2018
მონანიების გადაწყვეტილება
January 2018


ახალგაზრდები

მონანიების გადაწყვეტილება

პრეზიდენტი მონსონი გვიხსნის, რომ „ჩვენი მოვალეობაა გავიზარდოთ საშუალოდან კომპეტენტურობამდე, მარცხიდან მიღწევამდე. ჩვენი დავალებაა - გავხდეთ საუკეთესონი“. მრავალი ადამიანი იანვრის თვეს უთმობს მიზნების დასახვას და გაუმჯობესების გადაწყვეტილებების მიღებას: მეტად გაიღიმონ, უფრო ჯანსაღად იკვებონ ან აითვისონ ახალი უნარი. ამ მიზნებს შეუძლია დაგეხმარონ უკეთესობისკენ შეცვლაში, მაგრამ შეცვლის საუკეთესო გზა მონანიებაა.

მიუხედავად იმისა, რომ მონანიება შეიძლება რთული იყოს, იგი ძღვენია. როცა ჩვენ ცოდვების მოსანანიებლად იესო ქრისტეს ვეყრდნობით, ჩვენ ვიზრდებით და წინ მივიწევთ. პრეზიდენტმა მონსონმა თქვა, რომ „[ხსნის] გეგმის აუცილებელი ნაწილია ჩვენი მხსნელი, იესო ქრისტე. მისი გამომსყიდველი მსხვერპლის გარეშე ყველაფერი დაიკარგებოდა“. მონანიების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ჩამოირეცხოთ ცოდვები და უფრო დაემსგავსოთ უფალს.

მოიფიქრეთ ერთი რამ, რაც გაკავებთ იმისგან, რომ უფრო დაემსგავსოთ ქრისტეს. საუბრის მანერა? ის, როგორ ექცევით მეგობრებს ან ოჯახის წევრებს? მას შემდეგ, რაც მოიფიქრებთ, რისი გაუმჯობესებაც შეგიძლიათ, ილოცეთ მამაზეციერის მიმართ და გამოხატეთ საკუთარი თავის შეცვლის სურვილი. გახსოვდეთ, რომ უფლის გამოსყიდვის ძალის გამო იესო ქრისტე დაგეხმარებათ სისუსტეების გადალახვაში. როგორც პრეზიდენტმა მონსონმა გვასწავლა: „მხსნელის მიერ უზრუნველყოფილი მონანიების ძღვენი გვაძლევს ჩვენი მიმართულების კორექტირების საშუალებას.