2018
მონანიების ძღვენი
January 2018


პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, იანვარი, 2018 წ.

მონანიების ძღვენი

„ჩვენი ვალდებულებაა, ამოვიდეთ საშუალოდან კომპეტენტურობამდე, მარცხიდან წარმატებულობამდე“, - გვასწავლიდა პრეზიდენტი თომას ს. მონსონი. „ჩვენ გვევალება - მაქსიმალურად შევიცვალოთ უკეთესობისკენ. ღმერთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია ის, რომ გვეძლევა ახალი მცდელობის სიხარულის განცდის საშუალება და რომ არც ერთი მარცხი არ უნდა იყოს მაინცდამაინც საბოლოო“.1

ჩვენ ხშირად ვუკავშირებთ ახალი წლის დაწყებას ახალ მიზნებსა და გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, გავხდეთ უკეთესნი, შევიცვალოთ ან კიდევ ვცადოთ რაიმე თავიდან. შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი გზა თავიდან დაწყებისა არის იმის მიღება, რასაც პრეზიდენტმა მონსონმა დაარქვა“მონანიების ძღვენი“.2

ქვემოთ მოყვანილია ამონარიდი მისი გამოსვლიდან, სადაც იგი გვირჩევს, ეკლესიის პრეზიდენტად მისი არჩევის დღიდან, „გამოვიყენოთ ქრისტეს გამოსყიდვის სისხლის ძალა, რათა მივიღოთ ჩვენი ცოდვების მიტევება და გავიწმინდოთ გული“.3

მიტევების სასწაული

„ჩვენ ყველას გაგვიკეთებია მცდარი არჩევანი. და თუ აქამდე არ გამოვასწორეთ მსგავსი არჩევანი, მე გარწმუნებთ, რომ საამისოდ ყოველთვის არსებობს გზა. ამ პროცესს ეწოდება მონანიება. მე გევედრებით, გამოასწოროთ თქვენი შეცდომები. ჩვენი მხსნელი აღესრულა, რათა უზრუნველყოს ჩვენთვის ეს დალოცვილი ძღვენი. მიუხედავად იმისა, რომ გზა ადვილი არაა, დაპირება რეალურია: ‘ალისფერივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გათეთრდება’ [ესაია 1:18]. ‘და მე, უფალი, აღარ გავიხსენებ მათ’ [D&C 58:42]. ნუ დააყენებთ რისკის ქვეშ თქვენს მარადიულ ცხოვრებას. თუ შესცოდეთ, რაც უფრო მალე დაიწყებთ გამოსწორებას, მით უფრო მალე იპოვით ტკბილ სიმშვიდესა და სიხარულს, რაც მიტევების სასწაულს მოსდევს“.4

ბილიკზე დაბრუნება

„მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელია, ბრძნულად ავირჩიოთ, ზოგჯერ ჩვენ სულელურ არჩევანს ვაკეთებთ. მხსნელის მიერ უზრუნველყოფილი მონანიების ძღვენი გვაძლევს ჩვენი მიმართულების კორექტირების საშუალებას, რათა შევძლოთ იმ ბილიკზე დაბრუნება, რომელიც მიგვიყვანს იმ ცელესტიალურ დიდებამდე, რომელსაც ვეძიებთ“.5

უკან დასაბრუნებელი გზა

„თუ ამ მოგზაურობისას რომელიმე წაბორძიკდა, მე გარწმუნებთ, რომ არსებობს უკან დასაბრუნებელი გზა. ამ პროცესს ეწოდება მონანიება. მიუხედავად იმისა, რომ გზა რთულია, თქვენი ხსნა მთლიანად არის დამოკიდებული მასზე. რა უნდა იყოს თქვენი მცდელობებისთვის ამაზე უფრო ღირსეული? მე გევედრებით, გადაწყვიტოთ ამ წუთას და გადადგათ აუცილებელი ნაბიჯები სრული მონანიებისკენ. რაც უფრო მალე გააკეთებთ ამას, მით უფრო მალე იგრძნობთ სიმშვიდეს, სიჩუმესა და დაჯერებულობას, რაზედაც ესაია საუბრობდა [იხ. ესაია 1:18].“6

ადამიანებს შეუძლიათ, შეიცვალონ

„ჩვენ უნდა ჩავიბეჭდოთ გონებაში, რომ ადამიანებს შეუძლიათ, შეიცვალონ. მათ შეუძლიათ, უკან მოიტოვონ ცუდი ჩვევები. მათ შეუძლიათ, მოინანიონ შეცოდებები. მათ შეუძლიათ, ღირსეულად ატარონ მღვდლობა. და მათ შეუძლიათ, ბეჯითად ემსახურონ უფალს“.7

კვლავ განიწმინდეთ

„თუ თქვენს ცხოვრებაში რაიმე შეცდომაა, ამის გამოსასწორებლად ყოველთვის არსებობს გზა. შეწყვიტეთ ყოველი უსამართლობა. გაესაუბრეთ თქვენს ეპისკოპოსს. როგორიც არ უნდა იყოს პრობლემა, ყოველთვის შეიძლება მისი მოგვარება მონანიებით. თქვენ შეგიძლიათ კვლავ სუფთანი გახდეთ“.8

მხსნელის აუცილებელი როლი

„[ხსნის] გეგმის აუცილებელი ნაწილია ჩვენი მხსნელი, იესო ქრისტე. მისი გამომსყიდველი მსხვერპლის გარეშე ყველაფერი დაიკარგებოდა. თუმცა საკმარისი როდია, უბრალოდ გწამდეს იგი და მისი მისია. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და ვისწავლოთ, ვეძიოთ და ვილოცოთ, მოვინანიოთ და გამოვსწორდეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ უფლის კანონები და ვიცხოვროთ მათ მიხედვით. ჩვენ უნდა მივიღოთ მისი გადარჩენის წეს-ჩვეულებანი. მხოლოდ ასე ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტ, მარადიულ ბედნიერებას.9

შენიშვნები

  1. “The Will Within,” Ensign, May 1987, 68.

  2. “Choices,” Liahona, May 2016, 86.

  3. იხ.მოსია 4:2.

  4. “The Three Rs of Choice,” Liahona, Nov. 2010, 69.

  5. “Choices,” 86.

  6. “Keep the Commandments,” Liahona, Nov. 2015, 85.

  7. “See Others as They May Become,” ლიახონა, ნოემბერი 2012, 68.

  8. “Priesthood Power,” Liahona, May 2011, 67.

  9. “The Perfect Path to Happiness,” Liahona, Nov. 2016, 80–81.