რწმენით ყველაფერი აღსრულდება

უხუცესი მარკუს ბ. ნეში

სამოცდაათიანელთა ქვორუმიდან


მარკუს ბ. ნეში
რწმენა სახარების ბილიკზე უსაფრთხოდ ასვლაში დაგვეხმარება, მიწიერი ცხოვრების სიძნელეებს დაგვაძლევინებს და დაგვაბრუნებს მამაზეციერის დიდებულ გარემოცვაში.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენი ოჯახის რამოდენიმე წევრი ჰუაინა პიჩუს მწვერვალზე ავიდა, რაც პერუს მთებში ინკების უძველესი მაჩუ პიჩუს ნანგრევებს ესაზღვრება. ეს მეტად ციცაბო კლდეა, მომნუსხველი ხედებითა და ციცაბო კლდის კალთებით. სამწუხაროდ, ამ ვიწრო ციცაბო ბილიკებმა ზოგიერთი ადამიანის სიცოცხლეც კი შეიწირა. მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად ახლა ჰუაინა პიჩუს მთიან მხარეს კლდეზე უკვე ძლიერი ბაგირებია მიმაგრებული. მთაზე ასვლისას, ჩვენ ამ ბაგირებს ვეჭიდებოდით და უშიშრად მწვერვალზე ავდიოდით. დიდებული ხედი იყო!

ზუსტად ისე, როგორც ჰუაინა პიჩუს ბილიკი, ჩვენი მიწიერი მგზავრობაც ციცაბო და რთული ასასვლელია, ისეთი, სადაც წარმატების მისაღწევად მამაზეციერის დახმარება გვჭირდება. ამ მიზნით მან დააწესა სახარების პრინციპები და წეს-ჩვეულებები, რომლებიც დაგვეხმარებიან მივიდეთ მაცხოვართან და ვიგრძნოთ მისი გადამრჩენი ძალა.1 პირველი ამ პრინციპებიდან, რომელიცაა იესო ქრისტეს რწმენა,2 ჰუაინა პიჩუს ბაგირს ჰგავს: თუ რწმენა ძლიერი და უსაფრთხოა თან ჩვენი “მხსნელის კლდეზე”3 მიმაგრებული, იგი სახარების ბილიკზე უსაფრთხოდ ასვლაში დაგვეხმარება, მიწიერი ცხოვრების4 სიძნელეებს დაგვაძლევინებს2 და დაგვაბრუნებს მამაზეციერის დიდებულ გარემოცვაში. ყველაფერი ხდება რწმენით.5

რწმენა არის როგორც მოქმედების, ასევე ძალის6 პრინციპი. ეს არ ნიშნავს „ყველაფრის სრულყოფილ ცოდნას; მაშასადამე, თუ გვაქვს რწმენა, ჩვენ იმის იმედიც გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, რომელიც ჭეშმარიტია“. 7 ეს არის სწავლის შედეგად მოპოვებული სული წმინდის მეშვეობით მოპოვებული8 დარწმუნება , რომელიც მოქმედებისკენ9 გვიბიძგებს: მივსდიოთ მხსნელის მაგალითს და ლოცვით დავიცვათ მისი მცნებები, მსხვერპლგაღებისა და გაჭირვების დროსაც კი.10 რწმენას ჩვენთვის უფლის ძალა მოაქვს, რომელიც, ყველაფერთან ერთად, გამომჟღავნდება სიკეთის იმედის აღსრულებით,11 სასწაულებით, რომლებიც ადასტურებენ რწმენას12 და მიწიერ და სულიერ საქმეში ღვთაებრივის დაცვით.13

ეკლესიის ადრეული ხანის პიონერის, ენ როულის ცხოვრება, გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია რწმენის გამოვლენას უკეთესობისკენ შეცვალოს ჩვენი ცხოვრება. და როულიმ, ინგლისელმა ქვრივმა, გამოხატა თავისი რწმენა წინასწარმეტყველის მოწოდების მიმართ - სიონში შეკრებაზე. ის იყო უილლის ურიკებით მოგზაურთა ჯგუფში, რომელიც ხელის ურიკებით 1856 წლის შემოდგომით თოვლის დიდ ნამქერში მოჰყვა. დადგა ისეთი მომენტი, როცა და როულის შვიდი შვილი შიმშილობდა. იგი წერდა: „მე გული მტკიოდა ჩემი მშიერი შვილების ყურებაში. ... ღამდებოდა და ვახშმისთვის არაფერი არ გვქონდა. მე ისე, როგორც ყოველთვის, ღმერთს ვთხოვე დახმარება. ლოცვისთვის რომ დავიჩოქე მახსოვდა, რომ ... ზღვაზე მოგზაურობიდან დარჩა ორი ხმელი ორცხობილა. ისინი პატარები იყო და ისე გახმა, რომ არც კი ტყდებოდა. რა თქმა უნდა, 8 კაცისთვის საკმარისი არ იყო, მაგრამ არც 5 პური და 2 თევზი არ იყო საკმარისი 5 000 ადამიანისთვის, თუმცა იესომ სასწაული მოახდინა. ასე რომ, ღმერთის დახმარებით ყველაფერი შესაძლებელია. მე ორცხობილები ვიპოვე და თუჯის ქვაბში ჩავდე. წყალი დავასხი და ღმერთს დალოცვა ვთხოვე. შემდეგ ქვაბს სახურავი დავახურე და ნაკვერჩხალზე შევდგი. ცოტა ხანში ქვაბს რომ სახურავი ავხადე, ის სავსე იყო. მე და ჩემმა ოჯახმა დავიჩოქეთ და ღმერთს მადლობა შევწირეთ. იმ ღამით ჩემს ოჯახს საკმარისი საკვები ჰქონდა“. 14

ენ როული ცხოვრობდა სახარების პრინციპებით პირადი მსხვერპლგაღებით. მას დახმარება ესაჭიროებოდა და მან ეს ლოცვაში ითხოვა. თავისი რწმენის გამო ენი იმედით აღივსო და სასწაულებრივად მიიღო საკვები მშიერი ოჯახისთვის. უფალმა ასევე დალოცა იგი მარადიულად მნიშვნელოვან შესაძლებლობით -“ბოლომდე რწმენაში“. 15 გაურკვეველი მომავლის მიუხედავად ის არ ითხოვდა ცოდნოდა, როგორ დაეპურებინა შვილები მეორე დღეს; ამის ნაცვლად ის „უფალს მიენდო“16 და იმედით გააგრძელა ცხოვრება, ისე, როგორც ეს ლამაზ ჰიმნშია აღწერილი:

გამიძეხ, კეთილო სინათლევ, ამ სიბნელეში; იყავ ჩემი მეგზური!
ღამე ბნელია, მე სახლიდან შორს ვარ; იყავ ჩემი მეგზური!
შენ მატარე, მე არ გთხოვ დავინახო
ის, რაც შორს არის - ერთი ნაბიჯიც მეყოფა.17

ჩვენც შეგვიძლია მსგავსი რწმენის გამოვლენა უფლის მიმართ, გვწამს რა, რომ ჩვენი კეთილი და მარადიული ღმერთი 18 დაგვლოცავს თავისი სასწაულებრივი ძალით თავის დროზე ისე, როგორც საჭიროა. ასე რომ მოვიქცევით, ჩვენც დავინახავთ ღვთის ხელს ჩვენს ცხოვრებაში.

უფალმა გვიბრძანა აგვეღო “რწმენის ფარი, რომელსაც აიფარებთ ბოროტთა ყოველიცეცხლიანი ისრის წინააღმდეგ“.19 სატანა ისეთ იარაღს გამოიყენებს, როგორიცაა: ეჭვი, შიში ან ცოდვა - გვაცდუნოს ვიაროთ რწმენის გარეშე და დავკარგოთ დაცვა, რომელსაც იგი გვთავაზობს. მოდით დავაკვირდეთ ყოველ ასეთ სირთულეს, რომელიც უპირისპირდება რწმენას, რათა ამოვიცნოთ მტრის ცდუნება და არ ავყვეთ მას.20

პირველი: უფლისა და სახარების ურწმუნოება გვაიძულებს ღვთის სულის 21 უარყოფას. უფლის ეჭვის დასაძლევი საშუალება მარტივია. როგორც მეფე ბენიამენმა გამოაცხადა: „გწამდეთ ღმერთი; გწამდეთ მისი არსებობისა და იმის, რომ მან შექმნა ყველაფერი ცასა და დედამიწაზე; გწამდეთ, რომ მას აქვს ყოველი სიბრძნე და ძალა, როგორც ცაში, ისევე დედამიწაზე; გწამდეთ, რომ ადამიანს არ შეუძლია გაიგოს ყოველივე ის, რაც უფალმა იცის“.22

თუ თქვენი ურწმუნოებისა ან ეჭვის გამო შეამჩნევთ, რომ თქვენი რწმენა მერყეობს, გახსოვდეთ, რომ ძველი დროის მოციქულებიც კი ევედრებოდნენ უფალს: „მოგვიმატე რწმენა“.23 დავიმახსოვროთ, რომ რწმენა და მიზეზი უცვლელი თანამგზავრები არიან და განვიხილოთ ასეთი ანალოგია: რწმენა და მიზეზი თვითმფრინავის ფრთებს ჰგავს. ორივე მნიშვნელოვანია ფრენის დროს. თუ თქვენი თვალსაზრისით მიზეზი ეწინააღმდეგება რწმენას, გაჩერდით და გაიხსენეთ, რომ ჩვენი ხედვა უფლის24 ხედვასთან შედარებით განსაკუთრებულად შეზღუდულია. ისე, როგორც თვითმფრინავს ფრენის დროს არ მოუხსნით ფრთას, ასევე რწმენა არ გამორიცხოთ. ამის ნაცვლად გააღვივეთ რწმენის ნამცეცი და ნება მიეცით იმედს, რომელსაც იგი ბადებს, იყოს თქვენი სულისა და მიზეზის ღუზა“. 25 აი რატომ გვიბრძანეს: „ეძიეთ ცოდნა ... სწავლითა და ასევე რწმენით“.26 გახსოვდეთ, რომ რწმენა წინ უძღვის და ქმნის სასწაულებს, ისეთებს, რომლებსაც საკუთარი გამოცდილებიდან იმ წუთას ახსნას ვერ ვუპოვით, როგორც ის თუჯის ქვაბი, რომელიც ორი ორცხობილით აივსო, ან უბრალოდ ყოველი უცნაურობის მიუხედავად რწმენით მოთმენა.27

მეორე: შიში ძირს უთხრის და ფანტავს მხსნელის რწმენას. მოციქულმა პეტრემ ერთ ქარიან ღამეს შეხედა უფალს თვალებში და წყალზე გაიარა, მაგრამ თვალი რომ აარიდა „ქარი დაინახა და შეეშინდა“ და ჩაძირვა დაიწყო.28 მას შეეძლო წყალდაწყალ გაეგრძელებინა სიარული, რომ არ შეშინებოდა! იმის ნაცვლად, რომ შიშზე, ტალღებზე და ქარზე გავამახვილოთ ყურადღება, უფალი გვიწვევს „ყოველ აზრში მომენდეთ მე, გამიხსენეთ, ნუ დაეჭვდებით, ნუ შეგეშინდებათ“. 29

მესამე: ცოდვა ამცირებს ჩვენს ცხოვრებაში სულიწმინდის არსებობას; სულიწმინდის გარეშე კი ჩვენ დაგვაკლდება სულიერი გამძლეობა, რომელსაც ვეჭიდებით და რომლითაც რწმენას ვამჟღავნებთ. საუკეთესოა გამოვავლინოთ რწმენა ისე, რომ „არ შევეხოთ ბოროტ ძღვენს, არც სხვა რაიმე უწმინდურს”30 და „ვიყოთ ბეჯითნი ყველა მცნების დაცვაში, თუ არა და ... თქვენი რწმენა მიგატოვებთ და მტერი იზეიმებს თქვენზე”.31 თუ ცოდვამ დაალაქავა თქვენი ცხოვრება გთხოვთ გამოავლინოთ „რწმენა მონანიებისკენ“32 და მხსნელი, გამოსყიდვის მადლით, განწმენდს და გააჯანსაღებს თქვენს ცხოვრებას.

დებო და ძმებო, უფალი, ჩვენი რწმენის მიხედვით, შეასრულებს თავის დაპირებას და დაგვეხმარება ყოველი სირთულის გადალახვაში.33 მან ეს გააკეთა ენ როულისთვის და თავისი ხალხისთვის ყოველ ერში, დროსა და თაობაში. ვინაიდან იგი არის „სასწაულების ღმერთი“ და „არ იცვლება“, ის ყველას დაგვლოცავს იმედით, დაცულობითა და ძალით, ჩვენი მისადმი რწმენის მიხედვით.34 ურყევი რწმენა უფალი იესო ქრისტესი ისე, როგორც ბაგირი ჰუაინა პიჩუის ბილიკზე მიგიყვანთ თქვენ და მათ, ვინც გიყვართ, „გამომსყიდველის კლდესთან“35 და მის შეუდარებელ ხსნის ძალასთან.

პრეზიდენტმა თომას ს.მონსონმა ბრძანა: „რაოდენ ნათელიცაა თქვენი რწმენა, იმდენად ნათელი იქნება თქვენი მომავალი“. 36 მე ვმოწმობ ამ დიადი იმედის მომგვრელ ჭეშმარიტების შესახებ და გიწვევთ თითოეულ თქვენთაგანს იაროთ წინ უფლის რწმენით, „ურყევად“. 37 მე ვიცი, რომ მხსნელი ცოცხალია, რომ იგი არის „ჩვენი რწმენის ავტორი და განმახორციელებელი“38 და ის, ვინც “თავის მაძიებელს დააჯილდოებს“. 39 მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

Show References

  1.  

    1. იხ. Doctrine and Covenants 84:19–21.

  2.  

    2. იხ. Aრწმენის სიმბოლოები 1:4.

  3.  

    3.  ჰელამანი 5:12.

  4.  

    4. იხ. მოძღვრება და აღთქმები 76:53.

  5.  

    5. იხ. ეთერი 12:3.

  6.  

    6. იხ. Lectures on Faith (1985), 3; იაკობი 4:6; ეთერი 12:7–22; ; ებრაელთა 11:4–40.

  7.  

    7.  ალმა 32:21.

  8.  

    8. იხ. Joseph Smith Translation, Hebrews 11:1 (in Hebrews 11:1, footnote b).

  9.  

    9. იხ. 2  ნეფი 25:23; ალმა 34:15–17 ; ეთერი 12:6 ; იაკობი 2:17–26.

  10.  

    10. იხ. ეთერი 12:4–6; Lectures on Faith, 69.

  11.  

    11. იხ. მორონი 7:40–42.

  12.  

    12. იხ. Bible Dictionary, “Faith.”იხ. ასევე მორმონი 9:8–21; მორონი 7:33–37.

  13.  

    13. იხ. მოძღვრება და აღთქმები 27:17 ; ალმა 57:19–27 ; 58:10–13.

  14.  

    14. ენ როული, ანდრიუ ოლსენის წიგნში, The Price We Paid: The Extraordinary Story of the Willie and Martin Handcart Pioneers (2006), 113.

  15.  

    15.  მოძღვრება და აღთქმები 20:25.

  16.  

    16.  ესაია 40:31.

  17.  

    17. “Lead, Kindly Light,” Hymns, no. 97.

  18.  

    18. იხ.იაკობი 4:10 ; მორმონი 9:9.

  19.  

    19.  მოძღვრება და აღთქმები 27:17.

  20.  

    20. იხ. 1 ნეფი 8:33–34 ; ალმა 37:33 ; მოძღვრება და აღთქმები 20:22.

  21.  

    21. იხ. ალმა 32:28.

  22.  

    22.  მოსია 4:9.

  23.  

    23.  ლუკა 17:5.

  24.  

    24. იხ. მოსია 4:9–10 ; იგავები 3:5–7 ; ესაია 55:8–9.

  25.  

    25. იხ. ეთერი 12:4.

  26.  

    26.  მოძღვრება და აღთქმები 88:118.

  27.  

    27. იხ. მორონი 7:33–38 ; ეთერი 12:19.

  28.  

    28. იხ. მათე 14:25–31.

  29.  

    29.  მოძღვრება და აღთქმები 6:36.

  30.  

    30.  მორონი 10:30.

  31.  

    31.  მოძღვრება და აღთქმები 136:42.

  32.  

    32. იხ.ალმა 34:15–17; იხ. ასევე ეთერი 12:3.

  33.  

    33. იხ. ეთერი 12:29 ; ალმა 7:27.

  34.  

    34. იხ. მორმონი 9:18–21; იხ. ასევე მორონი 7:33–38; ალმა 37:16–17.

  35.  

    35.  ჰელამანი 5:12.

  36.  

    36. თომას ს.მონსონი “Be of Good Cheer,” Liahona და Ensign , მაისი, 2009, 92.

  37.  

    37. იხ. იაკობი 1:6–8.

  38.  

    38.  მორონი 6:4; იხ. ასევე ებრაელთა 12:2.

  39.  

    39.  ებრაელთა 11:6; იხ. ასევე ეთერი 12:41.