2010-2019
ვედრება ჩემი დების მიმართ
ოქტომბერი 2015


ვედრება ჩემი დების მიმართ

ჩვენ გვჭირდება თქვენი ძალა, თქვენი მოქცევა, თქვენი დაჯერებულება, თქვენი ხელმძღვანელობის უნარი, თქვენი სიბრძნე და თქვენი ხმები.

ძვირფასო უხუცესებო რასბანდ, სტივენსონ და რენლუნდ. ჩვენ, თქვენი ძმები, მოგესალმებით თორმეტ მოციქულთა ქვორუმში. მადლობას ვუხდით ღმერთს გამოცხადებებისთვის, რომლებსაც იგი აძლევს თავის წინასწარმეტყველს, თომას ს. მონსონს.

დებო და ძმებო, როცა ჩვენ შევხვდით გენერალურ კონფერენციაზე ექვსი თვის წინ, არავინ არ ელოდა ახლო მომავალში იმ ცვლილებებს, რომლებიც მთელ ეკლესიას გულს აუჩუყებდა. უხუცესი ლ. ტომ პერი გამოვიდა ძლიერი გზავნილით უფლის გეგმაში ოჯახისა და ქორწინების შეუდარებელი როლის შესახებ. გაოგნებულები დავრჩით, როცა სულ რამდენიმე დღის შემდეგ შევიტყვეთ, რომ სიმსივნის გამო იგი მალე დაგვტოვებდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ბოიდ კ. პეკარის ჯანმრთელობა უარესდებოდა, იგი უფლის „ჯარის“ რიგებში რჩებოდა და აგრძელებდა მის საქმეს. შარშან აპრილში უკვე სუსტად იყო, მაგრამ გადაწყვიტა, რომ სანამ სული ედგა პირში, არ შეწყვეტდა დამოწმებას. შემდეგ, უხუცესი პერის გარდაცვალების სულ 34 დღის შემდეგ, პრეზიდენტი პეკარიც გავიდა ფარდის მიღმა.

ჩვენ გვაკლდა უხუცესი ჯ. სკოტი ბოლო კონფერენციაზე, მაგრამ ჩვენ ვიხსენებდით მხსნელის იმ ძლიერ დამოწმებას, რომელიც მან გაგვიზიარა მრავალ წინა კონფერენციაზე. და სულ 12 დღის წინ, უხუცესი სკოტი შინ მოიხმეს და იგი თავის საყვარელ მეუღლეს, ჯიენენს, შეუერთდა.

მე მქონდა პრივილეგია ვყოფილიყავი ყველა ამ ძმასთან მათი უკანასკნელი დღეების ჟამს, პრეზიდენტ პეკარის და უხუცეს სკოტის ოჯახის უახლოეს წევრებთან ერთად მათ ბოლო წუთებში თავზე ვადექი. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ეს ორი ძვირფასი მეგობარი, უფლის ეს ორი სასწაული მსახური, აღარ იყო ჩვენთან. სიტყვებით ვერ გამოვხატავ იმას, როგორ მენატრებიან ისინი.

როცა ამ მოულოდნელ მოვლენებზე ვფიქრობდი, შევნიშნე, რომ არის ერთი რამ, რაც არ მავიწყდება და ეს არის, რაც მათ მეუღლეებში შევნიშნე. თვალ წინ მიდგას და დონა სმით პეკარი და და ბარბარა დეიტონ პერი და ის სიყვარული, ჭეშმარიტება და სუფთა რწმენა, რომელიც მათ ახლდათ, როცა მეუღლეს თავს ადგნენ.

როცა და პეკარი თავისი მეუღლის საწოლთან ბოლო წეუთებშ იდგა, იგი საოცარ სიმშვიდეს ავრცელებდა მის ირგვლივ.1 მიუხედავად იმისა, რომ მას ესმოდა, რომ მისი საყვარელი თანამგზავრი, რომელთან ერთადაც მან 70 წელი გაატარა, მალე მიატოვებდა მას, მან გვაჩვენა რწმენით აღსავსე ქალის სიმშვიდის მაგალითი. იგი ანგელოზივით გამოიყურებოდა, ზუსტად ისე, როგორც ბრიგამ იანგის იუტას ტაძრის მიძღვნის ცერემონიის სურათზე.

გამოსახულება
პრეზიდენტი და და პეკარი ბრიგამ სითის იუტას ტაძარში

მე ისეთივე სიყვარული და რწმენა ვიხილე და პერიშიც. მისი ერთგულება მეუღლისა და უფლის მიმართ აშკარა იყო და გული ამიჩუყა.

გამოსახულება
უხუცესი და და პერი

თავისი მეუღლის ბოლო საათებიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე, ეს ორი მტკიცე ქალბატონი გვიჩნებდა ძალასა და სიმამაცეს, რომელიც აღთქმის ერთგულ ქალებს ყოველთვის თან ახლდათ.2 შეუძლებელი იქნებოდა ასეთი ქალბატონების სხვებზე გავლენის შეფასება არა მხოლოდ ოჯახებში, არამედ უფლის ეკლესიაშიც, როგორც მეუღლეების, დედებისა და ბებიების, დებისა და დეიდების, მასწავლებლების და ხელმძღვანელების როლში, განსაკუთრებით რწმენის ერთგული დამცველების როლში.3

ეს ასე იყო სახარების ყოველ წყობაში ადამისა და ევას დღიდან. და მაინც, ამ წყობის ქალები ძალიან განსხვავდებიან სხვა წყობის ქალებისგან, რადგან ეს წყობაც განსხვავებულია.4 ამგანსხვავებას მოაქვს უპირატესობები და ვალდებულებანი.

გამოსახულება
პრეზიდენტი კიმბალის პორტრეტი

1976 წ., ოცდათექვსმეტი წლის წინ, პრეზიდენტმა სპენსერ ვ. კიმბალმა შორსმჭვრეტი წინასწარმეტყველება გაგვიზიარა იმ გავლენის შესახებ, რომელსაც აღთქმის ერთგული ქალბატონები მოახდენდნენ უფლის ეკლესიაში მომავალში. მან იწინასწარმეტყველა: „უკანასკნელ დღეებში ეკლესიის ზრდა იქნება მეტწილად კარგი ქალბატონების გამო მსოფლიოში ... რომლებიც მრავლად მოვლენ ეკლესიაში. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გამოამჟღავნებენ ეკლესიის ქალები თავიანთ ცხოვრებაში სამართლიანობას და გონივრობას და რამდენად გამორჩეულები იქნებიან სამყაროსგან, ბედნიერების თვალსაზრისით, სამყაროს ქალებისგან“.5

ძვირფასო დებო, თქვენ ხართ ისინი, რომლებიც ჩვენი მნიშვნელოვანი თანამოაზრენი ხართ ამ უკანასკნელ დღეებში და არ დაგავიწყდეთ: პრეზიდენტ კიმბალის მიერ ნაწინასწარმეტყველები დღე დადგა. თქვენ ხართ ის ქალები, რომლებზეც მან იწინასწარმეტყველა! თქვენი კეთილშობილება, პატიოსნება, სინათლე, ცოდნა, სიმამაცე, ხასიათი, რწმენა და პატიოსანი ცხოვრება არნახული რაოდენობით მოიზიდავს ეკლესიაში სამყაროდან კარგ ქალბატონებს, ოჯახებთან ერთად!6

ჩვენ, თქვენს ძმებს, გვჭირდება თქვენი ძალა, მოქცევა, დაჯერება, ლიდერობის უნარი, სიბრძნე და თქვენი ხმები. ღვთის სასუფეველი არ იქნება სრული იმ ქალების გარეშე, რომლებმაც წმინდა აღთქმა დადეს და იცავენ ნას, იმ ქალების, რომლებსაც შეუძლიათ ღვთის ძალითა და უფლებამოსილებით საუბარი!7

პრეზიდენტმა პეკარმა განაცხადა:

ჩვენ გვჭირდება ორგანიზებულები ქალები და ისეთნი, რომლებსაც შეუძლიათ ორგანიზება. ჩვენ გვჭირდება ქალები შემსრულებლის უნარით, რომლებსაც შეუძლიათ დაგეგმარება, გაძღოლა და მსახურება; ქალები, რომლებსაც შეუძლიათ სწავლება და საჭიროების შემთხვევაში ხმის ამოღება. ...

„ჩვენ გვჭირდება ქალები ამოცნობის უნარით, რომლებსაც შეუძლიათ სამყაროს ტენდენციების განხილვა და იმათი ამოცნობა, რომლებიც პოპულარობის მიუხედავად, სახიფათოა ან ჭეშმარიტებაზე არ არის დაფუძნებული“.8

ნება მიბოძეთ დავამატო ამას ის, რომ დღეს ჩვენ გვჭირდება ქალები, რომლებმაც იციან, როგორ მოახდინონ მოვლენები რწმენით და რომლებიც დღევანდელი ცოდვილი სამყაროს მორალისა და ოჯახების მამაცი დამცავები არიან. ჩვენ გვჭირდება ქალები, რომლებსაც თავდადებულად მიჰყავთ ღვთის შვილები აღთქმის გზაზე ამაღლებისკენ; ქალები, რომლებმაც იციან, როგორ მიიღონ პირადი გამოცხადება, რომლებსაც ესმით ტაძრის შემოსვის ძალა და სიმშვიდე; ქალები, რომლებმაც იციან, როგორ მიმართონ ზეციურ ძალას ოჯახებისა და შვილების დასაცავად და განსამტკიცებლად; ქალები, რომლებიც უშიშრად ასწავლიან.

ცხოვრების მანძილზე მე დალოცვილი ვიყავი მსგავსი ქალების გამო. ჩემი გარდაცვლილი მეუღლე, დანტსელი, იყო ასეთი ქალბატონი. მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი გავლენის გამო, რომელმაც ჩემი ცხოვრების მრავალი ასპექტი შეცვალა, მათ შორის იმ პერიოდში, როცა დავიწყეინოვაციური ოპერაციების კეთება ღია გულზე.

ორმოცდათვრამეტი წლის წინ მე მთხოვეს გამეკეებინა ოპერაცია პატარა გოგონასთვის, რომელიც ძალიან ავად იყო თანდაყოლილი გულის დაავადების გამო. მისი უფროსი ძმა უკვე გარდაცვალა მსგავსი დაავადებისგან. მისი მშობლები დახმარებას მევედრებოდნენ. მე დავიფიცე, რომ მის გადასარჩენად ყველაფერს გავაკებდი, რაც კი შემეძლო, თუმცა ოპტიმისტურად არ ვიყავი განწყობილი ოპერაციის შედეგზე. ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად გოგონა დაიღუპა. მოგვიანებით იმავე მშობლებმა კიდევ ერთი ქალიშვილი მომიყვანეს, წლის და ოთხი თვის, რომელსაც ასევე გულის მანკი ჰქონდა. ისევ, მათი თხოვნით, მე ჩავატარე ოპერაცია. ეს ბავშვიც გარდაიცვალა. ამ მესამე მტკივნეულმა დანაკარგმა გამანადგურა.

სახლში დამწუხრებული მივედი. სასტუმრო ოთახის იატაკზე მივეგდე და მთელი ღამე ვტიროდი. დანტსელი გვერდით მედგა და მისმენდა, როგორ ვიმეორებდი იმას, რომ აღარ ჩავატარებდი ოპერაციას გულზე. შემდეგ, დაახლოებით დილის 5 საათზე, დენცელმა შემომხედა და სიყვარულით მკითხა: „მორჩი ტირილს? მაშინ ჩაიცვი და ლაბორატორიაში წადი. წადი სამსახურში! მეტი ისწავლე. ახლა თუ დაანებებ თავს, სხვებს მოუწევთ ტკივილის გავლით იმის სწავლა, რაც შენ უკვე იცი“.

ო, როგორ მჭირდებოდა მეუღლის ხედვა, სიმტკიცე და სიყვარული! მე სამსახურში დავბრუნდი და ცოდნას კიდევ რაღაც შევმატე. რომ არა დენცელის შთამაგონებელი გამხნევება, მე არ გავაგრძელებდი ოპერაციებს ღია გულზე და არ ვიქნებოდი მზად ოპერაიცისთვის 1972 წ., რამაც პრეზიდენტ სპენსერ ვ.კიმბალის სიცოცხლე გადაარჩინა.9

დებო, აცნობიერებთ თქვენი გავლენის სიღრმესა და მასშტაბს, როცა ახმოვანებთ იმას, რაც გულში და გონებაში გებადებათ სულიწმინდის კარნახით? შესანიშნავმა პალოს პრეზიდენტმა მომიყვა პალოს საბჭოს შეკრების შესახებ, სადაც ისინი სხვადასხვა სირთულეებს უმკლავდებოდნენ. უცებ მან გაიაზრა, რომ დაწყებითი საზოგადოების პრეზიდენტი არ გამოსულა სიტყვით და მან ჰკითხა ამ ქალბატონს, ჰქონდა თუ არა მას რაიმე მოსაზრებები. „დიახ, მაქვს“, - განაცხადა მან და შემდეგ გაგვიზიარა აზრი, რომელმაც შეხვედრის მთლიანი მიმართულება შეცვალა. „როცა იგი საუბრობდა, - აგრძელებს პალოს პრეზიდენტი, სულიწმინდამ დამიმოწმა, რომ ამ ქალბატონმა გააჟღერა ის გამოცხადება, რომელსაც ჩვენ, როგორც საბჭო, ვეძიებდით“.

ძვირფასო დებო, რა მოწოდებაც არ უნდა გქონდეთ, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იმყოფებოდეთ, ჩვენ გვჭირდება თქვენი მოსაზრებები, გამჭრიახობა და შთაგონება. ჩვენ გვჭირდება თქვენი ხმა მრევლისა თუ პალოს საბჭოებში. ჩვენ გვჭირდება, რომ ყოველი დაოჯახებული და საუბრობდეს როგორც „ წვლილის შემტანი და სრულფასოვანი პარტნიორი“,10 როგორიც თქვენ ხართ მეუღლისთვის ოჯახის მართვის საქმიანობაში. დაოჯახებული თუ მარტოხელა, თქვენ, დებო, გაქვთ აშკარა შესაძლებლობები და განსაკუთრებული მოსაწვევი ღმერთისგან. ჩვენ, ძმები, ვერ შევცვლით თქვენს უნიკალურ გავლენას.

ჩვენ ვიცით, რომ შექმნის კულმინაცია იყო ზუსტად ქალის შექმნა11 ჩვენ გვჭირდება თქვენი ძალა!

აგრესია ეკლესიის, მისი დოქტრინის და ჩვენი ცხოვრების წესის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაიზრდება. ამის გამო ჩვენ გვჭირდება ქალები, რომლებსაც საფუძვლიანად ესმით ქრისტეს სწავლება და რომლებიც გამოიყენებენ ამ წვდომას განსწავლისთვის და ისეთი თაობის აღზრდისთვის, რომლებსაც ექნებათ წინააღმდეგობა ცოდვის მიმართ.12 ჩვენ გვჭირდება ქალები, რომლებსაც შეუძლიათ ტყუილის ამოცნობა მის ყოველგვარ ფორმაში. ჩვენ გვჭირდება ქალები, რომლებმაც იციან, როგორ მისწვდენ იმ ძალას, რომელიც ღმერთმა ხელმისაწვდომი გახადა აღთქმის ყოველი ერთგული ადამიანისთვის და მათთვის, ვინც დაჯერებულად და ნათლად ამჟღავნებენ თავიანთ მრწამსს. ჩვენ გვჭირდება ქალები, რომლებსაც აქვთ დედა ევას გამბედაობა და ხედვა.

ძვირფასო დებო, არაფერი არ არის უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარადიული ცხოვრებისთვის, ვიდრე თქვენი საკუთარი მოქცევა. მოქცეული, აღთქმა დადებული ქალები, ჩემი ძვირფასი მეუღლის, ვენდის, მსგავსნი, რომლების პატიოსანი ცხოვრება აღიმართება ამ უარესობისკენ მიმავალ სამყაროში და რომლებიც ამის გამო გამოჩნდებიან, როგორც ბედნიერებით გამორჩეული, განსხავებული ქალები.

ასე რომ დღეს მე ვევედრები უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის დებს წინ გამოდგან ნაბიჯი. დაიკავეთ თქვენთვის განკუთვნილი და საჭირო ადგილი იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე, სახლში, საზოგადოებაში და ღვთის სასუფეველში. მე გევედრებით, აღასრულოთ პრეზიდენტი კიმბალის წინასწარმეტყველება. და მე გპირდებით, იესო ქრისტეს სახელით, რომ თუ ასე მოიქცევით, სულიწმინდა წარმოუდგენლად განადიდებს თქვენს გავლენას!

მე ვმოწმობ უფალი იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის, მსხვერპლშეწირვისა და განწმენდის ძალის რეალობის შესახებ. და მე, როგორც მისი ერთ-ერთი მოციქული, მადლობას გიხდით, ძვირფასო დებო, და ბოლომდე გლოცავთ, შეასრულოთ თქვენი შექმნის სრული დანიშნულება ამ წმინდა საქმეში ხელჩაკიდებული სიარულისას. ერთად ჩვენ მოვამზადებთ სამყაროს უფლის მეორე მოსვლისთვის. მე ამაზედ ვმოწმობ, როგორც თქვენი ძმა, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. See ფილიპელთა 4:7.

  2. ეს მოიცავს ცრემლებს - დაიცვა მცნებები, იტირო მათთან, ვინც გვიყვარს, როცა ისინი ამ ცხოვრებიდან მიდიან (იხ. მოძღვრება და აღთქმები 42:45).

  3. იხილეთ რებეკას გავლენა ისააკზე და მის შვილზე, იაკობზე დაბადება 27:46; 28:1–4.

  4. იხ. Joseph Fielding Smith, Answers to Gospel Questions, comp. Joseph Fielding Smith Jr., 5 vols. (1957–66), 4:166. შენიშვნა: ყველა წინა წყობა იყო შეზღუდული მსოფლიოს პატარა ნაწილით და შეწყდა განდგომის გამო. ამის საპირისპიროთ, ეს წყობა არ შეწყდება დროში და ადგილში. იგი აავსებს სამყაროს და შშეერწყმება უფლის მეორე მოსვლას.

  5. Teachings of Presidents of the Church: Spencer W. Kimball (2006), 222–23.

  6. როცა დავიბადე, ეკლესიაში 600, 000 ნაკლები წევრი იყო. დღეს 15 მილონზე მეტია. ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.

  7. პრეზიდენტმა ჯოზეფ ფილდინგ სმითმა უთხრა მოწყალების საზოგადოების დებს: “შეგიძიათ უფლებამოსილებით ისაუბროთ, რადგან უფალმა გიბოძათ უფლებამოსილება“. მან ასევე თქვა, რომ მოწყალების საზოგადოებას „მიეცა ძალა და უფლებამოსილება მრავალი დიადი საქმის შესასრულებლად. მათ მიერ შესრულებული სამუშაო კეთდება ღვთური უფლებამოსილებით”. (“Relief Society—An Aid to the Priesthood,” Relief Society Magazine, Jan. 1959, 4, 5). These quotations were also cited by Elder Dallin H. Oaks in a conference address, “The Keys and Authority of the Priesthood,” Ensign or Liahona, May 2014, 51.

  8. Boyd K. Packer, “The Relief Society,” Ensign, Nov. 1978, 8; see also M. Russell Ballard, Counseling with Our Councils: Learning to Minister Together in the Church and in the Family (1997), 93.

  9. See Spencer J. Condie, Russell M. Nelson: Father, Surgeon, Apostle (2003), 146, 153–56. Note: 1964 წ. პრეზიდენტმა კიმბალმა ხელი დამასხა პალოს პრეზიდენტად და დამლოცა, რომ ჩემს ოპერაციებზე აორტის სარქველზე სიკვდილიანობის მაჩვენებლები შემცირებულიყო. ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ რვა წლის შემდეგ მე პრეზიდენ კიმბალს ჩავუტარებდი ოპერაციას და ეს ოპერაცია ზუსტად აორტის სარქველის შეცვლა იყო.

  10. “როცა ვსაუბრობთ ქორწინებაზე როგორც პარტნიორობაზე, მოდით ვიგულისხმოთ ქორწინება როგორც სრულ პარტნიორობაზე. ჩვენ არ გვინდა უდწ ქალები იყვნენ ჩუმი პარტნიორები ან შეზღუდული პარტნიორები ამ მარადიულ დავალებაში! გთხოვთ შემოიტანო წვლილი და სრული პარტნერობა” (Spencer W. Kimball, “Privileges and Responsibilities of Sisters,” Ensign, Nov. 1978, 106).

  11. “სამყაროს არსებობას აზრი არ ექნებოდა ქალის გარეშე, არც არაფერს, რაც მასში არსებობს, რადგან ქალია მღვდლობის თაღის სომის ქვა“ (რასელ . ნელსონი, “Lessons from Eve,” Ensign, Nov. 1987, 87). “ევა გახდა ღვთის საბოლოო შემოქმედება, ყოველი დიადი ადრე ჩატარებული სამუშაოს შეჯამება” (Gordon B. Hinckley, “The Women in Our Lives,” Ensign or Liahona, Nov. 2004, 83).

  12. See Russell M. Nelson, “Children of the Covenant,” Ensign, May 1995, 33.