2010-2019
იერემიას გოდება: ერიდეთ მონობას
ოქტომბერი 2013


იერემიას გოდება: ერიდეთ მონობას

ჩვენი მიზანია – თავი ავარიდოთ ყველა სახის მონობას, დავეხმაროთ უფალს მისი რჩეულების შეკრებაში და გავიღოთ მსხვერპლი მოზარდი თოაბისთვის.

როცა ახალი დაქორწინებულები ვიყავით, მე და ჩემმა მეუღლემ, მერიმ, გადავწყვიტეთ, რომ ვივლიდით ისეთ ღონისძიებებზე, რომლებსაც ერთად დავესწრებოდით. ჩვენ ასევე გვინდოდა გონივრულად დაგვეხარჯა ფული. მერის მუსიკა უყვარს და ყველანაირი ეჭვის გარეშე შიშობდა, რომ მე სპორტულ ღონისძიებებს მივანიჭებდი უპირატესობას. მოლაპარაკების შედეგად ჩვენ შევთანხმდით, რომ ყოველ ფასიან ღონისძიებაში ერთ სპორტულ ღონისძიებაზე ორი მუსიკალური, კულტურული ღონისძიება ან ოპერა მოვიდოდა.

თავიდან მე ვეწინააღმდეგებოდი ამ გარიგების შემადგენელ ნაწილს- ოპერას, მაგრამ დროთა განმავლობაში შეხედულება შემეცვალა. თანდათანობით განსაკუთრებით შემიყვარდა ჯუზეპე ვერდის1 ოპერები. ამ კვირაში მისი დაბადების 200 წ. იუბილეს აღნიშნავენ.

ახალგაზრდობაში ვერდი დაინტერესებული იყო წინასწარმეტყველი იერემიათი და 1842წ. 28 წლის ასაკში, მან სახელი გაითქვა ოპერით ნაბუქო, რაც წარმოადგენს ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის შემოკლებულ იტალიურ ვერსიას. ოპერაში გადმოცემულია ძველი აღთქმის იერემიას, გოდებისა და ფსალმუნების კონცეფციები. ამ ოპერაში ასევე შესულია იერასულიმის დაპყრობა და იუდეველთა დატყვევება და დამონება. 137-ე ფსალმუნი გახლავთ ის, რამაც შთააგონა ვერდი დაეწერა გულისამაჩუყებელი “Chorus of Hebrew slaves” („იუდეველ მონათა გუნდი“). ამ ფსალმუნის წინსართი, ჩვენს წმინდა წერილში ძალიან დრამატულად ჟღერს: მონობაში ყოფნისას იუდეველები ბაბილონის მდინარეებთან ტიროდნენ. მწუხარების გამო, ისინი ვერ მღეროდნენ სიონის სიმღერებს“.

ჩემი მიზანია - განვიხილო მონობისა და დამორჩილების მრავალი ფორმა. მე შევადარებ ჩვენი დროის ვითარებას იერემიას დროში არსებულს, იერუსალიმის დაცემამდე. მაშინ, როცა გაფრთხილების ხმას წარმოგიდგენთ, მე მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ეკლესიის წევრობის უმრავლესობა პატიოსნად თავს არიდებს ისეთ საქციელს, რომელიც იერემიას დროს ასე შეურაცმყოფელი იყო უფლისთვის.

იერემიას წინასწარმეტყველებები და გოდება მნიშვნელოვანია უკანასკნელი დღეების წმინდანებისთვის. იერემია და მისი დროის იერუსალიმი წარმოადგენენ მორმონის წიგნის პირველ თავებში აღწერილ გარემოს. იერემია იყო წინასწარმეტყველი ლეხის2 დროში მცხოვრები ადამიანი. უფალმა შთამბეჭდავად შეატყობინა იერემიას მისი წინასწარგამწესების შესახებ:“სანამ გამოგსახავდი მუცელში, მე გიცნობდი შენ; და სანამ გამოხვიდოდი საშოდან, მე განგწმინდე შენ, ხალხების წინასწარმეტყველად განგაწესე.“3

ლეხის უფლისგან სხვადასხვა მოწოდება, მისია და დავალება ჰქონდა. მას არა ახალგაზრდობის, არამედ ჭარმაგ ასაკში მოუწოდეს. თავდაპირველად იგი გაფრთხილების მიზნით მოუწოდებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთგულად გამოაცხადა იგივე მოწოდება, რაც იერემიას გააჩნდა, უფალმა უბრძანა მას ოჯახთან ერთად უდაბნოში წასულიყო.4 ამით ლეხიმ დალოცა არა მხოლოდ საკუთარი ოჯახი, არამედ მთელი ხალხი.

წლების წინ, იერუსალიმის დანგრევამდე,5 უფლის მიერ იერემიასთვის გადმოცემული გზავნილები წარუშლელი იყო. მან თქვა:

„ჩემმა ხალხმა გადაცვალა თავისი დიდება ურგებში“. …

“… მე, ცოცხალი წყლის წყარო, დამტოვეს და ... თავიანთთვის ... ამოიკვეთეს ... დაბზარული ჭები, რომლებიც ვერ დააკავებენ წყალს.“6

უფალი გოდებდა, როცა ლაპარაკობდა იმ უბედურებებზე, რომლებიც იერუსალიმის მცხოვრებთ თავს უნდა დატყდომოდათ: „ გავიდა [მათთვის] მკა, მიილია ზაფხული, [ისინი] კი არ არიან გადარჩენილნი.“7

ღმერთმა ჩაიფიქრა, რომ, ქალები და მამაკაცები უნდა ყოფილიყვნენ თავისუფალნი სიკეთისა და ბოროტების არჩევანში. როცა ბოროტების არჩევანი დომინირებს ერსა ან კულტურაში, ამას, როგორც ამ ცხოვრებაში, ისევე მომავალ ცხოვრებაშიც სერიოზული შედეგები მოჰყვება. ადამიანებს შეუძლიათ დაემორჩილონ ან გახდნენ მონები არა მარტო მავნე, მიჩვევის გამომწვევი ნივთიერებისა, არამედ მავნე, მიჩვევის გამომწვევი ფილოსოფიისა, რომელსაც პატიოსანი ცხოვრების გზიდან გადაჰყავს ისინი.

ჭეშმარიტი, ცოცხალი ღმერთის თაყვანისცემიდან სიმდიდრისა და პოპულარობის ცრუ ღმერთების თაყვანისცემაზე და არამორალურ ან ცოდვილ საქციელზე გადასვლა, მთავრდება ტყვეობისათვის დამახასიათებელი ყოველგვარი მზაკვრული გამოვლინებებით. ეს მოიცავს სულიერ, ფიზიკურ და ინტელექტუალურ მონობას და ზოგჯერ განადგურებასაც კი იწვევს. იერემიამ და ლეხიმ ასევე გვასწავლეს, რომ მართალნი უნდა ეხმარებოდნენ უფალს მისი ეკლესიისა და სასუფევლის დაარსებაში, ასევე გაფანტული ისრაელის შეკრებაში.8

ეს გზავნილები ექოსავით ჟღერს და მათი მნიშვნელობა მეორდება საუკუნეების მანძილზე ყველა წყობაში. ისინი ამ ბოლო წყობაში იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენენ.

იუდეველთა დატყვევება და ისრაელის ტომების გაფანტვა, ათი ტომის ჩათვლით, არის სახარების აღდგენის ცნობილი დოქტრინული ფაქტორი. ისრაელის ათი დაკარგული ტომი წარმოადგენს ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს და 721 წ. ჩვ. წ.ა-მდე. ისინი წაიყვანეს ტყვეობაში ასირიაში. ისინი ჩრდილო ქვეყნებისკენ წავიდნენ.9 ჩვენი რწმენის მეათე სიმბოლო აცხადებს: „ჩვენ გვწამს ისრაელის ნამდვილი გაერთიანებისა და ათი ტომის აღდგენისა.“10 ჩვენ ასევე გვწამს, რომ იმ აღთქმის ნაწილი, რომელიც უფალმა აბრაამთან დადო, არა მხოლოდ აბრაამის სახლი და ტომი დაილოცებოდა, არამედ დედამიწის ყოველი მაცხოვრებელი. როგორც უხუცესმა რასელ მ. ნელსონმა ბრძანა, „ეს არ ეხება ფიზიკურ ადგილმდებარეობას“; ეს პირად ვალდებულებას ეხება. ადამიანებს შეუძლიათ მშობლიური მიწიდან გაუსვლელად მიყვანილ იქნენ უფლის [იხ.3 ნეფი 20:1320:13] ცოდნამდე.“11

ჩვენი დოქტრინა ცხადია: „უფალმა გაფანტა და დატანჯა ისრაელის თორმეტი ტომი მათი ურჯულოებისა და ჯანყის გამო. თუმცა უფალმა ასევე გამოიყენა ერებს შორის თავისი რჩეული ხალხის გაფანტვა ამ ერების დასალოცად.“12

ეს ტრაგიკული პერიოდი ჩვენ ღირებულ და გაკვეთილს გვასწავლის. ჩვენ ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, რაც კი ჩვენს ძალაშია, რომ თავი ავარიდოთ ცოდვასა და ჯანყს, რომელთაც ტყვეობისკენ მივყავართ.13 ჩვენ ასევე ვაღიარებთ, რომ პატიოსანი ცხოვრება უფლის რჩეულთა შეკრების დახმარების და ისრაელის ნამდვილი შეკრების საქმის წინაპირობაა.

ტყვეობა, დამორჩილება, მიჩვევა და მონობა სხვადასხვა ფორმით გვევლინება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნამდვილ ფიზიკურ მონობას, თუმცა არ არის გამორიცხული მორალური არჩევანის დაკნინება, რაც ჩვენს პროგრესს დააბრკოლებს. იერემია ნათელს ხდის, რომ ცოდვილება და ჯანყი არის იერუსალიმის განადგურებისა და ბაბილონში დატყვევების მთავარი მიზეზი...14

სხვა სახის ტყვეობა იმავე დონეზე გამანადგურებელია ადამიანის სულისთვის. მორალური არჩევანი მრავალი გზით შეიძლება ბოროტად გამოიყენონ.15 მე დავასახელებ ოთხს, რომელიც განსაკუთრებულად გამანადგურებელია დღევანდელ კულტურაში.

პირველი: ჩვევები, რომლებიც აზიანებენ თავისუფალ არჩევანს, უპირისპირდებიან მორალურ მრწამსს და ანადგურებენ ჯანმრთელობას, იწვევენ მონობას. ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედება, ამორალური საქციელი პორნოგრაფია, აზარტული თამაშები, ფინანსური მონობა და სხვა სახის ტანჯვა მონობაში მყოფთ და საზოგადოებას ისეთ მძიმე ტვირთად აწვება, რომლის აწონვაც შეუძლებელია.

მეორე: მიჩვევა ან მიდრეკილება შეიძლება არ იყოს ბოროტი, თუმცა ისინი გვართმევენ ასე ძვირფას დროს, რომლის დახარჯვა უფრო კეთილ საქმეზე შეგვეძლო. ეს შეიძლება ეხებოდეს სოციალური ქსელების ჭარბ გამოყენებას, ვიდეო და ციფრულ თამაშებზე, სპორტს, დასვენებასა და მრავალ სხვა რამეს.16

ის, თუ როგორ ვზოგავთ დროს ოჯახისთვის, უმეტეს კულტურაში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. იმ დროს, როცა მე ჩვენს იურიდიულ ფირმაში ეკლესიის ერთადერთი წევრი ვიყავი, ერთმა ქალბატონმა ამიხსნა, რომ ყოველთვის ისე გრძნობდა თავს, თითქოს ჟონგლიორი იყო და ერთდროულად სამი ბურთის აგდებას ცდილობდა ჰაერში. ერთი ბურთი იყო მისი იურიდიული საქმიანობა, მეორე – ქორწინება, მესამე კი მისი შვილები. მან თითქმის დაკარგა იმის იმედი, რომ როდესმე საკუთარი თავისთვისაც გამონახავდა დროს. ის ძალიან წუხდა, რომ ერთ-ერთი ბურთი სულ მიწაზე ეცემოდა. მე შევთავაზე შევკრებილიყავით კოლექტივი და დაგვესახა ჩვენი პრიორიტეტები. ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ მუშაობის მთავარი მიზეზი ოჯახების შენახვა იყო. ჩვენ შევთანხმდით იმაზეც, რომ მეტი ფულის შოვნა სრულებითაც არ იყო ოჯახზე უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ აღვნიშნეთ, რომ აუცილებელი იყო კლიენტის საუკეთესო მომსახურება. შემდეგ განვიხილეთ, თუ რას ვაკეთბდით სამსახურში ისეთს, რაც არ იყო აუცილებელი და არ შეესაბამებოდა იმას, რომ ეს დრო ოჯახებისთვის არ დაგვეთმო. იყო იმის საჭიროეობა, რომ სამსახურში გაგვეტარებინა დრო მაშინ, როცა ეს არ იყო აუცილებელი?17 ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მიზანი იყო ოჯახი – მეგობრული გარემო, როგორც ქალებისათვის, ასევე მამაკაცებისთვის. მოდით ვიყოთ ოჯახისთვის დროის გამოძებნის კარგი მაგალითი.

მესამე:ისტორიულადაც და ჩვენი დროის ყველაზე ჩვეულებრივი მონობა არის იდეოლოგია ან პოლიტიკური მრწამსი, რაც შეუსაბამობაშია იესო ოქრისტეს სახარებასთან. ადამიანთა ფილოსოფიით სახარების ჭეშმარიტების შეცვლას შეუძლია გადაგვახვევინოს მხსნელის გზავნილის სიმარტივიდან. როცა მოციქული პავლე ეწვია ათენს, მან სცადა ესწავლებინა იესო ქრისტეს აღდგენის შესახებ. ამ მცდელობაზე შეგვიძლია წავიკითხოთ საქმეებში: „ყველა ათენელს და იქ მცხოვრებ უცხოელს ისე არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე ახლის ლაპარაკი და მოსმენა.“18 როცა ბრბომ გააცნობიერა პავლე მოციქულის უბრალო რელიგიური შინაარსი, რომელიც ახალი არ იყო, მათ უარჰყვეს ეს.

ეს დამახასიათებელია ჩვენი დროისთვისაც, როცა სახარების ჭეშმარიტება ხშირად უარყოფილი ან გამრუდებულია, რათა ინტელექტუალურად უფრო სასურველი გახდეს ან გახდეს შეთავსებადი თანამედროვე კულტურის ტენდენციისა და ინტელექტუალური ფილოსოფიისთვის. თუ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, შეიძლება ამ ტენდენციების ტყვეობაში მოვყვეთ და ინტელექტუალურ მონობაში აღვმოვჩნდეთ. ამჟამად უამრავი წყარო ასწავლის ქალებს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ.19 მრავალი მათგანი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. განსაკუთრებულ წუხილს იწვევს ფილოსოფია, რომელიც აკრიტიკებს ან აკნინებს იმ ქალების მიმართ პატივისცემას, რომლებიც დედობისთვის, მასწავლებლობისთვის, აღმზრდელობისთვის, მეგობრებისთვის ან შვილებისთვის წირავენ თავს.

რამოდენიმე თვის წინ, ჩვენ ყველაზე უმცროსი შვილიშვილები გვეწვივნენ. კარი მე გავაღე. ჩემი მეუღლე, მერი, სხვა ოთახში იყო. ორივე შემთხვევაში, ჩახუტების შემდეგ, ორივემ დამოუკიდებლად თითქმის ერთი და იმავე რამ გააჟღერეს: მათ მიიხედ-მოიხედეს და თქვეს: „მიყვარს ბებოს სახლში ყოფნა. სად არის ბებო?“ მე მათთვის არაფერი მითქვამს, თუმცა ჩემთვის გავიფიქრე: „განა ეს პაპას სახლიც არ არის“? მაგრამ მერე გავიხსენე, რომ პატარობისას ჩვენი ოჯახიც ბებოს სახლში მიდიოდა ხოლმე. ნაცნობი სიმღერის სიტყვები გამახსენდა: „მდინარის იქით, ტყის გავლით, ბებოს სახლში მივდივართ“.

ახლა, ნება მიბოძეთ ორაზროვნების გარეშე ვთქვა, რომ აღელვებული ვარ იმ საგანმანათლებლო და სხვა საშუალებებით, რომლებიც ქალებისთვისაა ხელმისაწვდომი. მე ვაფასებ იმას, რომ მსოფლიოს უმეტეს ადგილებში მძიმე და რუტინული შრომა, რომელიც ქალებზე მოდის, შემცირდა თანამედროვე მოწყობილობების ხარჯზე და რომ ქალებს ასეთი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში. მაგრამ თუ ჩვენ ნებას მივცემთ, ჩვენს კულტურას შეამციროს ის განსაკუთრებული ურთიერთობები, რომელიც ბავშვებს, დედებსა და ბებიებს შორის არსებობს, ასევე მათ შორის, ვინც მათ ზრდის, ჩვენ ამას მომავალში ვინანებთ.

მეოთხე: ძალები, რომლებიც არღვევენ გულწრფელ რელიგიურ პრინციპებს, შესაძლოა მონობაში აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ფორმაა ის, როცა, მორწმუნე ადამიანებს, რომლებიც ღმერთის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობენ თავიანთი საქციელის გამო, აძალებენ ისეთი საქციელის ჩადენას, რომელიც სინდისის წინააღმდეგ არის მიმართული, მაგალითად, როცა დგება არჩევანი, დაეხმარო ვინმეს აბორტის გაკეთებაში თუ დაკარგო სამსახური.

ეკლესია არის შედარებით მწირი მაშინაც კი, როცა მსგავსი აზროვნების ადამიანები მოისაზრებიან. ზოგადად საზოგადოების შეცვლა ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ჩვენს ირგვლივ მყოფთა მორალურ კულტურაზე. უკანასკნელი დღეების წმინდანნი ყოველ ქვეყანაში უნდა იყვნენ, კარგი მოქალაქეები, მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ საქმიანობაში, უნდა იმუშაონ თვით-განათლებაზე და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

თუმცა მთავარ აქცენტს, საჭიროებისამებრ, უნდა ვაკეთდებდეთ ოჯახისა და მოზარდი თაობის დაცვაზე.20 მათი უმრავლესობა ჯერ არ ჩავარდნილა სერიოზული ჩვევებისა და მცდარი იდეოლოგიის მონობაში. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ იმუნიტეტის გამომუშავებაში ამ სამყაროს მიმართ, რომელიც ასე ჰგავს იერემიასა და ლეხის დროინდელ იერუსალიმს. გარდა ამისა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ წმინდა აღთქმების დადებასა და დაცვაში და იმაში, რომ გახდნენ ის მთავარი დესპანები, რომლებიც დაეხმარებიან უფალს მისი ეკლესიის დაარსებასა და გაფანტული ისრაელისა და უფლის რჩეული ხალხის ყველგან შეკრებაში.21 როგორც ლამაზად წერია მოძღვრება და აღთქმებში: „მართალნი ყველა ერებიდან შეიკრიბებიან და მოვლენ სიონში მარადიული სიხარულის სიმღერებით“.22

ჩვენი მიზანია – თავი ავარიდოთ ყველა სახის მონობას, დავეხმაროთ უფალს მისი რჩეულების შეკრებაში და გავიღოთ მსხვერპლი მოზარდი თოაბისთვის. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ საკუთარ თავს ვერ გადავარჩენთ. ჩვენ გადავრჩებით უფლის სიყვარულით, მისი მადლითა და გამოსყიდვით. როცა ლეხის ოჯახი გაიქცა, მათ უფლის სინათლე მიუძღვოდა წინ. თუ ჩვენ მისი სინათლის ერთგულნი ვართ, მივყვებით მის მცნებებს და ვეყრდნობით რა მის დამსახურებებს, ჩვენ თავს ავარიდებთ სულიერ, ფიზიკურ და ინტელექტუალურ მონობას ისევე, როგორც საკუთარ უდაბნოში გოდებას, რადგან მას ჩვენი გადარჩენა ძალუძს.

მოდით თავი ავარიდოთ იმათ სასოწარკვეთილებასა და მწუხარებას, რომლებიც მონობაში ჩავარდნენ და ვეღარ მღერიან სიონის სიმღერებს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. ვერდის მრავალი ოპერა, როგორიცაა: აიდა, ტრავიტა და ტრუბადური მიეკუთვნება იმ პოპულარულ ოპერათა რიცხვს, რომლებიც დღეს მთელს მსოფლიოში სრულდება.

  2. იხ. 1 ნეფი 5:13; 7:14.

  3. იერემია 1:5.

  4. იხ. 1 ნეფი 2:2–3.

  5. სოლომონის ტაძრის განადგურება, იერუსალიმის დაცემა და იუდას ტომის დატყვევება მოხდა დაახლოებით 586 წ. ჩვ.წ. ამ-დე.

  6. იერემია 2:11, 13.

  7. იერემია 8:20. იერემიამ ამის წინ ჩაიწერა უფლის ღაღადი მონანიებისადმი: „ მტკივა ჩემი გულის კედლები“ (იერემია 4:19)) და სთხოვა „იპოვეთ კაცი, სამართლის მქმნელი, ჭეშმარიტების მძებნელი, მაშინ მეც ვაპატიებდი მას“ (იერემია 5:1).

  8. იხ. იერემია 31; ; 1 ნეფი 10:14.

  9. იხ. მეოთხე მეფეთა 17:6; მოძღვრება და აღთქმები 110:11.

  10. რწმენის სიმბოლოები 1:10; იხ. 2 ნეფი 10:22.

  11. Russell M. Nelson,“The Book of Mormon and the Gathering of Israel,” Church News, July 14address given at a seminar for new mission presidents, June 26 , 2013, 5..

  12. Guide to the Scriptures, “Israel“, scriptures.lds.org.

  13. უფალმა, როცა საუბროდდა ჩვენი დროის შესახებ, თქვა, რომ მთელი სამყარო ცოდვაშია ჩაძირული და კვნესის სიბნელისა და ცოდვის მონობაში ... რადგან არ მოვიდნენ ჩემთან (მოძღვება და აღთქმები 84:49–50).

  14. უდანაშაულო ადამიანებსაც, რა თქმა უნდა, შეუძლიათ მონობაში მოხვედრა.

  15. დოქტრინალური პრინციპები არ იცვლება, მაგრამ მონობის ხერხებმა, დამორჩილებამ და განადგურებამ უპრეცედენტო ზომებს მიაღწია.

  16. შარშან კომპიუტერულ თამაშებზე მიჩვევის შესახებ ასე დროულად და იუმორისტულად დაიწერა ნიუ იორკ თაიმის ჟურნალის ყდაზე (2012 წ. 8 აპრილი). „სუპერმიმჩვევი, დროის შთანმთქმელი, ურთიერთობების დამანგრეველი, გონების გამანადგურებელი და მისატყუებელი უაზრო კომპიუტერული თამაშები“. და შემდეგ წვრილი შრიფტით ეწერა „(რაც იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენც არ გვიყვარს ისინი.)“ ეს, მხიარული მიდგომით, ხაზს უსვამს ჩვენი დროის საოცარი ტექნოლოგიური გამოგონებების ბრძნულად გამოყენების აუცილებლობას.

  17. უმეტესი სამუშაო ადგილების დევიზია „ჩვენ მაგრად ვმუშაობთ და მაგრად ვერთობით“. თანამშრომლებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ „სამუშაოსა და გართობას“ ვუთმობთ ჩვენი ოჯახისთვის განკუთვნილ დროს, ეს თვით-დასამარცხებელი ტაქტიკაა.

  18. საქმეები 17:21.

  19. See Keli Goff, “Female Ivy League Graduates Have a Duty to Stay in the Workforce,” Guardian, Apr. 21, 2013, www.theguardian.com/commentisfree/2013/apr/21/female-ivy-league-graduates-stay-home-moms; Sheryl Sandberg, Lean In: Women, Work, and the Will to Lead (2013; Anne-Marie Slaughter, “Why Women Still Can’t Have It All,” The Atlantic, June 13, 2012; www.theatlantic.com/magazine/print/2012/07/why-women-still-cant-have-it-all/309020; Lois M. Collins, “Can Women ‘Have It All’ When It Comes to Work and Family Life?” Deseret News, June 28, 2012, A3; Judith Warner, “The Midcareer Timeout, (Is Over),” New York Times Magazine, Aug. 11, 2013, 24–29, 38; Scott Schieman, Markus Schafer, and Mitchell McIvor, “When Leaning In Doesn’t Pay Off,” New York Times, Aug. 11, 2013, 12.

  20. ეკლესიამ შეაგულიანა საეპისკოპოსოები დაეხმარონ ოჯახებს იმით, რომ მეტი დრო დაუთმონ ახალგაზრდა მამაკაცებს, ქალებსა და ახალგაზრდა მარტოხელა ახალგაზრდებს. საეპისკოპოსოებმა წააქეზეს სამეურვეო საბჭოებში მეტი ვალდებულებები გადაეცათ მელქიცედეკის მღვდლობის ქვორუმების, დამხმარე ორგანიზაციებისა და იმ წევრებისთვის, რომლებსაც სხვების დახმარების განსაკუთრებული შესაძლებლობები გააჩნიათ.

  21. იხ. მოძღვრება და აღთქმები 29:7.

  22. მოძღვრება და აღთქმები 45:71.