ბიბლიოთეკა
უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი


უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი

ჩვენი მამაზეციერის ბედნიერების დიადი გეგმა მოიცავს დოქტრინას, წეს-ჩვეულებებსა და უაღრესად დიდ და ძვირფას აღთქმებს,რისი წყალობითაც ჩვენ ვეზიარებით ღვთიურ ბუნებას.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ყოველდღიურად აწყდება - არ მივცეთ საშუალება ამ ცხოვრების საზრუნავს იმდენად შთანთქოს ჩვენი დრო და ენერგია, რომ უგულებელვყოთ მარადიული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.1ჩვენ ისე ადვილად შეგვიძლია გადავუხვიოთ აუცილებელ სულიერ პრიორიტეტებს ჩვენი მრავალი ვალდებულებებისა და დაკავებული გრაფიკის გამო. ზოგჯერ ისე სწრაფად მივრბივართ, შეიძლება დაგვავიწყდეს, სად მივდივართ და რატომ მივრბივართ.

პეტრე მოციქული გვახსენებს, რომ იესო ქრისტეს მოწაფეებზე ითქმის შემდეგი რამ: „მისმა ღვთიურმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება, მისი ცოდნით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში,

„რომელთა მიერაც მოგვენიჭა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათ მიერ გახდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი და ამ სოფელში განერიდოთ გულისთქმით გამოწვეულ გახრწნილებას.“2

ჩემი დღევანდელი გზავნილი ხაზს უსვამს პეტრე მოციქულის მიერ აღწერილ უაღრესად დიდ და ძვირფას აღთქმების მნიშვნელობას, როგორც ჭეშმარიტი შეხსენება იმისა, სად მივემგზავრებით ამ მიწიერ მოგზაურობაში და რატომ. მე ასევე განვიხილავ წმინდა შაბათის , წმინდა ტაძრის და ოჯახების როლს, რაც გვეხმარება იმაში, რომ გვახსოვდეს ეს მნიშვნელოვანი სულიერი დაპირებები.

მე მხურვალედ ვლოცულობ იმაზედ, რომ სულიწმინდამ დაგვმოძღვროს ყოველი ჩვენგანი, როდესაც ერთად ვიხილავთ ამ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას.

ჩვენი ღვთიური იდენტურობა

ჩვენი მამაზეციერის ბედნიერების დიადი გეგმა მოიცავს დოქტრინას, წეს-ჩვეულებებსა და უაღრესად დიდ და ძვირფას აღთქმებს, რისი წყალობითაც ჩვენ ვეზიარებით ღვთიურ ბუნებას. მისი გეგმა განმარტავს ჩვენს მარადიულ იდენტურობასა და გზას, რომელსაც უნდა მივყვეთ, რათა ვისწავლოთ, შევიცვალოთ, გავიზარდოთ და საბოლოო ჯამში, სამარადისოდ დავრჩეთ მასთან.

როგორც ახსნილია „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“-ში: წინამიწიერ ცხოვრებაში სულიერი ძენი და ასულნი იცნობდნენ ღმერთს და თაყვანს სცემდნენ მას, როგორც მარადიულ მამას და მიიღეს მისი გეგმა, რომლის მიხედვითაც ღმერთის შვილები შეძლებდნენ ფიზიკური სხეულისა და მიწიერი გამოცდილების მიღებას მათივე სრულყოფილების გზაზე და საბოლოოდ იმის გასააზრებლად, რომ არიან მარადიული ცხოვრების მემკვიდრენი“.

ყოველი ადაიანი - ქალი თუ მამაკაცი, შექმნილია ღმერთის ხატად და მსგავსად. ყოველი მათგანი ზეციური მშობლების სულიერი შვილია, ამიტომ, თითოეულს აქვს ღვთიური ბუნება და დანიშნულება. ...

წინამიწიერ ცხოვრებაში სულიერი ძენი და ასულნი იცნობდნენ ღმერთს და თაყვანს სცემდნენ მას, როგორც მარადიულ მამას და მიიღეს მისი გეგმა, რომლის მიხედვითაც ღმერთის შვილები შეძლებდნენ ფიზიკური სხეულისა და მიწიერი გამოცდილების მიღებას მათივე სრულყოფილების გზაზე და საბოლოოდ იმის გასააზრებლად, რომ არიან მარადიული ცხოვრების მემკვიდრენი“.3

ღმერთი პირდება თავის შვილებს, რომ თუ ისინი მიჰყვებიან მისი გეგმის კანონებსა და მისი საყვარელი ძის მაგალითს, ასევე დაიცავენ მცნებებს და ბოლომდე გაძლებენ რწმენაში, მაშინ მხსნელის გამოსყიდვის შედეგად ისინი „მიიღებენ მარადიულ ცხოვრებას, რაც არის ღმერთის ძღვენთა შორის ყველაზე დიდი ძღვენი“. 4 მარადიული ცხოვრება არის საბოლოო, უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმა.

სულიერად ხელახლად დაბადება

ჩვენ უფრო სრულად გვესმის უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი და ვეზიარებით ღვთიურ ბუნებას, როცა დადებითად ვპასუხობთ უფლის დიდებისა და უმანკოების მოთხოვნას. როგორც პეტრე მოციქულმა აგვიხსნა, ეს მოთხოვნა სრულდება მაშინ, როცა ვცდილობთ ამა სოფლის შერყვნისგან თავის დაღწევას.

როცა მორჩილად მივიწევთ წინ მხსნელის რწმენით, მისი გამოსყიდვისა და სულიწმინდის ძალით „ჩვენში დიდი ცვლილება მოხდება, შეგვეცვლება გული და აღარ გვექნება ბოროტის კეთების არანაირი სურვილი და მოვინდომებთ მხოლოდ სიკეთის კეთებას განუწყვეტლივ. 5ჩვენ ვართ მეორედ შობილნი; დიახ, ღმერთისგან შობილნი, რომლებიც ავმაღლდით მიწიერი, დაცემული მდგომარეობიდან სამართლიანობამდე, ვართ რა ღმერთისგან გამოსყიდულნი“. 6„მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა და ახლა ყოველივე ახალია.“7

ჩვენი ბუნების ასეთი ამომწურავი ცვლილება როგორც წესი, არ ხდება მალე ან ერთბაშად. მხსნელის მსგავსად, ჩვენ ასევე „მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლის წილ“. 8„რამეთუ აჰა, ამბობს უფალი ღმერთი: მივცემ ადამიანთა შვილებს ხაზი ხაზზე, კანონს კანონზე, ცოტას აქ და ცოტას იქ; და დალოცვილნი არიან ისინი, ვინც ისმენენ ჩემს კანონებს და ყურს უგდებენ ჩემს რჩევას, რამეთუ ისინი მიიღებენ სიბრძნეს“.9

მღვდლობის წეს-ჩვეულებანი და წმინდა აღთქმები აუცილებელია ამ სულიერხელახლად დაბადების პროცესში; ისინი ასევე წარმოადგენენ საშუალებებს, რომლებიც ღმერთმა გვიბოძა, რითაც ვიღებთ უაღრესად დიდ და ძვირფას აღთქმებს. წეს-ჩვეულებანი, რომლებიც ღირსეულად იქნა მიღებული და სულ ახსოვთ, გვიხსნის ღვთიურ არხს, რომლითაც ღვთიურ ძალას შეუძლია შემოსვლა ჩვენს ცხოვრებაში. აღთქმები, რომლებსაც ურყევად ვცემთ პატივს და გვახსოვს, ყოველთვის უზრუნველყოფს მიზანს და როგორც მიწიერი, ისე მარადიული დალოცვის გარანტიას.

მაგალითად, ღმერთი დაგვპირდა, ჩვენი ერთგულების თანახმად, ღვთაებრიობის მესამე შემადგენელი ნაწილის, სულიწმინდის თანხლებას, 10რათა იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით შევძლოთ მივიღოთ და ყოველთვის თან ვიქონიოთ ცოდვების მიტევება,11 სიმშვიდე ამა ქვეყნისა, 12რომ მხსნელმა გაწყვიტა სიკვდილის ჯაჭვი და დაამარცხა საფლავი,13 და რომ ოჯახებს შეუძლიათ ერთად ყოფნა მარადისობაში.

გასაგებია, რომ ყველა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი რომლებსაც მამაზეციერი პირდება თავის შვილებს, ვერ დაითვლება და სრულად ვერ აღიწერება. თუმცა, დაპირებული დალოცვების თუნდაც იმ მცირე ნაწილმა, რომელიც წარმოგიდგინეთ, უნდა ყველანი გაგვაკვირვოს,14 მუხლებზე დაგვამხოს და იესო ქრისტეს სახელით მამაზეციერისადმი თაყვანი გვაცემინოს.15

აღთქმების ხსოვნა

პრეზიდენტი ლორენცო სნოუ გვაფრთხილებდა: „ჩვენ ყველას გვახასიათებს ის, რომ გვავიწყდება ცხოვრების დიდი მიზანი, ის, რის გამოც მამაზეციერმა გამოგვიშვა აქ, მიწიერ ცხოვრებაში, ასევე წმინდა მოწოდება, რომელზეც მოგვიხმეს; აქედან, ნაცვლად იმისა, რომ დავდგეთ წარმავალ მომენტებზე მაღლა ... ჩვენ ძალიან ხშირად ვაძლევთ საკუთარ თავს იმის ნებას, რომ მიწიერის დონეზე ჩამოვიდეთ იმის ნაცვლად, რომ ვისარგებლოთ იმ ღვთიური დახმარებით, რომელმაც დააწესა ღმერთმა და მარტო ეს დაგვაძლევინებდა [ყოველ წარმავალს]“.16

წმინდა შაბათის დღე და ტაძარი არის ღვთიური დახმარების ორი განსაკუთრებული წყარო, რომელიც დაარსდა ღმერთის მიერ იმისთვის, რომ დავდგეთ ამა ქვეყნის წარყვნაზე ზემოთ. ჩვენ თავიდან შეიძლება ვიფიქროთ, რომ შაბათის წმინდად შენახვისა და ტაძარში სიარულის მთავარი მიზანი უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა განსხვავდება. მე კი მჯერა, რომ ეს ორი მიზანი ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს და შერწყმულად მუშაობს ჩვენი სულიერების გასაძლიერებლად, როგორც პიროვნულად, ისე ოჯახებში.

შაბათი დღე

მას შემდეგ, რაც ღმერთმა ყველაფერი შექმნა, მან მეშვიდე დღეს დაისვენა და გვიბრძანა, რომ ყოველი კვირის ერთი დღე დაეთმობოდა დასვენებას, რათა ადამიანებმა გაიხსენონ იგი.17შაბათი ღმერთის დროა, წმინდა დრო,რომელიც სპეციალურად დაინიშნა ღმერთის თაყვანისცემისთვის და მისი უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმების მისაღებად და გასახსენებლად.

უფალლმა ამ წყობაში გვირჩია:

რათა უკეთ აარიდოთ თავი მიწიერ სიბინძურეს, წადით სამლოცველოში და ჩემს წმინდა დღს მეზიარეთ;

„რამეთუ ეს დღე ჭეშმარიტად მოგეცათ დასასვენებლად და უზენაესისთვის ლოცვისთვის.“18

ასე რომ, წმინდა შაბათს ჩვენ თაყვანს ვცემთ მამას ძის სახელით, ვიღებთ რა მონაწილეობას წეს-ჩვეულებებში და ვსწავლობთ აღთქმების მიღების, მათი გახსენებისა და განახლების შესახებ. უფლის წმინდა დღეს ჩვენი აზრები, ქმედებები და საქციელი გახლავთ ნიშანი ღმერთისთვის და ჩვენი მის მიმართ სიყვარულის გამოხატვის მაჩვენებელია.19

წმინდა შაბათის დამატებითი მიზანია ავამაღლოთ ჩვენი ხედვა ამა სოფლიდან მარადისობის კურთხევებამდე. ჩამოვშორდებით რა ამ წმინდა დროის განმავლობაში ჩვენი დაკავებული ცხოვრების მრავალ რუტინულ საქმეს, ჩვენ შევძლებთ „ვუმზიროთ ღმერთს და ვიცხოვროთ“20და ვეზიაროთ ღვთიურ ბუნებას.

წმინდა ტაძარი

უფალი ყოველთვის უბრძანებდა თავის ხალხს ტაძრების აშენებას, იმ წმინდა ადგილების, სადაც ღირსეული წმინდანები ატარებენ სახარების წმინდა ცერემონიებსა და წეს-ჩვეულებებს თავიანთთვის და გარდაცვლილთათვის. ტაძრები თაყვანისცემათაადგილთ შორის ყველაზე წმინდა ადგილებია. ტაძარი სიტყვასიტყვით უფლის სახლს ნიშნავს, წმინდა ადგილს, რომელიც განსაკუთრებით გამოიყო ღმერთის თაყვანისცემისთვის და მისი ძვირფასი და უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმების გასახსენებლად.

უფალმა დაგვმოძღვრა ამ წყობაში: „მოემზადეთ; მოამზადეთ ყოველი საჭირო ნივთი; და დააარსეთ სახლი, ლოცვის სახლი, სახლი მარხვისა და რწმენისა, სწავლის, დიდების, წესრიგის სახლი, სახლი ღმერთისა“.21ტაძარში მსახურების ძირითადი აზრია წეს-ჩვეულებებში მონაწილეობის მიღება და აღთქმების სწავლა, მიღება და დამახსოვრება. ჩვენი აზროვნება, ქმედებები და ჩაცმულობა ტაძარში განსხვავდება სხვა ადგილებისგან, სადაც ხშირად ვიმყოფებით.

ტაძრის მთავარი მიზანია აამაღლოს ჩვენი ხედვა ამა სოფლიდან მარადისობის კურთხევებამდე. როცა ცოტა ხნით ჩამოვშორდებით ამა ქვეყნიურს, რომელიც ასე კარგადაა ჩვენთვის ცნობილი, ჩვენ შევძლებთ „ვუმზიროთ ღმერთს და ვიცხოვროთ“, 22მივიღებთ რა და გვეხსომება უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რითაც ვეზიარებით ღვთიურ ბუნებას.

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ შაბათი დღე და ტაძარი შესაბამისად წარმოადგენენ წმინდა დროს და წმინდა ადგილს, რომლებიც დაინიშნა ღმერთის თაყვანისცემისთვის და თავისი შვილებისთვის უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმების მისაღებად და გასახსენებლად. ამ ორი ღვთიური წყაროს დახმარების ძირითადი მნიშვნელობა ერთი და იგივეა: ძლიერად და განმეორებით ჩვენი ყურადღბის მიპყრობა მამაზეციერზე, მის მხოლოდშბილ ძეზე, სულიწმინდაზე და დაპირებებზე, რომლებიც უკავშირდება მხსნელის აღდგენილი სახარების წეს-ჩვეულებებსა და აღთქმებს.

ჩვენი ოჯახები

მნიშვნელოვანია, რომ ოჯახი იყოს დროისა და ადგილის საბოლოო კომბინაციადროს და ადგილისა ,სადაც ინდივიდუალურმა პირებმა და ოჯახებმა ყველაზე კარგად უნდა გაიხსენონ ღმერთის უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმები. ოჯახიდან გამოსვლა საკვირაო შეხვედრებზე დასასწრებად და ტაძრის წმინდა ადგილებში სამყოფებლად არის აუცილებელი, თუმცა არა საკმარისი. მხოლოდ მაშინ, როცა ამ წმინდა ღონისძიებებისგან ვიღებთ სულიწმინდას და ძალას და გადმოგვაქვს ისინი ოჯახებში, ჩვენ შევძლებთ მიწიერი ცხოვრების დიად მიზნებზე მთელი ყურადღების მიმართვას და ამა სოფლის წარყვნის დაძლევას. შაბათსა და ტაძარში მიღებული გამოცდილება უნდა გახდეს სულიერი კატალიზატორები, რომლებიც გააჯერებენ ცალკეულ პირებსა და ოჯახებს შესწავლილი გაკვეთილების ხანგრძლივი შეხსენებით, სულიწმინდის ძალითა და თანხლებით, უწყვეტი, უფრო და უფრო ჩაღრმავებული მოქცევით უფალ იესო ქრისტეში და უფლის მარადიულ დაპირებების „იმედის სრულყოფილი სიკაშკაშით“.”23

შაბათი და ტაძარი დაგვეხმარება ოჯახებში „უფრო აღმატებული გზის“24 არჩევაში, როცა „ქრისტეში ვუყრით თავს ყოველივეს, რაც ცაშია და რაც მიწაზეა.“ 25ის, რასაც ვაკეთებთ სახლებში მის წმინდა დროს და იმ ცოდნით, რაც შევიძინეთ მის წმინდა ადგილას, განაპირობებს იმას, რომ გავხდეთ ღვთიური ბუნების თანამოზიარენი.

დაპირება და დამოწმება

მიწიერების რუტინას და საერო საქმეს ადვილად შეუძლია დაგვძლიოს. ძილი, ჭამა, ჩაცმა, მუშაობა, თამაში, ვარჯიში და სხვა ჩვეულებრივი მოქმედებები აუცილებელი და მნიშვნელოვანია. თუმცა საბოლოო ჯამში ის, რაც ვხდებით, გახლავთ ჩვენი მამაზეციერის, ძისა და სულიწმინდისგან შეცნობისა და მათგან სწავლის სურვილის შედეგი; ეს არ არის ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური რბოლის შემაჯამებელი შედეგი.

სახარება ცალკეული შესასრულებელი დავალებების სიაზე გაცილებით მეტი რამ არის; იგი უფრო „მთელი შენაწევრებული“26ჩასმულ ჭეშმარიტების საოცარ გობელენს ჰგავს, სადაც ყველაფერი ერთმანეთშია ჩაქსოვილი და ჩაფიქრებული იმისთვის, რომ დავემსგავსოთ მამაზეციერს და უფალ იესო ქრისტეს და ვეზიაროთ ღვთიურ ბუნებას. ჭეშმარიტად, როცა ამ ყველაზე დიდ სულიერ რეალობას ჩრდილავს დარდი, საზრუნავი და ამა ქვეყნის ყოველდღიურობა, ჩვენ თვალები გვებინდება. 27

თუ ბრძნულად მოვიქცევით და ვიყოლიებთ წინამძღოლად სულიწმინდას,28მე გპირდებით, რომ იგი გვასწავლის ჭეშმარიტებას. „იგი დაგვიმოწმებს ქრისტეს შესახებ, გაგვინათებს გონებას ზეციურიხედვით“29თუკი ვეცდებით, შევასრულოთ ჩვენი მარადიული დანიშნულება და გავხდეთ ღვთიური ბუნების თანამოზიარენი.

მე ვმოწმობ, რომ უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმები, რომლებიც უკავშირდება ჩვენს წეს-ჩვეულებებსა და აღთქმებს, ჭეშმარიტია.

„მე მოგცემთ მითითებებს, თუ როგორ იმოქმედოთ ჩემ წინაშე, რათა ეს გახდეს თქვენი ხსნის საფუძველი.

მე, უფალი, ვალდებული ვარ, როცა აკეთბთ იმას, რასაც გიბრძანებთ; მაგრამ როცა არ აკეთებთ იმიას, რასაც გეუბნებით, მე არ გაძლევთ დაპირებას“.30

მე ვმოწმობ, რომ ჩვენი მამაზეციერი ცოცხალია და არის ხსნის გეგმის ავტორი. იესო ქრისტე არის მისი მხოლოდშობილი ძე, ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი. იგი ცოცხალია. და მე ვმოწმობ, რომ მამაზეციერის გეგმა და დაპირებები, მხსნელის მსხვერპლი და სულიწმინდის თანხლება გახდის შესაძლებელს „მშვიდობის დამყარებას ამ ქვეყნად და იმქვეყნადაც.”31. მე ამაზედ ვმოწმობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ