კვირა, საღამო სესია

პრეზიდენტი თომას ს. მონსონის მიერ


ეკლესიის პრეზიდენტი
მე ვლოცულობ იმაზედ, რომ უფალი გლოცავდეთ და გფარავდეთ, ჩემო დებო და ძმებო. დაე მის მიერ დაპირებული სიმშიდე იყოს თქვენთან დღეს და მარადის.

ჩემო დებო და ძმებო, რა დიდებული კონფერენცია გვქონდა ჩვენ! მე ვიცი, რომ თქვენ ყველანი დამეთანხმებით იმაში, რომ ეს გზავნილები შთამაგონებელი იყო. უფლის სული ყველას გულზე შეგვეხო და ჩვენი მოწმობები ამ ღვთაებრივი საქმის შესახაბ განმტკიცდა. დაე დიდხანს გვახსოვდეს ის, რაც ამ ორი დღის განმავლობაში მოვისმინეთ. მე მოგიწოდებთ, შეისწავლოთ ეს გზავნილები, როცა ისინი დაიბეჭდება ჟურნალებში Ensign და Liahona.

ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც სიტყვით მოგვმართა და ასევე მათ, ვინც აღავლინეს ლოცვა. მუსიკა სულისასამაღლებელი და შთამაგონებელი იყო. ჩვენ გვიყვარს ჩვენი შესანიშნავი ტაბერნაკალური გუნდი და მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მუსიკით უზრუნველჰყო ჩვენი სხდომა.

ჩვენ ყველანი მადლობას გამოვხატავთ ახალგაზრდა ქალების გენერალური მმართველობის წევრების მიმართ, რომელნიც გუშინ იქნენ განთავისუფლებულნი. ისინი შესანიშნავად და თავდადებულად მსახურობდნენ.

ჩვენ ხელის აწევით მხარი დავუჭირეთ იმ ძმებსა და დებს, რომელნიც ამ კონფერენციის მსვლელობის დროს არჩეულ იქნენ ახალ თანამდებობებზე. ჩვენ გვინდა ვუთხრათ მათ, რომ მოუთმენლად ველით მათთან ერთად მსახურებას უფლის საქმეში.

დებო და ძმებო, ჩვენ ვართ მსოფლიო ეკლესია. ჩვენი წევრები იმყოფებიან დედამიწის ყოველ კუთხეში. მე მოგიწოდებთ იყოთ თქვენი ქვეყნის კარგი შვილები და ერთმანეთისთვის კარგი მეზობლები, მისწვდით მათ, ვინც თქვენი და არა მხოლოდ თქვენი რწმენის არიან. დაე ვიყოთ ტოლერანტულნი და მოსიყვარულენი კიდეც, მათ მიმართ, ვინც არ იზიარებს ჩვენს მრწამსსა და სტანდარტებს. მხსნელმა ამ ქვეყვად მოგვიტანა სიყვარულისა და კეთილი ნების გზავნილი. დაე მუდამ მივყვებოდეთ მის მაგალითს.

მე ვლოცულობ იმაზედ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს მათ საჭიროებებში. არიან ისეთნი, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, რომელნიც ტრაგიკულად არიან ჩათრეულნი ნარკოტიკების მოხმარებაში, ამორალურ საქციელში, პორნოგრაფიაში და ა.შ. არიან ისეთნიც, ვინც არიან მარტონი, დაქვრივებულნი, ვისაც მეგობრობა და ზრუნვა ესაჭიროებათ. დაე მუდამ ვიყოთ მზად გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი და მოსიყვარულე გული.

ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიო ისტორიის იმ დროში, როცა გარშემო უამრავი სირთულეები და იმავდროულად სიხარულისთვის დიდი მიზეზები და საშუალებები გვესახება. რა თქმა უნდა, არის დრო, როცა ვართ გულგაცრუებულნი, გულგატეხილნი და ზოგჯერ ტრაგედიის წინაშეც კი აღმოვჩნდებით კიდევაც ცხოვრებაში, მაგრამ თუ მივენდობით უფალს, იგი დაგვეხმარება ნებისმიერ სირთულეებში. მეფსალმუნემ დაგვარწმუნა: „ღამით გლოვა დაისადგგურებს და ცისკრის ჟამს მხიარულობა.“1

ჩემო დებო და ძმებო, მე მინდა იცოდეთ, რაოდენ მადლიერი ვარ იესო ქრისტეს სახარებისთვის, რომელიც აღდგენილ იქნა ამ უკანასკნელ დღეებში წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ. ეს არის ჩვენი ბედნიერების გასაღები. დაე ვიყოთ თავმდაბალნი და ლოცვისთვის განწყობილნი, იმის რწმენით აღვსილნი, რომ მამაზეციერი გაგვიკვლევს გზას და დაგვლოცავს ცხოვრებაში.

მე პირადად ვმოწმობ, რომ ღმერთი ცოცხალია და რომ მას ესმის მორჩილი გულების ლოცვები. მისი ძე, ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი, გვესაუბრება ყოველ ჩვენთაგანს: „აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ: თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან.“2 დაე დავიჯეროთ ეს სიტყვები და ვისარგებლოთ ამ დაპირებით.

ამ კონფერენციის დასასრულს, მე თითოეული თქვენთაგანისთვის ზეცას ვთხოვ ლოცვა-კურთხევებს. დაე თქვენი სახლი იყოს სავსე სიმშვიდით, ჰარმონიით, თავაზიანობით და სიყვარულით. დაე უფლის სული სუფევდეს თქვენს ოჯახებში. დაე კვებავდეთ თქვენს მოწმობებს სახარების დამოწმებებით, რათა ისინი გიცავდნენ თქვენზედ სატანის შემოტევის დროს.

მე ვლოცულობ იმაზედ, რომ ჩვენს შემდეგ შეხვედრამდე, ექვსი თვის შემდეგ, უფალი გლოცავდეთ და გფარავდეთ, ჩემო დებო და ძმებო. დაე მის მიერ დაპირებული სიმშიდე იყოს თქვენთან დღეს და მარადის. მადლობა ჩვენი მთავარი ხელმძღვანელებისა და ჩემსადმი თქვენი ლოცვებისთვის. ჩვენ დიდად მადლიერნი ვართ თქვენი. ჩვენი მხსნელისა და გამომსყიდველის, მისი სახელით, ვისაც ჩვენ ვემსახურებით, ამინ!

შენიშვნების ჩვენება

  1.  

    1. ფსალმუნი 30:5.

  2.  

    2. გამოცხადება 3:20.