სახელმძღვანელოები და მოწოდებები
32. მონანიება და ეკლესიის წევრობის საბჭოები


“32. მონანიება და ეკლესიის წევრობის საბჭოები, „ ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში მსახურება (2020).

“32. 32. მონანიება და ეკლესიის წევრობის საბჭოები“, ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო“.

გამოსახულება
მამაკაცები საუბრობენ

32.

მონანიება და ეკლესიის წევრობის საბჭოები

32.0

შესავალი

მონანიება მეტწილად ხდება კონკრეტული პირის, ღმერთისა და მათ შორის, ვინც ამ პირის ცოდვის გამო დაზარალდა. თუმცა ზოგჯერ ეკლესიის წევრები მონანიებისთვის საჭიროებენ პალოს პრეზიდენტის ან ეპისკოპოსის დახმარებას.

ეპისკოპოსები და პალოს პრეზიდენტები სიყვარულითა და ზრუნვით უნდა ეხმარებოდნენ წევრებს მონანიებაში. ისინი უნდა ბაძავდნენ მხსნელის მაგალითს, რომელიც დაცემულებს ფეხზე აყენებდა და ეხმარებოდა მათ, ცოდვისთვის ზურგი შეექციათ და ღმერთისკენ შემობრუნებულიყვნენ (იხ. მათე 9:10–13; იოანე 8:3–11).

როგორც ქვემოთ არის ასახული, ეს თავი დაიწერა, რათა დაეხმაროს ხელმძღვანელებს ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებაში და იმ მოქმედებების განხორციელებაში, რომლებიც დაეხმარება პიროვნებას, მოინანიოს სერიოზული ცოდვა, ასევე სხვების დასაცავად.

  • ეკლესიის როლი პიროვნების მონანიებაში ხელის შეწყობაში. ნაწილი 32.1–32.4 გვიხსნის უფლის სწავლებას მონანიებისა და პატიების შესახებ. ამ ნაწილებში ასევე ახსნილია ეკლესიის წევრობის შეზრუდვებისა ან გარიცხვის სამი მიზეზი. ამის გარდა, ახსნილია ეპისკოპოსებისა და პალოს პრეზიდენტების დახმარების როლი მონანიებაში.

  • პიროვნების მონანიებისთვის ხელის შეწყობა - გარემოს შერჩევა ნაწილი 32.5-32.7 უზრუნველყოფს მითითებებს იმის გადასაწყვეტად, წევრობის საბჭო თუ პირადი კონსულტაცია ხელს შეუწყობს პიროვნებას მონანიებაში.

  • პირადი რჩევის მიცემა. ნაწილი 32.8 უზრუნველყოფს მითითებებს ეპისკოპოსის ან პალოს პრეზიდენტის მიერ პირადი რჩევის მიცემასთან დაკავშირებით. აქ ასევე ახსნილია ეკლესიის წევრობის არაოფიციალური შეზღუდვები.

  • ეკლესიის წევრობის საბჭოების წარმართვა. ნაწილი 32.9–32.14 გვიხსნის, ვის აკისრია ვალდებულება წევრობის საბჭოებზე, როგორ უნდა იმართებოდეს საბჭოები და მოცემულია შესაძლო გადაწყვეტილებები. ასევე ახსნილია ამ გადაწყვეტილებების შედეგები.

  • ეკლესიის წევრობის პრივილეგიების აღდგენა. ნაწილი 32.15–32.17 გვიხსნის, როგორ შეუძლია პიროვნებას მონანიების მეშვეობით ეკლესიის წევრობის პრივილეგიების აღდგენა.

თუ ამაზე არ არის ცალკე მინიშნება, მითითებები პალოს პრეზიდენტებს ასევე ეხება მისიის პრეზიდენტებსაც. მითითებები ეპისკოპოსებს ასევე ეხება მრევლის პრეზიდენტებს.

პირველი პრეზიდენტობა განსაზღვრავს მძიმე ცოდვის მონანიების პოლიტიკასა და პროცესებს. პირველ პრეზიდენტობას მხარს უჭერს ეკლესიის კონფიდენციალური ჩანაწერების ოფისი. პალოს პრეზიდენტს ან ეპისკოპოსს შეუძლია, დაუკავშირდეს ამ ოფისს ადმინისტრაციული ან პოლიტიკის კითხვების შემთხვევაში. ამ ოფისს ასევე შეუძლია, მოგცეთ მითითებები იმის შესახებ, თუ როგორ წარადგინოთ მოთხოვნები პირველი პრეზიდენტობის ოფისში. ქვემოთ მოცემულია საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი: 1-801-240-2053 ან 1-800-453-3860 და დამატებითი ნომერი 2-2053

უფასო ზარი (GSD ტელეფონი): 855-537-4357

ელ.ფოსტა: ConfidentialRecords@ChurchofJesusChrist.org


ეკლესიის როლი პიროვნების მონანიებაში ხელის შეწყობაში.


32.1

მონანიება და მიტევება

უფალმა თქვა, რომ „არაფერ უწმინდურს არ შეუძლია მემკვიდრეობით მიიღოს ცათა სასუფეველი“ (ალმა 11:37; იხ.ასევე 3 ნეფი 27:19). ჩვენი ცოდვების გამო უწმიდურები ვხდებით ანუ არ ვართ ღირსნი, ვიმყოფებოდეთ ჩვენი მამაზეციერის გარემოცვაში. ცოდვები ასევე ჩვენი ტანჯვის წყარო ხდება ამ ცხოვრებაში.

ღვთის სამართალიანობის კანონი მოითხოვს ჩვენი ცოდვის შედეგს (იხ. ალმა 42:14, 17–18). თუმცა, მისი შეწყალების დიადი გეგმა „დააკმაყოფილებს სამართალის მოთხოვნებს და მო[გვ]აქცევს უსაფრთხო ხელში“ (ალმა 34:16; იხ. ასევე მოსია 15:9).

მამაზეციერმა, შეწყალების გეგმის განსახორციელებლად, გამოაგზავნა საკუთარი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, რათა ჩვენი ცოდვები გამოესყიდა (იხ. ალმა 42:15). იესომ გამოიარა სასჯელი, რომელსაც სამართლიანობის კანონი მოითხოვდა ჩვენი ცოდვებისთვის (იხ. მოძღვრება და აღთქმები 19:15-19; იხ. ასევე ალმა 42;24-25). ამ მსხვერპლის წყალობით ორივემ - მამამა და ძემ, გამოხატეს ჩვენ მიმართ უსაზღვრო სიყვარული (იხ. იოანე 3:16).

როცა ვიყენებთ „რწმენა[ს] მოსანანიებლად“, მამაზეციერი მოგვიტევებს, გვიბოძებს რა წყალობას იესო ქრისტეს გამომსყიდველი ძალის მეშვეობით (ალმა 34:15; იხ. ასევე ალმა 42:13). როცა განვიწმინდებით და მიგვიტევებენ ჩვენ შევძლებთ, საბოლოოდ დავიმკვიდროთ ღვთის სასუფეველი (იხ. აესაია 1:18; მოძღვრება და აღთქმება 58:42).

მონანიება საქციელის შეცვლაზე მეტს ნიშნავს. ეს ნიშნავს, ზურგი შეაქციო ცოდვას და სახით შეტრიალდე მამაზეციერისა და იესო ქრისტესკენ. ამას მოჰყვება გულისა და გონების ცვლილება (იხ. მოსია 5:2; ალმა5:12-14; ჰელამან 15:7). მონანიების მეშვეობით ჩვენ ახალ პიროვნებად ვიქცევით, ვურიგდებით ღმერთს (იხ. 2 კორინთელთა 5:17-18; მოსია 27:25-26).

მონანიების საშუალება არის მამამზეციერის ერთ-ერთი უდიდესი კურთხევა, რომელიც მან გვიბოძა თავისი ძის მეშვეობით.

32.2

ეკლესიის წევრობის შეზღუდვის ან გარიცხვის მიზეზები

როდესაც ადამიანი ინათლება, იგი ხდება „ღვთის სახლეულ[ი] (ეფესელთა 2:19). ნათლობის აღთქმა მოიცავს დაპირებას, რომ პიროვნება ეცდება, იცხოვროს ქრისტეს სწავლებებისა და მცნებების მიხედვით. როცა ადამიანი შეცდომას უშვებს, იგი ავლენს რწმენას იესო ქრისტეში და ინანიებს, ეყრდნობა რა მის მადლს ძალისა და მიტევების მისაღებად.

თუ წევრი სერიოზულ ცოდვას უშვებს, ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი ეხმარება მას მონანიებაში. შესაძლოა, მას დროებით მოუწიოს ეკლესიის წევრობის ზოგი პრივილეგიის შეზღუდვა. ზოგიერთ სიტუაციაში მას შეიძლება მოუწიოს დროებით შეუწყვიტოს პიროვნებას წევრობა.

პიროვნების წევრობის შეზღუდვა ან შეწყვეტა არ გულისხმობს დასჯას. ეს ზომები ზოგჯერ საჭიროა იმისთვის, რომ დაეხმაროს პიროვნებას მონანიებაში და გულის შეცვლაში. ეს ასევე აძლევს პიროვნებას დროს, სულიერად მოემზადოს განახლებისთვის და აღთქმების თავიდან დაცვისთვის.

ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი ზედამხედველობს წევრობის შეზღუდვას ან შეწყვეტას, როგორც ეს აღწერილია 32.5–32.14. ეს ქმედებები ტარდება მონანიების ფონზე. როდესაც პიროვნება გულწრფელად ინანიებს, მან შეიძლება აღიდგინოს ეკლესიის წევრობის პრივილეგია.

როცა საჭიროა წევრობის შეზღუდვა ან გარიცხვა, ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი მიჰყვება სულიწმინდის კარნახს და ამ თავში მოცემულ ინსტრუქციებს. იგი სიყვარულის სულით მოქმედებს (იხ. 32.3).

ეკლესიის წევრობის შეზღუდვები არის საეკლესიო და არა სამოქალაქო ან სისხლის სამართლის. ისინი ეხება მხოლოდ პიროვნების მდგომარეობას ეკლესიაში. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 134:10).

წევრობის შეზღუდვის ან გარიცხვის სამი მიზეზია:

32.2.1

სხვა წევრების დაცვა

პირველი მიზეზია - სხვა წევრების დაცვა. ზოგჯერ პიროვნება ფიზიკურ ან სულიერ საფრთხეს უქმნის სხვებს. ეს შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ხერხით: მტაცებლური ქცევა, ფიზიკური ზიანი, სექსუალური ძალადობა, გარკვეული ნივთიერების ბოროტად გამოყენება, თაღლითობა და განდგომა. შთაგონებით, ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი მოქმედებს სხვების დასაცავად, როდესაც ვინმე საფრთხეს უქმნის მათ ამ და სხვა ტიპის ქცევის დარღვევებით (იხ. ალმა 5:59–60).

32.2.2

დაეხმარეთ წევრს, მოიპოვოს იესო ქრისტეს გამომსყიდველი ძალა მონანიების მეშვეობით

მეორე მიზეზია, დაეხმაროს წევრს, მოიპოვოს იესო ქრისტეს გამომსყიდველი ძალა მონანიების მეშვეობით ამ პროცესის მეშვეობით იგი შეძლებს, კვლავ გახდეს სუფთა და ღირსი ღვთის ყველა კურთხევის მიღებისა.

მხსნელი გვასწავლიდა, რომ „მოდრეკილი გული და მომნანიებელი სული“ არის ის მსხვერპლი, რომელსაც მოითხოვს უფალი ცოდვის მონანიებისთვის (3 ნეფი 9:20). ეს მოიცავს გულწრფელ სინანულს ცოდვისა და მისი შედეგის გამო (იხ. 2 კორინთელთა 7:9-10).

როდესაც ადამიანი სერიოზულ ცოდვას სჩადის, წევრობის შეზღუდვამ ან შეწყვეტამ შეიძლება ხელი შეუწყოს მოდრეკილი გულისა და მომნანიებელი სულის ჩამოყალიბებას, რაც საჭიროა მონანიებისთვის, ცოდვის ჭეშმარიტად მიტოვებისთვისა და ცოდვის შედეგების გააზრებისთვის. ასეთი გააზრება შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს, უფრო ღრმად დააფასონ ღმერთთან დადებული აღთქმები და გაუჩინონ მათ სურვილი, დაიცვან ეს აღთქმები მომავალში.

32.3.2

ეკლესიის მთლიანობის დაცვა

მესამე მიზეზია ეკლესიის მთლიანობის დაცვა. პიროვნებისთვის ეკლესიის წევრობის შეზღუდვა ან შეწყვეტა შეიძლება საჭირო გახდეს, თუ მისი ქცევა მნიშვნელოვნად აზიანებს ეკლესიას (იხ. ალმა 39:11). ეკლესიის მთლიანობა დაცულია არა სერიოზული ცოდვების დამალვით ან მათი შემცირებით, არამედ მათი მოგვარებით.

32.3

ისრაელის მსაჯულთა როლი

გამოსახულება
ეპისკოპოსი ესაუბრება მამაკაცს

ეპისკოპოსები და პალოს პრეზიდენტები მოწოდებულნი და ხელდასხმით დანიშნულნი არიან ისრაელის მსაჯულებად (იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:72-74). ისინი ფლობენ გასაღებებს და წარადგენენ უფალს, ეხმარებიან რა ეკლესიის წევრებს მონანიებაში (იხ. მოძღვრება და აღთქმები 13:1; 107:16-18).

ხშირად ეპისკოპოსები და პალოს პრეზიდენტები ეხმარებიან მონანიებაში პირადი კონსულტაციის მეშვეობით. ეს დახმარება შეიძლება მოიცავდეს ეკლესიის წევრობის ზოგიერთი პრივილეგიის არაოფიციალურად შეზღუდვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. (იხ. 32;8.)

ზოგი სერიოზული ცოდვის შემთხვევაში ხელმძღვანელები ეხმარებიან პიროვნებას მონანიებაში წევრობის საბჭოს ჩატარებით (იხ. 32.6 და 32.9–32.14). ეს დახმარება შეიძლება მოიცავდეს გარკვეული პერიოდით ეკლესიის წევრობის ზოგიერთი პრივილეგიის ოფიციალურად შეზღუდვას (იხ. 32.11.3 და 32.11.4).

ეპისკოპოსები და პალოს პრეზიდენტები ეხმარებიან ეკლესიის წევრებს გაიგონ, რომ ღმერთს უყვარს თავისი შვილები. რადგან მას სურს, რომ ისინი იყვნენ ბედნიერები და იღებდნენ კურთხევებს, იგი ასევე უსაზღვროდ ზრუნავს მათ მონანიებასა და მორჩილებაზე.

ეპისკოპოსები და პალოს პრეზიდენტები სიყვარულითა და ზრუნვით ეხმარებიან ეკლესიის წევრებს მონანიებაში. იხელმძღვანელეთ, როგორც მაგალითით, მხსნელის საქციელით ქალის მიმართ, რომელიც მრუშობაში ამხილეს (იხ. იოანე 8:3-11). მას არ უთქვამს, რომ ცოდვები მიეტევა, მაგრამ არც განიკითხა იგი. მან უთხრა: „ნუღარ შესცოდავ“ - ანუ მოინანიე და შეიცვალე ცხოვრება.

ასეთი ხელმძღვანელები გვასწავლიან, რომ „მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია“ (ლუკა 15:7). მათ ახასიათებთ მოთმინება, მხარში დგომა და პოზიტიურობა. ისინი იმედს შთაგაგონებენ. ისინი გასწავლიან და მოწმობენ, რომ მხსნელის გამომსყიდველი მსხვერპლის გამო ყველას შეუძლია, მოინანიოს და განიწმინდოს.

ეპისკოპოსები და პალოს პრეზიდენტები ეძიებენ დახმარებას სულიწმინდისგან რათა გაიგონ, როგორ დაეხმარონ ყოველ ადამიანს მონანიებაში. მხოლოდ ძალიან მძიმე ცოდვების შემთხვევაში ეკლესიას აქვს დადგენილი სტანდარტი ხელმძღვანელებისთვის, თუ რა ზომებს უნდა მიმართონ მათ (იხ. 32.6 და 32.11). არ არსებობს ორი ერთნაირი სიტუაცია. რჩევები, რომლებსაც ხელმძღვანელები აძლევენ და მონანიების პროცესი, რომელსაც ისინი ხელს უწყობენ, უნდა იყოს შთაგონებული და შეიძლება განსხვავდებოდეს თითოეული ადამიანისთვის.

უფალმა იცის ყოველი ადამიანის ვითარება, შესაძლებლობები და სულიერი სიმწიფე. სულიწმინდა დაეხმარება ხელმძღვანელებს დაადგინონ, როგორ დაეხმარონ წევრებს აუცილებელი ცვლილებების განხორციელებაში იმისთვის, რომ განიკურნონ და შეეწინააღმდეგონ ცდუნებას, ხელმეორედ ჩაიდინონ ცოდვა.

დაეხმარო ვინმეს მოინანიოს, შემობრუნდეს ღმერთისკენ და განიკურნოს იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით, არის ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო გამოცდილება, რომლის მიღებაც შეუძლია პიროვნებას. მოძღვრება და აღთქმები 18:10–13 გვიხსნის:

„გახსოვდეთ, ღმერთის თვალში სული ძალზედ ძვირფასია;

„ვინაიდან, აჰა, უფალი, შენი გამომსყიდველი, მოკვდა ხორციელად; ასე რომ, გადაიტანა ყოველი ადამიანის ტკივილი, რათა ყოველმა ადამიანმა შეძლოს მონანიება და მასთან მისვლა.

„და აღდგა იგი მკვდრეთით, რათა მიიყვანოს ყველა ადამიანი თავისთან, მონანიების პირობით.

„და რაოდენ დიდია მისი სიხარული იმ სულის გამო, რომელიც ინანიებს“!

32.4

აღიარება, კონფიდენციალურობა და სახელმწიფო ორგანოებისთვის ანგარიშის ჩაბარება

32.4.1

აღიარება

მონანიება მოითხოვს ცოდვების აღიარებას მამაზეციერისთვის. იესო ქრისტემ თქვა: „ამგვარად შეძლებთ გაიგოთ, თუ ადამიანი საკუთარ ცოდვებს მოინანიებს – აჰა, იგი აღიარებს მათ და მიატოვებს“ (მოძღვრება და აღთქმები 58:43; იხ. ასევე მოსია 26:29).

თუ ეკლესიის წევრმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მისი მონანიება მოიცავს ეპისკოპოსისთვის ან პალოს პრეზიდენტისთვის აღსარების ჩაბარებას. ამ შემთხვევაში იგი შეძლებს, გამოიყენოს მათთვის მონანიების სახარების გასაღებები (იხ. მოძღვრება და აღთქმები 13:1; 84:26-27); 107:18, 20). ეს ეხმარება მათ, განიკურნონ და მხსნელის გამოსყიდვის მეშვეობით დაბრუნდნენ სახარების გზაზე.

აღიარების მიზანია - შეაგულიანოს წევრები, მოიხსნან მხრებიდან მძიმე ტვირთი, რათა სრულად ეძიონ უფლის დახმარება შეცვლისა და განკურნების პროცესში. „მოდრეკილი გულისა და მომნანიებული სულის“ განვითარებას ხელს უწყობს ცოდვის აღიარება (2 ნეფი 2:7). ნებაყოფლობითი აღსარება აჩვენებს, რომ ადამიანს მონანიების სურვილი აქვს.

როცა წევრი აღიარებს ცოდვას, ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი მიჰყვება მითითებებს რჩევების მისაცემად როგორც ეს მოცემულია ნაწილში 32.8. იგი ლოცვით ეძიებს ხელმძღვანელობას შესაბამისი გარემოს შესახებ, რათა დაეხმაროს წევრს მონანიებაში (იხ. 32.5). მან უნდა გადაწყვიტოს, ეფექტური იქნება თუ არა ამ შემთხვევაში წევრობის საბჭო. თუ ეკლესიის პოლიტიკა მოითხოვს წევრობის საბჭოს, მან უნდა აუხსნას ეს (იხ. 32.6 და 32.10).

ხდება, რომ წევრი არასწორედ მოექცა მეუღლეს ან სხვა ზრდასრულ ადამიანს. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, მონანიების ნაწილია - აღიაროს დანაშაული ამ პიროვნებასთან და ითხოვოს პატიება. ახალგაზრდას, რომელმაც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, ეძლევა რჩევა, ითათბიროს მშობლებთან.

32.4.2

სერიოზული ცოდვები, რომლებიც არ აღიარეს ან უარყვეს

როგორც წესი, ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი იგებს სერიოზული ცოდვის შესახებ აღსარების შედეგად ან სხვა პიროვნებისგან. მან ასევე შეიძლება სულიწმინდის მეშვეობით მიიღოს კარნახი შესაძლო სერიოზული ცოდვის შესახებ. თუ იგი გრძნობს სულიწმინდის კარნახით, რომ ვინმე ცოდვას ებრძვის, საჭიროა გასაუბრების დანიშვნა. გასაუბრების დროს იგი კეთილად, თავაზიანად უზიარებს პიროვნებას თავის შეშფოთებას. იგი თავს არიდებს ბრალდების ტონს.

თუ წევრი უარყოფს სერიოზული ცოდვის ჩადენას, რომლის შესახებაც ეპისკოპოსს ან პალოს პრეზიდენტს აქვს ინფორმაცია, შესაძლოა მაინც ჩატარდეს წევრობის საბჭო. თუმცა, მხოლოდ სულიერი კარნახი არ არის საკმარისი საბჭოს ჩასატარებლად (იხ. მოძღვრება და აღთქმება 10:37). ხელმძღვანელს შეუძლია, საჭიროებისას შეაგროვოს დამატებითი ინფორმაცია. იგი მიჰყვვება რჩევებს 32.4.3 -დან და 32.10.2-დან.

32.4.3

ინფორმაციის შეკრება

წევრობის საბჭოს ჩატარებამდე ეპისკოპოსმა ან პალოს პრეზიდენტმა უნდა შეკრიბოს რაც შეიძლება მეტი საჭირო ინფორმაცია. წევრის აღიარებიდან მიღებული ინფორმაცია ხშირად საკმარისია. ინფორმაცია ასევე შეიძლება იქნეს მიღებული ოჯახის წევრის, ეკლესიის სხვა ხელმძღვანელის, მსხვერპლის ან ცოდვის მონაწილესგან.

ინფორმაციის შეგროვებისას ეპისკოპოსმა ან პალოს პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს მხოლოდ ისეთი მეთოდები, რომლებიც შეეფერება სამღვდელოების ხელმძღვანელს. იგი არ უნდა უთვალთვალებდეს პიროვნების სახლს ან იწერდეს პიროვნების საუბარს მისი თანხმობის გარეშე. მან ასევე არ უნდა შეასრულოს კანონის საწინააღმდეგო ქმედებები.

ცრუ ბრალდებები იშვიათია, თუმცა არ არის გამორიცხული. სამღვდელოების ხელმძღვანელები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც მათ ინფორმაციის სახით მხოლოდ ერთი ადამიანისგან მიღებული ინფორმაცია აქვთ. მაგალითად, წევრი, რომელსაც მრუშობაში ადანაშაულებენ, უარყოფს ბრალდებას. წმინდა წერილი გვიხსნის, რომ „ყოველი სიტყვა მის წინააღმდეგ უნდა დამტკიცდეს ეკლესიის ორი მოწმის მიერ“ (მოძღვრება და აღთქმები 42:80). „ორი მოწმე“ ნიშნავს ინფორმაციის ორ სხვადასხვა წყაროს. ეს შეიძლება იყოს მონაწილე და სხვა სანდო წყარო. ზოგჯერ სამღვდელოების ხელმძღვანელს უწევს მოცდა, რათა მისთვის მეტი ინფორმაცია გახდეს ხელმისაწვდომი.

როდესაც ეკლესიის ხელმძღვანელი აგროვებს ინფორმაციას წევრობის საბჭოსთვის, მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ამის კეთება თუ გაიგებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად დაკითხავენ წევრს. ეს კეთდება იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო განცხადებები, რომ ხელმძღვანელმა ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას. შეერთებულ შტატებსა და კანადაში მსგავს სიტუაციებში რჩევის მისაღებად დაუკავშირდით ეკლესიის გენერალური მრჩევლის ოფისს:

1-800-453-3860 და დამატებითი ნომერი 2-6301

1-801-240-6301

შეერთებული შტატებისა და კანადის მიღმა, პალოს პრეზიდენტი უკავშირდება რეგიონის იურიდიულ მრჩეველს რეგიონალურ ოფისში.

ჩვეულებრივ, წევრობის საბჭო არ იმართება სამოქალაქო ან სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ქცევის განხილვის მიზნით, სანამ სასამართლო არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ასევე მიზანშეწონილი იყოს წევრობის საბჭოს გადადება, სანამ იურიდიული გასაჩივრების ვადა ამოიწურება ან საჩივარი არ იქნება უარყოფილი.

32.4.4

კონფიდენციალურობა

ეპისკოპოსებს, პალოს პრეზიდენტებს და მათ მრჩევლებს აკისრიათ წმინდა ვალდებულება, დაიცვან მათთან გაზიარებული ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია. ეს ინფორმაცია შეიძლება მიღებულ იქნეს ინტერვიუებში, კონსულტაციებსა და აღიარებებში. კონფიდენციალურობის იგივე მოვალეობა ეხება ყველას, ვინც მონაწილეობს წევრთა საბჭოებში. კონფიდენციალურობა აუცილებელია, რადგან წევრებმა შეიძლება არ აღიარონ ცოდვები ან არ ეძიონ ხელმძღვანელობა, თუ მათ მიერ გაზიარებული ინფორმაცია კონფიდენციალურად არ იქნება დაცული. კონფიდენციალურობის დარღვევა ღალატობს წევრის ნდობას და იწვევს ხელმძღვანელებისადმი ნდობის დაკარგვას.

ეპისკოპოსს, პალოს პრეზიდენტს ან მათ მრჩევლებს, კონფიდენციალურობის მოვალეობის შესაბამისად, შეუძლიათ ასეთი ინფორმაციის გაზიარება მხოლოდ შემდეგნაირად:

  • მათ უნდა გაიარონ კონსულტაცია პალოს პრეზიდენტთან, მისიის პრეზიდენტთან ან ეპისკოპოსთან წევრობის საბჭოს გამართვის ან მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. პალოს პრეზიდენტს ასევე შეუძლია, ითათბიროს თავისი რეგიონის სამოცდაათთან. საჭიროების შემთხვევაში, რეგიონის სამოცდაათნი მიმართავენ რეგიონის პრეზიდენტობის პალოს პრეზიდენტს. მხოლოდ პალოს პრეზიდენტი წყვეტს, გაიმართება თუ არა საბჭო, ასევე მის საბოლოო შედეგს.

  • ადამიანი გადადის ახალ მეურვეობაში (ან სამღვდელოების ხელმძღვანელი გაათავისუფლეს) იმ პერიოდში, როცა წევრობის საკითხი ან სხვა სერიოზული პრობლემება ჯერ არ მოგვარებულა. ამ შემთხვევაში ხელმძღვანელი აცნობებს ახალ ეპისკოპოსს ან პალოს პრეზიდენტს შეშფოთების ან ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემის შესახებ (იხ. 32.14.7). იგი ასევე ატყობინებს ხელმძღვანელს, წარმოადგენს თუ არა წევრი შესაძლო საფრთხეს სხვებისთვის.

  • ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი შეიტყობს, რომ ეკლესიის წევრმა, რომელიც მეურვეობის ან პალოს მიღმა ცხოვრობს, სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. ასეთ შემთხვევაში იგი კონფიდენციალურად ატყობინებს ამას წევრის ეპისკოპოსს.

  • აუცილებელია ინფორმაციის გაზიარება წევრობის საბჭოზე. ნებისმიერი წევრობის საბჭოზე განხილული ან შეკრებილი ინფორმაცია არის კონფიდენციალური.

  • წევრი თავად ირჩევს, მისცეს თუ არა ნებართვა ხელმძღვანელს, გაუზიაროს ინფორმაცია კონკრეტულ პირებს. ეს შეიძლება იყოს მშობლები, ეკლესიის ხელმძღვანელები ან სხვები, ვისაც მხარდაჭერის უზრუნველყოფა შეუძლია. ხელმძღვანელი არ აზიარებს იმაზე მეთ ინფორმაციას, რაზედაც წევრმა მას ნება დართო.

  • შესაძლოა, აუცილებელი იყოს წევრობის საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ შეზღუდული ინფორმაციის გაზიარება (იხ. 32.12.2).

ყველა სხვა სიტუაციაში ხელმძღვანელმა უნდა მიმართოს 32.4.5. ეს შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც კანონი ითხოვოს, რომ დანაშაული, როგორიცაა ბავშვზე ძალადობა, ეცნობოს სახელმწიფო ორგანოებს.

ეკლესია, იმისთვის რომ დაეხმაროს ხელმძღვანელებს სხვა პირებისა და კანონის დაცვაში, უზრუნველყოფს პროფესიონალების კონსულტაციას. ამ კონსულტაციის მისაღებად, ხელმძღვანელები დროულად რეკავენ ეკლესიის ძალადობის დახმარების ხაზზე, სადაც ეს შესაძლებელია (იხ. 32.4.5 და 38.6.2.1). იქ, სადაც ეს შეუძლებელია, პალოს პრეზიდენტი უკავშირდება რეგიონის იურიდიულ მრჩეველს რეგიონალურ ოფისში.

მხოლოდ ერთ შემთხვევაში ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი აზიარებს კონფიდენციალურ ინფორმაციას ასეთი ხელმძღვანელობის გარეშე. ეს ხდება სიცოცხლისთვის საშიში ზიანის ან სერიოზული დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, როცა არ რჩება მითითებების ძიების დრო. ასეთ შემთხვევაში, სხვების დაცვის მოვალეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონფიდენციალურობის დაცვის მოვალეობა. ხელმძღვანელები უნდა უმალვე დაუკავშირდნენ საჯარო უწყებებს.

თუ ხელმძღვანელები აკეთებენ ჩანაწერებს ან ეკონტაქტებიან ერთმანეთს ელექტრონულად, ისინი იცავენ ამ ინფორმაციას ხელმისაწვდომობისგან. ისინი ასევე შლიან ან ანადგურებენ ინფორმაციას, როდესაც ის მათ აღარ სჭირდებათ. საჭიროების გარეშე ისინი არ აზიარებენ პირად ინფორმაციას.

საჯარო უწყებებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს მღვდელმსახურების ხელმძღვანელობისგან კონფიდენციალურობის დარღვევის მოთხოვნა. შეერთებულ შტატებსა და კანადაში მსგავსი სიტუაციების შემთხვევაში დაუკავშირდით ეკლესიის გენერალური მრჩევლის ოფისს:

1-800-453-3860 და დამატებითი ნომერი 2-6301

1-801-240-6301

შეერთებული შტატებისა და კანადას მიღმა, პალოს პრეზიდენტი უკავშირდება რეგიონის იურიდიულ მრჩეველს რეგიონალურ ოფისში.

32.5.4

სახელმწიფო ორგანოებისთვის ანგარიშის ჩაბარება

ზოგიერთ ადამიანს, რომელიც ინანიებს, აქვს დარღვეული სამოქალაქო ან სისხლის სამართლის კანონი. ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოებმა ამის შესახებ არ იციან. ეპისკოპოსები და პალოს პრეზიდენტები აგულიანებენ წევრებს, დაიცვან კანონი და საჭიროების შემთხვევაში შეატყობინონ მსგავსი საკითხების შესახებ. ხელმძღვანელები ასევე ურჩევენ წევრებს, მოხსენების შესადგენად მიიღონ კომპეტენტური იურიდიული რჩევები. ეკლესია ატარებს კანონმორჩილების პოლიტიკას.

ბევრგან, სამღვდელოების ხელმძღვანელებს კანონით მოეთხოვებათ, შეატყობინონ უკანონო ქმედებების შესახებ, თუ ეს მათთვის გახდა ცნობილი. მაგალითად, ზოგი შტატი და ქვეყანა მოითხოვს, რომ ბავშვზე ძალადობის შემთხვევები უნდა შეატყობინონ სამართალდამცავ ორგანოებს.

ზოგიერთ ქვეყანაში ეკლესიამ შექმნა ძალადობის დახმარების კონფიდენციალური ხაზი, ეპისკოპოსებისა და პალოს პრეზიდენტების დასახმარებლად. ამ ხელმძღვანელებმა დაუყოვნებლივ უნდა დარეკონ დახმარების ხაზზე ყოველი სიტუაციის შესახებ, რომელშიც ადამიანი შეიძლება ძალადობის მსხვერპლი გახდეს ან ძალადობის რისკის ქვეშ იმყოფება (იხ. 38.6.2.1). ეს ხაზი მუშაობს ყოველ დღე, დღე-ღამის განმავლობაში.

იმ ქვეყნებში, სადაც არ არის დახმარების ხაზი, ეპისკოპოსი, რომელიც შეიტყობს ძალადობის შესახებ, უნდა დაუკავშირდეს პალოს პრეზიდენტს, რომელმაც უნდა ეძიოს მითითებები რეგიონის იურისტ- კონსულტანთან რეგიონალურ ოფისში.

ძალადობის შეტყობინების შესახებ მეტი ინფორმაცია იხ. 38.6.2.1 და 38.6.2.7.


პიროვნების მონანიებისთვის ხელის შეწყობა - გარემოს შერჩევა


32,5

პიროვნების მონანიებისთვის ხელის შეწყობა - გარემოს შერჩევა

მას შემდეგ, რაც ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი შეიტყობს, რომ წევრმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მან გარკვეული ზომები უნდა მიიღოს სხვების დასაცავად. ის ასევე ეძიებს სულიწმინდის ხელმძღვანელობას იმ გარემოს განსაზღვრაში, რომელიც დაეხმარება ადამიანს მონანიებაში და მაცხოვართან დაახლოებაში.

32,5.1

ხელისშემწყობი ფაქტორები

სამი პარამეტრი ქვემოთ მოცემულ ცხრილში ეხმარება ადამიანს მონანიებაში. ის ასევე აჯამებს ზოგიერთ მოსაზრებას ხელმძღვანელებისთვის, როდესაც ისინი ცდილობენ გადაწყვიტონ, რომელი პარამეტრი გამოიყენონ.

პიროვნების მონანიებისთვის გარემოს შერჩევა

გარემო

რამდენიმე მოსაზრება (იხ. ასევე 32.7)

გარემო

პალოს წევრობის საბჭო

რამდენიმე მოსაზრება (იხ. ასევე 32.7)

  • წევრთათვის, რომლებმაც გაიარეს სატაძრო შემოსვა.

  • აუცილებელია, თუ მამაკაცი ან ქალი, რომლებმაც გაიარეს შემოსვა და სავარაუდოდ გაირიცხებიან წევრობიდან ნებისმიერი სერიოზული ცოდვის ან ქმედების გამო, რაც აღწერილია 32.6.1, 32.6.2, or 32.6.3.

გარემო

მეურვეობის წევრობის საბჭო

რამდენიმე მოსაზრება (იხ. ასევე 32.7)

  • ნებისმიერი წევრისთვის.

  • აუცილებელია სერიოზული ცოდვებისთვის, რომლებიც აღწერილია 32.6.1.

  • შესაძლოა აუცილებელი გახდეს სერიოზული ცოდვებისთვისა და ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია 32.6.2 და 32.6.3.

  • არ არის საკმარისი, თუ მამაკაცი ან ქალი, რომლებმაც გაიარეს შემოსვა და სავარაუდოდ გაირიცხებიან წევრობიდან ნებისმიერი სერიოზული ცოდვის ან ქმედების გამო, რაც აღწერილია 32.6.1, 32.6.2, ან 32.6.3.

გარემო

პირადი რჩევის მიცემა (იხ. 32.8)

რამდენიმე მოსაზრება (იხ. ასევე 32.7)

  • ნებისმიერი წევრისთვის.

  • შეიძლება მოიცავდეს ეკლესიის წევრობის არაოფიციალურ შეზღუდვებს.

  • შესაძლოა არასაკმარისი იყოს სერიოზული ცოდვებისთვისა და ქმედებებისთის, სადაც წევრობის საბჭო უფრო ეფექტური იქნებოდა მონანიების პროცესში (იხ. 32.6.2 და 32.6.3).

  • არ არის საკმარისი სერიოზული ცოდვების შემთხვევაში, სადაც საჭიროა წევრობის საბჭო (იხ. 32.6.1).

  • არ არის საკმარისი, თუ მამაკაცი ან ქალი, რომლებმაც გაიარეს შემოსვა და სავარაუდოდ გაირიცხებიან წევრობიდან ნებისმიერი სერიოზული ცოდვის ან ქმედების გამო, რაც აღწერილია 32.6.1, 32.6.2, ან 32.6.3.

ეპისკოპოსის ან პალოს პრეზიდენტის პირადი რჩევა და არაოფიციალური შეზღუდვები ზოგჯერ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დაეხმაროს ადამიანს სერიოზული ცოდვების მონანიებაში. უფალმა, ამ სიტუაციებში, უზრუნველყო წევრობის საბჭოები ისრაელში მოსამართლის დასახმარებლად. (იხ. გამოსვლა 18:12–27; მოსია 26:29–36; მოძღვრება და აღთქმები 42:80–83102.) ზოგიერთი სერიოზული ცოდვის შემთხვევაში ეკლესიის პოლიტიკა ითხოვს საბჭოს შეკრებას (იხ. 32.6.1). სატაძრო აღთქმების დარღვევის შემთხვევაში იზრდება წევრთა საბჭოს შეკრების აუცილებლობა (იხ. 32.7.4).

მეურვეობაში ეპისკოპოსის მრჩევლები ეხმარებიან წევრობის საბჭოებში. პალოში ეხმარებიან პალოს პრეზიდენტის მრჩევლები. ზოგიერთი სერიოზული ცოდვის შემთხვევაში ეკლესიის პოლიტიკა ითხოვს საბჭოს შეკრებას (იხ. 32.9.2). წევრობის საბჭოზე, ეპისკოპოსობა ან პრეზიდენტობა სიყვარულით ესაუბრება პიროვნებას.

32.5.2

გარემოს და დროის შერჩევა

როდესაც ცდილობენ იმ გარემოს შერჩევას, რომელიც დაეხმარება ადამიანს მონანიებაში, ხელმძღვანელები ეძიებენ სულიწმინდის კარნახს. ამის გარდა, ისინი განიხილავენ შემდეგ ფაქტორებს:

  • ცოდვის სერიოზულობა და ეკლესიის პოლიტიკა საბჭოს შეკრების შესახებ (იხ. 32.6)

  • პიროვნების გარემოებები (იხ. 32.7)

ეპისკოპოსი თათბირობს პალოს პრეზიდენტთან კონკრეტული სიტუაციების შესახებ. მან წევრობის საბჭოს ჩატარებამდე პალოს პრეზიდენტისგან უნდა მიიღოს თანხმობა.

რთულ შემთხვევებში პალოს პრეზიდენტმა შესაძლოა ეძიოს რჩევა თავისი რეგიონის სამოცდაათთან. პალოს პრეზიდენტი უნდა თათბირობდეს რეგიონის პრეზიდენტობასთან საკითხებზე, რომლებიც განხილულია 32.6.3. თუმცა, მხოლოდ პალოს პრეზიდენტი წყვეტს, გაიმართება თუ არა საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით. საბჭოს გამართვის შემთხვევაში პალოს პრეზიდენტი ან ეპისკოპოსი წყვეტს მის შედეგს.

თუ ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ საკმარისია პირადი რჩევის მიცემა, იგი ასრულებს მითითებებს 32.8-დან. თუ ის დაადგენს, რომ საჭიროა წევრობის საბჭო ან თუ ეკლესიის პოლიტიკა მოითხოვს საბჭოს, ის, ვინც მას ატარებს, ასრულებს 32.9–32.14-ში მითითებულ პროცედურებს.

საბჭოს ჩატარებამდე, ეპისკოპოსმა ან პალოს პრეზიდენტმა შეიძლება განსაზღვროს, რომ ყველაზე ეფექტური ზომა იქნებოდა წევრობის არაოფიციალური შეზღუდვა. ის ატარებს საბჭოს მაშინ, როდესაც ეს საუკეთესოდ წაახალისებს წევრის გულწრფელ მონანიებას. თუმცა, მან არ უნდა გადადოს საბჭო, როცა ეს აუცილებელია სხვების დაცვის მიზნით.

32.6

ცოდვის სიძიმე და ეკლესიის პოლიტიკა

ცოდვის სიმძიმე მნიშვნელოვანი საკითხია იმ გარემოების განსაზღვრისას, რომელიც (1) დაეხმარება სხვების დაცვაში და (2) დაეხმარება ადამიანს მონანიებაში. უფალმა თქვა: ვერ შევხედავ ცოდვას ვერანაირი შემწყნარებლობით“ (მოძღვრება და აღთქმები 1:31; იხ.ასევე მოსია 26:29). მისი მსახურები არ უნდა უგულებელყოფდნენ სერიოზული ცოდვის მტკიცებულებებს.

სერიოზული ცოდვები არის ღვთის კანონების გააზრებული დიდი შეურაცხყოფა. ქვემოთ ჩამოთვლილია სერიოზული ცოდვების კატეგორიები.

  • ძალადობის აქტები და შეურაცხყოფა (იხ. 32.6.1.1 და 32.6.2.1.

  • სექსუალური ამორალურობა (იხ. 32.6.1.2 და 32.6.2.2.

  • თაღლითობა (იხ. 32.6.1.3 და 32.6.2.3.

  • ნდობის დაკარგვა (იხ. 32.6.1.4 და 32.6.2.4.

  • სხვა აქტები (იხ. 32.6.1.5 და 32.6.2.5.

შემდეგი სექციები აღწერს, როდის არის საჭირო წევრობის საბჭო, როდის შესაძლოა, გახდეს საჭირო და როდის არ არის საჭირო.

32.6.1

როდის არის საჭირო წევრობის საბჭო

ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი უნდა ატარებდეს წევრობის საბჭოს, როცა მიღებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ წევრმა, სავარაუდოდ, ჩაიდინა ამ სექციაში აღწერილი რომელიმე ცოდვა. ასეთი ცოდვებისთვის საჭიროა საბჭო, მიუხედავად წევრის სულიერი სიმწიფისა და სახარების წვდომისა.

იხ. 32.11 ამ განყოფილებაში ჩამოთვლილი ცოდვებისთვის მოწვეული საბჭოების პოტენციური შედეგებისთვის. წევრობის არაოფიციალური შეზღუდვები ამ საბჭოებისთვის არ განიხილება.

32.6.1.1

ძალადობის აქტები და შეურაცხყოფა

მკვლელობა წევრობის საბჭოს შეკრება საჭიროა, თუ წევრმა ჩაიდინა მკვლელობა. მკვლელობა აქ განიმარტება, როგორც ადამიანის სიცოცლის შეგნებული, გაუმართლებელი ხელყოფა. საჭიროა პიროვნების ეკლესიის წევრობიდან გარიცხვა.

მკვლელობაში არ იგულისხმება პოლიციის ან სამხედრო მოქმედებების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ამ კონტექსტში აბორტი არ განისაზღვრება როგორც მკვლელობა. თუ სიკვდილი გამოწვეული იყო უბედური შემთხვევის ან საკუთარი თავის ან სხვების დასაცავად, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა შეიძლება არ განისაზღვროს როგორც მკვლელობა. ეს შეიძლება ეხებოდეს სხვა სიტუაციებსაც, მაგალითად, როდესაც ადამიანს აქვს შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობები.

გაუპატიურება გაუპატიურება მოითხოვს წევრობის საბჭოს შეკრებას. გაუპატიურება აქ განიმარტება როგორც იძულებითი სქესობრივი კავშირი ან სქესობრივი კავშირი იმ ადამიანთან, რომელსაც კანონიერად არ შეუძლია თანხმობის მიცემა დაქვეითებული გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობების გამო. სქესობრივი კავშირი ორ არასრულწლოვანს შორის, რომლებიც თითქმის თანატოლები არიან, არ განიხილება როგორც გაუპატიურება .

სექსუალურ ძალადობაზე ნასამართლობა. წევრობის საბჭოს შეკრება საჭიროა, თუ წევრი სექსუალური ძალადობის გამო არის ნასამართლევი.

ბავშვზე ან ახალგაზრდაზე ძალადობა. წევრობის საბჭოს შეკრება საჭიროა, თუ პიროვნებამ იძალადა ბავშვზე ან ახალგაზრდაზე, როგორც ეს ახსნილია 38.6.2.3-ში.

მეუღლეზე ან სხვა ზრდასრულ ადამიანზე ძალადობა. არსებობს ძალადობის საქციელის სიმძიმის სპექტრი. იხ. 38.6.2.4 როდესაც საჭიროა წევრობის საბჭო მეუღლის ან სხვა სრულწლოვანის მიმართ ძალადობისთვის.

ძალადობრივი მტაცებლური ქცევა. წევრობის საბჭო აუცილებელია, თუ ზრდასრული გამუდმებით აყენებს ადამიანებს ფიზიკურ ზიანს ძალადობრივი ქცევით და სხვებისთვის წარმოადგენს საფრთხეს.

32.6.1.2

სექსუალური ამორალურობა

ინცესტი წევრობის საბჭოს ჩატარება აუცილებელია ინცესტის შემთხვევაში, როგორც ეს აღწერილია 38.6.10. თითქმის ყოველთვის საჭიროებს პიროვნების ეკლესიის წევრობიდან გარიცხვას.

ბავშვთა პორნოგრაფია. წევრობის საბჭოს შეკრება საჭიროა, თუ პიროვნება ჩართულია ბავშვთა პორნოგრაფიაში, როგორც ეს მოცემულია 38.6.6.

მრავალცოლიანობა. წევრობის საბჭოს შეკრება საჭიროა, თუ წევრი შეგნებულად ირთავს ერთზე მეტ მეუღლეს. ზოგჯერ მრავალცოლიანობა ფარულად ხდება, როდესაც მეუღლემ არ იცის ერთი ან მეტი მეუღლის შესახებ. წევრობის საბჭოს შეკრება საჭიროა, თუ წევრი შეგნებულად ირთავს ერთზე მეტ ცოლს.

მტაცებლური სექსუალური ქცევა. წევრობის საბჭო აუცილებელია, თუ ზრდასრული გამუდმებით აყენებს ადამიანებს სექსუალური ტიპის ზიანს და სხვებისთვის წარმოადგენს საფრთხეს.

32.6.1.3

თაღლითური ქმედებები

მტაცებლური ფინანსური ქცევა. წევრობის საბჭო აუცილებელია, თუ ზრდასრულს აქვს განზრახ და განმეორებით ფინანსური ზიანის მიყენების ისტორია და იგი წარმოადგენს საფრთხეს სხვებისთვის (იხ. 38.6.2.4). ეს მოიცავს ინვესტიციებთან დაკავშირებულ თაღლითობას და მსგავს ქმედებებს. ეკონომიკური პირობების გამო გაუთვალისწინებელი ფინანსური ზარალი არ განიხილება როგორც თაღლითობა. თუ საქმე ეხება დავას, სამღვდელოების ხელმძღვანელებმა შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება, დაელოდონ საბოლოო შედეგს. იხ. 32.6.3.3 თუ წევრი მონაწილეობდა ეკლესიის სახსრების ან ქონების გაფლანგვაში.

32.6.1.4

ნდობის დარღვევა

ეკლესიაში მაღალ პოზიციაზე ყოფნისას სერიოზული ცოდვის ჩადენა. წევრობის საბჭოს შეკრება საჭიროა, თუ წევრი, მაღალ პოზიციაზე ყოფნისას, ჩაიდენს სერიოზულ ცოდვას. ეს მოიცავს მთავარ ხელმძღვანელობას, ეკლესიაში მაღალი წოდების მქონე პირებს, რეგიონის სამოცდაათელებს, ტაძრის პრეზიდენტს ან მის მეუღლეს, მისიის პრეზიდენტს ან მის მეუღლეს, პალოს პრეზიდენტს, პატრიარქს ან ეპისკოპოსს. ეს არ ეხება მრევლის პრეზიდენტებს. თუმცა, მრევლის პრეზიდენტის ეკლესიის წევრობის პრივილეგიები შეიძლება შეიზღუდოს ან გაუქმდეს ისევე, როგორც სხვა წევრებისთვის.

32.6.1.5

ზოგიერთი სხვა ზომა

ყველაზე მძიმე დანაშაულები. წევრობის საბჭოს შეკრება საჭიროა უმეტეს შემთხვევაში, თუ წევრს წაყენებული აქვს მძიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდება.

32.6.2

როდის შეიძლება საჭირო გახდეს წევრთა საბჭოს შეკრება

წევრთა საბჭოს შეკრება შეიძლება საჭირო გახდეს შემდეგ შემთხვევებში.

32.6.2.1

ძალადობის აქტები და შეურაცხყოფა

უფალმა გვიბრძანა: „არ …მოკლა“, … არც რაიმე მსგავსი არ ჩაიდინო“ (მოძღვრება და აღთქმები 59:6;). ძალადობრივი ქმედებები და შეურაცხყოფა, რისთვისაც შესაძლოა საჭირო გახდეს წევრობის საბჭოს მოწვევა, მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება ამით) ქვემოთ ჩამოთვლილ შეთხვევებს:

მკვლელობის მცდელობა. ვინმეს განზრახ მკვლელობის მცდელობა.

სექსუალური ძალადობა, მათ შორის თავდასხმა და შევიწროება. სექსუალური ძალადობა მოიცავს ქმედებების ფართო სპექტრს (იხ. 38.6.18). წევრობის საბჭო შეიძლება საჭირო გახდეს პიროვნებისთვის, რომელიც ვინმეზე სექსუალურად ძალადობდა ან შეურაცხყოფა მიაყენა. საბჭო უფრო მეტად იმისთვის არის საჭირო, რომ დაეხმაროს წევრს მონანიებაში, თუ მან დაარღვია სატაძრო აღთქმები ან თუ განმეორებით ჩაიდინა ცოდვა. იხ. 38.6.18.3 იმ შემთხვევებისთვის, როცა საბჭო არის საჭირო.

მეუღლეზე ან სხვა ზრდასრულ ადამიანზე ძალადობა. არსებობს შეურაცხმყოფელი ქცევის სიმძიმის სპექტრი (იხ. 38.6.2.4). წევრობის საბჭოს შეკრება შესაძლოა აუცილებელი გახდეს პიროვნებისთვის, რომელმაც იძალადა მეუღლეზე ან სხვა ზრდასრულ ადამიანზე. საბჭო უფრო მეტად იმისთვის არის საჭირო, რომ დაეხმაროს წევრს მონანიებაში, თუ მან დაარღვია სატაძრო აღთქმები ან თუ განმეორებით ჩაიდინა ცოდვა. იხ. 38.6.2.4 იმ შემთხვევებისთვის, როცა საბჭო არის საჭირო.

32.6.2.2

სექსუალური ამორალურობა

უფლის უმანკოების კანონი ნიშნავს თავშეკავებას სქესობრივი ურთიერთობისგან მამაკაცსა და ქალს შორის, თუ ისინი არ იმყოფებიან კანონიერ ქორწინებაში (იხ. გამოსვლა 20:14; მოძღვრება და აღთქმები 63:16). სექსუალური ამორალურობის შემთხვევაში, როგორც ეს აღწერილია 38.6.5-ში, შესაძლოა საჭირო გახდეს წევრობის საბჭოს შეკრება. ამ შემთხვევებში საბჭო უფრო მეტად იმისთვის არის საჭირო, რომ დაეხმაროს წევრს მონანიებაში, თუ მან დაარღვია სატაძრო აღთქმები ან თუ განმეორებით ჩაიდინა ცოდვა. იხ. 32.6.1.2 იმ შემთხვევებისთვის, როცა საბჭო არის საჭირო.

32.6.2.3

თაღლითური ქმედებები

ათი მცნება გვასწავლის: „არ იქურდო“ ან „არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ“ (გამოსვლა 20:15-16). წევრობის საბჭოს შეკრება შესაძლოა აუცილებელი გახდეს ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა ძარცვა, ყაჩაღობა, ქურდობა, ფლანგვა, ცრუმოწმეობა ან თაღლითობა. იხ. 38.8.2 თაღლითობა ჯგუფებში. ამ შემთხვევებში საბჭო უფრო მეტად იმისთვის არის საჭირო, რომ დაეხმაროს წევრს მონანიებაში, თუ მან დაარღვია სატაძრო აღთქმები ან თუ განმეორებით ჩაიდინა ცოდვა.

იხ. 38.8.2 თაღლითობა ჯგუფებში. იხ. 32.6.1.3 იმ შემთხვევებისთვის, როცა საბჭო არის საჭირო. იხ. 32.6.3.3 თუ წევრი მონაწილეობდა ეკლესიის სახსრების ან ქონების გაფლანგვაში.

32.6.2.4

ნდობის დარღვევა

წევრთა საბჭოს შეკრება შეიძლება საჭირო გახდეს, თუ წევრი:

  • ეკლესიაში თანამდებობაზე ან თემში ნდობით აღჭურვილი პირის პოზიციაზე ყოფნისას ჩაიდენს სერიოზულ ცოდვას.

  • ჩაიდენს კარგად ცნობილ ცოდვას.

ასეთ სიტუაციებში საბჭო უფრო მეტად იმისთვის არის საჭირო, რომ დაეხმაროს წევრს მონანიებაში, თუ მან დაარღვია სატაძრო აღთქმები ან თუ განმეორებით ჩაიდინა ცოდვა.

იხ. 32.6.1.4 იმ შემთხვევებისთვის, როცა საბჭო არის საჭირო. იხ. 32.6.3.3 თუ წევრი მონაწილეობდა ეკლესიის სახსრების ან ქონების გაფლანგვაში.

32.6.2.5

ზოგიერთი სხვა ზომა

მეფე ბენიამინი ასწავლიდა: „მე არ შემიძლია გითხრათ ყველაფერი იმის შესახებ, რითაც შეგიძლიათ ცოდვის ჩადენა; რადგან არსებობს მრავალგვარი გზა და საშუალება, იმდენად ბევრი, რომ არ შემიძლია მათი ჩამოთვლა“ (მოსია 4:29). საბჭოს შეკრება შეიძლება საჭირო გახდეს, თუ წევრი:

  • ავლენს სერიოზული ცოდვების ჩადენის ნიშნებს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 82:7).

  • მიზანმიმართულად თავს არიდებს ოჯახურ ვალდებულებებს, მათ შორის ბავშვის დახმარებასა და ალიმენტის გადახდას.

  • ემუქრება ფიზიკური ძალადობით, პირადად თუ ონლაინ (იხ. 32.2.1).

  • ყიდის არალეგალურ ნარკოტიკებს.

  • სჩადის სხვა სერიოზულ კრიმინალურ ქმედებებს.

ასეთ სიტუაციებში საბჭო უფრო მეტად იმისთვის არის საჭირო, რომ დაეხმაროს წევრს მონანიებაში, თუ მან დაარღვია სატაძრო აღთქმები ან თუ განმეორებით ჩაიდინა ცოდვა.

წევრობის საბჭო შეიძლება საჭირო გახდეს, თუ წევრი ემორჩილება, ასრულებს, ხელს უწყობს, იხდის აბორტის საფასურს ან წაახალისებს პიროვნებას აბორტის გასაკეთებლად. მითითებებისთვის იხ. 38.6.1 .

როდის შეიძლება საჭირო გახდეს წევრობის საბჭოს შეკრება

ცოდვის ტიპი

წევრობის საბჭოს შეკრება საჭიროა (იხ. 32.6.1)

წევრობის საბჭოს შეკრება შეიძლება საჭირო გახდეს (იხ. 32.6.2):

ცოდვის ტიპი

ძალადობის აქტები და შეურაცხყოფა

წევრობის საბჭოს შეკრება საჭიროა (იხ. 32.6.1)

  • მკვლელობა

  • გაუპატიურება

  • სექსუალურ ძალადობაზე ნასამართლობა

  • ბავშვზე ან ზრდასრულზე ძალადობა

  • ძალადობრივი მტაცებლური ქცევა

წევრობის საბჭოს შეკრება შეიძლება საჭირო გახდეს (იხ. 32.6.2):

  • მკვლელობის მცდელობა

  • სექსუალური ძალადობა, მათ შორის თავდასხმა და შევიწროება (იხ. 38.6.18 იმ შემთხვევებისთვის, როცა საბჭო არის საჭირო)

  • მეუღლეზე ან სხვა ზრდასრულ ადამიანზე ძალადობა (იხ. 38.6.2.4 იმ შემთხვევებისთვის, როცა საბჭო არის საჭირო)

ცოდვის ტიპი

სექსუალური ამორალურობა

წევრობის საბჭოს შეკრება საჭიროა (იხ. 32.6.1)

  • ინცესტი

  • ბავშვთა პორნოგრაფია.

  • მრავალცოლიანობა

  • მტაცებლური სექსუალური ქცევა

წევრობის საბჭოს შეკრება შეიძლება საჭირო გახდეს (იხ. 32.6.2):

  • მრუშობა, სიძვა, ერთსქესიანი ურთიერთობები და ყველა სხვა სექსუალური ურთიერთობა მამაკაცსა და ქალს შორის, კანონიერი ქორწინების მიღმა, მათ შორის სექსუალური ხასიათის შეხვედრები ონლაინ ან ტელეფონით

  • კოჰაბიტაცია, სამოქალაქო გაერთიანებები და პარტნიორობა და ერთსქესიანთა ქორწინება

  • პორნოგრაფიის ინტენსიური ან იძულებითი გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა წევრის ქორწინებას ან ოჯახს

ცოდვის ტიპი

თაღლითური ქმედებები

წევრობის საბჭოს შეკრება საჭიროა (იხ. 32.6.1)

  • მტაცებლური ფინანსური ქცევა, როგორიცაა თაღლითობა და მსგავსი აქტივობები (იხ. 32.6.3.3 თუ წევრი მონაწილეობდა ეკლესიის სახსრების ან ქონების გაფლანგვაში)

წევრობის საბჭოს შეკრება შეიძლება საჭირო გახდეს (იხ. 32.6.2):

  • ძარცვა, ყაჩაღობა, ქურდობა ან გაფლანგვა (იხ. 32.6.3.3 თუ წევრი მონაწილეობდა ეკლესიის სახსრების ან ქონების გაფლანგვაში)

  • ცრუ ჩვენება

ცოდვის ტიპი

ნდობის დარღვევა

წევრობის საბჭოს შეკრება საჭიროა (იხ. 32.6.1)

  • ეკლესიაში მაღალ პოზიციაზე ყოფნისას სერიოზული ცოდვის ჩადენა

წევრობის საბჭოს შეკრება შეიძლება საჭირო გახდეს (იხ. 32.6.2):

  • ეკლესიაში მაღალ პოზიციაზე ან თემში ნდობით აღჭურვილი პირის ყოფნის დროს სერიოზული ცოდვის ჩადენა (იხ. 32.6.3.3 თუ წევრი მონაწილეობდა ეკლესიის სახსრების ან ქონების გაფლანგვაში)

  • ჩაიდენს კარგად ცნობილ სერიოზულ ცოდვას

ცოდვის ტიპი

ზოგიერთი სხვა ზომა

წევრობის საბჭოს შეკრება საჭიროა (იხ. 32.6.1)

  • ყველაზე მძიმე დანაშაულები

წევრობის საბჭოს შეკრება შეიძლება საჭირო გახდეს (იხ. 32.6.2):

  • აბორტი (გარდა 38.6.1 -ში აღწერილი გამონაკლისისა)

  • სერიოზული ცოდვების მაგალითები

  • ოჯახური ვალდებულებებისგან მიზანმიმართული თავის არიდება, მათ შორის ბავშვის დახმარებასა და ალიმენტის გადახდაზე.

  • არალეგალური ნარკოტიკების გაყიდვა

  • სხვა სერიოზული კრიმინალური ქმედებები

32.6.3

როდის თათბირობს პალოს პრეზიდენტი რეგიონის პრეზიდენტობასთან წევრობის საბჭოს ან სხვა ქმედებების საჭიროების შესახებ

ზოგიერთი საკითხი მოითხოვს დამატებით მგრძნობელობას და ხელმძღვანელობას. პალოს პრეზიდენტმა რეგიონის პრეზიდენტობასთან თათბირით უნდა დაადგინოს, თუ როგორ დაეხმაროს ყველაზე ეფექტურად ამ სექციაში აღწერილ სიტუაციებში. თუმცა, მხოლოდ პალოს პრეზიდენტი წყვეტს, გაიმართება თუ არა საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით. საბჭოს გამართვის შემთხვევაში პალოს პრეზიდენტი წყვეტს მის შედეგს.

თუ წევრობის საბჭო იმართება ამ ნაწილში ჩამოთვლილი ერთ-ერთი საკითხის გამო, საბჭოს გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კატეგორიას „შეზღუდვები არ ეხება“, „წევრობის ოფიციალური შეზღუდვა“ ან „წევრობიდან გარიცხვა“. პიროვნების ეკლესიაში ხელახლად დასაშვებად ან ოფიციალური შეზღუდვების მოსახსნელად საჭიროა პირველი პრეზიდენტობის თანხმობა (იხ. 32.16.1, ნომერი 9).

32.6.3.1

სხვა ქმედებები

თუ წევრობის საბჭო არ ჩატარდება, სხვა ზომებში შესაძლოა იგულისხმებოდეს:

  • წევრობის არაოფიციალური შეზღუდვები (იხ. 32.8.3).

  • წევრობის საბჭოს ანოტაცია (იხ. 32.14.5).

  • წეს-ჩვეულებების შეზღუდვები, რომლებიც ზღუდავს ადამიანს მღვდლობის მიღებასა ან განხორციელებაში ან სატაძრო რეკომენდაციის მიღებაში ან გამოყენებაში.

პალოს პრეზიდენტი თათბირობს რეგიონის პრეზიდენტობასთან შემდეგი გადაწყვეტილებების მიღებამდე:

32.6.3.2

განდგომა

განდგომის საკითხების გავლენა ხშირად სცდება მეურვეობის ან პალოს საზღვრებს. ესეთი საკითხები უნდა მოგვარდეს უმალვე, სხვების დაცვის მიზნით.

ეპისკოპოსი თათბირობს პალოს პრეზიდენტთან, თუ ის თვლის, რომ წევრის ქმედება შეიძლება განიხილებოდეს როგორც განდგომა. ეპისკოპოსს ან პალოს პრეზიდენტს შეუძლია, შეუფარდონ წევრს წევრობის არაოფიციალური შეზღუდვები (იხ. 32.8.3). პალოს პრეზიდენტი უმალვე იწყებს თათბირს რეგიონის პრეზიდენტობასთან. თუმცა, მხოლოდ პალოს პრეზიდენტი წყვეტს, გაიმართება თუ არა წევრობის საბჭო ან იქნება თუ არა მიღებული სხვა საჭირო ზომები.

განდგომა როგორც აქ არის აღწერილი, გულისხმობს წევრის მონაწილეობას ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებაში:

  • მკაფიოდ და მიზანმიმართულად საჯაროდ მოქმედებს ეკლესიის, მისი დოქტრინის, პოლიტიკისა ან ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.

  • დაჟინებით ასწავლიან, როგორც ეკლესიის დოქტრინას, იმას, რაც არ არის ეკლესიის დოქტრინა, მას შემდეგაც კი, რაც ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი შეუსწორებს შეცდომას

  • ეკლესიის წევრების რწმენისა და საქმიანობის შესუსტებაზე მიზანმიმართული მუშაობის გამომჟღავნება

  • აგრძელებს განდგომილი სექტების დოქტრინის სწავლებას, მას შემდეგაც კი, რაც ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი შეუსწორებს შეცდომას

  • სხვა ეკლესიაში ოფიციალურად გაწევრიანება და მისი სწავლებების ხელშეწყობა (მხოლოდ ეკლესიაში სრული უმოქმედობა ან სხვა ეკლესიაში სიარული არ განიხილება, როგორც განდგომა. თუმცა, თუ წევრი ოფიციალურად შეუერთდება სხვა ეკლესიას და მხარს უჭერს მის სწავლებას, შესაძლოა საჭირო გახდეს მისი წევრობიდან გარიცხვა).

მხსნელი ასწავლიდა ნეფიელებს, რომ მათ უნდა გაეგრძელებინათ მსახურება პიროვნებისთვის, რომელმაც შესცოდა. „მაგრამ, თუ არ მოინანიებს – არ ჩაითვლება ჩემს ხალხში, რათა არ გაანადგუროს ჩემი ხალხი“3 ნეფი 18:31).

32.6.3.3

ეკლესიის თანხების გაფლანგვა

თუ წევრი გაფლანგავს ეკლესიის თანხებს ან მიითვისებს ეკლესიის ძვირფას ქონებას, პალოს პრეზიდენტი თათბირობს რეგიონის პრეზიდენტობასთან იმის შესახებ, საჭირო იქნება წევრობის საბჭოს მოწვევა თუ სხვა ზომების მიღება. ხელმძღვანელები განიხილავენ:

  • მითვისებული ან გაფლანგული თანხის რაოდენობას.

  • იყო ეს გაფლანგვა ერთჯერადი თუ მრავალჯერადი.

  • მოხდა თუ არა ანაზღაურება.

  • პიროვნების სინანულის დონე.

  • რა პოზიციაზე იმყოფებოდა წევრი (იხ. 32.6.1.4 წევრებისთვის, რომლებსაც უკავიათ მაღალი პოზიციები ეკლესიაში).

პალოს პრეზიდენტი იტყობინება ხელმძღვანელისა და კლერკის რესურსები-ში:

  • წევრობის საბჭოს შედეგს

  • რომ მან ითათბირა რეგიონის პრეზიდენტობასთან და გადაწყვიტა, რომ წევრობის საბჭო არ არის საჭირო

თუ ეკლესიის აუდიტის დეპარტამენტი დაადგენს, რომ ხელმძღვანელმა ან ეკლესიის თანამშრომელმა გაფლანგა ეკლესიის სახსრები ან ქონება, პირველი პრეზიდენტობა ზოგადად ბრძანებს, რომ მისი წევრობის ჩანაწერში კომენტარები უნდა გაკეთდეს. „ხელმძღვანელი“ განისაზღვრება როგორც პიროვნება, რომელსაც უკავია მნიშვნელოვანი პოზიცია ეკლესიაში, ასევე ეს ეხება მრჩევლებს, კლერკებსა და მრევლის პრეზიდენტებს. როცა მონანიება დასრულდება, პალოს პრეზიდენტს შეუძლია, მოითხოვოს კომენტარების წაშლა (იხ. 32.14.5 და 34.7.5). კომენტარები არ ნიშნავს, რომ წევრობის საბჭოს ან სხვა ქმედებებს ჰქონდა ადგილი.

32.6.3.4

ტრანსგენდერები

ეპისკოპოსები ან პალოს პრეზიდენტები, რომლებიც მუშაობენ ტრანსგენდერებთან, უნდა ასრულებდნენ მითითებებს 38.6.23-დან.

32.6.4

როდის არ არის წევრობის საბჭო აუცილებელი

წევრობის საბჭოს შეკრება, როგორც წესი, არ არის საჭირო შემდეგ შემთხვევებში:

32.6.4.1

ეკლესიის ზოგიერთი სტანდარტის შეუსრულებლობა

წევრობის საბჭო არ ტარდება ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში: თუმცა, ყურადღება მიაქციეთ ბოლო პუნქტს.

  • ეკლესიაში არააქტიურობა

  • ეკლესიის ვალდებულებების არშესრულება

  • მეათედის გადაუხდელობა

  • უმოქმედების ცოდვა

  • მასტურბაცია

  • სიბრძნის სიტყვის დარღვევა

  • პორნოგრაფიის გამოყენება, გარდა ბავშვთა პორნოგრაფიისა (როგორც ეს დაწერილია 38.6.6-ში ან ინტენსიური და იძულებითი პორნოგრაფიის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა წევრის ქორწინებას ან ოჯახს (როგორც ეს აღწერილია 38.6.13-ში).

32.6.4.2

ბიზნესის წარუმატებლობა ან ვალების გადაუხდელობა

ხელმძღვანელებმა არ უნდა გამოიყენონ წევრობის საბჭოები ბიზნეს დავების მოსაგვარებლად. ბიზნესის წარუმატებლობა და ვალების გადაუხდელობა არ არის წევრობის საბჭოს გამართვის მიზეზი. თუმცა, საბჭო უნდა გაიმართოს სერიოზული თაღლითური ქმედებებისთვის ან სხვა სერიოზული ფინანსური თაღლითობის გამო (იხ. 32.6.1.3).

32.6.4.3

სამოქალაქო დავები

წევრობის საბჭოები არ იმართება სამოქალაქო დავების განსახილველად (იხ. მოძღვრება და აღთქმები 134:11).

32.7

პიროვნების გარემოება

უფალმა თქვა: „ჩემი მოწყალე ხელი გამოწვდილია თქვენკენ და რომელიც მოვა – მივიღებ; და კურთხეულნი არიან ისინი, რომლებიც ჩემთან მოდიან“ (3 ნეფი 9:14). პიროვნების გარემოებები მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ განისაზღვროს:

  • შესაბამისი გარემო, რომელიც დაეხმარება მას, მოინანიოს სერიოზული ცოდვები (იხ. 32.5 და 32.6).

  • გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება პირადი რჩევის მიცემის დროს ან წევრობის საბჭოებში (იხ. 32.8 და 32.11).

ეპისკოპოსები და მრევლის პრეზიდენტები ეძიებენ უფლის ჩანაფიქრითა და ნებით მოქმედებას ყოველ სიტუაციაში. ისინი ითვალისწინებენ შემდეგ ფაქტორებს იმის განსაზღვრისას, თუ რომელი პარამეტრი გამოიყენონ და როგორი იქნება შედეგი. ეს ფაქტორები არ კარნახობს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. პირიქით, ისინი დახმარებას უწევენ გადაწყვეტილებას, რომელიც ხელმძღვანელებმა უნდა მიიღონ ლოცვით და სულიწმინდის ხელმძღვანელობით.

32.7.1

ცოდვის სიდიდე

ცოდვის სერიოზულობა განიზომება მისი სიდიდით. იგულისხმება ჩადენილი ცოდვების რაოდენობა და სიხშირე, მათგან მიყენებული ზიანის სიმძიმე და მათგან დაზარალებულთა რაოდენობა.

32.7.2

დაზარალებულის ინტერესები

ხელმძღვანელები განიხილავენ მსხვერპლთა და სხვათა ინტერესებს. ეს შეიძლება მოიცავდეს პიროვნების მეუღლეს და ოჯახის სხვა წევრებს. ხელმძღვანელები ასევე განიხილავენ ზიანის სიმძიმეს.

32.7.3

მონანიების მტკიცებულება

საჭიროა სულიერი ხელმძღვანელობა იმის ამოსაცნობად, გულწრფელად მოინანია თუ არა ადამიანმა. ასეთი მონანიება უფრო საიმედოდ ვლინდება დროთა განმავლობაში მართალი ქმედებებით, ვიდრე ერთი გასაუბრების დროს გამოხატული ძლიერი მწუხარებით. გასათვალისწინებელი ფაქტორები მოიცავს:

  • იესო ქრისტეში რწმენის ძალას.

  • ცოდვის აღიარების ბუნებას.

  • ცოდვის გამო მწუხარების სიღრმეს.

  • დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურებას.

  • კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

  • წარმატებებს ცოდვის აღმოფხვრაში.

  • ცოდვის ჩადენის შემდეგ მცნებების დაცვის ერთგულებას.

  • პატიოსნებას ეკლესიის ხელმძღვანელებისა და სხვების მიმართ.

  • ეკლესიის ხელმძღვანელების რჩევის გათვალისწინების სურვილს.

გამოსახულება
ქალი ლოცულობს

32.7.4

სატაძრო წეს-ჩვეულებების დარღვევა

უფალმა განაცხადა: „ვინაიდან მას, ვისაც ბევრი ებოძა, ბევრიც მოეთხოვება“ (მოძღვრება და აღთქმები 82:3). ადამიანმა, რომელმაც გაიარა სატაძრო შემოსვა, დადო აღთქმა, რომ იცხოვრებს უფრო მაღალი სტანდარტებით. ამ აღთქმების დარღვევა ამძიმებს ცოდვას. იზრდება წევრობის საბჭოს შეკრების აუცილებლობა.

32.7.5

ნდობით აღჭურვილი პიროვნება ანუ ხელმძღვანელი

ცოდვის სიმძიმე ძლიერდება, თუ ადამიანმა ჩაიდინა იგი ნდობით აღჭურვილი პირის ან მაღალი თანამდებობის პოზიციაზე ყოფნისას, როგორიცაა მშობელი, ხელმძღვანელი ან მასწავლებელი.

32.7.6

გამეორება

ერთი და იგივე სერიოზული ცოდვის ჩადენა შეიძლება მიუთითებდეს ღრმად გამჯდარ ჩვევაზე ანუ დამოკიდებულებაზე, რომელიც აფერხებს ჭეშმარიტი მონანიების პროგრესს. წევრობის შეზღუდვის გარდა, შესაძლოა საჭირო გახდეს მავნე ჩვევებისგან განთავისუფლების პროგრამა ან პროფესიონალის კონსულტაცია (იხ. 32.8.2).

32.7.7

ასაკი, სიმწიფე და გამოცდილება

ხელმძღვანელები ითვალისწინებენ ასაკს, სიმწიფეს და გამოცდილებას, როდესაც მოძღვრავენ წევრს ან იღებენ წევრობის საბჭოს გადაწყვეტილებას. ლმობიერება ხშირად გამოსადეგია მათ მიმართ, ვინც სახარებაში ჯერ არ მომწიფდა. მაგალითად, ლმობიერება შეიძლება მიზანშეწონილი იყოს ახალგაზრდა წევრების მიმართ ამორალურ საქციელთან მიმართებაში, თუკი ისინი მიატოვებენ ცოდვას და გამოხატავენ გულწრფელ მონანიებას. თუმცა, თუ ისინი არ შეცვლიან საქციელს, შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო სერიოზული ქმედებები.

32.7.8

მენტალური შესაძლებლობები

მენტალური პრობლემები, მავნე ჩვევები ან შეზღუდული მენტალური შესაძლებლობები არ ამართლებს ადამიანს, რომელმაც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. თუმცა ეს ფაქტორები გასათვალისწინებელია. ხელმძღვანელები ეძიებენ, როგორც ადამიანის მონანიებაში დახმარების ნაწილს, უფლის მითითებას პიროვნების მიერ სახარების პრინციპებისა და პასუხისმგებლობის დონის წვდომის შესახებ.

32.7.9

ნებაყოფლობითი აღიარება

ნებაყოფლობითი აღიარება და ღვთიური მწუხარება საკუთარი საქციელის გამო, აჩვენებს მონანიების სურვილს.

32.10.7

დროის მონაკვეთი ცოდვისა და აღიარების შუალედში

აღსარება მონანიების ნაწილია და არ უნდა გადაიდოს. ზოგჯერ ცოდვას მოჰყვება აღდგენისა და ერთგული ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი. თუ წევრი აღიარებს ცოდვას და აღარ სჩადის მას, ეს შეიძლება იმის მაჩვენებელი იყოს, რომ იგი განთავისუფლდა მისგან. ამ შემთხვევაში, აღიარებამ შეიძლება უფრო დაასრულოს, ვიდრე დაიწყოს მონანიების პროცესი.

32.11.7

ცოდვები, რომლებიც ეხება წევრებს სხვა მეურვეობიდან ან პალოდან

ზოგჯერ წევრები, რომლებმაც ერთად ჩაიდინეს სერიოზული ცოდვა, სხვადასხვა მეურვეობებში ან პალოებში ცხოვრობენ. ამ სიტუაციაში პალოს პრეზიდენტები ერთად თათბირობენ წევრობის შეზღუდვის საჭიროებისა ან საბჭოს შესახებ. ისინი ასევე განიხილავენ, აქვს თუ არა აზრი იმას, რომ შეზღუდვები ან საბჭოს გადაწყვეტილებები იყოს ერთნაირი თუ არის სხვა საკითხები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს განსხვავებული შედეგების საჭიროებაზე.


პირადი რჩევის მიცემა


32.8

პირადი რჩევის მიცემა და წევრობის არაფორმალური შეზღუდვები

პირადი რჩევის მიცემა ხშირად საკმარისია იმისთვის, რომ დაიცვათ სხვები და დაეხმაროთ პიროვნებას, მონანიების მეშვეობით მიიღოს წვდომა იესო ქრისტეს გამომსყიდველ ძალაზე. ასეთმა რჩევის მიცემამ შეიძლება დაიცვან წევრები უფრო სერიოზული ცოდვების ჩადენისგან. პირადი რჩევის მიცემისას, ხელმძღვანელებს ასევე შეუძლიათ, დააწესონ წევრობის არაოფიციალური შეზღუდვები, რათა დაეხმარონ წევრს, მოინანიოს ზოგიერთი სერიოზული ცოდვა (იხ. 32.8.3).

სერიოზული ცოდვების ჩადენას მსუბუქად არ უნდა მოეკიდოთ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 1:31). სატაძრო აღთქმების დარღვევა ზრდის წევრობის საბჭოს მოწვევის ალბათობას (იხ. 32.7.4).

ქვემოთ ჩამოთვლილია სახელმძღვანელოები, რომლებიც ეხმარება ხელმძღვანელებს გაიგონ, როდის შეიძლება იყოს საკმარისი რჩევის მიცემა და არაოფიციალური შეზღუდვები (იხ. ასევე 32.7):

  • ადამიანს არ ჩაუდენია ცოდვა, რომელიც წევრთა საბჭოს საჭიროებს (იხ. 32.6.1).

  • პიროვნებამ ნებაყოფლობით აღიარა და გულწრფელად მოინანია.

  • ადამიანი ინანიებს მძიმე ცოდვას, რომელიც მანამდე არ ჩაუდენია.

  • პიროვნების ცოდვის გამო არ დარღვეულა სატაძრო წეს-ჩვეულება.

  • ადამიანს აქვს მნიშვნელოვანი შემამსუბუქებელი გარემოებები.

32.8.1

პირადი რჩევის მიცემა

შემდეგი მითითებები გამოიყენება, როდესაც ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი პირად რჩევას აძლევს წევრს, რათა დაეხმაროს მას მონანიებაში.

  • მოითხოვეთ მხოლოდ საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ დაადგინოთ (1) წევრის დამოკიდებულება ცოდვილი ქცევის მიმართ და (2) ქცევის ბუნება, სიხშირე და ხანგრძლივობა. ნუ ითხოვთ დეტალებს იმის მიღმა, რაც აუცილებელია სიტუაციის გასაგებად. ნუ დასვამთ პირადი ცნობისმოყვარეობისგან წარმოშობილ კითხვებს.

  • ჰკითხეთ, როგორ იმოქმედა ამ საქციელმა სხვებზე.

  • ფოკუსირება მოახდინეთ პოზიტიურ პირობებზე, რომლებიც აღრმავებს წევრის მოქცევას და უფლისადმი ერთგულებას. წაახალისეთ წევრი, განახორციელოს კონკრეტული ქმედებები იმისთვის, რომ მოხდეს მისი მონანიებისთვის საჭირო საქციელისა და გულის შეცვლა. მოიწვიეთ იგი, დაუახლოვდეს მაცხოვარს, ეძიოს მისი ძალა და იგრძნოს მისი გამომსყიდველი სიყვარული.

  • წაახალისეთ სულის ასამაღლებელი ღონისძიებები, როგორიცაა ლოცვა, წმინდა წერილების შესწავლა და საეკლესიო შეხვედრებზე დასწრება. ასწავლეთ, რომ ოჯახურმა ისტორიამ და სატაძრო სამუშაომ შეიძლება შეამციროს მოწინააღმდეგის გავლენა. წაახალისეთ სხვების მსახურება და სახარების გაზიარება.

  • წაახალისეთ ცოდვებისგან დაზარალებულთა ანაზღაურება და პატიების თხოვნა

  • წაახალისეთ ცუდი გავლენისგან თავის დაღწევა. დაეხმარეთ წევრებს პრევენციული ზომების მიღებაში, რათა შეეწინააღმდეგონ კონკრეტულ ცდუნებებს.

  • აღიარეთ, რომ თქვენ ხართ წინამძღოლი და არა პროფესიონალი მრჩეველი. თქვენი რჩევის გარდა, ზოგიერთი წევრისთვის სასარგებლო იქნება ქცევითი კონსულტაციები. ზოგს მენტალური პრობლემები აქვს. საჭიროების შემთხვევაში ურჩიეთ წევრებს, ეძიონ დახმარება კვალიფიციური სამედიცინო და მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალებისგან (იხ. 31.3.6).

  • წევრობაზე არაოფიციალური შეზღუდვის დაწესებამდე ეძიეთ სულიწმინდის ხელმძღვანელობა. შესაძლოა, ზოგიერთი წევრისთვის უფრო სასარგებლო იყოს ეკლესიის წევრობის პრივილეგიებით აქტიურად სარგებლობა, ვიდრე მათი შეზღუდვა.

  • გააგრძელეთ გამხნევება, სულიერი სიძლიერის განმტკიცება და დააკვირდით წინსვლას.

მას შემდეგ, რაც წევრი აღიარებს ცოდვას ეპისკოპოსთან ან პალოს პრეზიდენტთან, მონიტორინგის კონსულტაციის ჩატარება შესაძლოა რამდენიმე სხვადასხვა ხერხით. თავად ხელმძღვანელს შეუძლია ამის უზრუნველყოფა. ან (წევრის თანხმობის საფუძველზე) ხელმძღვანელს შეუძლია, დაავალოს ეს ერთ-ერთ მრჩეველს.

წევრის თანხმობით, ეპისკოპოსს ან პალოს პრეზიდენტს შეუძლია, დახმარების გასაწევად დანიშნოს უხუცესთა ქვორუმის ან მოწყალების საზოგადოების წევრები. ახალგაზრდების შემთხვევაში მას შეუძლია, დანიშნოს დასახმარებლად ახალგაზრდა ქალების პრეზიდენტობა ან აარონის სამღვდელოების ქვორუმის მრჩევლები. მათ, ვისაც დაევალათ დახმარება, უფლება აქვთ, მიიღონ შთაგონება ამ დავალების შესასრულებლად (იხ. 4.2.6).

როდესაც ვინმეს ეძლევა დავალება, დაეხმაროს შემდგომ კონსულტაციებში, ხელმძღვანელი უზიარებს ამ პირს მხოლოდ წევრის დასახმარებლად აუცილებელ ინფორმაციას. პიროვნება, რომელმაც დავალება მიიღო, უნდა შეინარჩუნოს კონფიდენციალურობა. მან ასევე უნდა მოახსენოს ეპისკოპოსს წევრის წინსვლისა და საჭიროებების შესახებ.

გამოსახულება
ქალი ლოცულობს

32.8.2

მავნე ჩვევების მქონე ადამიანების დახმარება

პირადი კონსულტაცია ზოგჯერ გულისხმობს წევრების დახმარებას ისეთი ცოდვების მონანიებაში, რომლებიც დაკავშირებულია ან გამოწვეულია მავნე ჩვევებით. ეს ჩვევები შეიძლება უკავშირდებოდეს ნივთიერებებს ან ქცევის ფართო სპექტრს. მავნე ჩვევები ზიანს აყენებს ცალკეულ პიროვნებებს, ქორწინებას და ოჯახს. ეპისკოპოსებს შეუძლიათ, ურჩიონ წევრებს, ეძიონ დახმარება მავნე ჩვევებისგან განთავისუფლების ეკლესიის პროგრამებში და კვალიფიციური სამედიცინო და მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალებისგან.

პორნოგრაფიის გამოყენება სულ უფრო ხშირად გვხვდება. მისმა ინტენსიურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს იძულებითი ჩვევა ან, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, დამოკიდებულება. ნებისმიერ შემთხვევაში პორნოგრაფიის გამოყენება - ინტენსიური თუ შემთხვევითი, საზიანოა. ის სულიწმინდას განდევნის. ის ასუსტებს ჩვენს უნარს, მივიღოთ ძალა, რომელიც აღთქმების დაცვით მოდის. ეს ასევე აზიანებს ძვირფას ურთიერთობებს.

პორნოგრაფიის გამოყენების შემთხვევაში, როგორც წესი, საკმარისია პირადი კონსულტაცია წევრთან და წევრობის არაოფიციალური შეზღუდვები. წევროის საბჭო, როგორც წესი, არ არის უცილებელი. გამონაკლისები იხილეთ 38.6.6 და 38.6.13. შესაძლოა, საჭირო გახდეს პროფესიონალის კონსულტაცია.

პალოს პრეზიდენტები და ეპისკოპოსები, საჭიროებისას, მხარს უჭერენ ოჯახის წევრებს. ახალგაზრდებისთვის რჩევის მიცემისას პორნოგრაფიის გამოყენების შესახებ შესაძლოა მშობლების ჩართვაც. დაქორწინებულ ადამიანთან კონსულტაციისას შესაძლოა მეუღლის ჩართვა.

დამატებითი ინფორმაცია პორნოგრაფიაში ჩართულ წევრთათვის კონსულტაციის ჩატარების შესახებ იხ. 38.6.13.

32.8.3

წევრობის არაოფიციალური შეზღუდვები

იმის გარდა, რომ კონსულტაციის დროს ეპისკოპოსი ან მრევლის პრეზიდენტი ამხნევებს პიროვნებას დადებითი ქმედებების ჩასადენად, მას ასევე შეუძლია, გარკვეული დროით არაოფიციალურად შეუზღუდოს მას ეკლესიის წევრობის ზოგიერთი პრივილეგია. ამ შეზღუდვების გონივრულად ამოქმედება შეიძლება დაეხმაროს ადამიანს მონანიებასა და სულიერ წინსვლაში. ისინი განიხილება, როგორც არაოფიციალური რადგან არ არის შეტანილი წევრობის ჩანაწერებში.

არაოფიციალური შეზღუდვები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე ან, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტხანს, რათა პიროვნებამ სრულად მოინანიოს. იშვიათ შემთხვევაში ეს შეიძლება ერთ წელზე მეტ ხანსაც გაგრძელდეს.

ხელმძღვანელები ეძიებენ სულიწმიდის ხელმძღვანელობას იმის შესახებ, თუ რომელი შეზღუდვები საუკეთესოდ დაეხმარება ადამიანს მონანიებაში. ეს შეიძლება მოიცავდეს (თუმცა არ შემოიფარგლება) საეკლესიო მოწოდებაში მსახურების, მღვდლობის ან ტაძარში შესვლის პრივილეგიის შეჩერებას. ხელმძღვანელს ასევე შეუძლია, შეზღუდოს პირი სიტყვით გამოსვლაში, გაკვეთილის ჩატარებაში ან ლოცვაში. თუ ხელმძღვანელი შეაჩერებს ტაძარში შესვლის უფლებას, მან უნდა გააუქმოს სატაძრო რეკომენდაცია ხელმძღვანელისა და კლერკის რესურსები (LCR)-ში.

ზიარების მიღება არის მონანიების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ ეს არ უნდა იყოს პირველი შეზღუდვა ადამიანისთვის, რომელიც ინანიებს გატეხილი გულითა და მონანიებელი სულით. თუმცა, თუ ადამიანმა ჩაიდინა სერიოზული ცოდვა, ხელმძღვანელს შეუძლია, დროულად შეუჩეროს მას პრივილეგიები.

ხელმძღვანელები, როგორც წესი, არავის არ ეუბნებიან არაოფიციალური შეზღუდვების შესახებ, თუ ამის საჭიროება არ არის (იხ. 32.12.2).

ეპისკოპოსს ან პალოს პრეზიდენტს შეუძლია, გააუქმოს არაფორმალური შეზღუდვები, თუ მიიღებს საამისოდ სულიწმინდის კარნახს, როდესაც ადამიანი მიაღწევს კონკრეტულ წინსვლას გულწრფელ მონანიებაში. თუ წევრი აგრძელებს ცოდვის ჩადენას, შეიძლება იყოს სასარგებლო ან საჭირო წევრობის საბჭოს ჩატარება.


ეკლესიის წევრობის საბჭოების წარმართვა.


ეკლესიის წევრობის საბჭოები იმართება მაშინ, როდესაც ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ ისინი სასარგებლო იქნება ან როცა ამას მოითხოვს ეკლესიის პოლიტიკა (იხ. 32.6). ისინი ტარდება მეურვეობის, პალოს, მრევლის, რაიონის ან მისიის დონეზე. ამ განყოფილებაში მოცემულია ინფორმაცია მათი მართვის შესახებ.

32.9

მონაწილეობა და ვალდებულება

შემდეგი ცხრილი გვიჩვენებს, ჩვეულებრივ ვინ მონაწილეობს წევრობის საბჭოებში.

წევრობის საბჭოების მონაწილენი

მეურვეობის წევრობის საბჭო

წევრობის საბჭოების მონაწილენი

  • პიროვნება, რომლისთვისაც საბჭო ტარდება

  • ეპისკოპოსი და მისი მრჩევლები

  • მეურვეობის კლერკი

  • უხუცესთა ქვორუმისა ან მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტი (სურვილისამებრ; იხ. 32.10.1)

პალოს წევრობის საბჭოები

წევრობის საბჭოების მონაწილენი

  • პიროვნება, რომლისთვისაც საბჭო ტარდება

  • პალოს პრეზიდენტი და მისი მრჩევლები

  • პალოს კლერკი

  • პირველი მრჩევლები (რამდენიმე სიტუაციებში, როგორც აღწერილია 32.9.2-ში)

  • პიროვნების ეპისკოპოსი, რომლისთვისაც საბჭო ტარდება (სურვილისამებრ; იხ. 32.9.3)

  • უხუცესთა ქვორუმისა ან მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტი (სურვილისამებრ; იხ. 32.10.1)

32.9.1

პალოს პრეზიდენტი

პალოს პრეზიდენტი:

  • მას აქვს უფლებამოსილება პალოში წევრობის საბჭოებზე; თუმცა, ამ საბჭოების უმეტესობას ეპისკოპოსები ატარებენ.

  • მან უნდა მისცეს ეპისკოპოსს თანხმობა წევრობის საბჭოს ჩასატარებლად.

  • ატარებს პალოს წევრობის საბჭოს, თუ კაცი ან ქალი, რომელმაც მიიღო სატაძრო შემოსვა, სავარაუდოდ გაირიცხება ეკლესიის წევრობიდან.

  • შეუძლია გამართოს საბჭო, თუ წევრი გაასაჩივრებს მეურვეობის წევრობის საბჭოს გადაწყვეტილებას.

  • მან უნდა მისცეს თანხმობა მანამ, სანამ მეურვეობის წევრობის საბჭოს რეკომენდაცია არაშემოსილი პირისთვის წევრობის გაუქმების შესახებ საბოლოო გახდება.

32.9.2

უმაღლესი საბჭო

უმაღლესი საბჭოს წევრები, როგორც წესი, არ მონაწილეობენ პალოს წევრობის საბჭოებში. თუმცა, უმაღლეს საბჭოს შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა რთულ სიტუაციებში (იხ. მოძღვრება და აღთქმები 102:2). მაგალითად, პალოს პრეზიდენტობას შეუძლია, მოიწვიოს უმაღლესი საბჭო შემდეგ შემთხვევებში:

  • არსებობს სადავო ფაქტები.

  • ისინი ღირებულების და ბალანსის თვალსაზრისით სასარგებლოა.

  • წევრი ითხოვს მათ მონაწილეობას.

  • პალოს პრეზიდენტობის წევრი ან მისი ოჯახია ჩართული (იხ. 32.9.7).

32.9.3

ეპისკოპოსი (ან მრევლის პრეზიდენტი პალოში)

ეპისკოპოსი:

  • მას აქვს უფლებამოსილება მეურვეობის წევრობის საბჭოებზე.

  • მან უნდა ითათბიროს პალოს პრეზიდენტთან და მიიღოს მისი თანხმობა საბჭოს ჩატარებამდე.

  • მან შესაძლოა არ გამართოს საბჭო, თუ კაცი ან ქალი, რომელმაც გაიარა სატაძრო შემოსვა, სავარაუდოდ გაირიცხება ეკლესიის წევრობიდან. ამ შემთხვევებში უნდა გაიმართოს პალოს წევრობის საბჭო.

  • შეიძლება მიწვეული იყოს პალოს წევრობის საბჭოზე მეურვეობის წევრის გამო, რომლის წევრობაც განიხილება. მისი დასწრება უნდა შეთანხმდეს პალოს პრეზიდენტთან და უშუალოდ პიროვნებასთან.

მეურვეობის ან მრევლის წევრობის საბჭომ შეიძლება პიროვნების ეკლესიის წევრობიდან გარიცხვის რჩევა მისცეს, თუ ის არ არის ტაძარში შემოსილი. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა პალოს პრეზიდენტის თანხმობა.

ზოგჯერ მეურვეობის წევრობის საბჭო იმართება შემოსილი წევრისთვის და პროცესი ცხადყოფს, რომ წევრი გაირიცხება წევრობიდან. ასეთ სიტუაციებში ეპისკოპოსი მიმართავს პალოს პრეზიდენტს.

32.9.4

მისიის პრეზიდენტი

მისიის პრეზიდენტი:

  • მას აქვს უფლებამოსილება წევრთა საბჭოებზე მისიის მრევლებსა და ოლქებში.

  • მან უნდა მისცეს ოლქის ან მრევლის პრეზიდენტს ნებართვა წევრთა საბჭოს ჩატარებაზე.

  • ატარებს წევრობის საბჭოს, თუ კაცი ან ქალი, რომელმაც მიიღო სატაძრო შემოსვა, სავარაუდოდ გაირიცხება ეკლესიის წევრობიდან. თუ დრო ან მანძილი ხელს უშლის ამას, მას შეუძლია დანიშნოს ერთ-ერთი თავისი მრჩეველი საბჭოს თავმჯდომარედ. იგი მონაწილეობის მისაღებად ნიშნავს მელქიცედეკის მღვდლობის მქონე ორ პირს.

  • სადაც შესაძლებელია, ატარებს წევრობის საბჭოებს მათთვის, ვინც არ არის ტაძარში შემოსილი. თუ დრო ან მანძილი ხელს უშლის ამას, მას შეუძლია, მისცეს საბჭოს ჩატარების უფლება მელქისედეკის სამღვდელოებიდან სამ პირს . ამ შემთხვევაში წევრის ოლქის პრეზიდენტი ან მრევლის პრეზიდენტი ჩვეულებრივად ატარებს საბჭოს.

  • შეუძლია გამართოს საბჭო, თუ წევრი გაასაჩივრებს მეურვეობის წევრობის საბჭოს გადაწყვეტილებას.

  • მისიონერული დეპარტამენტის მთავარი ხელმძღვანელის თანხმობით, ატარებს წევრობის საბჭოს, თუ მისიონერი სერიოზულ ცოდვას ჩაიდენს მისიის სფეროში. (იხ. 32.9.8). ის ასევე განიხილავს ამ საკითხს რეგიონის პრეზიდენტობის წევრთან და თათბირობს მისიონერის პალოს პრეზიდენტთან.

  • მან უნდა მისცეს თანხმობა მანამ, სანამ მრევლის ან ოლქის წევრობის საბჭოს რეკომენდაცია, არაშემოსილი პირისთვის წევრობის გაუქმების შესახებ, საბოლოო გახდება.

თუ მისიონერი აღიარებს სერიოზულ ცოდვას, რომელიც მან ჩაიდინა მისიაში მსახურებამდე, მისიის პრეზიდენტი უკავშირდება მისი მისიის წარმომადგენელს მისიონერული დეპარტამენტიდან მითითებების მისაღებად.

როცა მისიის პრეზიდენტი ატარებს წევრობის საბჭოს, იგი ნიშნავს მელქიცედეკის მღვდლობის მქონე ორ დამხმარე პირს. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში მას შეუძლია ახალგაზრდა მისიონერების დანიშვნა დასახმარებლად. იგი იმავე პროცედურებს ასრულებს, რაც პალოს წევრობის საბჭოში (იხ. 32.10). თუმცა უმაღლესი საბჭო ან ოლქის საბჭო არ მონაწილეობენ.

32.9.5

ოლქის ან მრევლის პრეზიდენტი მისიაში

ოლქის ან მრევლის პრეზიდენტს მისიაში შეუძლია, გამართოს წევრობის საბჭო, როცა მისიის პრეზიდენტი მისცემს ამის უფლებამოსილებას. ოლქის საბჭო არ იღებს მონქწილეობას.

ოლქის ან მრევლის წევრობის საბჭომ შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს პიროვნების ეკლესიის წევრობიდან გარიცხვას, თუ ის არ არის ტაძარში შემოსილი. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა მისიის პრეზიდენტის თანხმობა.

32.9.6

პალოს ან მეურვეობის კლერკი

პალოს ან მეურვეობის კლერკი:

  • აკეთებს ჩანაწერებს საბჭოს შესახებ იქამდე, სანამ საჭიროა ეკლესიის წევრობის საბჭოს ფორმაზე ანგარიშის წარდგენა.

  • ამზადებს ფორმას, თუ ამას სთხოვს საბჭოს წამყვანი ხელმძღვანელი.

  • არ მონაწილეობს საბჭოს განხილვაში ან გადაწყვეტილების მიღებაში.

32.9.7

არასტანდარტულ სიტუაციაში მონაწილეობა

თუ პალოს პრეზიდენტობის მრჩეველს არ შეუძლია წევრობის საბჭოში მონაწილეობის მიღება, პალოს პრეზიდენტი სთხოვს უმაღლესი საბჭოს წევრს ან სხვა მღვდელმთავარს, ჩაანაცვლოს იგი. თუ პალოს პრეზიდენტი ვერ იღებს მონაწილეობას, პირველ პრეზიდენტობას შეუძლია, გადასცეს უფლებამოსილება ერთ-ერთ თავის მრჩეველს, ჩაანაცვლოს იგი.

თუ ეპისკოპოსობის მრჩეველს არ შეუძლია წევრობის საბჭოში მონაწილეობის მიღება, ეპისკოპოსს შეუძლია, სთხოვოს მეურვეობის მღვდელმთავარს, ჩაანაცვლოს იგი. თუ ეპისკოპოსი ვერ იღებს მონაწილეობას, იგი მიმართავს პალოს პრეზიდენტს, რომელიც იწვევს პალოს წევრობის საბჭოს. ეპისკოპოსს არ შეუძლია წევრობის საბჭოს მოსაწვევად მრჩევლის დანიშვნა.

თუ წევრობის საბჭო ტარდება ეპისკოპოსის ოჯახის წევრის ან მისი ერთ-ერთი მრჩევლისთვის, ის ტარდება პალოს დონეზე. თუ ის ტარდება პალოს პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩევლის ოჯახის წევრისთვის, პალოს პრეზიდენტი მრჩევლის ადგილზე ნიშნავს სხვა მღვდელმთავარს. თუ საბჭო ტარდება პალოს პრეზიდენტის ოჯახის წევრისთვის, იგი თათბირობს პირველი პრეზიდენტობის ოფისთან.

თუ წევრი ეწინააღმდეგება ეპისკოპოსის ან მისი მრჩევლების მონაწილეობას, წევრობის საბჭო იმართება პალოს დონეზე. თუ წევრი ეწინააღმდეგება პალოს პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩევლის მონაწილეობას, პალოს პრეზიდენტი მრჩევლის ადგილზე ნიშნავს სხვა მღვდელმთავარს. თუ წევრი ეწინააღმდეგება პალოს პრეზიდენტის მონაწილეობას ან თუ პალოს პრეზიდენტი თვლის, რომ არ შეიძლება იყოს მიუკერძოებელი, ის თათბირობს პირველი პრეზიდენტობის ოფისთან.

32.9.8

განსაკუთრებულ ვითარებაში საბჭოს ჩასატარებლად ხელმძღვანელის დანიშვნა

წევრობის საბჭოები თითქმის ყოველთვის იმართება ეკლესიის გეოგრაფიულ ერთეულში, რომელსაც აქვს პიროვნების წევრობის ჩანაწერი.

ზოგჯერ წევრობის საბჭო საჭიროა პიროვნებისთვის, რომელიც საცხოვრებელ ადგილს იცვლის. თუ გადაადგილება ხდება იმავე პალოს ფარგლებში, პალოს პრეზიდენტი თათბირობს ორივე მეურვეობის ეპისკოპოსებთან და წყვეტს, სად უნდა მოხდეს ეს.

თუ წევრი პალოს მიღმა გადის, ორივე პალოს პრეზიდენტი იკრიბება და წყვეტს, სად უნდა გაიმართოს საბჭო. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ის უნდა ჩატარდეს ყოფილ მეურვეობაში ან პალოში, წევრობის ჩანაწერი ინახება ამ მეურვეობაში საბჭოს დასრულებამდე. სხვა შემთხვევაში ხდება ჩანაწერის გადაგზავნა ახალ მეურვეობაში. ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი კონფიდენციალურად აცნობებს წევრის ამჟამინდელ ეპისკოპოსს ან პალოს პრეზიდენტს, თუ რატომ არის საჭირო საბჭო.

ზოგჯერ წევრობის საბჭო საჭიროა წევრისთვის, რომელიც დროებით სახლიდან შორს ცხოვრობს. მაგალითად, საბჭო შეიძლება დასჭირდეს სტუდენტს ან სამხედრო წევრს. იმ ადგილის ეპისკოპოსს, სადაც წევრი დროებით ცხოვრობს, შეუძლია რჩევისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა. თუმცა, მან არ უნდა ჩაატაროს წევრობის საბჭო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წევრობის ჩანაწერი მის ქვედანაყოფშია და მან ითათბირა წევრის მშობლიური მეურვეობის ეპისკოპოსთან.

ზოგჯერ მისიონერი სერიოზულ ცოდვას სჩადის მისიაში და ეს ირკვევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი დაასრულებს მისიას. ეპისკოპოსი და პალოს პრეზიდენტი თანხმდებიან იმაზედ, რომელმა მათგანმა უნდა ჩაატაროს წევრობის საბჭო. ერთ-ერთი მათგანი წინასწარ ათანხმებს ამას მისიის ყოფილ პრეზიდენტთან.

32.10

წევრობის საბჭოს პროცედურები

32.10.1

შეტყობინება და საბჭოსთვის მზადება

ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი წერილობით აცნობებს წევრს წევრობის საბჭოს შესახებ, რომელიც მისთვის იმართება. იგი ხელს აწერს წერილს. იგი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

„[ეპისკოპოსობა ან პალოს პრეზიდენტობა] თქვენ გამო ატარებს წევრობის საბჭოს. საბჭო ჩატარდება [თარიღი და დრო] {ადგილი].

„ეს საბჭო განიხილავს [ზოგადად მოახსენეთ დანაშაული, ნუ დააკონკრეტებთ დეტალებს ან მტკიცებულებებს].

„გიწვევთ საბჭოზე, რათა გაგცეთ პასუხი. თქვენ შეგიძლიათ, მოგვაწოდოთ წერილობითი განცხადებები იმ პირებისგან, რომლებსაც შეუძლიათ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. თქვენ შეგიძლიათ, მოიწვიოთ ასეთი პირები, რათა ისაუბრონ საბჭოზე თქვენი სახელით, თუ ამას წინასწარ შეათანხმებთ პალოს პრეზიდენტთან ან ეპისკოპოსთან. თქვენ ასევე შეგიძლიათ, მოიწვიოთ [მეურვეობის მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტი ან უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტი] დასასწრებად და მხარდასაჭერად.

„ყველა, ვინც ესწრება, უნდა პატივისცემას გამოხატავდეს საბჭოს მიმართ, მისი პროცედურებისა და კონფიდენციალურობის ჩათვლით. იურიდიული მრჩევლები და მხარდამჭერები ზემოთ აღნიშნულის გარდა, არ უნდა ესწრებოდნენ“.

ბოლო სიტყვა უნფა გამოხატავდეს სიყვარულს, იმედს და მწუხარებას.

მითითებები იმაზედ, თუ ვისი მოწვევა შეუძლია პიროვნებას საბჭოში სიტყვით გამოსასვლელად იხ. 32.10.3, ნომერი 4.

თუ წერილის გადაცემა პირადად შეუძლებელია, მისი გაგზავნა შეიძლება ფოსტით, დაზღვევით, უკან დაბრუნების ქვითრის უზრუნველყოფით.

ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი ნიშნავს წევრობის საბჭოს ისეთ დროს, რომელიც წევრისთვის მოსახერხებელია. ის ასევე უზრუნველყოფს, რომ გარკვეული დრო დაეთმო იმას, რომ დაზარალებულ მხარეს სასურველი განცხადებები გაეკეთებინა (იხ. 32.10.2).

ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი ამზადებს წევრს საბჭოსთვის, უხსნის რა საბჭოს დანიშნულებასა და პროცედურებს. ის ასევე უხსნის საბჭოს შესაძლო შედეგებსა და გადაწყვეტილებებს. თუ წევრმა აღიარა დანაშაული, ხელმძღვანელი განმარტავს, რომ აღიარება საჭირო იქნება წევრობის საბჭოზე.

32.10.2

დაზარალებულისგან განცხადებების მიღება

როცა დაზარალებული ეკლესიის წევრია (მაგ. ინცესტის, ბავშვზე ძალადობის, მეუღლეზე ძალადობის ან თაღლითობის მსხვერპლი) ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი უკავშირდება იმ პიროვნების ეპისკოპოსს ან მრევლის პრეზიდენტს. ეს ხელმძღვანელები განსაზღვრავენ, იქნება თუ არა სასარგებლო დაზარალებულისთვის, წარადგინოს წერილობითი განაცხადი დაშვებული შეცდომისა და მისი შედეგების შესახებ. ამ განცხადებების წაკითხვა შესაძლებელია წევრობის საბჭოზე (იხ. 32.10.3, ნომერი 3). ეკლესიის ხელმძღვანელებს არ აქვთ უფლება, დაამყარონ კონტაქტი დაზარალებულ მხარესთან, თუ ეს პიროვნება არ არის ეკლესიის წევრი.

ნებისმიერი კონტაქტი დაზარალებულ პირთან ამ მიზნით ხდება მისი ამჟამინდელი ეპისკოპოსის ან პალოს პრეზიდენტის ჩარევით. თუ მსხვერპლი აკეთებს განცხადებას, ხელმძღვანელი გადასცემს მას ეპისკოპოსს ან პალოს პრეზიდენტს, რომელიც ატარებს წევრობის საბჭოს. ხელმძღვანელებმა დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა თავიდან აიცილონ დამატებითი ტრავმა. იხ. 38.4.3 სხვა გაფრთხილებებისთვის.

18 წლამდე ასაკის დაზარალებულთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვა ხორციელდება ბავშვის მშობლების ან კანონიერი მეურვეების მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ქმედებამ შესაძლოა დაზარალებული რისკის ქვეშ დააყენოს.

ეპისკოპოსებისა და პალოს პრეზიდენტებისთვის გაცემული რეკომენდაციები ძალადობასთან დაკავშირებული შემთხვევებისთვის იხ. 32.4.5 და 38.6.2.1

32.10.3

საბჭოს ჩატარება

უშუალოდ საბჭოს დაწყებამდე, ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი ეუბნება მონაწილეებს, ვისთვის ტარდება საბჭო და რის გამოა შეკრებილი საბჭო. საჭიროებისას, იგი ახსნის საბჭოს პროცედურებს.

შემდეგ პიროვნებას (თუ იგი მოვიდა დასასწრებად) იწვევენ ოთახში. თუ ეპისკოპოსი მიწვეული იყო პალოს წევრობის საბჭოზე დასასწრებად, მას ასევე ამ მომენტისთვის ოთახში მოიწვევენ. თუ პირმა, დასასწრებად და მხარდასაჭერად, მოიწვია მეურვეობის მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტი ან უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტი, მას ასევე იწვევენ ოთახში.

ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი უძღვება საბჭოს სიყვარულით, როგორც ეს ქვემოთ არის აღწერილი.

  1. იგი ვინმეს სთხოვს, გახსნითი ლოცვა აღავლინოს.

  2. შემდეგ აცხადებს დანაშაულის შესახებ. ის აძლევს პირს (თუ ის იქ იმყოფება) შესაძლებლობას დაადასტუროს, უარყოს ან განმარტოს ეს განცხადება.

  3. თუ წევრი ადასტურებს დანაშაულს, ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი გადადის ქვემოთ მოცემულ მე-5 პუნქტზე. თუ წევრი უარყოფს მას, ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი წარადგენს ინფორმაციას ამის შესახებ. ეს შეიძლება იყოს სანდო დოკუმენტების წარდგენა და დაზარალებულის ნებისმიერი წერილობითი განცხადების ხმამაღლა წაკითხვა (იხ. 32.10.2). ასეთი განცხადების წაკითხვისას დაზარალებულის ვინაობას არ ამჟღავნებენ.

  4. თუ წევრი უარყოფს დანაშაულს მას შეუძლია, წარუდგინოს საბჭოს ინფორმაცია. ეს შეიძლება წერილობითი ფორმით გაკეთდეს. ან წევრმა შეიძლება სთხოვოს პიროვნებებს, რომლებსაც შეუძლიათ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, რიგრიგობით ისაუბრონ საბჭოზე. ასეთი პირები უნდა იყვნენ ეკლესიის წევრები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეპისკოპოსმა ან პალოს პრეზიდენტმა წინასწარ განსაზღვრა, რომ არაწევრისთვის დაშვებულია დასწრება. ისინი ელოდებიან ცალკე ოთახში, სანამ მათ მისცემენ სიტყვას. ყოველი პიროვნება ტოვებს საბჭოს ოთახს, როცა დაასრულებს სიტყვით გამოსვლას. ისინი უნდა იყონ მზად, პატივისცემა გამოხატონ საბჭოს მიმართ, მისი პროცედურებისა და კონფიდენციალურობის ჩათვლით. წევრებისთვის დაუშვებელია იურიდიული მრჩევლის ყოლა. მათთვის ასევე დაუშვებელია მხარდამჭერების მოყვანა, გარდა მათი, ვინც ნახსენებია ამ სექციის მეორე პუნქტში.

  5. ეპისკოპოსებს ან პალოს პრეზიდენტებს შეუძლიათ, ზრილობიანად და პატივისცემით დასვან კითხვები. მას ასევე შეუძლია, დაუსვას კითხვები სხვა პირებს, რომლებსაც წევრმა სთხოვა ინფორმაციის მიწოდება. ეპისკოპოსობის ან პალოს პრეზიდენტობის მრჩევლებს ასევე შეუძლიათ კითხვების დასმა. ნებისმიერი შეკითხვა უნდა იყოს მოკლე და უნდა შემოიფარგლებოდეს არსებითი ფაქტებით.

  6. ყველა შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი წევრს უშვებს ოთახიდან. კლერკს ასევე უშვებენ გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უმაღლესი საბჭო მონაწილეობას იღებდა წევრობის საბჭოში. თუ წევრის ეპისკოპოსი ესწრება პალოს წევრობის საბჭოს სახით, ისიც გადის ოთახიდან. თუ მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტი ან უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტი ესწრება ამ საბჭოს მხარდასაჭერად, ისინიც ტოვებენ ოთახს.

  7. ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი სთხოვს თავის მრჩევლებს, გააკეთონ კომენტარები ან გაუზიარონ მოსაზრებები. თუ უმაღლესი საბჭო მონაწილეობას იღებდა პალოს წევრობის საბჭოში, ის სთხოვს მათ კომენტარებისა და მოსაზრებების გაზიარებას.

  8. ეპისკოპოსი ან პრეზიდენტი მრჩევლებთან ერთად ლოცვით ეძიებს უფლის ნებას ამ საკითხთან მიმართებაში. ამ დროის განმავლობაში ოთახში უნდა რჩებოდნენ მხოლოდ პალოს პრეზიდენტი და მისი მრჩევლები ან ეპისკოპოსი და მისი მრჩევლები. თუ პალოს წევრობის საბჭო მოიცავს უმაღლეს საბჭოს, პალოს პრეზიდენტობა, როგორც წესი, გადადის პალოს პრეზიდენტის ოფისში.

  9. ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი უზიარებს მრჩევლებს თავის გადაწყვეტილებას და სთხოვს მათ, მხარი დაუჭირონ მას. თუ პალოს წევრობის საბჭო მოიცავს უმაღლეს საბჭოს, პალოს პრეზიდენტობა ბრუნდება ოთახში და სთხოვს უმაღლეს საბჭოს, მხარი დაუჭიროს მას. თუ რომელიმე მრჩეველს ან უმაღლესი საბჭოს წევრს განსხვავებული აზრი აქვს, ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი უსმენს მათ და ეძიებს განსხვავებული აზრების მოგვარების გზებს. გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა ეკისრება თავმჯდომარეს.

  10. იგი იწვევს პიროვნებას, დაბრუნდეს ოთახში. თუ კლერკი გასული იყო, მასაც აბრუნებენ ოთახში. თუ წევრის ეპისკოპოსი ესწრება პალოს წევრობის საბჭოს სახით, მასაც იწვევენ ოთახში. თუ მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტი ან უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტი ესწრება ამ საბჭოს მხარდასაჭერად, მათაც ასევე სთხოვენ ოთახში დაბრუნებას.

  11. ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი სიყვარულით უზიარებს მათ საბჭოს გადაწყვეტილებას. თუ გადაწყვეტილების მიხედვით პიროვნებას ეზღუდება ეკლესიის წევრობის პრივილეგიები ან უნდა გაირიცხოს წევრობიდან, ის უხსნის პირობებს (იხ. 32.11.3 და 32.11.4). ის ასევე განმარტავს, როგორ უნდა დაიძლიოს შეზღუდვები და აძლევს სხვა მითითებებსა და რჩევას. ეპისკოპოსს ან პალოს პრეზიდენტს შეუძლიათ, გარკვეული დროით გადადონ საბჭო, რათა ეძიონ მეტი რჩევა ან ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად. ამ შემთხვევაში მან უნდა აუხსნას ეს ყველას.

  12. ის განმარტავს პირის გასაჩივრების უფლებას (იხ. 32.13)

  13. იგი ვინმეს სთხოვს, აღავლინოს დასკვნითი ლოცვა.

ესწრება თუ არა პიროვნება, ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი აცნობებს მას გადაწყვეტილების შესახებ, როგორც ეს განმარტებულია 32.12.1.

არც ერთ მონაწილეს წევრობის საბჭოზე არ აქვს უფლება, გააკეთოს ვიდეო, აუდიო ან სხვა ჩანაწერები. კლერკს შეუძლია ჩანაწერების გაკეთება, მაგრამ მხოლოდ ეკლესიის წევრობის საბჭოს ანგარიშის მოსამზადებლად. თუმცა, ასეთი ჩანაწერები არ უნდა კეთდებოდეს სიტყვა-სიტყვით ანუ სტენოგრაფიულად. ანგარიშის ჩაბარების შემდეგ მან უმალვე უნდა გაანადგუროს ყველა ჩანაწერი.

32.11

წევრობის საბჭოების გადაწყვეტილებები

წევრთა საბჭოებიდან მიღებული გადაწყვეტილებები სულიწმინდის კარნახით უნდა იმართებოდეს. ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს სიყვარულისა და იმედის ანარეკლი, რომელსაც მხსნელი სთავაზობდა მათ, ვინც მოინანიებდა. ქვემოთ აღწერილია შესაძლებელი გადაწყვეტილებები. ამ გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელები განიხილავენ გარემოებებს, რომლებიც აღწერილია 32.7-ში.

ნებისმიერი წევრობის საბჭოს შემდეგ, ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი დაუყოვნებლივ წარადგენს ეკლესიის წევრობის საბჭოს ანგარიშის ფორმას LCR -ს მეშვეობით (იხ. 32.14.1).

წევრთა საბჭოების შესაძლო გადაწყვეტილებები აღწერილია შემდეგ სექციებში.

32.11.1

შეზღუდვები არ ეხება

ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება იყოს უდანაშაულო და შეზღუდვები არ ეხებოდეს. ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანმა შეიძლება ჩაიდინა ცოდვა, გულწრფელად მოინანია და შეზღუდვებიც არ შეეხოს. ეპისკოპოსს ან პალოს პრეზიდენტს შეუძლია, მისცეს პიროვნებას მომავლისთვის რჩევა და გაფრთხილება. საბჭოს შემდეგ იგი, საჭიროებისამებს, აგრძელებს მხარდაჭერას.

გამოსახულება
ერთად მჯდომი წყვილი

32.11.2

პირადი კონსულტაცია ეპისკოპოსთან ან პალოს პრეზიდენტთან

წევრობის ზოგიერთ საბჭოზე ხელმძღვანელებმა შეიძლება დაადგინონ, რომ წევრის სტატუსი შერყეულია, მაგრამ წევრობის ოფიციალური შეზღუდვები არ იქნება გამართლებული. ასეთ შემთხვევებში საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ პირმა უნდა მიიღოს პირადი რჩევა და საქციელის შესწორება ეპისკოპოსის ან პალოს პრეზიდენტისგან. ეს კონსულტაცია შეიძლება მოიცავდეს წევრობის არაოფიციალურ შეზღუდვებს, როგორც ეს აღწერილია 32.8.3.

პირადი კონსულტაცია და წევრობის არაოფიციალური შეზღუდვები არ განიხილება, როგორც ერთ-ერთი ვარიანტი, როდესაც საბჭო იმართება 32.6.1-ში ჩამოთვლილი ცოდვებისთვის.

32.11.3

წევრობის ოფიციალური შეზღუდვები

წევრობის ზოგიერთ საბჭოზე ხელმძღვანელმა შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება პიროვნებისთვის პრივილეგიების დროებითი ოფიციალური შეზღუდვა. ოფიციალური შეზღუდვები შესაძლოა შესაფერისი იყოს ყველა ცოდვისთვის, გარდა ყველაზე სერიოზულისა, როდესაც წევრი უნდა გაირიცხოს (იხ. 32.11.4).

მათ, ვისაც წევრობის ოფიციალური შეზღუდვა აქვთ, კვლავ ეკლესიის წევრებად რჩებიან. თუმცა, მათი ეკლესიის წევრობის პრივილეგიები იზღუდება შემდეგნაირად:

  • მათ არ შეუძლიათ ტაძარში შესვლა. თუმცა, ისინი აგრძელებენ სატაძრო სამოსელის ტარებას (თუ შემოსილები არიან). თუ წევრს სატაძრო რეკომენდაცია აქვს, ხელმძღვანელი აუქმებს მას LCR-ში.

  • მათ არ შეუძლიათ მღვდლობის გამოყენება.

  • მათ არ შეუძლიათ ზიარების მიღება ან საეკლესიო წოდებებში წევრების მხარდაჭერა.

  • საეკლესიო შეხვედრებზე მათ არ ეძლევათ სიტყვით გამოსვლის, გაკვეთილის ჩატარების ან ლოცვის საშუალება. არც საეკლესიო მოწოდებაში მსახურების საშუალება არ ეძლევათ.

მათთვის სასურველია საეკლესიო ღონისძიებებზე და შეკრებებზე დასწრება, თუ მათი საქციელი შეესაბამება ამას. მათ ასევე ამხნევებენ, გადაიხადონ მეათედი და მარხვის შემოწირულობები.

ეპისკოპოსმა ან პალოს პრეზიდენტმა შეიძლება დაამატოს სხვა პირობები, როგორიცაა პორნოგრაფიული მასალებისა და სხვა ბოროტი გავლენისგან თავის არიდება. ის, როგორც წესი, ამატებს დადებით პირობებს. ეს შეიძლება იყოს ეკლესიაში რეგულარული სიარული, რეგულარული ლოცვა, წმინდა წერილის წაკითხვა და ეკლესიის სხვა მასალები.

თუ პიროვნების ეკლესიის წევრობის პრივილეგიები ოფიციალურად შეზღუდულია, წევრობის ჩანაწერში ამის შესახებ უნდა გაკეთდეს კომენტარი.

ოფიციალური შეზღუდვა ჩვეულებრივ გრძელდება ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში. როდესაც წევრი მიაღწევს კონკრეტულ პროგრესს ჭეშმარიტ მონანიებაში, ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი ატარებს სხვა საბჭოს, რათა განიხილოს შეზღუდვების მოხსნა (იხ. 32.16.1). თუ წევრი აგრძელებს ცოდვის ჩადენას, ხელმძღვანელს შეუძლია სხვა საბჭოს ჩატარება ან დამატებითი ზომების მიღება.

32.11.4

წევრობიდან გარიცხვა

წევრობის ზოგიერთ საბჭოზე ხელმძღვანელმა შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, დროებით შეუჩეროს პიროვნებას ეკლესიის წევრობა (იხ. მოსია 26:36; ალმა 6:3; მორონი 6:7; მოძღვრება და აღთქმები 20:83).

პიროვნების წევრობიდან გარიცხვა საჭიროა, თუ წევრმა ჩაიდინა მკვლელობა (როგორც ეს აღწერილია 32.6.1.1) და მრავალცოლიანობის შემთხვევაში 32.6.1.2). წევრობიდან გარიცხვა თითქმის ყოველთვის საჭიროა ინცესტის შემთხვევაში, როგორც ეს ახსნილია 38.6.1.2 -ში და 38.6.10-ში.

სულიწმიდის მითითებით, პიროვნების წევრობის გაუქმება შეიძლება საჭირო გახდეს შემდეგ შემთხვევებში:

  • როცა პიროვნების საქციელი სერიოზულ საფრთხეს უქმნის სხვებს.

  • მათთვის, ვინც განსაკუთრებით მძიმე ცოდვები ჩაიდინა.

  • მათთვის, ვისაც არ ეტყობათ სერიოზული ცოდვების მონანიება (იხ. მოსაზრებები 32.7-ში).

  • მათთვის, ვინც ჩაიდინა სერიოზული ცოდვები, რომლებიც ზიანს აყენებს ეკლესიას.

მეურვეობის, მრევლის ან ოლქის წევრობის საბჭომ შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს პიროვნების ეკლესიის წევრობიდან გარიცხვას, რომელიც არ არის ტაძარში შემოსილი. თუმცა, გადაწყვეტილების საბოლოო მიღებამდე აუცილებელია პალოს ან მისიის პრეზიდენტის თანხმობა.

ისინი, ვისი ეკლესიის წევრობა გაუქმდა, ვერ სარგებლობენ წევრობის ვერცერთი პრივილეგიით.

  • მათ არ შეუძლიათ ტაძარში შესვლა ან სატაძრო სამოსის ტარება. თუ პიროვნებას აქვს სატაძრო რეკომენდაცია, ხელმძღვანელი აუქმებს მას LCR-ში.

  • მათ არ შეუძლიათ მღვდლობის გამოყენება.

  • მათ არ შეუძლიათ ზიარების მიღება ან საეკლესიო წოდებებში წევრების მხარდაჭერა.

  • საეკლესიო შეხვედრებზე მათ არ ეძლევათ სიტყვით გამოსვლის, გაკვეთილის ჩატარების, ლოცვის ან ღონისძიების ჩატარების უფლება. მათ არც საეკლესიო მოწოდებაში შეუძლიათ მსახურება.

  • მათთვის არ არის დაშვებული მეათედისა და მარხვის შემოწირულობების გადახდა.

მათ მოუწოდებენ, დაესწრონ ეკლესიის შეხვედრებსა და აქტივობებზე, თუ მათი საქციელი შეესაბამება ამას.

ისინი, ვისი ეკლესიის წევრობაც გაუქმდა, შეიძლება ჩაითვალონ ხელახლად მონათვლისა და წევრად დამტკიცების კანდიდატებად. როგორც წესი, მათ პირველ რიგში უნდა გამოხატონ გულწრფელი მონანიება, სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში. ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი ჩაატარებს წევრობის კიდევ ერთ საბჭოს ხელახლად მონათვლის განსახილველად (იხ. 32.16.1).

წევრობის საბჭოს გადაწყვეტილებები და შედეგები

გადაწყვეტილებები

შედეგები

გადაწყვეტილებები

შეზღუდვები არ ეხება (იხ. 32.11.1)

შედეგები

  • არცერთი

გადაწყვეტილებები

პირადი კონსულტაცია ეპისკოპოსთან ან პალოს პრეზიდენტთან (იხ. 32.11.2)

შედეგები

  • შესაძლოა წევრობის რამდენიმე პრივილეგიის არაოფიციალურად შეზღუდვა.

  • შეზღუდვებს, როგორც წესი, ერთ წელზე ნაკლები პერიოდით აწესებენ; ზოგიერთ შემთხვევაში ისინი უფრო დიდ ხანს გრძელდება.

  • არაოფიციალური შეზღუდვები უქმდება გულწრფელი მონანიების შემდეგ.

  • მოქმედება არ არის ჩაწერილი წევრობის ჩანაწერში.

გადაწყვეტილებები

წევრობის ოფიციალური შეზღუდვები (იხ. 32.11.3)

შედეგები

  • წევრობის პრივილეგიები ოფიციალურად იზღუდება.

  • შეზღუდვები, როგორც წესი, ერთწლიანია, თუმცა, შეიძლება უფრო მეტ ხანს გაგრძელდეს.

  • მოქმედება არის ჩაწერილი წევრობის ჩანაწერში.

  • ოფიციალური შეზღუდვები მოიხსნება გულწრფელი მონანიების, წევრობის საბჭოს და თუ საჭიროა, პირველი პრეზიდენტობის თანხმობის შემდეგ.

  • წევრობის ჩანაწერის მაჩვენებელი ამოიშლება, თუ შეზღუდვები მოიხსნება წევრობის საბჭოს შემდეგ (გარდა აუცილებელი კომენტარებისა; იხ. 32.14.5).

გადაწყვეტილებები

წევრობიდან გარიცხვა (იხ. 32.11.4)

შედეგები

  • ყველა წეს-ჩვეულება გაუქმებულია.

  • წევრობის ყველა პრივილეგია უქმდება, როგორც წესი, სულ მცირე ერთი წლით.

  • პირს შეუძლია, ხელახლად დაბრუნდეს ეკლესიაში ნათლობისა და წევრად დამტკიცების მეშვეობით მხოლოდ გულწრფელი მონანიების, წევრობის საბჭოს და თუ საჭიროა, პირველი პრეზიდენტობის თანხმობის შემდეგ (იხ. 32.16).

  • ადრე შემოსილ პირს შეუძლია, მიიღოს კურთხევების აღდგენა მხოლოდ პირველი პრეზიდენტობის თანხმობით და წევრად აღდგენის შემდეგ სრული ერთი წლის გასვლის შემდეგ (იხ. 32.17.2).

  • წინად შემოსილი პიროვნებისთვის „კურთხევების აღდგენის მაჩვენებელი“ ამოიშლება წევრობის ჩანაწერიდან მხოლოდ წეს-ჩვეულების შესრულების შემდეგ (საჭირო კომენტარები რჩება; იხ. 32.14.5).

32.11.5

შეკითხვები რთულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ

ეპისკოპოსები უგზავნიან პალოს პრეზიდენტს შეკითხვებს წევრობის საბჭოების სახელმძღვანელოს მითითებების შესახებ.

რთულ შემთხვევებში პალოს პრეზიდენტმა შესაძლოა ეძიოს რჩევა თავისი რეგიონის სამოცდაათთან. პალოს პრეზიდენტი უნდა თათბირობდეს რეგიონის პრეზიდენტობასთან საკითხებზე, რომლებიც განხილულია 32.6.3. თუმცა, პალოს პრეზიდენტმა არ უნდა ჰკითხოს რეგიონის სამოცდაათს ან მთავარ ხელმძღვანელებს, როგორ გადაწყვიტოს რთული საკითხები. პალოს პრეზიდენტი წყვეტს, გაიმართება თუ არა საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით. საბჭოს გამართვის შემთხვევაში პალოს პრეზიდენტი ან ეპისკოპოსი წყვეტს მის შედეგს.

32.11.6

პირველი პრეზიდენტობის ხელმძღვანელობა

პირველ პრეზიდენტობას აქვს საბოლოო უფლებამოსილება ეკლესიის წევრობის ყველა შეზღუდვისა და გარიცხვის შესახებ.

32.12

შეტყობინებები და განცხადებები

წევრობის საბჭოს გადაწყვეტილებას აცნობენ პიროვნებას - და საჭიროების შემთხვევაში - სხვებსაც, როგორც ეს ქვემოთ არის ახსნილი.

32.12.1

პიროვნების შეტყობინება გადაწყვეტილების შესახებ

ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი, როგორც წესი, ატყობინებს პიროვნებას საბჭოს შედეგს, როდესაც ის დასრულდება. თუმცა, მას შეუძლია, გარკვეული დროით გადადოს საბჭო, რათა ეძიოს მეტი რჩევა ან ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღებამდე.

მეურვეობის, მრევლის ან ოლქის წევრობის საბჭომ შეიძლება გაუწიოს რეკომენდაცია, გაირიცხოს ეკლესიის წევრობიდან პიროვნება, რომელიც არ არის ტაძარში შემოსილი. თუმცა, გადაწყვეტილების საბოლოო მიღებამდე აუცილებელია პალოს ან მისიის პრეზიდენტის თანხმობა.

ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი უხსნის გადაწყვეტილების შედეგს, როგორც ეს აღწერილია 32.11-ში. როგორც წესი, ის ასევე აძლევს რჩევას მონანიების პირობებთან დაკავშირებით, რათა შეზღუდვები მოიხსნას ანუ პირმა ხელახლად შეძლოს ეკლესიაში დაბრუნება.

ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი დროულად გადასცემს პიროვნებას შეტყობინებას წერილობითი ფორმით გადაწყვეტილებისა და მისი შედეგების შესახებ. ეს შეტყობინება შედგება ზოგადი განცხადებისგან, რომ ზომები მიღებულ იქნა ეკლესიის კანონებისა და წესრიგის საწინააღმდეგო ქცევის საპასუხოდ. ის ასევე შეიძლება მოიცავდეს რჩევას წევრობის შეზღუდვების მოხსნის ან ეკლესიაში წევრობის აღდგენის შესახებ. წერილიდან პიროვნება ასევე შეიტყობს, რომ მას შეუძლია გადაწყვეტილების გაპროესტება (იხ. 32.13).

თუ პირი არ ესწრება საბჭოს, წერილობითი შეტყობინება შეიძლება იყოს საკმარისი იმისათვის, რომ მას ეცნობოს გადაწყვეტილება. ეპისკოპოსს ან პალოს პრეზიდენტს შეუძლია, შეხვდეს პიროვნებას.

ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი არ აძლევს პიროვნებას ეკლესიის წევრობის საბჭოს ანგარიშის ფორმის ასლს.

32.12.2

სხვების შეტყობინება გადაწყვეტილების შესახებ

თუ ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი არაოფიციალურად შეზღუდავს წევრობის პრივილეგიებს პირადი კონსულტაციების დროს, იგი, როგორც წესი, არავის არ ეუბნება ამის შესახებ (იხ. 32.8.3). თუმცა, ეს ხელმძრვანელები ესაუბრებიან ერთმანეთს არაოფიციალური შეზღუდვების შესახებ, როცა ეხმარებიან წევრებს.

თუ პიროვნების წევრობის პრივილეგიები ოფიციალურად შეზღუდულია ან გაუქმებულია წევრობის საბჭოზე, ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას აცნობებს მხოლოდ მათ, ვინც ეს უნდა იცოდეს. გამოიყენება შემდეგი მითითებები.

  • ის ითვალისწინებს დაზარალებულთა და პოტენციურ დაზარალებულთა საჭიროებებს და პიროვნების ოჯახის გრძნობებს.

  • იგი არ აცხადებს გადაწყვეტილებას, თუ პიროვნება აპროტესტებს მას. თუმცა, მას შეუძლია აცნობოს, რომ საქმე გასაჩივრებულია, თუკი მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია პოტენციური მსხვერპლის დასაცავად. მას ასევე შეუძლია აცნობოს ეს დაზარელებულთა განკურნების მხარდასაჭერად (თუმცა ის არ ასახელებს დაზარალებულთა სახელებს) ან ეკლესიის მთლიანობის დასაცავად.

  • საჭიროებისამებრ, ეპისკოპოსი გადაწყვეტილებას კონფიდენციალურად აცნობს მეურვეობის საბჭოს წევრებს. ეს ხდება იმისათვის, რომ აცნობონ ხელმძღვანელებს, რომლებმაც შეიძლება მიიჩნიონ, რომ ეს პიროვნება შეიძლება მოიხმო მოწოდებაზე, დაავალო გაკვეთილის ჩატარება, სიტყვით გამოსვლა ან ლოცვა. ეს ასევე კეთდება იმისთვის, რომ წაახალისონ ხელმძღვანელები, შესთავაზონ ზრუნვა და მხარდაჭერა წევრისთვისა და მისი ოჯახისთვის.

  • პალოს პრეზიდენტის თანხმობით, ეპისკოპოსს შეუძლია, გადასცეს გადაწყვეტილება მეურვეობის უხუცესთა ქვორუმისა და მოწყალების საზოგადოების შეხვედრებზე, თუ სიტუაციაში განიხილება:

    • მტაცებლური ქცევა, რომელიც შეიძლება სხვებისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს.

    • ცრუ დოქტრინის ან განდგომის სხვა ფორმის სწავლება.

    • უხეში ცოდვები, როგორიცაა მრავლობითი ქორწინება ან საკულტო დოქტრინის სწავლება მიმდევრის მოსაზიდად.

    • საჯაროდ ეწინააღმდეგება ზოგადად ეკლესიის ხელმძღვანელების ან ადგილობრივი ხელმძღვანელების სწავლებებს ან ქმედებებს.

  • ასეთ შემთხვევებში, პალოს პრეზიდენტს შეიძლება ასევე დასჭირდეს პალოს სხვა მეურვეობებში წევრებთან კომუნიკაციის ნებართვის გაცემა.

  • ზოგიერთ შემთხვევაში, ეპისკოპოსმა ან პალოს პრეზიდენტმა შეიძლება ჩათვალოს, რომ სასარგებლო იქნება აცნობოს ზოგიერთ ან ყველა დაზარალებულს და მათ ოჯახებს, რომ ამ პიროვნებისთვის ჩატარდა წევრობის საბჭო. ის ამას აკეთებს მათი ეპისკოპოსის ან პალოს პრეზიდენტის მეშვეობით.

  • თუ ადამიანის მტაცებლური თვისებები სხვებს საფრთხეს უქმნის, ეპისკოპოსმა ან პალოს პრეზიდენტმა შეიძლება გაფრთხილება მისცეს სხვების დაცვის მიზნით. ის არ ამხელს კონფიდენციალურ ინფორმაციას და არ ადგენს საკუთარ ვერსიებს.

  • ყველა სხვა შემთხვევაში, ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი შემოიფარგლება ზოგადი განცხადებით. ის უბრალოდ აცხადებს, რომ პიროვნების პრივილეგიები შეზღუდულია ან იგი წევრობიდან გაირიცხა საქციელისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება ეკლესიის კანონებსა და წესრიგს. ის სთხოვს დამსწრეებს, არ განიხილონ ეს საკითხი. ის არ ეკითხება, ისინი მხარს უჭერენ თუ ეწინააღმდეგებიან ქმედებას.

  • თუ წევრი, წევრობის საბჭოს შემდეგ, ინარჩუნებს სტატუსს „შეზღუდვები არ ეხება“ (იხ. 32.11.1), ეპისკოპოსს ან პალოს პრეზიდენტს შეუძლია, გაავრცელოს ეს ჭორების გასაფანტად.

32.12.3

შეტყობინება წევრის გადადგომის შესახებ

ზოგიერთ შემთხვევაში, ეპისკოპოსს შეიძლება დასჭირდეს აცნობოს, რომ ადამიანმა უარი თქვა ეკლესიის წევრობაზე (იხ. 32.14.9). ეპისკოპოსი არ ამხელს ამაზე მეტ ინფორმაციას.

32.13

გადაწყვეტილების გასაჩივრება

წევრს შეუძლია, გაასაჩივროს მეურვეობის წევრობის საბჭოს გადაწყვეტილება პალოს პრეზიდენტთან 30 დღის განმავლობაში. პალოს პრეზიდენტი ატარებს პალოს წევრობის საბჭოს ამ გასაჩივრების განსახილველად. მას ასევე შეუძლია, სთხოვოს ეპისკოპოსს, თავიდან მოიწვიოს საბჭო და გადახედოს გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით თუ არის ახალი ინფორმაცია.

წევრს შეუძლია, გაასაჩივროს პალოს წევრობის საბჭოს გადაწყვეტილება პირველი პრეზიდენტისადმი წერილის გაგზავნით 30 დღის ვადაში. წევრი გადასცემს წერილს პალოს პრეზიდენტს, რათა წარუდგინოს იგი პირველ პრეზიდენტობას.

მისიაში ყოფნისას წევრს შეუძლია, 30 დღის განმავლობაში გაასაჩივროს მრევლის ან ოლქის წევრობის საბჭოს გადაწყვეტილება მისიის პრეზიდენტთან. მისიის პრეზიდენტი ატარებს წევრობის საბჭოს ამ გასაჩივრების განსახილველად. თუ დრო ან მანძილი მას ამაში ხელს უშლის, ის მიჰყვება მითითებებს 32.9.4.

თუ მისიის პრეზიდენტი უძღვებოდა საბჭოს, წევრს შეუძლია, 30 დღის განმავლობაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება წერილით პირველი პრეზიდენტობისადმი. წევრი გადასცემს წერილს მისიის პრეზიდენტს, რათა წარუდგინოს იგი პირველ პრეზიდენტობას.

პიროვნება, რომელიც გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას, წერილობით აზუსტებს სავარაუდო შეცდომებს ან უსამართლობას პროცედურასა თუ გადაწყვეტილებაში.

თუ წევრობის საბჭო იმართება საჩივრის განსახილველად, შესაძლებელია ორიდან ერთი გადაწყვეტილების მიღება:

  • პირველი დადგენილების დატოვება.

  • პირველ დადგენილებაში ცვლილებების შეტანა.

პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილებები საბოლოოა და აღარ გასაჩივრდება.

32.14

ანგარიშები და წევრობის ჩანაწერები

32.14.1

ეკლესიის წევრობის საბჭოს ანგარიში

ნებისმიერი წევრობის საბჭოს შემდეგ, ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი დაუყოვნებლივ წარადგენს ეკლესიის წევრობის საბჭოს ანგარიშის ფორმას LCR-ს მეშვეობით. მას შეუძლია, სთხოვოს კლერკს ანგარიშის მომზადება. ის უზრუნველყოფს, რომ ფორმის არც ელექტრონული და არც ბეჭდური ასლი არ დარჩეს ადგილზე. ის ასევე უზრუნველყოფს, რომ მოხსენების მოსამზადებლად გამოყენებული ნებისმიერი ჩანაწერი დაუყოვნებლივ განადგურდეს.

32.14.2

ეკლესიის წევრობის ოფიციალური შეზღუდვები

ეკლესიის წევრობის ოფიციალური შეზღუდვები აღინიშნება პირის წევრობის ჩანაწერში. ეკლესიის სათავო ოფისი აკეთებს ამ კომენტარს მას შემდეგ, რაც მიიღებს ეკლესიის წევრობის საბჭოს ანგარიშს. როდესაც წევრმა მოინანია, ხელმძღვანელმა უნდა ჩაატაროს სხვა საბჭო, რათა განიხილოს შეზღუდვების მოხსნა (იხ. 32.16.1).

32.14.3

ჩანაწერები პიროვნების ეკლესიის წევრობიდან გარიცხვის შემდეგ

თუ პიროვნება გაირიცხა ეკლესიის წევრობიდან, ეკლესიის სათავო ოფისი აუქმებს წევრობის ჩანაწერს მას შემდეგ, რაც მიიღებს ეკლესიის წევრობის საბჭოს ანგარიშს. თუ ადამიანს სურს, ხელმძღვანელები ეხმარებიან მას ეკლესიის წევრობის აღდგენაში ნათლობისა და წევრად დამტკიცების მეშვეობით (იხ. 32.16.1).

32.14.4

ჩანაწერები ეკლესიის წევრობის აღდგენის შემდეგ

ეკლესიის წევრობის აღდგენის შემდეგ, ეპისკოპოსი წარადგენს მოხსენებას - ეკლესიის წევრობის საბჭოს ფორმას. ნათლობისა და წევრად დამტკიცების სერტიფიკატი არ იქმნება. ნათლობა და წევრად დამტკიცება იწერება ეკლესიის წევრობის საბჭოს ფორმაში.

თუ წევრი არ იყო შემოსილი, ეკლესიის სათავო ოფისი აფორმებს წევრობის ჩანაწერს, რომელიც აჩვენებს მისი თავდაპირველი ნათლობისა და სხვა წეს-ჩვეულებების თარიღებს. ჩანაწერში არ არის მითითებული ეკლესიის წევრობის დაკარგვა.

თუ წევრი შემოსილი იყო, ეკლესიის სათავო ოფისი ანახლებს წევრობის ჩანაწერს, რათა აჩვენოს ახალი ნათლობისა და წევრად დამტკიცების თარიღები. ეს ჩანაწერი ასევე შეიცავს შეტყობინებას „საჭიროა კურთხევების აღდგენა“. წევრობის კურთხევების აღდგენის შემდეგ (იხ. 32.17.2), წევრობის ჩანაწერი განახლდება, რათა აჩვენოს თავდაპირველი ნათლობის თარიღები და სხვა წეს-ჩვეულებები. ჩანაწერში არ არის მითითებული ეკლესიის წევრობის დაკარგვა.

32.14.5

წევრობის ჩანაწერები ანოტაციებით

პირველი პრეზიდენტობის უფლებამოსილებით, ეკლესიის სათავო ოფისი აკეთებს კომენტარს პიროვნების წევრობის ჩანაწერის შესახებ ქვემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ სიტუაციაში.

  1. ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი წარადგენს ანგარიშს - ეკლესიის წევრობის საბჭოს ფორმას, რომელშიც მითითებულია, რომ პირის წევრობა ოფიციალურად შეიზღუდა ან გაუქმდა რომელიმე შემდეგი ფაქტის გამო:

    1. ინცესტი

    2. ბავშვზე ან მოზარდზე სექსუალური ძალადობა, ბავშვის ან ახალგაზრდის სექსუალური ექსპლუატაცია ან ბავშვზე ან მოზარდზე სერიოზული ფიზიკური ან ემოციური ძალადობა

    3. ბავშვთა პორნოგრაფიაში მონაწილეობა, როგორც ეს აღწერილია 38.6.6)

    4. მრავალცოლიანობა

    5. მტაცებლური სექსუალური ქცევა

    6. ტრანსგენდერი - მოქმედებები, რომლების შედეგად პიროვნება იძენს დაბადებისას მიღებული სქესის საპირისპირო სქესს (იხ. 38.6.23)

    7. ეკლესიის სახსრების გაფლანგვა ან ეკლესიის ქონების მითვისება (იხ. 32.6.3.3)

    8. ეკლესიის კეთილდღეობის ბოროტად გამოყენება

    9. მუქარის შემცველი ქცევა (როგორიცაა სექსუალური, ძალადობრივი ან ფინანსური) ან ქცევა, რომელიც ზიანს აყენებს ეკლესიას

  2. ეპისკოპოსი და პალოს პრეზიდენტი წარადგენენ წერილობით შეტყობინებას, რომ პიროვნება:

    1. აღიარებს ან ნასამართლევია დანაშაულისთვის, რომელიც ეხებოდა ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებებს.

    2. ბრალი წარედგინა სამოქალაქო სარჩელით თაღლითობის ან სხვა უკანონო ქმედებების გამო, რომელიც მოიცავს ერთ-ერთ ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებას.

როდესაც ეპისკოპოსი იღებს წევრობის ჩანაწერს კომენტარებით, ის მიჰყვება კომენტარებში გაკეთებულ მითითებებს.

მხოლოდ პირველ პრეზიდენტობას შეუძლია ნებართვის გაცემა წევრობის ჩანაწერიდან კომენტარების წაშლის შესახებ. თუ პალოს პრეზიდენტი გირჩევთ კომენტარების წაშლას, ის იყენებს LCR (იხ. 6.2.3). პირველი პრეზიდენტობის ოფისი ატყობინებს მას, დამტკიცებულია თუ არა რეკომენდაცია.

32.14.6

განაცხადი ეკლესიის სახსრების მითვისების შესახებ

თუ პიროვნების წევრობა შეზღუდულია ან იგი გარიცხეს წევრობიდან ეკლესიის სახსრების გაფლანგვის გამო, ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი აგზავნის ამის შესახებ ანგარიშს, როგორც ეს აღწერილია 34.7.5-ში.

32.14.7

შეზღუდვების გადატანა წევრობის ჩანაწერებზე

ზოგჯერ ეკლესიის წევრი იცვლის საცხოვრებელს იმ პერიოდში, როცა წევრობის საკითხი ან სხვა სერიოზული პრობლემება ჯერ არ მოგვარებულა. ხანდახან საჭიროა, რომ ეპისკოპოსმა ახალ ეპისკოპოსს გაუზიაროს ინფორმაცია, სანამ ის წევრობის ჩანაწერს ახალ ერთეულში გადააგზავნის. ამ შემთხვევებში ეპისკოპოსს (ან კლერკს, თუ უფლებამოსილია) შეუძლია, დააწესოს გადაადგილების შეზღუდვა წევრობის ჩანაწერზე. ჩანაწერი რჩება განყოფილებაში მანამ, სანამ ეპისკოპოსი (ან კლერკი, თუ უფლებამოსილია) არ მოხსნის შეზღუდვას. ეს საშუალებას აძლევს ეპისკოპოსს, გაუზიაროს შეშფოთება და ინფორმაცია.

32.14.8

ჩანაწერები პატიმრობაში მყოფ პირთა შესახებ

ზოგიერთი წევრი ნასამართლევია დანაშაულისთვის და პატიმრობაში იმყოფება იმ დანაყოფის ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი, სადაც ადამიანი დანაშაულის ჩადენის დროს ცხოვრობდა, განაგრძობს ნებისმიერ აუცილებელ მოქმედებას წევრობის ოფიციალური შეზღუდვის ან წევრობიდან გარიცხვის შესახებ. თუ წევრობის პრივილეგიები შეიზღუდა, ხელმძღვანელი (ან კლერკი, თუ უფლებამოსილია) წევრობის ჩანაწერს უგზავნის განყოფილებას, რომელიც პასუხისმგებელია იმ ადგილას, სადაც პირი ციხეში იმყოფება. წევრობიდან გარიცხვის შემთხვევაში, ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი უკავშირდება იმ ერთეულის ხელმძღვანელს. (იხ. 32.15.)

32.14.9

წევრობაზე უარის თქმის მოთხოვნა

თუ წევრი ითხოვს ეკლესიის წევრობიდან გარიცხვას, ეპისკოპოსი ერევა, რათა გაიგოს, სურს თუ არა პიროვნებას საუბარი და ცდილობს, მოაგვაროს საკითხი. ეპისკოპოსს ან წევრს ასევე შეუძლიათ, ითათბირონ პალოს პრეზიდენტთან. ხელმძღვანელი რწმუნდება, რომ წევრს ესმის ეკლესიის წევრობაზე უარის თქმის შედეგი:

  • უქმდება ყველა წეს-ჩვეულება.

  • უქმდება წევრობის ყველა პრივილეგია.

  • წევრობის აღდგენა ნათლობისა და წევრად დამტკიცების მეშვეობით შესაძლებელია მხოლოდ საფუძვლიანი გასაუბრებისა და, ხშირ შემთხვევაში, წევრობის საბჭოს შემდეგ (იხ. 32.16.2).

  • შემოსილ ყოფილ წევრს შეუძლია, მიიღოს მღვდლობისა და სატაძრო კურთხევების აღდგენა მხოლოდ პირველი პრეზიდენტობის თანხმობით და წევრად აღდგენის შემდეგ სრული ერთი წლის გასვლის შემდეგ (იხ. 32.17.2).

თუ წევრს მაინც სურს ეკლესიის წევრობაზე უარის თქმა, ის აძლევს ეპისკოპოსს წერილობით, ხელმოწერილ მოთხოვნას. ეპისკოპოსი წარუდგენს მოთხოვნას პალოს პრეზიდენტს LCR-ის მეშვეობით. შემდეგ პალოს პრეზიდენტი განიხილავს და წარადგენს მოთხოვნას ამ სისტემის მეშვეობით. ხელმძღვანელებმა უმალვე უნდა მოახდინონ რეაგირება მოთხოვნაზე.

პიროვნებას შეუძლია, უარი თქვას წევრობაზე ეკლესიის სათავო ოფისში ხელმოწერილი, ნოტარიულად დამოწმებული მოთხოვნის გაგზავნით.

არასრულწლოვანი, რომელსაც სურს ეკლესიის წევრობაზე უარის თქმა, გადის იგივე პროცედურას, რაც ზრდასრული, ერთი გამონაკლისით: მოთხოვნას ხელი უნდა მოაწეროს არასრულწლოვანმა (თუ 8 წელზე უფროსი ასაკისაა) და მშობელმა (-ებმა) ან მეურვემ (-ებმა), რომლებსაც აქვთ არასრულწლოვანზე მზრუნველობის კანონიერი უფლება.

თუ წევრი, რომელიც უარს ამბობს წევრობაზე, ემუქრება ეკლესიას ან მის ხელმძღვანელებს სამართლებრივი ქმედებით, პალოს პრეზიდენტი მიჰყვება მითითებებს 38.8.23-დან.

წევრობაზე უარის თქმა უნდა განხორციელდეს მაშინაც კი, თუ მღვდლობის ხელმძღვანელს აქვს ინფორმაცია სერიოზული ცოდვის შესახებ. ნებისმიერი ინფორმაცია მოუგვარებელი ცოდვების შესახებ უნდა აღინიშნოს, როცა მოთხოვნას წარადგენენ LCR-ს მეშვეობით. ეს საშუალებას აძლევს მღვდლობის ხელმძღვანელს, მოაგვაროს ასეთი საკითხები მომავალში, თუ პიროვნება მიმართავს ეკლესიის წევრობის აღდგენის თხოვნით (იხ. 32.16.2).

სამღვდელოების ხელმძღვანელმა არ უნდა გაუწიოს რეკომენდაცია ეკლესიის წევრობის გაუქმებას, რათა თავიდან აიცილოს წევრობის საბჭოს ჩატარება.

ხელმძღვანელები აგრძელებენ მსახურებას მათთვის, ვინც უარს ამბობს წევრობაზე, თუკი ისინი არ განაცხადებენ უარს კონტაქტზე.


ეკლესიის წევრთა პრივილეგიების აღდგენა.


თუ პიროვნებას ეკლესიის წევრობის პრივილეგიები შეეზღუდა ან გაუუქმდა, ხელმძღვანელები ინარჩუნებენ მასთან მეგობრულ ურთიერთობას, აძლევენ რჩევებს და მხარს უჭერენ მას, რამდენადაც იგი მათ ამის საშუალებას აძლევს. ამ სექციაში ახსნილია, როგორ დაიბრუნონ ეს პრივილეგიები.

32.15

მზრუნველობის გაგრძელება

ეპისკოპოსის ან პალოს პრეზიდენტის როლი, როგორც ზოგადად მსაჯულის, არ მთავრდება, როცა წევრი მიიღებს წევრობის შეზღუდვას ან მას გაუუქმდა წევრობა. ის აგრძელებს მზრუნველობას, რამდენადაც ამას პიროვნება დაუშვებს, ასე რომ, მას შეუძლია, კვლავ ისარგებლოს ეკლესიის წევრობის კურთხევებით. ეპისკოპოსი რეგულარულად ხვდება პიროვნებას და, როცა ეს სასარგებლო და შესაძლებელია, მის მეუღლეს. მხსნელი ასწავლიდა ნეფიელებს:

„არ გააძევოთ იგი თქვენი … თაყვანისცემის ადგილებიდან, რადგან ასეთებისთვის უნდა გააგრძელოთ მსახურება; რამეთუ არ იცით, შეიძლება დაბრუნდნენ და მოინანიონ და ჩემთან მოვიდნენ გულის მთელი მოწადინებით და განვკურნავ მათ; და თქვენ იქნებით ის წყარო, რომლითაც მათთან ხსნა მივა“ (3 ნეფი 18:32).

წევრობის შეზღუდვის ან გაუქმების შემდეგ როგორც თავად პიროვნებისთვის, ისე მისი ოჯახისთვის, დრო რთული და კრიტიკული ფაქტორია. ხელმძღვანელები უნდა იყვნენ მგრძნობიარენი ამ საჭიროებების მიმართ და უნდა ახალისებდნენ და ეხმარებოდნენ ოჯახის წევრებს.

ეპისკოპოსი უზრუნველყოფს, რომ პირს, რომელსაც ეკლესიის წევრობა შეეზღუდა ან გაუუქმდა, დაენიშნოს მზრუნველი და ან ძმა, რამდენადაც ამას თავად პიროვნება დაუშვებს. ისინი მზრუნველობას უწევენ ასევე ოჯახის სხვა წევრებს. წევრობის შეზღუდვის ქვეშ მყოფ პირებს შეუძლიათ, ისარგებლონ ინდექსირებაში მონაწილეობით (იხ. 25.4.3).

თუ პიროვნება გადადის მეურვეობიდან, ეპისკოპოსი აცნობებს ამას ახალ ეპისკოპოსს და განმარტავს, რა უნდა მოხდეს ეკლესიის წევრობის შეზღუდვების მოხსნამდე. თუ პირის ეკლესიის წევრობა გაუქმდა ან პირმა უარი განაცხადა წევრობაზე, ეპისკოპოსი ისევე ამყარებს კონტაქტს, თუ პირი თანხმდება ეკლესიის ხელმძღვანელების დახმარებაზე.

32.16

ოფიციალური შეზღუდვების მოხსნა ან ეკლესიის წევრობის აღდგენა

32.16.1

წევრთა საბჭოები ოფიციალური შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ანუ პიროვნებისთვის წევრობის აღდგენა

თუ პიროვნების წევრობის პრივილეგიები შეიზღუდა ან გაუქმდა წევრობის საბჭოზე, უნდა ჩატარდეს კიდევ ერთი საბჭო, რომელზედაც განიხილება პიროვნებისთვის შეზღუდვების მოხსნა ან მისი ეკლესიაში წევრობის აღდგენა. ამ საბჭოს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილების იგივე დონე (ან უფრო მაღალი), რაც საწყის საბჭოს. მაგალითად, თუ პალოს ან მისიის პრეზიდენტი თავმჯდომარეობდა თავდაპირველ საბჭოზე, პალოს ან მისიის პრეზიდენტი თავმჯდომარეობს საბჭოზე, რათა განიხილოს შეზღუდვების მოხსნა ან პიროვნების წევრობის აღდგენა.

საბჭოს ატარებს ამჟამინდელი ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი. ის უპირველეს ყოვლისა უნდა დარწმუნდეს, რომ ადამიანმა მოინანია და არის მზად და ღირსი, ისარგებლოს ეკლესიის წევრობის კურთხევებით.

მათ, ვისაც ოფიციალურად შეეზღუდა ეკლესიის წევრობა, როგორც წესი, უნდა გამოავლინონ ჭეშმარიტი მონანიება მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, სანამ განიხილება შეზღუდვების მოხსნა. მათ, ვინც გაირიცხა ეკლესიის წევრობიდან, როგორც წესი, უნდა გამოავლინონ ჭეშმარიტი მონანიება მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, სანამ განიხილება მათი წევრობის აღდგენა. წევრისთვის, რომელსაც მძიმე ცოდვის ჩადენის დროს ეკავა მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკლესიაში, ეს პერიოდი, როგორც წესი, ჩვეულებრივ უფრო გრძელია (იხ. 32.6.1.4).

საბჭო, რომელიც განიხილავს შეზღუდვების მოხსნას ან ეკლესიაში წევრობის აღდგენას, მიჰყვება იგივე მითითებებს, რაც სხვა წევრთა საბჭოები. ეპისკოპოსმა, საბჭოს ჩასატარებლად, პალოს პრეზიდენტისგან უნდა მიიღოს თანხმობა. მისიაში, მრევლის ან ოლქის პრეზიდენტს ესაჭიროება მისიის პრეზიდენტის თანხმობა.

შემდეგი მითითებები გამოიყენება საბჭოს გამართვისას, როცა განიხილება ეკლესიის წევრობის შეზღუდვების მოხსნა ან ეკლესიაში წევრობის აღდგენა. ყველა ეს მითითება არ გამოიყენება თითოეულ შემთხვევაში.

  1. თავდაპირველი წევრობის საბჭოს განხილვა. ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი განიხილავს ეკლესიის წევრობის საბჭოს ანგარიშის ფორმას. იგი მოითხოვს ასლს LCR-ის მეშვეობით. ფორმის განხილვის შემდეგ იგი შეიძლება დაუკავშირდეს იმ ადგილის ეპისკოპოსს ან პალოს პრეზიდენტს, სადაც თავდაპირველად გაიმართა საბჭო, რათა მეტი დეტალი მოიძიოს.

  2. პიროვნებასთან გასაუბრება. ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი უტარებს პიროვნებას საფუძვლიან გასაუბრებას, რათა გაარკვიოს მისი რწმენის ძალა იესო ქრისტეში და მონანიების მასშტაბი. ის ასევე ადგენს, აკმაყოფილებს თუ არა პირი საწყის ქმედებაში გაწერილ პირობებს.

  3. სისხლის სამართლის ან სამოქალაქო სასამართლო საქმის სტატუსის განსაზღვრა. ზოგჯერ ადამიანი აღიარებს დანაშაულს ან იყო ნასამართლევი. ზოგჯერ პიროვნებას ბრალი წარედგინება სამოქალაქო სარჩელით თაღლითობის ან სხვა უკანონო ქმედებების გამო. ამ შემთხვევებში, ხელმძღვანელი, როგორც წესი, არ ატარებს საბჭოს მანამ, სანამ პირი არ შეასრულებს იურიდიული ორგანოების მიერ გამოტანილი სასჯელის, ბრძანების ან განაჩენის ყველა პირობას. ეს პირობები შეიძლება მოიცავდეს თავისუფლების აღკვეთას, პირობით ვადამდე გათავისუფლებას, ჯარიმას ან ზარალის აღდგენას. გამონაკლისები, საწევრო საბჭოს გამართვამდე, მოითხოვს პირველი პრეზიდენტობის თანხმობას. ეს გამონაკლისები შეიძლება გულისხმობდეს ვინმეს, ვინც შეასრულა კანონიერი მოთხოვნები და გამოავლინა გულწრფელი მონანიება, მაგრამ დაკისრებული აქვს უვადო გამოსაცდელი პერიოდი ან აქვს მნიშვნელოვანი ჯარიმა.

  4. დაუკავშირდით დაზარალებულთა სამღვდელოების ხელმძღვანელებს. ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი უკავშირდება დაზარალებულის ამჟამინდელ ეპისკოპოსს ან პალოს პრეზიდენტს (იხ. 32.10.2).

  5. საბჭოს შეტყობინება. იგი ატყობინებს პიროვნებას საბჭოს ჩატარების თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ.

  6. საბჭოს ჩატარება. მას მიჰყავს საბჭო 32.10.3-ში მოყვანილი მითითებების თანახმად. იგი ასევე ეკითხება პიროვნებას, რა მოიმოქმედა მან მონანიებისთვის. ის ასევე ეკითხება მას იესო ქრისტესა და ეკლესიისადმი ერთგულების შესახებ. ყველა შესაბამისი საკითხის წარდგენის შემდეგ ის უშვებს წევრს. მრჩევლებთან ერთად იგი ლოცულობს, რათა დაადგინოს საჭირო მოქმედებები. სამი შესაძლო გადაწყვეტილებაა:

    1. წევრობის შეზღუდვის ან გარიცხვის გაგრძელება.

    2. შეზღუდვების მოხსნა ან წევრობის აღდგენისთვის ნებართვის გაცემა.

    3. პირველი პრეზიდენტობისთვის რეკომენდაციის გაწევა შეზღუდვების მოხსნის ან წევრობის აღდგენის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოცემული „პირველი პრეზიდენტობისგან თანხმობის მიღების განცხადება“).

  7. გადაწყვეტილების გაზიარება. მას შემდეგ, რაც საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, თავმჯდომარე პირი გაუზიარებს მას პიროვნებას. თუ საჭიროა პირველი პრეზიდენტობის თანხმობა, ის განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება არის პირველი პრეზიდენტობის რეკომენდაცია.

  8. ანგარიშის წარდგენა. ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი წარადგენს ეკლესიის წევრობის საბჭოს ანგარიშის ფორმას. მას შეუძლია, სთხოვოს კლერკს ანგარიშის მომზადება. ის უზრუნველყოფს, რომ ფორმის არც ელექტრონული და არც ბეჭდური ასლი არ დარჩეს ადგილზე. ის ასევე უზრუნველყოფს, რომ მოხსენების მოსამზადებლად გამოყენებული ნებისმიერი ჩანაწერი დაუყოვნებლივ განადგურდეს.

  9. პირველი პრეზიდენტობის თანხმობის მისაღებად (საჭიროებისას). შემდეგ გარემოებებში, პირველი პრეზიდენტის დამტკიცება აუცილებელია ოფიციალური წევრობის შეზღუდვების მოსახსნელად ან ეკლესიაში წევრობის აღსადგენად. ეს თანხმობა საჭიროა მაშინაც კი, როცა ამ საქციელს ჰქონდა ადგილი მას შემდეგ რაც ეკლესიის წევრობა ოფიციალურად შეიზღუდა ან გაუქმდა.

    პალოს პრეზიდენტი განცხადებას წარუდგენს პირველ პრეზიდენტობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დამტკიცების რეკომენდაციას იძლევა (იხ. 6.2.3).

    1. მკვლელობა

    2. ინცესტი

    3. ბავშვზე ან მოზარდზე სექსუალური ძალადობა, ბავშვის ან მოზარდის სექსუალური ექსპლუატაცია ან ბავშვზე ან მოზარდზე სერიოზული ფიზიკური ან ემოციური ძალადობა რამდენიმე წლით უფროსი ზრდასრულის მიერ.

    4. ბავშვთა პორნოგრაფიაში მონაწილეობის მიღება, როდესაც არსებობს კანონიერი ნასამართლობა

    5. განდგომა

    6. მრავალცოლიანობა

    7. ეკლესიაში მნიშვნელოვან პოზიციაზე ყოფნისას სერიოზული ცოდვის ჩადენა

    8. ტრანსგენდერი - მოქმედებები, რომლების შედეგად პიროვნება იძენს დაბადებისას მიღებული სქესის საპირისპირო სქესს (იხ. 38.6.23)

    9. ეკლესიის თანხების ან საკუთრების გაფლანგვა

  10. გადაწყვეტილების წერილობითი შეტყობინება. ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი უნდა დარწმუნდეს, რომ პიროვნება დროულად მიიღებს წერილობით შეტყობინებას გადაწყვეტილების და მისი შედეგების შესახებ.

  11. ნათლობა და წევრად დამტკიცება. თუ პიროვნება გაირიცხა ეკლესიის წევრობიდან თავდაპირველ საბჭოზე, იგი თავიდან უნდა მოინათლოს და წევრად დამტკიცდეს. თუ საჭიროა პირველი პრეზიდენტობის დამტკიცება, ეს წეს-ჩვეულებები შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ამ დამტკიცების მიღების შემდეგ. ნათლობისა და წევრად დამტკიცების სერტიფიკატი არ იქმნება (იხ. 32.14.4).

32.16.2

წევრობის აღდგენა ეკლესიის წევრობიდან გარიცხვის შემდეგ

თუ პიროვნებამ ოფიციალურად უარი თქვა წევრობაზე, ეკლესიის წევრობის აღსადგენად იგი უნდა თავიდან მოინათლოს და წევრად დამტკიცდეს. ზრდასრულებისთვის წევრობის აღდგენა, როგორც წესი, არ განიხილება სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში წევრობაზე უარის თქმის შემდეგ.

როდესაც ადამიანი ითხოვს წევრობის აღდგენას, ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი იღებს ადმინისტრაციული ქმედების ანგარიშის ფორმის ასლს, რომელიც თან ახლავს წევრობაზე უარის თქმის მოთხოვნას. მას ამის გაკეთება შეუძლია LCR-ის მეშვეობით.

შემდეგ ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი საფუძვლიანად გაესაუბრება პიროვნებას. იგი ეკითხება მოთხოვნის თავდაპირველი მიზეზისა და წევრობაზე უარის განაცხადის შესახებ. სიყვარულით იგი ეკითხება სერიოზული ცოდვების შესახებ, რომლებიც შესაძლოა დაუშვა პიროვნებამ წევრობაზე უარის თქმის შემდეგ ან იქამდე. ხელმძღვანელი არ ახდენს წევრობის აღდგენას, სანამ არ დარწმუნდება, რომ ადამიანმა მოინანია, მზად არის და არის ღირსი, ისარგებლოს ეკლესიის წევრობის კურთხევებით.

რა ხდება წევრობის აღდგენის შემდეგ:

  • წევრობის საბჭო იმართება, თუ პირის წევრობა ოფიციალურად იყო შეზღუდული წევრობაზე უარის თქმის დროს.

  • წევრობის საბჭო ტარდება, თუ პიროვნებამ ჩაიდინა სერიოზული ცოდვა, მათ შორის განდგომა, სანამ წევრობაზე უარს იტყოდა.

სხვა შემთხვევებში წევრობის საბჭოს ჩატარება არ არის საჭირო, თუკი ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი არ გადაწყვეტს, რომ ეს საჭიროა.

როცა წევრობის საბჭო საჭიროა ტაძარში შემოსილი წევრისთვის, მას პალოს პრეზიდენტი ატარებს. როცა საბჭო საჭიროა პიროვნებისთვის, რომელის არ არის ტაძარში შემოსილი, მას პალოს პრეზიდენტი ატარებს.

თუ პიროვნება, ეკლესიის წევრობაზე უარის თქმის შემდეგ ან იქამდე, ჩართულია რომელიმე მოქმედებაში, რომელიც აღწერილია 32.16.1, ნომერი 9-ში, მისი წევრობის აღსადგენად საჭიროა პირველი პრეზიდენტობის თანხმობა. თუ პიროვნება ჩართულია რომელიმე მოქმედებაში, რომელიც აღწერილია 32.14.5, ნომერი 1-ში, წევრობაზე უარის თქმის შემდეგ ან იქამდე, წევრობის ჩანაწერში გაკეთდება კომენტარი.

პიროვნება, რომელიც წევრობის აღდგენას ითხოვს, უნდა აკმაყოფილებდეს იმავე მოთხოვნებს, რაც ნათლობისთვის არის საჭირო. როცა ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი დარწმუნდება, რომ პიროვნება ღირსია და გულწრფელად სურს წევრობის აღდგენა, შესაძლებელია მისი მონათვლა და წევრად დამტკიცება. ნათლობისა და წევრად დამტკიცების სერტიფიკატი არ იქმნება (იხ. 32.14.4).

გამოსახულება
მამაკაცი ზიარების მიღებისას

32.17

ეკლესიაში აქტიურობა, ხელდასხმა და კურთხევების აღდგენა წევრობის აღდგენის შემდეგ

32.17.1

ეკლესიაში აქტიურობა და ხელდასხმით კურთხევა

შემდეგი დიაგრამა მიუთითებს პიროვნების ეკლესიური აქტიურობის შესაფერის დონეს, რომელსაც ნათლობითა და წევრად დამტკიცებით აღუდგინეს წევრობა.

სატაძრო შემოსვის გარეშე

ტაძარში შემოსილი

წინად მღვდლობის მატარებელი პირი

სატაძრო შემოსვის გარეშე

  • ნათლობისა და კონფირმაციის შემდეგ წევრს უნდა უბოძონ მღვდლობა და აკურთხონ სამღვდელოების წოდებაზე, რომელიც მას ჰქონდა, როცა შეეზღუდა ეკლესიის წევრობა ან მოხდა წევრობიდან გარიცხვა. ეს ხდება მხარდასაჭერად ხელის აწევის გარეშე.

  • შესაძლოა სატაძრო რეკომენდაციის გაცემა ჩანაცვლებითი ნათლობისა და კონფირმაციისთვის.

ტაძარში შემოსილი

  • არ შეიძლება სამღვდელოების წოდების მინიჭება. როცა მათი მღვდლობის და სატაძრო კურთხევები აღდგება, მათი ადრეული მღვდლობის წოდება ასევე აღდგება, როგორც ეს აღწერილია 32.17.2-ში. იქამდე მათ არ აქვთ წეს-ჩვეულებების ჩატარების უფლება.

  • შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ეკლესიის ნებისმიერ საქმიანობაში, რომელიც დასაშვებია შეუმოსავი წევრისთვის, რომელსაც არ აქვს მიღებული მღვდლობა.

  • კურთხევების აღდგენამდე არ შეიძლება სატაძრო სამოსელის ტარება ან სატაძრო რეკომენდაციის მიღება.

სხვა წევრები

სატაძრო შემოსვის გარეშე

  • შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ ეკლესიის ღონისძიებებში ისე, როგორც ახლადმონათლულ წევრებს.

  • შესაძლოა სატაძრო რეკომენდაციის გაცემა ჩანაცვლებითი ნათლობისა და კონფირმაციისთვის.

ტაძარში შემოსილი

  • შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ეკლესიის ნებისმიერ საქმიანობაში, რომელიც დასაშვებია შეუმოსავი წევრისთვის, რომელსაც არ აქვს მიღებული მღვდლობა.

  • კურთხევების აღდგენამდე არ შეიძლება სატაძრო სამოსელის ტარება ან სატაძრო რეკომენდაციის მიღება (იხ. 32.17.2).

32.17.2

კურთხევების აღდგენა

პირებს, რომლებმაც ადრე მიიღეს სატაძრო შემოსვა და აღუდგათ წევრობა ნათლობისა და წევრად დამტკიცების მეშვეობით, შეუძლიათ, მიიღონ მღვდლობა და სატაძრო კურთხევები მხოლოდ კურთხევების აღდგენის წეს-ჩვეულების მეშვეობით (იხ. მოძღვრება და აღთქმები 109:21). მათ არ აკურთხებენ სამღვდელოების წოდებებზე და ისინი თავიდან არ გადიან შემოსვას. ეს კურხევები აღდგება წეს-ჩვეულების მეშვეობით. ძმებს აღადგენენ თავიანთ ყოფილ სამღვდელოების წოდებაში, გარდა სამოცდაათთა, ეპისკოპოსის ან პატრიარქის წოდებისა.

მხოლოდ პირველ პრეზიდენტობას შეუძლია კურთხევების აღდგენის განკარგულების გაცემა. ისინი არ განიხილავენ განაცხადს ამ წეს-ჩვეულებაზე სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირს აღუდგება წევრობა ნათლობისა და წევრად დამტკიცების შემდეგ.

ეპისკოპოსი და პალოს პრეზიდენტი გაესაუბრება პიროვნებას, რათა დაადგინოს, არის თუ არა იგი მზად და ღირსა. როცა პალოს პრეზიდენტი გრძნობს, რომ პიროვნება მზადაა, იგი აგზავნის კურთხევების აღდგენის მოთხოვნას LCR-ის გამოყენებით. იხ. 6.2.3 პალოს პრეზიდენტის ვალდებულება, პირველი პრეზიდენტობისადმი მოთხოვნის ფორმის გაგზავნისას.

თუ პირველი პრეზიდენტობა ამტკიცებს კურთხევების აღდგენას, ისინი ავალებენ გენერალურ ხელმძღვანელს ან პალოს პრეზიდენტს, გაესაუბროს პიროვნებას. თუ პიორვნება ღირსია, ეს ხელმძღვანელი ასრულებს პიროვნების კურთხევების აღდგენის წეს-ჩვეულებას.

წევრობის ჩანაწერებთან დამატებითი ინფორმაციისა და კურთხევების აღდგენსთან დაკავშირებით იხ. 38.14.4.