2010-2019
გამოცხადება ეკლესიისთვის, გამოცხადება ჩვენი ცხოვრებისთვის
აპრილი, 2018 წ.


გამოცხადება ეკლესიისთვის, გამოცხადება ჩვენი ცხოვრებისთვის

მაგრამ მომავალში შეუძლებელი იქნება სულიერი გადარჩენა სულიწმინდის მუდმივი გაძღოლის, მითითებისა და ნუგეშის გარეშე.

რა დიდებული უპირატესობაა, ვიზეიმო აღდგომა თქვენთან ერთად ამ გენერალური კონფერენციის კვირა დღეს! რა იქნებოდა ამაზე უფრო მიზანშეწონილი, ვიდრე ამ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის ხსენება, რომელიც დედამიწაზე ოდესმე მომხდარა და იმ ყველაზე მნიშვნელოვანი არსებისთვის თაყვანის ცემა, რომელსაც ოდესმე უვლია დედამიწის ზურგზე. ამ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში ჩვენ თაყვანს ვცემთ იმას, ვინც გეთსიმანიის ბაღში დაიწყო თავისი უსასრულო გამოსყიდვა. იგი თანახმა იყო, დატანჯულიყო ყოველი ჩვენგანის ცოდვებისა და სისუსტეებისთვის და ამ ტანჯვამ გამოიწვია ის, რომ მას “ყოველი ფორიდან სისხლი მოსდიოდა”. იგი ჯვარს აცვეს გოლგოთის ჯვარზე2 და მესამე დღეს აღსდგა, როგორც პირველი აღმდგარი არსება მამაზეციერის შვილთა შორის. მე მიყვარს იგი და ვმოწმობ, რომ იგი ცოცხალია! იგი არის ამ ეკლესიის თავკაცი და ხელმძღვანელი.

ჩვენი გამომსყიდველის უსასრულო გამოსყიდვის გარეშე არც ერთ ჩვენგანს არ ექნებოდა ოდესმე მამაზეციერთან დაბრუნების იმედი. მისი აღდგომის გარეშე სიკვდილი იქნებოდა დასასრული. ჩვენი მხსნელის გამოსყიდვამ გახადა მარადიული ცხოვრება შესაძლებელი, უკვდავება კი ყველასათვის რეალური.

მისი შეუდარებელი მისიის გამო და იმ სიმშვიდისათვის, რომელსაც იგი ჰგვრის თავის მიმდევრებს, მე და ჩემმა მეუღლემ, ვენდიმ, ვიგრძენით ნუგეში 2018 წ. 2 იანვარს, როცა გვიან ღამე ტელეფონის ზარმა გაგვაღვიძა და შეგვატყობინეს, რომ პრეზიდენტი თომას ს. მონსონი საბურველს მიღმა გადავიდა.

გამოსახულება
პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი და თომას ს. მონსონი.

როგორ გვენატრება პრეზიდენტი მონსონი! ჩვენ პატივს მივაგებთ მის ცხოვრებას და მემკვიდრეობას. სულიერი გოლიათი; მან დაუვიწყარი ანაბეჭდი დატოვა ყველაზე, ვინც მას იცნობდა და ეკელსიაზე, რომელიც მას ასე უყვარდა.

2018 წ. 14 იანვარს, კვირას, სოლთ ლეიქ ტაძრის ზედა ოთახში, პირველ პრეზიდენტობაში მოხდა ცვლილებები იმ უბრალო, თუმცა წმინდა ნიმუშის მიხედვით, რომელიც უფალმა დააწესა.შემდეგ, გუშინდელი საზეიმო შეკრებისას, ეკლესიის წევრებმა მთელს მსოფლიოში ხელის აწევით მხარი დაუჭირეს მოციქულთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მე მადლიერებით ქედს ვიხრი თქვენი მხარდაჭერისთვის.

მე ასევე მადლიერი ვარ მათი, ვის მხრებზეც ვდგავარ. მე მქონდა უპირატესობა, 34 წლის განმავლობაში მემსახურა თორმეტ მოციქულთა ქვორუმში; მე პირადად ვიცნობდი 16-დან 10 ეკლესიის პრეზიდენტს. მე ყოველი მათგანისგან მრავალი რამ ვისწავლე.

მე ასევე მადლიერი ვარ ჩემი წინაპრებისათვის. ჩემი რვავე პაპა-ბებია ევროპაში გახდენ ეკლესიის წევრები. ყოველმა ამ ერთგულმა სულმა ყველაფერი შეწირა იმისთის, რომ სიონში მოსულიყვნენ. თუმცა თანმიმდევრულად ყველა თაობაში ყველა ჩემი წინაპარი როდი დარჩა ასეთი ერთგული. ამის შედეგად მე არ გავიზარდე ოჯახში, რომლის ცენტრისახარება იყო.

გამოსახულება
პრეზიდენტ ნელსონის მშობლები
გამოსახულება
პრეზიდენტ ნელსონის მშობლები ახალგაზრდობაში

მე ვაღმერთებდი მშობლებს. ისინი ჩემთვის ყველაფერი იყვნენ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გაკვეთილები მასწავლეს. არ ვიცი, როგორ გადავუხადო მადლობა იმ ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისათვის, რომელიც მათ ჩვენ, შვილებს, შეგვიქმნეს. და მაინც, ბავშობაშიც კი, ვიცოდი, რომ რაღაც მაკლდა. ერთხელ ქუჩაში ტრანსპორტში ავედი და გავემართე უდწ წიგნების მაღაზიისკენ, რათა ეკლესიის შესახებ წიგნი მეპოვა.მე მიყვარდა სახარების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

როცა სიბრძნის სიტყვა გავიაზრე, მოვინდომე, რომ ჩემს მშობლებს დაეცვათ ეს კანონი. ასე რომ ერთ დღეს, როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მე სარდაფში ჩავედი და ლიქიორის ყოველი ბოთლი ცემენტის იატაკზე დავლეწე. მე მეგონა, მამა დამსჯიდა, მაგრამ სიტყვაც არ უთქვამს.

როცა გავიზარდე და დავიწყე მამაზეციერის გეგმის საოცრების უკეთ გააზრება, მე ხშირად ვეუბნებოდი საკუთარ თავს: “არ მინდა არც ერთი საშობაო საჩუქარი! მინდა, ჩავიბეჭდო მშობლებთან”. ეს ასე ნანატრი მოვლენა არ მოხდა მაშინაც კი, როცა მშობლებმა 80 წელსგადასცდნენ და შემდეგ ეს მოხდა. მე სრულად ვერ აგირწერთ სიხარულს, რომელიც მაშინ ვიგრძენი,3 და ყოველ დღე ვგრძნობ ამ სიხარულს ჩვენი ერთად ჩაბეჭდვის გამო.

გამოსახულება
რასელ და დანტსელ ნელსონი

1945 წ, როცა მედიცინას ვსწავლობდი, მე სოლთ ლეიქის ტაძარში დანტსელ უაითი შევირთე ცოლად. ჩვენ ცხრა მშვენიერი ვაჟითა და ერთი ძვირფასი ქალიშვილით დაგვლოცა ღმერთმა. დღეს ჩვენი მზარდი ოჯახი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიხარულია.

გამოსახულება
პრეზიდენტი და და ნელსონი ქალიშვილებთან ერთად
გამოსახულება
პრეზიდენტი ნელსონი შვილთან ერთად

2005 წ. ქორწინების დაახლოებით 60 წლის შემდეგ, ჩემი ძვირფასი დენტსელი უეცრად შინ მოიხმეს. რაღაც პერიოდის განმავლობაში გლოვას ვერ ვუმკლავდებოდი. მაგრამ აღდგომის გზავნილმა და აღდგომის დაპირებამ გამაძლიერა.

გამოსახულება
ვენდი და რასელ ნელსონი

შემდეგ უფალმა უენდი უოტსონი მომავლინა. ჩვენ 2006 წ. 6 აპრილს სოლთ-ლეიქის ტაძარში ჩავიბეჭდეთ. როგორ მიყვარს იგი! იგი განსაკუთრებული ქალია - ჩემი, ჩემი ოჯახისთვისა და მთელი ეკლესიისთვის დიდი დალოცვა.

ყოველი ეს დალოცვა მოვიდა სულიწმინდის კარნახის ძიებისა და მოსმენის შედეგად. პრეზიდენტმა ლორენცო სნოუმ თქვა: “ეს არის დიდი უპირატესობა ყოველი უკანასკნელ დღეთა წმინდანისთვის … რომ გვაქვს უფლება, ყოველ დღე ჩვენს ცხოვრებაში მივიღოთ სულიწმინდის გამოცხადება”.

ერთ-ერთი რამ, რასაც სულიწმინდა გამუდმებით მკარნახობდა მას შემდეგ, რაც მივიღე ახალი მოწოდება ეკლესიის პრეზიდენტის პოზიციაზე, არის ის, რაოდენ სურს უფალს თავისი ნებისა და გონების გამოცხადება ჩვენთვის. გამოცხადების მიღების უპირატესობა ღმერთის ერთ-ერთი უდიდესი ძღვენია თავისი შვილებისთვის.

სულიწმინდის გამოცხადების მეშვეობით უფალი ყველას დაგვეხმარება სამართლიან საქმიანობაში. ყოფილა, საოპერაციოში ვმდგარვარ პაციენტის თავზე და არ ვიცოდი, როგორ ჩამეტარებინა ახალი ოპერაცია და გამომიცდია სულიწმინდის ჩემთვის გონებაში ამ ოპერაციის ტექნიკის კარნახი.

იმისთვის, რომ გამემყარებინა ვენდისთვის ხელის თხოვნა, მე ვუთხარი მას: “ვიცი, რა არის გამოცხადება და როგორ მივიღო იგი.” მის საპატივცემულოდ უნდა ვთქვა, და ეს ტიპიურია მისთვის, რომ მან უკვე ეძია და მიიღო საკუთარი გამოცხადება ჩვენს შესახებ, რამაც იგი დადებითი პასუხის მისაცემად შეაგულიანა.

როგორც თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წევრი ყოველდღე ვლოცულობდი გამოცხადებისთვის და მადლობას ვუძღვნიდი უფალს ყოველთვის, როცა იგი გონებაში ან გულში მესაუბრებოდა.

წარმოიდგინეთ ეს სასწაული! რა მოწოდებაშიც არ უნდა ვმსახურობდეთ ეკლესიაში, ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ მამაზეციერისადმი და მივიღოთ მიმართულება და ხელმძღვანელობა, საფრთხის შესახებ გაფრთხილება და იმ საქმის დასრულებისთვის საჭირო ძალა, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ დავასრულებდით. თუ ჩვენ ჭეშმარიტად მივიღებთ სულიწმინდას და ვისწავლით მის ამოცნობას და კარნახის გააზრებას, ჩვენ დიდსა და პატარა საქმეში გვიხელმძღვანელებენ.

როცა ცოტა ხნის წინ რთული გადაწყვეტილების წინაშე აღმოვჩნდი - ორი მრჩეველი უნდა ამომერჩია, მე ვფიქრობდი, როგორ შევძლებდი მხოლოდ ორი ადამიანის არჩევა თორმეტიდან, რომლებიც ასე მიყვარს და პატივს ვცემ.

მაგრამ რადგან ვიცი, რომ კარგი შთაგონების წინაპირობა კარგი ინფორმირებაა, მე ლოცვით ცალ-ცალკე შევხვდი ყოველ მოციქულს.6 შემდეგ განვმარტოვდი ცალკე ოთახში ტაძარში და ვეძიე უფლის სული. მე ვმოწმობ, რომუფალმა მირჩია, დამენიშნა პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი და პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი პირველ პრეზიდენტობაში მრჩევლებად მსახურებისთვის.

მე ვმოწმობ, რომ მსგავსად ამისა უფალმა შთამაგონა, მომეხმო უხუცესი გერიტ ვ. გონგი და უხუცესი ულისეს სოარესი და ხელი დამესხა მათთვის უფლის მოციქულების პოზიციაზე. მივესალმები თქვენთან ერთად მათ ამ მსახურების უნიკალურ საძმოში.

როცა ჩვენ ვიკრიბებით როგორც პირველი პრეზიდენტობა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმი, ჩვენი შეხვედრის ოთახები ხდება გამოცხადების ოთახები. სულიწმინდის სუფევა ისეთი რეალური ხდება იმ დროს. როცა ვეჭიდებით რთულ საქმეს, ამაღელვებელი პროცესის მოწმენი ვხდებით, როცა ყოველი მოციქული თავისუფლად გამოხატავს თავის პოზიციასა და მოსაზრებებს. შეიძლება თავიდან სხვადასხვა ხედვა გვაქვს გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ სიყვარული, რომელსაც ერთმანეთის მიმართ ვგრძნობთ, მუდმივია. ჩვენი ერთობა გვეხმარება უფლის ნების ამოცნობაში მისი ეკლესიისთვის.

ჩვენს შეხვედრებზე უმრავლესობის პრინციპით არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს! ჩვენ ლოცვით ვუსმენთ ერთმანეთს და ვესაუბრებით იქამდე, სანამ ერთნაირი აზრი არ ჩამოგვიყვალიბდება. შემდეგ, როცა ერთ ხმად მივიღებთ გადაწყვეტილებას, სულიწმინდის გაერთინების გავლენისგან ტანში ჟრუანტელი გვივლის. ჩვენ განვიცდით იმას, რაც იცოდა წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა, როცა ასწავლიდა:“ერთიანობის გრძნობით ვღებულობთ ძალას ღმერთისგან.”7 პირველი პრეზიდენტობისა თუ თორმეტ მოციქულთა ქვორუმის არც ერთი წევრი არასდროს არ მიიღებს გადაწყვეტილებას უფლის ეკლესიისთვის საკუთარი მოსაზრებით.

დებო და ძმებო, როგორ შეიძლება გავხდეთ ისეთი ქალები და მამაკაცები, ქრისტეს მსახურები, როგორებიც უფალს სურს, რომ ვიყოთ? როგორ ვიპოვოთ პასუხები დამაბნევებელ კითხვებზე?თუ ჯოზეფ სმითის განსაკუთრებულმა გამოცდილება წმინდა ტყეში რაიმეს მაინც გვასწავლის, ეს არის ის, რომ ზეცა გახსნილია და რომ ღმერთი ესაუბრება თავის შვილებს.

წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა დაგვიტოვა მაგალითი იმისა, როგორ მივიღოთ კითხვებზე პასუხი. დაეყრდნო რა იაკობის დაპირებას, რომ თუ ვინმეს აკლია სიბრძნე, შეუძლია ჰკითხოს ღმერთს,8 ბიჭმა ჯოზეფმა ამ კითხვით პირდაპირ ღმერთს მიმართა. იგი ეძიებდა პირად გამოცხადებას და მისმა ძიებამ მოგვიტანა ეს ახალი წყობა.

თქვენი ძიება რას მოგიტანთ? რა სიბრძნე გაკლიათ? თქვენი აზრით, რა უნდა შეიტყოთ ან გაიგოთ სასწრაფოდ? მიჰყევითწინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მაგალითს. იპოვეთ ჩუმი ადგილი, სადაც რეგულარულად შეძლებთ სიარულს. თავი დაიმდაბლეთ უფლის წინაშე. გადაუშალეთ გული ღმერთს. მიმართეთ მას პასუხებისა და ნუგეშისთვის.

ილოცეთ იესო ქრისტეს სახელით თქვენს წუხილზე, შიშზე, სისუსტეებზე - დიახ, თქვენი გულის სურვილებზე. და შემდეგ მოუსმინეთ! ჩაიწერეთ აზრები, რომლებიც თავში მოგივათ, ჩაიწერეთ თქვენი გრძნობები და შემდეგ იმოქმედეთ კარნახის შესაბამისად. როცა ამ პროცესს ყოველდღე გაიმეორებთ, თვიდან თვემდე, ყოველ წელიწადს, თქვენ “გამოცხადების პრინციპში დაოსტატდებით”.9

ღმერთს მართლა სურს თქვენთან საუბარი? დიახ! “ზუსტად ისე, როგორც ადამიანი ვერ გაიშვერს ხელს მდინარე მისურის გასაჩერებლად, … ისე ვერ შეაკავებთ ყოვლად შემძლეს ზეციდან ცოდნის გადმოღვრისგან უკანასკნელ დღეთა წმინდანების თავზე”.10

არ გჭირდებათ ფიქრი იმაზე, რაც არის ჭეშმარიტი.11 არ უნდა იფიქროთ იმაზე, ვის ენდოთ. პირადი გამოცხადების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ საკუთარი მოწმობა იმაზედ, რომ მორმონის წიგნი ღვთის სიტყვაა, რომ ჯოზეფ სმითი წინასწარმეტყველია და რომ ეს უფლის ეკლესიაა. რაც არ უნდა თქვან ან გააკეთონ სხვებმა, ვერავინ ვერ წაგართმევთ მოწმობას, რომელიც დაგებადათ გულში და გონებაში იმის შესახებ, რაც ჭეშმარიტია.

მე მოგიწოდებთ, გასცდეთ თქვენს ამჟამინდელ სულიერ შესაძლებლობის ზღვარს პირადი გამოცხადების მისაღებად, რამეთუ უფალი დაგვპირდა: “თუ სთხოვთ, მიიღებთ გამოცხადებას გამოცხადებაზე, მცნებას მცნებაზე, რათა იცოდეთ საიდუმლოებანი და ის, რაც სიმშვიდეს მოგგვრით, რასაც მოაქვს სიხარული და მარადიული ცხოვრება.”12

იმდენი რამ არის, რაც მამაზეციერს სურს, რომ იცოდეთ. როგორც უხუცესი ნილ ა. მაქსველი გვასწავლიდა: “მათთვის, ვისაც აქვთ თვალები დასანახად და ყურები გასაგონად, ცხადია, რომ მამა და ძე გვიმხელენ სამყაროს საიდუმლოებებს!”3

არაფერი არ ხსნის ზეცას ისე, როგორც გაზრდილი სიწმინდე, ზუსტი მორჩილება, მხურვალე ძიება, ყოველდღიური ნადიმი ქრისტეს სიტყვით მორმონის წიგნიდან,14 და დრო, რომელსაც რეგულარულად ვუთმობთ სატაძრო და ოჯახურ ისტორიას.

ალბათ გექნებათ წუთები, როცა იგრძნობთ, რომ ზეცა თითქოს დაიხურა. მაგრამ გპირდებით, რომ თუ გააგრძელებთ მორჩილებას, გამოხატავთ სიყვარულს ყოველი დალოცვისთვის, რომელსაც უფალი გაძლევთ, და მოთმინებით მოეკიდებით უფლის განრიგს, თქვენ მოგეცემათ ცოდნა და გააზრება, რომელსაც ეძიებთ. ამას კი მოჰყვება ყოველი დალოცვა, რომელიც უფალს აქვს თქვენთვის, სასწაულებიც კი. ამას მოახდენს პირადი გამოცხადება.

მე ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს. იქ თქვენთვის უამრავი წინსვლის, წვლილის შეტანისა და დედამიწის ყოველ კუთხეში სახარების მიტანის საშუალებებია. მაგრამ არც მიამიტი ვარ მომავლის მიმართ. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ სამყაროში, სადაც მუდმივი შეჯიბრია. სოციალური მედიის უწყვეტი წყარო და 24 საათიანი ახალი ამბები გვბომბავენ შეუბრალებელი გზავნილებით. თუ გვინდა, ვიქონიოთ რაიმე იმედი იმისა, რომ მილიონობით ხმა და ფილოსოფია გავცხრილოთ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ გამოცხადების მიღება.

ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი, იესო ქრისტე, შეასრულებს ზოგიერთ თავის ძლიერ საქმეს აწმყოსა და მეორე მოსვლის შუალედში. ჩვენ დავინახავთ სასწაულ გამოვლენებს იმისა, რომ მამა ღმერთი და მისი საყვარელი ძე მართავენ ამ ეკლესიას დიდებასა და სიდიადეში. მაგრამ მომავალში შეუძლებელი იქნება სულიერი გადარჩენა სულიწმინდის გაძღოლის, მითითების, ნუგეშისა და მუდმივი გავლენის გარეშე.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მე გევედრებით, გაზარდოთ გამოცხადების მიღების სულიერი შესაძებლობა. დაე, ეს აღდგომის კვირა გახდეს თქვენი ცხოვრების განმსაზღვრელი მომენტი. გააკეთე არჩევანი, შეასრულოთ სულიერი სამუშაო იმისთვის, რომ დატკბეთ სულიწმინდის ძღვენით და გაიგოთ სულიწმინდის ხმა უფრო და უფრო ხშირად და უფრო და უფრი მკაფიოდ.

მორონთან ერთად მე გიწვევთ, ამ აღდგომის კვირას, მოხვიდეთ ქრისტესთან და მიიღოთ ყოველი კეთილი ძღვენი15 დაწყებული სულიწმინდის ძღვენით, რომელსაც შეუძლია თქვენი ცხოვრების შეცვლა და შეცვლის კიდევაც.

ჩვენ იესო ქრისტეს მიმდევრები ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება, რომელსაც სულიწმინდა ოდესმე დაგიმოწმებთ, არის ის, რომ იესო არის ქრისტე, ცოცხალი ღმერთის ძე. იგი ცოცხალია. იგი ჩვენი შუამდგომია მამასთან, ჩვენი მაგალითი და გამომსყიდველი. ამ აღდგომის კვირას, ჩვენ ვიხსენებთ მის გამოსყიდვის მსხვერპლს, მის აღდგომას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და მის ღვთაებრიობას.

ეს მისი ეკლესიაა, რომელიც აღადგინა წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა. მე ამას ვმოწმობ და გამოვხატავ ყოველი თქვენგანის მიმართ სიყვარულს, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.