იესო ქრისტე
პურის დალოცვა


პურის დალოცვა

ო, ღმერთო, მარადიულო მამავ,
ჩვენ გთხოვთ, შენი ძის, იესო ქრისტეს სახელით,
რომ აკურთხო და განწმინდო ეს პური
ყოველი ადამიანის სულისთვის, ვინც მიიღებს მას;
რათა მიირთვან შენი ძის სხეულის მოსაგონებლად
და მოწმედ დაგიდგნენ ისინი, ო, ღმერთო, მარადიულო მამავ,
რომ მზად არიან აიღონ საკუთარ თავზე შენი ძის სახელი,
ყოველთვის ახსოვდეთ იგი
და დაიცვან მის მიერ მათთვის მიცემული მცნებანი,
დაე, მისი სული მარადჟამს იყოს მათთან.
ამინ.