2016
მარადიული ბედნიერების გაზიარება
აგვისტო 2016


ახალგაზრდები

მარადიული ბედნიერების გაზიარება

სახარების ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია ცოდნა ხსნის გეგმის შესახებ. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა - სამარადისოდ ვიყოთ ჩვენს ოჯახებთან ერთად. ეს ცოდნა გვეხმარება, ვიქონიოთ იმედი მაშინ, როცა ამაქვეყნიური გვძლევს. პრეზიდენტი აირინგი გვასწავლის: “მამაზეციერი იცნობს ჩვენს გულებს”. მისი მიზანია - მოგვცეს ბედნიერება (იხ. 2 ნეფი 2:25). მან ასევე გვიბოძა თავისი ძე, რათა შესაძლებელი გაეხადა ჩვენთვის ოჯახური კავშირის სიხარულის განცდა, რომელიც მარადისობაში გრძელდება. …ეს არის საჩუქარი, რომელიც შეიძლება მოითხოვოს ღვთის ყოველმა შვილმა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად.

ეს დალოცვა, ოღონდაც ჩვენი დახმარებით, ეხება მათ, ვინც ახლა ცხოვრობს და მათ, რომლებიც გარდაიცვალნენ. ჩვენი წინაპრები სულების სამყაროში არიან და ელიან, რომ ჩვენ მათ სახელებს წარვადგენთ სატაძრო წეს-ჩვეულებების ჩასატარებლად. თუმცა ზოგჯერ რთულია მათთვის სამუშაოს შესრულება. ზოგჯერ ან ძალიან დაკავებულები ვართ, ან ტაძრიდან ძალიან შორს ვცხოვრობთ და ხშირად ვერ დავდივართ.

საბედნიეროდ, არსებობს ჩვენი წინაპრებისთვის დახმარების გაწევის სხვა ხერხები, როგორიცაა: ოჯახური ისტორია, ინდექსირება, ბავშვებთან დარჩენა მაშინ, როცა მათი მშობლები ტაძარში იმყოფებიან. დახმარების გაწევით ჩვენ ვეხმარებით უფალს და მოგვაქვს მარადიული ოჯახის იმედი მათთვის, ვინც ფარდის მიღმა იმყოფება.