წმინდა წერილი
იდეები წმინდა წერილის ოჯახური შესწავლის გაუმჯობესებისთვის


„იდეები წმინდა წერილის ოჯახური შესწავლის გაუმჯობესებისთვის“, იდეები წმინდა წერილის შესწავლისთვის (2021)

„იდეები წმინდა წერილის ოჯახური შესწავლის გაუმჯობესებისთვის“, იდეები წმინდა წერილის შესწავლისთვის

გამოსახულება
ოჯახები წმინდა წერილის შესწავლისას

იდეები წმინდა წერილის ოჯახური შესწავლის გაუმჯობესებისთვის

წმინდა წერილის რეგულარული ოჯახური შესწავლა არის თქვენი ოჯახის მიერ სახარების შესწავლის ძლიერი ხერხი. რამდენს და რამდენი ხნის განმავლობაში კითხულობთ არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც თანმიმდევრული მცდელობები. როცა წმინდა წერილების შესწავლა თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება, თქვენ ამით ეხმარებით ოჯახის წევრებს, მიუახლოვდნენ ქრისტეს და ააშენონ თავიანთი დამოწმებები უფლის სიტყვის საძირკველზე.

გაითვალისწინეთ შემდეგი შეკითხვები:

  • როგორ შეგიძლიათ, შეაგულიანოთ ოჯახის წევრები, დამოუკიდებლად ისწავლონ წმინდა წერილი?

  • რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ შეაგულიანოთ ოჯახის წევრები, გააზიარონ ის, რაც შეისწავლეს?

  • როგორ შეგიძლიათ, გააკეთოთ აქცენტი წმინდა წერილიდან შესწავლილ პრინციპებზე ყოველდღიური სწავლების მომენტებში?

გახსოვდეთ, რომ ოჯახი არის სახარების შესწავლისა და სწავლების იდეალური ადგილი. თქვენ შეგიძლიათ, ისეთი მეთოდებით ასწავლოთ და ისწავლოთ სახარება ოჯახში, რომლებიც საეკლესიო კლასებში შეუძლებელია. კრეატიულად მიუდექით თქვენი ოჯახისთვის წმინდა წერილის შესწავლის მოძებნის ხერხებს. განიხილეთ შემდეგი იდეები იმისთვის, რომ გააღრმავოთ თქვენი ოჯახის მიერ წმინდა წერილის შესწავლა.

გამოიყენეთ მუსიკა

იმღერეთ ის სიმღერები, რომლებიც აძლიერებენ წმინდა წერილში მოცემულ პრინციპებს.

გამოსახულება
მამაკაცი და გოგონა სწავლობენ წმინდა წერილს

გაუზიარეთ ერთმანეთს აზრიანი ნაწყვეტები წმინდა წერილიდან

მიეცით თქვენი ოჯახის წევრებს საკმარისი დრო იმისთვის, რომ გააზიარონ ის ნაწყვეტები წმინდა წერილიდან, რომლებიც მათ აზრიანად ჩათვალეს პირადი შესწავლის დროს.

გამოიყენეთ საკუთარი სიტყვები

მოიწვიეთ ოჯახის წევრები, თავისი სიტყვებით შეაჯამონ, რას სწავლობენ იმ წმინდა წერილიდან, რომელსაც სწავლობთ.

გამოიყენეთ წმინდა წერილი ცხოვრებაში

წმინდა წერილიდან ნაწყვეტის წაკითხვის შემდეგ სთხოვეთ ოჯახის წევრებს, გაგიზიარონ, როგორ ეხება ეს ნაწყეტი მათ ცხოვრებას.

დასვით შეკითხვა

მოიწვიეთ ოჯახის წევრები, დასვან შეკითხვა სახარების თემაზე და შემდეგ მოძებნეთ ის მუხლები, რომლებიც დაგეხმარებათ კითხვაზე პასუხის გაცემაში.

გამოაკარით წმინდა წერილი

შეარჩიეთ მუხლი, რომელიც აზრიანად მიგაჩნიათ და გამოაკარით იგი იქ, სადაც ოჯახის წევრები მას ხშირად შეხედავენ. მოიწვიეთ ოჯახის წევრები, რიგრიგობით შეარჩიონ გამოსაკრავად ნაწყვეტი წმინდა წერილიდან.

შეადგინეთ წმინდა წერილის სია

ოჯახთან ერთად შეარჩიეთ რამდენიმე ნაწყვეტი, რომლის განხილვაც გსურთ მომავალ კვირას.

დაიზეპირეთ ნაწყვეტები წმინდა წერილიდან

ამოარჩიეთ ნაწყვეტი, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენი ოჯახისთვის და მოიწვიეთ ოჯახის წევრები, დაიზეპირონ იგი ყოველდღიური გამეორებით ან თამაშის მეშვეობით.

გამოიყენეთ ვიზუალური საშუალებები

იპოვეთ ნივთები, რომლებიც ეხება იმ მუხლებსა და თავებს, რომლებსაც ოჯახთან ერთად კითხულობთ. მოიწვიეთ ოჯახის წევრები, ისაუბრონ იმაზე, როგორ ეხება ყოველი ნივთი სწავლებას წმინდა წერილიდან.

გამოსახულება
ქალი ასწავლის ბავშვს

შეარჩიეთ თემა

ოჯახის წევრებმა რიგრიგობით აარჩიონ თემა ერთობლივი შესწავლისთვის. კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული ნაწყვეტების მოსაძებნად წმინდა წერილიდან გამოიყენეთ Topical Guide, the Bible Dictionary, or the Guide to the Scriptures (scriptures.ChurchofJesusChrist.org).

დახატეთ სურათი

წაიკითხეთ რამდენიმე მუხლი ოჯახთან ერთად და შემდეგ დაუთმეთ დრო ოჯახის წევრებს - დახატონ რამე, რაც წაკითხულს ეხება. განიხილეთ ერთმანეთის ნახატები.

გაითამაშეთ რომელიმე ისტორია

ისტორიის წაკითხვის შემდეგ მოიწვიეთ ოჯახის წევრები, გაითამაშონ იგი როლებში. შემდეგ ისაუბრეთ იმაზე, როგორ გეხებათ ეს ისტორია პირადად და როგორც ოჯახს.

უხუცესი დევიდ ა. ბედნარი გვასწავლიდა: “ყოველი ოჯახური ლოცვა, წმინდა წერილის ოჯახური შესწავლის ყოველი ეპიზოდი და ყოველი ოჯახური საღამო ჰგავს ფუნჯის მოსმას ჩვენი სულის ტილოზე. შეიძლება არც ერთი მოვლენა არ მოგეჩვენოთ ძალიან შთამბეჭდავად ან დასამახსოვრებლად. მაგრამ ზუსტად როგორც ყვითელი, ოქროსფერი და ყავისფერი ფუნჯის მოსმა ავსებს ერთმანეთს და გადაიქცევა შთამბეჭდავ შედევრად, ასე ჩვენს თანმიმდევრულ, თითქოს და უმნიშვნელო მოქმედებანს შეუძლია მიგვიყვანონ მნიშვნელოვან სულიერ შედეგამდე“ “More Diligent and Concerned at Home,” Liahona, Nov. 2009, 19–20).