2010-2019
მთავარია ადამიანები
აპრილი, 2018 წ.


მთავარია ადამიანები

მისი არსი თქვენ ხართ, უფლის მოწაფეები, ვისაც უყვარს იგი და მიჰყვებიან მას, და ვინც საკუთარ თავზე აიღეს მისი სახელი.

როცა ვემზადებოდი პარიზის საოცარი ტაძრის მშენებლობისთვის, მე დაუვიწყარი გამოცდილება მივიღე. 2010 წ. როცა ტაძრისთვის შესაფერისი ნაკვეთი იპოვეს, ქალაქის მერმა გვთხოვა, შევხვედროდით, რათა მეტი შეეტყო ჩვენს შესახებ. ამშეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მშენებლობის ნებართვის მისაღებად. ჩვენ გულდასმით მოვამზადეთ პრეზენტაცია, რომელშიც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ტაძრის რამდენიმე შთამბეჭდავი სურათი ჩავრთეთ. ჩემი ყველაზე დიდი იმედი იყო, რომ მათი არქიტექტურული სილამაზე დამაჯერებელი იქნებოდა მერისთვის ამ პროექტის მხარდასაჭერად.

ჩემდა გასაკვირად, მერმა აღნიშნა, რომ პრეზენტაციის ყურების ნაცვლად მას თავის გუნდთან ერთად ერჩივნა, პირადად გაერკვიათ, რა ეკლესია ვიყავით. მომდევნო თვეში ჩვენ ისევ მოგვიწვიეს, მოგვესმინა ქალაქის მრჩევლის ანგარიში, რომელიც რელიგიის ისტორიის პროფესორი იყო. მან თქვა: ყველაზე მეტად გვინდოდა გავიგოთ, ვინ არიან თქვენი ეკლესიის წევრები. პირველი, რაც გავაკეთეთ, ერთ-ერთ თქვენს ზიარების შეკრებას დავესწარით. ჩვენ სამლოცველოს ბოლო რიგში ვისხედით და ყურადღებით ვაკვირდებოდით მრევლს და იმას, რას აკეთებდნენ ისინი. მერე თქვენს მეზობლებს შევხვდით - ვინც თქვენი პალოს ცენტრის ირგვლივ ცხოვრობს და ვკითხეთ, რანაირი ხალხი იყავით თქვენ, მორმონები.

აბა, რა დაასკვენით? ვკითხე მათ, აღელვებულმა. მან მიპასუხა: ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ყველაზე ახლოსაა იესო ქრისტეს თავდაპირველ ეკლესიასთან, ვიდრე რომელიმე სხვა ეკლესია, რომელიც ვიცით. მე თითქმის დავუპირისპირდი, რადგან მინდოდა მეთქვა: ეს სულ მთლად ასე არაა. ეს ეკლესია ყველაზე ახლოს კი არა, არამედ უშუალოდ იესო ქრისტეს ეკლესიაა, იგივე ეკლესია, ჭეშმარიტი ეკლესია! მაგრამ თავი შევიკავე და ამის ნაცვლად მადლიერების ჩუმი ლოცვა ვთქვი. შემდეგ მერმა გვითხრა, რომ მოძიებული ინფორმაციის გამო არც მას და არც მის გუნდს არ ჰქონდათ არაფერი საწინააღმდეგო მათ თემში ტაძარი აშენებულიყო.

დღეს, როცა ვფიქრობ ამ საოცარ გამოცდილებაზე, მე მადლიერებას ვგრძნობ მერის სიბრძნისთვის და ამოცნობის სულისთვის. მან იცოდა, რომ ეკლესიის არსის გასაგებად იგი არა გარედან ან ორგანიზების თვალსაზრისით უნდა შეეფასებინა, არამედ მილიონობით ერთგული წევრის მიხედვით, რომელიც ყოველ დღე ცდილობს, მიჰყვეს იესო ქრისტეს მაგალითს.

სიტყვა ეკლესია შეიძლება განმარტებულ იქნას მორმონის წიგნის ამონარიდიდან, სადაც წერია: “და მათ [უფლის მოწაფეებს] რომლებიც მოინათლნენ ისესო ქრისტეს სახელით, ეწოდათ ქრისტეს ეკლესია”.1

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკლესიის არსი ადამიანებია. მისი არსი თქვენ ხართ, უფლის მოწაფეები, ვისაც უყვარს იგი და მიჰყვებიან მას, და ვინცმასთან აღთქმის დადებით საკუთარ თავზე აიღეს მისი სახელი.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა ერთხელ შეადარა ეკლესია კარგ მანქანას. ყველას მოგვწონს სუფთა გაკრიალებული ავტომობილი. მაგრამ მანქანის დანიშნულება არაა მიმზედველი ნივთის როლში დგომა; მისი როლი ადამიანების გადაადგილებაა.2 ზუსტად ასე ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრები, მადლიერები ვართ ლამაზი, სუფთა, მოვლილი სამლოცველოებისთვის და ვტკბებით კარგად ფუნქციონირებული პროგრამებით.მაგრამ ეს უბრალოდ დამხმარე სისტემებია. ჩვენი ერთადერთი მიზანია - მოვიწვიოთ ღმერთის ყოველი ძე და ასული, მოვიდნენ ქრისტესთან, ჩვენ კი - გავუძღვეთ მათ აღთქმის ბილიკზე. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ჩვენი სამუშაოს არსი ადამიანები და აღთქმებია.

განა შესანიშნავი არ არის, რომ სახელი, რომელიც მიეცა აღდგენილ ეკლესიას, ერთად კრავს ორ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს სახარების ყოველ აღთქმაში. პირველია იესო ქრისტეს სახელი. ეს ეკლესია მას ეკუთვნის და მისი განმწმენდი გამოსყიდვა და აღთქმები არის ერთადერთი გზა ამაღლებისკენ და ხსნისკენ. მეორე სახელი ჩვენზე მიუთითებს: წმინდანები ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი მოწმენი და მოწაფენი.

როცა საფრანგეთში ვმსახურობდი პალოს პრეზიდენტად, მე ვისწავლე ადამიანებზე ფოკუსირების მნიშვნელობა. მსახურების დასაწყისში გონებაში რამდენიმე დიადი მიზანი მქონდა დასახული პალოსთვის; ახალი მეურვეობების შექმნა, ახალი სამლოცველოების შენება და ახალი ტაძრის მშენებლობაც კი ჩვენს ოლქში. როცა ექვსი წლის შემდეგ გამანთავისუფლეს, არც ერთი ამ მიზნებისგან არ მქონდა შესრულებული. შეიძლებოდა ეს სრულ კრახად წარმომედგინა, მაგრამ ამ ექვსი წლის განმავლობაში ჩემი მიზნები სავსებით შეიცვალა.

როცა ჩემი განთავისუფლების დღეს შემაღლებულ ადგილზე ვიჯექი, აღვივსე მადლიერებისა და მიღწევების ღრმა გრძნობით. მე ასობით წევრის სახეს ვხედავდი. ყოველ მათგანთან სულიერი გამოცდილება მაკავშირებდა.

ესენი იყვნენ ის დები და ძმები, რომლებიც ნათლობის წყალში შევიდნენ, ვის პირველ რეკომენდაციაზეც მოვაწერე ხელი, რათა მათ შეძლებოდათ ტაძრის წმინდა წეს-ჩვეულებების მიღება და ის ახალგაზრდა ადამიანები და წყვილები, რომლებიც ხელდასხმით ვაკურთხე ან გავანთავისუფლე სრული დროის მისიონერობიდან. იყო მრავალი ისეთი, ვისაც ვემსახურე მათი სირთულეებისა და განსაცდელის ჟამს. ყოველი მათგანის მიმართ ძმური სიყვარული ვიგრძენი. მათთვის მსახურებისას სუფთა სიყვარული ვიპოვე და ვხარობდი მათი გაზრდილი ერთგულებითა და რწმენით მხსნელის მიმართ.

პრეზიდენტი მ. რასელ ბალარდი გვასწავლიდა: ყველაზე მნიშვნელოვანი ეკლესიის ვალდებულებებში არასტატისტიკაან ჩატარებული შეკრებებია, არამედ ის, ემსახურნენ თუ არა ცალკე პიროვნებას მხსნელის მსგავსად ანუ აამაღლეს, გაამხნევეს და საბოლოოდ შეცვალეს თუ არა ეს პიროვნება.3

ძვირფასო დებო და ძმებო, ვართ აქტიურნი სახარებაში თუ უბრალოდ დაკავებულნი ვართ ეკლესიაში?. მთავარია, ყველაფერში მივყვეთ მხსნელის მაგალითს.როცა ასე მოვიქცევით, ჩვენ ბუნებრივად მოვახდენთ ფოკუსირებას ცალკეული ადამიანების გადარჩენაზე და არა დავალებების შესრულებაზე და პროგრამების განხორციელებაზე.

ოდესმე თუ დაგისვამთ საკუთარი თავისთვის შეკითხვა: რა იქნებოდა, მხსნელი რომ მოსულიყო თქვენ მრევლში ან მეურვეობაში მომავალ კვირას? რას მოიმოქმედებდა? შეწუხდებოდა იგი იმის გამო, რომ თვალსაჩინო მასალები არ იყო საკმაოდ კარგი ან სკამები არ იყო შესაბამისად დალაგებული? თუ ამის ნაცვლად იპოვიდა ადამიანს, რომელსაც იგი ცოდნას, სიყვარულსა და კურთხევას გაუზიარებდა? ალბათ იგი მოიძიებდა ახალ წევრს ან მეგობარს, რომელსაც მიესალმებოდა, ან ავადმყოფ დას ან ძმას, რომელსაც ნუგეში სჭირდება, ან მერყევ ახალგაზრდას, რომელსაც სჭირდება გამხნევება და წახალისება.

რომელ გაკვეთილებს დაესწრებოდა იესო? მე არ გამიკვირდებოდა, დაწყებითი საზოგადოების ბავშვები რომ მოენახულებინა პირველ რიგში. იგი ალბათ მუხლს მოიყრიდა მათ წინაშე და თვალს თვალში გაუყრიდა და ისე დაელაპარაკებოდა მათ. იგი მათ მიმართ სიყვარულს გამოხატავდა, ამბებს მოუთხრობდა, შეაფასებდა მათ ნახატებს და დაუმოწმებდა მათ მამაზეციერზე. იგი უბრალო, გულუხვი და გულწრფელი იქნებოდა. შეგვიძლია, ჩვენც ასეთები ვიყოთ?

მე გპირდებით, რომ როცა ცდილობთ, შეასრულოთ უფლის დავალება, არაფერი არ იქნება იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე იმ ადამიანების მოძიება, ვისი დახმარება და დალოცვაც შეგიძლიათ. ეკლესიაში თქვენ მოახდენთ ფოკუსირებას ცალკეული პირების სწავლასა და მათი გულების მოგებაზე. თქვენი საზრუნავი იქნება არა სრულყოფილი ღონისძიების ჩატარება არამედ სულიერი გამოცდილების მიღება, მოყვასის მსახურება და არაუბრალოდ ანგარიშისთვის მონახულებული წევრების რაოდენობის წარდგენა. აქ მთავარი თქვენ კი არა, არამედ ისინი, ვისაც დებსა და ძმებს ვეძახით.

ზოგჯერ ეკლესიაში სიარულის შესახებ ვსაუბრობთ. მაგრამ ეკლესია გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე შენობა ან განსაკუთრებული ადგილი. ის ისეთივე რეალური და ცოცხალია მოკრძალებულ ადგილებში სამყაროს გადაკარგულ კუთხეებში, როგორიცაა სოლთ ლეიქ სითის სათაო ოფისში. თავად უფალმა თქვა: “სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის“.4

სადაც არ უნდა წავიდეთ ჩვენ თან დაგვაქვს ჩვენი ეკლესია: სამსახურში, სკოლაში, შვებულებაში და განსაკუთრებით, სახლში. მხოლოდ ჩვენი იქ ყოფნა და გავლენა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ის ადგილი, სადაც ვიმყოფებით, წმინდა ადგილად ვაქციოთ.

მახსოვს საუბარი მეგობართან, რომელიც ჩვენი მრწმასის არაა. მას გაუკვირდა ის, რომ ამდენ ღირსეულ მამაკაცს ჩვენს ეკლესიაშიშეუძლია მღვდლობის მიღება. მან მკითხა: კი, მაგრამ, რამდენი მღვდლობის მატარებელი პირი გყავთ თქვენს მრევლში?

მე ვუპასუხე: სადღაც 30 ან 40.

დაბნეულმა, მან განაგრძო: ჩემს მრევლში მხოლოოდ ერთი მღვდელია. რისთვის გინდათ ამდენი მღვდელი კვირა დილას?

მისი შეკითხვით დაინტერესებულს შტაგონებით მინდოდა მეპასუხა: გეთანხმებით.არ მგონია, რომ ამდენი მღვდლობის მატარებელი პირი გვჭირდება კვირას. მაგრამ ყოველ სახლში გვჭირდება მღვდლობის მატარებელი პირები. და როცა ოჯახში არ არის მღვდლობის მატარებელი პირი, სხვა მღვდლობის მატარებელ პირებს ევალებათ ამ ოჯახისთვის მსახურება.

ჩვენი ეკლესია არა მარტო საკვირაო ეკლესიაა. ჩვენი ღვთისმსახურება გრძელდება კვირის ყოველ დღე, სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ. განსაკუთრებით ჩვენი სახლი წარმოადგენს “ჩვენი რწმენის მთავარ სიწმინდეს”.5 იმიტომ რომ ძირითადად სახლებში ვლოცულობთ, ვაკურთხებთ, ვსწავლობთ, ვასწავლით ღვთის სიტყვას და ვმსახურობთ წმინდა სიყვარულით. შემიძლია დავამოწმო პირადი გამოცდილებიდან, რომ ჩვენი ოჯახი წმინდა ადგილია, სადაც სულიწმინდას შეუძლია დაისადგუროს იმდენადვე და ზოგჯერ იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ოფიციალურ სამლოცველოებში.

მე ვმოწმობ, რომ ეს იესო ქრისტეს ეკლესიაა. მისი ძალა და სიცოცხლისუნარიანობა მოდის მილიონობით მისი მოწაფის დღიური აქტიურობისგან, რომლებიც ყოველ დღე ცდილობენ, მიჰყვნენ მის უზენაეს მაგალითს სხვებზე ზრუნვით. ქრისტე ცოცხალია, იგი მართავს ამ ეკლესიას. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი არის წინასწარმეტყველი, რომელიც მან აირჩია, რათა წინ წაგვიძღვეს და გვიხელმძღვანელოს ჩვენს დღებში. მე ამაზე ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.