2013
შემეძლო მორმონის წიგნის გაზიარება?
დეკემბერი 2013


ახალგაზრდები

შემეძლო მორმონის წიგნის გაზიარება?

ავტორი ცხოვრობს აშშ-ში, ვაშინგტონში.

როცა პირველ კურსზე ვიყავი, ჩემმა სემინარიის მასწავლებელმა მოგვიწოდა, გვეჩუქებინა მორმონის წიგნი მეგობრებისთვის ან არაწევრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მორცხვი ვიყავი, მე მაინც მივიღე ეს მოწოდება.

რამოდენიმე დღე დამჭირდა იმისთვის, რომ სიმამაცე მომეკრიბა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ჩემს მეგობარს, ბრიტნის მივეცი წიგნი ლანჩის დროს და მოკლე მოწმობაც გავუზიარე. ბრიტნიმ წიგნისთვის მადლობა გადამიხადა.

სასკოლო წლის დასასრულს ბრიტნი სხვაგან გადავიდა, მაგრამ ჩვენ ურთიერთობა არ შეგვიწყვეტია. მან თავისი ახალი სკოლის შესახებ მიამბო და მითხრა, რომ მისი მეგობრების უმეტესობა ეკლესიის წევრები იყვნენ, მაგრამ მას ჩემთან არაფერი სულიერი არ უხსენებია.

მაგრამ სანამ მისიაზე წავიდოდი, რაღაც შეიცვალა. მე ბრიტნისგან შეტყობინება მივიღე, სადაც მაცნობა, რომ მას ჩემთვის დიდი სიახლე უნდა ემცნო: მან გადაწყვიტა მონათვლა და მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ მისი მეგობარი ვიყავი და ასეთ კარგ მაგალითს ვაძლევდი.

ღმერთმა ამოირჩია მორცხვი 15 წლის ბიჭი, რომელსაც არ ჰქონდა მისიონერული გამოცდილება და მიუთითა ვიღაც, ვისთვისაც მას სახარება უნდა გაეზიარებინა და ის მას მიიღებდა. მე ვიცი, რომ თუ სულიწმინდას მოვუსმენთ, ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიპოვოთ ადამიანები ჩვენს ირგვლივ, რომლებიც ელიან, მოისმინონ აღდგენილი სახარების შესახებ. მე ვიცი, რომ თუ ჩვენ უფალთან ერთ ადამიანს მაინც მივიყვანთ, მაშინ რაოდენ დიდი იქნება ჩვენი სიხარული მასთან ერთად მამაზეციერის სასუფეველში! (მოძღვრება და აღთქმები 6:23)