წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 93


ნაწილი 93

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, კირტლანდი ოჰაიო, 6 მაისი, 1833 წელი.

1–5, ყოველი ერთგული იხილავს უფალს; 6–18, იოანემ დაამოწმა, რომ ღვთის შვილი მადლიდან მადლამდე დადიოდა და მიიღო მამის ბრყწინვალების სისავსე; 19–20, მორწმუნე ადამიანები, დადიან რა მადლიდან მადლამდე, ასევე მიიღებენ მის სისავსეს; 21–22, რომლებიც ქრისტეთი იშვებიან, არიან პირმშოს ეკლესია; 23–28, ქრისტემ მიიღო სისავსე ყოველი ჭეშმარიტებისა და ადამიანს მორჩილებით შეუძლია იგივე; 29–32, ადამიანი თავიდან იყო ღმერთთან; 33–35, სტიქია მარადიულია და ადამიანს შეუძლია აღდგომისას სიხარულის სისავსის მიღება; 36–37, უფლის დიდება არის გონიერება; 38–40, ბავშვები უცოდველნი არიან ღვთის წინაშე, ქრისტეს გამოსყიდვის გამო; 41–53, წინამძღვარ ძმებს ნაბრძანები აქვთ, მოაწესრიგონ თავიანთი ოჯახები.

1 ჭეშმარიტად, ასე ამბობს უფალი: იქნება ასე, რომ ყოველი სული, რომელიც მიატოვებს ცოდვებს, ჩემთან მოვა და მოუხმობს ჩემს სახელს და დაემორჩილება ჩემს ხმას, დაიცავს ჩემს მცნებებს, იხილავს ჩემს სახეს და ეცოდინება, რომ მე ვარ;

2 და რომ ვარ ჭეშმარიტი სინათლე, რომელიც ანათლებს ყოველ ადამიანს, რომელიც ამაქვეყნად მოდის;

3 და მე ვარ მამაში და მამა არის ჩემში და მამა და მე ვართ ერთნი –

4 მამა, ვინაიდან მიბოძა თავისი სისავსე და ძე, ვინაიდან ვიყავი ამაქვეყნად და ვაქციე ხორცი ჩემს კარვად და ვიცხოვრე ადამიანის შვილებს შორის.

5 ვიყავი ამაქვეყნად და მივიღე ჩემი მამისგან და მისი საქმენი უხვად იქნა გამოვლენილი.

6 და იოანემ იხილა და დაამოწმა ჩემი ბრწყინვალების სისავსე და იოანეს ჩანაწერის სისავსე შემდგომში იქნება გამოცხადებული.

7 და დაამოწმა სიტყვებით: მე ვიხილე მისი ბრწყინვალება, რომ იგი იყო დასაბამიდანვე, ქვეყნის არსებობამდე;

8 ამიტომ, დასაწყისში იყო სიტყვა, ვინაიდან იგი იყო სიტყვა, თვით მაცნე ხსნისა –

9 ამაქვეყნის სინათლე და გამომსყიდველი; ჭეშმარიტების სული, რომელიც მოვიდა ამქვეყნად, ვინაიდან ქვეყანა იყო მის მიერ შექმნილი და მასში იყო ადამიანის სიცოცხლე და ადამიანის სინათლე.

10 სამყაროები შექმნილი იყო მის მიერ; ადამიანები შექმნილი იყო მის მიერ; ყოველივე შექმნილი იყო მის მიერ, მისი მეშვეობითა და მისგან.

11 და მე, იოანე, ვმოწმობ, რომ ვიხილე მისი ბრწყინვალება, როგორც ბრწყინვალება მამის მხოლოდშობილისა, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტების სულით, რომელიც მოვიდა და იმყოფებოდა ხორცში და იმყოფებოდა ჩვენ შორის.

12 და მე, იოანემ, ვიხილე, რომ მან არ მიიღო თავიდან სისავსისგან, მაგრამ მიიღო მადლი მადლისა;

13 და არ მიიღო თავიდან სისავსის, მაგრამ გააგრძელა მადლიდან მადლამდე, სანამ არ მიიღო სისავე.

14 და ასე ეწოდა მას ღვთის შვილი, ვინაიდან მან არ მიიღო თავიდან სისავსიდან.

15 და მე, იოანე, ვმოწმობ: აჰა, ზეცა გაიხსნა და სულიწმინდა გადმოვიდა მასზედ მტრედის სახით და მოევლინა მასზე და ზეციდან მოისმა ხმა, სიტყვებით: ეს არის ჩემი საყვარელი ძე.

16 და მე, იოანე, ვმოწმობ, რომ მან მიიღო მამის ბრწყინვალების სისავსე;

17 და მან მიიღო მთელი ძალაუფლება, ზეცაშიც და დედამიწაზეც და ბრწყინვალება მამისა იყო მასთან, ვინაიდან იგი იყო მასში.

18 და იქნება ასე: თუ ხართ ერთგულნი, მიიღებთ იოანეს ჩანაწერის სისავსეს.

19 მე გაძლევთ ამ სიტყვებს, რათა ჩასწვდეთ და იცოდეთ, თუ როგორ უნდა ეთაყვანოთ და იცოდეთ, რას ეთაყვანებით, რათა მოხვიდეთ მამასთან ჩემი სახელით და შესაფერის დროს მიიღოთ მისი სისავსე.

20 ვინაიდან, თუ იცავთ ჩემს მცნებებს, მიიღებთ მისი სისავსიდან და გაბრწყინდებით ჩემში, როგორც მე მამაში, ამიტომ გეუბნებით, თქვენ მიიღებთ მადლის მადლს.

21 და ახლა, ჭეშმარიტად გეუბნებით: მე დასაბამიდანვე ვიყავი მამასთან და ვარ პირმშო.

22 და ყოველი, ვინც დაიბადა ჩემი მეშვეობით, არის იგივე ბრწყინვალებისმონაწილე და არის პირმშოს ეკლესია.

23 თქვენც დასაბამიდანვე იყავით მამასთან; რომელიც არის სული, სული ჭეშმარიტებისა.

24 და ჭეშმარიტება არის ცოდნა არსისა, როგორიც ის არის და როგორიც იყო და როგორიც იქნება;

25 და დანარჩენი, რაც არის ამაზე მეტი ან ნაკლები, არის სული იმ ბოროტისა, რომელიც დასაბამიდანვე იყო მატყუარა.

26 ჭეშმარიტების სული არის ღმერთისგან. მე ვარ ჭეშმარიტების სული და იოანემ დაამოწმა ჩემზე, სიტყვებით: მან მიიღო ჭეშმარიტების სისავსე, დიახ, ყოველი ჭეშმარიტებისა;

27 და ვერცერთი ადამიანი ვერ იღებს სისავსეს, თუ იგი არ იცავს მის მცნებებს.

28 ვინც იცავს მის მცნებებს, იღებს ჭეშმარიტებას და სინათლეს, სანამ არ გაბრწყინდება ჭეშმარიტებაში და არ ჩასწვდება ყოველივეს.

29 ადამიანიც ასევე იყო ღმერთთან დასაბამიდანვე. გონება ანუ ჭეშმარიტების სინათლე არ იყო არც შექმნილი და არც გაკეთებული, ნამდვილად, ვერც იქნება.

30 ყოველი ჭეშმარიტება დამოუკიდებელია იმ სფეროში, რომელშიც ის ღმერთმა მოათავსა, რათა იმოქმედოს თავისი ნებით, ისე, როგორც ყოველი გონება; სხვაგვარად არ იქნებოდა არსებობა.

31 აჰა, ამაში არის ადამიანის არჩევნის თავისუფლება და ამაშია ადამიანის განსასჯელი, ვინაიდან ის, რაც იყო დასაბამიდანვე, ადამიანებს ნათლად გამოეცხადათ და მათ სინათლე არ მიიღეს.

32 და ყოველი ადამიანი, რომლის სული არ იღებს სინათლეს, არის განსასჯელის ქვეშ.

33 ვინაიდან, ადამიანი არის სული. სტიქია მარადიულია, სული და სტიქია, განუყოფელად გაერთიანებულნი, იღებენ სიხარულის სისავსეს.

34 და როდესაც არიან განცალკევებულნი, ადამიანი ვერ მიიღებს სიხარულის სისავსეს.

35 სტიქია არის ღვთის სავანე; დიახ, ადამიანი ღმერთის სავანეა, დიახ, ტაძრები; და რომელი ტაძარიც წაბილწულია, იმ ტაძარს ღმერთი გაანადგურებს.

36 ღმერთის ბრწყინვალება არის გონიერება ანუ სხვა სიტყვებით, სინათლე და ჭეშმარიტება.

37 სინათლე და ჭეშმარიტება ტოვებენ იმ ბოროტს.

38 ყოველი ადამიანის სული დასაბამიდან იყო უბიწო და ღმერთმა გამოისყიდა ადამიანი დაცემისგან, ადამიანი კვლავ გახდა ჩვილივით და ჩვილობაში ღმერთის წინაშე უბიწო.

39 და ის ბოროტი მოდის და ართმევს სინათლესა და ჭეშმარიტებას ადამიანთა შვილებს, დაუმორჩილებლობისა და მათი მამების ჩვეულებების მიზეზით.

40 მაგრამ მე გიბრძანეთ, აღზარდოთ თქვენი შვილები სინათლესა და ჭეშმარიტებაში.

41 მაგრამ, ჭეშმარიტად გეუბნები, ჩემო მსახურო ფრედერიკ გ. უილიამს, შენ რჩები ამ განსასჯელის ქვეშ.

42 შენ არ ასწავლე ჭეშმარიტება და სინათლე შენს შვილებს, ბრძანებების შესაბამისად; და იმ ბოროტს აქვს ჯერჯერობით შენზე ძალაუფლება და ეს არის შენი გაჭირვების მიზეზი.

43 და ახლა, ბრძანებას გაძლევ: თუ გსურს განთავისუფლდე, მოიწესრიგე ოჯახი, ვინაიდან ბევრი არასწორი რამ არის შენ ოჯახში.

44 ჭეშმარიტად, ვეუბნები ჩემს მსახურს სიდნეი რიგდონს, რომ ზოგ რამეში არ იცავს ბრძანებებს თავისი შვილების მიმართ; ამიტომ პირველ რიგში მოაწესრიგოს თავისი ოჯახი.

45 ჭეშმარიტად, ვეუბნები ჩემს მსახურს, ჯოზეფ სმით უმცროსს ანუ სხვა სიტყვებით, მე გიწოდებთ მეგობრებს, რადგან ჩემი მეგობრები ხართ და გექნებათ მემკვიდრეობა ჩემთან –

46 მე თქვენ გიწოდეთ მსახურები ამაქვეყნის გამო და ხართ მათი მსახურნი ჩემ გამო –

47 და ახლა, ჭეშმარიტად გეუბნები, ჯოზეფ სმით უმცროსო: შენ არ დაიცავი მცნებები და უნდა გესაყვედუროს უფლის წინაშე;

48 შენმა ოჯახმა უნდა მოინანიოს და მიატოვოს ზოგიერთი რამ და უფრო გულწრფელად დაუგდოს ყური შენს სიტყვებს, თუ არა-და მოცილებულ იქნება თავისი ადგილიდან.

49 რასაც ერთს ვეუბნები, ვეუბნები ყველას; ყოველთვის ილოცე, რათა იმ ბოროტს არ ჰქონდეს ძალაუფლება შენზე და ვერ მოგაცილოს შენი ადგილიდან.

50 ჩემმა მსახურმა, ნიუელ კ. უიტნიმ, ჩემი ეკლესიის ეპისკოპოსმა, ასევე უნდა მიიღოს საყვედური და მოაწესრიგოს თავისი ოჯახი და მიაქციოს ყურადღება, რომ ისინი იყვნენ ოჯახში უფრო ბეჯითნი და მზრუნველნი და ყოველთვის ილოცონ, თორემ მოცილებულ იქნებიან თავიანთი ადგილიდან.

51 ახლა გეუბნებით, ჩემო მეგობრებო, დაე, ჩემი მსახური, სიდნეი რიგდონი, დაუყოვნებლივ გაემგზავროს, იჩქაროს და ასევე გამოაცხადოს სასურველი წელი უფლისა და ხსნის სახარება, როგორც კი ვუბოძებ მეტყველებას; და თქვენი რწმენისლოცვითა და თანადგომით მე მას მხარს დავუჭერ.

52 დაე, ჩემმა მსახურებმა, ჯოზეფ სმით უმცროსმა და ფრედერიკ გ. უილიამსმა, ასევე იჩქარონ და ის ებოძებათ მათ რწმენის ლოცვისამებრ; იმისდა შესაბამისად, თუ რამდენად იცავთ ჩემს სიტყვებს, არ იქნებით შემუსვრილნი არც ამქვეყნად, არც იმქვეყნად.

53 და ჭეშმარიტად გეუბნებით: ეს არის ჩემი ნება, რომ დააჩქაროთ ჩემი წმინდა წერილის თარგმნა და მიიღოთ ცოდნა ისტორიაზე, ქვეყნებზე, სამეფოებზე, ღვთისა და ადამიანის კანონებზე და ყოველივე ეს სიონის გადასარჩენად. ამინ.