ლიახონა
მადლიერება „მადლის ტახტისკენ“ გვიხსნის გზას
აპრილი, 2024 წ.


რეგიონის ხელმძღვანელობის გზავნილი

მადლიერება „მადლის ტახტისკენ“ გვიხსნის გზას

სანამ რეგიონალურ სამოცდაათთა ქვორუმში მომიწვევდნენ, ჩემი რწმენის მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე გამომწვევი ფაზის წინაშე აღმოვჩნდი. ფინანსურმა სირთულეებმა შეუძლებელი გახადაჩვნთვის საკვების ყიდვა, რამაც მთელი ჩვენი ქონების გაყიდვა გვაიძულა. განსაკუთრებით მტკივნეული იყო იმის ხილვა, თუ როგორ უწევდა ჩემს მეუღლეს ბებიისა და დედის ხსოვნასთან დაკავშიერებულ ნივთებთან განშორება. იმის გამო, რომ ჩვენს მანქანას საწვავი გაუთავდა, მე ქალაქში ლომბარდის საძებნად ფეხით დავდიოდი.

სიარულის დროს, ჩემს ერთ ძალიან კარგ მეგობართან საუბარი გამახსენდა, რომელსაც თავისი დიდი გამოწვევები ჰქონდა. დახმარების მცდელობისას, მე მას მადლიერების გრძნობის განვითარება ვურჩიე. მისი პასუხი გულზე მომხვდა: „მადლიერი რომ ვიყო, ვინმე ისეთზე უნდა ვიფიქრო, ვინც ჩემზე უარეს მდგომარეობაშია! ასეთი ვინმეს მოძებნა კი ძალიან რთულია.“ მისმა გრძნობებმა ჩემში ძლიერი რეზონანსი გამოიწვია; მიუხედავდ იმისა, რომ მაცხოვრის იმედი მქონდა, ჩემი ცოლის ტანჯვისა და ჩემი შვილების სევდის ფონზე ემოციურ ხაფანგში ვიმყოფებოდი. მან მითხრა: “ჩემი ხართ თქვენ”1. მან ამირჩია მე და დამპირდა, რომ გავხდებოდი „წმიდა ხალხი … უფლისათვის“2, „მისთვის უნჯ ხალხად ყველა ხალხთაგან“3. მე ერთგულად ვიცავდი მეათედის, მარხვის, ლოცვისა და სატაძრო მსახურების კანონებს, მაგრამ დაპირებული „ცის საქანელნი“4 დახურული რჩებოდა და თავს მიტოვებულად ვგრძნობდი.

გაძლიერებული ტანჯვის მომენტებში, ღვთის მიმართ, ორი ფუნდამენტალური კითხვის უფლების დასმა, წესად ვაქციე: „უფალო, რა გსურს, რომ მოვიმოქმედო? რა გსურს, რომ ვისწავლო?“ თითქმის მაშინვე აზრმა გამიელვა: „და იყო ასე, რომ მან ქვებისგან ააგო საკურთხეველი, უფლისთვის გაიღო შესაწირი და მიაგო სამადლობელი უფალს, ჩვენს ღმერთს“5 ამან გამოიწვია ლეხის გაჭირვებაზე ფიქრი, რომელიც, საკუთარი ბრალის გარეშე, იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი სამყოფელი და მიეტოვებინა თავისი ქონება, მათ შორის „თავისი სახლი, მემკვიდრეობის მიწა, ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ნივთები და არ წაიღო თან არაფერი“6. ლეხი, რომელმაც მთელი ცხოვრება იერუსალიმში გაატარა, გვერდზე გადადო თავისი ცხოვრების ოცნებები და თავისი შრომის ნაყოფი, ერთი შეხედვით გადაულახავი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მადლიერება იყო ის პრინციპი, რომლითაც ის ცხოვრობდა და ეძებდა ხსნას. „დიადი და საოცარია შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლად ძლიერო!“7

ლეხისთვის, მადლიერება არ იყო დამოკიდებული გარემოებებზე; ეს იყო გადაწყვეტილება, რომლის კონკრეტული მიზანი იყო იესო ქრისტე. ასე რომ, მე მადლიერებით აღმოვაჩინე: „ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე – იქაც ხარ შენ!“8 ჩემი განსაცდელების ჟამს, მე ლოცვის საშუალებით, ყოველდღიური მადლიერების საკურთხევლის აგების პრაქტიკა ავითვისე. ჩემი მიზანი იყო ვყოფილიყავი მადლიერი შედარების, მოლოდინისა და გარე გარემოებებზე დამოკიდებულების გარეშე - პერსპექტივის ღრმა ცვლილება.

ყოველი ლოცვის დასაწყისში განზრახ მივმართავდი აზრებს ჩემი მხსნელის ცხოვრებისა და მისიისკენ. ეს პროცესი გარდამტეხი იყო. რაც უფრო გულმოდგინედ გამოვხატავდი მადლიერებას, მით უფრო მოწმობდა სული მოწყალებისა და მადლის ჭეშმარიტებას. ამ პრაქტიკის მეშვეობით, მე მივიღე ჩემი მხსნელის „ ამ უკანასკნელი მსხვერპლშეწირვის [მიზნის]“ მოწმობა –9 და რომ „შიგნეულობა [აევსო] სიბრალულით [ჩვენ] მიმართ“10.

იგი მშვენივრად მიცნობდა თავის წყალობის წიაღში. როდესაც ჩემმა მადლიერებამ გამოხატულება ნახა, ჩემი რწმენა გაღრმავდა და ჩემმა სულმა გაიხარა. მე მივედი იმ დასკვანმდე, რომ მადლიერების ეს ყოველდღიური საკურთხეველი “მადლის ტახტისკენ” გზას ხსნიდა11. შემდგომ დღეებში, მატერიალურად და სულიერადაც დალოცვილები ვიყავით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რისი გავლაც მომიწია, არც ერთი მეფეს არ გავუცვლიდი ადგილს. ჩემმა განსაცდელებმა მიბიძგა, უფრო მეტად დავახლოვებოდი და შემეცნო ჩემი მხსნელი იესო ქრისტე. ის ცოცხალია!

შენიშვნები

  1. ესაია 43:1.

  2. მეორე რჯული 7:6.

  3. მეორე რჯული 26:19.

  4. მალაქია 3:10.

  5. 1 ნეფი 2:7.

  6. 1 ნეფი 2:4.

  7. 1 ნეფი 1:14.

  8. ფსალმუნები 139:8.

  9. ალმა 34:15.

  10. 3 ნეფი 17:6, 7.

  11. ებრაელთა 4:16.