ ჩემი ხმა, მიესალმოთ და გულში ჩაიკრათ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღეს თავის გზაზე მოაბიჯებს, რომელ მონაკვეთზეც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი დღეს.

გთხოვთ, დაიმახსოვროთ, რომ არ არის იმაზე დიდი დალოცვა, რომლის გაზიარებაც შეიძლება, ვიდრე აღდგენის გზავნილი, რომელსაც, როცა მივიღებთ და ვიცხოვრებთ მის მიხედვით, გვპირდება მარადიულ სიხარულსა და მშვიდობას, მარადიულ ცხოვრებასაც კი. მოდით, გამოვიყენოთ თავისუფალი არჩევანი, ძალა და დამოწმებები და დავეხმაროთ მისიონერებს იპოვონ, ასწავლონ და მონათლონ ღვთის შვილები, რათა მათ ჰქონდეთ სახარების დოქტრინის ძალა, რომელიც მათ წინ გაუძღვება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჩვენ თანაგრძნობით უნდა ჩავიკრათ გულში ღვთის შვილები და აღმოვფხვრათ ყოველი ცრურწმენა, რასიზმის, გენდერული უთანასწორობისა თუ ნაციონალიზმის ჩათვლით. დაე, ითქვას, რომ ჩვენ ჭეშმარიტად გვწამს იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების კურთხევების ყოველი ღვთის შვილისათვის.

მე ვმოწმობ, რომ „გზა გრძელდება“ და გიწვევთ, დარჩეთ სახარების გზაზე, როცა ცდილობთ, მისწვდეთ ღვთის ყოველ შვილს სიყვარულითა და თანაგრძნობით, რომ ერთად შევძლოთ ჩვენი გულებისა და ხელების გასუფთავება „მრავალი დალოცვის“ მისაღებად, რომელიც ელოდება ყველას, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს მამაზეციერი და მისი საყვარელი ძე.უფალი. მე ამაზედ ვლოცულობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.