2010-2019
სულიწმინდა თანამგზავრის როლში
ოქტომბერი 2015


სულიწმინდა თანამგზავრის როლში

თუ ღირსეულად ვიცხოვრებთ, ჩვენ შეგვიძლია, არა მხოლოდ ხანდახან, არამედ ყოველთვის თან ვიყოლიოთ სულიწმინდა.

ძვირფასო დებო და ძმებო, მადლიერი ვარ, რომ ვიმყოფები თქვენთან ამ კვირა დრეს უფლის ეკლესიის კონფერენციაზე. მე, ისევე როგორც თქვენ, ვიგრძენი სულიწმინდა, რომელიც მოწმობს იმ სიტყვების ჭეშმარიტებას, რომელნიც ითქვა და ჰიმნებში გაჟღერდა.

ჩემი მიზანია დღეს გავზარდო თქვენი სურვილი და გადაწყვეტილება - მიიღოთ ყოველი ჩვენგანისთვის ნათლობის შემდეგ დაპირებული ძღვენი. კონფირმაციის დროს ჩვენ ვისმენთ ასეთ სიტყვებს: „მიიღე სულიწმინდა“1 და ამ მომენტიდან ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ იცვლება

ჩვენ შეგვიძლია, თუ ვიქნებით ამის ღირსნი, თან ვიქონიოთ სულიწმინდა, როგორც დალოცვა, არა მხოლოდ ხანდახან, როგორც, მაგალითად, დღეს, არამედ ყოველთვის. თქვენ იცით ზიარების ლოცვის სიტყვებიდან, როგორ სრულდება ეს დაპირება: „ო ღმერთო, მარადიულო მამავ, ჩვენ გთხოვთ, შენი ძის, იესო ქრისტეს სახელით, რომ აკურთხო და დალოცო ეს პური ყოველი იმ სულისთვის, ვინც მიიღებს მას, შენი ძის სხეულის მოსაგონებლად და მოწმედ დაგიდგნენ ისინი, ღმერთო, მარადიულო მამავ, რომ მზად არიან აიღონ საკუთარ თავზე შენი ძის სახელი, ყოველთვის ახსოვდეთ იგი და დაიცვან მის მიერ მოცემული მცნებანი“.

და შემდეგ დიდებული დაპირება: „დაე მისი სული მარადჟამს იყოს მათთან“ (მოძღვრება და აღქმები 20:77).

სულიწმინდა მარადჟამს იყოს ჩვენთან ნიშნავს, წინ მიგვიძღვოდეს და გვაძლევდეს მიმართულებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, შეიძლება, სულიწმინდამ გაგვაფრთხილოს, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ცდუნებას - ჩავიდინოთ სიბოროტე.

მხოლოდ ამ მიზნის გამო ადვილია დაინახო, რატომ ეცადნენ უფლის მსახურები გაეზარდათ ჩვენი სურვილი თაყვანი ვცეთ ღმერთს ჩვენი ზიარების შეხვედრების დროს. თუ ჩვენ რწმენით ვიღებთ ზიარებას, სულიწმინდა შეძლებს დაგვიცვას ჩვენ და ისინი, ვინც გვიყვარს, ცდუნებისგან, რომელიც უფრო ხშირად და ძლიერად ივლენს თავს.

სულიწმინდის თანხლება კარგს უფრო მიმზიდველს ხდის, ცდუნებას კი - ნაკლებად მიმზიდველს. მხოლოდ ეს უნდა იყოს საკმარისი, გადავწყვიტოთ, ვიყოთ ღირსნი იმისა, რომ სულიწმინდა მუდამ იყოს ჩვენთან.

ზუსტად ისე, როგორც სულიწმინდა გვაძლიერებს ბოროტის წინააღმდეგ, უფალიც გვაძლევს ძალას განვასხვავოთ ჭეშმრიტება სიყალბისგან. ყველაზე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება დასტურდებამხოლოდ ღვთის გამოცხადებით. ჩვენი ადამიანური მიზეზი და ფიზიკური გრძნობების გამოყენება არ იქნება საკმარისი. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როცა ყველაზე ბრძენთაც კი გაუჭირდებათ ჭეშმარიტების განსხვავება სიყალბისგან.

უფალმა ასწავლა თავის მოციქულს, თომას, რომელსაც უნდოდა დარწმუნებულიყო მხსნელის აღდგომაში მისი ჭრილობების შეხებით, რომ გამოცხადება არის უფრო უსაფრთხო მტკიცებულება: „ეუბნება მას იესო: შენ მირწმუნე იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ უნახივარ და მირწმუნეს“(იოანე 20:29).

ჭეშმარიტებანი, რომელნიც გვიჩვენებენ გზას ღმერთთან, სულიწმინდის მიერ არის დადასტურებული. ჩვენ ვერ წავალთ ტყეში მამისა და ძის დასანახად, რომელნიც ახალგაზრდა ჯოზეფ სმითს ესაუბრნენ. ვერც ფიზიკური დასტური და ვერც ლოგიკური არგუმენტი ვერ დაამტკიცებს იმას, რომ ელიასი მოვა, დაპირებისამებრ, მღვდლობის გასაღებების დასამტკიცებლად, რომელნიც ახლა წინასწარმეტყველის, თომას ს. მონსონის, მფლობელობაში და განკარგულებაშია.

ჭეშმარიტების დამტკიცება მოდის ღვთის ისეთ ძესთან ან ასულთან, რომელმაც მოითხოვა სულიწმინდის მიღების უფლება. რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება წარმოგვიდგინონ ცრუსწავლებანი და ტყუილები, ჩვენ ჭეშმარიტების სულის მუდმივი გავლენა გვჭირდება, რომელიც თავიდან აგვაცილებს ეჭვის მომენტებს.

მოციქული ჯორჯ ქ. ქენონი, თორმეტ მოციქულთა ქვორუმში ყოფნისას, დაჟინებით გვთხოვდა, რომ სულ გვეცადა, სულიწმინდა თან გვყოლოდა. იგი დაგვპირდა, და მეც გპირდებით, რომ თუ გავაგრძელებთ ასე, „არასდროს არ მოგვაკლდება ცოდნა“ ჭეშმარიტებისა, „არასდროს არ აღმოვჩნდებით სიბნელეში და არ გვექნება ეჭვი“ და ჩვენი „რწმენა იქნება ძლიერი, სიხარული კი ... სრული“.2

ჩვენ გვჭირდება ეს მუდმივი დახმარება სულიწმინდის თანხლებისა სხვა მიზნისთვის. უეცრად შეიძლება საყვარელი ადამიანი გამოგეცალოთ ხელიდან. სულიწმინდის დასტური საყვარელი მამა ზეციერის რეალობისა და აღდგენილი მხსნელის შესახებ გვაძლევს იმედსა და ნუგეშს საყვარელი ადამიანის დაკარგვის დროს. ეს მოწმობა უნდა გქონდეთ, როცა ვინმე გარდაიცვლება.

ასე რომ, მრავალი მიზეზის გამო, ჩვენ გვჭირდება სულიწმინდის მუდმივი თანხლება. ჩვენ ეს გვსურს, მაგრამ გამოცდილებიდან ვიცით, რომ ამის შენარჩუნება არ არის ადვილი. თითოეული ჩვენგანი ფიქრორბს, ლაპარაკობს და აკეთებს ისეთ რამეს დღის განმავლობაში, რამაც შეიძლება სულიწმინდა დააფრთხოს. უფალმა გვასწავლა, რომ სულიწმინდა იქნება ჩვენი მარადიული თანამგზავრი, როცა გულები „მოწყალებითაგვევსება“ და როცა „ჩვენი აზრები მუდამ კეთილშბილებით იქნება შემკობილი“ (მოძღვრება და აღთქმები 121:45).

მათ, ვისაც უჭირთ სულიწმინდის თანხლებისთვის საჭირო სტანდარტების შენარჩნება, მე ასე შევაგულიანებდი. თქვენ გქონიათ მომენტები, როცა სულიწმინდის გავლენა გიგრძვნიათ, ეს დღესაც შეიძლება მომხდარიყო.

თქვენ შეგიძლიათ ასეთ მომენტებს მოექცეთ, როგორც რწმენის მარცვლებს, რაც ალმამ აღწერა ალმა 32:28.. ჩარგეთ თითოეული მათგანი. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ეს, როცა საამისო ბიძგს იგრძნობთ. ყველაზე ფასეული შთაგონებაა ის, როდესაც ხვდებით, რა სურს თქვენგან ღმერთს. თუ ეს მეათედის გადახდას ეხება ან მგლოვიარე მეგობრის მონახულებას - ასეც მოიქეცით. რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს, გააკეთეთ. როცა აჩვენებთ თქვენს მზადყოფნას მორჩილებისთვის, სულიწმინდა უფრო მეტად გაგრძნობინებთ, რა უნდა გააკეთოთ ისეთი, რაც ღმერთს სურს.

როცა მორჩილნი ხართ, სულიწმინდის გავლენა უფრო ხშირია და თანდათან გადაიზრდება მუდმივ თანამგზავრობაში. გაიზრდება თქვენი ძალა გააკეთოთ სწორი არჩევანი.

თქვენ გეცოდინებათ, როდის არის ეს სულიწმინდის კარნახი და როდის არის თქვენი საკუთარი სურვილი. როცა ეს გრძნობები ემთხვევა იმას, რაც მხსნელმა და მისმა ცოცხალმა წინასწარმეტყველებმა თქვეს, შეგიძლიათ გაბედულად დაემორჩილოთ. შემდეგ უფალი სულიწმინდას გამოგიგზავნით.

მაგალითად, თუ მიიღებთ სულიერ კარნახს პატივი მიაგოთ შაბათს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ძნელია, ღმერთი გამოგიგზავნით სულიწმინდას დასახმარებლად.

ასეთი დახმარება მიიღო მამაჩემმა წლების წინ, როცა სამსახურის გამო ავსტრალიაში მოუწია წასვლა. იგი კვირას მარტო იყო და ზიარების მიღება უნდოდა. იგი ვერ პოულობდა ინფორმაციას უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ეკლესიაზე, ასე რომ ქუჩაში გავიდა. ქუჩის ყოველ გადაკვეთაზე ლოცულობდა, რათა ცოდნოდა, საით წასულიყო. ერთი საათის სიარულის შემდეგ იგი კვლავ გაჩერდა, რათა ელოცა. მან იგრძნო, რომ გარკვეულ ქუჩაზე უნდა ჩაეხვია. სულ მალე მას ახლო მდებარე სახლის პირველი სართულიდან სიმღერა მოესმა. მან ფანჯარაში შეიჭყიტა და დაინახა რამდენიმე ადამიანი თეთრად გადაფარებულ მაგიდასთან მჯდომი და ზიარების ჭურჭელი..

შეიძლება ეს თქვენთვის არაფერი არ იყოს, მაგრამ მისთვის ეს რაღას შესანიშნავი იყო. მან იცოდა ზიარების ლოცვის დაპირება, რომელიც აღსრულდა: „ყოველთვის გვახსოვდეს იგი და იცავდეთ მის მცნებებს, რათა მისი სული ყოველთვის იყოს მათთან“(მოძღვრება და აღთქმები 20:77).

ეს იყო მხოლოდ ერთი მაგალითი იმისა, როცა მან ილოცა და შემდეგ სულიწმინდის კარნახის თანახმად მოიქცა ისე, როგორც ღმერთს სურდა. იგი წლების განმავლობაში ამას აკეთებდა, ისევე, როგორც მე და თქვენ. იგი არასდროს არ საუბრობდა თავის სულიერებაზე. უბრალოდ უფლისთვის იმ პატარ-პატარა საქმეებს ასრულებდა, რომლებზეც შტაგონებას იღებდა.

როცა არ უნდა ეთხოვათ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ჯგუფს, ესაუბრა მათთან, იგი უსრულებდა თხოვნას. არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, იყო 10 კაცი თუ 50, ან რაოდენ დაღლილი იყო იგი. იგი მოწმობდა მამაზე, ძეზე, სულიწმინდაზე და წინასწარმეტყველებზე, როცა კი ამისთვის სულიწმინდის კარნახს იგრძნობდა.

მისი ყველაზე მაღალი საეკლესიო მოწოდება იყო იუტას ბონევილის პალოს უზენაეს საბჭოშო, სადაც პალოს ფერმაზე სარეველას გლეჯდა და საკვირაო სკოლის გაკვეთილებს ატარებდა. წლების განმავლობაში, როცა კი მას ეს სჭირდებოდა, სულიწმინდა მისი თანამგზავრი იყო.

მე მამაჩემის გვერდით საავადმყოფოს პალატაში ვიდექი. დედაჩემი, რომელიც 41 წლის მანძილზე მისი მეუღლე იყო, საწოლზე იწვა. ჩვენ მას საათობით ვაკვირდებოდით.უკვე შევნიშნეთ, რომ მას სახიდან ტკივილის ნიშნები უქრებოდა. ხელის თითები მუშტში შეკრული, მოეშვა. ხელები უშპოთველად ჰქონდა დაშვებული.

ათწლეულების სიმსივნის ტკივილებს თითქმის ბოლო მოეღო. მე მის სახეზე სიმშვიდის გამომეტყველება შევნიშნე. მან რამდენჯერმე მოკლედ ჩაისუნთქა და გაშეშდა. ჩვენ ვიდექით და ვუყურებდით, კიდევ ხომ არ ჩაისუნთქავდა.

ბოლოს, მამამ ჩუმად თქვა: „პატარა გოგო სახლში დაბრუნდა“.

მას ცრემლი არ დაუღვრია, რადგან სულიწმინდამ დიდი ხნის წინ ნათლად დაანახა, ვინ იყო იგი და საიდან მოვიდა, რა გახდა და სად მიდიოდა. სულიწმინდამ მრავალჯერ დაუმოწმა მას მოსიყვარულე მამაზეციერის, მხსნელის, რომელმაც სიკვდილის ძალა დაძლია და მეუღლესთან და შვილებთან ერთად ტაძარში ჩაბეჭდვის რეალობის შესახებ.

სულიწმინდამ დიდი ხნის წინ დაარწმუნა იგი, რომ მეუღლის სიკეთემ და რწმენამ ღირსი გახადეს იგი ზეციურ სახლში დასაბრუნებლად, სადაც იგი ემახსოვრებათ, როგორც დაპირების შესანიშნავი შვილი და სადაც პატივისცემით შეხვდებიან მას.

მამაჩემისთვის ეს იმედზე მეტი იყო. სულიწმინდამ ეს მისთვის რეალობად აქცია.

შეიძლება ვინმე იტყვის, რომ ეს სიტყვები და წარმოდგენები ზეციური სახლის შესახებ იყო უბრალო სენტიმენტალურობა, გონება დაბინდებული მეუღლის მსჯელობა დანაკარგის მომენტში. მაგრამ მან იცოდა მარადიული ჭეშმარიტება, მან იმ ერთადერთი შეცნობის ხერხით შეიტყო, რომელიც არსებობს.

იგი იყო მეცნიერი, რომელიც ფიზიკური სამყაროს ჭეშმარიტებას ეძებდა ზრდასრულ ცხვოვრებაში. იყენებდა მეცნიერულ იარაღებს ისე, რომ საკმაოდ აღიარებული იყო ცნობილი კოლეგებს შორის მთელს მსოფლიოში. ის, რასაც მან ქიმიაში მიაღწია, მოვიდა როგორც მოლეკულების გონებაში წარმოსახვა და შემდეგ ლაბორატორიაში ექსპერიმენტებზე თავისი ხილვის დამტკიცება.

მაგრამ იგი სხვა გზით წავიდა იმ ჭეშმარიტებათა აღმოსაჩენად, რომლებსაც მისთვის და ჩვენთვისაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მხოლოდ სულიწმინდის მეშვეობით შეგვიძლია ვიხილოთ ადამიანები და მოვლენები ისე, როგორც ღმერთი ხედავს მათ.

ამ ნიჭის გამოვლენა საავადმყოფოში გაგრძელდა, მისი მეუღლის სიკვდილის შემდეგ. ჩვენ დედაჩემის ნივთები შევაგროვეთ სახლში წასაღებად. მანქანისკენ რომ მივდიოდით, მამა მადლობას უხდიდა ყოველ ექთანს და ექიმს, რომლებიც გზად გვხვდებოდნენ. მე მახსოვს, ცოტა გაღიზიანებულმა, ვიგრძენი, რომ მარტო უნდა დავრჩენილიყავით ამ წუხილში.

მე ახლა ვხვდები, რომ იგი ხედავდა იმას, რასაც მხოლოდ სულიწმინდას შეეძლო ეჩვენებინა მისთვის. იგი ხედავდა იმ ადამიანებს, როგორც ღვთის მიერ მოვლენილ ანგელოზებს, რომლებიც მის მეუღლეს უვლიდნენ. ისინი საკუთარ თავს სამედიცინო პერსონალად თვლიდნენ, მაგრამ მამა მათ მხსნელის სახელით უხდიდა მადლობას.

სულიწმინდის გავლენა გაგრძელდა მასზე მას შემდეგაც, რაც ჩემი მშობლების სახლში ჩამოვედით. ჩვენ ცოტახან მისაღებ ოთახში ვისაუბრეთ. მამა ბოდიშის მოხდით თავის საძინებელში წავიდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ იგი უკან მისაღებ ოთაშხი დაბრუნდა. მას სასიამოვნო ღიმილი ჰქონდა სახეზე. იგი მოგვიახლოვდა და ჩუმად თქვა: „მე მეშინოდა, რომ მილდრიდი სულიერ სამყაროში მარტო წავიდოდა. ვიფიქრე, ამდენ ხალხში არ დაიკარგოს“.

მერე მხნედ თქვა: „ახლა ვილოცე. ვიცი, რომ მილდრედი კარგად არის, იქ დედაჩემი შეეგება“.

მახსოვს, ამას რომ ამბობდა, ვიღიმოდი და ჩემს ბებიას წარმოვიდგენდი, როგორ მიფუსფუსებდა იგი მოკლე ფეხებით, გზას იკვლევდა ხალხში, რათა გაშლილი ხელებით რძალს შეხვედროდა.

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მამამ მოინდომა ეს ნუგეში და მიიღო იგი იყო ის, რომ იგი ბავშვობიდან ყოველთვის რწმენით ლოცულობდა. მიჩვეული იყო იმას, რომ ნუგეშის და მიმართულების მისაღებად პასუხებს გულში იღებდა. იგი მიჩვეული იყო ლოცვას, ასევე იცოდა წმინდა წერილი და ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვები. მან ამოიცნო სულიწმინდის ნაცნობი ჩურჩული. იქნებ თქვენც იგრძენით იგი დღეს?

სულიწმინდის თანხლება მისთვის რჩევის და ნუგეშის მომცემზე მეტი რამ იყო. მან შეცვალა იგი იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვობით. როცა ჩვენ ვიღებთ ამ დაპირებას, რომ სულიწმინდა ყოველთვის იქნება ჩვენთან, მხსნელი გვიბოძებს მარადიული ცხოვრებისთვის საჭირო სიწმინდეს, ღვთის ყველა ძღვენთა შორის უდიდეს ძღვენს (იხ. მოძღვრება და აღთქმები14:7).

თქვენ გახსოვთ მხსნელის სიტყვები: „ახლა, ეს არის მცნება: მოინანიეთ, დედამიწის ყველა კიდენო და მოდით ჩემთან და მოინათლეთ ჩემი სახელით, რათა განიწმინდოთ სულიწმინდის მიღებით, რათა ბოლო დღეს დადგეთ ჩემს წინაშე უმწიკვლონი“. (3 ნეფი 27:20).

ამ მცნებებს უფლის დაპირება ახლავს:

„და ახლა ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მიენდეთ იმ სულს, რომელსაც კეთელისკენ მიყავხართ, დიახ, რათა იმოქმედოთ სამართლიანად, იაროთ მორჩილად, განსაჯოთ სამართალით და ეს არის ჩემი სული.

„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბენბით თქვენ, გიბოძებთ ჩემს სულს, რომელიც გაგინათებთ გონებას, რომელიც აგივსებთ სულს სიხარულით“. (მოძღვრება და აღთქმები 11:12–13).

მე ვმოწმობ, რომ მამა ღმერთი ცოცხალია, რომ აღმდგარი იესო ქრისტე უძღვება მის ეკლესიას, რომ პრეზიდენტი თომას ს. მონსონი არის მღვდლობის გასაღებების მფლობელი და რომ სულიწმინდის მეშვეობით მიღებული გამოცხადება წინ უძღვის და მხარს უჭერს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისეს ეკლესიას და მის მორჩილ წევრებს.

მე ასევე ვმოწმობ, რომ ეს შესანიშნავი ადამიანები, რომლებიც დღეს გვესაუბრებოდნენ, როგორც უფალი იესო ქრისტეს მოწმენი, როგორც თორმეტ მოციქულთა ქვორუმი, ღმერთის მიერ არიან მოწოდებულნი. მე ვიცი, რომ პრეზიდენტმა მონსონმა სულიწმინდის კარნახით მოუხმო მათ. და როცა თქვენ უსმენდით მათ და მათ დამოწმებებს, სულიწმინდამ დაგიმოწმათ, რასაც ახლა გეუბნებით. ისინი ღვთის მიერ არიან არჩეულნი. მე მათ მხარს ვუჭერ და ვიცი, რომ უფალს უყვარს ისინი და მხარს დაუჭერს მათ მათ მსახურებაში. და მე ამას ვაკეთებ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნება

  1. Handbook 2: Administering the Church (2010), 20.3.10.

  2. See George Q. Cannon, in “Minutes of a Conference,” Millennial Star, მაისი 2, 1863, 275–76.