წმინდა წერილი
რვა მოწმის დამოწმება


რვა მოწმის დამოწმება

ცნობილი იყოს ყველა ერის, ტომის, ენისა და ხალხისთვის, ვისთანაც მივა ეს ნაშრომი, რომ ჯოზეფ სმით უმცროსმა, ამ ნაშრომის მთარგმნელმა, გვაჩვენა ფირფიტები, რომლებზეც უკვე ითქვა, რომლებსაც აქვს ოქროს შესახედაობა და ყველა ეს ფირფიტა, რომელიც გადათარგმნა მოხსენიებულმა სმითმა, გვეკავა ხელში და მათზე ვიხილეთ გრავიურები, რომლებსაც აქვს უძველესი და ნატიფი ნაკეთობის გამოსახულება. ჩვენ საყოველთაოდ ვმოწმობთ, რომ მოხსენიებულმა სმითმა გვაჩვენა ფირფიტები, ვინაიდან დავათვალიერეთ და ხელში გვეკავა ისინი და ნამდვილად ვიცით, რომ სმითს აქვს ფირფიტები, რომლებზეც ვილაპარაკეთ. და ვაძლევთ მსოფლიოს ჩვენს სახელებს, რათა დავუმოწმოთ ქვეყანას იმაზე, რაც ვიხილეთ. და ჩვენ არ ვცრუობთ, ღმერთი არის ამის მოწმე.

ქრისტიან ვიტმერი

ჯეიკობ ვიტმერი

პიტერ ვიტმერი უმცროსი

ჯონ ვიტმერი

ჰაირამ პეიჯი

ჯოზეფ სმითი უფროსი

ჰაირამ სმითი

სამუელ ჰ. სმითი