მაცხოვართან ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს მისვლა

რასელ ტ. ოსგუტორფე

საკვირაო სკოლის გენერალური პრეზიდენტი


რასელ ტ. ოსგუტორფე
მოქცევა არის სახარების სწავლებისა და შეცნობის მიზანი. მოქცევა არ არის ერთჯერადი მოვლენა. ეს არის მცდელობა მთელი სიცოცხლის მანძილზე ემსგავსებოდე მაცხოვარს.

ამ ზაფხულს ლიახონასა და ენზაინ ჟურნალებში გამოქვეყნდა ჩემს მიერ დაწერილი მოკლე სტატია. ჩემმა ვაჟიშვილმა email-ით მომწერა და მითხრა: „მამა, იქნებ შეგვატყობინო ხოლმე შენი სტატიის დაბეჭდვის შესახებ“? მე ვუპასუხე: „უბრალოდ მინდოდა მენახა, კითხულობთ თუ არა საეკლესიო ჟურნალებს“. მან პასუხად მომწერა, რომ მისი 10 წლის ქალიშვილმა „ჩააბარა ეს გამოცდა. მან საფოსტო ყუთიდანენზაინი ამოიღო, სახლში დაბრუნდა და წაიკითხა. შემდეგ ჩვენს ოთახში შემოვიდა და შენი სტატია გვაჩვენა“.

ჩემმა შვილიშვილმა წაიკითხა ენზაინი, რადგან მას სწავლა სურდა. მან დამოუკიდებლად იმოქმედა და საკუთარი არჩევანი გააკეთა. პირველმა პრეზიდენტობამ ახლახანს დაამტკიცა ახალგაზრდობისთვის ახალი სასწავლო პროგრამები, რომლებიც დაეხმარებიან ახალგაზრდების სწავლის, ცხოვრებისა და სახარების გაზიარების ბუნებრივი სურვილის გაძლიერებაში. ეს ახალი სასწავლო პროგრამები უკვე ხელმისაწვდომია ინტერნეტში. იანვარში ჩვენ დავიწყებთ მათ გამოყენებას კლასებში lds.org/youth/learn).

როცა მაცხოვარი ასწავლიდა, მოსწავლის არჩევანს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მან არა მარტო ის გვითხრა, რა ვასწავლოთ, არამედ ისიც, თუ როგორ ვასწავლოთ. ის მოსწავლის საჭიროებებზე ამახვილებდა ყურადღებას. ის ეხმარებოდა ცალკეულ ადამიანებს, აღმოეჩინათ ჭეშმარიტება საკუთარი თავისთვის. 1 ის ყოველთვის უსმენდა მათ შეკითხვებს. 2

ეს ახალი სასწავლო პროგრამები ყველას დაგვეხმარება იმაში, რომ ოჯახში და გაკვეთილებზე ვასწავლოთ მაცხოვრის მსგავსად. 3 როცა ასე მოვიქცევით, ჩვენ ვუპასუხებთ მის მოწვევას: „მომყევით მე“, 4 როგორც ეს უხუცესმა ჰეილსმა ასე მშვენივრად გვასწავლა. ამ ახალი პროგრამების განვითარების პროცესში, მე მინახია ხელმძღვანელები და მასწავლებლები დამხმარე ორგანიზაციებსა და სემინარიებში, რომლებიც მშობლებთან ერთად თათბირობდნენ, როგორ დაეკმაყოფილებინათ მოსწავლეთა საჭიროებანი. მე მინახავს ახალგაზრდა ქალები კლასებში, ახალგაზრდა მამაკაცები აარონის სამღვდელოების ქვორუმებში და ახალგაზრდები საკვირაო სკოლის გაკვეთილებზე, რომლებიც საკუთარი არჩევანის გამოყენებასა და დამოუკიდებლად მოქმედებას სწავლობდნენ.

ახალგაზრდებისთვის საკვირაო სკოლის ერთი მასწავლებელი ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ დახმარებოდა ორ აუტიზმის მქონე ახალგაზრდა მამაკაცს, ესწავლათ საკუთარი არჩევანის გაკეთება და დამოუკიდებლად მოქმედება. როცა მან სთხოვა მოსწავლეებს მოეყოლათ, თუ რას სწავლობდნენ ისინი, მას ეშინოდა, რომ ის ორი ახალგაზრდა გამოკითხვაში მონაწილეობას არ მიიღებდა. მაგრამ პირიქით: ერთი ადგა და გაუზიარა სხვებს, თუ რა ისწავლა და მეორეს სთხოვა აუტიზმით დაავადებულ ახალგაზრდას დახმარება. როცა პირველს გაუჭირდა, მეორე გვერდით დაუდგა და ყურში უჩურჩულებდა, რათა მეგობარს წარმატებულად ეგრძნო თავი. ორივენი ასწავლიდნენ იმ დღეს. ისინი ასწავლიდნენ იმას, რასაც მაცხოვარი ასწავლიდა, და ისე, როგორც მაცხოვარი აკეთებდა ამას. მაცხოვარს სწავლებისას სიყვარული ამოძრავებდა იმის მიმართ, ვისაც ასწავლიდა, ზუსტად ისე, როგორც ამას იმ დღეს ერთი მეგობარი აკეთებდა მეორესთვის.5

როცა ჩვენ ვსწავლობთ და ვასწავლით უფლის სიტყვას მისივე მიდგომით, ჩვენ ვიღებთ მოწვევას: „მომყევით მე“. ჩვენ მას თითო ნაბიჯით მივყვებით. ყოველი ნაბიჯით ჩვენ ვუახლოვდებით მაცხოვარს. ჩვენ ვიცვლებით. უფალმა იცის, რომ სულიერი ზრდა უცებ არ ხდება. ის ნელ-ნელა მოდის. ყოველთვის, როცა ჩვენ ვიღებთ მის მოწვევას და ვაკეთებთ არჩევანს მივყვეთ მას, ჩვენ წინ მივიწევთ მოქცევის გზაზე.

მოქცევა არის სახარების სწავლებისა და შეცნობის მიზანი. მოქცევა არ არის ერთჯერადი მოვლენა. ეს არის მცდელობა მთელი სიცოცხლის მანძილზე ემსგავსებოდე მაცხოვარს. უხუცესმა დალინ ოუქსმა შეგვახსენა, რომ „ცოდნა“ არ არის საკმარისი. „რწმენაში მოქცევა ... მოითხოვს ჩვენგან მოქმედებას და გარდაქმნას.6 ასე რომ, მოქცევის მიზნით სწავლა წარმოადგენს ცოდნის შეძენის, მოქმედებისა და გარდაქმნის უწყვეტ პროცესს. ამის მსგავსად, მოქცევის მიზნით სწავლებაც მოითხოვს ძირითადი მოძღვრების ცოდნას, მოქმედებისკენ მოწვევას და დაპირებულ დალოცვას.7 ჭეშმარიტი მოძღვრების სწავლებისას ჩვენ ვეხმარებით მოსწავლეს შეცნობაში. როცა ჩვენ მოვუწოდებთ სხვებს მოქმედებისაკენ, ამით ვეხმარებით მათ, იცხოვრონ მოძღვრების მიხედვით. და როცა უფლის დაპირებულ დალოცვებს ვიღებთ, ჩვენ ვიცვლებით. ისევე, როგორც ალმას, ჩვენ შეგვიძლია გარდავიქმნათ ახალ ადამიანებად.8

ახალგაზრდობისთვის განკუთვნილ ახალ სასწავლო პროგრამებს აქვთ ერთი ძირითადი მიზანი: დაეხმარონ ახალგაზრდებს იესო ქრისტეს სახარებისკენ მოქცევაში. მე ახლახანს ვნახე ერთი ახალგაზრდა ადამიანი, ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ საკვირაო სკოლის გაკვეთილზე, რომელმაც თავისთვის ჭეშმარიტება აღმოაჩინა. როცა შევნიშნე, რომ მას გაუჭირდა გაეხსენებინა გამოსყიდვასთან დაკავშრებული მაგალითი საკუთარი ცხოვრებიდან, მე ვკითხე, უგრძვნია თუ არა მას როდესმე პატიება. მან მიპასუხა: „კი, როგორც მაშინ, ფეხბურთის თამაშის დროს ცხვირი რომ გავუტეხე ბიჭს. მე ისე ცუდად ვიგრძენი თავი ამის გამო. ვეკითხებოდი საკუთარ თავს, რა უნდა მექნა იმისთვის, რომ თავი უკეთ მეგრძნო. მე მასთან სახლში წავედი და პატიება ვთხოვე მას, თუმცა ვიცოდი, რომ ეს არ იყო საკმარისი. მე ვილოცე და მაშინ ვიგრძენი, რომ მამაზეციერმაც მომიტევა. აი რას ნიშნავს ჩემთვის გამოსყიდვა“.

როცა მან იმ დღეს კლასში ეს მაგალითი მოგვიყვა, წაგვიკითხა იოანე 3:16— „რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე“. შემდეგ მან დაამოწმა გამოსყიდვის ძალის შესახებ. ამის შემდეგ ეს მოძღვრება ამ ახალგაზრდა ადამიანისთვის აღარ იყო აბსტრაქტული ცნება. იგი მისი ცხოვრების ნაწილი გახდა, რადგან მან დასვა კითხვა, რის შემდეგაც მოქმედებისთვის თავისუფალი არჩევანი გამოიყენა.9

ეს ახლაგაზრდა ადამიანი უფრო მეტად მოიქცა რწმენაში, ასევე თავისი კლასელებიც. მათ წმინდა წერილების შესწავლით მთელი ყურადღება გადაიტანეს ძირითად მოძღვრებაზე. ამ ახალგაზრდებმა ის წმინდა სიტყვები მოარგეს საკუთარ ყოფას, რის შემდეგაც დაამოწმეს იმ დალოცვების შესახებ, რომლებიც მოძღვრების მიხედვით ცხოვრების შედეგად, შემოვიდა მათ ცხოვრებაში. იესო ქრისტეს სახარების სწავლებისას ჩვენ მთელი ყურადღება გადაგვაქვს წმინდა წერილებზე და თანამედროვე წინასწარმეტყველების სიტყვებზე. წმინდა ტექსტზე დაყრდნობით ჩვენ ვეხმარებით რწმენის განძტკიცებაში, მოწმობის გაძლიერებაში და ვეხმარებით ყველას სრულად მოექცნენ. ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ახალი სასწავლო პროგრამები დაეხმარება ყველას, ვინც იყენებს მათ, ღვთის სიტყვის გაგებასა და ამ სიტყვის მიხედვით ცხოვრებაში.

კოსტა-რიკაში წმინდანების სწავლებისას მე მათ სწავლება - არ არის ამაზე დიდი მოწოდებას სახელმძღვანელო ვაჩვენე და ვკითხე „აბა, რამდენს გაქვთ ეს წიგნი“? თითქმის ყველამ ასწია ხელი. მე ღიმილით ვუპასუხე: „დარწმუნებული ვარ, თქვენ მას ყოველ დღე კითხულობთ“. ჩემდა გასაკვირად, იმის ნიშნად, რომ ეს ასეა, წინა რიგში ერთმა დამ ხელი ასწია. მე მას ვთხოვე კათედრასთან გამოსულიყო და აეხსნა. მან მიპასუხა: „ყოველ დილით მე მორმონის წიგნს ვკითხულობ. შემდეგ სწავლება - არ არის ამაზე დიდი მოწოდებიდან ვკითხულობ რაიმეს, რათა საუკეთესოდ ვასწავლო ჩემს შვილებს ის, რაც ამწუთას შევიცანი“.

მას უნდოდა შეესწავლა და ესწავლებინა უფლის სიტყვა მისივი ხერხით, ამიტომ მან წმინდა წერილიდან შეისწავლა მისი სიტყვა, შემდეგ შეისწავლა ის, თუ როგორ ასწავლოს უფლის სიტყვა ისე, რომ შვილები მოაქციოს. ამ დის სახარების შესწავლისა და სწავლების პრინციპი უცებ არ ჩამოყალიბებულა. მან მიიღო გადაწყვეტილება ემოქმედა. რაც უფრო მეტს აკეთებდა ისეთს, რაშიც დარწმუნებული იყო, მით უფრო აძლიერებდა მას უფალი ევლო მისი გზით. ყოველ ნაბიჯზე ის იღებდა მაცხოვრის მოწვევას: „მომყევით მე“.

ზოგჯერ მოქცევის გზა გრძელი და რთულია. ჩემი სიძე 50 წლის განმავლობაში ნაკლებად აქტიური წევრი იყო. მან მხოლოდ 60 წლის ასაკში მიიღო მაცხოვრის მოწვევა. ამაში მას მრავალი ადამიანი დაეხმარა. ერთ-ერთი შინა მასწავლებელი ყოველ თვე, 22 წლის განმავლობაში, უგზავნიდა მას საფოსტო ბარათს, მაგრამ მას თვითონ უნდა გადაეწყვიტა სურდა თუ არა დაბრუნება. მას თავისუფალი არჩევანი უნდა გამოეყენებინა. მას უნდა მიეღო უფლის მოწვევა „მომყევით მე“. ამჟამად ის თავის მეუღლესთან ერთად ჩაბეჭდილია და საეპისკოპოსოში მსახურობს.

ცოტა ხნის წინ ჩვენ ვუჩვენეთ მას ვიდეოფილმი, რომელიც განკუთვნილია ხელმძღვანელებისა და მასწავლებლებისთვის ახალი სასწავლო პროგრმამების დასანერგად. ფილმის დამთავრებისთანავე ჩემი სიძე, სკამის საზურგეს მიეყრდნო და ემოციურად თქვა: „ეს რომ მქონოდა ახალგაზრდობის დროს, იქნებ არ ჩამოვშორდებოდი ეკლესიას“.

რამოდენიმე კვირის წინ მე გავიცანი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც პრობლემები ჰქონდა. ვკითხე, ეკლესიის წევრი თუ იყო. მან მიპასუხა, რომ აგნოსტიკი იყო, თუმცა ადრე ჰქონია შეხება ეკლესიასთან. როცა მე მას ვუამბე საკვირაო სკოლაში ჩემი მოწოდების შესახებ და რომ გენერალურ კონფერენციაზე სიტყვით უნდა გამოვსულიყავი, მან თქვა: „თუკი შენ გამოხვალ სიტყვით, მე ვუყურებ სესიას“. იმედია ის დღეს მიყურებს. მე ვიცი, რომ თუ ის უყურებს კონფერენციას, რაიმეს ისწავლის. ეს კონფერენციის ცენტრი არის უნიკალური ადგილი, სადაც ხდება სწავლა და სწავლება მოქცევისათვის .

როცა ჩვენ ვცხოვრობთ იმ პრინციპებით, რომლებსაც გვასწავლიან ისინი, ვისაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, როგორც წინასწარმეტყველბს, ნათელმხილველებსა და განმაცხადებლებს, ჩვენ მაცხოვრის ხერხით ვსწავლობთ.10 ჩვენ მასთან ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს მივდივართ. ამ კონფერენციის დასასრულს მე ვიწვევ ყველას, გადადგას ეს ნაბიჯი, მიიღოს უფლის მოწვევა - „მომყევით მე“. როგორც ძველ დროს ნეფიელებს, ჩვენც „შეგვიძლია დავბრუნდეთ სახლებში და ვიფიქროთ ... იმაზე, რაც ითქვა, და ვთხოვოთ მამაზეციერს, ქრისტეს სახელით, რომ დაგვეხმაროს ყოველივე ამის გაგებაში“.11

ჩვენ გვინდა, რომ ყოველმა ახალგაზრდამ გაიგოს. ჩვენ გვსურს, რომ მათ ისწავლონ, ასწავლონ და ყოველდღიურ ცხოვრებაში იცხოვრონ იესო ქრისტეს სახარების თანახმად. უფალს ეს ყოველი თავისი შვილისთვის სურს. ხართ თქვენ ბავშვი, ახალგაზრდა თუ ზრდასრული ადამიანი, მე ყველას გიწვევთ მიჰყვეთ ქრისტეს. მოდით და მიჰყევით მის ნაკვალევს. მე ვმოწმობ, რომ ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე უფალი გაგვაძლიერებს ჩვენ. ის დაგვეხმარება გავიაროთ გზის დარჩენილი მონაკვეთი. შემდეგ, წინააღმდეგობის შეხვედრის შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ სიარულს. როცა ეჭვი გაგვიჩნდება, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ სიარულს. ჩვენ არასდროს არ დავბრუნდებით უკან ჩვენ არ ჩამოვშორდებით გზას.

მე ვმოწმობ, რომ მამაღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე, ცოცხლობენ. მე ვმოწმობ, რომ მხსნელი, დღესაც ისე, როგორც ძველ დროს, მოგვიხმობს : „მომყევით მე“. ჩვენ ყველას შეგვიძლია მივიღოთ მისი მოწვევა. მაცხოვრისკენ ერთი ნაბიჯის გადადგმით, ჩვენ ყველას შეგვიძლია ვისწავლოთ, ვასწავლოთ და ვიცხოვროთ მისი სიტყვის თანახმად . ამგვარი მოქმედებით ჩვენ ჭეშმარიტად მოვიქცევით რწმენაში. იესო ქრისტეს სახელით, ამინ

Mostrar las referencias

  1.  

    1. იხ. იოანე 3:1–7. ამ ნაწყვეტში, მაცხოვარი პასუხობს ნიკოდემოსის მიერ დასმულ კითხვას. ის ასწავლიდა ნიკოდემოსს მისი საჭიროებების მიხედვით. მან ნება მისცა ნიკოდემოსს, სწავლისთვის გამოეყენებინა საკუთარი არჩევანი. იგი დაეხმარა ნიკოდემოსს თავისით ეპოვა პასუხი.

  2.  

    2. იხ. იოანე 3:4; ჯოზეფ სმითი - ისტორია 1:18.

  3.  

    3. იხ. “Teaching the Gospel in the Savior’s Way,” lds.org/youth/learn/guidebook/teaching.

  4.  

    4. იხ. ლუკა 18:18–22.

  5.  

    5. იხ. 1 1 იოანე 4:19.

  6.  

    6. დალინ ჰ. ოუქსი, “The Challenge to Become,” Liahona, იანვარი 2001,41;Ensign, ნოემბერი 2000, 33: „დაამოწმო - ნიშნავს იცოდე და აცხადებდე. სახარება მიზნად გვისახავს ‘მოქცევას’, რაც მოითხოვს მოქმედებასა და გარდაქმნას. თუ რომელიმე ჩვენთაგანი მხოლოდ საკუთარ ცოდნასა და სახარების დამოწმებას ეყრდნობა, ის იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორშიც კურთხევა მიღებული, მაგრამ, მაინც ჯერ კიდევ არასრულყოფილი მოციქულები, რომლებსაც იესო ‘მოქცევისაკენ’ მოუწოდებდა. ყოველი ჩვენთაგანი იცნობს ისეთ ადამიანს, რომელსაც ძლიერი დამოწმება აქვს, მაგრამ არ მოქმედებს მის საფუძველზე და ამიტომაც არ მოიქცევა“.

  7.  

    7. იხ. აბრაამი 2:11.

  8.  

    8. იხ. მოსია 27:24–26; 2 კორინთელთა 5:17.

  9.  

    9. იხ. დევიდ ა. ბედნარი, “Watching with All Perseverance,” Liahona და Ensign, , მაისი 2010, 43: „ვეხმარებით ჩვენ საკუთარ შვილებს დამოუკიდებლად იმოქმედონ და სწავლითა და რწმენით ეძიონ ცოდნა, თუ მივაჩვიეთ ისინი იმას, რომ უნდა ელოდონ და სხვისგან მიიღონ ცოდნა? ჩვენ, როგორც მშობლები, ძირითადად სულიერი თევზის ტოლფასს საკვებს ვაწვდით შვილებს, თუ გამუდმებით ვეხმარებით მათ მოქმედებაში, სწავლასა და მტკიცედ, ურყევად დგომაში? ვეხმარებით ჩვენ საკუთარ შვილებს, ჩაერთონ თხოვნის, ძიებისა და დაკაკუნების პროცესში?

  10.  

    10. იხ. დენის ბ. ნოინშვანდერი, “Living Prophets, Seers, and Revelators,” Liahona, იანვარი 2001, 49–51; ; Ensign, ნოემბერი 2000, 40–42.

  11.  

    11.  3 ნეფი 17:3.