2013
წმინდანები ყოველ სეზონზე
სექტემბერი 2013


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, სექტემბერი 2013

წმინდანები ყოველ სეზონზე

გამოსახულება
პრეზიდენტი დიტერ ფ. უხთდორფი

ჩემი ბავშვობის მოგონებები უკავშირდება სამყაროს იმ კუთხეს, რომლის ცვალებადი სეზონების სურათები საფოსტო ბარათებად გამოდგებოდა. ყოველი თვე დიდებული და შესანიშნავი იყო. უნაკლო ზამთრის დღის განმავლობაში ხელუხლებელი თოვლი საბანივით ეფარებოდა მთებსა და ქალაქის ქუჩებს. გაზაფხულს გამწმენდი წვიმები მოჰქონდა და მწვანე სამოსით შემოსილ სიცოცხლეს მუხტს აძლევდა. ზარმაცი ზაფხულის ცა სასიამოვნო, ცისფერ ტილოთი გადაიქცეოდა კაშკაშა მზის გიზგიზისთვის, შთამბეჭდავი შემოდგომა აქცევდა ბუნებას ნარინჯისფერი, ყვითელი და წითელი ფერის ბრწყინვალე ტონებად. ბავშვობაში ყოველი სეზონი მიყვარდა და დღემდეც თითოეულის ბუნება და განუმეორებლობა მხიბლავს.

ჩვენ ცხოვრებაშიც სხვადასხვა სეზონები გვაქვს. ზოგი თბილი და სასიამოვნოა, ზოგი კი არა. ჩვენი ცხოვრების ზოგიერთი დღე ისეთივე მშვენიერია, როგორც სურათი კალენდარში. მაგრამ მიუხედავად ამისა, არსებობს ისეთი დღეები და გარემოებანი, რომელნიც გულს გვტკენენ, ცხოვრებაში კი სასოწარკვეთილების, წყრომისა და სიმწრის გრძნობები შემოაქვთ.

დარწმუნებული ვარ, ზოგჯერ, მაინც ყველას გვიფიქრია იმაზე, რომ კარგი იქნებოდა ისეთ ადგილას ცხოვრება, სადაც დღეები სურათზე ასახულ უნაკლო დღეებს დაემსგავსებოდა და შუალედში მოხვედრილი არასასიამოვნო დღეები არ გვექნებოდა.

მაგრამ ეს შეუძლებელია. არც სასურველი არ არის.

როცა ჩემს ცხოვრებას ვუყურებ, ცხადი ხდება, რომ ქარიშხლის სეზონებს ჩემთვის ყველაზე დიდი ზრდა მოუტანია.

ჩვენმა ყოვლად ბრძენმა მამაზეციერმა იცოდა, იმისთვის, რომ მისი შვილები გამხდარიყვნენ ისეთნი, როგორიც ეს ჩაფიქრებული იყო, მათ უნდა გამოეცადათ მოკვდავების გზაზე მგზავრობისას უბედურების სეზონები. წინასწარმეტყველმა ლეხიმ მორმონის წიგნიდან თქვა, რომ საპირისპიროს გარეშე „არ აღსრულდებოდა სამართალი“ (2 ნეფი 2:11). ჭეშმარიტად, ცხოვრების სიმწარე არის ის, რაც გვაძლევს საშუალებას ამოვიცნოთ, შევადაროთ და მადლიერნი ვიყოთ მისი სიკეთისათვის (იხ.მოძღვრება და აღთქმები 29:39; მოსე 6:55).

პრეზიდენტმა ბრიგამ იანგმა ასე ბრძანა: „ყოველმა განვითარებულმა არსებამ, რომელსაც სიდიადის, უკვდავებისა და მარადიული ცხოვრების გვირგვინი ადგას თავზე, საკუთარი დიდებისა და ამაღლების მოსაპოვებლად, უნდა გაიაროს განვითარებული არსებისათვის დანიშნული ყოველი წამება. ყოველი უბედურება, რომელიც შესაძლოა თავს დაატყდეს მოკვდავ არსებას, უნდა გადატანილ იქნას … რათა მოამზადოს ისინი უფლის გარემოცვაში ყოფნით დასატკბობად. … ყოველი გამოცდა და გამოცდილება, რომელიც გამოიარეთ, თქვენსავე გადასარჩენად არის აუცილებელი.“1

შეკითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, გვექნება თუ არა ცხოვრებაში უბედურების სეზონები, არამედ ის, თუ როგორ დავაწყნარებთ ქარიშხალს. ცხოვრების მუდმივად ცვალებადი სეზონების დროს, ჩვენ გვაქვს დიდებული შესაძლებლობა—მაგრად ჩავეჭიდოთ ღვთის ერთგულ სიტყვას, რამეთუ მისი რჩევა მხოლოდ ცხოვრების ქარიშხლის დასაწყნარებლად კი არ არის, არამედ იმისთვისაც, რომ თავი ავარიდოთ მას და გვერდზე ჩავუაროთ. მამაზეციერმა თავის წინისწარმეტყველების საშუალებით გადმოგვცა თავისი სიტყვა—ძვირფასი ცოდნა, რომელმაც უნდა გადაგვალახინოს რთული საზონების სიძნელეები და მიგვიყვანოს მარადიული ცხოვრების სიტყვებით აუღწერელ სიხარულისა და ბრწყინვალე სინათლემდე. ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია—განვავითაროთ სიმტკიცე, სიმამაცე და პატიოსნება, რათა მაგრად ჩავეჭიდოთ ჭეშმარიტებასა და სამართალს, მაშინაც კი, თუ დარტყმას მივიღებთ.

ისინი, ვინც ნათლობის წყალში შევიდნენ და სულიწმინდის ძღვენი მიიღეს, მოწაფეობის გზას დაადგნენ და ვალდებულნი არიან ერთგულად და მტკიცედ მისდიონ ჩვენი მაცხოვრის კვალს.

მაცხოვარმა გვასწავლა, რომ მზე ამოდის „ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას [აგზავნის] მართლებსა და უსამართლოებზე“ (მათე 5:45). ზოგჯერ ჩვენ არ გვესმის, რატომ აქვს ცხოვრებაში ადგილი რაიმე რთულ, უსამართლო მოვლენასაც კი. მაგრამ, როგორც ქრისტეს მიმდევრებს ჩვენ გვწამს, რომ თუ „ბეჯითად ვეძიებთ, ყოველთვის ვილოცებთ და ვიწამებთ, … ყველაფერი ჩვენთვის საუკეთესოდ მოგვარდება, თუკი პატიოსნად ვივლით“(მოძღვრება და აღთქმები 90:24).

როგორც უფლის ეკლესიის წევრები, როგორც წმინდანები, ჩვენ სიხარულითა და მზადყოფნით ვმსახურობთ ყოველ ამინდში და ყოველი სეზონის დროს. როცა ასე მოვიქცევით, გულები წმინდა რწმენით, მკურნალი იმედითა და ზეციური სათნოებით აგვევსება.

ჩვენ მაინც ყველა სეზონი გვაქვს გასავლელი— როგორც სასიამოვნო, ისე მტკივნეული. მაგრამ სეზონის მიუხედავად, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრები, მისი სინათლისკენ მიმავალნი, მასზე ვამყარებთ ჩვენს იმედს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ღვთის წმინდანნი ვართ, გვაქვს რა გადაწყვეტილი შევიცნოთ იგი და შევიყვაროთ ჩვენი მოყვასი. ჩვენ პილიგრიმები ვართ მისი მოწაფეობის დალოცვილ გზაზე და მტკიცედ მივაბიჯებთ ჩვენი ზეციური მიზნისაკენ.

ასე რომ, მოდით ვიყოთ წმინდანნი გაზაფხულს, ზაფხულში, შემოდგომითა და ზამთარში. მოდით ყოველ სეზონზე ვიყოთ წმინდანნი.

შენიშვნა

  1. Teachings of Presidents of the Church: Brigham Young (1997), 261–62.

ამ მოწოდების სწავლება

პირველმა პრეზიდენტობამ გვასწავლა, რომ „ზოგიერთი ყველაზე დიადი ქადაგებანი ჰიმნების შესრულებისას იქადაგება“ (ჰიმნები, ix). ამ გზავნილის განხილვისას დაისახეთ მიზანი—იმღეროთ მათთან ერთად, ვისაც ასწავლით, ამ ჰიმნებიდან ერთ-ერთი ან რომელიმე სხვა სიმღერა უბედურების გადალახვის თემაზე: “How Firm a Foundation” (no. 85); “The Lord Is My Shepherd” (no. 108); ან “Let Us All Press On” (no. 243). თუ იგრძნობთ ამის საჭიროებას, გაუზიარეთ სხვებს საკუთარი გამოცდილება იმაზედ, თუ როგორ გარდაიქცა დალოცვად თქვენი ცხოვრების ქარიშხლის სეზონი.