ჯერ დააკვირდი, შემდეგ ემსახურე

ლინდა კ. ბერტონი

მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტი


ლინდა კ. ბერტონი
ამ პრინციპის გამოყენებით ყოველი ჩვენთაგანი შეძლებს უფრო მეტად დაემსგავსოს მაცხოვარს მაშინ, როცა ჩვენ ღვთის შვილებს ვემსახურებით.

ერთ-ერთი უდიდესი დამტკიცება იმისა, რომ ჩვენი საყვარელი წინასწარმეტყველი, პრეზიდენტი თომას ს. მონსონი, უფლის რჩეული მსახურია არის ის, რომ მან ისწავლა მიჰყვეს მაცხოვრის მაგალითს - ემსახუროს ყველას ინდივიდუალურად, რიგ-რიგობით. ისინი ჩვენს შორის, რომლებიც ნათლობის წყალში შევიდნენ, დადეს აღთქმა, აკეთონ იგივე. ამ აღთქმის თანახმად ჩვენ „ყოველთვის გვეხსომება მხსნელი და დავიცავთ მის მცნებებს“.1 მან თქვა: „ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“.2

შენიშნეთ, რომ პრეზიდენტ მონსონის სიტყვები მოიცავს ისეთსავე მოწვევას: „ჩვენს ირგვლივ იმყოფებიან ისინი, ვისაც ჩვენი ყურადღება, გამხნევება, მხარში დგომა, ნუგეში და სიკეთე ესაჭიროებათ. ... ჩვენ აქ, დედამიწაზე, უფლის ხელი ვართ და გვევალება მისი შვილების მსახურება და სულიერი ამაღლება. ის თითოეულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული“.3

გაიგონეთ მოწვევა: გიყვარდეთ ერთმანეთი? ზოგიერთისთვის არ არის ადვილი მიჰყვეს მაცხოვრის მაგალითს ემსახუროს რიგ-რიგობით ყველას. მაგრამ ცხოვრებაში ამ პრინციპის გამოყენებით ყოველი ჩვენთაგანი შეძლებს უფრო მეტად დაემსგავსოს მაცხოვარს მაშინ, როცა ჩვენ ღვთის შვილებს ვემსახურებით. იმისთვის, რომ უკეთ შევძლოთ ერთმანეთის სიყვარული, მინდა შემოგთავაზოთ დასამახსოვრებლად ოთხი სიტყვა: „ჯერ დააკვირდი, შემდეგ ემსახურე“.

დაახლოებით 40 წლის წინ მე და ჩემი მეუღლე პარასკევს ტაძარში წავედით. ჩვენ სულ ცოტახნის შეუღლებულები ვიყავით და მე ძალიან ვღელავდი, რადგან სატაძრო მსახურების გამოცდილება თითქმის არ მქონდა. ეს ტაძარში ჩემი, როგორც ახალდაქორწინებულის, მხოლოდ მეორე მისვლა იყო. ერთ-ერთმა ჩემს გვერდით მჯდომარე დამ ეს შენიშნა. ის ჩემსკენ გადმოიხარა და მოწიწებით ჩამჩურჩულა: „ნუ ნერვიულობთ, მე დაგეხმარებით“. მე დავწყნარდი და სატაძრო მსახურების სესიის დარჩენილი ნაწილით ვისიამოვნე. ეს ქალბატონი ჯერ აკვირდებოდა, შემდეგ მსახურება გაუწია.

ჩვენ ყველანი მოგვიწვიეს, მივყვეთ იესოს სწავლებას და სხვებს ვემსახუროთ. ეს მოწვევა არ შემოიფარგლება ანგელოზი დებით. როცა გიზიარებთ ეკლესიის წევრების ყოველდღიურ გამოცდილებას, რომელთაც ჯერ დაკვირვება, შემდეგ მსახურება ისწავლეს, გთხოვთ შენიშნოთ იესოს სწავლებანი, რომლებსაც ისინი ამ მაგალითებში ამჟღავნებენ.

ექვსი წლის ბავშვმა პირველადი საზოგადოებიდან თქვა: „როცა კლასის დამხმარეთ დამნიშნეს, მე უნდა ამერჩია ბავშვი, რომელიც ჩემთან იმუშავებდა. მე ავირჩიე ბიჭი, რომელიც ყოველთვის მოჩხუბარი იყო, იმიტომ, რომ მას სხვები არასოდეს ირჩევდნენ. მე მინდოდა მისთვის მესიამოვნებინა“.4

რა შენიშნა ბავშვმა? ის, რომ კლასის მოჩხუბარს არასდროს არ ირჩევდნენ. რა გააკეთა მან მსახურების თვალსაზრისით? მან უბრალოდ აირჩია ის, რომ მასთან ერთად ემუშავა კლასში. იესო გვასწავლის: „გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს“.5

ერთ მეურვეობაში აარონის მღვდლობის მატარებლები ჯერ დააკვირდნენ, ახლა კი მნიშვნელოვან მსახურებას ეწევიან. ყოველ კვირას ახალგაზრდა მამაკაცები ადრე მოდიან და ნებისმიერ ამინდში - წვიმაში, თოვლში ან პაპანაქება სიცხეში, სამლოცველოს გარეთ დგანან და ელოდებიან მეურვეობის მოხუცებული წევრების მოსვლას. მათ მანქანიდან ეტლი ან ყავარჯნები გადმოაქვთ, ხელს უწვდიან და მოთმინებით აცილებენ ჭაღარა თმიან ადამიანებს შენობაში. ისინი ღვთის წინაშე ნამდვილად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. როცა აკვირდებიან და შემდეგ მსახურებას უწევენ, ისინი მხსნელის სწავლების ცოცხალი მაგალითები ხდებიან: „რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირესს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“.6 ახალგაზრდების ახალი სასწავლო პროგრამის ამოქმედებისას, მათი თვალები კიდევ არა ერთ ქრისტესეულ მსახურების შესაძლებლობას დაინახავენ.

დაკვირვება და მსახურება ზოგჯერ დიდ მცდელობას მოითხოვს. შთაგონებულმა ახალგაზრდა ქალბატონმა, სახელად ალექსანდრიამ, შენიშნა, რომ მისი ნათესავი, მედისონი, ვერ ასრულებდა „პირადი წინსვლის“ მოთხოვნილებებს აუტიზმის მძიმე ფორმის გამო. ალექსანდრიამ თავისი მრევლის ახალგაზრდა ქალები შეკრიბა, ითათბირა ხელმძღვანელებთან და გადაწყვიტა, რაღააცით დახმარებოდა მედის. ყოველმა ახალგაზრდა ქალმა მედის მაგივრად შეასრულა „პირადი წინსვლის“ ღონისძიებებისა და პროექტების ნაწილი იმისთვის, რომ მას პირადი მედალიონის აღება შეეძლებოდა.7

ეს ახალგაზრდა ქალები მშვენივრად შეითავსებენ დედობისა და მოწყალების საზოგადოების დების ფუნქციებსაც, რადგან ისინი სწავლობენ ჯერ დაკვირვებას, შემდეგ მოწყალებით მსახურებას.

პრეზიდენტმა მონსონმა შეგვახსენა, რომ მოწყალება, „ქრისტეს წმინდა სიყვარული“8, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაკვირვება და მსახურება“, აშკარა ხდება მაშინ, როცა მოხუცი ქვრივი არ ავიწყდებათ მრევლის ფუნქციებში ჩასართავად“ ან მაშინ, „როცა მოწყალების საზოგადოებაში განცალკევებით მჯდომარე დას პატიჟებენ სიტყვებით: ‘მოდით, ჩვენთან დაჯექით’“. 9 აქ ოქროს წესი უნდა გამოვიყენოთ: „ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, ისე მოექეცით მათ“.10

დაკვირვებული ქმარი ორ მნიშვნელოვან საქმეში მსახურობდა. ის იხსენებს:

„ერთხელ კვირას მე პირველად საზოგადოებაში, სადაც ბევრი ენერგიული შვიდი წლის ბავშვები იყვნენ, მეუღლეს ვეხმარებოდი. როცა საერთო საბავშვო შეკრება დაიწყო შევნიშნე, რომ ერთ-ერთი გოგონა სკამზე მოკუნტული იჯდა. ცხადი იყო, რომ ის ცუდად გრძნობდა თავს. სულიწმინდამ ჩამჩურჩულა, რომ მას ნუგეში სჭირდებოდა. მე მას მივუჯექი და ჩუმად ვკითხე, რაში იყო საქმე. მან არ მიპასუხა… , ასე რომ მე დაბალ ხმაზე წამოვიწყე მისთვის სიმღერა.

„პირველადი საზოგადოება ახალ სიმღერას სწავლობდა და როცა ჩვენ ვიმღერეთ ‘თუ გულით მოვისმენ მხსნელის ხმას გავიგონებ’ მე სულში არაჩვეულებრივი სინათლე დავინახე და აუღწერელი სითბო ვიგრძენი. ...მე მივიღე პირადი მოწმობა მაცხოვრის სიყვარულზე ამ გოგონასა და ჩემს მიმართ. ... მე გავიგე, რომ როცა ერთს ვემსახურებით, ჩვენ მაცხოვრის ხელი ვართ“.11

ამ ქრისტესეულმა ადამიანმა არა მხოლოდ ის შენიშნა, რომ მის მეუღლეს შვიდი წლის ენერგიულ ბავშვებთან დახმარება დაჭირდა, არამედ ისიც, რომ ერთ გარკვეულ ბავშვს სჭირდებოდა დახმარება. ის მიჰყვა მაცხოვრის მაგალითს, სადაც ის გვასწავლა: „რასაც კი ხედავდით მე ვაკეთებდი, თქვენც გააკეთეთ“.12

წყალდიდობამ ბოლოხანებში იესო ქრისტეს მოწაფეებს საშუალება მისცა, ჯერ დაკვირვებოდნენ და შემდეგ ემსახურათ. მამაკაცები, ქალები, მოზარდები და ბავშვები ხედავდენ იმას, თუ როგორ ინგრეოდა სახლები და ნადგურდებოდა ბიზნესი. მათ ყველაფერს დაანებეს თავი, რათა აღდგენასა და დასუფთავების საქმეში გაეწიათ დახმარება. ზოგიერთმა შენიშნა, რომ ვიღაცას სარეცხის გარეცხვაში ესაჭიროებოდა დახმარება, ზოგი გულმოდგინედ წმენდდა სურათებს, საბუთებს, წერილებს და სხვა მნიშვნელოვან ქაღალდებს, შემდეგ ფრთხილად კიდებდნენ მათ თოკზე გასაშრობად. ჯერ დაკვირვება და შემდეგ მსახურება ყოველთვის არ არის მოხერხებული და ჩვენს განრიგზე მორგებული საქმე.

სად იპოვით „ჯერ დააკვირდი, შემდეგ ემსახურეს“-თვის იმაზე კარგ ადგილს, ვიდრე ოჯახი? უხუცეს რიჩარდ  ჯ. სკოტის ცხოვრებიდან აღებული მაგალითი გვიჩვენებს:

„ერთხელ ჩვენმა პატარა ბიჭმა, რიჩარდმა, რომელსაც გულის პრობლემა ჰქონდა, შუაღამისას გამოიღვიძა და ტირილი დაიწყო. ჩვეულებრივ ჩემი მეუღლე დგებოდა ბავშვის მისახედად, მაგრამ ამჯერად მე ვთქვი: ‘მე მივხედავ’.

„რადგან ბავშვს გული აწუხებდა, ტირილის დროს მას გული ძალიან უჩქარდებოდა, პირღებინება ეწყებოდა და თეთრეულს სვრიდა. იმ ღამით მე ის ჩავიხუტე და ვცდილობდი დამეწყნარებინა, თან ტანსაცმელსა და თეთრეულს ვუცვლიდი. სანამ ბავშვმა არ დაიძინა, მე ის ხელში მეჭირა. მაშინ არ ვიცოდი, რომ სულ რამოდენიმე თვის შემდეგ ის გარდაიცვლებოდა. მე ყოველთვის მეხსომება ის, როგორ მეჭირა შუაღამეს ხელში შვილი“.13

იესომ თქვა: „ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, თქვენი მსახური იყოს“.14

ზოგჯერ ჩვენ მსახურებას ვუწევთ იმ ხერხით, რა ხერხითაც ჩვენ გვსურს და არა ისე, როგორც საჭიროება მოითხოვს. როცა უხუცესმა რობერტ  დ.ჰეილსმა გვასწავლა წინდახედული ცხოვრების წესი, მან გაგვიზიარა ერთი მაგალითი. მან მეუღლისთვის საჩუქრის ყიდვა მოინდომა, მაგრამ მეუღლემ ჰკითხა: „შენ ამას ჩემთვის აკეთებ თუ შენთვის“?15 თუ ჩვენ გადავიტანთ ამ კითხვას ჩვენს მსახურებაზე და ვკითხავთ საკუთარ თავს: „მე ამას ჩემი თავისთვის ვაკეთებ თუ მაცხოვრისთვის“? ჩვენს მსახურებას მაცხოვრის მსახურების აზრი მიეცემა. მაცხოვარმა იკითხა და ჩვენც უნდა დავსვათ ეს კითხვა: „ რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ“?16

რამოდენიმე კვირის წინ მე განსაკუთრებით დაკავებული ვიყავი. დღის განრიგში უამრავი აუცილებელი საქმე მქონდა. ტაძარშიც მინდოდა წასვლა იმ დღეს, მაგრამ ვიფიქრე, რომ ძალიან დაკავებული ვიყავი. როგორც კი აზრად მომივიდა, რომ სატაძრო მსახურებისთვის არ მეცალა, იმწუთას გამოვფხიზლდი და გავიხსენე, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. მე გამოვედი ოფისიდან და სოლთ ლეიქის ტაძრისკენ გავემგზავრე, გზად კი ვფიქრობდი, როგორ უნდა გამომეძებნა დრო დარჩენილი საქმეების შესასრულებლად. მადლობელი ვარ უფლის მოთმინებისა და მოწყალებისთვის. მან იმ დღეს მე შესანიშნავი გაკვეთილი მასწავლა.

როცა სესიის ჩასატარებელ ოთახში დავჯექი, ვინმე ახალგაზრდა და გადმოიხარა ჩემსკენ და მოწიწებით მომმართა ჩურჩულით: „მე ისე ვნერვიულობ. ეს ჩემი მეორე ჯერია ტაძარში. შეგიძლიათ, დამეხმაროთ“? მან რა იცოდა, რომ ზუსტად ამ სიტყვების გაგონება მჭირდებოდა? არ იცოდა მან, მაგრამ იცოდა ზეციერმა მამამ. მან დაინახა ჩემი გაჭირვება. მე მსახურება მჭირდებოდა. მან შთააგონა ეს მორჩილი ახალგაზრდა და მემსახუროს იმით, რომ მე გავუწიო მას მსახურება. მე გარწმუნებთ, რომ ყველაზე დიდი სარგებელი ამით მე მივიღე.

მე დიდი მადლიერებით ვუხრი ქედს იმ მრავალ ქრისტესეულ ადამიანს, რომელნიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ ჩვენს ოჯახს. გულწრფელ მადლობას ვუხდი ჩემს საყვარელ მეუღლეს და ოჯახს, რომელნიც უანგაროდ და დიდი სიყვარულით მსახურობენ.

მოდით ყველა შევეცადოთ ჯერ დავაკვირდეთ, შემდეგ ვემსახუროთ. როცა ასე მოვიქცევით, ჩვენ დადებული აღთქმის ერთგულნი ვიქნებით და ჩვენი მსახურება, ისევე, როგორც პრეზიდენტ მონსონის მსახურება, ჩვენი მოწაფეობის დამოწმება იქნება. მე ვიცი, რომ მხსნელი ცოცხალია. მისი გამოსყიდვის წყალობით ჩვენ მისი სწავლებით ვცხოვრობთ. პრეზიდენტი მონსონი არის ჩვენი წინასწარმეტყველი. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

Mostrar referencias

  1.  

    1.  მოძღვრება და აღთქმები 20:77.

  2.  

    2.  იოანე 15:22.

  3.  

    3. თომას  ს.მონსონი, “What Have I Done for Someone Today?” Liahona და Ensign, ნოემბერი 2009, 86.

  4.  

    4 ქენიონ  ჰ., “A Good Choice,” Friend, , იანვარი 2012, 31.

  5.  

    5  მათე 5:44.

  6.  

    6  მათე 25:40.

  7.  

    7 იხ. “For Madison,” lds.org/youth/video/for-madison.

  8.  

    8  მორონი 7:47.

  9.  

    9. თომას  ს.მონსონი, “Charity Never Faileth,” Liahona და Ensign, ნოემბერი 2010, 125; იხ. ასევე Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 101.

  10.  

    10.  3  ნეფი 14:12.

  11.  

    11. Al VanLeeuwen, “Serving the One,” Liahona, Aug. 2012, 19; Ensign, Aug. 2012, 15; see also Sally DeFord, “If I Listen with My Heart,” 2011 Outline for Sharing Time, 28.

  12.  

    12.  3  ნეფი 27:21.

  13.  

    13. რიჩარდ ჯ.სკოტი: “The Eternal Blessings of Marriage,” Liahona and Ensign, , May 2011, 96.

  14.  

    14.  მათე 20:26.

  15.  

    15. რობერტ  დ. ჰეილსი, “Becoming Provident Providers Temporally and Spiritually,” Liahona და Ensign, მაისი 2009, 9.

  16.  

    16.  მათე 20:32.